Jump to content
Planeta.Ge

ხუთშაბათს ჩვენი სტუმარი - ირაკლი ალასანია


Recommended Posts

ბატონო ირაკლი, საგაზაფხულო აქციების პიკზე, რადიკალურ ოპოზიციას რომ მოთხოვნა შეეცვალა და პრეზიდენტის გადადგომის მაგივრად საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოეთხოვა, იყო თუ არა ამის მიღწევის შესაძლებლობა?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 221
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Guest ჭანო

გამარჯობა ბატონო ირაკლი,

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში მოსახლეობის სრული უმრავლესობა პოლიტიკაზე საუბრობს, სულ რამოდენიმე ათეულ ადამიანს თუ ესმის მეტ-ნაკლებად ეს "საგანი".

მოკლედ ჩემის აზრით საჭიროებს ჩვენი საზოგადოება პოლიტიკურ განათლებას,

ვინ წარმოგიდგენიათ თქვენი ამ ამპლუაში ? და რამდენად გიფიქრიათ ნაწილობრივ ამ მოვალების საკუთარ თავზე აღება(მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკოსი ბრძანდებით და საკუთარ პოლიტკურ ინტერესებს ვერ გაექცებით)?

 

რა მიგაჩნიათ თქვენ პირადად სააკაშვილის მთავარ (დადებით) მიღწევ(ებ)ას ?

 

მივესალმები ამ ასეთ ფორმატს, კიდევ უკეთესი იქნებ თუ ხშირად გვექნება ასეთი რამის საშუალება.

პატივისცემით ჭანო გერმანიიდან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მერი თქვენ რომ იყოთ, საკრებულოს თავმჯდომარე კი სხვა.. თუნდაც ნაციონალი.//// როგორ ფიქრობთ, წარმატებულ მერობას შესძლებთ????
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატ. ირაკლი,ძალიან რთულ და მძიმე დემოგრაფიულ სიტუაციაში არის ჩვენი ქვეყანა.ამ ხელისუფლებამ ხუთ შვილიან ოჯახებს მოუხსნა დახმარება(არ სთვლიან მრავალ შვილიან ოჯახებად)ამდენი ემიგრანტი და დაცალკევებული ცოლ ქმარი.აბორტების რიცხვი ასი ათასს აჭარბებს უკვე ამ წელს.

 

 

 

რას ფიქრობთ ამ პრობლემაზე და მის გადაჭრის გზებზე?

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს 14:30 საათზე (სამის ნახევარზე) პლანეტას სტუმარია ირაკლი ალასანია!

 

 

http://www.geotimes.ge/uploads_script/news/b00b8195fcf0b93.jpg

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვიცი რა ფორმით ვკითხო-არაფერს ვერჩი არ მაწვილს -კეტილგანწყობილი ვარ-ალალად მაინტერესებს მარა ინტონაციის გადმოცემა პოსტში ძნელია.

მე მიმაჩნია რომ საქართველოს ნებისმიერ ხელისუფლებას ღუპავს და მერე მტლიანათ ქვეყანას აპარტახებს-ნაცნობ-მეგობრობა-ნათესავ ბიძაშვილობით თანამდებობებზე დანიშვნა. ბატონი ირაკლის მეუღლე ვიცი რომ მეგობრობს მ( მინახია) არაფრისმაქნის, კარიერისტ, და ამბიციურ რამდენიმე ქალბატონთან, სავარაუდოდ ბატონ ირაკლისაც ეყოლება მსგავსი მეგობრები, ნათესავები ...არ ვიცი -პირობა ჩამოვარტვათ თუ გრეჩიხასი არ იყოს დაიგინოს..არ ვიცი-მარა აღარ მინდა კლანურ-მეგობრული მესამეხარისხოვანი ქვეყნის შესაბამისი ხარისხის ხელისუფლება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო ირაკლი, როგორც ამთავითვე ჩანს, თქვენ, ასე ვთქვათ, არ ებრძვით "ნაციონელურ" კლანს, მეტიც - ამ კლანის მიერ თქვენ საპასუხისმგებლო თანამდბობაზე საქართველოს ბედი გქონდათ საქართველოს გარეთ ჩაბარებული!

 

"არ ებრძვით", იგულისხმება ის, რომ თქვენი პერსონის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში თქვენ არ შეეხებით ნაციონალური მოძრაობის მიერ უკანონოდ გადროვილ კაპიტალს, რაც ნაციონალური მოძრაობის ელექტორატზე მუშაობაშიც აისახება თქენი მხრიდან...

 

როგორც ოპოზიციურ ამპლუაში თქვენი ამჟამინდელი მოღვაწეობიდანაც ხალხის თვალში ცხადზე ცხადია, ამით, თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, რადიკალურ და თვისებრივ ცვლილებების არ უნდა ველოდოთ. ჩანს, რომ თავად ნაციონალური მოძრაობაც თქვენს მიმათ შემწყნარებლურია!..

 

რა კომენტარს გაკეთებდით ზემოაღნიშნლთან დაკავშრებით და კიდევ:

 

როგორც ფიქრობთ, თუ ამ ვითარებაში ასევე ცხადზე ცხადია, მომსწრენი ვართ იმ ფაქტისა, რომ საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი რუსეთის მიერაა კონტროლირებადი, ხოლო დანაჩენ ნაწილში ხელისუფლების მხრიდან დასავლეთის მიმათ, ასე ვთქვათ, კუდის ქიცინის მდგომარეობაა, ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ კარგა ხნით კავკასიის გეოპოლიტიკური მდგომარეობა საქართველოს ამბავში არ შეიცვლება და რუსეთ-ამერიკას შორის საქართველოში ეთგვარი ბერლინის კედელი აშენდა, საქართველოს ტერიტორიაზე ამ 2 დიდი სახელმწიფოს ინტერესთა დაშორიშორებისა და შეხების ზღუდე აღიმათა და, მარტივად რომ ვთქვათ, საქართველო გაიყვეს? ხომ არ მიდის ჩვენი ქვეყანა ისეთგვარი ფედერალიზაციისაკენ, როგორიც, ვთქვათ, გერმანია მოაწყვეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ? ხომ არ მოასწავებს ფედერალიზმამდე სვლა საქართველოს მკაცრ კონტროლს ამ 2 დიდი სახელმწიფოს მიერ კაგრა ხნით - ათწლეულების მანძილზე?

Edited by ierofant
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო ირაკლი

რა აზრის ხართ ნაციონალების ახალ ინიციატივაზე დედაქალაქის რაიონების მცირე ტერიტორიულ ერთეულებად დაყოფის შესახებ?

სავარაუდოდ ეს უკავშირდება არჩევნებს და რაიმე ახალი "მამაძაღლობა" ხომ არ არის ჩაფიქრებული?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო ირაკლი.

 

მოგესალმებით პირველ რიგში და რამოდენიმე შეკითხვასაც მოვაყოლებ თან :D

 

1. არის თუ არა თქვენი ალიანსი რესპუბლიკელებთნ და ახალ მემარჯვენეებთნა მყარი და ხომ არ ემუქრება მას დაშლა მერის არჩევნების შემდეგ?

2. ფაქტიურად დღეს თქვენ გიყურებენ როგორც თბილისის ახალ მერს, გასაგები მიზეზების და გამო , კულუარებში ხმები დადის, რომ თითქოს გარიგებას აქვს ადგილი.. არ ვაკონკრეტებ გარიგების ფორმას.. ეს შეიძლება იყოს გარიგება თქვენთან ან მთავრობის ახალი გადანაწილების პრინციპი რომელიც მ. სააკაშვლმა ამერიკას შეპირდა.. მოკლედ ხელოვნურია თუ არა თქვენი ეს რეიტიუნგი? ეჭვი მაქვს ამ კითხვას გულწფელად არ უპასუხებთ თუმცა იყოს მაინც :)

3.მოგეხსენებათ ქვეყანა ჩიხურ მდგომარეობაში იმყოფება , ჩრდილოელი მეზობელი გვავიწროებს და გვავიწროებს, მთავრობის უნიათობის ფონზე იმედის ნაპერწკალიც ქრება რომ ამ მიმართულებით შეიზლება წორი ნაბიჯების გადადგმა.. მაინტერესებს თქვენ თუ გაქვთ რამე გეგმა კონფლიქტური რეგიონების ასე თუ ისე მოგვარების კუთხით ... თუნდაც გამოსავალს თუ ხედავთ იმ ვითარებაში როდესაც 3 დღის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა 21 ქართველი გაიტაცეს? და რატომ არ აკრიტიკებთ მთავრობას ამისათვის.. უმოქმედობა არ შეიძლება ჩემის აზრით ამ სიტუაციაში ...

4.ჩემი დაკვირვებით ზედმეტად მშვიდი პოლიტიკოსის როლს ირგებთ.. ამ ყველაფერს ერთგვარ კომპლექსთან ხომ არ მივყავართ ... რადიკლაიზმი ერთგვარი საგინებელი სიტყვად იქცა,... გეგმავთ თუ არა რადიკალურ ნაბიჯებს? პრეზიდენტის ჩამოგდებაზე და ქვეყნის გადაყირავებაზე არ მაქვს საუბარი :)

 

წინასწარ გიხდით გმადლობთ პასუხებისათვის

 

პ.ს ქართულ ფორუმებს ხომ არ თვალიერებთ? ან ხომ არ პოსტავთ?

Edited by chegesto
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირაკლი ალასანიასთან ონლაინ კონფერენცია დაიწყება 10 წუთში, ბატონი ირაკლი უკვე აქ არის! Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოგელსალმებით ფორუმის მონაწილეებო და ვეცდები ყველა თქვენს კითხვაზე გავცე პასუხი! Edited by irakli alasania
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

vitaminC

გაქვთ იმედი, რომ მერის არჩევნები არ გაყალბდება?

ალბათ გაქვთ, რახან იღებთ მონაწილეობას, მაგრამ რა საფუძველი აქვს ამ იმედს?

ბუნებრივია იმედი რომ არ მქონდეს ამაში არ მივიღებდი მონაწილეობას, მიუხედავად იმისა რომ დღემდე ხელშესახები დათმობები არ ყოფილა ხელისუფლებისგან, დღევანდელი პოლიტვითარება მკვეთრად განსხვავდება 2008 წლის მდგომარეობისგან.

 

საერთაშორისო თანამეგობრობაც აბსოლიტურად რეალისტურად და ადეკვატურად აფასებს საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს და კატეგორიულად მოითხოვს, დემოკრატიული რეფორმა-დაპირებების განხორციელებას, რაც წინაპირობა გახდა ჩვენი დასავლეთის პარტნიორებთან ინტეგრაციის პროცესში.

 

ჩვენი მხრიდან ხელისუფლებას წავართვით ბევრი ბერკეტი, მათ შორის ის მოსაზრება, რომ ოპოზიციას არა აქვს კონკრეტული წინდადადები საარჩევნო გარემოს ცვლილებასთან დაკავშირებით და არის პოლიტიკურად უპასუხისმგებლო, დღეს ჩვენი წინდადადებები წარდგენილია როგორც საარჩევნო სამუშაო ჯგუფში, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობასთან.

 

ეხლა ველოდებით ხელისუფლების ნაბიჯებს.

Edited by irakli alasania
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამარჯობათ,

 

იგეგმება თუ არა კონსოლიდაცია (ერთიანი კანდიდატის წარმოდგენა მაინც) ოპოზიციაში?

 

ოპოზიციის წლევანდელი კრახის შემდეგ გაქვთ თუ არა იმედი კვლავ გამარჯვების?

Edited by kukuri
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო ირაკლი, თქვენ იმედი გაქვთ რომ ნაცმოძრაობას აჯობებთ?

მე პირადად ეს იმედი გადაწურული მაქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...