ლ ი ც ი Posted October 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2009 (edited) ბასილ კობახიძე - “ის, რომ პრეზიდენტი იდიოტია, არ ნიშნავს, რომ ხალხი გაერთიანდეს რელიგიური ლიდერის გარშემო და საქართველოსგან მივიღოთ მეორე მართლმადიდებლური ირანი” “ჯვარს აცუ ეგე, ჯვარს აცვით თეა თუთბერიძე, გაატყავე, დაჩეხე, აკუწე, შენი დედა... შენი გამზრდელი... ჩვენ თუ ვერ გიპოვეთ, მაღალი ღმერთი დაგსჯის...” გაჰყვირის დიდი თუ პატარა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა გოგონები. მიმიფურთხებია ასეთი პრეზიდენტისთვის თავისი ადმინისტრაციით! მიმიფურთხებია ასეთი პატრიარქისა და ქართველი სამღვდელობისთვის! მიმიფურთხებია ასეთი პარლამენტარებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის! მიმიფურთხებია “პირველი არხისთვის”! მიმიფურთხებია “თავისუფლების ინსტიტუტის” ქამელეონი წევრებისთვის! მიმიფურთხებია ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ცინიკოსი და კარიერისტი “ინტელექტუალებისთვის”! მიმიფურთხებია ფუნდამენტალისტი და შოვინისტი სტუდენტებისთვის და აგრეთვე ნორმალური სტუდენტებისთვის, რადგან არასოდეს იღებენ ხმას! მიმიფურთხებია პირველი ნოემბრის “ლოცვითი მსვლელობის” ფაშისტებისთვის! მიმიფურთხებია ამ ნაცისტი და კონფორმისტი საზოგადოებისთვის... ჩემს თავზე ვიღებ ყველაფერს: თეა თუთბერიძე არაფერ შუაშია! მე გავარცელე ეს ვიდეორგოლები, ჩემკენ მომართეთ ლანძღვა და მუქარები! მე ვარ სომეხი-ზანგი, ჩინელი-თურქი-მესხი, იეღოველ-კათოლიკე და პიდარასტი-ლესბიანკა. მოდით, ჩამქოლეთ, ამკუწეთ, ცეცხლში დამწვით! მოდით, მოასწარით, სანამ ქართლის დედის ძეგლი ამიფეთქებია!” - ნათქვამია ბასილ კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში”, - წერს გაზეთი “ალია” სტატიაში სათაურით ბასილ კობახიძე: “მიმიფურთხებია ასეთი პრეზიდენტისთვის თავისი ადმინისტრაციით!..”“რაც თუთბერიძემ გააკეთა, ეს არის იმის ბრალი, რომ სახელმწიფო მოხელეები არიან შესაბამისი განათლებისა და პროფესიული კომპეტენციის გარეშე, ეს არის სწორედ ტრაგედია. ის, რომ პრეზიდენტი იდიოტია, არ ნიშნავს, რომ ხალხი გაერთიანდეს რელიგიური ლიდერის გარშემო და საქართველოსგან მივიღოთ მეორე მართლმადიდებლური ირანი. ეკლესიას აწყობს, გახდეს ლიდერი და ხალხი დარაზმოს თავის გარშემო. ამას წარმატებით აღწევს კიდეც და ეს არის სწორედ ძალიან საშიში ქვეყნისთვის - იმით, რომ ის თავიდან ბოლომდე იმართება რუსული სპეცსამსახურების მიერ და აქედან გამომდინარე, ანტიეროვნული და ანტიმართლმადიდებლური ძალაა... აგენტები ის მთავარეპისოპოსებია, ვინც პატრიარქს არტყია გარს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბასილ კობახიძე.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/114377.html ლიცემერი: 1939 წელს გამოიცა მოზრდილი კრებული "ქართული ლექსები და სიმღერები სტალინზე", "სტალინზე ხელის ამართვა...ხელის ამართვაა მანათობელ მზეზე", "ფოლადო, დაუგრეხელო, კაცო, მართალო ყელამდი, ერთი ხარ-დიდი ბელადი". ალბათ ფიქრობთ საიდან სადაო, არა? საიდან და არასრულყოფილების კომპლექსი, რომელიც კერპთაყვანისმცემლობაშია გადაზრდილი მყარად გვაქვს ძვალ-რბილში გამჯდარი. ასეა ეს, სტალინის სიკვდილის შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ ქართული სოციუმის მენტალობაში არაფერი არ შეცვლილა. ჩვენი არასრულყოფილების კომპლექსი , თავისი არსით ისევ აგრესიული და ფანატიკურია. ასე რომ არ იყოს, მაშინ ბასილ კობახიძის კრიტიკას ნორმალური საზოგადოება სრულიად ჩვეულებრივად შეხვდებოდა, ეს იმ საზოგადოებისთვის არის ტრაგედია, რომელიც კერპთაყვანისმცემლობის პრინციპებით ცხოვრობს. უნდა ვაღიაროთ-ჩვენ არ გვიყვარს ისინი, რომლებიც ჯოგიდან (ჩვენ ხომ დღემდე ჯოგური, მასობრივი ინსტიქტით ვცხოვრობთ) გამოსხლტომას ცდილობენ. საკმარისია მსგავსი სურვილი შევამჩნიოთ, რომ იმ წამსვე ფეხებში დავებღაუჭებით, რომ ისევ ჯოგში დავაბრუნოთ ურჩი, რომ იმანაც ისე იაზროვნოს, როგორც ჩვენ.მოკლედ, ბასილ კობახიძეს საქმეც ასეა. არადა, ჩემი აზრით, ეს ადამიანი ხშირ შემთხვევაში სიმართლეს უბნობს, მაგრამ ჩვენ ისე ვართ ჩვენი კერპის უცოდველობაში დარწმუნებული, რომ არაფრის გაგონება არ გვინდა და მზად ვართ (როგორ გახედე ჩვენ კერპს ცერადო) თვალები დავთხაროთ. პ.ს. არ მინდა ძმაო თეოკრატიულ რესპუბლიკაში ცხოვრება-შენ?გააჩერეთ ფორუმი, უნდა ჩავიდე! : რაში მეთანხმებით და რაში არ მეთანხმებით? პრევენცია: თემა არ დამიხუროთ Edited October 27, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted October 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2009 “ის, რომ პრეზიდენტი იდიოტია, არ ნიშნავს, რომ ხალხი გაერთიანდეს რელიგიური ლიდერის გარშემო და საქართველოსგან მივიღოთ მეორე მართლმადიდებლური ირანი”მე ხელს ვაწერ:) აუ არა ........................პიოსავით გავიტისკები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2009 (edited) აუ არა ........................პიოსავით გავიტისკები გატისკვით არ გაიტისკები და ირანის ნაირი ქვეყანა არა გვაქვს და არც მომავალში გვენება. მეც ათეისტი ვარ,მაგრამ ყოველთვის ვსაზღვრავ რა მოჰყვება ჩემს ნათქვამს.ანუ ვინმეს მივაყენებ შეურაცხყოფას ამ ჩემი ნათქვამით თუ არა.ყველას თავისი ცხოვრების გზა აქვს და ეს ჩემი გასარჩევი არ არის. ლ ი ც ი იქით არ გირჩევ ამ თემის გახსნას. ვერ მოვასწარი და გაგიხსნია იქითაც და ნახავ მეორე გვერდიდლან რა კომენტარები გაგეჩითება თემაში. Edited October 27, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 27, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2009 (edited) ირანის ნაირი ქვეყანა არა გვაქვს და არც მომავალში გვენება.არადა მაქეთ მივექანებით, ჩემო დიტო Edited October 27, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2009 (edited) არადა მაქეთ მივექანებით, ჩემო დიტო რატომ მივექანებით? ის რომ პატრიარქის შეურაცხყოფა მისი მრევლის შეურაცხყოფაც არის და მაგას აპროტესტებენ, მაგიტომ მივექანებით? Edited October 27, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted October 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2009 ირანის ნაირი ქვეყანა არა გვაქვს და არც მომავალში გვენება. მაქედან შორიდან პააატალად ჩანს დიდი ნეხვი-შეიძლება სკინტლში აგერიოს..აბა აქ მყოფებს გვკითხე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2009 მაქედან შორიდან პააატალად ჩანს დიდი ნეხვი-შეიძლება სკინტლში აგერიოს..აბა აქ მყოფებს გვკითხე თუ არ გეზარება ამიხსენი მოკლედ, რა ხდება ეგეთი სასწაული მანდ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 27, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2009 რატომ მივექანებით? ის რომ პატრიარქის შეურაცხყოფა მისი მრევლის შეურაცხყოფაც არის და მაგას აპროტესტებენ, მაგიტომ მივექანებით?რა გითხრა დიტო. მრავალასპექტიანმა ფაქტორულმა ანალიზმა მიმიყვანა ამ დასკვნამდე, მაგრამ გაშლას ნუ მომთხოვ. ძAლიან შორს წავალ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2009 რა გითხრა დიტო. მრავალასპექტიანმა ფაქტორულმა ანალიზმა მიმიყვანა ამ დასკვნამდე, მაგრამ გაშლას ნუ მომთხოვ. ამირან გულში მღეროდა ეგრე გამოგდის შენ აი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
chegesto Posted October 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2009 ზუსტად მაგას ნიშნავს და ზუსტად ეგ არის მიზეზი.... ბატონო ბასილ..... ადამიანის ბუნებაა ასეთი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted October 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2009 lasha1997 ნუ მგონი უფრო მარტივი-მაგალითების მოყვანიტაა ხომ?1)-ბოლნისში მეჩეტი რომ ააშენეს აზერებმა( ეგ ცალკე ტემა რა და როგორ) მარა ფაქტია აშენდა-ქვემოქარტლის ეპისკოპოსი მივარდა და აღმოსავლეთ მხარეს მეჩეთზე დიდი ჯვარი დაურჭო-ანუ მუსულმანები ჯვარზე ვალოცოტო-და იყო ხორხოცი, მერე წიოკი-გაწევ გამოწევა და მაგარი დაძაბული სიტუაციაა -ცხელცხელი2)-სახლში მომივარდნენ ეზოში ეკლესია გვინდაო-ხელმოწერაზე უარი ვუტხარი-დამიქაცჰეს ტვალები-გვქონდა ერტი გნიასი-ნუ მე კი ვისიამოვნე და გავერტე მარა შედეგი 4 -16 სარტულიანიდან მარტო მე არ მოვაწერე მაინც მიშენებენ3) ბავშვი აბღში უნდა მიმეყვანა 36 ცალი შემოვიარე-ვედზებდი ისეტს სადაც შეხება არ ქონდათ რელიგიასტან-ვერ ვიპოვეეს რაც უცებ გამახსენდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2009 TATASTROFA მე ხელს ვაწერ აუ არა ........................პიოსავით გავიტისკებიაქ არ გაიტისკები, თამამად მოაწერე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2009 სახლში მომივარდნენ ეზოში ეკლესია გვინდაო-ხელმოწერაზე უარი ვუტხარი-დამიქაცჰეს ტვალები-გვქონდა ერტი გნიასი-ნუ მე კი ვისიამოვნე და გავერტე მარა შედეგი 4 -16 სარტულიანიდან მარტო მე არ მოვაწერე მაინც მიშენებენ უმრავლესობამ თუ გადაწყვიტა უმცირესობაში აღმოჩნდი და ეგ არის კაკრაზ დემოკრატია. ბოლნისში მეჩეტი რომ ააშენეს აზერებმა( ეგ ცალკე ტემა რა და როგორ) მარა ფაქტია აშენდა-ქვემოქარტლის ეპისკოპოსი მივარდა და აღმოსავლეთ მხარეს მეჩეთზე დიდი ჯვარი დაურჭო-ანუ მუსულმანები ჯვარზე ვალოცოტო-და იყო ხორხოცი, მერე წიოკი-გაწევ გამოწევა და მაგარი დაძაბული სიტუაციაა -ცხელცხელი ეგ არავითარ შემთხვევაში ირანიზაციას არ გამოიწვეს. ბავშვი აბღში უნდა მიმეყვანა 36 ცალი შემოვიარე-ვედზებდი ისეტს სადაც შეხება არ ქონდათ რელიგიასტან-ვერ ვიპოვეეს რაც უცებ გამახსენდა აი ეს საშიში მოვლენაა უკვე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted October 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2009 რაში მეთანხმებით და რაში არ მეთანხმებით?ყველაფერში გეთანხმები (სამწუხაროდ) შენც - ლ ი ც ი და კობახიძესაც. აგრეთვე ნორმალური სტუდენტებისთვის, რადგან არასოდეს იღებენ ხმას!არა, თუმცა ბატონ ბასილს ამაში არ ვეთანხმები, ყველას აქვს უფლება არა მარტო გამოხატოს თავისი აზრი, არამედ არ გამოხატოს კიდევაც. არადა, ჩემი აზრით, ეს ადამიანი ხშირ შემთხვევაში სიმართლეს უბნობსმე რაც წამიკითხავს ყოველთვის. არ მინდა ძმაო თეოკრატიული რესპუბლიკაში ცხოვრება-შენ?მე? მე არა. გააჩერეთ ფორუმი, უნდა ჩავიდე!თუ კარგ ადგილზე ჩადიხარ მეც წამიყვანე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted October 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 27, 2009 lasha1997 არ დაუჯეროირანი არა, იხვი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.