ლ ი ც ი Posted December 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2009 (edited) რუსეთი ჰააგის სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის წიგნში მოყვანილი ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენებას აპირებს04 / 12, 2009 21:23 რუსეთი ჰააგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ სალომე ზურაბიშვილის წიგნში “ქართული ქრონიკები” მოყვანილი ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენებას აპირებს.სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის წიგნში შესულია ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების დეტალები და ნათქვამია, რომ ომისთვის საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა.“იმ თავდაცვითი პოლიტიკის მიღმა, რომელიც მიმართული იყო ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვისკენ, ადგილი ჰქონდა შეიარაღების პოლიტიკას, რომელიც მიზნად ისახავდა სამხედრო რევანშს და დაკარგული ტერიტორიების ძალისმიერ მეთოდებით დაბრუნებას”, - ნათქვამია “ქართულ ქრონიკებში”.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლიცემერი: ტრადიციული ო(ბ)ოზიციის აჩრდილი დაძრწის საქართველოში . რავი, ჩემი აზრით, მიშას სიძულვილს ანაცვლა საქართველო უზერებო, რა დედიმისის უნდა ამ ფრანგ ქალბატონს? Edited December 4, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted December 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2009 ქაჯები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2009 ლიცემერი: ტრადიციული ო(ბ)ოზიციის აჩრდილი დაძრწის საქართველოში სამრეცხაუო უნდა გაიხსნას საქართველოში, ძალიან დიდი სამრეცხაო, ქართველების უდიდეს ნაწისლ თვინი აქვს გასარეცხი რუსეთი ჰააგის სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის წიგნში მოყვანილი ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენებას აპირებს04 / 12, 2009 21:23პრინციპში კარგია თუ გამოიყენებენ, ძალიან კარგი გაკვეთილი იქნება, მაგრამ ჩვენები მაინც ვერაფერს ისწავლიან!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted December 4, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2009 ქაჯები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 4, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 4, 2009 გენიალურია! კრეტინების დოღია რა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted December 5, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 (edited) არ მეგონა ეს თემა თუ ასე "შუსტრად " ჩაიძირებოდა, მაგრამ ეტყობა ისე მივეჩვიეთ პოლიტიკოსების სირეგვენეს , რომ არაფერი აღარ გვიკვირს, არა? Edited December 5, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 (edited) არ მეგონა ეს თემა თუ ასე "შუსტრად " ჩაიძირებოდა, მაგრამ ეტყობა ისე მივეჩვიეთ პოლიტიკოსების სირეგვენეს , რომ არაფერი აღარ გვიკვირს, არა? ლიც,აი ცოტა ხანში ეგ ქალბატონი ჩვენი სტუმარი იქნება და ეგ კითხვა შეგიძლია პირადათ დაუსვა. Edited December 5, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 ლ ი ც ი არ მეგონა ეს თემა თუ ასე "შუსტრად " ჩაიძირებოდა, მაგრამ ეტყობა ისე მივეჩვიეთ პოლიტიკოსების სირეგვენეს , რომ არაფერი აღარ გვიკვირს, არა?რა უნდა გაგვიკვირდეს?! ვერ ვხედავთ რა ხდდება?! ერთი დიდი ნაგავია ჩვენს გარშემო! იმენა სასწრაფოდ დეზინფექციაა ჩასატერებელი, ეს ეჭვგარეშეა, საკითხავი მხოლოდ ისაა, როგორ?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 ლ ი ც ი სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის წიგნში შესულია ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების დეტალები და ნათქვამია, რომ ომისთვის საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა. ისე მაგი ქალი მთლად დალაგებული რომ არ არის გასაგებია. თუმცა რუსთავი2 -ს ინფორმაცია რამდენად საიმედოა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 ლ ი ც ი ისე როცა პრეზიდენტი ასეთ რამეებს ამბობს, სალომეს ციტირება რაღა საჭიროა.სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 დეკ.'07 / 15:00 პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარება სულ ცოტა თვეების საკითხია. ”ცხინვალის რეჟიმი არის მოყანყალებული, როგორც ამოსაღები კბილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ 5 იანვრის [საპრეზიდენტო] არჩევნების კარგად ჩატარების შემთხვევაში, ეს არის მართლა კვირების ან თვეების საკითხი. ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული. ამაზე ზუსტი ინფორმაცია მაქვს,” - განაცხადა მან 4 დეკემბერს.სააკაშვილმა ეს განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა. იმავდროულად, სტუდენტების მეორე ჯგუფმა უნივერსიტეტის წინ საპროტესტო აქცია გამართა. მათი განცხადებით, შეხვედრის ორგანიზატორებმა მხოლოდ სასურველი სტუდებტები შეარჩიეს და სხვებს საშუალება არ მისცეს სააკაშვილთან შეხვედრას დასწრებოდნენ. პრეზიდენტობის კანდიტატმა ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ბოლო თვეების მანძილზე სიმშვიდეა და სროლებიც არ ისმის, რადგანაც საქართველო გაძლიერდა და ”ყოველ გაფაჩუნებაზე ათ იმდენ პასუხს იღებდა პროვოკაციის მომწყობი”.”ამრიგად, საუბარია მართლა ძალიან მოკლე პერიოდზე,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”რუსებსაც წამოცდათ რამდენჯერმე, რომ სამხრეთ ოსეთი მათ არ აინტერესებს. ეს მათ წამოცდათ”.ბოლო ფრაზა ჩემთვის ყველაფერს ამბობს. ამიტომ დაიჯერა მიშამ რომ რუსები არ ჩაერეოდნენ და დაიწყო ფართომაშსტაბიანი სამხედრო მოქმედებები და ამას რაც მოყვა ყველამ ვნახეთ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 ამ ქვეყანაში ადამიანებს მხოლოდ ამბიცია აქვთ... ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი თუ ნაციონალიზმი და ა.შ.... ისევ ჩვენი ისტორიკოსების ოცნება იყო და არასოდეს გვეღირსება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gagi 67 Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 (edited) ახლაც ვერ ახერხებთ ნორმალურად გასცეთ პასუხი ამ მეტად მნიშვნელოვან პრობლემას. ნუთუ გრცხვენიატ თქვათ რომ ხართ სახელმწიფო საქართველოს წარმომადგენლები?! ნუთუ ასე დაკნინდით რომ გერიდებათ თქვათ, რომ საკუთარი ქვეყანა-სახელმწიფოს ინტერესების შელახვა ყველაზე მძიმე დანაშაულია?!აქ ბევრს ვედავე და სხვაგანაც - რუსეთ- საქართველოს ომი არ დაწყებულა არც სააკაშვილით და არც შევარდნაძეთი ის დაიწყო მაშინ, როდესაც ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობა წარმოიშვა საქართველოში! რუსული ომი ვლინდება სხვადასხვა ფორმებში. ამ მრავალწლიანი საქართველო-რუსეთის ომის აგვისტოს პერიოდმა მხოლოდ ერთი რამ გააკეთა კარგი - მტერს დაერქვა ოფიციალურად მტერი და წარმოუდგენელი ცინიზმის სიმბოლო - მკვლელს მიკუთვნებული "მიროტვორეცის" ტიტული ჩამოერთვა სატანური შეუბრალებლობით ცნობილ აგრესორს - რუსეთს.მე სულ მუდამ ვამახვილებ ყურადღებას სახელმწიფოებრივი აზროვნება უნდა უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოებრივი ინტერესების უზენაესობის აღიარებაში გამოიხატება. ნუთუ გრცხვენიათ თქვათ, რომ ამ ინდივიდმა - ზურაბიშვილმა ძლიერი დარტყმა მიაყენა საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს?! არცერთს არ შეგიძლიათ დასძლიოთ ქართული ჟარგონიზმისა და ძველბიჭობის კლიშეები და საკუთარი გრძნობა გულწფელად, ალალად გამოხატოთ!.. რინოკა ებრალიძეს რომ ვკითხე - როგორ შეიძლება რუსეთმა სეპარატისტების ხელშეწყობა მოახდინოს მკვლელობეითა და დაბომბვებით, და ამას დაარქვას "მიროტვორცობა", და იმავე მკვლელი საჯარისო შენაერთებით მოახდინოს სეპარატიოსტების დაბომბვა და დაარქვას KTO (კონტრტერორისტული ოპერაცია)?! ამაზე ალიკ რინოკამ ზუსტად თქვენნაირი პასუხი გამცა - საქართველომ უნდა თავისთავში მონახოს მიზეზი რატომ დაისაჯაო და მოინანიოს რუსების სიმხეცეო.. ამ ლაჩარმა იგივე სთქვა რაც ახლა აქ მესმის - ყველაფრისათვის მზად ხართ მოჩვენებითი თვითლანძღვა-თვითგვემისათვისაც კი , მაგრამ არა ხართ მზად სიმართლის აღიარებისათვის , თანაც ზომიერების ფარგლებში - სიმართლე გინდაც ყველაზე კორექტულად შემდეგშია- ინდივიდმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი ქმედებით დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს და რისკის ქვეშ დააყენა არა თუ სამაჩაბლოდა ახლა დევნილი, არამედ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მიმართ რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი !იმედია ინდივიდ სალომეს ზურაბაშვილის ქმედებას გააუვნებელყოფენ ჰააგის სასამართლოში ჩვენი იურისტები. გთხოვთ, გინების გარეშე- ვერდიქტს იძლევა სასამართლო, ჩვენ კი კორექტულად მხოლოდ ფაქტს გავუკეთოთ კომენტირება - მე მოქალაქეს ვერ ვუწოდებ ამ ინდივიდს ვერც ეროვნებას მივუთითებ რადგან, ჩემი შეხედულებით, ეროვნული ინტერესები შეუთავსებადობაშია ამ ინდივიდის მიერ ჩადენილი საქმიანობასთან, მაგრამ "ინდივიდი" უნივერსალური ტიტულია.. არც არასამართლებრივია. მე ხომ ყველას გთხოვთ რომ არ მოახდინოთ სახელმწიფოებრივი ინტერესების შელახვა.. მე ფაქტიურად მხოლოდ ამისათვის ვარ ამ ფორუმში.., გთხოვთ, დაიწყოთ საკუთარი ქვეყნის აღთქმა, როგორც სახელმწიფოდ, სადაც თქვენმა მოქმედებამ შეიძლება რისკის ქვეშ დააყენოს ჩვენი სამშობლოს არსებობა. გაიგეთ, რომ ხართ სახელმწიფოს პატრონნი, თუნდაც გერმანიის დასავლეთ ნაწილივით ზოგიერთი კუთხეების ოკუპირებით, თუნდაც მცირესი, თუნდაც არასრულყოფილისა და განუვითარებელის, მაგრამ მაინც სახელმწიფოსი! გაიგეთ, რომ თქვენს ნებისმიერ ქმედებას დიდი შედეგი მოჰყვება და არც ვინმე დაიცავს ჩვენ მაგივრად საქართველოს, არც ვინმე უცხოელს შეუძლია ამჯამად უჩვენოდ, მხოლოდ თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვროს ჩვენი სამშობლოს მომავალი! ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს თქვენი, ჩემი სამშობლოს სახელმწიფობიობას. ეს რეალობაა ფორუმელებო. Edited December 5, 2009 by Gagi 67 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 ლ ი ც ი ლიცემერი: ტრადიციული ო(ბ)ოზიციის აჩრდილი დაძრწის საქართველოში . რავი, ჩემი აზრით, მიშას სიძულვილს ანაცვლა საქართველო უზერებო, რა დედიმისის უნდა ამ ფრანგ ქალბატონს? დიაგნოზი დაგისვია უცებ, მაგრამ რაზეა საუბარი იცის ვინმემ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gagi 67 Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 ინდივიდმა სალომე ზურაბიშვილმა თავისი ქმედებით დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს და რისკის ქვეშ დააყენა არა თუ სამაჩაბლოდა ახლა დევნილი, არამედ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მიმართ რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხი !ნუ გავიმეორებთ ამას ფორუმზე- სახელმწიფო ინტერესები უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე თქვენი შეხედულებები. გინება იგივეს აკეთებს, რასაც ეს ინდივიდი ზურაბიშვილი- რადიკალიზმი და ბარბაროსული ქცევები სპობს სახელმწიფობრიობას! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 აბსოლუტურად გეთანხმებით ძუკუ. თუ კი რასაც ამბობს სალომე სიმართლეა, მაშინ ის იმისთვის კი არაა საგინებელი რატომ ამბობს ამას, იმისთვისაა საგინებელი, რომ ეს თავის დროზე არ თქვა. და საერთოდ, ჩემი აზრით ქვეყანას ანგრევს სიცრუე, სიმართლე რაც არ უნდა მძიმე იყოს ის ქვეყნისთვის მაინც უკეთესია ვიდრე სიცრუე, თუგინდ მოცემულ მომენტში ის პოლიტიკურად სასარგებლო იყოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.