lasha kakauridze Posted May 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2011 Nukriko თქვენი ათეისტების ძალიან გამკვირვებია როცა იჯერებთ რომ არაფრისგან წარმოიშვა სიცოცხლე..... და მერე როგორი სიცოცხლე ყველას თავ თავისი სახელი დაერქვა დახარისხდა და მდედრი და მამრის ხახუნით მრავლდებიან არა ქაოსურად არამედ უნიკალური სიზუსტით მოწესრიგებულად თითქოს ყველას თავ თავისი კოდი უდევს და ისე მოქმედებენ ....მართლა მიკვირს ეს როგორ უნდა დაიჯეროს კაცმა.....დედამიწაზე ყველაზე გონიერი არსება არის ადამიანი..... თუ შესაძლებელია რომ ევოლუციას თუ რასაც ეძახით გაჩდეს არაფრისგან უფრო ჭკვიანი არსება? და ადამიანი მეორე პლანზე გადაიწიოს? მეცნიერები ლაპარაკობენ დიდ აფეთქებებზე რომლის შედეგადაც წარმოიშვა უამრავი პლანეტები და ვარსკვლავები მაგრამ თქვენ არ ლაპარაკობთ საწყსზე როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, რაღაცით ხომ უნდა დაეწყო ? ეხლა მესმის რომ ერმანეთის დაჯახებით წარმოიშვება უზარმაზარი პლანეტა მაგრამ საწყისზე კი საერთოდ არ ლაპარაკობთ და არც გინდათ რომ იფიქროთ ამაზე, იქნებ ამიხსნა სულ თავიდან (დასაწყისში) როცა არანაირი პლანეტები და არანაირი ვარსკვლავები არ იყო აი იქ როგორ მოხდა დიდი აფეთქება? რაღაცით ხომ უნდა დაეწყო? ყველაზე მაგრად მიკვირს რომ დედამიწაზე არ არსებობს ქაოსი, ვაშლის ხე ვერასდროს გამოისხამს მსხალს, ადამიანს ჭიპთან არასდროს გაუჩდება ცხვირი, მარცვალი თუ არ მოკვდა ვერანაირად ვერ აღმოცენდება,და ასე შემდეგ ........ეს ყველაფერი კანონზომიერია და ეს და იმართება უზენაესი გონისგან თორემ სხვანაირად ვარაუდით კი არა დარწმუნებული ვარ რომ აუცილებლად იქნებოდა დიდი ქაოსი მართლა მაგრად მიკვირს რომ ადამიანმა როგორ უნდა დაიჯეროს ეს მეცნიერების თეორემები შენ იძახი რომ მეცნიერებმა უკვე დადეს ფაქტი იმაზე რომ სამყარო დიდი აფეძთქებებით წარმოიშვა მაგრამ მერწმუნე მეცნიერები ვერასდროს ვერ დადებენ იმ ფაქტს თუ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი მაგათი ფაქტები არის ვარაუდებზე და თეორიებზე აგებული, ერთი იძახის პარალელური სამყარო არსებობსო და იქიდანო, მეორე იძახის რაღაც ენერგიითო (თუმცა ეს ენერგიაც საიდან წარმოიშვა ეგეც საკითხავია) ზოგი რას იზახის და ზოგი რას რავი თქვენი საქმისა თქვენ იცით უბრალოდ ეგ არის თავის მოტყუება რომ ადამიანმა ეს დაიჯეროს თქვენი თეორია ასეთ რაღაცას გავს: თევზმა მოინდომა გაეგო წყლის ზემოთ რა ხდებოდა, და როცა ამოყვინთა და სული შეეშეეხუთა ისევ ჩახტა წყალში, ერთი ეკითხება - რაო მეგობარო რა ნახე ზემოთ? პასუხობს: - არანაირი სიცოცხლე არ არის ზემოთ, მხოლოდ მარტო ჩვენ ვართო და ჩვენთან არის სიცოცხლეო ........ნუ დაახლოებით ამას გავს ათეისტების ლაპარაკი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nika3012 Posted May 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2011 მე არ გამაჩნია სიმართლე ჩემი, ჩემი სიმართლე უფალი იესო ქრისტეა, ხოლო ჭეშმარიტება კი ის არის რასაც ბიბლია ამბობს განაცხადი რომ სიმართლე არ გაგაჩნიათ, რომ სიმართლე ქრისტეა და ბიბლია ჭეშმარიტება, ესაა თქვენი სიმართლე, ადამიანს არა აქვს უფლება ამტკიცოს ან ისაუბროს რამეზე როგორც ჭეშმარიტებაზე, არავინ არ იცის რა არის ჭეშმარიტება, ეს განმარტება მხოლოდ შედეგთან ერთად მოდის, ეხლა ერთ პატარა ისტორიას მოგიყვებით: უკუნეთი სიბნელეა, ღამე, ორი არდამიანი დგას ორ სხვადასხვა მატარებლის ლიანდაგზე, ისმის მოახლოებული მატარებლის ხმა, ერთი უმტკიცებს მეორეს რომ ეს მატარებელი მის ხაზზეა და მას გაიტანს, მეორე კი საპირისპიროს უმტკიცებს და ორივეს საკუთარი აზრი ჭეშმარიტი გონია. - ამ შემთხვევაში ორივეს თავისი მოსაზრება, ანუ თავისი სიმართლე გააჩნია და სანამ მატარებელი არ ჩამოივლის და არ გაიტანს რომლიმეს, ვერავინ იტყვის ვინ იყო მართალი, ვინ ღაღადებდა ჭეშმარიტებას (ვფიქრობ მორალი გასაგებია) მე არ ვამბობ რომ ვინემს არ ჩაეთვლება საქმეები თუ მას უფალზე არ სმენია და ვისაც სმენია და სწამს, ვინც ლოცულობს მაგრამ ბუნებით ნაგავია და ცხოვრებაში სიკეთე არ ჩაუდენია, ის ცხონდება ხო? :) ხოლო ვინც მუდამ სიკეთეს სთესავს, მაგრამ არ სწამს ის ჯოჯოხეთში არ სიყვარულისთვისა და არ რწმენისთვის ადამიანის დასჯა, თანაც ჯოჯოხეთის მარადიული ტანჯვით, ეს დიქტატურაა, მაგრამ საბედნიეროდ ეს ღვთის დიქტატი არაა, ესაა ადამინთა დიქტატი, რომლებმაც ან სწორად ვერ გაიგეს ღვთის მეტყველება, ანდა თავისდა სასარგებლოდ მოირგეს და განმარტეს ეს თეზისები. სამწუხაროდ ბევრი დაუფიქრებლად და უსიტვოდ იღებს ამას როგორც ჭეშმარიტებას. გთხოვთ, რამდენიმე წუთით დაივიწყეთ წიგნებიდან ამოკითხული სიმართლე და უბრალო, ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანივით იმსჯელოთ, ნუთუ ღმერთი ისეთი ტირანია და ისეთი დიქტატორია, რომ კეთილ და სწორად მცხოვრებ ადამიანს იმიტომ დასჯის და გაუშვებს ჯოჯოხეთში რომ არ სწამდა უხილავის და არ უყვარდა ის? იმიტომ რომ ეს ადამიანი ზედმეტად პრაგმატული რეალისტი იყო ბუნებით? ცოდვას მორწმუნეც ჩადის და ურწმუნოც, და ვინმესადმი მიკერძოება მისი შეხედულებების, კანის ფერის, ანდა რელიგიური შეხედულებების გამო ეს დისკრიმინაციაა და ადამიანის უფლებების დარღვევა :) და თქვენ რატომ უნდა განიკითხოთ საქმეებით როდესაც შეგიძლიათ გამართლდეთ რწმენით? ადამიანი შეიძლება გაკიცხო საქციელზე როცა რამეს დააშავებს, მაგრამ არის მშვენიერი გამოთქმა, გულს ვერ უბრძანებო და ასეთი გულით თავად უფალმა შეგვქმნა ხატად თავისად, და ამიტომაც მას ყველაზე კარგად ესმის სიყვარულის, ესმის რომ რწმენა და სიყვარული ეს ორი უკონტროლებელი რამაა, რომელიც გონებაზე არაა დამოკიდებული და ადამიანის მიერ ვერ კონტროლდება, შეიძლება აიკრძალო სიგარეტის მოწევა, ნარკოტიკის მოხმარება და გაუძლო ამ ტანჯვას, აკონტროლო შენი ქმედება, მაგრამ არამც და არამც შენი ემოცია და რწმენა, ამიტომ ვამბობ რომ საღად თუ დაფიქრდება ადამიანი საქციელის გამო უნდა მოგეზღოს და არა რწმენისა და სიყვარულისთვის რა გიშლით ხელს რომ მოინანიოთ? მიზეზი? მღვდელთან მისული ცოდვილი რას ეუბნება მას, იმას რაც მას აწუხებს, ის რისი მონანიებაც უნდა რომ ამ წუხილისგან გაათავისუფლოს, და შესაბამისად ამ ადამიანის ცოდვად ითვლება ის რაც მას აწუხებს პირადად ჩემი მიზეზი? ამ შემთხვევაში ის რომ საღი აზროვნება და ლოგიკური კითხვები არ მიმაჩნია ამის მიზეზად, სხვა რაც მიმაჩნია მოსანანიებლად ვინანიებ კიდეც, თუმცა მონანიება ყველა ადამიანისთვის სხვადასხვაგვარია, ეს არაა აუცილებლად მღვდელთან გულახდილი საუბარი, ყველას ჩვენი სინდისი გვაქვს, ის გვქეჯნის და ბოროტების ჩედენის შემდეგ რაიმე კარგის გაკეთებმისკენ გვიბიძგებს, ხან ადამიანი თავის საქციელს განიცდის, ზოგჯერ ეს საქციელი თავადვე ახრჩობს და ნანობს ეს ადამიანი. ნამდვილად გაიაზრო შენი დანაშაული, მიხვდე შენს შეცდომას, მოიხადო ბოდიში და სანაცვლოდ ასმაგი სიკეთე გაუკეთო სხვებს და შეეცადო მსგავსი აღარ გაიმეორო, ესაა მოანანიება. და ერთი რამ. ამ წუთისოფელში თქვენ ვერ იპოვით ადამიანს ვინც ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს ყველა კითხვაზე კი არა, საღი პასუხი თითქმის ვერცერთ კითხვაზე ვერ ვიპოვე ერთს დავამატებ კიდევ, ის რომ ადამიანი უპირობოდ და ბრმად არ იღებს რაიმე დაწესებულ დებულებას, ეს არ ნიშნავს იმას რომ იგი უარყოფს ყველაფერს, არაორდინალური კითხვები თუ მოსაზრებები ეს მხოლოდ საკვებია გონებისთვის, გზა უფრო მეტის შეცნობისკენ და არა ურწმუნოება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted May 4, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2011 zannetiკი მათი ფაქტები ტყუიან. მათ არ აქვთ რეალური ფაქტები მათ აქვთ თითიდან გამოწოვილი ფაქტები, და რომელიც დამყარებულია არა რეალურ ფაქტებზეალოგიკურია - ფაქტი არ ტყუის.. მე ალოგიკურობას არ გავყვები, შენ შენი საქმისა შენ თვითონ იცი, მაგრამ ალოგიკურობით ვერაფერს დაამტკციებ..მე ჩემს თავში იმდენჯერ მაქ წეშმარიტება გამოცდილი შენ ის თეორიები არ გაქ შემოწმებული დამიჯერე ამაში, მე რამდენჯერ მაქ ღმერთის არსებობა გადამოწმებული იმდენი მაიმუნი არ დადის ალბათ ვხუმრობ მაგრამ მე სულ ვამოწმებ ჭეშმარიტებას რობოტი ნუ გგონივარ, მეც მაქ ფაქტები, მერე რა რომ უხილავი ის მაინც ფაქტია, თუმცა ხილულიც მაქვს. ერთი ფაქტი არ მოგიყვანია აქამდე და რა ვიცი, რა ვიციარსებობს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტება და ეს იესო ქრისტეათუ ჭეშმარიტებაა, მაშინ დაამტკიცე რომ ჭეშმარიტებაა.. ესე მეც ვიტყვი, რომ არსებობს ერთი ჭეშმარიტება და ის თოვლის ბაბუაა მერე რა ფასი აქვს შენ ან ჩემ მტკიცებულებას ფაქტების, მტკიცებულებების გარეშე? არანაირი! სანამ არ დაამტკიცებ, არც უნდა გქონდეს იმის პრეტენზია, რომ რამე ჭეშმარიტებას ფლობ.ან იმას რით ახსნი რომ 333 წინასწარმეტყველება აღსრულდა?ებრაელების მითოლოგიაში, ბევრი ისეთი წინასწარმეტყველებაც სწერია, რომელსაც ვერ მოერგება დემაგოგიური ახსნები მორწმუნეებისგან, რატომ? იმიტომ რომ ძალიან კონკრეტულია და ისინი ქრისტეს უნდა "შეესრულებინა", თუმცაღა: 1. დამასკოს განაჩენი. აჰა, წაერთმევა დამასკოს ქალაქობა და ნანგრევების გროვად იქცევა! ებრაელებს დამასკოს სიძულვილს, თავისი მიზეზები აქვთ, მაგრამ - ბასტა! დამასკო არათუ არ განადგურდა, არამედ 2011 წლის წინადაც იყო, დღესაც არის და ბედის ირონიით, ყველაზე ძველი ქალაქია მსოფლიოში, რომელსაც არსებობა არასდროს შეუწყვეტავს biggrin.gif აცილებაცაა და აცილებაც. 5. წყალი დაწყდება ზღვაში, ნილოსი დაიწრიტება და დაშრება, 6. მდინარეები ამყრალდება, დაიკლებს და დაშრება ეგვიპტის არხები, დაჭკნება ლელი და ლერწამი. ეს კი ეგვიპტის განაჩენია... ნილოსი არასდროს დაწრეტილა და არც დამშრალა, კვლავინდებურად ეგვიპტის მთავარი მდინარეა. 1. გაიღვიძე, გაიღვიძე, შეიმოსე ძალი შენი, სიონო! შეიმოსე შენი დიდების სამოსელი, იერუსალიმო, წმიდა ქალაქო, რადგან აღარ შემოგივა წინდაუცვეთელი და უწმიდური! წინადაუცვეთელებიც და უწმინდურებიც, მშვენივრად დასეირნობენ იერუსალიმში 10. ასე ამბობს უფალი ღმერთი: მოვსპობ ეგვიპტელთა სიმრავლეს ნაბუქოდონოსორ ბაბილონის მეფის ხელით, 11. ის და მისი ხალხი მასთან ერთად, უსასტიკესი ტომთა შორის, მოივლინებიან ამ ქვეყნის დასაღუპავად; იშიშვლებენ მახვილებს ეგვიპტეზე და დახოცილებით აავსებენ ქვეყანას. 12. ამოვაშრობ მდინარეებს და ბოროტეულთა ხელში ჩავაგდებ ქვეყანას, გავაუდაბურებ ქვეყანას და მის სისავსეს უცხოთა ხელით; მე უფალმა, ვთქვი. 13. ასე ამბობს უფალი ღმერთი: გავანადგურებ კერპებს და აღვგვი ღმერთუკეებს ნოფიდან. აღარ იქნებიან მთავარნი ეგვიპტის ქვეყნიდან და შიშისზარს დავცემ ეგვიპტის ქვეყანას. ნაბუქოდონოსორმა სცადა ლაშქრობა... ეგვიპტელებთან ვერაფერი გააწყო და იმდროინდელმა ფარაონმა... კიდევ თაობები იმეფა... უფრო მეტიც, ნაბუქუდონოსორის სიკვდილსაც კი მოესწრო უფალმა თქვა... მაგრამ ეგვიპტელები სხვანაირად ფიქრობდნენ 10. ამიტომ, აჰა, შენზე ვარ და შენს მდინარეზე, ოხრად ვაქცევ ეგვიპტის ქვეყანას და გავაუდაბურებ სევენეს ციხე-სიმაგრიდან ქუშის საზღვრამდე. 11. არ დაიდგმება იქ კაცის ფეხი და პირუტყვის ფეხი არ მოხვდება იქ; ორმოცი წელი დაუსახლებელი იქნება. ებრაელებს ეგვიპტელები მაგრად არ მოსწონდათ რაა... biggrin.gif მაგრამ დახეთ ბედის სიმუხთლეს, ეგვიპტე არასდროს არ ყოფილა დაუსახლებელი 40 წლის მანძილზე. 28. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ძეს კაცისას, მომავალს თავის სასუფეველში. 36. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოიწევა ამ მოდგმაზე. 34. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვეს: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ აღსრულდება. იესო მეორედ მოსვლას, სულ რამოდენიმე წელში აპირებდა... მაგრამ აგერ 2011 წელია, მორწმუნეები ელიან, რომ "ჟამი, მართლაც ახლოა" მაგრამ... Bonus: 14. ამიტომ თავად მოგცემს მეუფე ნიშანს: აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს საბელად ემანუელს. სიტყვა "იესო" არის ბერძნულის არასწორი თარგმანი, რომელიც თავის მხრივ "ემანუელის" არასწორი თარგმანია, ანუ უნდა იყოს "ემანუელ ქრისტე" და არა "იესო ქრისტე". ხო ხედავ როგორ სრულდება ეს შენი "წინასწარმეტყველებანი" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted May 4, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2011 lasha kakauridzeთქვენი ათეისტების ძალიან გამკვირვებია როცა იჯერებთ რომ არაფრისგან წარმოიშვა სიცოცხლე..... და მერე როგორი სიცოცხლე ყველას თავ თავისი სახელი დაერქვა დახარისხდა და მდედრი და მამრის ხახუნით მრავლდებიან არა ქაოსურად არამედ უნიკალური სიზუსტით მოწესრიგებულად თითქოს ყველას თავ თავისი კოდი უდევს და ისე მოქმედებენ ....მართლა მიკვირს ეს როგორ უნდა დაიჯეროს კაცმა.....დედამიწაზე ყველაზე გონიერი არსება არის ადამიანი..... თუ შესაძლებელია რომ ევოლუციას თუ რასაც ეძახით გაჩდეს არაფრისგან უფრო ჭკვიანი არსება? და ადამიანი მეორე პლანზე გადაიწიოს? Долговременный эксперимент по эволюции E. colihttp://ru.wikipedia.org/wiki/%D0%94%D0%BE%D0%BB%D0%B3%D0%BE%D0%B2%D1%80%D0%B5%D0%BC%D0%B5%D0%BD%D0%BD%D1%8B%D0%B9_%D1%8D%D0%BA%D1%81%D0%BF%D0%B5%D1%80%D0%B8%D0%BC%D0%B5%D0%BD%D1%82_%D0%BF%D0%BE_%D1%8D%D0%B2%D0%BE%D0%BB%D1%8E%D1%86%D0%B8%D0%B8_E._coli აი ექსპერიმენტულად დამტკიცებული ფაქტი. ეხლა რომ თავდაყირა დადგეთ, ამ ფაქტს გვერდს ვერ აუვლით.. მეცნიერები ლაპარაკობენ დიდ აფეთქებებზე რომლის შედეგადაც წარმოიშვა უამრავი პლანეტები და ვარსკვლავები მაგრამ თქვენ არ ლაპარაკობთ საწყსზე როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, რაღაცით ხომ უნდა დაეწყო ? ეხლა მესმის რომ ერმანეთის დაჯახებით წარმოიშვება უზარმაზარი პლანეტა მაგრამ საწყისზე კი საერთოდ არ ლაპარაკობთ და არც გინდათ რომ იფიქროთ ამაზე, იქნებ ამიხსნა სულ თავიდან (დასაწყისში) როცა არანაირი პლანეტები და არანაირი ვარსკვლავები არ იყო აი იქ როგორ მოხდა დიდი აფეთქება? რაღაცით ხომ უნდა დაეწყო? მარტივად რომ აგიხსნა (გლეხურად), იყო შეკუმშული და დიდი აფეთქების შემდეგ, მოხდა გაფართოება და სხვათაშორის დღეს არავინ აუარყოფს, რომ ყველაფერი ფართოვდება. ასევე საწყის რაც შეეხცება, მითხარით ვინ შექმნა ღმერთი? (ხო ყველაფერს უნდა ჰქონდეს საწყისი, ხო და მითხარით ღმერთი ვინ შექმნა?)ყველაზე მაგრად მიკვირს რომ დედამიწაზე არ არსებობს ქაოსი, ვაშლის ხე ვერასდროს გამოისხამს მსხალს, ადამიანს ჭიპთან არასდროს გაუჩდება ცხვირი, მარცვალი თუ არ მოკვდა ვერანაირად ვერ აღმოცენდება,და ასე შემდეგ .......ეს ყველაფერი რადიაციამ შეიძლება შეცვალოს .ეს ყველაფერი კანონზომიერია და ეს და იმართება უზენაესი გონისგან თორემ სხვანაირად ვარაუდით კი არა დარწმუნებული ვარ რომ აუცილებლად იქნებოდა დიდი ქაოსი უზენაესი გონი ვისგან იმართება? კიდე უფრო უზენაესწ გონიდან?? შენ იძახი რომ მეცნიერებმა უკვე დადეს ფაქტი იმაზე რომ სამყარო დიდი აფეძთქებებით წარმოიშვა არა მე ევოლუციის თეორიაზე ვიძახი, აი ზემოთ მივუთითე კიდეც წყარო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted May 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2011 ყველა კითხვაზე კი არა, საღი პასუხი თითქმის ვერცერთ კითხვაზე ვერ ვიპოვე ერთს დავამატებ კიდევ, ის რომ ადამიანი უპირობოდ და ბრმად არ იღებს რაიმე დაწესებულ დებულებას, ეს არ ნიშნავს იმას რომ იგი უარყოფს ყველაფერს, არაორდინალური კითხვები თუ მოსაზრებები ეს მხოლოდ საკვებია გონებისთვის, გზა უფრო მეტის შეცნობისკენ და არა ურწმუნოება.აი აქ სრულად გეთანხმები.საინტერესო საუბრები მიდის, სამწუხაროდ დრო არ მაქვს ყველაფერი რაც დაიწერა ყურადღებით გადავიკითხო.ისე კი ერთს დავამატებ.არავის არ ჰქონია ჯერ არც ღმერთის დამამტკიცებელი და არც უარმყოფი არგუმენტი ისეთი სრული, რომელიც მის არსებობას ან დაამტკიცებდა ან უარყოფდა ყოველგვარი ეჭვების გარეშე და თეორემას აქსიომად აქცევდა როგორც ჭეშმარიტებას მისი არსებობა არ არსებობის.. ეს მიუთითებს ღმერთის როგორც არა მარტო სუბიექტის, არამედ როგორც ობიექტის (განხილვის) სიდიდეზე და მის როლზე (ყოფნა არ ყოფნით) ადამიანის არსებობაში. ეგაა რომ ამას დიდი შვება ვერ მოაქვს მათთვის, ვისაც მეტი უნდა იცოდეს მასზე, არ იცის და ვერც პოულობს პასუხს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
datodo Posted May 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2011 lasha kakauridze ლაპარაკობენ დიდ აფეთქებებზე რომლის შედეგადაც წარმოიშვა უამრავი პლანეტები და ვარსკვლავები მაგრამ თქვენ არ ლაპარაკობთ საწყსზე როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, რაღაცით ხომ უნდა დაეწყო ? ცხადია ყველაფერი ღმერთიდან დაიწყო, რომელიც თავად სულ იყო და თითონ არაფრიდან არ დაწყებულა, ცხადია შეუძლებელია რაიმეს არსებობა ღმერთის გარეშე, ცხადია თავისთავად პლანეტები ან თუნდაც რაიმე არსებულიყო ღმერთამდე, მხოლოდ ღმერთი შეიძლება იყოს არაფრიდან, ანუ ის იყო, არის და იქნება, არაფრიდან არ წარმოქმნილა და ეს ეჭვგარეშეა და ჭეშმარიტებაა. მაგრამ არის ერთი რამ, ღმერთმა შექმნა არა დედამიწა, არამედ სულ სხვა პლანეტა, იქ უცხოპლანეტელები ცხოვრობენ, იქ სულ სხვა წესები, ჭეშმარიტი წესები დაამყარა ღმერთმა, იმ პლანეტაზე ის ყველასთვის ხილულია და ყველამ იცის მისი განუზომელი ძალა. მერე გართობის მიზნით ამ უცხოპლანეტელებმა შექმნეს დედამიწა, წარმოშვეს ცხოვრება და კაიფობენ ევოლიციის პროცესებით, ეს წესებიც და რელიგიური დოგმებიც მათი მოფიქრებულია და სპეციალურად ქმნიან ამ წინააღმდეგობებს და მარად ამოუცნობ კითხვებსა და გაუთავებელ დისკუსიებს ეს თეორია არც ღმერთის არსებობას გამორიცხავს და არც ევოლუციისას, რას იტყვით? :D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted May 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2011 lasha kakauridze Долговременный эксперимент по эволюции E. colihttp://ru.wikipedia.org/wiki/%D0%94%D0%BE%D0%BB%D0%B3%D0%BE%D0%B2%D1%80%D0%B5%D0%BC%D0%B5%D0%BD%D0%BD%D1%8B%D0%B9_%D1%8D%D0%BA%D1%81%D0%BF%D0%B5%D1%80%D0%B8%D0%BC%D0%B5%D0%BD%D1%82_%D0%BF%D0%BE_%D1%8D%D0%B2%D0%BE%D0%BB%D1%8E%D1%86%D0%B8%D0%B8_E._coli აი ექსპერიმენტულად დამტკიცებული ფაქტი. ეხლა რომ თავდაყირა დადგეთ, ამ ფაქტს გვერდს ვერ აუვლით.. უზენაესი გონი ვისგან იმართება? კიდე უფრო უზენაესწ გონიდან?? სამყარო იცი რამხელაა? სამყაროს დასასრული არა აქვს და ჩვენ ერთი პატარა მოლეკულასავით ვართ ჩვენი გალაქტიკით იმ უდიდეს ორგანიზმში, რომლის სახელი უსასრულობაა სივრცეში და დროში.და თუ ერთი კანონი აქ მოქმედებს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენს გონებას შეუძლია მისი აღქმა, არ ნიშნავს რომ სამყარო ამ კანონებზე დგას.ის შეიძლება იმდენად წარმოუდგენელი იყოს, რომ მისი ანალიზის, წარმოდგენის საშუალებაც დღეს არ გვქონდეს.ჩვენ ვხედავთ ვიზუალურად იმას, რაც ჩვენს გონებაში ეტევა და წარმოდგენის სიბრტყეში ეტევა.რაც არ ეტევა მასში, მას ვერ ვხედავთ. დროც კი ერთნაირად ყველასათვის და ყველაფრისთვის არ მიდის.ვიღაცის ერთი წამი, ჩვენთვის ათასწლეულები იყოს შეიძლება ისევე, როგორც ჩვენი ერთი წამი არის სხვა ორგანიზმებისთვის მთელი საუკენე, რომელშიც დაბადებას და სიკვდილს ასწრებენ(ბაქტერიები მაგალითად) მათთვის ჩვენ ვართ უხილავი და უმოძრაო. ჩვენთვის კი რაგაც სხვა, ჩვენზე დიდი... სამყაროს შეიძლება დასასრული არ ჰქონდეს, მაგრამ სადღაც ცენტრი იქნება, საიდანაც იშლება სამყარო უსასრულობისკენუბრალოდ სფერო წარმოიდგინე რომელიც ხელში გიჭერია და მისი შუაგული სამყაროს საწყისად. თავად სფეროს კიდეები კი მხოლოდ ერთი სართული იმ სამყაროს, რომელზეც დაშენებულია და დაშენებული სართულები და იზრდებიან ყველა მიმართულებით და არა ვერტიკალურად... და ერთერთში შენაც ხარ, ის სამყარო (პრველი სართული) შენს სამყაროშია უფრო დაბალ საფეხურზე, ამიტომ შეგიძლია პირველი (თავად სფეროს) და შენს ზემოთ კიდო ერთი სართულის დანახვა, რომელშიც მოთავსებულია შენი სამყარო. (რუსული მატრიოშკების მაგვარად) მაგრამ რაც იმას იქეთაა ვერ დაინახავ, რადგან ვერ გასწვდება შენი მზერა მას. და ვერც ბოლოს წარმოიდგენ მისას, რადგან თავად ერთი კიდის წარმოდგენა უკვე გულისხმობს მას, რომ ის კიდეც სხვა კიდო უფრო დიდის შემადგენლობაშია და ჩანს იქ ისე, როგორც ის სფერო რომელსაც შენ უყურებ შენს ხელში.ცენტრი კი ამის უველაფრის სად არის ამოდენა სამყაროში არავინ იცის.ის შეიძლება იმ სფეროს შუაგული იყოს, ან სულ სხვაგან. იქნებ ნებისმიერ ჩვენთაგანში.იქნებ ყველაში ერთად და ამავე დროს არსადაც... ))) ასეა თუ ისეა, ამას ერთი დიდი გონება მართავს, სამყაროს მუდმივობის და უსასრულობის კანონი, რომელიც არა მგონია ჩვენს წვრილმან პრობლემებზე წვრილმანდებოდეს...თუმცა ვინ იცის, ის ხომ იმდენად დიდია და მცირეც იმავ დრულად, რომ ჩვენი გონება მას სრულად და სრულფასოვნად ვერ აღიქვამს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted May 4, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2011 verusiეხლა რაც შენ დაწერე სულაც არ არის არგუმენტი, ეს არის რაღაცის "დაშვება" - კარგი მაგალითად დაუშვი, რომ რაღაც არსებობს, ამას მერე მტკიცება უნდა ჰქონდეს, იქნებ შენი ცდები?! თუ ვერ დაამტკიცე, ამ დაშვებას არანაირი მტკიცებულება არ ექნება და იარსებებს როგორც თეორია.. რაც შეეხება მიდგომას, თუ ფილოსოფიურად უყურებ ამ ყველაფერს - უფრო გაგიჭირდება (იმიტომ რომ ფილოსოფია ზუსტი მეცნიერება არ არის) თუ ზუსტი მეცნიერების მიხედვით იხელმძღვანელებ - მაშინ ყველაფერი ნათელი გახდება.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted May 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2011 lasha kakauridze ლაპარაკობენ დიდ აფეთქებებზე რომლის შედეგადაც წარმოიშვა უამრავი პლანეტები და ვარსკვლავები მაგრამ თქვენ არ ლაპარაკობთ საწყსზე როგორ დაიწყო ეს ყველაფერი, რაღაცით ხომ უნდა დაეწყო ? ცხადია ყველაფერი ღმერთიდან დაიწყო, რომელიც თავად სულ იყო და თითონ არაფრიდან არ დაწყებულა, ცხადია შეუძლებელია რაიმეს არსებობა ღმერთის გარეშე, ცხადია თავისთავად პლანეტები ან თუნდაც რაიმე არსებულიყო ღმერთამდე, მხოლოდ ღმერთი შეიძლება იყოს არაფრიდან, ანუ ის იყო, არის და იქნება, არაფრიდან არ წარმოქმნილა და ეს ეჭვგარეშეა და ჭეშმარიტებაა. მაგრამ არის ერთი რამ, ღმერთმა შექმნა არა დედამიწა, არამედ სულ სხვა პლანეტა, იქ უცხოპლანეტელები ცხოვრობენ, იქ სულ სხვა წესები, ჭეშმარიტი წესები დაამყარა ღმერთმა, იმ პლანეტაზე ის ყველასთვის ხილულია და ყველამ იცის მისი განუზომელი ძალა. მერე გართობის მიზნით ამ უცხოპლანეტელებმა შექმნეს დედამიწა, წარმოშვეს ცხოვრება და კაიფობენ ევოლიციის პროცესებით, ეს წესებიც და რელიგიური დოგმებიც მათი მოფიქრებულია და სპეციალურად ქმნიან ამ წინააღმდეგობებს და მარად ამოუცნობ კითხვებსა და გაუთავებელ დისკუსიებს ეს თეორია არც ღმერთის არსებობას გამორიცხავს და არც ევოლუციისას, რას იტყვით? :D რაღაც რომ აფეთქებულიყო, ის რაღაც ხომ რაღაცაში უნდა ყოფილიყო? ის რაღაც რაღაცისგან ხომ უნდა წარმოშობილიყო და ღაღაცას აეფეთქბინა? ღმერთი სულია, არსება მატერიალური, არა მატერიალური, თუ პროცესი მსგავსი ფიზიკის კანონების? მგონი აი ეს არის, სადაც უნდა ვეძებოთ კითხვაზე პასუხი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted May 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2011 verusiეხლა რაც შენ დაწერე სულაც არ არის არგუმენტი, ეს არის რაღაცის "დაშვება" - კარგი მაგალითად დაუშვი, რომ რაღაც არსებობს, ამას მერე მტკიცება უნდა ჰქონდეს, იქნებ შენი ცდები?! თუ ვერ დაამტკიცე, ამ დაშვებას არანაირი მტკიცებულება არ ექნება და იარსებებს როგორც თეორია.. რაც შეეხება მიდგომას, თუ ფილოსოფიურად უყურებ ამ ყველაფერს - უფრო გაგიჭირდება (იმიტომ რომ ფილოსოფია ზუსტი მეცნიერება არ არის) თუ ზუსტი მეცნიერების მიხედვით იხელმძღვანელებ - მაშინ ყველაფერი ნათელი გახდება..მე არ ვამბობ არგუმენტიაო.არგუმენტი რომ ვიცოდე, მას როგორც არგუმენტს გაჩვენებდი.მტკიცებულებას კი იმისას, რაც მე დავწერე ვერავინ მოიყვანს, რადგან მისი დანახვის საშუალება არავის ექნება. და ვერც უარყოფს ვერავინ, რადგან უარყოფასაც მტკიცებულება სჭირდება და მისი მოძებნაც ისეთივე შეუძლებელია, როგორც მტკიცებულების ნახვა.ეს არის ჩემი აზრი, უფრო სწორად აზრიც კი არ არის ჩამოყალიბებული, რადგან მასში მეც თავად ეჭვები მაქვს. მაგრამ თუ საწყისი არ ვიცი საიდან მოდის და რა მართავს და საიდან მართავს სამყაროს, ის ზუსტად ვიცი, რომ სამყაროს ბოლო არა აქვს და ის უსასრულოა. და ყველაფერი რაც ვიზუალურად სჩანს ჯერ და რისი აღქმაც შეგვიძლია, რაღაც ფიზიკის არსებულ თუ ჯერ კიდო შეუსწავლელ კანონებს ექვემდებარება და ჩვენს ხილულ სამყაროში ყველაფერი მოწესრიგებულად მოძრაობს და ვითარდება. პროცესი მიდის, ეს პროცესი კი მთავარი პროგრამის გარეშე წარმოუდგენელია რომ უბრალოდ ქაოტური იყოს.არადა ქაოსშიც რომ ვიყოთ, ეს ქაოსიც რომელიღაცა მოწესრიგებული პროცესის შემადგენელი ნაწილი იყოს შეიძლება სხვა დროში და სივრცეში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zanneti Posted May 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2011 Nukrikoეხლა რაც შენ დაწერე სულაც არ არის არგუმენტი, ეს არის რაღაცის "დაშვება" - კარგი მაგალითად დაუშვი, რომ რაღაც არსებობს, ამას მერე მტკიცება უნდა ჰქონდეს, იქნებ შენი ცდები?! თუ ვერ დაამტკიცე, ამ დაშვებას არანაირი მტკიცებულება არ ექნება და იარსებებს როგორც თეორია..ანუ ამბობ რომ მე ვერ მოვიყვანე ფაქტებს წინასწარმეტყველების ასრულების თუ? ფილოსოფიურად არ ვუყურებ ვუყურებ რეალურად, ანუ ჰაერრზე არ არის ჩემი რწმენა ვიცი რისი მწამს და რატომ მწამს. მინდა გკითხო რამდენად ხარ ჩახედული ბიბლიაში ანუ წაკითხული თუ გაქვს მაინტერესებს, იმისთვის გეკითხები რომ არ ვაციტირო არამედ ვილაპარაკოთ პირდაპირ, ანუ გაქ სრულად წაკითხული ბიბლია?ხოლო შენ ვერ მომიყვანს მე ფაქტს იმისა რომ ქარი არსებობს, აი რა არის ამის არსებობის დამამტკიცებელი რომ ქარი არსებობს? არაფერი. ჩვენ ვგრძნობთ მას ჩვენ ვხედავთ მისი შედეგები და ამით ვარჩევთ რომ ეს ქარი, ასევეა ღმერთი ჩვენ ვერ ვხედავთ მაგრამ ჩვენ ვგრძნობთ და ვხედავთ მი შედეგებს ანუ მოქმედებებს, მე მინახავს მისი მოქმედება ჩემს ცხოვრებაში და სხვების ცხოვრებაში მაგრამ ეს არის უხილავი რამ რაც ჩვენთან იყო, მაგრამ მას მოაქვს შედეგები ანუ ის ჩანს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha kakauridze Posted May 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2011 NukrikoДолговременный эксперимент по эволюции E. colihttp://ru.wikipedia....8%D0%B8_E._coli აი ექსპერიმენტულად დამტკიცებული ფაქტი. ეხლა რომ თავდაყირა დადგეთ, ამ ფაქტს გვერდს ვერ აუვლით.. სამწუხაროა რომ რუსულს კარგად ვერ ვფლობ ხომ შეიძებოდა რომ ეს რომ წამეკითხა ათეისტი გამხდარიყავი? თუ მართლა ლოგიკურად წერია მანდ რასაც მე ვითხოვ მეცნიერებისგანმარტივად რომ აგიხსნა (გლეხურად), იყო შეკუმშული და დიდი აფეთქების შემდეგ, მოხდა გაფართოება და სხვათაშორის დღეს არავინ აუარყოფს, რომ ყველაფერი ფართოვდება. კი ბატონო ეხლა არავინ უარყოფს რომ ყველაფერი ფართოვდება მაგრამ დასაწყისში რა უნდა გაფართოებულიყო როცა არაფერი არსებობდა?ასევე საწყის რაც შეეხცება, მითხარით ვინ შექმნა ღმერთი? (ხო ყველაფერს უნდა ჰქონდეს საწყისი, ხო და მითხარით ღმერთი ვინ შექმნა?)ღმერთი არავის შეუქმნია ის ყოველთვის არსებობდა, შეგიძლია მას დაარქვა უზენაესი გონიერი არსება რომელიც ყველაფერს საწყისი მისცა....ეს ყველაფერი რადიაციამ შეიძლება შეცვალოს კაი დაველოდოთ იაპონიაში განვითარებულ მოვლენებს უზენაესი გონი ვისგან იმართება? კიდე უფრო უზენაესწ გონიდან?? არავისგან არ იმართება ის მართავს მის მიერ შექმნილ არსებებს, ისევე როგორც ჩვენ ვმართავთ სხვადასხვა ჩვენგან შექმნილ რობოტებს რავი ნუკრიკო შენ როგორც გინდა ისე იწამე მე ხელს არ შეგიშლი უბრალოდ ჩემს ტვინში ვერანაირად ვერ ჯდება რომ არაფრისგან შეიქმნა რაღაცა, ათეისტების თეორიით სრულიად შესაძლებელია რომ ადამიანზე გონიერი არსება გაჩდეს ახლო მომავალში მერე ადგეს ეს ახალი შექმნილი არსება და როგორც ჩვენ ვექცევით ცხოველებს ისე მოგვექცეს ჩვენ ან ჭიანჭველასავით გაგვსრისოს ან გარეთ ქუცაში დაგვაგდოს და ძაღლივით ჩემს ჭიშკარს უდარაჯეო მითხრას....რა არ მეთახმები? მილიონები წლები თუ დაჭირდა რომ თავისით გაჩენილიყო ადამიანი ეს პროცესი ეხლაც ხომ მიდის? ხოდა ველოდოთ ახალ არსებებსაც (ვახ რამხელა სისულელე დავწერე მაგრამ ეგ შენი ბარალია რომ ასეთ რაღაცეებზე მაფიქრებინებ ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zanneti Posted May 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2011 nika3012მე ვიცი რასაც ვამტკიცებ და ვიცი ვინ არის ჭეშმარიტება და ამიტომაც ვლაპარაკობ და ჰაერზე არ ვისვრი სიტყვებს, ხოლო შენ რომ უშუალოდ ადამიანის შექმნილ მანქანას უჯერებ ეს უფრო გასაცვიფრებელია, ვიღიაცის შედგენილ თეორიას იჯერებ და თან ბრმად, შენ არც ცდებს ესწრებოდი და არც არაფერს უბრალოდ ვიღაცამ თქვა მოიყვანა რაღაც ფაქტები და შენ კი გჯერა მაგის, ფაქტები შეიძლბე ამოიყვანო მაგრამ ეს არ ამტკიცებს რამეს, ფაქტი არაზუსტიც შეიძლება იყოს ანუ გეგონოს სიმართლე მაგრამ აღმოჩნდეს სიცრუე.ხოლო მე არ ვამბობ ახლა ისეთ ადამიანებზე რომ ცხონდებიან რომლეცბიც ლოცულობენ და ნაგვები არიან, მოდი ასე არ ვილაპარაკოთ და ცალკეულ მაგალითებს ნუ მოიყვან არამე დსრული სურათი ვნხაოთ ქრისტიანობის. მე ვამბობ ვინც მიყვება ქრისტეს ის ცხონდება და არა ის ვინც ამბობ რომ ქრისტიანია და ნაგავში ზის. და კიდევ წინასწარმეტყველებებს მინდა შევეხო ის რაც მოიყვანე. კარგი დავუშვათ ეს 6 წინასწარმეტყველება სიცრუა კარგი ეს დავუშვათ, დანარცენ 333 რა ვუყოთ რომელიც შესრულდა? გავაბათილოთ ექვის გულისთვის? დავუშვათ ექვსი არ ასრულდა და 333 ასრულდა მაშინ რომელია სიმართლე? 6 თუ 333 ? ხოლო თუ თქვენ იჯერებთ რომ რაღაცისგან აფეთქება მოხდა მაშინ ი სრაღაცა საიდან მოვიდა? ღმერთმა შექმნა ხოლო ღმერთი არ შეუქმნიათ ეს რა რთული გასაგებია არ მესმის. ღმერთი არ არის შექმნილი ის არის შემოქმედი ამიტომაც ასეთ კითხვებს როდესაც სვმათ რომ: ვინ შექმნა ღმერთი უბრალოდ იცოდეთ რომ არავის არ შეუქმნია ის ყოველთვის იყო რასაც ვერ გაიგებს ადამიანი გონებით მაგრამ გულით გაიგებს რადგანაც უფალი სასუფეველი გულებში მოუათავსა ანუ მუდმივობა. და გულით გაიგებ გონებით კი ვერ გაიგებ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted May 4, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2011 zannetiანუ ამბობ რომ მე ვერ მოვიყვანე ფაქტებს წინასწარმეტყველების ასრულების თუ? დაწერე რა წინასწარმეტყველებაზეა საუბარი, დამიკონკრეტე.. ანუ ჰაერრზე არ არის ჩემი რწმენა ვიცი რისი მწამს და რატომ მწამსსწორეთაც რომ ჰაერზეა ზოგადად რწმენა დამყარებული, რადგან ვერც ერთ ფაქტით ვერ ამაგრებთ მათ.. მინდა გკითხო რამდენად ხარ ჩახედული ბიბლიაში ანუ წაკითხული თუ გაქვს მაინტერესებს, იმისთვის გეკითხები რომ არ ვაციტირო არამედ ვილაპარაკოთ პირდაპირ, ანუ გაქ სრულად წაკითხული ბიბლია?ოთხთავი მაქვს წაკითხული მარტო და აქა-იქ ძველი აღთქმის ისტორიები ხოლო შენ ვერ მომიყვანს მე ფაქტს იმისა რომ ქარი არსებობს, აი რა არის ამის არსებობის დამამტკიცებელი რომ ქარი არსებობს?გაგიყვან და გაჩვენებ ქარს.. რა უნდა ქარის არსებობის დამტკიცებას.. ასევეა ღმერთი ჩვენ ვერ ვხედავთ მაგრამ ჩვენ ვგრძნობთთოვლის ბაბუაც, ბუაც და რა ვიცი ყველაფერზე შეიძლება იგივე მაგალითი მოპიტანო, ამგრამ შენ ვერ მანახებ ვერც ღმერთს, ვერც თოვლის ბაბუს და ა.შ მე კი ქარს განახდებ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nika3012 Posted May 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 4, 2011 zannetiხოლო შენ რომ უშუალოდ ადამიანის შექმნილ მანქანას უჯერებ ეს უფრო გასაცვიფრებელიაკარგი დავუშვათ ეს 6 წინასწარმეტყველება სიცრუა კარგი ეს დავუშვათ, დანარცენ 333 რა ვუყოთ რომელიც შესრულდა? მემგონი სხვა უზერში შეგეშალეთ გეთაყვა, ზემოთ მოყვანილი ციტატები არაა ჩემი დაწერილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.