LUKA-BRAZI Posted December 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 12, 2009 (edited) sopo_pataraia რომელიც ისეთი მასიურია რომ ოქროს ატომის მასის ტოლი მასა აქვს და იგი თავისუფლად არ არსებობს რადგან იშლება მომენტალურად წარმოქმისთანავე.კვარკი ოქროს ატომის მასით?! ვაუ! მომავალ პარასკევს მაქვს დაცვა ჩემი სადოკტოროს თემის მაქს-პლანკის ინსტიტუტსა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ფარგელბში და იანვრიდან რამოდენიმე თვით გადავდივარ ცერნ-ში, რითაც ძალიან გახარებული ვარ რადგან ამაჩქარებელმა ეხლა დაიწყო ფუნქციონირება და წინ დიდათ ამაღელვებელი მომენტებიაულევი წარმატებები!!!! სოფო 2 სიტყვით რომ გვითხრა რა არის მეზონი, ბოზონი, მიუ-მეზონები..... მაინც ელემენტარულ ნაწილაკებზე ვსაუბრობთ და საინტერესო იქნება Edited December 12, 2009 by LUKA-BRAZI ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 12, 2009 გამარჯობათ ჭანო, თუ შეიძლება თქვენი სპეციალობა მაინტერესებს. რა განათლება გაქვთ მიღებული და სად გიმუშავიათ?მე საინჟირნოზე ვსწავლობ, ანუ სტუდენტი ვარ. პროფესიული გამოცდილება ჯერ ბევრი არ მაქვს,3 თვიანი პრაკტიკის გარდა. მაიას ტომებს დაეზარათ კალენდრის გაკეთება რადგან იცოდნენ 2012 წელს უამრავი ელექტრონული კალენდარი იარსებებდა :maladec: ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted December 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 12, 2009 მაიას ტომებს დაეზარათ კალენდრის გაკეთება რადგან იცოდნენ 2012 წელს უამრავი ელექტრონული კალენდარი იარსებებდა ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 12, 2009 ჩემის აზრით მზის ენერგიას შეიძლება ადვილად ვუწოდოთ მუდმივი ენერგიის წყარო, რადგან კიდევ რამოდენიმე მილიონი წელი გვირდებიან ფიზიკოსები მის ნათებას 001.gif და რადგან მაინც ანათებს მისი ზედმეტი გამოყენების საშიშროებაც არ არის. განსაკუთრებით მზიური საქართველოსათვის.ნაწილობრივ გეთანხმები, მაგრამ მარტო მყის კი არა ზოგადად განახლებადი ენერეგიები ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
sopo_pataraia Posted December 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 12, 2009 sopo_pataraia ამაზე ხომ ვერ გვეწტყოდით ?! დამაინტერესა...როგორ ხსნიან Higgs მექანიზმის მიხედვით არსებობს მასიური ნაწილაკი რომელთანაც ურთიერთქმედებს ყველა არსებული ნაწილაკთან და ამ ურთიერთქმედების შედეგად ისინი შეიძენენ მასას. ანუ ვაკუუმი არის შევსებული Higgs ველებით რომელსაც მასა გააჩნია მოდელის ფარგლებში, დანარჩენებს მასა არ აქვთ და მხოლოდ ამ მასიურ ველთან ურთიერთქმედების შედეგათ შეიძენენ მასას. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 12, 2009 Higgs მექანიზმის მიხედვით არსებობს მასიური ნაწილაკი რომელთანაც ურთიერთქმედებს ყველა არსებული ნაწილაკთანურთიერთქმედებაში რა იგულისხმება? უხეშად რომ ვთქვატ მაგნიტივით მიიზიდავს? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 12, 2009 sopo_pataraia Higgs ველებითეგ რაღაა?! :resent: ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
chegesto Posted December 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 12, 2009 sopo_pataraia ანუ გადავრჩით სასიამოვნო მოსასმენია კიდევ მაინტერესებთ ... როდესაც გაიგებთ რომ იმ რაღაც ნაწილაკს მასა აქვს ამით რა? გულიდან წამოსული კითხვები ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted December 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 12, 2009 chegesto @ Dec 12 2009, 08:03 PM) sopo_pataraia 2012 წელში რა ხდება მოკლედ აგვიხსნათიქნებ მაიას ტომებს დაეზარათ კალენდრის გაკეთება რადგან იცოდნენ 2012 წელს უამრავი ელექტრონული კალენდარი იარსებებდა კარგი ანეგდოტია ფიზიკოსებისაგან, შევუნახოთ შთამომავლებს :yes2: ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted December 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 12, 2009 როდესაც გაიგებთ რომ იმ რაღაც ნაწილაკს მასა აქვს ამით რა?როგორც მე გჰავიგე იმ ნაწილაკს მარტო მასა კი არ აქვს, ის იწვევს მასას. ამ ნაწილაკით თუ ურთიერთქმედებით აიხსნებოდა მიზიდულობა.გრავიტაცია ანუ მიზიდულობის შედეგები საკმაოდ კარგადა შესწავლილი, ხოლო გამომწვევი მიზეზი მხოლოდ თეორიის დონეზე (Higgs) არის ახსნილი. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
sopo_pataraia Posted December 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 12, 2009 (edited) sopo_pataraia კვარკი ოქროს ატომის მასით?! ვაუ! ულევი წარმატებები!!!! სოფო 2 სიტყვით რომ გვითხრა რა არის მეზონი, ბოზონი, მიუ-მეზონები..... მაინც ელემენტარულ ნაწილაკებზე ვსაუბრობთ და საინტერესო იქნება ელემენტარული ნაწილაკები არ არსებობენ თავისუფალ მდგომარეობაში რადგან მათ გააჩნიათ თვისება მიიზიდონ საპირისპირო თვისების ნაწილაკები და წარმოქმნან ნეიტრალური სისტემა. ზოგჯერ ჩვენ შეგვიძლია ისინი დავაშოროთ ერთმანეთს თუ მათ შორის ურთიერთქმედება მცირდება რაც უფრო დიდია მანძილი ნაწილაკებს შორის მაგალითად დადებითი და უარყოფითი მუხტის მიზიდულობა მცირდება თუ მათ შორს მოვათავსებთ ერთმანეთისაგან. არსებობს კვარკები რომელიც ელემენტარული ნაწილაკებია რითაც პროტონები და ნეიტრონები შედგება და მათ შორის მიზიდულობა იზრდება რაც უფრო ვაშორებთ ერთმანეთს ამიტომ მათი განცალკევება შეძლებელია (იდელური ურთიერთქმედება მაგალითად შეყვარებული ადამიანებისათვის). ამიტომ ისინი თავისუფლად არ არსებობენ და ქმნიან ნეიტრალურ სისტემას, ყველაზე მარტივია კვარ და ანტი კვარკის სისტემა რომლებსაც მეზონები ჰქვიათ, შემდეგ მოდის სამი კვარკის კომბინაცია რომელთაც ჰქვიათ ბარიონები, მაგალითად პროტონი და ნეიტრონი შედგება სამი კვარკისაგან. ბარიონები და მეზონები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სპინით. მეზონებს აქვთ მთლიანი სპინი და ამიტომ არიან ბოზონები და ბარიონებს აქვთ ნახევარი სპინი და არიან ფერმიონების ოჯახის წევრი. მუონებს ეძახდნენ მეზონებს წარსულში მაგრამ შემდეგ აღმოჩენილ იქნა რომ ისინი არიან ელემენტარული ნაწილაკები და არ შედგებიან კვარკებისაგან როგორც მეზონები. მადლობთ ყველას კეთილი სურვილებისათვის Edited December 12, 2009 by sopo_pataraia ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
chegesto Posted December 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 12, 2009 ჭანო როგორც მე გჰავიგე იმ ნაწილაკს მარტო მასა კი არ აქვს, ის იწვევს მასას. ამ ნაწილაკით თუ ურთიერთქმედებით აიხსნებოდა მიზიდულობა.გრავიტაცია ანუ მიზიდულობის შედეგები საკმაოდ კარგადა შესწავლილი, ხოლო გამომწვევი მიზეზი მხოლოდ თეორიის დონეზე (Higgs) არის ახსნილი.ანუ თუ გავახურეთ (კაცობრიობაზე მაქვს საუბარი) ამ მიმართულებით, ავფრინდებით? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
sopo_pataraia Posted December 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 12, 2009 sopo_pataraia ეგ რაღაა?! :resent: Higgs ველი შეგვიძლია შევადაროთ წყლის ზედაპირს სადაც არის მუდმივი ტალღები ველი კვანტური ფიზიკის ჟარგონია და გამოიყენება ნაწილაკების ურთიერთქმედების აღსაწერად ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
LUKA-BRAZI Posted December 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 12, 2009 ჰო, მე ეჭვიც არ მეპარება ცერნის პრაქტიკულ მნიშვნელობაში, მაგრამ ბევრს ის ფულის ფლანგვა გონია. სოფო გადაარწმუნე სკეპტიკოსები ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
sopo_pataraia Posted December 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 12, 2009 ძალიან სასიხსრულოა, სოფო თუ წინააღმდეგი არ იქნები თემა ორ ეტაპად გავაკეტოთ1. მეცნიერული საკითხები, რაზეც ეხლა ვსაუბრობთ2. მეცნიერება საქართველოში და ა.ს. ანუ უფრო სოციალურ,პოლიტიკურ და ა.შ. საკითხებზე მეორე შეკითხვაზე ამდენი ხანია არ მიპასუხია შემთხვევითი არ არის, არ ვიცი რა ვთქვა და იმიტომ,მე რათქმაუნდა ვისურვებდი ჩვენი საბუნებისმეტყველო ფაკულტეტების კარგ დაფინანსებას, საერთაშორისო ექსპერიმენტებში და კოლაბორაიცებში ჩართვას, არსებული ძლიერი სკოლის შენარჩუნებას და განვითარებას. წარსული კვლევების ელექტორნული ბაზების შექმნას და ასე შემდეგ და რაც მთავარია საქართველოს გაერთიანებას და გაძლიერებას, რადგან 4 მილიონი ვართ ჩვენ სიძლიერე მხოლოდ გონიერი გზით თუ შეიძლება რომ მოხდეს. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts