Jump to content
Planeta.Ge

რუსეთი ჰააგის სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის წიგნში მოყვანილი ინფორმაციის მტკიცებულება


Recommended Posts

Lo Janko

და საერთოდ, ჩემი აზრით ქვეყანას ანგრევს სიცრუე, სიმართლე რაც არ უნდა მძიმე იყოს ის ქვეყნისთვის მაინც უკეთესია ვიდრე სიცრუე, თუგინდ მოცემულ მომენტში ის პოლიტიკურად სასარგებლო იყოს.

 

მაგი ჩემო ლო ბატონმა გაგიმ უნდა გაიგოს. შემოვა ეხლა და დაგვიწერს უზარმაზარ პოსტს იმის თაობაზე როგორ არ გვესმის ჩვენ სახელმწიფოებრივი ინტერესები. რაც რეალურად იმას ნიშნავს ერთი და იგივე ფოცხს უნდა ვაბიჯებდეთ ფეხს მრავალჯერ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 52
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

რაა მართალი -ომი სააკაშვილმა დაიწყო?

ნახეთ ალექსიძე..თქვენ დევნილებს უმძიმეს პირობებში აგდებთ..ამისათვის მართლა უნდა აგოთ პასუხი...ეტნოწმენდა მოხდა და ეს რუსეთისმიერ მოხდა, აგრესია - ერთი სახელმწიფოს თავდასხმა მეორეზე მოხდა რუსეთისმიერ... თქვენ ამაზრზენ საქმეს აკეთებთ და თან დემაგოგიური ფორმით-

ეთნოწმენდა დაიწყო აფხაზეთიდან, გრძელდება ახლაც აფხაზეთში და სამაჩაბლოში. აგრესია - ერთი სახელმწიფოს თავდასხმა მეორეზე მოხდა რუსების მიერ თუნდაც ერთი ოცეულის( არასამშვიდობოთა), რეგულარული არმიის თუნდაც ერთი ქვედანაყოფის შემოყვანით! ამაზრზენია თქვენი საქმე და თქვენ ჩემი პირადი მტერი ხართ -ძუკუ, Lo Janko...მე მისპობთ საკუთარი სიცოცხლის, ქონების, სამართლებრივად დაცვის უფლებას!

რუსეთი ინდივიდ ზურაბიშვილის განცხადებებს იყენებს მრავალი ლტოლვილის ჰააგის სასამართლოში სიცოცხლისა და პირადი ქონების დაცვის უფლების ჩამოსართმევად.

თქვე ემხრობით იმ აზრს, რომ ჰააგის სასამართლო არუნდა იხილავდეს საქართველოს სარჩელ სრუსი აგრესორის წინააღმდეგ?!

Edited by Gagi 67
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ უკვე პასუხის გაცემის ღირსნიც არ ხართ..დუელების მომსპობის დედა ვატირე... მაგრამ თქვენს გამო დიდი სიამოვნებით ჩავჯდები ციხეში თუ სხვა გაკვეთილად მიიღებს ჩემს სასურველ ქმედებას... ისე რა ზრი აქვს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლევან ალექსიძემ ძალიან კარგად უპასუხა - სააკაშვილს არ შეეძლო არ ეპასუხა რუსეთის აგრესიაზე..ახლა რუსეთი უფრო ჰგავს პალესტინას, ვიდრე საქართველო, როგორც ამას ცდოლობდა "კამერო- და მაესტროფილი" კონგლომერატი.

ეთნოწმენდაზე რუსეთმა პასუხი უნდა აგოს სამართლებრივად.

 

ახლაც ვერ ახერხებთ ნორმალურად გასცეთ პასუხი ამ მეტად მნიშვნელოვან პრობლემას.

ნუთუ გრცხვენიატ თქვათ რომ ხართ სახელმწიფო საქართველოს წარმომადგენლები?! ნუთუ ასე დაკნინდით რომ გერიდებათ თქვათ, რომ საკუთარი ქვეყანა-სახელმწიფოს ინტერესების შელახვა ყველაზე მძიმე დანაშაულია?!

აქ ბევრს ვედავე და სხვაგანაც - რუსეთ- საქართველოს ომი არ დაწყებულა არც სააკაშვილით და არც შევარდნაძეთი ის დაიწყო მაშინ, როდესაც ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობა წარმოიშვა საქართველოში! რუსული ომი ვლინდება სხვადასხვა ფორმებში. ამ მრავალწლიანი საქართველო-რუსეთის ომის აგვისტოს პერიოდმა მხოლოდ ერთი რამ გააკეთა კარგი - მტერს დაერქვა ოფიციალურად მტერი და წარმოუდგენელი ცინიზმის სიმბოლო - მკვლელს მიკუთვნებული "მიროტვორეცის" ტიტული ჩამოერთვა სატანური შეუბრალებლობით ცნობილ აგრესორს - რუსეთს.

მე სულ მუდამ ვამახვილებ ყურადღებას სახელმწიფოებრივი აზროვნება უნდა უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოებრივი ინტერესების უზენაესობის აღიარებაში გამოიხატება.

 

ნუთუ გრცხვენიათ თქვათ, რომ ამ ინდივიდმა - ზურაბიშვილმა ძლიერი დარტყმა მიაყენა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს?!

არცერთს არ შეგიძლიათ დასძლიოთ ქართული ჟარგონიზმისა და ძველბიჭობის კლიშეები და საკუთარი გრძნობა გულწფელად, ალალად გამოხატოთ!.. რინოკა ებრალიძეს რომ ვკითხე - როგორ შეიძლება რუსეთმა სეპარატისტების ხელშეწყობა მოახდინოს მკვლელობეითა და დაბომბვებით, და ამას დაარქვას "მიროტვორცობა", და იმავე მკვლელი საჯარისო შენაერთებით მოახდინოს სეპარატიოსტების დაბომბვა და დაარქვას KTO (კონტრტერორისტული ოპერაცია)?! ამაზე ალიკ რინოკამ ზუსტად თქვენნაირი პასუხი გამცა - საქართველომ უნდა თავისთავში მონახოს მიზეზი რატომ დაისაჯაო და მოინანიოს რუსების სიმხეცეო.. ამ ლაჩარმა იგივე სთქვა რაც ახლა აქ მესმის - ყველაფრისათვის მზად ხართ მოჩვენებითი თვითლანძღვა-თვითგვემისათვისაც კი , მაგრამ არა ხართ მზად სიმართლის აღიარებისათვის , თანაც ზომიერების ფარგლებში - სიმართლე გინდაც ყველაზე კორექტულად შემდეგშია- ინდივიდმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი ქმედებით დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს და რისკის ქვეშ დააყენა არა თუ სამაჩაბლოდა ახლა დევნილი, არამედ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მიმართ რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი !

იმედია ინდივიდ სალომეს ზურაბაშვილის ქმედებას გააუვნებელყოფენ ჰააგის სასამართლოში ჩვენი იურისტები.

გთხოვთ, გინების გარეშე- ვერდიქტს იძლევა სასამართლო, ჩვენ კი კორექტულად მხოლოდ ფაქტს გავუკეთოთ კომენტირება - მე მოქალაქეს ვერ ვუწოდებ ამ ინდივიდს ვერც ეროვნებას მივუთითებ რადგან, ჩემი შეხედულებით, ეროვნული ინტერესები შეუთავსებადობაშია ამ ინდივიდის მიერ ჩადენილი საქმიანობასთან, მაგრამ "ინდივიდი" უნივერსალური ტიტულია.. არც არასამართლებრივია.

მე ხომ ყველას გთხოვთ რომ არ მოახდინოთ სახელმწიფოებრივი ინტერესების შელახვა..

მე ფაქტიურად მხოლოდ ამისათვის ვარ ამ ფორუმში.., გთხოვთ, დაიწყოთ საკუთარი ქვეყნის აღთქმა, როგორც სახელმწიფოდ, სადაც თქვენმა მოქმედებამ შეიძლება რისკის ქვეშ დააყენოს ჩვენი სამშობლოს არსებობა.

გაიგეთ, რომ ხართ სახელმწიფოს პატრონნი, თუნდაც გერმანიის დასავლეთ ნაწილივით ზოგიერთი კუთხეების ოკუპირებით, თუნდაც მცირესი, თუნდაც არასრულყოფილისა და განუვითარებელის, მაგრამ მაინც სახელმწიფოსი!

გაიგეთ, რომ თქვენს ნებისმიერ ქმედებას დიდი შედეგი მოჰყვება და არც ვინმე დაიცავს ჩვენ მაგივრად საქართველოს, არც ვინმე უცხოელს შეუძლია ამჯამად უჩვენოდ, მხოლოდ თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვროს ჩვენი სამშობლოს მომავალი! ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს თქვენი, ჩემი სამშობლოს სახელმწიფობიობას. ეს რეალობაა ფორუმელებო.

ნუთუ აქ ამ საკითხზე პოსტების სიდიდე სარკაზმის საბაბი უნდა გახდეს?!

Edited by lasalexx
მოერიდეთ იუზერების შეურაცხყოფას
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

თუ კი რასაც ამბობს სალომე სიმართლეა, მაშინ ის იმისთვის კი არაა საგინებელი რატომ ამბობს ამას, იმისთვისაა საგინებელი, რომ ეს თავის დროზე არ თქვა.

 

თავის დროზეც თქვა მაგან ეს ამბები.მაგრამ ვინ უსმენს ეგრევე იარლიყები მიაკრეს.

 

ერთხელ წითელუბნის დაბომბვასთან დაკავშირებით თქვა , რომ ჩვენების გაკეთებულიაო და წყარო არ დაასახელა.

 

სავარაუდოდ ფრანგული წყაროები იყო. მაშინ ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.

 

იქნება და მართალია ეს ქალი, მაშინ რა გამოდის?

 

+ მიშას დაპირება წინასაარჩევნოდ დევნილებთან და დაქადნება _თვეების საკითხიაო თქვენი დაბრუნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ თქვენს გამო დიდი სიამოვნებით ჩავჯდები ციხეში თუ სხვა გაკვეთილად მიიღებს ჩემს სასურველ ქმედებას...

თქვენ რა ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებით თქვენი მოსაზრებებისგან განსხვავებულ პირებს?

ეთნოწმენდაზე რუსეთმა პასუხი უნდა აგოს სამართლებრივად.

მაგაზე ბატონო ჩემო ვინმე დავობს? რაც მე ანტირუსული განწყობის იმხელა სტაჟი მაქვს, დარწმუნებული ვარ თქვენ იმდენი წლის არც იქნებით. ამიტომ კონკრეტულ კითხვებს კონკრეტულად უპასუხეთ და არ გვინდა აქ ურაპატრიოტული რიტორიკა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგაც თქვენი ეგრეთწოდებული ,,რადიკალური ოპოზიცია'' ( რადიკალური ქვეყნის ღალატში , თორემ ისე რისი თავი აქვთ კი გამოჩნდა გაზაფხულზე ) . მარტო სალომე ზურაბიშვილი ამბობდა მაგას ? ეხლა სათითაოდ მოიყვანენ რუსები არგუმენტებად ამ ვითომ ,,რადიკალური''ოპოზიციის ყველა ბრალდებას სააკაშვილისადმი ,,ომის დაწყების შესახებ'' . სააკაშვილის მოწინააღმდეგე გარკვეულ მიზეზტა ამო მეც ვარ , მაგრამ ეგენი საქართველოს მოწინააღმდეგეები არიან და არა საკაშვილის . ნებისმიერი ოპოზიციონერი რომელიც ოფიციალურ დონეზე აცხადებს რომ საქართველო რუსეთის ომი საქართველოს ტერიტორიაზე ( !!! ) დაიწყო სააკაშვილმა არის სამშობლოს მოღალატე და ამას ვისაც უნდა და როცა უნდა პირში ვეტყვი

 

ჩემთვის უფალი , ღირსება და სამშობლო დგას ყველაზე მაღლა და ყველას ვისაც ისტერიკა დაეწყება ჩემი წინა წერილის დაწყებისას მივმართავ რომ მე ამას ყველგან ხმამაღლა ვამბობ და ინტერნეტ ისტერიკას ჯობს თუ უნდა მივწერჩემს უბანს და პიროვნებას და ვაჟკაცურად ვნახოთ ერთმანეთი და ისე გავარკვიოთ თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ ჩემი პირადი მტერი ხართ -ძუკუ, Lo Janko
თქვენ უკვე პასუხის გაცემის ღირსნიც არ ხართ..დუელების მომსპობის დედა ვატირე... მაგრამ თქვენს გამო დიდი სიამოვნებით ჩავჯდები ციხეში თუ სხვა გაკვეთილად მიიღებს ჩემს სასურველ ქმედებას... ისე რა ზრი აქვს

დიდი მადლობა Gagi 67 ასეთი შეფასებისათვის.

ესტრემიზმი დასკვნების გაკეთებაში ზვიადისტებისა და მიშისტების თანმდევი თვისებაა, ამიტომ ეს არც გამკვირვებია.

 

თქვე ემხრობით იმ აზრს, რომ ჰააგის სასამართლო არუნდა იხილავდეს საქართველოს სარჩელ სრუსი აგრესორის წინააღმდეგ?!
ჰააგის სასამართლომ რა უნდა განიხილოს ეს ჰააგის სასამართლოში წყდება და არც პუტინისა და არც მიხოს შეკვეთებზე ისინი საბედნიეროდ არ მუშაობენ.

ჰააგის სასამართლო იხილავს, მხოლოდ იმ საქმეებს სადაც წარმოდგენილია უტყუარი, მიუკერძოებელი მოწმეების მიერ დადასტურებული მტკიცებულებები. რ2-ის რეპორტაჟები და მიხოს განცხადებები მტკიცებულებას არ წარმოადგენენ.

საქართველოს აქვს უფლება და ვალდებულიცაა წარადგინოს სარჩელი ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ. დარწმუნებულიც ვარ ამ სასამართლოს შედეგი იქნება საქართველოს სასარგებლოდ, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს უფრო ფუნდამენტური გამოძიება ვიდრე ეს ტალიავინის კომისიამ გააკეთა. ეს კი არა მგონია პირადად სააკაშვილის ხელისუფლებისათვის იყოს მომგებიანი. ამიტომ მიშას ნაკლებად აინტერესებს ჰააგა, მისთვის უფრო მომგებიანია პოლიტიკური განცხადებების ჟღარუნი და მუდმივად ჰააგათი აპელირება.

 

შედეგად ხალხი მიშა, მიშას იძახის და გამყიდველ ევროპას აგინებს!!

Edited by Lo Janko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ რა ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებით თქვენი მოსაზრებებისგან განსხვავებულ პირებს?

 

მაგაზე ბატონო ჩემო ვინმე დავობს? რაც მე ანტირუსული განწყობის იმხელა სტაჟი მაქვს, დარწმუნებული ვარ თქვენ იმდენი წლის არც იქნებით. ამიტომ კონკრეტულ კითხვებს კონკრეტულად უპასუხეთ და არ გვინდა აქ ურაპატრიოტული რიტორიკა.

არ ვიმუქრები... გამიგეთ... პირდაპირ -თქვენ ახლაც არჩევნების პოლემიკის რეჟიმში ხართ და ლახავთ სახელმწიფოებრივ ინტერესებს..ამას კი მუქარით აღარ პასუხობენ..მიიღეთ ეს რეალურად, როგორი რეალობითაც ერქმევთ ეთნოწმენდას ავანტიურას!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

არტო სალომე ზურაბიშვილი ამბობდა მაგას ? ეხლა სათითაოდ მოიყვანენ რუსები არგუმენტებად ამ ვითომ ,,რადიკალური''ოპოზიციის ყველა ბრალდებას სააკაშვილისადმი ,,ომის დაწყების შესახებ'' .

 

 

დაუშვათ და ეს რადიკალური ოპოზიცია მართალი იყო და სიმართლეს ამბობდა მაშინ რა გამოდის? შედეგების გათვალისწინებით გამეცი პასუხი.

Edited by DATA TUTASXIA
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუთუ აქ ამ საკითხზე პოსტების სიდიდე სარკაზმის საბაბი უნდა გახდეს ყოვლადუპრინციპო ყოვლად ამორალური რესპონდენტების მიერ?!

ეხლა მართლა მოუკრეფავში გადახვედით. ეგღა მაკლია თქვენისთანებმა ამორალური მიწოდოს. დაამუხრუჭეთ სანამ შესაბამისი პასუხი გამიცია.

ისე თუ სხვა რამე გნებავთ მობრძანდით პლანეტელების შეკრებაზე და იქ ვისაუბროთ პირისპირ.

მოდერებო მიხედეთ ამ სუბიექტს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე არ მაინტერესებს თქვენი და თქვენი ახლობელი "მიშების" (ისე თუ ახლობელი არაა გაპრანჭული ფამილიარობაა მიშას დაძახებაანმიშიკოსი) ურთიერტობა..ახლა მაგ ორი მხარიდან -ერთი თქვენი ინდივიდი სალომე, დამეორე საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება - ამ ორი მხარიდან ერთის - ინდივიდ ზურაბიშვილის ქმედება ლახავს სახელმწიფოებრივ ინტერესებს...

ამჟამად თქვენს მიერ ეთნოწმენდასთან "მიშას' ამბების მოყვანა რუსების მიერ საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი ეთნოწმენდის დანაშაულის მიმართ ყოვლად დაუშვებელია!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დროა ამ ეგრეთ წოდებულ რადიკალურ ოპოზიციას მოღალატის იარლიყი მიეკრას , ის პოლიტიკოსები ვინც ოფიციალურ დონეზე სააკაშვილს ადანაშაულებდა ომის დაწყებაში ის პოლიტიკოსები წესით საღამოთი გარეთ ვერ უნდა გამოდიოდნენ ზურაბიშვილს და ბურჯანაძეს არ ვგულისხმობ მაინც ქალები არიან , მე მამრი მოღალატეები მყავს მხედველობაში ( შეგნებულად არ ვწერ კაცს ) , წესით ყოველ ფეხის ნაბიჯზე გინება უნდა ესმოდეთ და საქართველოში აღარ უნდა დაედგომებოდეთ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე არ მაინტერესებს თქვენი და თქვენი ახლობელი "მიშების" (ისე თუ ახლობელი არაა გაპრანჭული ფამილიარობაა მიშას დაძახებაანმიშიკოსი)

Gagi 67, უკაცრავად ვარ და თქვენ ხილვები ხომ არ გაწუხებთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Gagi 67

ამ ორი მხარიდან ერთის - ინდივიდ ზურაბიშვილის ქმედება ლახავს სახელმწიფოებრივ ინტერესებს...

 

 

კი მაგრამ რაც ზურაბიშვილმა დაწერა წიგნში და რაც რუსებს არგუმენტად მოყავთ, ის ხომ საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს მიშას დაპირებებზე დაყრდნობით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...