Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

იქით ვნახე... გული დამეწვა..

დღევანდელ პრაიმტაიმში დაიბეჭდა.. წყარო აფხაზი ჟურნალისტები ( აფხაზმა ჟურნალისტებმა მიაწოდეს... გასაგებია რატომაც )

 

 

 

14 მაისი - გუდაუთის სამხედრო ბაზაზე რამოდენიმე რუსი ჯარისკაცი დათვრა, სასმელი შემოაკლდათ, დაქოქეს ვილისი და გუდაუთელი აფხაზის ოჯახს ესტუმრენ. ზაურ ნივიჯბა ღვინოსა და არაყს ყიდის სახლიდან. იმ დროს შინ არ იყო. მისმა მეუღლემ მომხდურებს 10 ლიტრი ღვინო და 3 ლიტრი არაყი მისცა. ჯარისკაცებმა იცოტავეს, სახლში შეცვივდნენ და მთვრალებმა იქაურობა მილეწ მოლეწეს. ცხადია იმ სასმლის გარდა ოჯახიდან კიდე 50 ლიტრი არაყი და 200 ლიტრი ღვინო წამოიღეს. 62 წლის ჟენია ნავიჟბა კი ორმა ჯარისკაცმა ავტომატის კონდახითა და წიხლებით სცემა. ხმარზე მეზობლებიც გამოცვივდნენ, ამ დროს რუსები მანქანაში სხდებოდნენ და ავტომატის ჯერი მიუშვეს ხალხისკენ ფეხებთან მათ გასაფანტად. ერთი ტყვია 12 წლის ალიკ აგირბას მუცელში ღვიძლში მოხვდა და საავადმყოფოში იმავე დღეს გარდაიცვალა. ჟენია ნავიჟბა კი ადგილზე დაიღუპა. მას კისრის მალა ჰქონდა გადატეხილი და თავის ქალაზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა

 

22 მაისი - გუდაუთაში. სოფელ აბღარხუჟში ასევე მთვრალი ჯარისკაცები ბესლან ხაშიგამ შინ მიიწვია და გაუმასპინძლდა. როცა ეს ექვსი ჯარისკაცი გამოთვრა. ქალები მოუნდათ და მასპინძელს მეძავების მოყვანა უბრძანეს. ბესლანმა შორს დაიჭირა. სუტინიორი კი არ ვარო. ჯარისკაცებმა ბესლანს ხელფეხი შეუკრეს პირში ჩვარი ჩასჩარეს და ბოსელში შეაგდეს. მერე მის ცოლ-შვილს მიხედეს. მეუღლე ნელი ხაშიგა რიგრიგობით გააუპატიურეს. მთვრალებს გაახსენდათ რომ მის ოჯახში პატარა გოგონაც იმყოფებოდა და დაიწყეს მისი ძებნა. სხვენიდან 14 წლის ნაილი ხაშიგა ჩამოათრიეს და ისიც რიგრიგობით გააუპატიურეს. წასვლისას ბესლანს ბოსელში შესძახეს: მადლობა გვითხარით რომ ამ ამბებს არ გაყურებინეთო. ამ ექვსი მოძალადიდან ერთ ერთის გვარია ბორტონიკოვი მეორისა საველიევი.

 

27 მაისი - ისევე გუდაუთა, სოფელი ყულაწურხვა. სოფლის ერთადერთი მაღაზიას რუსები დაესხნენ თავს, ავტომატის ჯერით გატეხეს კლიტე და მთელი სურსათი და სასმელი ურალში ჩატვირთეს. ოცა ატეხილ ხმაურზე მაღაზიის მეპატრონეები სხვებთან ერთად ადგილზე მიცვივდნენ სულ ავტომატის კონდახებით ცემეს თუმცა მათ მეზობლები და ნათესავები გამოესარჩლენ, იარაღი მათ ხელშიც გაჩნდა. შედეგად მოკლულია შვიდიდან 3 რუსის ჯარისკაცი - იარცევი, ვაილოვი და ჩეჩენი ჯაბარაევი. გუდაუთელთაგან 7 მკვდარია. მათ შორის მაღაზიის მეპატრონეები ბჟიჟბა და ღურწკაია. დილით რუსმა სამხედროებმა გუდაუთის მილიციასთან ერთად 12 გუდაუთელი დააპატიმრეს. მათ შორის ღურწკაიას ორი ვაღი და ბჟიჟბას სიმამრი. ცხადია მთავარი დამნაშავეთაგან რუსი ჯარისკაცებიდან არავინ დასჯილა

 

1 ივნისი - სოხუმი, ეშერა. 14 წლის ეკა მარღანია ორმა რუსმა ჯარისკაცმა გზიდან ვილისით გაიტაცა. ტყეში გააუპატიურეს მაგრამ სანამ გოგონას ერთ ერთი მოძალადე აკავებდა მან მანქანიდან საკუთარ ძმასთან დარეკვა მოახერხა რამდენიმე სიტყვის თქმა მოასწრო. სწორედ ეს გახდა გოგონას მოკვლის მიზეზი. ის კალაშნიკოვის ჯერით დაცხრილეს. გოგონას 18 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი არტიომ მოივა და ანდრე ზარაზოვი დააკავეს. ჩვენებები ჩამოართვეს, მაგრამ ერთ კვირაში გამოუშვეს და სოხუმიდან სამხედრო სამსახურის დასასრულებლად რუსეთში გადაიყვანეს. მარღანიები დღემდე ამაოდ ეძებენ სამართალს

 

14 ივნისი - სოხუმი აჩადარა. მთვრალი რუსი ჯარისკაცები ბესო ბესელიას საკუთარ სახლთან აუხირდნენ. ან არაყი მოგვეცი ან ფულიო. ბესელია რუსებს არ შეეპუა. მაგრამ. როცა იარაღი შეაყენეს შინ შევარდა ერთი ჯარისკაცი ეზოში შეჰყვა და სახლში ლიმონკა შეუგდო. კარი კი გამოიხურა. 27 წლის ბესო ბესელია მისი მეუღლე და ორი წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალნენ. მისი 9 წლის შვილი და 56 წლის მამა მრავლობითი ჭრილობის მიუხედავად გარდაიცვალნენ.

 

14 ივნისი -ოჩამჩირე ჯეყმური. სამმა მთვრალმა რუსმა ჯარისკაცმა და ერთმა ოფიცრემა - კაპიტანმა. საკუთარ სახლში გააუპატიურეს რძალ-მული 19 წლის ლანა ბაძაღუა და 24 წლის ნია. სახლში გოგონების მეტი არავინ იმყოფებოდა. სამხედროებმა წყურვილის მომიზეზებით შეაღწიეს სახლში. გოგონები სარდაფში ჩაათრიეს და ასე აისრულეს რიგრიგობით საწადელი. მერე მათ პირი აუკრეს და ხელები გაუკვრეს და 6 საათის მანძილზე სარდაფში გამოამწყვდიეს. ლანა ბაძაღუა ამჟამად სოხუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობს

 

30 ივნისი ოჩამჩირე. მერხეული. ლავრენტი ბერიას მშობლიურ სოფელში 62 წლის ლიზა დარასელია გააუპატიურეს მოხუც ქალს მაშინ მიუსწრეს, როცა მაღაზიას კეტავდა, სადაც გამყიდვლად მუშაობდა. საწყობში შეათრიეს და.. როცა დარასელიას ახლობლები რუს ოფიცრებს საჩივრად მიადგნენ მოკლედ მოუჭრეს: მეგონა მადლობას მეტყოდით ჩვენმა ბიჭებმა 62 წლის ქალს ახალგაზრდობა გაახსენებინეს თქვენ კიდე ჩივიხართო

 

18 ივნისი. ტყვარჩელი, თხინა. ლეონიდ კრივჩაკმა და ვოვა ბონდარჩუკმა, რომლებიც აფხაზურ ოჯახში ქორწილში იყვნენ მიწვეული არც მეტი არც ნაკრები პატარძალზე გაიწიეს. თარბების ოჯახში ფეხქვეშ გაიგდეს ორივე რუსი ჯარისკაცი და ცემა ტყეპით გამოათრიეს ოჯახიდან. მეორე დღეს 20 ამდე შეიარაღებული რუსი მიადგა თარბებს დაახლოებით 60 ამდე კაცი სცემეს. ხოლო ნეფე - რუსლან თარბა ადგილზე მოკლეს. წამოსვილსას მოკლეს რაულ თარბაც. რუსანის მამაც. რომელმაც ავტომატის ამოღება ვერ მოასწრო, ეზოდან გამოვარდა და რუსებზე შურისძიებას აპირებდა.. მას 6 კაცი ესროდა. 108 ტყვია აქვს მოხვედრილი

 

4 ივლისი -სოხუმი შროშა. რუსმა ჯარისკაცებმა მოკლეს პეტრე ალასანია რომელმაც საკუთარი მაღაზიიდან სამი ბოთლი არაყი აჩუქა რუსებს. არადა ეს ამ 4 კაციანი ბანდის მეასე ბიზიტი მაინც იყო. ალასანიას პატარა მაღაზიაში ლამის ყოველდღიურად 2-3 ბოთლ არაყსა და ხშირად სიგარეტს სძალავდნენ. ბოლოს ყელში ამოუვიდა ალასანიას და სიცოცხლის ფასად დაუღდა ღირსების და ქონების დაცვა

 

5 ივლისი - გუდაუთა , პრიმორსკოე თემიურ ბუთბა მხოლოდ იმის გამო მოკლეს რომ 20 წლის ბიჭმა უარი თქვა რუს ჯარისკაცებთან ერთად ანაშის მოწევაზე. მას საკუთარ უბანში მანქანაში ესროლეს და დაჭრილი გადმოაგდეს.

 

14 ივლისი - სოხუმი ამბარიხუწუა. რუსის ჯარის ჩეჩენმა მებრძოლებმა ავტომატები მიყიდეს სერგო ბეწვაიას, დილით კი გამოფხიზლებულები შინ მიადგნენ და ავტომატების დაბრუნება სთხოვეს. ბეწვაიამ მათი საფასურის 8000 რუბლის დაბრუნება სთხოვა. კამათში ბეწვაიას მეუღლე და მისი მეგობარი ჩაერივნენ. საქმე შინ, ოჯახში ირჩეოდა. ჩეჩნებმა ბევრი არ ალაპარაკეს აფხაზები - ოჯახის უფროს ბებუთით ყელი გამოჭრეს. ორი ქალი კი იგივე ბებუთით მოკლეს. ავტომატი იპოვეს და შიგნიდან გამოცვივდნენ. ამ დროს ეზოში უამრავი ხალხი ტრიალებდა მაგრამ ჩეჩნების შიშით მეზობლებმა მიხმარება ვერ გაბედეს. ხალხის დანახვაზე გაღიზიანებულმა ჩეჩნებმა ჰაერში დაიწყეს სროლა უმისამართოდ. ერთი ტყვია 4 წლის გოგონას მოხვდა რომელიც 5-6 სახლით იქით საკუთარი სახლის ჭიშკართან იდგა. ბავშვი დედას ხელში ჩააკვდა ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც არ აღძრულა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს რეები წერია ტო , რას ელოდებიან , სად არის აფსუების კავკასიური თავმოყვარეობა , მოაწყონ აჯანყება და აქ ვართ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს რა ხდება? მართალია? მომაწოდეთ რუსულად წყარო .. დაზარალებულებზე საკმაოდ ბევრი კარგი რამის გაკეთება შეიძლება- ჩვენ აფხაზური გენის გადარჩენისათვის ისევე უნდა ვიბრძოლოთ როგორც ნებისმიერი ქართული კუთხის მცხოვრების.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Gagi 67

ჩვენ აფხაზური გენის გადარჩენისათვის ისევე უნდა ვიბრძოლოთ როგორც ნებისმიერი ქართული კუთხის მცხოვრების.

+1

 

პ.ს. ძლივს პლიუს ერთი არ დაგისვი?!)))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan Livingston

 

 

ჯონათან არ მჯერა ამ ფაქტების. მე სახლი მაქვს ზედ აფხაზეთის საზღვართან და მეტ ინფოს ვიგებ იქიდან გადმოსულებისგან. :yes2:

 

თუმცა არც იმის ილუზია მაქვს რომ მთვრალი ვანია ამას არ იკადრებდა. უბრალოდ ეს არის მორიგი ხრიკი ჩვენთვის ილუზიების შესაქმნელად-არიქა როგორ ტანჯავენ უჩვენოდ აფხაზებს და ჩვენ კი გულს ვიფხანთ. ბევრისგან გამიგონია სიტყვები- "ახია მაგათზე" და მსგავსი რამეები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

ბევრისგან გამიგონია სიტყვები- "ახია მაგათზე" და მსგავსი რამეები.

ძლურების ფრაზაა ეგ....

 

შენ რომ ვერაფერს შვრები და იქნებ სხვამ გაამწაროსო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამწარება არაა ქართველების მიზანი, ჩვენ ადამიანები და მართლმადიდებელი ერი ვართ, ჩვენთვის უცხოა შურისგებითი გრძნობები.. უბრალოდ მრავალ აფხაზს მოუწევს პასუხისმგებლობის თავზე აღება და შესაბამისად ჩვენ მწუხარებას თუ გამოვთქვამთ მხოლოდ ამგვარ ფაქტებზე, სამწუხაროდ..

თუმცა აფხაზური გენი უნდა გადარჩეს , მოვიწვიოთ ნიჭიერი ახალგაზრდობა, მოწინავე აფხაზური ოჯახები საქართველოში საცხოვრებლად, ან ევროპაში სწავლის მისაღებად დახმარება გავუწიოთ მხოლოდ მოქალაქის სტატუსის გარკვევის შემდეგ... რა თქმა უნდა საქართველოს მოქალაქის სტატუსის მოთხოვნის შემთხვევაში. სხვა ურთიერთობები მხოლოდ ეთნოწმენდის ნებისმიერი შედეგის არცნობის მექანიზმებს უნდა მოემსახუროს... მუდმივად!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამწარება არაა ქართველების მიზანი, ჩვენ ადამიანები და მართლმადიდებელი ერი ვართ, ჩვენთვის უცხოა შურისგებითი გრძნობები

აქაური ხალხი მომწონს და აქაურებზე მასე იყოს იქნება, სწორედაც, მარა არ გინახია ეტყობა სხვა ფორუმები..

რაც შეეხება ამ თემაში შემოთავაზებულ იდეებს არც ერთს არ ვეთანხმებით..

ჩვენივე "დახმარებით", დათვურ სამსახურს გავუწევთ ნებისმიერ "აფხაზეთის მოქალაქეს". მოცდაა საჭირო მგონია ჯერ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SSDK

ჩვენივე "დახმარებით", დათვურ სამსახურს გავუწევთ ნებისმიერ "აფხაზეთის მოქალაქეს". მოცდაა საჭირო მგონია ჯერ..

რისი მოცდა?!

 

და სადამდე?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რისი მოცდა?!

 

და სადამდე?!

მე მგონი ყველას მოგეხსენაბათ, რომ, "აფხაზეთის მოქალაქე", რომელიც დაამყარებს თბილ ურთიერთობებს საქართველოს მოქალაქეებთან(არ ვგულისხმობ "აფხაზეთის მოქალაქე ეთნიკურ ქართველებს"), წამოვა სერიოზულ კონტაქტზე, საქართველო ხარჯზე სასწავლებლად წავა(დაიწერა ასეთი რამე აქ) ან რაიმე ასეთ საქციელს ჩაიდენს, საშინლად დაიჩაგრება..

 

ხოლო რაც შეეხება სადამდე, არ ვიცი ამ კითხვაზე პასუხი, რთულია ნემტანი, დავწერდი რომ მცოდნოდა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SSDK

"აფხაზეთის მოქალაქე", რომელიც დაამყარებს თბილ ურთიერთობებს საქართველოს მოქალაქეებთან(არ ვგულისხმობ "აფხაზეთის მოქალაქე ეთნიკურ ქართველებს"), წამოვა სერიოზულ კონტაქტზე, საქართველო ხარჯზე სასწავლებლად წავა(დაიწერა ასეთი რამე აქ) ან რაიმე ასეთ საქციელს ჩაიდენს, საშინლად დაიჩაგრება..

ხოდა თუ იქ დაიჩაგრება...ჩვენ უნდა მივხედოთ...იმიტომ რომ ჩვენი ხალხია იქეთაც...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რავიცი აფხაზების და მტარვალი ვანიების ამბავი მარა პერევიდან ვიცი რომ მაგ ვანებზე ამოსდიტ მზეი და მთვარეი იქაურებს-შეშას ერტ ბოთლა არყის გულიზა უჩეხავენ და მეორე ბოთლას გულისა ტყიდან ცჰამოაქვთ მაშინო როცა მტავრობა ამაში 700 ლარს გვახევდაო. სალიარკას მიშასავით კი არ ამადლიან-ერტი კანისტრა ერტ ბოთლაში იცვლება.მოკლედ ერტხელ პაპალზნავენიე რომ იყო პერევიდან მაგათი პოსტის გაყვანის გლოვობდა ერი და ბერი...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

როცა მტავრობა ამაში 700 ლარს გვახევდაო.

ეს არის ზუსტად ტრაგედია, რომ ადამიანს გარე ოკუპანტი ურჩევნია, ამ მთავრობის გადამკიდე

 

პ.ს. ურა პატრიოტობა არ გვინდა რა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს არის ზუსტად ტრაგედია, რომ ადამიანს გარე ოკუპანტი ურჩევნია, ამ მთავრობის გადამკიდე

 

პ.ს. ურა პატრიოტობა არ გვინდა რა!

გეუბნები რა იმ ჩამოსულებს შემტხვევვიტ ვესაუბრე -გავშტერდი. ვიგაც ტიპი მგონი შინდისიდან იყო. სპირტის ბიზნესში ვინც იყო და ვალები და შიდარაბორკები ქონდათო-იმ ქარტევლებს და ოსებს შორის იყო ჯახი და სახლების დაწვაო. ტვიტომ ამ კაცის ტვალწინ რუსებს დაუხვრეტიატ 6 მარადიორი ოსი-აგვისტოში. რავი ესენი ოსებს ლანდზგავენ და ვანიებზე დიმპიტაური -დამპიტაური აქვთ გამარტული...დზაან დამგრუზეს...:(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ხოდა თუ იქ დაიჩაგრება...ჩვენ უნდა მივხედოთ...იმიტომ რომ ჩვენი ხალხია იქეთაც...

ვერ ვხვდები ახლა მე, ხუმრობ თუ რაშია საქმე? ასეთ გულუბრყვილო პოსტებს რატომ წერ?

 

ვიცი, რომ ჩვენი ხალხია, არსად, არც მითქვია და არც მიგულისხმია სადმე მე, რომ ასე არაა, მაგრამ "იმიტომ რომ ჩვენი ხალხია იქეთაც" აი ეს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია(არ ვგულისხმობ რომ სურვილი არ გვაქვს) მათ მივხედოთ..

კაი და მოხდა მასე, წამოვიდა ის ერთი ადამიანი ამათ პროგრამაზე, რა გამოვა აქედან ვნახოთ აგერ: ააწიოკეს ესეც და მისი ოჯახ/ნათესაობაც იქ (ამის მტკიცება არაა საჭირო მგონი, რომ ასე იქნება).. გავიგო მინდა, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ? რით შეგვიძლია ამ ადამიანს ან მის ოჯახ/ნათესაობას დავეხმაროთ აფხაზეთში, როდესაც ჩვენივე ბავშვები ვერ დაგვიბრუნებია კოკითის ოსეთიდან? მე როგორც ვაფასებ სიტუაციას, ვერაფრით(და არა არაფრით)?

ხოდა, მაინც გამიგრძელდა და აგერ დავწერ ბარემ, რატომ ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ჯერ ასეთი რამეები:

ამის მიზეზია ჯაჭვური უკურეაქცია:

გავაკეთეთ ჩვენ ეს, დავეხმარეთ იმ ერთ ადამიანს.. მოხდა ის სიტუაცია და ვეღარ დავეხმარეთ მის ოჯახს, ნათესაობას და ვერც თვითონ მას.. ადგება ის კაცი და მიხვდება, რომ არ გამოვიდა აქედან კარგი არაფერი საერთო ჯამში, არც მისთვის და არც მისი ოჯახისთვის.. ეს კიდე არაფერი, უბრალოდ უკურეაქციაა ერთი კაცის.. გაცილებით დიდი პრობლემა ჯაჭვური უკურეაქციაა, დაინახს ხალხი ამ ახალ წამოწყებას, მოეწონოს იქნება კიდეც ბევრს, მაგრამ როდესაც ნახავს, რომ შემდეგ ვერაფრით ვერ ვეხმარებით, იმ იმედსაც ჩაიკლავს რაც აქამდე ჰქონდა..

 

ეეეჰ, რთული ეს ყველაფერი, და ასე მარტივად ვერ მოხდება ამის გადაწყვეტა.. ფიქრია საჭირო, ბევრი თანაც..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...