erekle2 Posted November 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2009 ზეწოლა ერეკლე მეორის საზოგადოების წევრებზე ერეკლე მეორის საზოგადოება აღშფოთებას გამოხატავს იმ ზეწოლის გამო, რომელსაც ხელისუფლების ორგანოები ახორციელებენ ორგანიზაციის წევრებზე და მათ ახლობლებზე. უკვე რამდენიმე თვეა ორგანიზაციას მხარდაჭერა გამოუცხადეს და მის ღონისძიებებში მონაწილეობას ღებულობენ მცხეთელი მოქალაქეები. 7 ნოემბერს, ერეკლე მეორის დაბადების დღეს, საზოგადოებამ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, მცხეთაში საფეხბურთო ტურნირი მოაწყო. ღონისძიების დროს დარიგდა ორგანიზაციის გაზეთი “ერეკლეს გზა”, რამაც, როგორც ჩანს, გააღიზიანა ხელისუფლება, რომლისთვისაც მიუღებელია ნებისმიერი მოწოდება რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებისკენ. მატჩის შემდეგ ტურნირში მონაწილე ბავშვთა ზოგიერთი მშობელი გააფრთხილეს აღარ გაეშვათ შვილები ერეკლე მეორის ორგანიზაციის მიერ მოწყობილ ღონისძიებებზე. გუშინ, 27 ნოემბერს, ერეკლე მეორის ორგანიზაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს გრიგოლ ლორთქიფანიძის საზოგადოების მიერ გამართულ ღონისძიებაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ორგანიზაციის აქტივისტმა, მცხეთელმა თემურ თვალიაშვილმა, დამსწრეებს დაურიგა ორგანიზაციის გაზეთის ბოლო ნომერი. 27 ნოემებერს, ღამით, უცნობმა პირებმა რუსეთის დროშის ფერებში გადაღებეს ბატონ თემურ თვალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა, რომელიც იდგა მის საცხოვრებელ კორპუსთან, მცხეთაში, აღმაშენებლის 101-ში. ამავე დღეს მიზეზის ახსნის გარეშე სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არ გაატარეს ორგანიზაციის კიდევ ერთი მხარდამჭერი. რამდენიმე დღის წინ ორგანიზაციის რამდენიმე წევრის ოჯახებში ერთდროულად მივიდნენ უბნის რწმუნებულები, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლება ყოველ ღონეს ხმარობს განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ეს თითქოსდა უმნიშვნელო სახის ზემოქმედების მცდელობები კიდევ უფრო გააქტიურდა მას შემდეგ, რაც ერეკლე მეორის ორგანიზაციამ სანქცირებული მიტინგი მოაწყო სატელევიზიო კომპანია “იმედის” შენობასთან, სადაც მისმა წევრებმა პროტესტი გამოხატეს ამ კომპანიის მიერ გადაღებული ფილმის წინააღმდეგ, რომელშიც აუგად იყო მოხსენიებული რუსეთის პატრიარქი კირილი. მიტინგის მსვლელობისას გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ დაუშვებელია სხვა ერების სასულიერო ლიდერების ლანძღვა, მიუხედავად იმისა მართლმადიდებელი პატრიარქი იქნება იგი, ებრაელი რაბინი თუ მუსულმანი მუფტი ან აიათოლა. განსხვავებული აზრის პატივისცემა, იქნება იგი დაკავშირებული პოლიტიკურ, რელიგიურ, სოციალურ, გენდერულ თუ სხვა საკითხებთან, დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე გაეროს პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, რომელთა დაცვაც საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებაა. ერეკლე მეორის საზოგადოება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იგი არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ორგანიზაცია, არ ემსახურება არც ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესებს არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ, და რომ მის ერთადერთ მიზანს წარმოადგენს რუსეთსა და საქართველოს შორის ჩატეხილი ხიდის აღდენის ხელშეწყობა სახალხო დიპლომატიის გზებით. ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ორშაბათს, 30 ნოემბერს, 14:00 საათზე, ერეკლე მეორის საზოგადოების ოფისში (უზნაძის ქ. 15, ტელ: 950364) გაიმართება პრესკონფერენცია. 2009 წლის 28 ნოემბერითბილისი http://erekle-2.ge/?p=797 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gagi 67 Posted November 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2009 რუსულ ოფიციოზთან რაიმე კეთილმეგობრულ ურთიერთობებზე საუბარი, ან რუსეთთან დიპლომატიურ კავშირზე დეოკუპაციამდე საუბარი სამშობლოს სახელმწიფოებრივი ინტერესების ხელყოფაა. ეს ჯობია იცოდნენ მაგ რუსებისავე ვერაგი და გარყვნილი, სიტყვისგამტეხი იმპერატორებისმიერ ხელმოწერიდანვე გაუქმებუილი და დე ფაქტოდ არა არსებული გეორგიევსკის ტრაქტატის მოფრიალე საზოგადოებამ. ერეკლე მეორეს მრავალჯერ უმტყუნეს რუსმა გენერლებმა, მარეტო ძაღლი ტოტლებენის დევრსია რად ღირს, ან აღა მაჰმად ხანისათვის ერეკლე მეორის გამიზნულად შეტოვება,რათა მერე მოეხდინათ საქართველოს დაპყრობა და ამ ტრაქტატის გაუქმება-გაუპატიურება რუსებისავე ზნედაცემული მმართველების მიერ ბაგრატოვანთანგადასახლებებით, ბილწი რუსი გენერლების მიერ საქართველოს უკანასკნელი დედოფლის ბავშვების წინაშე მხეცურად დაჭრის ამაზრზენი ფაქტიტ დაგვირგვინებით. ამ ერეკლე მეორის, რუსებისაგან მოტყუებული მეფის სახელის აფარება მხოლოდ დემაგოგიაა. რუსების ოკუოანტების გასვლამდე ყველა რუსეთტან დიპლომატიური კავშირის აღმდგენი მოღალატეა საქართველოსი... დიპლომატია იმ ქვეყანასთან უნდა დაამყარო, რომელიც პატივს სცემს შენს სახელმწიფოს, ასრულებს ხელშეკრულებებს, რომლებიც დადებული აქვს სახელმწიფოთ-შორის და საერთაშორისო დონეებით საქართველოსთან . რუსის მიერ არც ოდესმე ხელშეკრულების შესრულებას ქონია ადგილი საქართველოს მიმართ დაწყებული მაგ ყბადაღებული რუსებისავე ზნედაცემულობით განადგფურებული ტრახტატიტ, არც ჩვენი სახელმწიფობრიობის მიმართ რაიმე ელემენტარულ პატივისცემას გამოხატავს რუსული მმართველი ძალა. მატყუარა და ზნედაცემულ აგრესორთან რა დიპლომატიაზეა საუბარი? დიდი ხნის განმავლობაში სხვა ახალი პროვოკაციების თAვიდანაცილებისა და გადარჩენილი მოსახლეობის , მათი სახლ-კარის, სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით, უნდა რუსეთთან ურთიერთობები გაირკვეს მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო მედიატორების საშუალებიტ - ევროკავშირი, შვეიცარიის სექციები, გაერო, ევროსაბჭო საკმარისია ამისათვის., მათი შუამავლობით... სხვა ყოველივე საშიშია საქართველოს სახელმწიფობრიობისათვის, დანარჩენი არაოკუპიორებული მოსახლეობისათვის რუსეთი სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს! მხოლოდ საერთაშორისო მედიატორებით მინიუმამდე დაყვანილი ურთიერთობები უნდა გვქონდეს ამ ჩრდილოელ ოკუპანტთან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted November 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2009 აღშფოთებას გამოხატავს იმ ზეწოლის გამო, რომელსაც ხელისუფლების ორგანოები ახორციელებენ ორგანიზაციის წევრებზე და მათ ახლობლებზე.მაინც რომელი ორგანოებით ხდება ნეტა ზეწოლა? :nasos: ღონისძიების დროს დარიგდა ორგანიზაციის გაზეთი “ერეკლეს გზა”, რამაც, როგორც ჩანს, გააღიზიანა ხელისუფლება, რომლისთვისაც მიუღებელია ნებისმიერი მოწოდება რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებისკენეეე, რით ვერ გაიგეთ ეს გზა ხელისუფლებას აქვს პრივატიზებული და აბა რას ელოდით? პროტესტი გამოხატეს ამ კომპანიის მიერ გადაღებული ფილმის წინააღმდეგ, რომელშიც აუგად იყო მოხსენიებული რუსეთის პატრიარქი კირილითქვენც გინახიათ რა დაცვის ობიექტი, საქართველოში სხვა პრობლემები დაილია? მიტინგის მსვლელობისას გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ დაუშვებელია სხვა ერების სასულიერო ლიდერების ლანძღვა, მიუხედავად იმისა მართლმადიდებელი პატრიარქი იქნება იგი, ებრაელი რაბინი თუ მუსულმანი მუფტი ან აიათოლა.ამაში 100%-ით გეთანხმებით, მაგრამ ამათ რა ქნან აბა, საკუთარს არ ინდობენ და რუსეთისას დაინდობენ? განსხვავებული აზრის პატივისცემა, იქნება იგი დაკავშირებული პოლიტიკურ, რელიგიურ, სოციალურ, გენდერულ თუ სხვა საკითხებთან, დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე გაეროს პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, რომელთა დაცვაც საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებაა.დავიჯერო თქვენ ისეთივე ტოლერანტულები ხართ რელიგიური და სექსუალური უმცირესობების მიმართ, როგორსაც საკუთარი თავისთვის მოითხოვთ? რაცხა არ მეჯერება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted November 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2009 27 ნოემებერს, ღამით, უცნობმა პირებმა რუსეთის დროშის ფერებში გადაღებეს ბატონ თემურ თვალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა, რომელიც იდგა მის საცხოვრებელ კორპუსთანოხ ეს ბაცნური მეთოდები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gagi 67 Posted November 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2009 რა იცით რომ რუსის დროშის ფერებშია, რომელი მხრიდამ შეხედეთ ტრიკოლორში ახლად შეღებილ მანქანას? გააჩნია ფერების განლაგებას როგორ შეხედამ ქვემოდამ ზემოთ თუ ზემოდამ ქვემოდ? სარჩელი არ იქნა მიღებული სარჩელის დაუზუსტებელი ფორმით წარდგენის გამო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted November 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2009 ზეწოლა ერეკლე მეორის საზოგადოების წევრებზერავი, ჩემი აზრით, ამ საზოგადოებას სერიოზულად არავინ აღიქვავს და აქედან გამომდინარე სრულ იგნორში არიან. ეს თქვენ გინდათ ზეწოლა რომ იყოს თქვენზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted November 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2009 Gagi 67 რუსულ ოფიციოზთან რაიმე კეთილმეგობრულ ურთიერთობებზე საუბარი, ან რუსეთთან დიპლომატიურ კავშირზე დეოკუპაციამდე საუბარი სამშობლოს სახელმწიფოებრივი ინტერესების ხელყოფაა.გეთანხმებით ბატონო გაგი, ოღონდ სიტყვა ოფიციოზის მნიშვნელობა გაარკვიეთ, ისე როგორც ლეგიტიმურობისა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted November 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2009 ნებისმიერი პოლიტიკური ძალა რომელიც საქართველოს აბსოლიტურ დეოკუპაციამდე რუსეთთან წავა რაიმე სახის დიალოგზე გამოცხადდება მოღალატეობრივ , კოლაბორაციონისტულ ძალად და ყველა ქართველს რვთისგან და ერისგან ეძლევა კურთხევა ხელსაყრელ მომენტსი მოახდინოს ამგვარი პოლიტიკანების ფიზიკური ლიკვიდაცია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted November 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2009 ნებისმიერი პოლიტიკური ძალა რომელიც საქართველოს აბსოლიტურ დეოკუპაციამდე რუსეთთან წავა რაიმე სახის დიალოგზე გამოცხადდება მოღალატეობრივ , კოლაბორაციონისტულ ძალად და ყველა ქართველს რვთისგან და ერისგან ეძლევა კურთხევა ხელსაყრელ მომენტსი მოახდინოს ამგვარი პოლიტიკანების ფიზიკური ლიკვიდაცია ხომ არ დაგეწყოთ ბატონო შამილ. ამას წინათ ნოღაიდელი იყო რუსეთში და იქაურ პოლიტიკურ ძალებს ხვდებოდა.ეხლა თუ არ ვცდები შაშიაშვილი აპირებს.ისე დანარჩენ ფორუმელებს ვეკითხები, ასეთ განცხადებებს რა ქვია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Gagi 67 Posted November 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2009 (edited) რუსულ ოფიციოზთან რაიმე კეთილმეგობრულ ურთიერთობებზე საუბარი, ან რუსეთთან დიპლომატიურ კავშირზე დეოკუპაციამდე საუბარი სამშობლოს სახელმწიფოებრივი ინტერესების ხელყოფაა. ეს ჯობია იცოდნენ მაგ რუსებისავე ვერაგი და გარყვნილი, სიტყვისგამტეხი იმპერატორებისმიერ ხელმოწერიდანვე გაუქმებული და დე ფაქტოდ არა არსებული გეორგიევსკის ტრაქტატის მოფრიალე საზოგადოებამ. ერეკლე მეორეს მრავალჯერ უმტყუნეს რუსმა გენერლებმა, მარტო ძაღლი ტოტლებენის დივერსია რად ღირს, ან აღა მაჰმად ხანისათვის ერეკლე მეორის გამიზნულად შეტოვება,რათა მერე მოეხდინათ საქართველოს დაპყრობა და ამ ტრაქტატის გაუქმება-გაუპატიურება რუსებისავე ზნედაცემული მმართველების მიერ ბაგრატოვანთა გადასახლებებით, ბილწი რუსი გენერლების მიერ საქართველოს უკანასკნელი დედოფლის ბავშვების წინაშე მხეცურად დაჭრის ამაზრზენი ფაქტით დაგვირგვინებით. ამ ერეკლე მეორის, რუსებისაგან მოტყუებული მეფის სახელის აფარება მხოლოდ დემაგოგიაა. რუსების ოკუპანტების გასვლამდე ყველა რუსეთტან დიპლომატიური კავშირის აღმდგენი მოღალატეა საქართველოსი... დიპლომატია იმ ქვეყანასთან უნდა დაამყარო, რომელიც პატივს სცემს შენს სახელმწიფოს, ასრულებს ხელშეკრულებებს, რომლებიც დადებული აქვს სახელმწიფოთ-შორის და საერთაშორისო დონეებით საქართველოსთან . რუსის მიერ არც ოდესმე ხელშეკრულების შესრულებას ქონია ადგილი საქართველოს მიმართ დაწყებული მაგ ყბადაღებული რუსებისავე ზნედაცემულობით განადგფურებული ტრახტატიტ, არც ჩვენი სახელმწიფობრიობის მიმართ რაიმე ელემენტარულ პატივისცემას გამოხატავს რუსული მმართველი ძალა. მატყუარა და ზნედაცემულ აგრესორთან რა დიპლომატიაზეა საუბარი? დიდი ხნის განმავლობაში სხვა ახალი პროვოკაციების თAვიდანაცილებისა და გადარჩენილი მოსახლეობის , მათი სახლ-კარის, სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით, უნდა რუსეთთან ურთიერთობები გაირკვეს მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო მედიატორების საშუალებით - ევროკავშირი, შვეიცარიის სექციები, გაერო, ევროსაბჭო საკმარისია ამისათვის., მათი შუამავლობით... სხვა ყოველივე საშიშია საქართველოს სახელმწიფობრიობისათვის, დანარჩენი არაოკუპიორებული მოსახლეობისათვის რუსეთი სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს! მხოლოდ საერთაშორისო მედიატორებით მინიუმამდე დაყვანილი ურთიერთობები უნდა გვქონდეს ამ ჩრდილოელ ოკუპანტთან.მე საკმაოდ გარკვევით ვთქვი რომ არ შეიძლება საქართველო ჩააგდო კვლავ რაიმე პროვოკაციის საფრთხოის ქვეშ რუსებთან დიპლომატიური კავშირის აღდგენის მოთხოვნის საბაბით.დიპლომატიური კავშირის უმთავრესი მიზანია სახელმწიფოთშორისი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების სხვა ფორმების შესრულებას შეუწყოს ხელი, რა აზრი აქვს ისეთ სახელმწიფოსთან დიპლომატიას, რომელიც არასოდეს ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და საერთოს არ სცნობს შენს უფლებას- არსებობდე?! შამილი საკმაოდ იუველირული ოსტატობით ცდილობს დაამახინჯოს ჩემი ნათქვამი, ეს რუსული პიარტექნოლოგიების მეთოდია, აქ არაფერია ვინმეს დასჯაზე ნათქვამი, ეს სასამართლოს უფლებაა- ჩემი პოლიტიკური შეხედულებაა - არ შეიძლება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება - საქართველოს ტერიტორიაზე სამი საელჩოს არსებობის დამშვები, ეს საქართველოს მოღალატეა! შამილას კი ყველას დასჯა გადაუწყვეტია, ეს ისევე საშიშია, როგორც პუტინიზმი, მე არავითარ განსხვავებსა ვერ ვხედავ რადიკალურ ისლამსა და პუტინიზმს შორის. ორივე ანადგურებენ სხვა ერებსა და საკუთარსაც (აგერ ეხლანდელი აფეთქებები მატარებლებზე მოწმობს ამას!) Edited November 29, 2009 by Gagi 67 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted November 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2009 ნებისმიერი პოლიტიკური ძალა რომელიც საქართველოს აბსოლიტურ დეოკუპაციამდე რუსეთთან წავა რაიმე სახის დიალოგზე გამოცხადდება მოღალატეობრივ , კოლაბორაციონისტულ ძალად და ყველა ქართველს რვთისგან და ერისგან ეძლევა კურთხევა ხელსაყრელ მომენტსი მოახდინოს ამგვარი პოლიტიკანების ფიზიკური ლიკვიდაციაshamili, ეტყობა ირანიდანაც დაბერა სიომ ხომ? ისლამისტი ექსტრემისტები სხვას კი არაფერს ამბობენ. თქვენ უნდა ააგოროთ ნაციონალიზმის ტალღა?ისე დანარჩენ ფორუმელებს ვეკითხები, ასეთ განცხადებებს რა ქვია?ხომეინიზმი ჩემო ძუკუ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted November 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2009 და იქნებ სიმართლეა?! არ მომწონს უკანონობა არცერთ მხარეს! იმიტომ რომ უკანონობა უკანონობას შობს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.