Pompiero Posted November 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 რატომ მაწვალებს, რატომ მტანჯავს ასე ძალუმადამ გულისფეთქვის უჩვეულო ამოძახილი!აღარ მასვენებს დღით და ღამით, მეძახის ურცხვადგარდასულ ჟამთა მოგონების ლურჯი აჩრდილი. დამყვება, მხიბლავს, მატირებს და თან მიალერსებს აუსრულებელ ოცნებათა ჩუმი ვედრებით.განვედ, დამეხსენ, ნუღარ მიფრთხობ ძილის ანგელოზს,დე, ასე იყოს! ალიონზე ისევ შევხვდებით! :love3: ლ ი ც ის და ყველას დაუვიწყარ სიყვარულს ვუძღვნი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted November 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 (edited) აღარ დაგეძებ ცხადში, ძილში–– თავს დაღლას ვატყობ.აღარ მიყვარხარ, მაგრამ ზოგჯერრატომღაც გნატრობ . . .Pompiero არ არსებობს, ჩემო მარადკეთილო ქალბატონო არსებითი სახელი "სიყვარული", სანამ არ ითქმის ზმნა "მიყვარხარ". ასეა ეს, ზმნების მდინარეს ის აცოცხლებს, ის ატრიალებს ბორბალს, რომელმაც ჩვენს გულებზე უნდა გადაიაროს. "მოვიდა", "მიდის", "წავიდა"-ამ სამ ზმნაზე ვართ გადმოკიდებული , ამ სამ ზმნაზე, როგორც სამ სვეტზე დგას ჩვენი ყოფა და ცხოვრება. Edited November 15, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pompiero Posted November 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 ლ ი ც ი :nn: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted November 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 ლ ი ც იბატონო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pompiero Posted November 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 ზეცა გრგვინავს, ქარიშხალი ღრიალებს, ბედი ბორბალს უკუღმა ატრიალებს. ბრმად მივყვებით ნეტარების ნიაღვრებს . . . ცის ნათელი მაინც შორსა ციალებს! ნუთუ გჯერა, დარი ისევ იალებს . . .ოცნებებით გავეკიდოთ ნიავებს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted November 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 (edited) ზეცა გრგვინავს, ქარიშხალი ღრიალებს, ბედი ბორბალს უკუღმა ატრიალებს.ვიყავით და ვიქნებით, მაინც გავუძლებთ ზეცის რისხვას და ქარიშხალის ღრიალს-ზოგი ყალბი, ზოგი ლაჩარნი, ზოგიც მლიქვნელი, მეორენი -უშიშონი და ამაყნი დარჩება ძალიან მინდა მათ შორის ვიყო ვინც ღირსეულად გადაიტანს ქარიშხალის ღრიალს, მაგრამ ეჭვი მეპარება რომ ეს შევძლო Edited November 15, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted November 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 16, 2009 დილამშვიდობისაო ყველას კაცი? კაცი ოხერია თქმა იციან ქალებმაცხოვრებაში მარტოობა დიდად არ ენაღვლებათსახლში ცოლი თუ გაწყრება შუბლს იწმენდენ ოფლიანსკარებს გაიჯახუნებენ, სხვასთან გაერთობიან. წარბი თუ არ გაუხსენი წავა, არც მოგინატრებს,ახრჩოლებულ სიგარეტით იწანწალებს დილამდე.კაცი? კაცი ოხერია, როგორც ლოდი საყორეარაყს დალევს, ღვონოს დალევს და გულს გადააყოლებს. ქალი? ქალი მხნედ გაუძლებს ტარტაროზს და შაითანსცხოვრებაში ყოველნაირ გაჭირვებას აიტანს,რაც არ უნდა სუსტი იყოს შიში არ აქვს აღმართის,იქნებ ჩუმად აიტანოს უნებური ღალატიც. თუ დაგჭირდა გულს უსიტყვოდ ამოიღებს მკერდიდან,ოღონდ უალერსობას და გულცივობას ვერ იტანს.მარტოობის წლები გულში გაეყრება ხანჯლებად შემოდგომის ყვავილივით ზეზეულად დაჭკნება. ანონიმი ავტორი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Bexx Posted November 16, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 16, 2009 მოგდომებია როსმე ტირილი?როდესმე ცრემლი მოგნატრებია?თუ გყვარებია ოდესმე ვინმე,ვისიმე ჯავრი თუ გქონებია. ღამე მთვარესთან გითენებია?ზღვასთან თამაში თუ გყვარებია,წვიმაში თმები დაგსველებია?თვალები ცრემლით გისველებია? თუ გყვარებია ოდესმე ვინმე?ვისიმე ჯავრი თუ გქონებია,ალბათ დამთვრალხარ წითელი ღვინით,ალბათ სიმღერა მოგნატრებია? თუ გაწოლილხარ ოდესმე თოვლში,თოვლში ყვავილი თუ გიძებნია?თუ გიცინია აცრემლებამდე?ნამტირალევს თუ გაგღიმებია? თუ გყვარებია წიგნი ოდესმე,ოდესმე ლექსი თუ გყვარებია? ქალი ხარ, თვალებში გიელავს სიბილწე,თამაშობ ბედით და განგებით მარტივად.ზეციდან თითებით ჩამოხსნი სიმშვიდეს,თუმც რაში გარგია სიმშვიდე? - მარტი ხარ. შენს ტუჩის კიდეზე დაყრდნობილ სიგარეტსშიში აქვს დროის და შეხებას ნებდება,ჯერ კიდევ ცხრამეტი ღერია კოლოფშიდა ეს მარტოობაც სისხლივით დედდება. ჰო, ასე გართობით თამამად მიიწევ,შენ ერთადერთობა გარგუნა ცხოვრებამ,და მიდის წუთები ტკივილად ნაჩენისადღაც კი განცდები იქცევა ცოდვებად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ნინო Posted November 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 16, 2009 - - - იყო ფანტელები ურიცხვი, უთვლელი...ენთო ლამპიონი, ვით ოქროს ლამპარი,იყო სიხარული, იყო აღტაცება,და ღამე ლამაზი, ისე, ვით ზღაპარი... ლექსი პაწაწინა თოვლზე, სიყვარულზე,უეცრად ნაგრძნობი სულების ერთობა,მეტი არაფერი, გარდა სურვილისა,მესმინა ლექსები და... ასე ეთოვა!... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted November 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 16, 2009 (edited) იყო ფანტელები ურიცხვი, უთვლელი...ენთო ლამპიონი, ვით ოქროს ლამპარი,იყო სიხარული, იყო აღტაცება,და ღამე ლამაზი, ისე, ვით ზღაპარი... ლექსი პაწაწინა თოვლზე, სიყვარულზე,უეცრად ნაგრძნობი სულების ერთობა,მეტი არაფერი, გარდა სურვილისა,მესმინა ლექსები და... ასე ეთოვა!...ნინო რა სასწაული მღელვარებით მოვიდა თოვლი,გადაათეთრა მიდამო და სული დათენთა,ცაში აიჭრა მოგუგუნე ბუხრების ბოლი,მოვიდა თოვლი და ბავშვივით დადგა კარებთან. მოწყენილი და შეცივნული თბება ლიცი ბუხართანდა ვერა ხვდება, რა აწუხებთ გარეთ ფანტელებს,შემოიტანე ნინო ფიფქები გაშლილი თმებითდა ლიცის სულში გააცამტვერე Edited November 16, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ნინო Posted November 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 16, 2009 ნინო რა სასწაული მღელვარებით მოვიდა თოვლი,გადაათეთრა მიდამო და სული დათენთა,ცაში აიჭრა მოგუგუნე ბუხრების ბოლი,მოვიდა თოვლი და ბავშვივით დადგა კარებთან. მოწყენილი და შეცივნული თბება ლიცი ბუხართანდა ვერა ხვდება, რა აწუხებთ გარეთ ფანტელებს,შემოიტანე ნინო ფიფქები გაშლილი თმებითდა ლიცის სულში გააცამტვერე გამარჯობა ლიცემერ :hello: - - - ნუთუ დაგკარგე! რაღაც სევდა დღეებს ამწარებს,ქარიშხალია ჩემს გარშემო თითქოს და ბარდნის,არა, თუ ისევ შენს ძებნაში არ ვიწანწალე,ან უშენობა გამაგიჟებს, ან შენზე დარდი! ვიცი, შენს წუხილს არასოდეს აღარ გამანდობ,სასუფეველი დამიმკვიდრე მტკივან იჭვებზე,ო, როგორ მიყვარს ხეტიალი უმისამართოდ,ოღონდ ძვირფასო, შენზე დარდში მივაბიჯებდე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted November 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 16, 2009 (edited) გამარჯობა ლიცემერგამარჯობა ნინო :hello: :2kiss: ნუთუ დაგკარგე! რაღაც სევდა დღეებს ამწარებს,ქარიშხალია ჩემს გარშემო თითქოს და ბარდნის,არა, თუ ისევ შენს ძებნაში არ ვიწანწალე,ან უშენობა გამაგიჟებს, ან შენზე დარდი! ვიცი, შენს წუხილს არასოდეს აღარ გამანდობ,სასუფეველი დამიმკვიდრე მტკივან იჭვებზე,ო, როგორ მიყვარს ხეტიალი უმისამართოდ,ოღონდ ძვირფასო, შენზე დარდში მივაბიჯებდე...მზე შემოდგომის თვალებს იფშვნიტავს,როგორ ყვითლდები, ჩემო ედემო,სხარტი ხარ ნინო, როგორც ლიფსიტადა + არ ვიცი ვინ ხარ, ან სად გეძებო. მალე ჩადგება სულში წყვიადიდა ზამთრის სუსხი ხეებს გალოკავს,იმ ფოთოლივით ვარ დარდიანიჭადარს რომ ხეზე შერჩა მარტოკა Edited November 16, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted November 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2009 მშვიდობისდილაო ყველას :hi: ლოგინს შეეპარა გლეხის გოგოისე თამამი და კალმახურიტანზე არ მაკმარა საბანი დათავის სიმხურვალეც დამახურა.ჯერ ჩამოიშალა ნაწნავები,როგორც ქალწულობის მიტოვება,ჩემზე გაიზმორა დალოცვილიისე ვნებიანად იტორება?!სუნიც ისე ჰქონდა ალესილი-ველურ ყვავილების სატევარიჩემდა უნებურად გავიფიქრე"ღამე გამიხდება სათევარი".ისე დამათენა ამბორები,ისე გადიპარა აივნიდან,მისი უტაქტობის მონატრებავიცი არასოდეს გაივლიდადამმშვიდობებოდა მაინც! გიორგი ზანგური Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Bexx Posted November 17, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2009 რაღაც დასრულდა,-რა სათქმელია.რა მოგდის და რა ღმერთი გიწყრება.არ შეგეშინდეს,არაფერია,აქ დასრულდება,იქ დაიწყება!დაღამებულა...გზა დაელია მზეს დანისლებში ფეხი ეთრევა.რა მოგივიდა,არაფერია,აქ დაღამდება,იქ გათენდება!რაღაც დასრულდა,რა სათქმელია?!. მორის ფოცხიშვილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ნინო Posted November 17, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 17, 2009 ჯიმა ეს ცხოვრება ზღაპარია ჯიმა,ზღაპარია ჯიმა ძველისძველი,ვიცი, ბედმა რომ არ გაგიღიმა,მაგრამ ნაღველს სიყვარული შველის. ციდან ოქროს ფანტელები ცვივა,გვირილებით მოიჩითა ველი,გაერევა ზოგჯერ ცრემლის წვიმა,მაგრამ ცრემლსაც სიყვარული შველის. ქვეყნად ყველა თავის ბედზე ჩივა,სულ ერთია, ბრძენია თუ ხელი,გულს უწამლე, სანამ დროა, - მტკივანს,ტკივილს მხოლოდ სიყვარული შველის... დაიჭიმა ყველა ნერვი სიმად,მოდის დარდი, დარდი - შენი მცველი,ვინმე უნდა შეიყვარო, ჯიმა,მარტოობას სიყვარული შველის! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.