Jump to content
Planeta.Ge

30 ნოემბერს ჩვენი სტუმარი თემურ იაკობაშვილი


Recommended Posts

Sakartwelo

ზუსტად ისეთი მებრძოლები,როგორებიც სომხები,აზერები,აფხაზები,რუს��

�ბი არიან...

 

არავისზე მეტი,როგორც ეს სადღეგრძელოებში ისმის.

ეეეხ ისე უნდა გითXრა მაგ აფსუებმა და სომხებმა ბოლომდე იომეს ჩვენგან განსხვავებით გაიხსენე გაგრა ოჩამჩირე და გალი. ამ სირცხვილს ვერ დავმალავთ ძმებო.

Tazo200X

ჩვენ კიდე ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ომში ვართ..

რას ვაღწევთ ამ ომით? ერთI ხეირიანი გენერალი არ მოიძებნა ჩვენთვის. ომს გენერლები იგებენ თაზო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 189
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ბატონო თემურ

 

მას შემდეგ რაც ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გამო დავკარგეთ კონტროლი კოდორზე სამაჩაბლოზე (ახალგორზე) როგორ გესახებათ თქვენი აპარატის მუშაობის აუცილებლობა. ომის შემდეგ ერთი წელი გავიდა და ამ დროის განმავლობაში რა გააკეთეთ რეინტეგრაციის მიმართულებით?

აპარატის რეორგანიაცია იგეგმება. ვსწავლობთ სხვა ქვეყნების გამოცდილებებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გეხვეწოთ შეკითხვაზე პასუხი გამეცით-მეთქი,თუ? :rolleyes:

თქვენი კითხვების ტონს სმაილიკის იმიჯი არ უხდება. თანაც ვერდიქტის ტონით სვავთ კითხვებს.

არცერთ ჩამოთვლილ თემაში არ გეთანხმებით! ჩვენ ჩვენი ქვეყანა დავიცავით იმდენად, რამდენიც შეგვეძლო და ამას ჩვენი ხალხის სიცოცხლე შეეწირა! როგორ იძახით ამის მერე, რომ თავი არ დაგვიცვიაო???? თქვენზე ნაკლებად ხელისუფლებას უნდოდა ომის მოგება??? ხელისუფლებას პასუხისმგებლობა აკისრია მელ საქართველოზე და არა მარტო მის ცალკეულ ნაწილებზე, შესაბამისად დაცვის ხაზი სტატიკური აღარ არის, როცა შენს საღზვრებს გადმოკვეთავენ.

დიახაც ჩვენ დავიცავი თავი და ის ფაქტი, რომ თბილისიდან გწერთ ქართულ ენაზე, ამის დასტურია.

 

Temuri Yakobashvili

 

და რატომ არაა არაფერი ნახსენები ამ ბრძოლებზე არც ტალიავინის და არც საქართველოს საპარლამენტო კომისიის დასკვნაში?

ტალლიავინის კომისიის დასკვნაში წერია, რომ საერთოდ კოდორზე შეტევა უკანონო იყო და დაირღვა მოსკოვის შეთანხმება. ცალკე ბრძოლებზე მგონი საერთოდ არ წერია იქ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე კოდორზეც ვთქვთ ორიოდე სიტყვა ბატონო თემურ, მართალია მოგაბეზრეთ თავი ჩემი კითხვებით მაგრამ მაქვს უფლება მოქალაქეს ეგ ვიცოდე.

რატო არ მოხდა იქ ბრძოლები და რო არ მოხდა რატო არ გამოიტანეს იარაღი და ეროვნული ღირსება დროშა? ჰაიჰარად რო მოხვეტეს აფსუა ბანდიტებმა? ხო შეიძლებოდა კოდორი დიდი სისხლის ფასად აეღოთ ოკუპანტებს ღირსების ამბავია ბოლო ბოლო, ტერიტორია დავკარგეთ უსისხლოდ ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს? ხო უნდა შემეძლოს პასუხი გავცე აბეზარ აფსუას მაგის დაცინვაზე რო კურდღლებივით მოვკურცხლეთ .

 

ზუგდიდში პრეზიდენტი რო ჩამოვიდა შეხვედრაზე განაცხადა რომ ოკუპანტებს დიდი ზიანი მიაყენეს ენგურთან ანუ როცა სარადარო დანადგარები გაჰქონდათო გავანადგურეთო. რა ინფო გაქვთ ამ ბრძოლებზე თუ იყო და რუსებმა რა დანაკარგი განიცადეს?

 

ბატონო თემურ გთხოვთ გამომეხმაურეთ ამ კითხვებზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესო დიალოგი გამოვიდა

 

 

საინტერესო დიალოგზე რა მოგახსენო ლაშა,მაგრამ მადლობა მართლა ეკუთვნის ბატ.თემურს დრო რომ გამონახა ჩვენთვის. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არხი პირველი კავკასიური რა ენაზე იმაუწყებლებს ხომ ვერ გვეტყვით ბატონო თემურ? რუსულად თუ სხვადასხვა კავკასიურ ენებზე?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Temuri Yakobashvili

 

და დანაკარგები რამდენია? დაგვეღუპა მებრძოლები? ბრძოლები ვის გავუმართეთ აფსუებს? ამაზე რატო არაა ვიდეორგოლები ან საერთოდ საუბარი. ექსპერტები ერთხმად ამტკიცებენ რო ბრძოლები არ ყოფილა.

 

აფსუებს რამდენი ქონდათ დანაკარგები? ეგ ასე რო ყოფილიყო არ მიიჩმქმალებოდა.

რა ძალა იცავდა კოდორს. და რა ძალა უტევდა?

სამხედრო კითხვებზე დეტალურ პასუხებს ვერ გაგცემთ. ყველა ბრძოლის ვიდეოროლი ნახეთ??? უცნაური კითხვაა. ბაევილი კი არ იყო, ნამდვილი ომი იყო! ვის ეცალა ვიდეორგოლების გადასაღებად?

ჩვენი მხრიდან დაჭრილია 3 პოლიციელი. მათი მხრიდან მსხვერპლის შესახებ ზუსტი მონაცემები არ ვიცი. მოგვიანებით ბაღაფშმა "პასმერტნა" დააჯილდოვა რამოდენიმე კაცი...

 

ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ახალგორისა და ცხინვალის რეგიონის ნაწილის მიტაცება ძალიან ძვირი დაუჯდათ და ძლივს მოგვტაცეს?

თვითონაც ასე თვლიან და არ დავეთანხმო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Temuri Yakobashvili

 

 

მგონი,შეკითხვა გასაგებად იყო დასმული.

 

ძალიან მოკლედ გავიმეორებ.

 

რატომ არ დაიცვა საქართველოს ხელისუფლებამ ახალგორის რაიონი,რომელზე შეტევაც არ იქნა განხორციელებული და რომელიც ოსმა სეპარატისტებმა საბრძოლო მოქმედებების დასრულების შედეგად რამდენიმე დღეში ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ''დაიკავეს''.

 

გავაუქმე ტექსტის ის მონაკვეთი,რომელზეც თქვენგან მაინტერესებს პასუხი.

 

წინასწარ გმადლობთ.

Edited by Sakartwelo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Temuri Yakobashvili

სამხედრო კითხვებზე დეტალურ პასუხებს ვერ გაგცემთ. ყველა ბრძოლის ვიდეოროლი ნახეთ???

დიახ ვნახე ბატონო თემურ და გულის გახეთქვი მეტი არაფერი აფსუები ლამბადის ცეკვით სევიდნენ კოდორში ეგ ქარაგმულად რა. დროშას ბილწავენ და რამე. გამოეტანათ ეგ დროშა არ შეიძლებოდა?

ჩვენი მხრიდან დაჭრილია 3 პოლიციელი.

კოდორში ხო?

მათი მხრიდან მსხვერპლის შესახებ ზუსტი მონაცემები არ ვიცი. მოგვიანებით ბაღაფშმა "პასმერტნა" დააჯილდოვა რამოდენიმე კაცი...

ხო შეიძლება მოძიება? ეგ მნიშვნელოვანი არაა ჩვენთვის? რამდენი კაცი დააჯილდოვა ბაღაფშვა ეგეც არ არის ცნობილი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუუ რა ცუდია ბატონმა თემურმა რო დაგვტოვა არადა ეს კითხვები მიჭერს და მახრჩობს? ბოლო ბოლო ვართ თუ არა ტრაკიანი მებრძოლები თუ რუსებს დავუჯერო რო კურდღლები ვართ>?

ქართველი მეომრების მამაცობამ ბევრი გააოცა. უკანალიც გვაქვს და იმის წინ წყვილი რაღაცაც! რუსების პროპაგანდას ნუ დაუჯერებთ, საკუთარ ჯარისკაცებს ენდეთ. ასეთი ზარალი რუსებს მეორე მსოფლიო ომის მერე არ განუცდიათ, იმიტომაც გვესროლეს ბალისტიკური რაკეტები. კიდევ რომ გვეომა, შეიძლება ბირთვული ბომბიც ესროლათ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

რატომ არ დაიცვა საქართველოს ხელისუფლებამ ახალგორის რაიონი,რომელზე შეტევაც არ იქნა განხორციელებული და რომელიც ოსმა სეპარატისტებმა საბრძოლო მოქმედებების დასრულების შედეგად რამდენიმე დღეში ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ''დაიკავეს''.

ძალიან მარტივია მაგაზე პასუხი. არ ჰქონდა საქართველოს რუსეთთან ბრძოლის რესურსი. თუ წინააღმდეგობას გავუწევდით, ამ წინააღმდეგობის დაძლევის შემდეგ შევიდოდნენ, ჩვენი მსხვერპლი კი გაიზრდებოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიახაც ჩვენ დავიცავი თავი და ის ფაქტი, რომ თბილისიდან გწერთ ქართულ ენაზე, ამის დასტურია.

 

 

ნუ ეს მკლავს ხოლმე რა, მარტო თბილისი ხომ არ არის საქართველო ბატ.თემურ და არ გინდათ ეგეთი საუბარი.ამ ხელისუფლებას(მიშას)პირველ ვადაში რუსეთის გინების მაგივრათ ცოტა დიპლომატია რომ გამოეყენებინა,ამ ომს ავიცილებდით.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Temuri Yakobashvili

 

დიახ ვნახე ბატონო თემურ და გულის გახეთქვი მეტი არაფერი აფსუები ლამბადის ცეკვით სევიდნენ კოდორში ეგ ქარაგმულად რა. დროშას ბილწავენ და რამე. გამოეტანათ ეგ დროშა არ შეიძლებოდა?

 

კოდორში ხო?

 

ხო შეიძლება მოძიება? ეგ მნიშვნელოვანი არაა ჩვენთვის? რამდენი კაცი დააჯილდოვა ბაღაფშვა ეგეც არ არის ცნობილი?

როგორც გამოაცხადეს - 7

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

 

ძალიან მარტივია მაგაზე პასუხი. არ ჰქონდა საქართველოს რუსეთთან ბრძოლის რესურსი. თუ წინააღმდეგობას გავუწევდით, ამ წინააღმდეგობის დაძლევის შემდეგ შევიდოდნენ, ჩვენი მსხვერპლი კი გაიზრდებოდა.

 

 

მაშინ რატომ დაიწყო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა ცენტრალურმა ხელისუფლებამ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ამ ხელისუფლებას(მიშას)პირველ ვადაში რუსეთის გინების მაგივრათ ცოტა დიპლომატია რომ გამოეყენებინა,ამ ომს ავიცილებდით

ეჰ დიპლომატია არ გვივარგოდა არასდროს თორე შაჰ-აბასთან ომსაც ავიცილებდით, თემურლენგთანაც, აღა მაჰმად ხანთანაც, ოსმალებთანაც, რუსების შემოჭრასაც გადავურჩებოდით 1921 წელს, მერე შეიძლება მთვარეზეც გავფრენილიყავით :yes2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...