პატრიარქს როგორც იქნა ეყო ვაჟკაცობა, (რაგინდ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს) და თქვა ის რაც აქამდეც უნდა ეთქვა, პასუხისმგებლობა იმაზე რაც შარშან აგვისტოში მოხდა ეკისრება პრეზიდენტს, მას უნდა გაეთვალა რა მოყვებოდა ცხინვალში შესვლას როდესაც იქ რუსი სამშვიდობოები იდგნენ, მემგონი ამის გათვლა უბრალო მოაზროვნე მოკვდავსაც შეეძლო და მითუმეტეს ეს უნდა გაეთვალა ქვეყნის პრეზიდენტს, თუ ის შეგნებულად არ აკეთებს ამას რა თქმა უნდა. გასაგებია რომ მიშა თქვენი კერპია და მის მიმართ გამოთქმული ყველანაირი კრიტიკა გაღიზიანებთ, მაგრამ ნუთუ გიღირდათ თქვენი კერპის მიმართ სიყვარულის კიდევ ერთი დადასტურება იმად რომ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ამხელა აგრესია და სიძულვილი დაიმსახურეთ?