Jump to content
Planeta.Ge

30 ნოემბერს ჩვენი სტუმარი თემურ იაკობაშვილი


Recommended Posts

ე.ი სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას, სწორად გავიგე პათოსი? მე, საქართველოს მოქალაქეს, თუ მსგავსი რამ შემემთხვევა, საერთაშორისო საზოგადოების იმედად უნდა დავრჩე?

თქვენ სხვა მეთოდი იცით? აბა თქვენი აზრით ოკუპაცია რას ნიშნავს? შეგვიძლია ჩვენ იქ ჩვენი მოქალაქეთა ინტერესების პირდაპირი დაცვა? ასე, რომ თუ რამე იქ შეგემთხვათ, მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების იმედზე უნდა იყოთ. თუ, რა თქმა უნდა, ეფესბესთან თანამშრომლობის შეთავაზებაზე უარს იტყვით. ისე პატარა რჩევა: დემაგოგია მოდიდან გავიდა....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 189
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

კიდევ ვიმეორებ კითხვას, რომელზეც პასუხი ვერ მივიღე.

7 ან 8-ში რატომ არ გამოვიდა პრეზიდენტი, ან თუნდაც პრემიერი და ხალხს არ აცნობა რუსეთის ტავდასხმაზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Temuri Yakobashvili

თვლით თუ არა რომ, შარშანდელი საგარეო, სამხედრო და საშინოა პოლიტიკის ფიასკოს შემდეგ ხელისუფლება უნდა გადამდგარიყო სრული შემადგენლობით?

ვინ აგო პასუხი ამ "შეცდომების კასკადზე"?

თუ არ აგეს - რატომ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო თემურ.

ძალიან გაჭიანურდა დროში ბავშვების გამოშვება. არის იმის საშიშროება, რომ საერთოდ არ გამოუშვან?

იმედია მთლად არ გაველურდებიან და მალე გამოუშვებენ. ლოგიკა (და ნამუსი) რომ ჰქონდეთ, აქამდეც უნდა გამოეშვათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Temuri Yakobashvili

სააკაშვილი არსად არ ახსენებს სამხედრო მოქმედებებს და ზუსტად იმის გამო, რომ იქ კონფლიქტი მართლაც გადაჭრის სტადიაში შედიოდა, რუსებმა საჭიროდ ჩათვალეს საომარი ქმედებების წარმართვა მანამდე, სანამ კოკოითი ჯერ კიდევ იქ ჰყავდათ.

ასე, რომ კონსპირაციის თეორიები კარგია, მაგრამ მხოლოდ ინტელექტუალური სავარჯიშოებისთვის.

ასეთი არგუმენტებით კვებავთ თქვენ ასაკით პატარა მინისტრებს? :(

 

თუმცა ხო სამხედრო მოქმედებები არ უხსენებია პრეზიდენტს :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო თემურ,

 

საბრძოლო ქმედებების გამეორება გამორიცული არაა, რას აკეთებს სახელმწიფო სამაჩაბლოს მიმდებარე ქართული მოსახლეობის დაცვისთვის, რისი იმედი უნდა ქონდეს იქ მცხოვრებ ადამიანს სახელმწიფოსგან?

 

მაგ. ისრაელის მოქალაქე ამბობს რომ მისთვის საომარ რეგიონთან ახლოს ცხოვრება უსაფრთხოა, იმიტომ რომ სირენიდან 40 წამში უნდა ჩავიდეს თავშესაფარში, მას იმედი აქვს რომ სახელმწიფო მას აცნობებს საფრთხის შესახებ.

 

გადაიდგა თუ არა რაიმე ნაბიჯი ამ კუთხით გასული წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოში?

კარგი კითხვაა! რაღაცეები გაკეთდა, მაგრამ ჯერ საკმარისი არ არის. სამოქალაქო თავდაცვის სისტემა თავიდან არის შესაქმნელი და დრო სჭირდება. ისე ისრაელამდე ბევრი გვიკლია, მაგრამ მგონი მთლად მაგათ სიტუაციაში არ ჩავარდებით. შეხედეთ რუსეთის დეგრადაციის ტემპებს....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაიმე ინფორმაცია ხომ არ გაქვთ ლევან გუდაძის საქმესთან დაკავშირებით,რომელიც ცხინვალში გაიქცა და მისი თქმით პრობლემები აქვს ფეესბესთან უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით...

შესაძლებელია თუ არა ხელისუფლება მას დაეხმაროს დაშვებული დიდი შეცდომის მიუხედავად და ექნება თუ არა უსაფრთხოების გარანტია? ცხადია აღნიშნულზე სრულად თქვენ ვერ გვიპასუხებთ,მაგრამ იმედი მაქვს დაინტერესდებით ამ კაცის საკითხით....(ცხადია ჩემთვის მიუღებელია ,რაც გააკეთა,მაგრამ საფრთხის ქვეშაა მისი მეუღლე და ბავშვი)

http://planeta.ge/index.php?s=&showtop...st&p=139242

ეს მისი მიმართვა

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Temuri Yakobashvili

 

დიდი მადლობა პასუხისთვის... მაგრამ ამ პასუხს ჩემი პენსიონერი მეზობელიც მომცემდა, შეიძლება გავიგოთ რა გაკეთდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1.მე არცევნების ტემა მინტერესებსsmile.gif, როგორ მოხდით მაგ ტანამდებობაზეsmile.gif? -თქვენ გამოუცხდეთ გამარჯვებულად არცევნები პრეზიდენტს და ეგრევე ეგ ტანამდეობაsad.gif

2.მახსოვს ომის დრეებში სხვანაირად ჭიკჭიკებდით ვაკონტროლებთ ლამის როკის გვირაბამდეო ყველაფერსო, შემდგომ რაგაც დროს აძლევდიტ სეპარატისტებს ჩაგბარებოდნენ, შემდგომ კი არმოჩნდა რომ მეოთხედიც კი ცხინვალის არც არასდროს გვიკონტროლებია, და ის დროც სეპარატიტებისტვის კი არა ჩვენი ჯარისკაცებისთვის ყოფილა განკუთვნილი რომ გამოქცეულიყვნენsad.gif.შეკითხვა---ვის ვეომებოდით რუსებს ტუ სეპარატისტებს?

გეონინი, სიამოვნებით დაგითმობთ ჩემს თანამდებობას! ეგზიტპოლების "გაყალბებაც" არ დაგჭირდებათ!

პირველად გავიგე, რომ "ვჭიკჭიკებ"! მესიამოვნა:( მანამდე მეუბნეოდნენ "ქორი" ხარო...

ვინ გითხრათ, რომ ცხინვალს არ ვაკონტროლებდით? რუსებიც კი აღარ მალავენ მაგას. ეჰჰჰ, ჩამორჩით ინფორმაციებს.

ვეომებოდით რუსებს და მათ მფარველობაში მყოფ "სეპარატისტებს". არღნის ბულბულებს - არა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Temuri Yakobashvili

თქვენ სხვა მეთოდი იცით? აბა თქვენი აზრით ოკუპაცია რას ნიშნავს? შეგვიძლია ჩვენ იქ ჩვენი მოქალაქეთა ინტერესების პირდაპირი დაცვა?

მოახდინეთ მოსახლეობის ევაკუაცია, გააძლიერეთ ადმინ.საზღვარი, ჩაკეტეთ თუ საჭიროა, გაავლეთ ხაზი, რამე ქენით! აუკრძალეთ მოსახლეობას სახლებიდან გასვლა, დააწესეთ კომენდანტი საათი...

დემაგოგია მოდიდან გავიდა....

და ამას თქვენ მეუბნებით? :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Temuri Yakobashvili

 

ქართულ ჯარში კომპეტენტური ვინც იყო, ომის შემდეგ ან დაიჭირეს, ან სამსახურიდან გაუშვეს.

პატივცემული ყურაშვილი, კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას რომ ახორციელებდა... პრეზიდენტმა ჯერ ჭკუათხელი (თუ რაღაც მსგავსი) უწოდა, შემდეგ კი აღადგინა შეიარაღებულ ძალებში, საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე.

ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?თუ ეგეც ვებ-გვერდზე ვეძებოთ?

რომელი კომპეტენტური ადამიანი გაუშვეს ომის მერე ჯარიდან? იქნებ თქვენ მითხრად მათი სახელები რომელ ვებ გვერდზე ვეძებო?

 

ბატონო თემურ,

 

მაინტერესებს:

1. თუ რა შეცდომები გვაქვს დაშვებული ჩვენ?

2. კონკრეტულად როდის დავიბრუნებთ ტერიტორიებს?

3. რატომ არიან ჩვენი მეზობლები ჩუმად და წყნარად, ჩვენ კი მატო ვეომებით მონსტრს?

1. მაგალითად რეზერვისტების სისტემა

2. ვინმეს შეუძლია ზუსტი პასუხის გაცემა?

3. იმოტომ, რომ რუსები ჩვენ გვეომებინა ჩვენსავე მიწა-წყალზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Temuri Yakobashvili

რომელი კომპეტენტური ადამიანი გაუშვეს ომის მერე ჯარიდან? იქნებ თქვენ მითხრად მათი სახელები რომელ ვებ გვერდზე ვეძებო?

ვლადიმერ ჩაჩიბაია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Temuri Yakobashvili

 

რატომ არ დაიცვა ქართულმა ჯარმა ახალგორის რაიონი,რომელიც ოსებმა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს და ეს მოხდა საბრძოლო დაპირისპირებების დასრულების შემდეგ. (პასუხი-ეს ინფორმაცია ჩვენს ვებ-საითზე დევს,არ მიიღება,წინააღმდეგ შემთხვევაში არ იქნებოდით ფორუმზე სტუმრად მოწვეული).

 

თქვენ არ გეშინიათ კოდორის ხეობაზე(და არა ზემო აფხაზეთზე) შეტევისა,საქართველო დაიცავს თავის ტერიტორიებს,იტყუებოდით როცა ამას ამბობდით? რეალობაში რაც მოხდა,კარგად ჩანს,მაგრამ საინტერესოა თქვენ ისევ იმ ''მუხტზე'' თუ ხართ და აგრძელებთ საქართველოს მოქალაქეების მოტყუებას,იმ მოქალაქეებისა,რომლის დაქირავებული მოსამსახურე ხართ თქვენ,ისევე როგორც საქართველოს მთავრობის ყველა წევრი,რომლებიც იღებთ ჩვენს ფულიდან ხელფას,გაქვთ ასევე კომფორტი.

საერთოდ ვის წინაშე გრძნობთ პასუხისმგებლობას,ქართველი ხალხის წინაშე,თუ სააკაშვილის?

 

 

თუ საქართველოს თავდაცვა 2 დღეში აპირებს მტერთან იარაღის დაყრას,რისთვის იხარჯება ქართველი ხალხის მიერ გადახდილი მილიონები თავდაცვაში?

 

თუ შეიძლება გაეცით ჩემს შეკითხვებს პასუხები,თქვენ ხართ ვალდებული საქართველოს ყველა მოქალაქის წინაშე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო თემურ,

"საქართველოს ხელისუფლების მიზანია, სამხრეთ ოსეთის რეგიონში კრიმინალური რეჟიმის დასრულება”-ეს განცხადება თქვენ 7 აგვისტოს გააკეთეთ. ინტერპრესნიუსის საიტზე ახლაც შეგიძლიათ ნახოთ არქივებში...ბოლობოლო, ვის წინააღმდეგ ვიბრძოდით ჩვენ, ოკუპაციის თუ კოკოითის რეჟიმის წინააღმდეგ?

და რადგან თქვენ (და სხვა პოლიტიკოსები) უცბად შეითავსეთ სამხედრო ოპერაციების მმართველობის ფუნქციები, აქვე შეგეკითხებით: სანამ ცხინვალზე შეტევის ბრძანებას გასცემდით, გქონდათ თუ არა გააზრებული მოსალოდნელი შედეგები?

აქვე კიდევ ერთ შეკითხვას დავსვავ: თვლით თუ არა ცხინვალს საქართველოს ერთ-ერთ ქალაქად? თუ თვლით, რატომ გაიცა მასზე შეტევის ბრძანება?

თქვენ ბინაში თუ ბანდიტები დაბანაკდებიან, გვაქვს თუ არა უფლება მათ შეუტიოთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Temuri Yakobashvili

თქვენ ბინაში თუ ბანდიტები დაბანაკდებიან, გვაქვს თუ არა უფლება მათ შეუტიოთ?

რა თქმა უნდა, გვაქვს. მაგრამ თუ ბანდიტი მისაღებ ოთახშია გამაგრებული, მაპატიეთ და სამზარეულოს არ შევუტევ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...