ლ ი ც ი Posted November 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2009 (edited) ჰეი, ხანდახან შემოიხედეთ ხოლმე ამ თემაში მზე ცაზე ღრუბლებს ისევ მოშლის და ცხრა სხივით გახსნის ოქროს ცხრა კარებს,ერთი მართალი თემა მომშივდა,ყველას ერთმანეთს რომ შეგვაყვარებს აი ასე დილამშვიდობისაო ყველას :hello: :2kiss: Edited November 28, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
2me Posted November 28, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 28, 2009 მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე - როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია. თვალებით თანხმობა, თვალებით უარი და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია, შენგან ვისახსოვრე... და სადმე თუ არის, მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია! მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე - როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted November 29, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 29, 2009 მშვიდობისდილაო :hello: არ მიყვარს:ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც მყოფნის,სიზმრის რაინდებზე დანიშნული,უაზროდ შეყვარებული ქალები,რომანის გმირების ასლები,გამორჩენის მიზნით გაჩენილი რომანტიკოსები,ალერსით დაღლილი წყვილები,უმისამართო ღიმილი,არამიწიერი სინაზე,კოცნამდე ახსნილი სიყვარული.სტუმრებისთვის დადგმული საქორწინო ცერემონიალი,ძალიან საქმიანი, დაკავებული, "მეჩქარება ადამიანები",ყვავილების ჩვეულებრივი თვალებით გამყიდველები,საკუთარი შემოქმედებით აღფრთოვანებული შემოქმედები,უაზროდ ბედნიერები,სხვისი პირჯვრის წერის დროს გახსენებული რწმენა,მთელი სიცოცხლის მანძილზეარცერთხელღამეგანათენები ადამიანი.მკერდდაკოცნილი ქალწულები,უშრომლად მდიდრები,ამპარტავანი თავმდაბლები,ყველაფრის უფლებად აღქმული თავისუფლება,სუფრაზე აცრემლებული პატრიოტები,მარტოსულები ჩემი ჩათვლით,ძალის მოყვარული ცოლები,მორალის მქადაგებელი შინაბერები,მტერის მტერთან ძმადნაფიცები,ფულით აშენებული მზეთუნახავების სასახლეები,ზარმაცი მეოცნებენი,უშეცდომო სიყვარული,ზამთრის სითბო,ზაფხულის სიცივე,წინასწარ გათვლილი დღეების განრიგი,მშობლების მიერ შერჩეული შვილების მომავალი,ლხინის მეგობრები,სუფთად დაწერილი ლექსი,ფხიზლად დატოვებული ქართული სუფრა.განათლებული კაცის მტვრიანი ბიბლიოთეკა,კომპლიმენტის მომლოდნე ლამაზი ქალი,სიმშვიდის მოყვარული პოეტი,მტირალა მასხარა,საფლავში ჩაყოლილი ჭირისუფალი,ლამაზი კაცი,ომის არმნახველი სახელწიფო,საკუთარ ნაკლოვანებებზე თვალდახუჭული ოსტორია,თამაშით დაღლილი მსახიობი,ორიგინალობისთვის გამოწვეული სევდა,უსიზმრო ძილი,დაგვიანებული პაემანი. გიორგი ზანგური Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ნინო Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 - - - სასწაულივით მოვიდა თოვლი,თეთრი პეპლებით აივსო ქუჩა,მე შენს წინ ვდგები როგორც მარტვილი,ვიკავებ სუნთქვას და თვალებს ვხუჭავ... სავსეა სული შენი ძახილით,თოვლით, იებით, მზით და ქარებით,სასწაულივით დგახარ ჩემს წინ დასასწაულივით ვერ გეკარები. თითქოს სიზმარში მოვიდა თოვლი -თეთრი პეპლებით სავსეა ქუჩა,მე მეშინია შენი გაქრობის,ვიკავებ სუნთქვას და თვალებს ვხუჭავ!.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted December 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 5, 2009 თითქოს სიზმარში მოვიდა თოვლი -თეთრი პეპლებით სავსეა ქუჩა,მე მეშინია შენი გაქრობის,ვიკავებ სუნთქვას და თვალებს ვხუჭავ!..რავი, თუ ნებას დამრთავ, შენს ლამაზ გულში დავისადგურებ, ცოტა ხნით მაინც, ცოტა ხნით მაინც, დაგაწყნარებ, დავწყნარდები, მოგეფერები და გავირინდები ნინო :hi: :2kiss: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gurulo9 Posted December 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2009 ... ბროწეულივით იხლიჩება სხეულში ვნება,მწიფე მტევანი საკოცნელად ბაგეს მიღერებს,აქ ჩემთან ერთად მსხმოიარე ვენახი თვრება,ეს სიზმარია? თუ გავგიჟდი და დავიჯერე.გონდაკარგული მაჭარივით ვისვრი ნაპერწკლებსდა სისხლძარღვებში ბნედასავით დავხეტიალობ,შენივ სხეულში მე შენივე სუნთქვით დაგეძებ,იქნებ სულიდან ექოსავით შეგეხმიანო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted December 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2009 ... ბროწეულივით იხლიჩება სხეულში ვნება,მწიფე მტევანი საკოცნელად ბაგეს მიღერებს,აქ ჩემთან ერთად მსხმოიარე ვენახი თვრება,ეს სიზმარია? თუ გავგიჟდი და დავიჯერე.გონდაკარგული მაჭარივით ვისვრი ნაპერწკლებსდა სისხლძარღვებში ბნედასავით დავხეტიალობ,შენივ სხეულში მე შენივე სუნთქვით დაგეძებ,იქნებ სულიდან ექოსავით შეგეხმიანო...gurulo9 არ ვიცი რა მომდის, არ ვიცი რა მემართება,მაგრამ gurulo9 , შენთან ურთიერთობა იმგვარად მაფეთებს,რომ გული მე ახლა თვალებში მიფეთქავსდა ლავა სისხლისა აწვება საფეთქლებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gurulo9 Posted December 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2009 მოვალ!უძილობა უნდა ჩაგინესტოსულში და გითხრა, რომ ... მართლა მენატრები,ვიცი გეძინება...როგორ გაგიმეტოსველი სიჩუმისთვის... რაღაც მენანები.მოვალ!ის ტკივილი უნდა გაგინელოგულს,რომ გიფატრავდა ბინძური ხელებით,ღამე ნასიცხარი... კოცნით გაგითენოსუნთქვა შეგიკრა და დაგახრჩო ფერებით.არადა...ოთახში მარტო ხარ მგონია,ფანტავ რუხ ფოტოებს შენი წარსულიდან,ვიცი ფიფქებივით დამათოვ ფორიაქსმზეს რომ გამოსტაცე ცხელი სხეულიდან.იქნებ ...ბოლო კადრი ქარში გადაგირჩამინდა ჩემს თვალებში ჭინკები დათვალოუნდა გაგაღვიძო! ძილი გადამიცდამინდა ფოტოებით თამაში გასწავლო.მინდა...ეგ დაჭრილი გული გაგიმთელოსისხლად დაწრეტილი,ტკივილის ტარებითშენი უცნაური მზერა დავიჩემოსახლად გადავიქცე შენი წამწამების.მოვალ!ეს სიზმარი უნდა აგიცხადოსცენას ჩამოვგლიჯო ხავერდის ფარდები,მინდა დასასრული ერთად განვიცადოთ,კადრად დამიწყე... და ფილმად დავმთავრდები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted December 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2009 მოვალ!უძილობა უნდა ჩაგინესტომოვალ!ეს სიზმარი უნდა აგიცხადოარ შემიძლია დღეს ვიყო ჩუმადდა მორიდებით საყვედურს გკადრებ,შEნ დაიპყარი სიზმრები ჩემიდა მხოლოდ შენზე აჩვენებს კადრებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gurulo9 Posted December 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2009 არ შემიძლია დღეს ვიყო ჩუმადდა მორიდებით საყვედურს გკადრებ,შEნ დაიპყარი სიზმრები ჩემიდა მხოლოდ შენზე აჩვენებს კადრებს საყვედურებმა მატკინეს გული,თქვენმა სიტყვებმა გამიღვიძეს სულის იარა,იქნებ შეეშვათ ფილმის ყურებას,თორემ ხომ ხედავთ,თქვენმა დრომ უკვეჩემზე კადრების ყურებაში გადაიარა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted December 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2009 საყვედურებმა მატკინეს გული,თქვენმა სიტყვებმა გამიღვიძეს სულის იარა,იქნებ შეეშვათ ფილმის ყურებას,თორემ ხომ ხედავთ,თქვენმა დრომ უკვეჩემზე კადრების ყურებაში გადაიარაgurulo9 ოცნება ჩემი ბახმაროს ნისლშI დნებადა საქორწინო მეჯლისებს მართავს,სთქვი gurulo, შენ ვინ მოგცა იმის ნება,რომ ჩემს სიზმრებშიც დადიხარ სხვასთან? გესმის ლიცის ძახილი? სიზმარში მაინც იყავი ჩემთან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gurulo9 Posted December 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2009 ოცნება ჩემი ბახმაროს ნისლშI დნებადა საქორწინო მეჯლისებს მართავს,სთქვი gurulo, შენ ვინ მოგცა იმის ნება,რომ ჩემს სიზმრებშიც დადიხარ სხვასთან? გესმის ლიცის ძახილი? სიზმარში მაინც იყავი ჩემთან ბახმაროს ნისლი სხვა ნისლებს არ ჰგავს,ჰოდა მეც მიხმობს ამ ნისლისფერი ოცნება შენი...ნება კი დამრთო გაგონილმა ჩუმმა ძახილმა,შენი სიზმრების,ოცნებების ხმამაღალმა გამოძახილმა.. : : : : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted December 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2009 (edited) შენი სიზმრების,ოცნებების ხმამაღალმა გამოძახილმა.. ეჰ, ავარცხნილი აქვს ალვას ტოტები,მიწაზე დასთრევს ტირიფს წკირები,ზოგს უყვარს რაჭველი ქალბატონები,ზოგს კახელი, ზოგსაც ქართლელი მანდილოსნები. ზოგს წყნარი და დინჯი,რამ გამოლიოს მათი ფანები,მე მომწონს გურული ქალბატონები,ავები და მჩხავანები Edited December 7, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gurulo9 Posted December 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2009 ემე მომწონს გურული ქალბატონები,ავები და მჩხავანები გურულ ქალთან პაექრობა ძნელიაო უთქვამთ ბრძენებს,ცეცხლთან თამაშს მოგაგონებს,ხან დაგწვავს და ხან გასვენებს... მეც გურული ქალბატონივცდილობ სიავე დავმალო,მჩხავანობას პლიუს შხამიიუმორით გადავფარო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted December 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted December 7, 2009 მეც გურული ქალბატონივცდილობ სიავე დავმალო,მჩხავანობას პლიუს შხამიიუმორით გადავფაროვატყობ ჩვენი სიყვარულირომ ნელა-ნელა გაღვივდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.