Jump to content
Planeta.Ge

უფულოდ დარჩენილი "კოლორიტი" და შეურაცხყოფილი


Recommended Posts

უფულოდ დარჩენილი "კოლორიტი" და შეურაცხყოფილი მაყურებელი: ანუ აქა ამბავი პედერასტთა გატელევიზიებული პარადისა, არსებისა, რომელიც უკვე "ის თამრო" აღარ არის და პატრონსასიკვდილე "ძროხისა"

 

http://www.gevision.tv/index.php?option=co...d=3&lang=ka

 

ავტორი - Gevision.Tv

THURSDAY, 26 NOVEMBER 2009 18:40

- მაშ, რა საჭიროა გზა, თუ ის ტაძრამდე არ მიგვიყვანს. - უკვირს "მონანიების" მიწურულს დიდებული ვერიკო ანჯაფარიძის გმირს.

მით უფრო, რა საჭიროა არამცთუ ტაძრისკენ, არამედ სოდომ-გომორისკენ მიმავალი გზა, უფრო კონკრეტულად - რომელიმე ტელეკომპანია და, კიდევ უფრო კონკრეტულად - ამ რომელიმე ტელეკომპანიის მავანი "სიმართლის" მსახური გადაცემა თავისი წამყვანიანად, რომელიც სწორედ სოდომ-გომორისკენ თუ არ წალდავს გზას მაყურებელთა გონებაში, ყოველ შემთხვევაში, დაჟინებით მაინც ცდილობს ამის გაკეთებას.

- შენ მოგიკვდა პატრონი, შენ მოუკვდი შენს პატრონს! - უთუოდ გეხსომებათ ფრთიან ფრაზად ქცეული ეს სიტყვები "უდიპლომო სასიძოდან".

თითქოს ძროხაზე კი არა, აღნიშნულ გადაცემა-წამყვანსა და ამ "შედევრის" ეთერში "გამჟღერებელ" ტელეკომპანია "იმედზე" ეთქვას ეს სიტყვები აკაკი კვანტალიანის გმირს.

ეჰ, სად არის ახლა ის ცხონებული, თავისი ქებული სახრით რომ დაიფრინოს "სიმართლის დროის" თუნდაც გუშინწინდელი გადაცემის "მსახურ-მქადაგებელ-მხარდამჭერნი"!

- ძალიან მაგარი და მართალი კაცი ხართო, - ხოტბას ასხამდა "სიმართლის მაძიებელი" შალვა რამიშვილი (დიახ, სწორედ ის შალვა, რომელმაც, ციხეგამოვლილმა, დაახლოებით ასეთი რამ თქვა, - გმირობას ნუ მომთხოვთ, გმირი არა ვარ, რომ მისი მანტია მოვისხაო, ანუ აწი იქ ვიქნები, სადაც უკეთესი ზურგის ქარი ქრისო და, კიდევ უფრო ანუო, მედეა ჩახავას კინოგმირისა არ იყოს, "ის თამრო აღარა ვარ", იმ ავადსახსენებელ 50 ათას დოლარამდე რომ ვიყავიო, რაღა!) თავის პირისპირ მაღალ სკამზე წამოყინჩებულ "სიმართლისთვის თვალის გამსწორებელ" ქუთაისელ "კოლორიტს".

თქვენი ასეთი სიმართლისმოყვარეობა-გულახდილობით და პირადი მაგალითით მაყურებელთათვის იმის თქმა გინდათ, რომ არატრადიციულ ორიენტაციას თქვენთვის კარიერის აწყობაში ხელი არ შეუშლია და არც სხვებს შეუშლის, ხომ. - დასძინა მერე.

- კიო! - თითქოს უფრო განაზდა "კოლორიტი".

კაცო, გაგონილა. მოგწონს ასეთები, ბემურაზო. თუ მოგწონს, როგორც იტყვიან, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს, თუ გინდა, სახლშიც წაიყვანე! იქ უფრო გულახდილად ისაუბრებთ და უკეთაც გაუგებთ ერთმანეთს! მე, ტელემაყურებელს, ძალად რად მჩრი ამ როგორც თავად აღიარა, პედერასტს.

თუმცა ერთი კია: ამით წამყვანმა ერთგვარად ვალი გადაუხადა "რესპონდენტს", რომელმაც მანამდე რამიშვილს დაუწყო ქება, რომელი ქებაც თავმდაბალმა შალვამ შეაწყვეტინა, - ჩემი ხოტბა ეკრანს მიღმა იყოსო.

მოკლედ, ზუსტად ისე იყო, გუგული რომ მამალს აქებდა!

მიჭირს და არც არის საჭირო იმ ყველა ამაზრზენი დეტალის გახსენება-გამეორება, "იმედმა" გუშინწინ რომ შემოგვთავაზა. ამიტომ ერთსღა ვიტყვი:

კაცი, რომელიც საჯაროდ, ტელევიზიით აღიარებს, ჰომოსექსუალისტი ვარო;

კაცი, რომელიც ტელევიზიით აღიარებს, კომუნისტების დროინდელ სუკთან ვთანამშრომლობდი და იქაურ თანამშრომელ მამაკაცებთან სექსუალური კავშირი მქონდაო;

კაცი, რომელიც სახალხოდ იტყვის (თანაც კარგად დაფიქრების შემდეგ), საფულეს, რომელშიც ათასი დოლარი და მისი დამკარგავის კოორდინატებიც იდება, პატრონს არ დავუბრუნებო;

კაცი, რომელიც სახალხოდ აღიარებს, დისერტაციის დაცვაში ფეესბე (რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური) დამეხმარაო;

და რაც მთავარია, კაცი, რომელიც ყოველივე ამის შემდეგ სახალხოდ იტყვის, ყველაფრის თავიდან დაწყების შანსი რომ მომეცეს, ჩემს ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდიო...

ამგვარი "კაცი" (პირდაპირ ვიტყვი, იმის მიუხედავად, პიროვნების ღირსების შეურაცხყოფად ჩამითვლიან თუ არა) რამედ ვარგა და გამოდგება.

ასეთი "კაცის" ლექტორობა ივარგებს (ქუთაისის სამ უმაღლეს სასწავლებელში ვასწავლიო(?!), თუ მეცნიერული "მოღვაწეობა" გამოდგება რამედ.

დიდი ბოდიშის მოხდით, იმ ქუთათურებისაც გამკვირვებია, ასეთ "კაცთან" უნარ-ჩვევების შესასწავლად თავიანთ შვილებს რომ აგზავნიან (თავად თქვა "კოლორიტმა", უნარ-ჩვევებში ვამზადებ აბიტურიენტებსო).

ვგრძნობ, თავს ვერ ვერევი და ერთგვარად დაუკრეფავშიც გადავედი (ბოდიში რომ წამალი იყოს, მართლაც აფთიაქში გაიყიდებოდა!).

ამიტომ უნდა დავამუხრუჭო და სხვა კუთხითაც შევხედო იმ სისაძაგლეს, რომელსაც გუშინწინდელი "სიმართლის დრო" ჰქვია:

ჩემი ღრმა რწმენით, ეს ყბადაღებული "არატრადიციული ორიენტაციაც" ნორმიდან გადახრა და ერთგვარი ავადმყოფობაა. სენს კი მკურნალობა სჭირდება და არა, თუნდაც, რბილად რომ ვთქვათ, გაკილვა.

ამიტომ დროა, "კოლორიტს" შევეშვა და ტელეკომპანია "იმედს" და მის "სიმართლის დროს" მივუტრიალდე:

ვინ მოგცათ ან თუნდაც საკუთარ თავს რად მიეცით ადამიანის ბედით მანიპულირების და მისი გაპამპულების, დაცინვის თუ არა, თუნდაც საყოველთაო განსჯა-გაკილვის საგნად ქცევის უფლება (თუ გგონიათ, რომ "კოლორიტზე" მაყურებელთა აბსოლუტური უმრავლესობა ერთობ უარყოფითი აზრისა არ დარჩა, რომ ხალხს მოსწონს ეს გადაცემა, ძალიან ცდებით! ერთი გენახათ და მოგესმინათ, როგორაც "გამკობდნენ" მის გამო გუშინწინაც და ადრეც).

რა უფლებით ექცევით ადამიანებს ისე, როგორც კინოფილმ "ლაზარეში" "შახტი კოტეს" ექცეოდნენ (ადამიანისადმი ამგვარ დამოკიდებულების თქვენი "გენიალური" ფრაზა ვერ გაამართლებს, შალვა ბატონო, - ხომ იცოდა, როგორ გადაცემაშიც მოდიოდაო!).

მე რომ კაცმა მკითხოს, ამ გადაცემას "სიმართლის დრო" კი არა, "ახლა ჩვენი დროა" უნდა ერქვას.

დიახ, სწორედ თქვენი, ბატონებო, ისეთებისა, რომლებიც ცდილობენ, ყველაფერი თავდაყირა დააყენონ, საფუძველი გამოაცალონ ყოველივე ქართულს, ტრადიციულს, ჭეშმარიტად ეროვნულს, ისე შემოგვაპარონ მრავალი უგვანობა, თუნდაც პედერასტობა, როგორც იეღოველობის შემოცოცებას აპირებენ ქრისტიანობა-მართლმადიდებლობის დამცრობა-დაკნინების ხარჯზე!

თუმცა მეც ვარ, რა! რომელ პედერასტობის შემოპარების მცდელობაზეა ლაპარაკი, როდესაც უკვე "ის თამრო" რომ აღარ არის, ისეთმა შალვა რამიშვილმა გუშინწინ პირდაპირ დაახეთქა "კოლორიტისადმი" (რომელმაც ის-ის იყო აღიარა - ჰომოსექსუალისტი ვარო) მიმართვით: დარბაზის რეაქცია და დამსწრეთა ტაში ნიშნავს, რომ ისინი ჰომოსექსუალიზმს მიუღებლად არ მიიჩნევენო!

აი, ასე, მოკლედ და ლაკონურად!

ის მაინც აგვიხსენით, შალვა ბატონო, რომელი არსენა თქვენა ხართ, თქვენი "არშინით" რომ "ზომავთ" და განსაზღვრავთ ხალხის აზრსა და პოზიციას.

ლამის მთელი დარბაზი რა უფლებით გაგვიჰომოსექსუალისტეთ.

თუმცა, მარტო დარბაზი რას მიქვია, როცა, თუ ხალხმა ეს თქვენი "ახლა ჩვენი დროა" დროულად არ დაამთავრა, ამას სრულიად საქართველოს დაუპირებთ!

მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერს აქვს დასასრული!

 

რუსლან რუსია

 

პ.ს. მოქმედი კანონმდებლობით, შალვა ნაბექაურელო, ვგონებ, დამნაშავესთან ერთად მისი წამქეზებელიც ისჯება (ეს თქვენ, სასჯელმოხდილს, ჩემზე უკეთ გეცოდინებათ! და კიდევ: სულო ცოდვილო, როგორ ვთქვა, მაგრამ იქნებ თქვენთვისვე ყოფილიყო უკეთესი, რომ კვლავ საკანში მჯდარიყავით, ხალხში სახელი მაინც არ გაგიტყდებოდათ!).

ამას რატომ გეუბნებით, იცით.

რატომ და, იმდენი აქეთ გუშინწინ "კოლორიტი", მაგარი ვინმე ხართ, ეს დარბაზი და ლამის მთელი საქართველოც თქვენი ჰომოსექსუალურობის გამო მხარს გიჭერენ და მოსწონხართო, მისთვის "საბედისწერო" კითხვაზე პასუხისას - რამეს თუ შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაშიო - "ზადნი" ვერ მისცა და, არაფერს არ შევცვლიდიო, უპასუხა.

არადა, თურმე, როგორც სიცრუის დეტექტორმა დაადგინა, შევცლიდიო, უნდოდა ეთქვა.

თქვენგან წაქეზებულმა კი საპირისპირო რამ თქვა.

ჰოდა, "დაისაჯა" კიდეც - უფულოდაც წავიდა სტუდიიდან!

თქვენც დაისჯებით ოდესმე ამ წაქეზებისთვის, შალვა!

 

რ. რ.

 

პ.პ.ს. თავდაპირველად ამ წერილისთვის ასეთი რუბრიკა მინდოდა წამემძღვარებინა - "ჩამორჩენილი" კაცის ფიქრები". მერე გადავიფიქრე. ანკი რა საჭირო იყო. თანამედროვედ განათლებულნი ხომ ისედაც კარგად მიხვდებიან, რა "გოიმიც" ვარ.

 

რ. რ.

 

© გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კომუნისტების დროს მამაკაცი ჰომოსექსუალები (და რატომღაც ქალები არა) ისჯებოდნენ. ჰიტლერი საერთოდ პირდაპირ გაზის კამერებში აგზავნიდა მათ. ეხლა დასჯადი არ არის, თუმცა ამაზე საზოგადოებაში სხვადასხვა აზრია. მაგრამ ბატონმა რუსიამ ახალი სიტყვა თქვა სისხლის სამართალში, თურმე:

 

პ.ს. მოქმედი კანონმდებლობით, შალვა ნაბექაურელო, ვგონებ, დამნაშავესთან ერთად მისი წამქეზებელიც ისჯება (ეს თქვენ, სასჯელმოხდილს, ჩემზე უკეთ გეცოდინებათ!

 

წაქეზება რაში გამოიხატება, ეთერში რომ დასვა? ისე ნაბექაურელო რას ნიშნავს ვინმემ ამიხსნას, რა შალვას ბექაურთან ქონდა სექსუალური კავშირი?

მოკლედ როგორც I არხს არაფერი არ ეშველება, ისე "საქართველოს რესპუბლიკას", როგორც იყო გაზეთი "კომუნისტი", ისე დარჩება.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...
მაგარი ღლე სტატიაა... ბნელქართული...

 

+1

ვერც მე ვერ გამოვიტანე აზრი

 

ვერც მე - არადა ამის დამწერს თავი კალმის ვირტუოზი ჰგონია. მართლა ვერ გავიგე, რა უნდა. რა კოლორიტზეა ბაზარი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კალმის ვირტუოზი

არ ვიცი მარა კალმის მნძრეველი ნაღდადაა

 

შეეშვით რა ამ გომიკებს ნარკამანებს მივხედოთ ჯობია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინ დადო ამ საიტზე რუსლან რუსიას ეს ,,შედევრი''? მე ვარ სწორედ ის თამაზ კანდელაკი, რომელმაც წლის აღიარება გააკეთა ,,სიმართლის დროში'', მაგრამ ეს ბნელ გამოქვაბულში ჩარჩენილი რუსიას მსგავს ხალხზე არ იყო გათვლილი. ,,აფხანიკ'' რუსიას, რომელსაც კომუნისტური პარტბილეთი ახლაც ალბათ შენახული აქვს,ისიც ვერ გაუგია რომ ასეთ ქამინგ აუტს ფულის გულისათვის არ აკეთებენ...ვითომ რაიმეს შეცვლიდა ამ ამხანაგის მარქსისტულ ცნობიერებაში ის რომ ასი ათასი ლარი მომეგო? მადლობა თქვას მანაც და მისმა გაზეთმაც რომ ჩემზე სტატიით საზოგადოებას თავი ,,შეახსენეს’’ და ახლა ვურჩევ მათი შუასაუკუნეებრივი აზროვნებით ჩემი თავისუფლების მოედანზე ანათემა მოითხოვონ, შუა საუკუნეები რენესანსის ანუ აღორძინების ეპოქა იყო, თუმცა საბედნიეროდ ესენი ისტორიის სანაგვეზე მოხვედრილ კომუნისტურ წარსულს ვერ ააღორძინებენ!!!არ მიკვირს დროში თუ თარგმანში ჩარჩენილი ამ ,,მორალისტის’’ ბილწსიტყვაობაც, რადგან ეს იეზუიტი ისევე არის მოკლებული ჟურნალისტურ ეთიკას, როგორც მის პასკვილში მოხსენიებული ,,ძროხა’’ კოლორიტს. აფერუმ იმ ჟურნალისტების გაძლებას, ვინც მისი ,,თავმჯდომარეობით,, საქართველოს რესპუბლიკაში იღწვიან და ,,ბნელში მსხდომთ’’ ანათლებენ!!! მე კი მარტინ ლუთერის არ იყოს, ,,აქ ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს’’! მხურვალე კომუნისტური სალამით: თამაზ კანდელაკი Edited by tomazi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

tomazi

მე ვარ სწორედ ის თამაზ კანდელაკი, რომელმაც წლის აღიარება გააკეთა

არ ვიცი ის ხარ თუ ღადაობს ვინმე-მარა იმ ქვეყნის დედავატირე მე ეს რომ წლის აღიარებათ გამოცხათდება, ამაზე ტემებს ხსნიან და პოლიტიკური სარჩული ედება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიჯო, ეს თემა და სტატია კიდე მინახია სადღაც, მაგრამ მაშინაც აზრი ვერ გამოვიტანე და შევეშვი. :givi:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...