Jump to content
Planeta.Ge

ლექსები, ჩანახატები, სასიყვარულო ისტორიები


Recommended Posts

როგორ ხარ ლიც

კამაც-კამაც...ნინო :2kiss:თავად?

 

 

გაზაფხული გახმიანდა კვლავაც,

დაიღვარა მუქ, ლილისფერ ფერებად,

სიყვარულის ერთი სუსტი ხმა ვარ,

ხმა ვარ, ვიცი, ვერვინ მომეფერება..

უზერები ყიყინებენ უაზროდ,

და ალბათ მთვლიან სეზონის გიჟად,

ნოემბერია, მაგრამ გაზაფხული მგონია,

მხოლოდ ცოტა სითბო მომაშველე, ნინო :)

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი :2kiss:

 

კარგად ვარ, გმადლობ.

 

 

ალბათ...

 

ვერ გავუძელი ვარსკვლავთა ციმციმს,

და გულმა შენსკენ გამოიწია,

შენა ხარ ჩემი ლოცვა და ფიცი,

და მე უშენოდ არ შემიძლია.

 

მე მერცხალი ვარ გაზაფხულისა,

შენს აივანზე დასაბუდები,

გამიღიმილე შენი სულისა,

თორემ წავალ და არ დავბრუნდები.

 

გეძებ, გეძახი, ვერ გაგაგონე,

გული მტკივა და დამედე წამლად,

ალბათ ძალიან მიყვარხარ, თორემ,

ასეთ დროს შენთან რამ მომიყვანა!...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერ გავუძელი ვარსკვლავთა ციმციმს,

უნდა კაკალივით ვტეხო ღამეები,

ცაზე ვარსკვლასვები ვთვალო,

შენ კი ჩუმად დამცინი,

ჩემო იდუმალო ქალო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ კი ჩუმად დამცინი,

ჩემო იდუმალო ქალო

 

არც მიფიქრია :no2:

 

- - -

 

მინდა ვიყოთ ერთად სოფელში და წვიმდეს...

შემოჩვეულ სევდას წვიმის ცვარი შლიდეს.

იფარავდეს შინდი შეციებულ ჩიტებს,

შენ კი ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს...

 

მინდა ვიყოთ ერთად, არა ვგავდეთ დიდებს,

გიკოცნიდე ლამაზ, საფერებელ თითებს.

მთელი ღამე თბილი, ხშირი წვიმით წვიმდეს,

შენ კი ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს!...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მინდა ვიყოთ ერთად სოფელში და წვიმდეს...

შემოჩვეულ სევდას წვიმის ცვარი შლიდეს.

იფარავდეს შინდი შეციებულ ჩიტებს,

შენ კი ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს...

 

მინდა ვიყოთ ერთად, არა ვგავდეთ დიდებს,

გიკოცნიდე ლამაზ, საფერებელ თითებს.

მთელი ღამე თბილი, ხშირი წვიმით წვიმდეს,

შენ კი ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს!...

შემძრა შენმა ლექსმა, ჩემო ნინო და ცუდი ისაა, რომ მშველელიც არვინ მეგულვის, აღარც იმას ვეძებ აქომომდე ვინც მიძებნია და ვგრძნობ, რომ მკერდქვეშ შენი ლექსის აჯანყებული მიწისძვრებია

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი :2kiss:

 

 

- - -

 

შენ წახვალ სხვასთან, გაუყვები ბილიკს ნამიანს...

არც გეხსომება მე ეს ლექსი ვისთვის დავწერე,

შორს გაფრინდები, ვით პატარა ჭიამაია,

ქარში გაჰყვები მეოცნებე ბაბუაწვერებს...

 

მე კი დავრჩები გამოწვდილი ხმელი ტოტებით,

სველი ფოთლები ჩამომცვივა ალბათ საფლავზე,

და თუ ოდესმე, თუ ოდესმე მოგაგონდები,

მოდი, მიტირე და სიკვდილი გამილამაზე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ წახვალ სხვასთან, გაუყვები ბილიკს ნამიანს...

მოხვედი და გული მატკინე,

ყალბი პოსტით მომთხარე,

მიდიხარ ძAლიან მარტივად

თითქოს, არაფერი მომხდარა

 

რას იზავ, შენ ანგელოზი და მე სიბერეგათანგული ლოთი, თურმე არ გვქონია საერთო :2kiss: :)

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიბერეგათანგული ლოთი

 

 

- - -

 

ჯურღმულებში, ჩემი ქუჩის ბოლოს,

ცხოვრობს ერთი დაღუპული ლოთი,

შეუწირავს ახალგაზრდა კაცი,

ერთი ქალის უსასრულო ლოდინს...

 

დალევს ღვინოს, საღამომდე ელის,

ზის და ელის თუ არ მოვა დილას,

ფეხისწვერზე გაპარვიან წლები

და ლოდინით შეაბერდა დივანს!

 

მოდით, ერთად ვადღეგრძელოთ კაცი,

ვიდრე სასმისს ავიღებდეთ ხელში,

ერთი გრძნობის სადღეგრძელო შევსვათ,

ლოთი რომ სვამს და ვერ შესვა დღემდის!...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯურღმულებში, ჩემი ქუჩის ბოლოს,

ცხოვრობს ერთი დაღუპული ლოთი,

შეუწირავს ახალგაზრდა კაცი,

ერთი ქალის უსასრულო ლოდინს...

 

დალევს ღვინოს, საღამომდე ელის,

ზის და ელის თუ არ მოვა დილას,

ფეხისწვერზე გაპარვიან წლები

და ლოდინით შეაბერდა დივანს!

 

მოდით, ერთად ვადღეგრძელოთ კაცი,

ვიდრე სასმისს ავიღებდეთ ხელში,

ერთი გრძნობის სადღეგრძელო შევსვათ,

ლოთი რომ სვამს და ვერ შესვა დღემდის!...

უშფოთველად გადამაქვს ასაკი და

სიბერის მომცა ღმერთმა საშვი,

მაგრამ ახლაც, სიყვარულით ანთებულ თვალებში რომ ჩამხედო, მიხვდები რომ ისევ ვარ ბავშვი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ ახლაც, სიყვარულით ანთებულ თვალებში რომ ჩამხედო, მიხვდები რომ ისევ ვარ ბავშვი

 

არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრების ბოლომდე ბავშვებად რჩებიან. :buchti:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრების ბოლომდე ბავშვებად რჩებიან

კი , ჩემი მაგალითიც საკმარისია:- გაბუტვიდან, მზერიდან და სიცილიდან, მაშინვე მიხვდები, რომ ისევ ვარ ბავშვი :))

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

- - -

 

როცა ქუჩაში დიდთოვლობისას,

აღარ გესვრიან ბიჭები გუნდას,

შენ დრო და ჟამი ყვავილობისა,

უკვე წარსულად ჩათვალო უნდა.

 

მერცხლის მოფრენის დრო და საათი,

როცა სულ ერთი გახდება შენთვის,

თუ თვალხმიერად არავის ეტრფი,

გაგხუნებია სიზმრები თეთრი...

 

ხიდან ჩამოშლას ჩიტის ბუდისას,

ვეღარ მიიტან როდესაც გულთან,

შენ სიმღერები სიჭაბუკისა,

უკვე წარსულად ჩათვალო უნდა!...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყარიბო მგზავრო, ჩამოვსხდეთ ერთად,

თვალთ გიბნელდება, კრთება თავანი,

სული მოითქვი, შემოდი ჩემთან,

ბინდდება, ჩადის მზე ჩამავალი.

 

საიდან მოხველ ან საით მიხვალ _

არ გეკითხები, არაფერს გერჩი,

მე გიპასუხებ, სახელს თუ მკითხავ

და სასოებით ჩაგიკრავ მკერდში.

 

დრო და სიკვდილი არ აკლებს ზრუნვას

ხალხს, და ქვეყანას ანგრევს ღალატი,

ყველაფერს შთანთქავს წყვდიადის ბრუნვა,

 

სიყვარულია მხოლოდ მარადი.

 

 

 

 

ვლადიმირ სოლოვიოვი

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უსიტყვო აზრებს, გრძნობათა წყურვილს

გულში მთრთოლვარე დინება ახლავს.

ძლივს მოციმციმე იმედს და სურვილს

გადაუარა ცისფერმა ტალღამ.

 

ცისფერი მთები მაღლდება ირგვლივ,

შორს ცისფერი ზღვა ნისლებში მიწვა,

მოშორდა სული მიწიერ გვირგვინს

და სული მაინც ვერ ტოვებს მიწას.

 

იმედის ნაპირს, სასურველ ნაპირს

თითქოს მივყვები მაღლა და მაღლა,

უსიტყვო აზრის, გრძნობების მძაფრის,

მოემართება ცისფერი ტალღა.

 

 

ვლადიმირ სოლოვიოვი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...