Jump to content
Planeta.Ge

თეა თუთბერიძე - ორშაბათს 17(ხუთ) საათზე


Recommended Posts

chegesto

4 . თქვენი აზრით ამ მეთოდებით ბრძოლა ასე ვთქვათ სიბნელესთან მისიონერის როლის მორგება რელიგიური ექსტრემიზმის გარდა სხვა რამე შედეგს იძლევა? ხომ არ ფქრობთ რომ გადასახედია მეთოდები ?

 

პირველი, მისიონერობას ნემდვილად ვერ დავიჩემებ :D, მეორე - ყოველთვის „ბრძოლის“ ყველა მეთოდი არ ამართლებს. ამ მეთოდს, როგორც თქვენ უწოდებთ, თავისი შედეგი უკვე ჰქონდა. აწინ საჭიროა „ბრძოლის“ სხვა მეთოდების გამოყენება :D.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 532
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

chegesto

5.რას იტყვით ქართულ პოლიციაზე რომელმაც უწყინარი (მანამ სანამ თქვენ მას გამოაქვეყენბდით) ვიდეორგოლის დამზადებისათვის დაკითხეს და კინაღაამ დააპატიმრეს მამა ბუასილი

 

ვთვლი, რომ ვიდეოების დამზადებაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ეს უფლებამოსილების გადამეტებაა შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების მხრიდან, ვინაიდან სამართალდამცველების მოქმედება წარმოადგენს სიტყვის, გამოხატვისა და ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლებაში უკანონო ჩარევას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებების პრინციპებს. ესაა გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია ევროკაონვენციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, ასევე ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით. გამოძიების დაწყება სერიოზულ დარტყმას აყენებს საქართველოში სიტყვის დ გამოხატვის თავისუფლებას. შეუძლებელია სისხლის სამართლის კოდექსში ვიპოვოთ ერთი კონკრეტული მუხლი, რომელიც ადეკვატური და რელევანტური იქნებოდა ვიდეო-რგოლებთან მიმართებაში. დღეს ვერც შსს და ვერც იუსტიციის სამინისტრო ვერ აკეთებენ ოფიციალურ კომენტარს თუ რა მუხლითაა დაწყებული ეს გამოძიება და რის საფიძველზე მოხდა იმ ორი ახალგაზრდის დაკითხვა. არაოფიციალური ინფორმაციით გამოძიება დაწყებულია რელიგიური ღვთისმსახურებისთვის ხელის შეშლის მუხლით, რაც აბსურდია და არანაირად არ მიუდგება ამ ვიდეო რგოლების დამზადებას. ასეთივე წარმატებით ამ ვიდეო რგოლების დამზადებას შეუძლიათ მიუყენონ მაგალითად ტერორიზმის მუხლიც.

ისე რა გინდათ, მშვენივრად ჟღერს, შინაგან საქმეთა სამინისტრო და გენერალური პროკურატურა დაეძებს ვინმე “მამა ბუასილს” :D :D :D :D :D :D :D :D :D :D თურმე ძალიან მნიშვნელოვანი კრიმინალი და დამნაშავე აღმოუჩენიათ “მამა ბუასილის” სახით. აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, გამოძიებამ “გამოავლინა” ორი პირი, რომლებსაც ბრალი მიუძღვის “მამა ბუასილობაში” :D :D :D :D :D :D :D :D :D :D და იქნებიან მალე ეჭვმიტანილები ტერორისტული აქტების მომზადებაშიც. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ ამოუღიათ თურმე ფაქტობრივი მტკიცებულებები, ვიდეოფაილები და კომპიუტერები :D :D :D :D :D :D :D :D :D ძალიან მაინტერესებს, რა ფაქტობრივი მტკიცებულება ამოიღეს? შეუძლებელია რაიმე სახის ვიდეო რგოლი ამ ორი ადამიანისაგან იყოს ამოღებული, იმიტომ, რომ ეს ორი ადამიანი არ არის ამ ვიდეორგოლის დამამზადებელი. ვიცი ვინც ამზადებს აღნიშნულ ვიდეო რგოლებს, მე უკვე ვვურთიერთობ ამ ადამიანთან თითქმის ყოველდღიურად. შემიძლია მხოლოდ ერთი გითხრათ, ის ამჟამად საქართველოში არ არის, ევროპაში ცხოვრობს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თეას ვეთანხმები, რომ ეკლესიაში უდიდესი პრობლემებია, რომელებიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას და ამაზე ლაპარაკი + კრიტიკა ძალიან სასარგებლო იქნება. ეს ისევ და ისევ მორწმუნეთათვის იქნება კარგი. ჩემს უბანში ერთი ეკლესიაა და ადრე შევნიშნე იმ ეკლესიის მღვდელი (კონკრეტულად არ ვიცი, რას წარმოადგენდა იქ, მაგრამ ერთ-ერთი ბობოლა ვინმე იყო) გამოვიდა ეკლესიიდან, გააბოლა მწვანე MM, ჩაჯდა ჯიპუკაში და თავისი ჯიპუკა იქვე მოიკაზე მიაყენა. მრეცხავი რეცხავდა მანქანას ჩვეულებრივად, იმ მღვდელმა კი მიაძახა: "აუუუ, ცოტა მალე იმასქენი რაააა".

 

ასეთი ფაქტები უმარავზე უამრავია და გაჩუმება რას მოიტანს სასიკეთოს?

 

არც არაფერს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

chegesto

6.ხოდა ბოლოს... თქვენ თავისუფალი სიტყვის დაცვა მამა ბუასილის ამბების მერე დაიწყეთ თუ ზოგადად მებრძოლი ადამიანი ბრძანდებით? რაღაც არ მახსოვს თქვენი შეშფოთება იმ უამრავი სხვა ფაქტის გამო, რომლის დროსაც რეალურად სიტყვის გამოხატვის და სხვა თავისუფლებები ირღვეოდა .

 

გმადლობთ წინასწარ

 

ცუდი მეხსიერება გქონიათ სამწუხაროდ :D :D :D :D :D :D :D :D :D :D იქნებ შემახსენოთ მასეთი ფაქტები? :D

მადლობა თქვენ საინტერესო შეკითხვებისთვის :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

prologic

 

ციტატა(prologic @ 8th November 2009 - 01:20 PM)

ქა-ნო თეა, თქვენი აზრით სად მთავრდება სიტყვის გამოხატვის თავისუფლება? არის ესეთი ზღვარი,თქვენი აზრით?

 

 

სიტყვის თავისუფლება ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია დასცინოს ნებიმიერი საჯარო პირს, გამოთქვას მასზე ნებისმიერი აზრი და ამისათვის არ დაისაჯოს სახელმწიფოს მიერ, არამედ პირიქით - სახელმწიფომ დაიცვას მისი ეს უფლება. შეიძლება ეს ძალიან უხამსი ან უზრდელი ქცევა იყოს, მაგრამ ეს მაინც ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებში. მაგალითად, -ჩემი facebook-ის Inbox-ში ძალიან ბევრი შეურაცხმყოფელი წერილები იგზავნებოდა ამ ამბების გამო, ეხლაც იგზავნება მგონი . მე მათ facebook-ის ჩემს გვერდზე ღიად ვაქვეყნებდი ყველას და გამოვაქვეყნებ კიდევ. ამ ადამიანებს ამის უფლება ჰქონდათ, რომ ამ ფორმით გამოეხატათ საკუთარი დამოკიდებულება, საკუთარი აზრი და პროტესტი, ისევე როგორც ე.წ

 

 

ვთქვათ "მამა ბუასილზე" არანაკლებმა "ნიჭიერმა" დაამზადა მიხეილ სააკაშვილზე ან ლევან რამიშვილზე არანაკლებ "საინტერესო" და პიკანტური ვიდეორგოლები. განათავსებთ თქვენს Facebook- ზე. ??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამარჯობა

 

სამწუხაროდ საპატრიარქო გახდა საქართველოს მმართველი პარტია ხოლო პატრიარქი - ბელადი.

პატრიარქმა რომ თქვას თავები მოიკალით ერთადერთი გზაა ხსნისო ყველა თუ არა ბევრი გააკეთებს ამას :D

ეს ბელადობა რაში გამოიხატება. გუშინ ქორწილში 3 ჯერ დალიეს მართლმადიდებლობის სადღეგრძელო მერე კიდევ ერთადერთი ცოცხალი წმინდანის - პატრიარქის სადღეგრძელო :D მაგრად დავიგრუზე და წამოვედი. იგივე ხდებოდა ბევრ სუფრაზე, რომელზეც მომიწია ყოფნა.

თან ამ სადღეგრძელოს ტაშით რომ ეგებებიან. ეს დაემსგავსა სტალინის დრიონდელ საქართველოს სსრ-ს, როცა პირველი სადღეგრძელო იყო საბჭოთა კავშირი მმართველი პარტიის სტალინის მეთაურობით :D ზუსტად იგივე ხდება დღეს და თითქოს ამას ვერავინ ხედავს. რატომ არავინ ადღეგრძელებს მიშას ან გრეჩიხას? :D) იიმიტომ რომ ისინი ავტორიტეტები არ არიან ყველასთვის ავტორიტეტი თეთრწვერა ბაბუაა.

პატრიარქი სახელმწიფოს საქმეებშიც ერევა. ხორბლის და ვაზის ჯიშები, რუსეთთან ურთიერთობა, ბრძენი აზერების პრეზიდენტი და ა.შ მისი მოწოდებები გამოსვლები. გაეროს ტრიბუნაზე მიშა რომ გამოდიოდა ქართულ დელეგაციაში იჯდა მღვდელი ვინ იყო არ ვიცი მაგრამ ხო იჯდა :D

მოკლედ მრავალია ასეთი ფაქტები ყველკას არ ჩამოვთვლი(უკანასკნელი ვიდეოების ამბავი)

 

ჩემი კითხვა ასეთი იქნება როგორ უნდა დავასრულოთ ეს? როგორ უნდა გატარდეს საპატრიარქოში რეფორმები? როგორ მოვაშოროთ შორენას და იობის იდეოლოგები საქართველოს?

იქნებ აღრარ დალიონ კგბს აგენტების სადღეგრძელოები სუფრბეზე :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

vitaminC

ამხანაგო თეა

 

1. თქვენის აზრით , რა იყო აბო თბილელის წამების და მოკვდინების რეალური მიზეზი?

2.საუკუნეების გადასახედიდან, რა აზრის ხართ გრიგოლ ხანძთელზე და როგორ შეაფასებდით მის მოღვაწეობას?

 

გმადლობთ.

 

მიმაჩნია რომ ეს კითხვები აქ არაფერ შუაშია, მაგრამ . . . თქვენ, თუ ჩემი ჰაგიოგრაფიული და ისტორიული ცოდნის დონე გაინტერესებთ, მაშინ უფრო ვრცლად გაგცემდით პასუხს სხვა დროს, მაგრამ თუ თქვენ ეს შეკითხვები სხვა მიმართულებით დასვით, მაშინ მეც შევეცდები გულწრფელად გიპასუხოთ. აბო თბილელმა გააკეთა არჩევანი, მიიღო გადაწყვეტილება და ეზიარა იმას, რაც გულით სწამდა. აწამეს იმიტომ, რომ მის საქციელს გადამდები ხასიათი არ ჰქონოდა, იმიტომ, რომ იგი ბევრად ძლიერი, სულით ძლიერი აღმოჩნდა...... ეს იყო მისი მხრიდან ჟესტი, რასაც 21-ე საუკუნეში, ,,ცივილურ" ეპოქაში....... დანარჩენი თავად გააკეთეთ დასკვნები.... ასე, რომ რწმენის თავისუფლება ხომ ხედავთ როგორი მნიშვნელოვანი რამ არის :D. ისე ბავშვობაში სულ მეცინებოდა, როცა აბო თბილელის ცხოვრებას გმირობად წარმოგვიდგენდნენ. ქრისტიანები რომ გადადიოდნენ და იცვლიდნენ სარწმუნოებას, მათ მოღალატეებად გვასწავლიდნენ და აბო რატომღაც გმირი იყო :D. აბა არაბებისთვის ეკითხათ :D :D :D :D :D :D :D :D :D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაშოშმინდი ფრენკ

რატო? უცენზუროს ვამბობ რამეს?

 

მაინტერესებს სადაურია თეა... სიტყვა "რელევანტურს" კარგად ხმარობს და "მაგ" კი არა "ეგ" რო უნდა თქვას არ იცის? :D

 

 

 

 

აი მაგ არ მესახება რეალურად

სიდოური ხარ თეა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Helena222

თეა, ხომ ვერ აგვიხსნით რა არის რწმენა?????????

 

ძალიან სასაცილო შეკითხვაა :D :D :D :D :D :D :D :D :D თუ მაგ კითხვაზე პასუხი აქამდე ვერ მოგინახავთ, წაბრძანდით ეკლესიაში და იმედი მაქვს რაღაცას მაინც აგიხსნიან :D

 

Helena222

და ვარლამმა რატომ კითხა -დოქსოკულო შენ დედა გყავსო?????????

 

:D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა უბრალოდ მინდა რომ ეგ ბოლოსკენ კითხო

მაინც არ უპასუხებს და რა აზრი აქვს თავში ვკითხავ თუ ბოლოში :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kavkazski_lev

1) თავისთავად ის ფაქტი, რომ თქვენ ღიად საუბრობთ ეკლესიაში არსებულ დარღვევებზე, მისასალმებელია, თუმცა ხომ არ იქნება უკეთესი, რომ თქვენ კონკრეტული ფაქტები წარგედგინათ ამ საკითხთან დაკავშირებით, ვიდრე უხამსი ვიდეორგოლები?

 

მართალია ერთ ვიდეო რგოლში რამოდენიმე უხამსი სიტყვა იყო გამოყენებული, მაგრამ ეს პატრიარქის შეურაცმყოფელ ვიდეო რგოლად ნამდვილად არ მიმაჩნია. იმ გაშარჯებული ვიდეო რგოლიდან პატრიარქი „აყენებს თავად შეურაცხყოფას“ პრეზიდენტს :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D

 

ვთვლი, რომ ეს ვიდეო რგოლები, არ იყო პატრიარქის შეურაცმყოფელი. პირიქით პატრიარქმა თავად მიაყენა ქართველ ხალხს შეურაცყოფა იმ განცხადებით, რაც მან პედაგოგებთან შეხვედრისას თქვა, რომ თურმე ქართულ სახელმწიფოს არ უნდა დაეცვა საკუთარი მოქალაქეები და რომ თურმე შეცდომა იყო ქართული ჯარის ნაწილის შესვლა საქართველოს ტერიტორიაზე თავისივე მოქალაქეების დასაცავად. მიმაჩნია, რომ სწორედ ეს იყო შეურაცმყოფელი და არა ის ვიდეო რგოლები, რომლებიც გავრცელდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე რა გინდათ, მშვენივრად ჟღერს, შინაგან საქმეთა სამინისტრო და გენერალური პროკურატურა დაეძებს ვინმე “მამა ბუასილს”

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kavkazski_lev

2) რაში გამოსავალს ხედავთ არსებული სიტუაციიდან (მხედველობაში მაქვს ეკლესიაში ჩანერგილი ფსბ–შნიკები, რომელნიც სახელს უტეხავენ მთელს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას)?

 

საჭიროა ლუსტრაცია ეკლესიაში და არა მხოლოდ ეკლესიაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...