Jump to content
Planeta.Ge

ხუთშაბათს ჩვენი სტუმარი - ირაკლი ალასანია


Recommended Posts

ხუთშაბათს, 29 ოქტომბერს, 14:30 სთ (სამის ნახევარზე) პლანეტას სტუმარი იქნება ირაკლი ალასანია, რომელიც თქვენს დასმულ კითხვებზე გასცემს პასუხებს ამომწურავად

 

მე მგონი საინტერესო იქნება....

 

კითხვები უკვე შეგიძლიათ დაუსვათ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 221
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

გაქვთ იმედი, რომ მერის არჩევნები არ გაყალბდება?

ალბათ გაქვთ, რახან იღებთ მონაწილეობას, მაგრამ რა საფუძველი აქვს ამ იმედს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამარჯობათ ბატონო ირაკლი.

 

ბაიდენის ვიზიტის შემდეგ 3 თვეა გასული. იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც ის პარლამენტში საუბრობდა (მედიის თავისუფლება, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და ა.შ.) არანაირი პროგრესი არ შეინიშნება. ამის მიუხედავად აშშ-ს ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლების მკვეთრ კრიტიკას მაინც ერიდება (თუნდაც ისეთი, როგორიც ოპოზიციის მისამართით ისმოდა გაზაფხულის აქციების დროს). ძალიან ბევრი ადამიანი (მე ვისაც ვიცნობ) ამას სააკაშვილის რეჟიმის უპირობო მხარდაჭერად აღიქვამს. ეთანხმებით თუ არ ამ აზრს?

 

და მეორე შეკითხვა. თუ დასავლეთიდან რეალური ზეწოლა არ განხორციელდა სააკაშვილის რეჟიმზე, გაქვთ თუ არა რაიმე სხვა გეგმა თუ როგორ უნდა მივაღწიოთ არჩევნებამდე მედიის გათავისუფლებას და შემდგომში არჩევნების სამართლიანად ჩატარებას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო ირაკლი,

თვლით თუ არა, რომ ოპოზიცია საბოლოოდ დამარცხდა და არსებობს თუ არა, თქვენი აზრით, ე.წ "ოპოზიციის ოპოზიცია"?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო ირაკლი , გააუქმებთ თუ არა თბილისში ჯორჯ ბუშის ქუჩას, თუ თქვენ მოიგებთ საპრეზიდენტო არჩევნებს?

(ამას იმიტომ გეკითხებით, რადგან სირცხვილია იმ ქვეყანაში იყოს იმ პიროვნების სახელობის ქუჩა, რომლებმაც გაყიდეს, მოატყუეს, გაძარცვეს და ა.შ.ჩვენი ქვეყანა. დიდმა ბუშმა დაიწყო და პატარამ კი დააგვირგვინა, ყველას თვალწინ რუსებს უსახსოვრა ჩვენი უძველესი მიწა წყალი)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო ირაკლი,

 

როგორც ყველამ დავინახეთ, დემოკრატიის ხარჯზე (საზიანოდ) "სახელმწიფოს" მშენებლობამ არ გაამართლა.

არც ისაა საიდუმლო, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას არათუ წლები, შეიძლება ათწლეულებიც დასჭირდეს

 

ხომ არ ფიქრობთ, რომ ნებისმიერი მომდევნო ხელისუფალი აღმოჩნდება ამ პრობლემების "ტყვეობაში" და იგივე შეცდომების გამეორების ცდუნების წინაშე?

 

და კიდევ ერთი კითხვა:

შესაძლებელია თუ არა აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის წარმოაბა? (ანუ შუამავლის გარეშე)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოგესალმებით ბატონო ირაკლი.

 

რა სტადიაშია თქვენი პარტიის განვითარება და როგორ ფიქრობთ რაა საჭირო,,რომ ეს არ იყოს მხოლოდ "ირაკლის პარტია " და შეძლოთ განგრძობად დროში მისი გაძლიერება თუ ახალ სიმაღლეზე აყვანა.

 

მუშავდება თუ არა პარტიის აღმშენებლობის დასავლური გამოცდილება ან მიმდინარეობს თუ არა თქვენთან ანალიტიკური საქმიანობა ქართული პარტიების კრახის გარკვევისათვის.

მოკლედ რა მნიშვნელობას ანიჭებთ ზოგადად პარტიულ აღმშენებლობას ?

და რამდენად შესაძლებლად მიიჩნევთ ალიანსის უფრო მეტ ინეგრაციას ,რატა ნელნელა ჩამოყალიბდეს ერთი მდგრადი პოლიტიკური სუბიექტი ?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო ირაკლი

რამდენად არის დამოკიდებული თქვენი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება აშშ ახალ ადმინისტრაციის სურვილზე?

 

აქედან გამომდინარე, აპირებთ აშშ ადმინისტრაციასთან იგივე კავშირს, როგორიც ჰქონდა და აქვს სააკაშვილს, თუ შეეცდებით დამოუკიდებელ დაბლანსებულ პოლიტიკის ჩამოყალიბებას, მხედველობასი მაქვს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია.

 

მესამე. ტრადიციული კითხვა, გაქვთ ჩამოყალიბებული ქვეყნის მარვის პოლიტიკური პროგრამა? აქედან გამომდინარე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რა აზრისა ხართ ამ ტერიტორიების თაობაზე ამ პროექტზე?

 

საქართველოს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, მიახლოებით 10 – 15 (ან 15-20) წლიანი სამოქმედო გეგმით.

 

ამ გეგმის განხორციელებისათვის უნდა იქნეს გათვალისწინებული საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა, განსაკუთრებით რუსეთის ფაქტორი და აქედან გამომდინარე მიღებულ იქნას ოფიციალური გადაწყვეტილება:

 

ა). საქართველომ ტეერიტორიების დაბრუნების პირველ ეტაპზე უნდა გადადოს რომელიმე სამხედრო სტრუქტურაში გაერთიანების სურვილი (ნატო);

 

ბ). მიღებულ უნდა იქნას ოფიციალური დოკუმენტი სამხედრო ძალის არგამოყენების თაობაზე.

 

გ). რუსეთ საქართველოს ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობის პრიორიტეტი;

 

დ). საერთაშორის მაშტაბით სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის არცნობის გარანტიების მიღება;

 

ე.) საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროპაში მიმოსვლის გამარტივებული რეჟიმის მიღწევა.

 

 

 

აფხაზეთისა და სამაჩაბოლოს საქართველოს იურისდიქციის ქვეშ დაბრუნება უნდა გაიყოს 5 ეტაპად:

 

1. მოსამზადებელი ეტეპი (2 წელი):

 

ა). რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა;

ბ). აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დეფაქტო ხელისუფლებასთან ურთიერთობის აღდგენა;

გ). საერთაშორისო ორგანიზაციების შუამდგომლობა;

დ). აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონებში თავისუფალი მიმოსვლის აღდგენა;

ე. სეპარატისუტლი რეგიონების მოსახლეობისათვის საქართველოს ტერიტორიაზე

მუშაობის უფლება განურჩევლივ მოქალაქეობისა.

 

2. ეკონომიური ზეგავლენა (7 – 8 წელი). რუსეთის ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსალოდნეია ამ რეგიონებში მუდმივი ეკონომიური კრიზისი, რაც საქართველოს აძლევს დიდ უპირატესობას. ამ ეტაპზე ფინანსების დაბანდება უნდა მოხდეს არა თვით რეგიონში, არამედ მოსაზღვრე რეგიონებში ქართლში და სამეგრელოში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა იქნას გამახვილებულ ზუგდიდსა და გორიში:

 

ა). თავისუფალი ეკონომიური და სავაჭრო ზონები გორისა და ზუგდიდის რაიონში;

ბ). კაპიტალის დაბანდება და ინვესტორბის მოწვევა;

გ). ქარხნების მშენებლობა და სამუშაო ადგილების მაქსიმალურად დიდი

რაოდენობით შექმნა.

დ). სავაჭრო ზონების შექმნა;

ე). რეგიონებიდან შემოსული მუშების შეღავათიანი სამედიცინო დაზღვევა.

 

3. ეკონომიური ესპანსია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონებში (4 – 5 წელი), რომელიც ითვალისწინებს ქართველი ბიზნესმენების ეკონომიკურ მხარდჭერას:

ა). უპროცენტო კრედიტების გაცემა;

ბ.) პროდუქციის რეალიზაციის დახმარება.

 

4. მესამე ეტაპის განხორციელების შუა პერიოდიდან, პრპაგანდისტული მუშაობა სეპარტისტულ რეგიონებში (2 წლი მესამე ეტაპიდან + 2 წელი):

 

ა). მედია საშუალებების პრპაგანდის დაფინანსება;

ბ). კულტურული ღონისიებების დაფინანსება;

გ) ინდივიდუალური მუშაობის დაფინანსება.

 

5. ბოლო ეტაპი რეფერენდუმის მოწყობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების თაობაზე.პროექტის:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოგესალმებით ბატონო ირაკლი,

 

ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აპირებთ თუ არა გახმაურებული მკვლელობების (რობაქიძე, გირგვლიანი, ჟვანიადა სხვა) ბოლომდე გამოძიებას და ზოგადად რას აპირებთ საზოგადოებაში ხელისუფლებისადმი, როგორც სამართლიანობის დამცველი ინსტიტუტისადმი ნდობის ამაღლებისათვის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო ირაკლი, პრეზიდენტობის შემთვევაში, ამნისტიას თუ დაგეგმავთ?!

 

მობილურის ქურდობისთვის 13 წელმისჯილებისთვის მაგალითად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო ირაკლი,

 

 

1. გაქვთ თუ არა ჩამოყალიბებული, ქალაქის განვითარების რაიმე პროგრამა (სტრატეგი),რომელსაც

თბილისელებს შესთავაზებთ მერის/საკრებულოს არჩევნებზე? რამდენი ხნით ადრე გამოაქვეყნებთ

საკრებულოში,თქვენს კანდიდატთა სიას? ასევე იმ პირთა სავარაუდო სია,რომლებიც დაინიშნებიან

ქალაქის მთავრობაში, მნიშვნელოვან პოსტებზე?

 

2. ქვეყნის საკონსტიტუციო მოწყობის, რომელ პრინციპს ემხრობით: ა) საპარლამენტო;ბ) ნახევრად-

საპარლამენტო;(საფრანგეთი,პოლონეთი) გ) საპრეზიდენტო; მუშაობთ საკონსტ. კომისიასთან,თქვენი

ხედვების ლობირებისათვის?

 

3. როგორ ფიქრობთ მხარდამჭერების მოზიდვას, საარჩევნო პროცესის გაკონტროლებისათვის? (ეს

დაფინანსების საკითხსაც ეხება)

 

 

დიდი მადლობა წინასწარ!

 

 

პ.ს. გავეცანი თქვენი პარტიის პროგრამას (საიტზე), საინტერესოა, განსაკუთრებით მომეწონა, იმიგრაციის კონტროლის პუნქტი, მაგრამ გენერალურად უფრო მეტი კონკრეტიკა, დარგების მიხედვით, მიმზიდველობის ხარისხს გაზრდიდა. იმჰო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამარჯობა ბატონო ირაკლი

 

არსებობს რეალური მოსაზრება, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება მყისიერად, 3, 5 და 7 წელიწადში გამორიცხულია.

რამდენად შესაძლებელია ამომრჩევლებისთვის ამგვარი არც თუ სასიამოვნო ინფორმაციის მიწოდება კანდიდატის მიერ, თუ ეს ნაბიჯი სავარაუდოდ დიდ მოგებას საარჩევნო კამპანიას არ მოუტანს. რამდენად შესაძლებელია სიმართლის თქმა, ვინაიდან ფაქტია, რომ ამ თემას გვერდს ვერ აუვლით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატ.ირაკლი,თქვენ აწარმოებდით მოლაპარაკებებს აფხაზებთან,რომელიც ჩაიშალა რატომღაც.შეგიძლიათ გვითხრათ რა სახის მოლაპარაკებებს აწარმოებდით და ვინ იყო ამ მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზი?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამარჯობათ ბატონო ირაკლი:

 

თქვენი და კოტე კუბლაშვილის თანაავტორობით მომზადებული აფხაზეთის სამშვიდობო პროექტი, იგივე "აფხაზეთის კონცეფცია" ვალდებულების მოხდის მიზნით შექმნილი ფორმალური დოკუმენტის დანიშნულებას ასრულებდა თუ მასში აღწერილი პირობებისა და გეგმების პრაქტიკაში დანერგვა/განხორციელება მართლა იყო დასახული მიზნად?

 

კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში შექმნილი არსებული სიტუაციის ფონზე, რამდენად პერსპექტიულად მიგაჩნიათ აღნიშნული პროექტი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...