ნინო Posted November 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2009 (edited) - - - კაცმა არ იცის, იცის ღრუბელმა,ცამ და პოეტმა იციან მარტო,ქალი წვიმაში რომ ილუმპება,რატომ იცინის უმისამართოდ. კაცმა არ იცის, იცის ჭადარმა,ხემ და პოეტმა იციან მარტო,ქალი ქუჩაზე როცა გადარბის,რატომ ქვითინებს უმისამართოდ!... Edited November 12, 2009 by ნინო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ნინო Posted November 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 12, 2009 - - - თეთრი ფიქრები სადღაც მიჰქრიან,თითქოს ქარია ჩემი ცხოვრება,რა ვქნა, რომ აწი არ შემიძლია,ამ შეცდომების გამოსწორება. კარგია ასე ტაძარში შესვლა,ამ ქვეყანაზე მე მარტო დავრჩი,ავადმყოფივით დავდივარ ახლა,ასე უდროოდ მოკლული ბავშვი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted November 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2009 კაცმა არ იცის, იცის ღრუბელმა,ცამ და პოეტმა იციან მარტო,ქალი წვიმაში რომ ილუმპება,რატომ იცინის უმისამართოდ.ვხედავ და სველი ხარ მთლად,მოდი ჩემი ქოლგის ქვეშ,ასე შორით დგეხარ რად,მთლად დაუსველებიხარ თქეშს შენ რომ მოწყენილი ხარ,მეც რაღა თქმა უნდა მწყინს მშვიდობისდილაო :hello: თეთრი ფიქრები სადღაც მიჰქრიან,თითქოს ქარია ჩემი ცხოვრება,რა ვქნა, რომ აწი არ შემიძლია,ამ შეცდომების გამოსწორება.ფიქრები ხშირად განიცდის-"სიშავეს" ღამის ცის,დროც არასდროს არ გაცდის,კაცს ყოველი წამი ცდის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Bexx Posted November 13, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2009 თუკი ერთგულება არ არსებობს,ერთად ნუ ვიქნებით მეტ ხანს,შენი მოლოდინის ჯვარზე გამაკარი,და მას ერთგულება ერქვას. თუკი უკვდავება არ არსებობს,უფალს შევავედრებ შენს თავს,შევქმნათ საოცარი სიყვარულიდა მას უკვდავება ერქვას. არ წამთ სიყვარულის არსებობა,და ჩვენ დავუმტკიცოთ ყველას,ჩვენი გულები რომ შევაერთეთ,ამას სიყვარული ერქვას. თუკი მოკვდავია ყველაფერი,თუკი ვერ ვიცოცხლებთ დიდხანს,თუკი დასასრული სიკვდილია,სიკვდილს სილამაზე ერქვას. თუკი საოცრება არ არსებობს,მომსწრე სუყველაფრის ჩვენ ვართ,შევქმნათ ხელთავიდან ყველაფერიდა მას საოცრება ერქვას. გიკვირს?! მუნჯი ვიყავ ავმეტყველდი.შენთვის ეს მინდოდა მეთქვა:დღემდე რაც შევქმენით ჩვენთვის მონატრება,"თეთრი ღამეები" ერქვას. მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედაეს რა კარგი გამიზრდია შვილიდა ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ.პირველად რომ დამიკერა ღილი.როცა წავალ,გაიხსენებს მამააპირველად რომ მნახა უკვე დიდიკარგია რომ არ გამათამამაკარგია რომ ასე კარგად მსჯიდიწავალ,მჯერა მერე იტყვის ქალიშესაძლოა დაიღვაროს ცრემლადეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალიმთვარია ვიქნებოდით ერთად.მე არვიცი რას იფიქრებს შვილიალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაცთვიტონ ვიცი მოვაკელი ხილიდა ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაცრას იტყვიან ძმები წავალ როცა,ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობასჩემს გარეშე დაიცლება ბოცაჩემს ფარეშე აყვებიან გრძნობასიქ, კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვისმუდამ სცდიდა თავის ბედს და წერასკარგი არ უკეთებია თითქმისთუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერასმე მინდა რომ ვუპასუხო ყველასქალებს,შვილებს,ჩემიანებს,მასასმოერიდონ უსაფუძვლო ღელვასარ ვაპირებმე ჯერ არსად წასვლას ავტორი : ნიკო გომელაური http://s.bebo.com/app-image/7925837058/5411656627/PROFILE/i.quizzaz.com/img/q/u/08/04/05/Love_Eyes.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ნინო Posted November 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2009 შენ რომ მოწყენილი ხარ,მეც რაღა თქმა უნდა მწყინს - - - ვერ გადავურჩით მარტის ქარტეხილს,დავრჩით ჭირხლის და ყინვის ამარა,ენძელა - ჩემი სულის ნატეხი,მოუსვენარმა თოვლმა დაფარა... იღვიძებს მარტი თვალთა ფერხულით,აპრილის დღეებს ხვდება უმწვანო,ბარში მივდივარ, მთას გაზაფხულიხურჯინით უნდა ამოვუტანო!... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted November 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2009 ჩემი სულის ნატეხი,მოუსვენარმა თოვლმა დაფარა...თოვლის , მე არ ვიცი რა მმართებს,რატომ მიმალავს შენს ნაფეხურებს-მისამართEბს,საოცნებო ქალბატონო,მაინც მივაგნებ თქვენს კვალს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ნინო Posted November 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2009 თოვლის , მე არ ვიცი რა მმართებს,რატომ მიმალავს შენს ნაფეხურებს-მისამართEბს,საოცნებო ქალბატონო,მაინც მივაგნებ თქვენს კვალს ქორწილი ზეცაში შენი სუნთქვა წმინდა სანთლებს აქრობს,ო, ბაგეო - ლოცვა რისთვის აცხოვლე,შენ ხარ ჩემი იდუმალი საქმრო,მე ვარ შენი სევდიანი საცოლე... ჩვენ ზეცაში გადავიხდით ქორწილს,რადგან ავცდით აქ, მიწაზე ერთმანეთს,ჩვენ ზეცაში გადავიხდით ქორწილს,სადაც ლურჯი ყვავილები ფეთქავენ. არ გვჭირდება საქორწილო სუფრა,თოლიებმა ლურჯი ფრთები გაშალეს,რიჟრაჟისას მადლს შევწირავთ უფალს,და ვარსკვლავნი ჩააქრობენ მაშხალებს. ჩვენ მეჯვარედ გამოგვყვება მთვარე,და ღრუბლები გაგვიშლიან სარეცელს,შენ ხარ ჩემი სულის ნახევარი,დაგკარგე და... ირემივით დაგეძებ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted November 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2009 ჩვენ ზეცაში გადავიხდით ქორწილს,რადგან ავცდით აქ, მიწაზე ერთმანეთს,ჩვენ ზეცაში გადავიხდით ქორწილს,სადაც ლურჯი ყვავილები ფეთქავენ.იცი, ჩემო კარგო, ისეთი განცდა მაქვს, რომ, თითქოს წარსულში ვართ მომავალი და იქიდან ვბრუნდებით აწმყოში, რომ მერე წარსულში გადავბარგდეთ სამუდამოდ. დავიბენი, იქ მომავალში როგორ აღმოვჩნდით ერთად, როდესაც არც აწმყოში და არც წარსულში არ ვიცნობდით ერთმანეთს? მოკლედ, იმ მგზავრებს ვგავართ, გაღმა ნაპირზე რომ გავიდნენ, მდინარე კი არ გადაუცურავთ. ძალიან ხომ არ ჩავახუჭუჭე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ნინო Posted November 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2009 დავიბენი, იქ მომავალში როგორ აღმოვჩნდით ერთად, როდესაც არც აწმყოში და არც წარსულში არ ვიცნობდით ერთმანეთს? საოცარია, მეც ასეთივე გრძნობა გამიჩნდა. არ ვიცი რატომ... ისე ლამაზად, მთრთოლვარედ თოვდა,მე გამირბოდა თვალები ცაში,გული გაჭრას და სიყვარულს მთხოვდადა სწორედ მაშინ შემომხვდი გზაში... მერე ყურება დამჩემდა ცაშიდა შევეჩვიე კიდეც მოლოდინს,ჩვენ უცნობები ვიყავით მაშინდა უცნობებად დავრჩით ბოლომდის... დადიხარ ასე, დავდივარ ასე,და აღარა აქვს ბოლო მოლოდინს,არ ვიცი რატომ, არ ვიცი რაზე,ჩვენ უცნობებად დავრჩით ბოლომდის! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted November 13, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 13, 2009 (edited) ისე ლამაზად, მთრთოლვარედ თოვდა,მე გამირბოდა თვალები ცაში,გული გაჭრას და სიყვარულს მთხოვდადა სწორედ მაშინ შემომხვდი გზაში... მერე ყურება დამჩემდა ცაშიდა შევეჩვიე კიდეც მოლოდინს,ჩვენ უცნობები ვიყავით მაშინდა უცნობებად დავრჩით ბოლომდის... დადიხარ ასე, დავდივარ ასე,და აღარა აქვს ბოლო მოლოდინს,არ ვიცი რატომ, არ ვიცი რაზე,ჩვენ უცნობებად დავრჩით ბოლომდის!დაბნეული ვარ, რადგან მთელი ცხოვრება ვეძებ, მთელი ცხოვრება დავდევ, მთელი ცხოვრება ჩემი ახალგაზრდობის ფრთამოტეხილ ოცნებას დავეძებ და...აი, როცა მგონია რომ ვიპოვე, მაშინ ვხვდები რომ სიყვარულის უფლება არ მაქვს Edited November 14, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted November 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2009 დილამშვიდობისაო ყველასhttp://pic.ipicture.ru/uploads/091114/V2zNQTHxD4.gif ბაღი იცინის, ქალწულივით ჰყვავის და ბრწყინავს.ღრუბელი ტირის, თითქოს მისი სურვილი ჰქონდეს.ქუხილი გრგვინავს ისე ძლიერ, როგორც მე ვგმინავ,განთიადისას სიყვარულზე როდესაც ვგოდებ. შაჰიდ ბალხელი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Bexx Posted November 14, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2009 You are my world.You are my life.You are my everything.You are my wife. You are my best friend.You are my lover.You are my dreams come true.You are my shelter, my cover. You are my sun in the sky.You are my moonlight at night.You are all the good in the world.You are all that is right. You are all that I see.You are all that I feel.You are all that I need.You are all that is real. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted November 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 14, 2009 ეს სიცოცხლე თამაშია ლანდების,ლანდებივით გზას მივყვებით ეკლიანს,ეს სიცოცხლე შორეული სანთლებისწმინდა დღეთა მკრთალი ანარეკლია. ო, თანდათან მქრქალდებიან ლანდები,იკარგება ადრეული მშვენება,ზმანება კი ისევ გაიფანტება,არასოდეს აღარ მომეჩვენება. გამთენიის ნაცრისფერი ბინდია _დედამიწის ბუნდოვანი მანდილი,გულში წმინდა ჟრუანტელი მინთია,აღსრულდება ნუთუ გულის წადილი. შეისმინე მარადისის ძახილი,დაიჯერე, გაქრებიან ლანდები,მარადი დღე ახლოვდება ახალი,ლანდებივით მკრთალდებიან დარდები. ვლადიმირ სოლოვიოვი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted November 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 (ჰე, ღმერთი, რჯული...) ჰე, ღმერთი, რჯული, _ მეც არ ვუწყი,ვინა ვარ, რა ვარ,ეს რა უცნაურ ყოფაში ვარ, _ მე მე არა ვარ;მეტრფე ვარ? სატრფო? სიყვარულითუ საყვარელი?ღვინით კი არა, გაოგნებით სავსე ჯამი ვარ.მე მე ვარ ნეტავ? მე მე არა ვარ?რა ვარ, ვინა ვარ, _ არსი ვარ თუ ბრმა მოჩვენება,თუ სულ სხვა რამის ნიღაბი ვარ? _მე მე არა ვარ.მარადისობის წილკერძი ვარ, _ სული მედინი,უცხო დიდების თავი ვარ და... მე მე არა ვარ. ჯალალ-ედ-დინ რუმი დილამშვიდობისაო ყველას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pompiero Posted November 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted November 15, 2009 ეს დღეც გავიდა . . . ისე, რომ არ გამხსენებიხარ . . .აღარ მათრთოლებს შენს სარკმელში გამონათება.რაც გინდა, მოხდეს, დახშულია გულის კარები,აღარაფერი არც მახარებს, არც მედარდება. ვეღარ ამღერებს ჩემს გიტარას აკორდთა ცეკვა,ფრთებმოკეცილი მუზა კლდეზე ჩუმად ისვენებსდა ხვალინდელის უსასოო ბუნდოვანებაგამთენიისას თვალახელილს ღაწვებს მისველებს. აღარ დაგეძებ ცხადში, ძილში–– თავს დაღლას ვატყობ.აღარ მიყვარხარ, მაგრამ ზოგჯერრატომღაც გნატრობ . . . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.