Lo Janko Posted November 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2009 რაც მთავარია რომელიმეს წარმოუდგენია რას ნიშნავს ჩვენთვის რუსეთის დაშლა, თუ ის მართლა მოხდადილა მშვიდობისა ძუკუ ბატონო, ბევრი იმპერია დაინგრა დღემდე, მაგრამ დედამიწას არ გაუჩერებია თავისი ღერძის გარშემო ბრუნვა და არც ცუნამს წაულეკავს ცისქვეშეთი. ვფიქრობ არაფერი უსაშველო არ მოხდება. რუსეთი რომ მართლა ყოფილიყო დაინტერესებული მშვიდობით და სტაბილურობით სამხრეთ კავკასიაში, მაშინ კიდე ხო რაღაცას ვიტყოდი, მაგრამ რეალში ვხედავთ რომ რუსეთი არის არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მთავარი დესტაბილიზატორი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted November 26, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2009 (edited) Lo Janko ძუკუ რავი, ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო და ყურადსაღები ინტერვიუა მატვეი განაპოლსკი - მთელი რუსული პოლიტიკა იმიტაციაა რუსეთში არსებულ ვითარებაზე, ევგენი პრიმაკოვის საიუბილეო ვახშამზე საქართველოსთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე; აგრეთვე, იმაზე, თუ რა რესურსი აქვს ევგენი პრიმაკოვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად პუტინის დავალების შესასრულებლად, რას შეიძლება ნიშნავდეს კრემლის მცდელობა, აღადგინოს კავშირები თბილისთან, “ინტერპრესნიუსი” ცნობილ რუს პუბლიცისტსა და ექსპერტს, მატვეი განაპოლსკის ესაუბრა. ინტერვიუ მატვეი განაპოლსკისთან გაზეთ “კვირის პალიტრის” 23 ნოემბრის ნომერში დაიბეჭდა. - ბატონო მატვეი, იზიარებთ თუ არა რუს ექსპერტთა ნაწილის მოსაზრებას, რომ პუტინის სისტემა ჩიხშია, რუსეთი კატასტროფისკენ მიექანება, ხოლო პუტინისა და მედვედევის კლანებს შორის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის და სულ ნაკლები შანსი რჩება პროცესების არარევოლუციური გზით განვითარებისთვის?_ ყველა ამგვარი საუბარი თვალებში ნაცრის შეყრაა. საქმე ის არის, რომ არაფერი არ არის ისე სტაბილური, როგორც - რუსეთი. ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, ვურჩევ, ყურადღებით გადახედონ რუსეთის ისტორიას. რუსეთი საკმაოდ დიდი ქვეყანაა. რუსეთი საქართველო არ არის, რომ შესაძლებელი იყოს პარლამენტის შენობაში შევარდნა, ხელისუფლების გადაყენება, არსებული წყობილების დამხობა და ქვეყნის ახალ რელსებზე გადაყვანა, როგორც ეს თავის დროზე სააკაშვილმა მეგობრებთან ერთად გააკეთა.რუსეთში 11 სასაათო სარტყელია, რაც მიუთითებს, რომ რუსეთი უდიდესი ქვეყანაა და ამას ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს. ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში, ქალაქსა და თუ დაბაში არსებობს ელიტა. მიუხედავად ამისა, რუსეთი ძნელად რეგულირებადი და მართვადი ქვეყანაა. არსებობენ რეგიონები, რომლებიც პუტინის ვერტიკალს საერთოდ არ ემორჩილებიან. ამიტომ, რუსეთში რევოლუციურ ცვლილებებზე საუბარი, წარმოუდგენელია. თუ ვისაუბრებთ ელიტაში კრიზისზე, უდავოა, რომ გარკვეული და შესაძლოა, ძალიან სერიოზული კრიზისი და პრობლემები არსებობდეს, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი ვარაუდებია. საუბარია პუტინისა და მედვედევის გარემოცვაში მყოფი ხალხის დაპირისპირებაზე, მაგრამ იმის გამო, რომ ამაზე ჩვენ ზუსტად არაფერი ვიცით, შეგვიძლია მხოლოდ იმაზე ვიმსჯელოთ, რაც რეალურად ხდება. მაგალითად, მედვედევმა ჯერ გამოაქვეყნა სტატია “რუსეთო, წინ!”, შემდეგ მიმართვით წარსდგა ფედერალური კრების წინაშე, სადაც ქვეყნის განვითარების მისეული ხედვა გააცნო საზოგადოებას. საინტერესოა, რომ მედვედევი რუსეთის მომავალს იმდაგვარად ხედავს, როგორც - საქართველოს, ანუ დინამიურად განვითარებადსა და გარდაქმნილს, სადაც ნაკლები იქნება კორუფციის დონე და ასე შემდეგ. ამის შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ მედვედევი შესულიყო თავის კაბინეტში და ხელი მოეწერა 2-3 კანონპროექტისთვის, რომლებიც უზრუნველყოფდნენ რუსეთის ამ მიმართულებით მოძრაობას, ჩაჯდა თვითმფრინავში და ობამასთან და სხვა ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. ცხადია, რომ ობამასთან შეხვედრაზე ის გადატვირთვაზე ისაუბრებდა. მაშინ, როცა ობამა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების გადატვირთვისთვის რაღაცებს აკეთებს, ამასობაში რუსეთში არაფერი არ იცვლება. პარალელურად, პუტინი უკრაინაში ხვდება ტიმოშენკოს და პრესკონფერენციაზე იუშენკო-სააკაშვილის შეხვედრის შესახებ წინასწარ დაგეგმილ და დასმულ კითხვაზე კრემლისთვის დამახასიათებელი უზრდელობით პასუხობს. კრემლი სხვა ქვეყნის ორი პრეზიდენტის მისამართით ტრამვაის მგზავრთათვის დამახასიათებელ უზრდელობას კადრულობს. ასეთია რუსული რეალობა. საუბრები რუსეთში დაწყებულ ცვლილებებზე სიყალბეა. იმისათვის, რომ რუსეთში ცვლილებები დაიწყოს, საჭიროა ცვლილებების კრემლში დაწყება. ის, რომ კრემლში ცვლილებები არ დაწყებულა, ფაქტია. _ ბევრი მიიჩნევს, რომ პუტინი დროს აჭიანურებს, კრემლთან დაახლოებულ კლანებს შორის, ძალოვნებსა და ლიბერალებს შორის თამაშობს. თქვენი აზრით, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს პუტინის მხრიდან ამგვარი თამაში? _ ვინც ამას ამბობს, როგორც ჩანს, მათ ამის შესახებ თავად პუტინმა უთხრა. იმის შესახებ, რომ პუტინი დროს აჭიანურებს, მე არაფერი არ მსმენია. დროს აჭიანურებს არა პუტინი, არამედ - მედვედევი, რომელიც რეფორმებს არ იწყებს. რეფორმების დაუწყებლობის გარეშე განვლილი ყოველი დღე პუტინის მომხრეების რიცხვს ზრდის. იცით, რატომ მოიხსენიებენ რუსეთში დემოკრატებს ყოველთვის ცუდად? იმიტომ, რომ დემოკრატები მთელ მსოფლიოში ბედნიერებასა და კეთილდღეობაზე კი საუბრობენ, მაგრამ ბედნიერებისა და კეთილდღეობის რუსეთში ასაშენებლად არაფერი გაუკეთებიათ. მედვედევი ინოვაციებსა და ნანოტექნოლოგიებზე კი საუბრობს, მაგრამ რეალურად ამისათვის არაფერს არ აკეთებს. ამიტომ არის, რომ რუსეთში დემოკრატებზე ირონიულად და ღიმილით საუბრობენ. ამის გამო ბევრი ფიქრობს, რომ საქმე გვაქვს კრემლისეულ გაბრიყვებასთან. მედვედევი მოდერნიზაციის გზებზე სპეციალურად იმის გამო საუბრობს, რომ საზოგადოებაში ინოვაციური განვითარების იდეის დისკრედიტაცია გამოიწვიოს. ჩემი აზრით, შესაძლოა, ამგვარი შეფასებისას პოლიტოლოგები ცოტა ამლაშებენ კიდეც, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ქვეყნაში რეფორმები რეალურად არც დაწყებულა. ნიშანდობლივია, ჟურნალ Fორბეს-ის მიერ გამოქვეყნებული მსოფლიოს პოლიტიკოსთა გავლენის რეიტინგების სია. ამ სიაში ობამასა და ხუ ძინ ტაუს შემდეგ, პუტინი მესამე ადგილზეა, მედვედევი კი - 43-ზე. ვფიქრობ, მედვედევმა უნდა შეისწავლოს ეს სია და შეეცადოს გარკვევას, რატომ არის 43-ე ადგილზე. რეფორმების დაუწყებლობითა და დაყოვნებით ხომ არ ამცირებს იგი შანსს, პრეზიდენტის რანგში მართოს ქვეყანა 2012 წლის შემდეგაც. _ ევგენი პრიმაკოვის იუბილეზე პუტინმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობაზე ხმაურიანი და სენსაციური განცხადება გააკეთა და ამ საქმის მოგვარება “პლეხანოველ” პრიმაკოვს საზეიმოდ დაავალა. რას შეიძლება ნიშნავდეს პუტინის ეს განცხადება და საერთოდ, რა რესურსი აქვს ბატონ პრიმაკოვს საიმისოდ, რომ პუტინის დავალება შეასრულოს? _ პრიმაკოვს, როგორც პუტინის შემდეგ ნებისმიერ მეორე ადამიანს, არავითარი რესურსი არ აქვს. საჭიროა, ეს აბსოლუტურად ყველამ გაიგოს. პუტინის შემდეგ ნებისმიერი მეორე ადამიანი ნულია. ტყუილად არ არსებობს ხუმრობა, რომ უცნობია, როგორ შექმნა პუტინმა ვერტიკალი, მაგრამ ფაქტია, რომ მან ყველა ნულზე გაამრავლა და შესაბამისი შედეგიც მიიღო. პუტინი რუსეთის ერთპიროვნული პატრონია. ადამიანის ჭეშმარიტი გეგმები მისი მოქმედებებით განისაზღვრება. პუტინმა შეიძლება, ყველაფერზე ილაპარაკოს, მაგალითად, როგორ გახდება სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტი, რომ შეუძლია აღადგინოს საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობა ან თქვას, რომ მარსზე ვაშლის ბაღები ყვავის, მაგრამ საქმე იმაშია, თუ რას გააკეთებს რეალურად. კრემლის მმართველთა შემყურე შემიძლია, ვთქვა _ მნიშვნელობა არა აქვს, რას ამბობენ ისინი, მთავარია - რას აკეთებენ. პრიმაკოვი რუსეთის პოლიტიკაში “მერსედესია”, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ფრთხილია, პრიმაკოვი მხოლოდ იმ ჩარჩოებში იმოქმედებს, რომლის ფარგლებშიც მოქმედებას დაავალებენ. ვინაიდან პრიმაკოვი არანაირად არ მოქმედებს, ეს ნიშნავს, რომ მისთვის არანარი დავალება არ მიუციათ. _ რუსეთში მცხოვრები არაერთი ქართველი ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებას ცდილობს, ეს ეხება სანკტ-პეტერბურგში მცხოვრებ ებრალიძეს და სხვებსაც. თქვენი აზრით, მოსკოვი მათზე ფსონს სერიოზულად დებს, თუ ესეც გარკვეული თამაშია? _ ყველა ისინი იმისთვის ილტვიან ქართულ პოლიტიკაში დასამკვიდრებლად, რომ რუსეთის ფედერაციის ფინანსები მიიღონ. ის, რომ მათ ამის სურვილი აქვთ, ეს კიდევ არაფერს არ ნიშნავს. პუტინი მათ ისეთივე ზიზღით უყურებს, როგორც - ყველა მოღალატეს. პუტინმა ერთხელ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ადამიანებს მტრებად და მოღალატეებად ყოფს. მისი აზრით, მოღალატეები უფრო სახიფათონი არიან, ალბათ ამიტომაა, რომ პუტინს ისინი მთელი არსებით ეზიზღება. ხოდორკოვსკი იმიტომ კი არ ზის ციხეში, რომ მტერია, არამედ იმიტომ, რომ მას კრემლის გვერდის ავლით რუსეთის ნავთობისა და გაზის ზოგიერთ საბადოსთან დაკავშირებით ამერიკელებთან ხელშეკრულებების გაფორმება უნდოდა. შესაბამისად, პუტინი მას მოღალატედ მიიჩნევს. მესმის, რომ მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში მცხოვრებ ქართველებს არ უყვართ სააკაშვილი და მისი მოწინააღმდეგეები არიან, ქმნიან საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და უნდათ “თავისი საქართველოს” შექმნა, მაგრამ მათ არ ესმით, რომ თუ ისინი ვინმეს ეზიზღება, ეს პირველ რიგში პუტინია. ასე იმიტომაა, რომ პუტინი მზვერავია და კარგად იცის, რა არის ღალატი. მას კარგად ესმის, რომ იმ ქართველების გამოყენება, რომლებიც სამშობლოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, ლეგიტიმური, არჩეული სააკაშვილის წინააღმდეგ გამოყენება შეიძლება, მაგრამ ამის შემდეგ ისინი ისტორიის სანაგვეზე აღმოჩდებიან. ღალატის ერთხელ ჩამდენებს შეუძლიათ, ღალატი მეორეჯერაც ჩაიდინონ, ამიტომ მათი ფასი კაპიკია. _ როგორ აფასებთ მოსკოვის აქტივობას, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კავშირები თბილისთან? საქართველოში კრემლის ამ მცდელობას დიალოგის აღდგენის იმიტაციად აფასებენ. . . _ რა კავშირებისა და ხიდების აღდგენაზეა საუბარი, როცა თბილისში მხოლოდ კრემლის ემისრები ჩადიან. კრემლის ემისრები არიან ისინიც, ვისაც თბილისში მოსკოვიდან იწვევენ. რა კავშირების აღდგენაზეა საუბარი, როცა პუტინი ქვეყნის პრეზიდენტის უზრდელად მოხსენიებას არ ერიდება. მთელი რუსული პოლიტიკა იმიტაციაა. გარდაქმნებისა და სხვა სახელმწიფოებთან ნორმალური ურთიერთობების პოლიტიკა რეალურად არ არსებობს. რუსეთში იმიტაცია არ არის მხოლოდ გაზისა და ნავთობის გაზსადენები, სხვა ყველაფერი სრული იმიტაციაა. ამიტომ ვამბობ - არანარი საფუძველი არა მაქვს ვირწმუნო, რომ კრემლს თბილისთან ურთიერთობების აღდგენა და რეალური დიალოგის დაწყება სურს. Edited November 26, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted November 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2009 ერთად ერთი ძალა, რომელიც რუსეთს დაშლის, არის ჩინეთი. და კიდევ ჩინეთი მოძლიერება არამარტო რუსეთს არამედ სხვა დიდ სახელმწიფოსაც ემუქრება. ისე ზოგიერთების პოსტები მელიის ფიქრებს მაგონებს, რომელიც ყურძენს ვერ შეწვდება და თავს იმით იმშვიდებს მკვახე იყოო ის ყურძენიო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted November 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2009 მე არ ვიცი რა სედის ხელისუფლების ინტერესებში და რა არა , მაგრამ რუსეთის იმპერიას ვერც მე ვიტან და ანტირუსული ისტერიის ერთერთ ,, შემოქმედად '' და მხარდამჭერად ვთვლი ჩემს თავს , ბოლო ბოლო სად იყვნენ ეს ხელისუფლება ( და ეს ოპო ზიცია ) ის პოლიტიკური ძალა რომელსაც მე წარმოვადგენ დღესდღეობით ანტირუსულ განწყობას რომ ნერგავდა და დასავლურ საგარეო პოლიტიკურ კურსს და საქართველოში ამერიკის ბაზების გახსნას რო მოითხოვდა ( მე პატარა ვიყავი მაშინ ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2009 (edited) მე არ ვიცი რა სედის ხელისუფლების ინტერესებში და რა არა , მაგრამ რუსეთის იმპერიას ვერც მე ვიტან და ანტირუსული ისტერიის ერთერთ ,, შემოქმედად '' და მხარდამჭერად ვთვლი ჩემს თავს , ბოლო ბოლო სად იყვნენ ეს ხელისუფლება ( და ეს ოპო ზიცია ) ის პოლიტიკური ძალა რომელსაც მე წარმოვადგენ დღესდღეობით ანტირუსულ განწყობას რომ ნერგავდა და დასავლურ საგარეო პოლიტიკურ კურსს და საქართველოში ამერიკის ბაზების გახსნას რო მოითხოვდა ( მე პატარა ვიყავი მაშინ )ისტერიკა ბატონო ჩემო არავაჟკაცურია და სირცხვილია, ანგრევს პიროვნებას,ხოლო ისტერიკას აყოლილი ხალხი ანგრევენ ქვეყანას,არცერთი მებრძოლი ერი არაა ისტერიკოსი,ისტერიკა სუსტი, ქალაჩუნა კაცების და გაკაცებული ქალების თვისებაა Edited November 26, 2009 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2009 (edited) Истери́я (от др.-греч. ὑστέρα «матка»; считалось, что истерия — следствие болезни матки) — заболевание из группы психогений, представляющее класс неврозов. Истерия характерна демонстративными эмоциональными реакциями (слёзы, смех, крики) и даже судорогами, преходящими параличами, потерей чувствительности, глухотой, слепотой, помрачением сознания, галлюцинациями и т. п.Особый склад личности, которому присущи поверхностность суждений, внушаемость, склонность к фантазированию, неустойчивость настроения, стремление привлечь к себе внимание, театральность поведения, называется истерическим расстройством личности. Истерические типы отличаются повышенной внушаемостью и самовнушаемостью, иногда не останавливаются перед постоянной ложью (таких истериков называют патологическими лгунами, а поведение - псевдологией).\ვინ გაგახსენდათ? ან ვინეები Edited November 26, 2009 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted November 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2009 b]Lo Janko[/b] დილა მშვიდობისა ძუკუ ბატონო, ბევრი იმპერია დაინგრა დღემდე, მაგრამ დედამიწას არ გაუჩერებია თავისი ღერძის გარშემო ბრუნვა და არც ცუნამს წაულეკავს ცისქვეშეთი მაგაზე არაა ლო საუბარი.დავუშვათ და რუსეთი დაინგრა. ჩრდილოეთ კავკასიაში საშინელი ამბები დატრიალდება და ჩვენც აუცილებლად გადმოგვწვდება.რაც მთავარია, თუ ს.ს.რ.კ-ს დაშლის დროს მოხერხდა ბირთვული იარაღის დაფანტვის ძალიან საშიში მოვლენის თავიდან აცილება, ეხლა ამის გარანტიას ვერავინ ვერ მოგვცემს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2009 http://www.youtube.com/watch?v=PHi5dHRIRgw აი, ააქვს ამ ქვეყანას მომავალი? უტრაკო ლომების პარადი,ვის დანგრევაზე ლაპარაკობთ საკუთარ თავს დაუკვირდით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted November 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2009 აქ ისტერია სიტყვა თქვენ ახსენეთ და არა მე ან ვინმე სხვამ ამ ფორუმზე , მე პირადად ვარ ნატირუსული იდეოლოგიისა და პოლიტიკური კურსის მომხრე აქ ისტერია სიტყვა თქვენ ახსენეთ და არა მე ან ვინმე სხვამ ამ ფორუმზე , მე პირადად ვარ ანტირუსული იდეოლოგიისა და პოლიტიკური კურსის მომხრე აქ ისტერია სიტყვა თქვენ ახსენეთ და არა მე ან ვინმე სხვამ ამ ფორუმზე , მე პირადად ვარ ნატირუსული იდეოლოგიისა და პოლიტიკური კურსის მომხრე აქ ისტერია სიტყვა თქვენ ახსენეთ და არა მე ან ვინმე სხვამ ამ ფორუმზე , მე პირადად ვარ ანტირუსული იდეოლოგიისა და პოლიტიკური კურსის მომხრე ესეც ახალი ინფორმაცია , ესე იგი რესპუბლიკელებს არ სურთ რუსეთის იმპერიის დასლა და ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების გამოყოფა რუსეთის იმპერიიდან b]Lo Janko[/b] მაგაზე არაა ლო საუბარი.დავუშვათ და რუსეთი დაინგრა. ჩრდილოეთ კავკასიაში საშინელი ამბები დატრიალდება და ჩვენც აუცილებლად გადმოგვწვდება.რაც მთავარია, თუ ს.ს.რ.კ-ს დაშლის დროს მოხერხდა ბირთვული იარაღის დაფანტვის ძალიან საშიში მოვლენის თავიდან აცილება, ეხლა ამის გარანტიას ვერავინ ვერ მოგვცემს. ესეც ახალი ინფორმაცია , ესე იგი რესპუბლიკელებს არ სურთ რუსეტის იმპერიის დაშლა და ჩრდილოკავკასიური რესოუბლიკების გამოყოფა რუსეთის იმპერიიდან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted November 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2009 shamili ბოლო ბოლო სად იყვნენ ეს ხელისუფლება ( და ეს ოპო ზიცია ) ის პოლიტიკური ძალა რომელსაც მე წარმოვადგენ დღესდღეობით ანტირუსულ განწყობას რომ ნერგავდა და დასავლურ საგარეო პოლიტიკურ კურსს და საქართველოში ამერიკის ბაზების გახსნას რო მოითხოვდარესპუბლიკელები მაგას თქვენს დაბადებამდე ამბობდნენ. ადრე თქვენ იკითხეთ რომ ვინმემ აქ 1999 წლამდე ნატო თუ იცოდა რა არისო ეს მე 1969 წელსაც ვიცოდი, მერე რომ არ მკითხოთ მაშინ 17 წლის ვიყავი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted November 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2009 რას ითხოვდნენ რესპუბლიკელები საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზების გახსნას ? რაღაც არ მახსოვს , თუმცა შეიძლება ვცდები , ყოველ შემთხვევაში მაგის აქტიური იდეოლოგები არ ყოფილან .წინა შეკითხვაზე მიპასუხეთ თუ შეიძლება , ესე იგი რესპუბლიკელებს რუსეთის დაშლა არ სურთ და წინააღმდეგნი არიან რომ რუსეთის ფედერაციას გამოეყონ ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2009 (edited) აი რა დონეა დღეს ქართულ პოლიტკაში,თან საქმე ეხება მმართველ პარტიას, მალე საარჩევნო პროგრამაში შეიტანენ რუსეთის დაშლას,მგონი ასეთი კატეგორიის ადამიანებთან კამათს არანაირი აზრი არა აქვს Edited November 26, 2009 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted November 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2009 siknadmo რას გულისხმობთ , ან მმართველი პარტია რა შუაშია , მე ვამბობ რომ მმართველი პარტია არის მოღალატეთა ხროვა ( ისევე როგორც ოპოზიციის 99 პროცენტი ) , რადგან მათ მოსვლისთანავე არ გამოიყვანეს ქვეყანა ესენგედან , არ გაუუქმეს რუსებს სამშვიდობო მანდატი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და არ მიანიჭეს ომამდე რუსეთს ოკუპანტის სტატუსი და შექმნეს ,, სამხრეთ და ერთერთი უდიდესი დანაშაული ამ მთავრობისა და ამ ოპოზიციის არის ,, სამხრეთ ოსეთის დროებითი ერთეულის '' შექმნა და სანაკოევის პრეზიდენტად გამოცხადება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted November 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2009 siknadmo რას გულისხმობთ , ან მმართველი პარტია რა შუაშია , მე ვამბობ რომ მმართველი პარტია არის მოღალატეთა ხროვა ( ისევე როგორც ოპოზიციის 99 პროცენტი ) , რადგან მათ მოსვლისთანავე არ გამოიყვანეს ქვეყანა ესენგედან , არ გაუუქმეს რუსებს სამშვიდობო მანდატი აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და არ მიანიჭეს ომამდე რუსეთს ოკუპანტის სტატუსი და შექმნეს ,, სამხრეთ და ერთერთი უდიდესი დანაშაული ამ მთავრობისა და ამ ოპოზიციის არის ,, სამხრეთ ოსეთის დროებითი ერთეულის '' შექმნა და სანაკოევის პრეზიდენტად გამოცხადებასამხრეთ ოსეთში სიტუაციის დაძაბვა და ომის პროვოცირება და მერე სამარცხვინო,ლაჩრული დამარცხება ესაა ამ ხელისუფლების ბრალი,ის რომ რუსეთის ხახაში შეგვაგდო და მძინარე დათვი გააღვიძა, შეატოვა ხალხი თვითონ კი მოკურცხლეს და ჩვენს სისხლზე ფული გააკეთეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted November 26, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 26, 2009 shamiliრას ითხოვდნენ რესპუბლიკელები საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზების გახსნას ? რაღაც არ მახსოვს , თუმცა შეიძლება ვცდები , ყოველ შემთხვევაში მაგის აქტიური იდეოლოგები არ ყოფილან .წინა შეკითხვაზე მიპასუხეთ თუ შეიძლება , ესე იგი რესპუბლიკელებს რუსეთის დაშლა არ სურთ და წინააღმდეგნი არიან რომ რუსეთის ფედერაციას გამოეყონ ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკები ამერიკის ბაზებს კი არა, ნატოში შესვლას.რაც შეეხება რუსეთის დაშლას, ეს ჩემი პოზიციაა და არა პარტიის. მისი დაშლა უკიდურესად სახიფათო და არაპროგნოზირებადია, უპირველეს ყოვლისა მისი მეზობლებისთვის, შემდეგ სხვებისთვის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.