Jump to content
Planeta.Ge

მოსკოვის "აღებაში" ვინ დამეხმარება


Recommended Posts

  • Replies 56
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

lasha_alo

გადავხედე და სისხლის სამართლის საქმე თუ არ არის აღძრული ჩვენი საქმეაო და შვეიცარიის საელჩოს მიმართოსო ანუ პრინციპშI მასეც ვფიქრობდი და მასეც ვიზავ ალბათ ..

 

იმედია სისხლის სამართლის საქმე თუ აღძრეს ჩემზე მარტო აღძრეს და არა ოჯახის წევრებზე ... მაგათგან არაფერი გამიკვირდება ..

 

 

ისე კი თუ მართლა იმის გაგება უნდა ვინ ვარ და თუ ამ ფორუმზეც შემოდის და მაშინ იქნებ ინტერპრესნიუსის დირექტორს კითხოს ...... არააა ..... არც ეგ ეცოდინება ვინ არის და ვერ კითხავს : ))))

 

აი თომა ჩაგელიშვილი ხო იცის? გაგებული ექნება : ))) მაგას კითხოს : ))) არა მგონია არ ვახსოვდე დრო იყო ერთად ვლოთობდით ახალგაზრდობაში : )))

 

რია-ნოვოსტის თბილისის წარმომადგენლობის შეფებს კითხოს ..

 

BGI-ის ან მეილექსპრესის ან თუნდაც ჩემი პირველი საინფორმაციო სააგენტო GMS-ის ნებისმიერ ძველ თანამშრომელს ITN Exclusive-ზე აღარაფერს ვამბობ... (ისე დღეში რამდენჯერმე ურეკავდნენ ჩემი ჟურნალისტები მაგ ფენომენს როცა რაღაცა ხდებიოდა მაგის განხრით მაგრამ არც ვიციო იტყვის რომ კითხოს კაცმა ალბათ : )))))

 

ოღონდ თუ მართლა აინტერესებს თორე სატელევიზიო სახეებს თუ ეკითხება ჯერ მე მაგათი ჟურნალისტობა რა ვთქვი და მერე მაგათი ცოდნა განათლება : ))) გინდა ჩემზე და გინდა ნელსონ მანდელაზე :DD

 

ახრინეტ მოჟნა ბლიად 17 წლიდან ჟურნალისტიკასთან მაქვს საქმე და გამოხტება აგერ ვიღაცა ვინც მინისტრი სანამ არ გახდა საქართველოს მოსახლეობის 99%-მა არ იცოდა და ჩემზე დაიწყებს ლაპარაკს : ))) არადა რა გინდა რომ ქნა .... პირდაპირ გადასარევად მიდის საქართველოს საქმეები ...

 

ხთფუ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე უდანაშაულობის პრეზუმციას ნუ დაივიწყებ ბრალდებების აქეთ იქით სროლისას

 

 

მე არაფერს არ გაბრალებ.(არა მაქვს უფლება)შენი სიტყვები დავაკოპირე და დანარჩენი შენ იცი მეთქი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

 

სხვა უცხო ენა კი ვიცი მაგრამ ვის სად რა მივმართო? შევეცდები ადამიანის უფლებების დამცველებზეც გავიდე მაგრამ ბოლო ბოლო საქართველოს მოქალაქეები ხართ და საქართველომ მოგაქციოთ ყურადღებაო შეიძლება თქვან რავიცი ...

lasha1997

 

მადლობა :)

მივესალმები და ვთვლი რომ ამჟამად ესეც საკმარისია. საერთაშორისო ორგანბიზაციების ჩარევას ეფექტურს გახდის მხოლოდ მოქ. გუდაძის მეუღლისა და სხვა ოჯახის წევრების პირდაპირი მიმართვა. ისე მიმართეთ მემორიალის ჯგუფს და

Allison Gill

Director, Russia office at Human Rights Watch (HRW Russia Office)

Московское бюро по правам человека

 

 

Адрес: 115455, Москва, а/я 6,

Московское бюро по правам человека

Тел.: (495) 670-69-75 (495) 670-69-75, 506-02-24

E-mail: humanrights@list.ru

 

ეს საიტი დაცულია სპამებისაგან და მისი გახსნისათვის აუცილებელია გქონდეთ Javascript.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლიტ ფორუმზე ერთ ერთმა ფორუმელმა კითხვა დამისვა და პასუხი გავეცი რომელიც ვფიქრობ ურიგო არ იქნება თუ აქაც დაიბეჭდება. მით უმეტეს რომ საზოგადოების ერთი ნაწილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გადასვლას ქვეყნის ღალატად თვლის და სრულიად აბსურდული ბრალდებებით გამოდის ...

 

vitamin C

კაცო, შენი გამკვირვებია რა.

იმათაც აგინებ, სადაც ხარ და იმათაც, სადაც ჩამოსვლას აპირებ, თან თხოვნით მიმართავ.

ხომ მთავარია ეხლა შენთვის, რომ ოჯახი გადაარჩინო არა? ხოდა ცოტა ისე მოიქეცი, რომ შედეგი მიიღო ნორმალური.

ეხლა გამოჩნდება როგორ ზრუნავენ საკუთარ მოქალაქეებზე .. ჩემ სააკაშვილის ბოზ ბანდაზე დამოკიდებულებაზე ხო არ არის აქ საუბარი? საუბარია ჩემი ოჯახის წევრებზე რომელთაც არაფერი საერთო არ აქვთ ჩემ საქმიანობასთან ხოდა მე ცალკე რუსეთის თავზე გავიარე ასე არაადეკვატურად რომ მოიქცნენ და იმ მდგომარეობაში ჩამაყენეს რომ საქართველოს ფაქტიური ხელისუფლებისთვის დახმარება მეთხოვა და მაგ საქართველოს ხელისუფლების თავზეც გავიარე აგვისტოს ომისთვის და ყველაფერი დანარჩენისთვის რომ ისეთ მდგომნარეობაში ავღმოჩნდი მანდ აღარ დამედგომებოდა ...

 

თუ სააკაშვილის რეჟიმი ნომინალურად მაინც თვლის თავს ვალდებულად მოსახლეობის წინაშე მაშინ უკან დაბრუნებას შევძლებთ და ამდენი ხმაურის შემდეგ ვფიქრობ ოჯახს მართლა არაფერი დაუშავდება მე კიდე რომ გამსროკონ კიდევ უნდა დამიმტკიცონ რომ რამე კანონსაწინააღმდეგო ჩავიდინე ...

 

ცხინვალის ტერიტორიაზე გადასვლა საქართველოს კანონმდებლობით მგონი არ ისჯება, რუსეთშI რომ ავღმოჩნდით ეს ჩვენზე არ იყო დამოკიდებული და მაინც და მაინც სამხრეთ ოსეთში რომ გადავედი და არა სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთში ან აფხაზეთში ბოლო ბოლო ეს უკვე ჩემი პირადი საქმეა და მე ჩემი მოტოვები მქონდა და მაქვს ..

 

ადრეც დამიწერია სხვადასხვა პუბლიკაციაში და ამ ფორუმზეც და ეხლაც გავიმეორებ რომ ქართულ ოსური და ქართულ აფხაზური კონფლიქტების დარეგულირება და საერთოდ საქართველოს მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ თუ ოფიციალური თბილისი ქვეყნის კონფედერაციული მოწყობის პრინციპზე დაფიქრდება და ანალოგიურ საკითხზე ცხინვალთან და სოხუმთან გამართავს მოლაპარაკებებს ..

 

კონფედერაცია ნიშნავს რას? თანაბარუფლებიანი სუბიექტების კავშირს ხო? ანუ თუ კონფედერაციაზე წავალთ თბილისმა უნდა აღიაროს აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც ამ კონფედერაციის შექმნის მიზნით ...

 

ეხლა თუ ახლიდან დაფიქრდები იმაზე თუ რატომ გადავედი ცხინვალში ალბათ პასუხსაც იპოვი ...

 

თუ მომეცემოდა ცხინვალში ცხოვრებისა და მუშაობის შესაძლებლობა რისი იმედიც ნამდვილად მქონდა როგორც შერეული ქართულ ოსური ოჯახის წარმომადგენელს, აუცილებლად ვიმუშავებდი კონფედერაციის თემაზე სხვა საკითხებთან ერთად რადგან ვფიქრობ ეს იყო და არის ქართველი და ოსი ხალხის ინტერესში! თან ასე თუ ისე ოჯახიც დაცული იქნებოდა რადგან ცხინვალში ჩვენზე თავდასხმა ავტომატურად დაბრალდებოდა სააკაშვილის რეჟიმს და ამაზე ოფიციალური თბილისი არ წავიდოდა .. ისედაც საკმარისი პრობლემები აქვს სააკაშვილს გინდა ქვეყნის შიგნით და გინდა ქვეყნის გარეთ ...

 

ასეა ძმაო ... ზოგი ახლოს ხედავს ზოგი შორს და ზოგიც საერთოდ ვერ ან არ ხედავს მაგრამ მე პირადად დარწმუნებული ვარ რომ კონფედერაციის თემაზე ფიქრი და მუშაობა აუცილებელია და დარწმუნებული ვარ რომ ხვალ იქნება თუ ზეგ საქართველოც მივა ამ აზრამდე ...

 

 

ეხლა თუ ვინმე იტყვის რომ ეთნოკომფლიქტების დასრულებაზე, ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე და კონფედერაციაზე ფიქრიც ქვეყნის ღალატია და ბოდიში მაგრამ ეგ ვინმე უბრალოდ იდიოტია ...

 

ესეა ეს ამბავი ...

 

 

 

რაც თავი მახსოვს აქტიური მოქალაქე ვარ და არავისგან ნებართვებს არ ვიღებ რომ ჩემ ხალხს ვემსახურო .. ჩემი ხალხი კი ისევე არიან ოსები როგორც ქართველები ... ორივეს შემოევლოს ჩემი თავი ...

 

ებრაელებსაც, აფხაზებსაც, სომხებსაც და ყველას მოკლედ მაგრამ მიხვდი ალბათ რისი თქმაც მინდოდა ...

 

გამგები აქამდეც გაიგებდა ამ ყველაფერს მაგრამ თუ საჭიროა ესეთი დეტალური საუბარი ამ ყველაფერზე და ვისაუბრებ რა პრობლემაა ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კონფედერაცია ნიშნავს სამი კონფედერაციის წევრ თანაბარ უფლებიანი სტატუსით

1-აფხაზეთის,

2-ე.წ. სამხრეთ ოსეთის (ორი რუსული საოკუპაციო ძალების სატელიტების) და

3-საქართველოს დანარჩენი ნაწილის, პირობითად თბილისის

ერთ კონფედერაციულ სივრცეში გაერთიანება . აქ ორი ხმა სახელმწიფოს საგარეო და საშინაო მართვაში ფაქტიურად რუსეთის იქნება, სწორედ ეს უპირატესობა 2 რუსული - ერთი თბილისის ხმას ყოველთვის იგნორირებას გაუკეთებს ყველაფერში- ბიუჯეტის გადანაწილებიდან საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, სახელმწიფოს ყველა ასპექტის ორ პრორუსულ, უფრო სწორედ რუსის სატელიტის ნებას დაქვემდებარებას თბიულისის ხმის გაბათილებით.

ამ ორ ხმას შეუძლია კიდევ უფრო მეტი გარანტიიკსათვის მოითხოვოს ჯერ ადჟარიას (რუსული გამოთქმიტ ტყუილად არ ვიხმარე, მერე დაარქმევენ კიდეც ორი ხმა ხომ ტბილისს გააბათილებს), მერე მინგრელიასა და დჟავაკხის კონფედერაციული ერთეულებად მიღებას (აჭარის ყარსის ხელშეკრულება ხომ "მოითხოვს", და მერე მინგრელიაც, რადგან მრავალგან ხომ ამბობენ დუგინის ლაქიები, სამეგრელოს სამთავრო ცალკე იყოო, იმპერიასაც დადიანების მინღრელია ცალკე ტერიტორიულ ერთეულად შეუერთდნენო, მიზეზი არ გამოელევათ)

მერე ეს რუსული სპეცსამსახურებით მართული კონფედერალური სუბიექტები თბილისს და ქართულ კუთხეებს სულ მონობაში ჩააგდებენ და მოსახლეობის პროტესტის შემთხვევაში შემოიყვანენ საზღვრებზე რუს "მიროტვორცებს" მერე კახელი ქართლშიც კი "პროპუსკების" საშუალებითა და ბლოკპოსტების მიმართ ქრთამის გაღებით თუ მიიღებს ნებართვას გადაადგილდეს მხოლოდ შიდა კუთხეში, ხოლო ღამე ეს "მიროტვორცები" მოიტაცებენ (ჩეჩენ- ინგუშებივით) ქართველებს და იქნება ჩვენი ხოცვა... მერე ნახე ცხინვალელი კოკითელის (ეროვნებას არა აქვს მნიშვნელობა) გაიჩნიკისა და სოხუმელი-სეპარატისტის სადისტი უსაქმური ნაჩალნიკების (დაბადებიდანვე კლანი რომ აძლევს) ქვეშ ქართველი ხალხის დამონება...

ამგვარ კონფედერაციას ჯობია ეს ტერიტორიები ასევე ოკუპირებულის სტატუსით იყვნენ, ჩვენ ახლა ვიცით რომ საოკუპაციო ზონის საზღვრის იქით მტერია.. და ახლა დანარჩენი 80% მაინც თავისუფალია რუსისა თუ მომავალში აფხაზ-ოსის მაფიოზი სისხლისმსმელებისაგან, რომელთაც ქართველების სახლების დაწვა განადგურება ქართველების მოსპობა მღრნელების მოსპობად მიაჩნიათ აგერ კიდეც გვეძახიან გრუზუნებს და მხოლოდ ჩვენი სიკვდილი უნდათ.

არა ამგვარი კონფედერაციას ჯობია შებვინარჩუნოთ ეს სტატუსი - საოკუპაციო ზონები და საქართველოს თავისუფალი ნაწილი თავისი მრავალეროვანი ტავისუფალი და პროევროპული დემოკრატიის მქონე სახელმწიფო.

გერმანიამ გასძლო შუაზე გახლეჩილმა ჩვენ მათთან შედარებით დიდი უპირატესობა გვაქვს- არც ეს ოკუპირებული ზონები გახდებიან გაეროს სუბიექტები გდრ-ივით და არც ბერლინივით გვაქვს ორად გახლეჩილი დედაქალაქი.. არც რუსეთი არაა საბჭოთა კავშირი და არც რუსეთს არა აქვს ძლიერი სახელმწიფობრიობა აგერ ყოველდღე აფეთქებებია პალესტინიზაცია რუსეთისა მართლაც მოხდა, იმის საპირისპიროდ, რასაც ეგენი უპირებდნენ საქართველოს. ასე რომ მოვითმინოთ და ნელ ნელა გავაკეთებთ საოკუპაციო ზონებთან აგრესორის შემაკავებელ უსაფრთხოების სისტემას- მანამდე აგერ ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობები დფა ნატო-სთან ინტეგრაცია გველის, მართალია ნელია მაგრამ მხოლოდ ესაა ჩვენი გადარჩენის გზა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასე რომ კონფედერაცია საქართველოს დანარჩენი თავისუფალი ნაწილის მონობას უდრის ოკუპაციური ძალების მიერ. ეგ იდიოტიზმი კი არა კარგად გამიზნული სივერაგეა.. მაგას საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა არ მიიღებს და აგერ.. იჯექი ახლა მანდ წყნარად.. მალე ყველა დაგივიწყებს. საოკუპაციო ძალებთან და მისმიერ დაკავებულ ოკუპაციის ზონებთან კი მკაცრი იზოლაციური პოლიტიკა გაგრძელდება ... რუსეთში კი ტოტალიტარიზმის აგონიას დიდი ფეიერვერკები მოჰყვება აგერ ხან ელექტროსადგურიო, ხან გაზსადენიო, ხან გაზსაცავი და ნავთობსადენიო, ხან რესპუბლიკების შსს-ს შენობების, მათი მარიონეტი პრეზიდენტებისა და არსენალების, მატარებლების... დეპუტატების აფეთქებები მოჰყვება.. ყველაფერი წინაა, რუსმა სისხლისმსმელმა მმართველმა ბევრი დახოცა თავად რუსეთში და აგერ ზოგი მილიციონერი ხალხს ესვრის სუპერმარკეტებში, მეორე ბლოგებში ტავის უფროსობის გაუგონარ მექრთამეობაზე ღაღადებს და სხვებიც უერთდებიან იუ-ტუბეში, სხვააგან მილიცუიობერი გამხეცებული ბავშვებს კლავს..მოკლედ ეს უკვე თავად რუსეთის დაშლის მძიმე სტადიაა... Edited by Gagi 67
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Gagi 67

 

დღეს რომ არც თბილისი არც სოხუმი და არც ცხინვალი კონფედერაციისთვის მზად არ არის ამაზე არ ვკამათობ, მაგრამ ხვალისთვის მაინც უნდა მოხერხდეს იმდენი რომ სოხუმი და ცხინვალი რეალური დამოუკიდებლობის გზას დაადგნენ, ანუ საკუთარი სახელმწიფოებრიობის მშენებლობას (კონფედერაცია ამის ყველა შესაძლებლობას აძლევთ - პირობითად გაერთიანებული სამეფოს მოდელი) და თუ ეს მოხერხდა ასეთ შემთხვევაში მერწმუნე მოსკოვის მორჩილებას ცხინვალიც და სოხუმიც თავისუფლებას და სადაო - ფედერალური მნიშვნელობის საკითხების თბილისთან ერთად მოგვარებას ამჯობინებს.. ეს იქნება მათ სასიცოცხლო ინტერესში და თუნდაც ამიტომ ...

 

როგორც უკვე ვთქვი

ზოგი ახლოს ხედავს ზოგი შორს და ზოგიც საერთოდ ვერ ან არ ხედავს მაგრამ მე პირადად დარწმუნებული ვარ რომ კონფედერაციის თემაზე ფიქრი და მუშაობა აუცილებელია და დარწმუნებული ვარ რომ ხვალ იქნება თუ ზეგ საქართველოც მივა ამ აზრამდე ...

 

ასეა ეს ამბავი ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Gagi 67

 

დღეს რომ არც თბილისი არც სოხუმი და არც ცხინვალი კონფედერაციისთვის მზად არ არის ამაზე არ ვკამათობ, მაგრამ ხვალისთვის მაინც უნდა მოხერხდეს იმდენი რომ სოხუმი და ცხინვალი რეალური დამოუკიდებლობის გზას დაადგნენ, ანუ საკუთარი სახელმწიფოებრიობის მშენებლობას

ამ ოსზე სეპარატისტებმა და დიდმა რუსეთმა იდარდონ. საქართველოში ნამდვილად არ არის შემოსაშვები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ არ დაიზარებთ დაწერეთ რას ფიქრობთ და რატომ ...

ეს"იუზგარი" გვეკაიფება

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთ კონფედერაციულ სივრცეში გაერთიანება . აქ ორი ხმა სახელმწიფოს საგარეო და საშინაო მართვაში ფაქტიურად რუსეთის იქნება, სწორედ ეს უპირატესობა 2 რუსული - ერთი თბილისის ხმას ყოველთვის იგნორირებას გაუკეთებს ყველაფერში- ბიუჯეტის გადანაწილებიდან საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების, სახელმწიფოს ყველა ასპექტის ორ პრორუსულ, უფრო სწორედ რუსის სატელიტის ნებას დაქვემდებარებას თბიულისის ხმის გაბათილებით.

Gagi 67, ხოდა დაანებეთ თავი აჭარის ავტონომიას, ამ სიტყვისა გველის ნაკბენივით რომ გეშინიათ და უმეტესობა უბრალოდ აზრზე არაა, რომ ავტონომია თვითმმართველობის აღმნიშვნელია და მეტი არაფერი. შეიყვანეთ მაგ კონფედერაციულ კავშირში აჭარა ცალკე სუბიექტად და აღარ ექნება რუსეთს ორი ხმა ერთის წინააღმდეგ.

ან უფრო უკეთესი, ყველა ტერიტორიალური ერთეული საქართველოში გათანაბრდეს თავის სტატუსში და სახელმწიფოს აგება მოხდეს გერმანიის ფედერაციის ანალოგიურად.

მაგრამ ამ შემთხვევაში მიხო ისე ვერ იპარპაშებს როგორც ახლა და ვითომ საკმარისი მიზეზია ქვეყნის ერთიანობა იმისათვის, რომ მიხომ თავი შეიზღუდოს?

მა მერე ვიღამ გვიხსნას? :misha:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

ან უფრო უკეთესი, ყველა ტერიტორიალური ერთეული საქართველოში გათანაბრდეს თავის სტატუსში და სახელმწიფოს აგება მოხდეს გერმანიის ფედერაციის ანალოგიურად.

მაგრამ ამ შემთხვევაში მიხო ისე ვერ იპარპაშებს როგორც ახლა და ვითომ საკმარისი მიზეზია ქვეყნის ერთიანობა იმისათვის, რომ მიხომ თავი შეიზღუდოს?

 

100%. :yes2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ მაინტერესებს ამის პოსტების კიტხვა და კოფუშა ახსენა სადმე" ბატონმა"?-თუ ყოველ მესამე პოსტში-ასდს-ია. თუ არადა დიმპიტაურიძე ან ზენ-იაურიძე. მარამ იტოგში მაინც კაიფია.

 

ესაა ჩემი კომენტარი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

დარწმუნებული ვარ რომ კონფედერაციის თემაზე ფიქრი და მუშაობა აუცილებელია და დარწმუნებული ვარ რომ ხვალ იქნება თუ ზეგ საქართველოც მივა ამ აზრამდე

კეეე როგორ არა, ელოდე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ მაინტერესებს ამის პოსტების კიტხვა და კოფუშა ახსენა სადმე" ბატონმა"?-თუ ყოველ მესამე პოსტში-ასდს-ია. თუ არადა დიმპიტაურიძე ან ზენ-იაურიძე. მარამ იტოგში მაინც კაიფია.
ესაა ჩემი კომენტარი.

maliari

 

ადეკვატური კომენტარია :maladec:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...