Jump to content
Planeta.Ge

ლექსები, ჩანახატები, სასიყვარულო ისტორიები


Recommended Posts

დილამშვიდობისაო ყველას :hello:

 

ლამაზო, ფეხები მიადგი ერთმანეთს

კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,

გვირილა გაკოცებს კანჭებზე ღმერთმანი

შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ.

 

გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,

ვერ ხედავ, მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?

მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება

და გვიან მიხვდები, ძვირფასო, რაც გელის,

 

თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი

ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,

რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!

არ იცი, მაგრამ მე ვიცი რაც არის.

 

ეგ ყელი, მაღალი როგორმე დაფარე,

იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს.

თუ არ დამიჯერებ, წვეთს შემოგაპარებს,

მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.

 

ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,

ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,

თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა:

''რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო?!"

 

გიორგი ზანგური

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:hello:

- - -

 

იცით რა მინდა...

სიყვარული მინდა მაწვიმდეს,

მიმტროს ამინდმა,

გალუმპული სული აწივლდეს.

ის რაც წავიდა, აღარასდროს

ავნებს აწინდელს,

დადგეს წამი და ულამაზეს

წამად გაცივდეს...

ჩემი სულიდან თქვენს სულებში

გადავნაწილდე...

ბევრი არ მინდა,

სიყვარული მინდა მაწვიმდეს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იცით რა მინდა...

სიყვარული მინდა მაწვიმდეს,

მიმტროს ამინდმა,

გალუმპული სული აწივლდეს.

ის რაც წავიდა, აღარასდროს

ავნებს აწინდელს,

დადგეს წამი და ულამაზეს

წამად გაცივდეს...

ჩემი სულიდან თქვენს სულებში

გადავნაწილდე...

ბევრი არ მინდა,

სიყვარული მინდა მაწვიმდეს!

ნინო

"არიან სიტყვები, რომელნიც გამოთქმისას შეიბღალებიან ხოლმე, მხოლოდ იმ სიტყვას აქვს წონა, რომელთაც საქმე მოჰყვება და მსხვერპლი...უმსხვერპლო სიტყვა ისევე ამაოა, როგორც უსურნელო ყვავილი, უნათლო შუქი.გინდა სითბოს მოკლებული მზეი"

 

კ.გამსახურდია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტანს გეტმასნება სველი ალერდი.

ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს.

და აზიდული მაღალი მკერდით

მიეფინები მწვანე ეზოებს.

დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი

და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი.

გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტი -

და ატევრილი სხეულმზიანი

როგორც ავაზა

შენ ტანმხურვალი

დაეძებ კუროს -

რომ დაგიურვოს...

გხედავ და ვიცი: შენი კუნთები

დათესლილია ჩემი სურვილით.

წამოვიწევი... შენ გაბრუნდები

გადალეწილი მხეცის წყურვილით -

და გავარდები...

დაგედევნები...

თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან:

შენი ვარ შენი მოდი გევნები.

მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს

აგიყვან ხელში

და გადაგისვრი დიდ საწნახელში -

რომ შენი ტანით დავსრისო მაგრად

მწიფე მტევნები...

მაგრამ თვალები -

თვალები - თვალები: -

უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში.

ათასი ქალი ყველა მრუში.

აშარა თუ ხარ კახპა და ურცხვი.

გწყურია ვაჟი უცხო და უცხო.

არა ხარ ჩემი არ ხარ არვისა.

თუმც არაოდეს არ ხარ უარზე.

იცოდე: მოვგრეხ ნებას ყუაზე.

ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისა.

და შენი თმების წითური მორგვით.

მიგაკრავ მაგრად ცხენის ძუაზე...

მაგრამ თვალები -

თვალები - თვალები:

ეხლა მადონნა - წმინდა - ხასხასა.

რა გიყო მე შენ უძღებო ხასავ?!

ნელი და ტკბილი

ქვემეფინები -

რომ გადავიქცეთ ჩვენ კიდევ წყვილი.

ელამურ ღიმილს მომახვევ რიდეთ.

მეც დავრბილდები რისხვარის მოშლით.

აგამზეურებ როგორც შუბის ტარს

ირუბაქიძის

და ერთხელ კიდევ

გასუდრულ მტევანს

გაგშოლტავ "ლოშნით".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

"არიან სიტყვები, რომელნიც გამოთქმისას შეიბღალებიან ხოლმე, მხოლოდ იმ სიტყვას აქვს წონა, რომელთაც საქმე მოჰყვება და მსხვერპლი...უმსხვერპლო სიტყვა ისევე ამაოა, როგორც უსურნელო ყვავილი, უნათლო შუქი.გინდა სითბოს მოკლებული მზეი"

 

კ.გამსახურდია

 

... და თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად, სიყვარულია ალბათ ის ღმერთიც...

 

 

ჩემს ტოლებს

 

ვიცი, რომ მზითვად არ მომცემენ ”ვეფხისტყაოსანს”

არც წასაღებად დაჰკეცავენ ქირმანის შალებს,

არც ქართულ კაბას ჩამაცმევენ ჯვარის საწერად,

არც ვერცხლის ქამარს მომავლებენ დარდიან წელზე.

 

ცაში ოთახი განათდება იაპონურად,

ბედნიერებას მომილოცავთ უცხო კილოზე,

მრავალ წერილებს გამაყოლებთ გზის საპოვნელად,

მრავალ მოკითხვას დავუხვდები ვით მკვდარ მიმოზებს.

 

დავიმალები სიყვარულის ცისფერ სუნთქვაში,

დიდი იქნება აღტაცება მზეგამართული,

უხვი კოცნები, ვით კახეთში ღვინის მარნები,

და სადღეგრძელოს მოიტაცებს სიტყვა ქართული.

 

ნამჯისფერ ფრჩხილებს დაამძიმებს მთვრალი ჰაერი,

გულის პასუხი ყარამფილებს ვეღარ დაყნოსავს,

და მე ვიქნები სიკვდილივით გაუხარელი,

რადგან მზითევში არ მომცემენ ”ვეფხისტყაოსანს”.

 

ნინო თარიშვილი

Edited by ნინო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მშვიდობისდილაო ყველას :hello:

 

 

 

...:სახლი მინდოდა მქონოდა:...

სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის,

სასთუმლად _ ნუშის ბაღნარი, საბნად _ თიბათვის ნისლი.

ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით,

გადავრეკადი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით.

ავაშენებდი სალოცავს გადადუღებულს კირში,

გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,

გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,

მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.

გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს

და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს.

მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს

და ჩემი პურის თონეში ფიჩხებს ჩავყრიდი _ მზის სხივს,

ბაბუაჩემის საწნახელს გადავუხსნიდი ძარღვებს,

არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,

ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს

ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს.

მერე ვნახავდი საცოლეს _ ცისფერთვალებას, ლამაზს,

შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდავერცხლილ ქამარს

და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერსს,

შვილებს სახელად მივცემდი ლაზარეს, თომას, პავლეს,

მოვწყვეტდი დედის ძუძუდან, რძემდე ვასმევდი ღვინოს

და სასაფლაოს საყდარში შუბლხე ვაცხებდი მირონს,

მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე,

პატარა მაჟებს ვანდობდი, მე რომ თოფი მაქვს სხვენზე.

წკეპლას მოვცხებდი თეძოზე ჩემს ხალიბნალა ფაშატს

და ვაჯებს ვანადირებდი, კვდომის ვაცნობდი ლაზათს.

სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის,

სასთუმლად - ნუშის ბაღნარი, საბნად - თიბათვის ნისლი

 

გიორგი შალამბერიძის

 

 

 

 

 

 

დღეს ეს ლექსი ვარ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

- - -

 

იზეიმებენ შეხვედრას ჩვენსას

თეთრი შროშნები,

და ყაყაჩოთა წითელ დროშებით

შემოგვხვდებიან ვრცელი მინდვრები.

განვიწმინდებით...

ყოველივე ბოროტისგან განვიწმინდებით,

ჩვენს დასალოცად მოვა მაისი,

ოქროს ქოშებით...

და ჩვენს შეხვედრას დიდი ზეიმით,

დიდი ხალისით,

იზეიმებენ მინდვრის შროშნები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

...:momento mori:...

ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,

ახლა მოდის ივნისი,ირგვლივ მწვანე მოლია.

ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,

ჩემი გული და სისხლი ეს_ memento moriა.

 

დღეს სამია ივნისი, მინდა იყოს ცამეტი,

ჩემს გარშემო ციხეა-მწუხარების სავანე.

რომ მდომოდა სიცოცხლე,სიკვდილს არ ვიწამებდი,

მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.

 

სადღაც მთასთან იწვიმა,სადღაც მთაზე ბურია,

ამნაირი ღიმილი უწინ მე არ ვიცოდი.

ახლა მე ცას ვუცქერი,ცაძე ანთებულია

ვარსკვლავები_სიმბოლო თეთრი მარადისობის.

 

ახლა რა ვქნა, არ ვიცი, მე როდესაც ასე ვარ,

როცა სულს ეპარება აჩრდილები სიბერის.

მე ძლიერი ტალანტი,ზეციური არსება,

ჩემი ნაზი სამშობლო_ლაჟვარდები ცისფერი.

 

რა ვქნა,შავი ღამეა,მძიმე და უსაშველო,

მახსოვს ჩემი სოფელი,მისი ყრუ ადგილები.

 

http://i018.radikal.ru/0911/81/e26a310125e7.jpg

ახლა რაღაც სხვა მინდა,რაღაც სხვა,უსახელო,

რომ დაღუპვა მომელის ვიცი დანამდვილებით.

 

ნელა გადის დღეები და ძნელია გარჩევა,

მე,ძვირფასო ვერ მოვალ,გზა შენამდი შორია.

ჩემი გვარი: გრანელი_პოეზიას დარჩება,

ჩემი გული და სისხლი ეს _memento moriა.

 

ტერენტი გრანელი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ მოხვალ

 

ისევ მივყვები ღორღიანს, ქვიანს,

ირხევა ჩემი საყურე ვერცხლის,

შენ მოხვალ, როცა იქნება გვიან,

როდესაც გულში ჩაქრება ცეცხლი.

 

ჩამოიშლება ტაძარი რწმენის,

და ეს თიბათვე ველებს გათიბავს,

როცა ჩაქრება ხანძარი ჩემი,

აღარ მეცმება კაბა ქათიბა...

 

აღარ დავიჭერ გზისაკენ თვალებს,

სულ ჩაქრებიან ქარში ნუშები,

მე დაგივიწყებ ძალიან მალე,

და შემოდგომა მოვა უშენოდ.

 

მერე ინანებ, რომ არის გვიან,

მოდგები ამ ჩემს გზასთან, ქვიანთან,

რომ უშენობით დამჭკნარა ღვია,

რომ სადღაც გზაში დაგაგვიანდა...

 

მე კი გავყვები ღორღიანს, ქვიანს,

კვლავ იწკრიალებს საყურე ვერცხლის,

შენ მოხვალ, ვიცი, ძალიან გვიან,

როდესაც გულში ჩაქრება ცეცხლი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ მოხვალ, ვიცი, ძალიან გვიან,

როდესაც გულში ჩაქრება ცეცხლი!

ნინო

ცეცხლი ზედ გულზე მაქვს დახლილი

და ძალიან გთხოვ არ ჩააქრო,

თორემ ვერ გადავრჩები იცოდე :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი :hello:

 

. . .

 

იქნება თეთრი ნუშების თოვა

და გაზაფხულის მეჯლისი სადმე,

მე ჰაეროვან სამოსით მოვალ

ღიმილით, მზით და სინათლით სავსე.

 

იქნება თეთრი ნუშების თოვა,

და თეთრ ფანტელთა ტრიალი თავზე,

მე საცეკვაოდ უთუოდ მოვალ,

გაზაფხულით და სინათლით სავსე.

 

რომ სამუდამოდ შემორჩეს ხსოვნას,

რომ ეს აპრილი ყოველთვის აღდგეს...

მე ჰაეროვან სამოსით მოვალ

და ერთხელ კიდევ ვიცეკვოთ სადმე.

Edited by ნინო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

- - -

 

მე თუ ვტირივარ, ნაღდი ცრემლი მიოსებს თვალებს,

მე თუ ვიცინი, პირფერობა სადღაც აგდია,

მე თუ ვიყვარებ, არა ვგევარ ბრჭყვიალა ქალებს,

და რაც ჩემშია, ყველაფერი მუდამ ნაღდია...

 

მე თუ ვმეგობრობ, ერთგულებას ელოდო უნდა,

მე თუ ვღალატობ, იმ ღალატსაც რაღაც ფასი აქვს,

არ ვხურდავდები, არც არასდროს ვაბრუნებ ხურდას,

და არ ვთამაშობ ცხოვრებასთან ორმაგ პასიანსს...

 

მე თუ ვუჩოქებ, ალალ გრძნობას ვუჩოქებ მარტო,

მე თუ ვაღმერთებ, სიყვარულის ღმერთია იგი,

და მე თუ ვნატრობ, შენგან მოწვდილ ალავერდს ვნატრობ,

რადგან უშენოდ არსებობა არაფრად მიღირს!...

 

მანანა ფრუიძე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და ერთხელ კიდევ ვიცეკვოთ სადმე.

და ცვივა ვალსის ტკბილი ჰანგები,

კისერზე შენი ხელები მავლია,

მომწონხარ ძლიერ +მეჟრუანტელები,

დღეიდან მე ამ ფორუმის ვალში ვარ :2kiss: :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ ხარ ლიც :love3:

 

...

 

უშენოდ სკა ვარ ცარიელი,

უსარგებლო და უნაყოფო,

უშენოდ ბაღი ვარ ცარიელი

ღმერთმა უშენოდ ნუ მამყოფოს!

 

უშენოდ სიბერის ყავლი მომდის

უშენოდ ჩემთვის დღე არ დღეობს,

უშენოდ ვაზი ვარ ყვავილობის,

სადა ხარ, ჩემო მებაღეო!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

- - -

 

გაზაფხული გახმიანდა კვლავაც,

დაიღვარა მუქ, ლილისფერ ფერებად,

სიყვარულის ერთი სუსტი ხმა ვარ,

ხმა ვარ, ვიცი, ვერვინ მომეფერება...

 

გაზაფხულზე მოვინატრებ სიცოცხლეს,

მზეს როცა აქვს მოალერსე ხელები,

თან გავყვები იებსა და ენძელებს,

ხმა ვარ, აბა როგორ მომეფერები...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...