Jump to content
Planeta.Ge

ლექსები, ჩანახატები, სასიყვარულო ისტორიები


Recommended Posts

- - -

 

ვიმარჩიელებ ფოთლის კარტებით

და მთელი ღამე ვიფიქრებ შენზე,

თუმც ფეხშიშველი ბოშა ვარ, მაგრამ

გულწრფელ სიყვარულს მე მაინც შევძლებ!

 

შავი მზეები აივსებიან ჩუმი

ცრემლებით წვიმიან დღეში,

მე გიცდი, მაგრამ ფიქრები მმოსავს,

და გიცდი ქარში... წვიმაში... მზეში!

 

რა ვუყოთ მერე, გიწამე ღმერთად,

თუმც ფეხშიშველი გოგო ვარ ბოშა,

შავი მზეები სიყვარულს გთხოვენ,

შენ მათი ცქერა არ გიღირს გროშად!...

 

 

მიმკითხავეს და ასე მითხრეს: ქალიაო ჩვეულებრივი

 

ის მკითხავი მე ვიყავი :bee:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვიმარჩიელებ ფოთლის კარტებით

და წაიჩურჩულებ, მადლობა გვირილავ

ვუყვარვარ, ვუყვარვად ნამდვილად!

 

და მთელი ღამე ვიფიქრებ შენზე,

და ცაზე ვარსკვლავები თვალო

 

ის მკითხავი მე ვიყავი

ვიცი ნინო, აბა, ჩემო კარგო, კარტს რას გამოაპარებ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://s09.radikal.ru/i182/0911/06/c702949e5557.jpg

 

ცოტაც და გვირილები აანთებს მინდორ-ველს,

გაზაფხული ძალას მოიკრებს, ასე რომ...

ამის მეტი სხვა რა უნდა უნდოდეს ლიცის?

გაზაფხულიც მოვა და შენც ქვეყნად არსებობ

 

 

სუსტია:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

- - -

 

განშორებისას შენს გულგრილ სიტყვებს,

ვუსმენდი ზუსტად ორი წლის წინათ,

დგას ოქტომბერი და ფიქრებს მირევს,

შენში კი წარსულს ბავშვივით სძინავს.

 

და ახლა შენი სუსტი სურვილით,

გაშლილ მაგიდას ვუსხედვართ ორნი,

მაფორიაქებს შენი დუმილი

მაწამებს, როგორც თამბაქოს ბოლი.

 

თავს არ გასცემენ თრთოლვით ხელები,

და არც ჩემს თვალებს დასცდება წვიმა,

არც ბაგე გეტყვის, რომ მესიზმრები

ისევე, როგორც ორი წლის წინათ.

 

 

სუსტია

 

ლამაზია...

Edited by ნინო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

განშორებისას შენს გულგრილ სიტყვებს,

ვუსმენდი ზუსტად ორი წლის წინათ,

ნიავ-ქარო, იქნებ ჰკითხო ნინოს,

ასე გააშტერა ლიცი რად?

გულს ნაღველი მოსწოლია იმოდენა,

თავად კი არის უდარდელი ჭრიჭინა

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

- - -

 

არ ღირს - ყველაფერი დაინახო,

არ ღირს - ყველაფერი მოისმინო,

თუ გინდა ცხოვრება გაინაღდო,

ზედმეტი დარდი მოიცილო.

 

ფერი ბევრია ყოველ დროში,

ერთი აირჩიე ბაირაღად,

მიტომ დაბრმავდა ჰომეროსი,

რომ ყველაფერი დაინახა...

 

ხმებს, მშვენიერ ხმებს ვეთხოვები,

უკვე საკმაოდ მოისილა,

მიტომ დაყრუვდა ბეთხოვენი,

რომ ყველაფერი მოისმინა!...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ღირს - ყველაფერი დაინახო,

არ ღირს - ყველაფერი მოისმინო,

თუ გინდა ცხოვრება გაინაღდო,

ზედმეტი დარდი მოიცილო.

ვიცი, რომ არ ღირს, ჩემო ნინო. რამეთუ ყველა სიტყვა ნათქვამია, ყველა სიტყვა ძალადაკარგულია, ყველა სიტყვა გაცვეთილია. და აქედან გამომდინარე, მოწყალეო ქალბატონო, არ მინდა გკადრო: ძალადაკარგული, გაცვეთილი და უკვე მრავალჯერ ნათქვამი სიტყვები. ამიტომ ვწვალობ და ამიტომ ვეძებ იმ ერთადერთ სიტყვას, სიტყვას ბგერით გამოუთქმელს, სიტყვას ლექსიკონებში აღუნუშვნელს, სიტყვას, რომელსაც ვერ დაშლი ფუძედ, თავსართად, მაგრამ ვაი, რომ ვერ ვპოულობ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სიმარტოვე

 

ახლა ჩემი გრძნობა ისე ხალასია,

როგორც ჩემი სულის სიმარტოვე,

ალბათ მარტოობაც ლამაზია,

როცა ღმერთის ტოლი მიგატოვებს.

 

ამ დღეს უსასრულო სევდა მოაქვს,

განცდილს ხელმეორედ ვინღა ჰპოვებს,

ალბათ სიყვარულზე სპეტაკია,

ასეთი საოცნებო სიმარტოვე.

 

ჰეი, ჩემი გულის სალოცავო,

რამე გასაოცრად წმინდა მთხოვე,

მოდი, ერთხელ კიდევ გამომცადე,

კიდევ გამწირე და მიმატოვე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოდი, ერთხელ კიდევ გამომცადე,

კიდევ გამწირე და მიმატოვე...

ჩემს ძველ ჭრილობებს დრო და ჟამი ვერ შეახორცებს,

შენ კი ცდილობ, რომ დამანახო სველი თვალები,

მაგრამ არ მჯერა მე მაგ ცრემლების,

თორემ ყველაფერს მხოლოდ ჩემ თავს დავაბრალებდი

და კიდევ ერთხელ შეგირიგებდი

 

სუსტია... ეტყობა ჯერ კიდევ სანახევროდ მძინავს ;)

 

დალამშვიდობისაო :hello:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემს ძველ ჭრილობებს დრო და ჟამი ვერ შეახორცებს,

 

 

მე კი მეგონა...

 

მე კი მეგონა ამ უსაზღვრო სიყვარულისთვის

გულს ფიანდაზად გადამიშლიდით...

თვალებში მენთო მოკაშკაშე სხივი ურიცხვი

და თქვენ ჩააქრეთ თქვენი სიმშვიდით.

 

მე გაჭრა მსურდა, სად - არ ვიცი, მსურდა კი გაჭრა,

მეწადა კიდეც თქვენთან ერთად დაღლაც, შიმშილიც,

მე მოვემზადე ასაფრენად, ავუშვი აფრა და...

გავიყინე თქვენი სიმშვიდით.

 

მე კი მეგონა ამ უსაზღვრო სიყვარულისთვის,

გულს ყვავილივით გადამიშლიდით!

 

გამარჯობა ლიცემერ :hello:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად... ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო, იქნებ მე ამ წვიმაში გზა რომ დანისლულია, შენი ნახვა მოვასწრო, შენი კოცნა მოვასწრო! მთელი ჩემი სხეული სველი სინანულია, მინდა თვალზე ცრემლების, ალუბლების დაკრეფვა; და ღრუბლებიც გარშემო მერცხლები რომ უვლიან, შენი ქარით გაქრება, შენი სუნთქვით გაქრება! მარტოობა ოთახში, მარტოობა რთულია! რაღაც ნისლისმაგვარი შემოიჭრა ფანჯრიდან, რომ არ გამომეღწია შენი სიყვარულიდან, ეგ თვალები დამჭრიდა, ეგ ღიმილი დამჭრიდა! უთქმელი განშორება ჩემთვის არაფერია, შენ ხომ ზღვაში დაკარგულ მარგალიტის ფასი ხარ! მიწას ორსულობისგან მთები გამობერვია, იცი რა ლამაზი ხარ? იცი რა ლამაზი ხარ? ლამპიონი ჩემსავით, მასაც მოუწყენია, თავდახრილი გაჰყურებს ქუჩას მთვრალი ლოთივით; ჩამქრალია იმედი, მისი ნატვრა ნათურა, შენი ცა მოლოდინით, შენი ზღვა მოლოდინით! მთვარე თითქოს ჯალათის ალესილი ცულია, თავი მოჭრეს ქალაქს და მზე გაგორდა აისის... კარგო ისე მიყვარხარ, კოცნა ისე მწყურია! მაგ ტუჩებმა რა იცის, მაგ თვალებმა რა იცის?! უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად... ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო, იქნებ მე ამ წვიმაში გზა რომ დანისლულია, შენი ნახვა მოვასწრო, შენი ნახვა მოვასწრო! შენი ნახვა მოვასწრო, შენი ნახვა მოვასწრო! დუდუნ-დუდუნ, დუდუნ-დუდუნ დუდუნით შენს ფიქრებში გავაბოლე თუთუნი! ნუგეშ-ნუგეშ, ნუგეშ-ნუგეშ ნუგეში კვამლი იდგა მატარებლის კუპეში! რადგან-რადგან, რადგან-რადგან რადგანაც შორს წახვედი ჩემგანაც და მათგანაც, ჩქარი-ჩქარი, ჩქარი-ჩქარი ჩქარია ამ სულსწრაფი ვაგონების არია!...

 

გიორგი ზანგური

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

- - -

 

ისე მომენატრა დღეს შენი ალერსი,

თუ გნახე იქნება კოცნითაც დაგახრჩო,

რომ სული განაბონ ჩიტებმა ხეებზე,

რომ უფრო გაწითლდეს სირცხვილით ყაყაჩო.

 

http://i040.radikal.ru/0911/10/fd04d44c3a36.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე მომენატრა დღეს შენი ალერსი,

თუ გნახე იქნება კოცნითაც დაგახრჩო,

რომ სული განაბონ ჩიტებმა ხეებზე,

რომ უფრო გაწითლდეს სირცხვილით ყაყაჩო.

არადა გუშინ პლანეტაზე

ერთმანეთი გავიცანით,

ირიჟრაჟა, წამოვხტით და

ერთმანეთის სიყვარულით "დავიხრჩვით" :hitler: :2kiss:

 

 

"ისე მომენატრა დღეს შენი ალერსი,

თუ გნახე იქნება კოცნითაც დაგახრჩო,

რომ სული განაბონ ჩიტებმა ხეებზე,

რომ უფრო გაწითლდეს სირცხვილით ყაყაჩო".

 

ეჰ, ჩემო კარგო,

ასაკგათანგული

მოჯადოებულ წრეში ჩავრჩი,

და ვერ ვწყეტ

წყეულ ჯაჭვს,

რომლითაც ათას წვრილმანს მიმაბეს.

მაგრამ ვნატრობ, რომ ჩემი ცრემლები მაინც

იქცნენ ჩიტებად,

ჩამოსხდნენ შენი ფანჯრის წინ და

ჩემს სიყვარულზე გელაპარაკნონ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უშნოდ ლამაზია ეს ქალი,ადამიანისფერ თვალებით....

სახე აქვს თითქოს ნაფრესკალი,სახე აქვს დაღლილი წვალებით....

მზეზე სახრჩობელა კიდია ,სხივებმა ატმები დახოცეს...

ეს ქალი სამყაროს კიდეა,ჰორიზონტზე რომ აკოცეს...

სული აქვს აპრილზე მუზადი ,მის მკერდზე სტრიქონი მეწერა..

ტანი აქვს თლილი და უზადო ,ლოგინზე დაღვრილი ფერწერად...

ოთახი საღამოს ემდურის,გაყინულ ცოლივით მთვარეა...

არ იყო ეს ქალი ერთგული და ახლა ვნებების ქარია...

სევდისგან ეცვლება ნაკვთები ამ ღმერთის საცოლე პითიას...

ვუყურებ და მიკვირს არ ვკვდები ეს ქალი ცოცხალი მითია..

იები ამ ქალის სულს ზრდიან ,მგონია ეს ქალი თამარს შობს...

 

 

გიორგი ზანგური

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...