Jump to content
Planeta.Ge

საქართველო ნარკომანებით პირველ ადგილზეა


Recommended Posts

ათას სულ მოსახლეზე მოხმარებული ჰეროინის რაოდენობით საქართველო პირველ ადგილს იკავებს.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული დამოუკიდებელი ირგანიზაციის - ნარკოტიკების მაკონტროლებელი საერთაშორისო კომიტეტის შეფასებით, 2003 წლის შემდეგ, საქართველოში ნარკომანების რიცხვი 80%-ით გაიზარდა.

 

მწვანეთა პარტიის ლიდერის გიორგი გაჩეჩილაძის ინფორმაციით, რომელიც გაეროსა და აშშ-ს ადმინისტრაციის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობა, საქართველოში 1 000 მოქალაქიდან 17 ჰეროინის მომხმარებელია. ამ მონაცემით ქვეყანა გაცილებით უსწრებს მეორე ადგილზე გასულ რუსეთს (11), ესტონეთს (10), დიდ ბრიტანეთს (5), იტალიას (5), უკრაინას (2,9), საფრანგეთს (2,6), გერმანიას(1,4). ექსპერტთა შეფასებით, ჰეროინის ქართველ მომხმარებელთა რაოდენობა 80 ათასს აღწევს.

 

ამასთანავე, სამედიცინო დაწესებულებებში, აღრიცხვაზე მყოფი ნარკომანების 78% სწორედ ჰეროინის მომხმარებელია. აღნიშნული ნარკოტიკი ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის უსწრაფეს დეგრადაციას იწვევს. სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელიც ჰეროინის მოხმარებაზე მოდის, რომ აღარაფერი ვთქვათ უმძიმეს თანმხლებ დაავადებებზე, როგორებიცაა შიდსი, С ჰეპატიტი და ა. შ. რომელთა რიცხვი ბოლო წლების განმავლობაში კატასტროფულად გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებია, რეალური მაჩვენებელი კი შესაძლოა გაცილებით დიდი იყოს. ჰეროინის მომხმარებელთა ასაკი, ძირითადად 21 - 40 წელია

 

http://www.fact.ge/news.aspx?i=457fac3e-81...e1-3565689b5de6

 

პ.ს. მდაას, რაღა უნდა ვთქვა.... და მკვეთრი მატება 2003 წლის შემდეგაა დაფიქსირებულიო. რას აკეთებს შსს?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე ახლოა ეს ინფორმაცია რეალობასთან

 

კატასტროფაა ამ მიმართულებით ...

 

ეგ კიარა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები არიან ნარკომანები/... რაღაზე უნდა ილაპარაკო :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოში 1 000 მოქალაქიდან 17 ჰეროინის მომხმარებელია. ამ მონაცემით ქვეყანა გაცილებით უსწრებს მეორე ადგილზე გასულ რუსეთს (11),

ხომ დავიხიეთ რუსები ერთ ადგილას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რას აკეთებს შსს?!
გუსარი მალჩატ, რა ვარი სათქმელია აბა?:user:

ისე კი უთქვია აგერ machkatela-ს, მე არაფერ შუაში ვარ სატურნიკო :crazy:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რას აკეთებს შსს?!

 

კრიშავს მაგ ბიზნესს და ჩემს ხელში გაზრდილი ბავშვები ვნახე საქართველოში ძალიან ცუდ დღეში.კიდევ რაღაცა სირობას იკეთებენ,ეფედრინი მარგანცოვკათი და ისინი საერთოდ ჩამოსაწერები არიან ცხოვრებიდან.პროსტა ვერ ლაპარაკობდნენ. ამ პრობლემამაც დამგრუზა მაგრათ მანდ რომ ვიყავი.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ათას სულ მოსახლეზე მოხმარებული ჰეროინის რაოდენობით საქართველო პირველ ადგილს იკავებს.

მაგარი უცნაური ხალხი ვართ, მ ა გ ა რ ი

 

კიდევ რაღაცა სირობას იკეთებენ,ეფედრინი მარგანცოვკათი

lasha1997

"ვინტი"

 

ყველანაირად დედას #######ადამიანს

 

 

გამარჯობა დიტო :maladec:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველანაირად დედას #######ადამიანს

 

 

ლიც,იცი რამდენი როჟა ვნახე მიჩმორებულები? ეს არის ერთ ერთი ყველაზე დიდი ბიზნესი მსოფლიოში და დიდი ჩინოვნიკები კრიშავენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლიც,იცი რამდენი როჟა ვნახე მიჩმორებულები?

ვიცი ჩემო დიტო, უბანში ვხედავ როგორ დაბორიალობენ ძალაგამოლეული, მობუზული, გასაცოდავებული. ჩვენს თაობაშიც(ვიცი რომ შენზე უფროსი ვარ) იჯდა უამრავი ადამიანი წამალზე და რაზეა ბაზარი უამრავი მათგანი დაიღუპა, მაგრამ ისინი ოპიატის ჯგუფის წამალზე იჯდნენ, რომელიც ინტელექტს თითქმის "არ ერჩოდა" და თავის განებების შანსიც დიდი იყო . ეს "ვინტი" და კიდევ ათასი ქლეობა კი პირდაპირ ინტელექტს ურტყავს და ადამიანი სულ ცოტა ხანში სრულიად ატროფირებული ხდება...lasha1997

მოკლედ, ვკვდები მაგათი საცოდაობით

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"საქართველო ნარკომანებით პირველ ადგილზეა, მსოფლიოში"

 

რამეში ხომ უნდა გვეკავოს პირველი ადგილი.

 

დიდი "მადლობა" ნარკომანებს. :D:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რას აკეთებს ქვეყნის ხელისუფლება ეს ჭირი რომ მოაშორონ საკუთარ ახალგაზრდობას?

 

 

ეს რუსეთზე დიდი საფრთხეა ერისთვის და რატომღაც იკიდებთ ყველა ამ პრობლემას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
რას აკეთებს ქვეყნის ხელისუფლება ეს ჭირი რომ მოაშორონ საკუთარ ახალგაზრდობას?

მტავრობა , მთავრობა იზახე და საზოგადოებასაც სულ ფეხებზე კიდია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მტავრობა , მთავრობა იზახე და საზოგადოებასაც სულ ფეხებზე კიდია

 

 

ეგ ვიცი და ახლო მომავალში ეს ნარკომანია დედას უტირებს ერს.საზოგადოებასაც ეგრე ჰგონია,რომ თავისი არ გაეკარება მაგ სატანის მოგონილ საშუალებას,მაგრამ იმისთანებს დაუწყიათ ჩხერაობა,რომ ცხოვრებაში ვერასოდეს ვიფიქრებდი.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...