BBC* Posted October 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 23, 2009 მეგობრებო, თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს. თბილისი ფორუმზე წავიკითხე თემაhttp://forum.ge/?f=29&showtopic=34028415&st=0"სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის განცხადება" დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამრჩა , რადგან 1. თავად განცხადება ძალიან არასწორ სურათს ქმნის მომხდარი დაპირისპირების შესახებ.2. ამ წერილის საწინააღმდეგო არგუმენტაციაც არასკმარისად თავმოყრილი მომეჩვენა. ამის გამო მომინდა, რომ ჩემი აზრი გამომეთქვა. დავრეგისტრირდი და პოლიტიკის განყოფილებაში, როგორც ახალ დარეგისტრირებულს(50 პოსტი გჭირდებაო) ვერც ახალი თემა გავხსენი და ვერც პოსტი დავდე. ეგებ რომელიმე თქვენგანმა, ვინც იქაც ხართ დარეგისტრირებული, გახსნათ ახალი თემა თბილისის ფორუმზე ჩემი სახელით: "სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის განცხადების არგუმენტირებული კრიტიკა" ახალი თემა იმიტომ, რომ ეს საკმაოდ ფართე თემაა, ჩემი აზრით. თან, სხვებსაც მიეცემათ საშუალება, არგუმენტირებულად წამოაჩინონ ამ განცხადების სისუსტეები . თან, ეს აუცილებელია, რადგან აშკარაა, რომ ამ განცხადებით, ხდება მეტად კომპლექსური საკითხის ხელოვნურად გამარტივება. ახლა თავად მოსაზრება: განცხადების მეორე ნაწილის მიმართ არანაირი პრეტენზიები არ მაქვს. რადგან იქ უბრალოდ გადმოცემულია ის ელემენტალური ჭეშმარიტება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გამოხატვის შესახებ, რასაც მე სრულიად ვიზიარებ. ძალიან კარგია, ასევე, რომ ამოიღეთ ის ბოლო აბზაცი, ვანოს მისამართით გაკეთებული მოთხოვნა, თორემ კომუნისტებისდროინდელ "დანოსებს" გავდა. მე შემრცხვებოდა, განცხადების ავტორის ადგილზე, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის გათვალსიწინებით, საერთოდ რომ მოუვიდა თავში აზრად ასეთი რამე. მაგრამ სხვა ხელისმომწერებმა რომ ამოაღებინეს ეს პუნქტში, ნამდვილად მისასალმებელია. განცხადების პირველი ნაწილის უზარმაზარი ხარვეზი არის ის, რომ ის არასრულად გამოსცემს მთელ სიტუაციას და კომპლექსურ საკითხს ხელოვნურად ამარტივებს.მაგალითად იმით, რომ აქცენტს აკეთებს მხოლოდ ვიდეორგოლებზე. თითქოს პრობლემა შეიქმნა მხოლოდ იმიტომ, რომ თეამ მოათავსა ეს ვიდეოები თავის გვერდზე, მაშინ როცა ვიდეორგოლებიც მხოლოდ ერთი ფრაგმენტია მთელ სიტუციაში. ამის დასამტკიცებლად, მინდა შეგახსენოთ თავად თეა თუთბერიძის განცხადებები, რომ უფრო ადვილი იყოს არგუმენტირებული დებატები:(თან თავად, ყველაზე კარგად ხსნის, მოვლენების დინამიკას) -"ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი არის ის, რომ დღეს მართლმადიდებლურ ეკლესიაში და საპატრიარქოში თავი მოიყარა იმ ადამიანებმა, რომელთაც სასულიერი პირებზე მეტად შეგვიძლია ვუწოდოთ პოლკოვნიკები, რუსეთის აგენტები - პირდაპირ შემიძლია ეს ვთქვა და სხვათაშორის, ეს იცის ხელისუფლებამაც და ჩემთვის ძალიან გაუგებარია, რატომ არაფერი არ კეთდება ამის წინააღდეგ. და მე მინდა გითხრათ, რომ რუსეთი ძალიან კარგად იყენებს უკვე ამ ინსტრუმენტს საქართველოში. დაინახა, რომ ოპოზიციამ კრახი განიცადა. და რომ მათ ვერაფერი ვერ შეძლეს; ქონდათ მცდელობა იმისა, რომ ომის გზით მომხდარიყო მათი ინტერესების, ასე ვთქვათ, გატარება ამ ქვეყანაში და საქართველო მოქცეულიყო რუსეთის მფარველობის ქვეშ.და როდესაც მათ დაინახეს, რომ ეს ვერ მიაღწიეს, აიღეს აქცენტი ყველაზე მგრძნობიარე წერტილზე. ეს არის მართლმადიდებლობა და ეკლესია დღეს. მათ იციან რომ პარტიარქს ბევრი ადამიანი ენდობა და შესაბამისად, სწორედ აქ დაიწყო მუშაობა რუსეთმა თავისი აგენტურის მეშვეობით. და მე სწორედ ეს მაინტერესებს ახლა ხელისუფლებისგან - რატომ არ რეაგირებს ამაზე დღეს ხელისფლება?"- " რითი ასაბუთებთ ამ მოსაზრებას?"(ჟურნალისტი )- " მე მინდა გითხრათ, რომ თუნდაც ის განცხადებები, რაც ბოლო პერიოდში პატრიარქის მხრიდან გაკეთდა, მათ შორის მოწოდება ჯარისკაცებთან მიმართებაში, მათ შორის, რაც მასწავლებლებთან მიმართებაში გაკეთდა - ამის თვალნათელი მაგალითია... თუ ვინმეს ამის დანახვა არ უნდა, ეს უკვე სხვა პრობლემაა და ამაზე მე უკვე კომენტარს ვერ გავაკეთებ.მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი მასალა არსებობს იმ ყველაფრის დასადასტურებლად, რასაც მე ვსაუბრობ და მე მინდა გითხრათ, რომ თავად იმ ადამიანებმა, რომლებიც დაახლოებულები არიან საპატრიარქოსთან, ძალიან კარგად იციან, რა ხდება იქ - რა დასაყრდენი აქვს რუსეთს და რა აგენტურული ქსელი არის, გარკვეულ ადამიანების, სახით საპატრიარქოში. " ახლა, მე გეკითხებით, ეს განცხადებები, რა კატეგორიაში გადის? ეს არის უბრალოდ საკუთარი მოსაზრების ღიად გამოხატვა?თუ ეს არის აშკარა პოლიტიკური შინაარსის მატარებელი განცხადება, რომელიც შეიცავს - კონკრეტულ ინფორმაციებს, უმძიმეს ბრალდებებს, მხილებას და მუქარასაც კი (ითხოვს მთავრობისგან რეაგირებას) ? მე მგონი, განსხვავება ძალიან ცხადია. ასევე , ძალიან ცხადად ჩანს, რომ აქ, არ არის, მარტო თეას პოზიციაზე ლაპარაკი. თავისი პირით ამბობს, რომ არიან ადამიანები, ვისთანაც ამაზე საუბრობს. მათ შორის, მთავრობიდანაც აქვს რაღაც ინფორმაციები აგენტურის შესახებ; ასევე ინფორმაციები მოდის იმ ადამიანებისგანაც, ვინც თავად ტრიალებენ საპატრიარქოში; ასევე, მას უკავშირდებიან ის ადამიანებიც, რომლებიც პატრიარქის საწინააღმდეგო ვიდეორგოლებს ავრცელებენ. ამიტომ, აქ ძალიან ცხადად იკვეთება, რომ არსებობს მთელი ქსელი ადამიანებისა, რომლებიც ამ საკითხის შესახებ არიან ინფორმირებულები და თეა მხოლოდ ერთი ნაწილია ამ ყველაფრის. ასევე ცხადად იქვეთება ისიც, რომ პატრიარქთან და საპატრიარქოსთან თეოლოგიურ დისკუსიაში კი არ არიან შესულები და "რეტროგრადობას" კი არ უყენებენ ბრალად, არამედ პირდაპირ რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში ადანაშაულებენ. ამ ყველაფერს ერთად, ლოგიკურ დასკვნამდე მივყავართ: რომ თეა თუთბერიძის(და მისი თანამოაზრეების) და საპატრიარქოს შორის დაპირისპირება პირველ რიგში პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. შესაბამისად, ეს დაპირისპირება უნდა იყო განხილული პოლიტიკურ კონტექსტში და ნებისმიერი სხვა ტიპის მსჯელობა ამ საკითხე არის:1. ან, შეგნებულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანა .ანუ, თუთბერიძის ლარიფლინტიზაცია(რასაც, აქტიურად ეწევა ფეისბუკზე ლევან რამიშვილი). რათა მოხდეს , ამ პოლიტიკური ქვეტექსტის მქონე საკითხის, დაყვანა მხოლოდ ერთი ადამიანის გამოხატვის თავისუფლების პრობლემამდე. ტექნოლოგია - მთელი აქცენტის კეთდება თეას პიროვნებაზე და იმის მაგივრად, რომ კომპლექსურ პოლიტიკურ საკითხს მრავალი განზომილებით განვიხილავდეთ, თეა თუთბერიძე ამოდის, როგორც ცენტრალური ქვაკუთხედი ამ პრობლემის. 2. ვინც ფოკუსირდა პრობლემის შემადგენელ ნაწილებზე და არა მთლიან სურათზე. მე რატომღაც მგონია, რომ უმრავლესობამ სწორად ამიტომ მოაწერა ხელი ამ განცხადებას, ბუნებრივია, გაღიზიანება გამოიწვია, შეუწყნარებელმა და აგრესიულმა რეაქციებმა.ერთი ეს არის, რომ ამ შემთხვევაში, დიდი შანსი არსებობს, რომ იმ ტექნოლოგიას წამოეგო, რომელზეც პირველ პუნქტში წერია და მთლიან სურათს მოწყდე, თორემ სხვა მხრივ, ადამიანურად ყველანაირად გასაგები პოზიციაა. კიდევ ერთი მოსაზრება, რის გამოც მიმაჩნია, რომ ეს არის წმინდა პოლიტიკური საკითხი და ისეთი სურათის დახატვა, რაც ამ განცხადების ქვეტექსტშია - რომ ეს არის დაპირისპირება ლიბერალებს და მორწმუნეებს შორის, სრულიად არ ასახავს ამ საკითხის კომპლექსურობას. ისევ ერთი პოლიტიკური განცხადება თავად თეას ნათქვამში: "ჩემთვის პატრიარქის ეს გამოსვლა(პედაგოგების წინ) ნამდვილად იყო შეურაცხმყოფელი და მე მგონი თითოეული იმ ადამიანისთვისაც, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ვინაიდან პატრიარქს არ გაახსენდა და სამწუხაროდ, ფეხზე დაიკიდა ის ადამიანები, რომლებიც ჩაიხოცნენ ომის დაწყების წინ. " როცა ასეთ გამომწვევ პოლიტიკურ განცხადებას აკეთებ სრულიად მოსალოდნელია, რომ გააღიზიანებ ძალიან ბევრ ადამიანს, მორწმუნეს, თუ არამორწმუნეს, ყველას ვისაც ახსოვს, სინამდვილეში, როგორ იყო ყველაფერი . ამიტომ აქ მორწმუნე-არამორწმუნეში არ არის საქმე, როდესაც პატრიარქის კონკრეტულად ამ განცხადებას ესხმი თავს, პოლიტიკური ქვეტექსტი კიდევ უფრო ძლიერია. და ბოლოს, იმ ადამიანებს მინდა მივმართო , ვინც ლიბერალურად მოაზროვნე ადამიანად მიაჩნია თავისი თავი და პატრიარქის სიძულვილის გამო - დღეს, თეა თუთბერიძის ლარი ფლინტად წარმოჩენაში, შეგნებით თუ შეუგნებლად მონაწილეობს. სამწუხაროდ, თქვენ ძალაუნებურად კიდევ ერთხელ მოახდინეთ ლიბერალური ღირებულებების დისკრედიტაცია საქართველოს მოსახლეობის თვალში, რადგან ადამიანი, რომელიც "მტრის აგენტების" იარლიყებს თავისუფლად, ყველანაირი არგუმენტაციის გარეშე, აქეთ-იქეთ ისვრის - სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების სიმბოლოდ აქციეთ. არადა, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ქვაკუთხედი გახსნილი და არა შებოჭილი აზროვნებაა. გასხვავებული პოზიციების მიღება და აგენტთმეტყველება. რა თქმა უნდა, უმრავლესობას ეს არ გინდოდათ, მაგრამ ასე გამოგივიდათ. მაგრამ მერე ნუ გიკვირთ, რატომ გადაიქცა "დემოკრატია" და "ლიბერალიზმი" სასაცილო სიტყვებად საქართველოში. იქ, სადაც სააკაშვილის მთავრობა, დემოკრატიის შუქურად იწოდებოდა ერთ დროს, ლიბერალიზმის სახელით კი, თეა თუთბერიძე და თავისუფლების ინსტიტუტი გამოდიოდა - მიდი და დაარწმუნე ხალხი, რომ დემოკრატიას და ლიბერალიზმს სამართლიანობა და თანასწორობა მოაქვს. ინტერვიუ, საიდანაც მე მოვიყვანე ფრაზები http://itv.ge/?p=29875 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
chegesto Posted October 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 23, 2009 რა ხდება? მეზარება ამხელა პოსტის წაკითხვა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 23, 2009 რა პრობლემები აწუხებს ხალხს გადაირევი მოკლედ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 23, 2009 რა ხდება? თემის გახსნა უნდა მიშიტოს ფანების ფორუმზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted October 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 23, 2009 -"ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი არის ის, რომ დღეს მართლმადიდებლურ ეკლესიაში და საპატრიარქოში თავი მოიყარა იმ ადამიანებმა, რომელთაც სასულიერი პირებზე მეტად შეგვიძლია ვუწოდოთ პოლკოვნიკები, რუსეთის აგენტები - პირდაპირ შემიძლია ეს ვთქვა და სხვათაშორის, ეს იცის ხელისუფლებამაც და ჩემთვის ძალიან გაუგებარია, რატომ არაფერი არ კეთდება ამის წინააღდეგ.რად უნდა ვანოს იმხელა შტატი, აგე დანიშნოს თეა კონტრდაზვერვის უფროსად და ერთი შეხედვით გამოავლენს საქართველოს ყველა მტერს.ისე მტრების გამოვლენის თვისება ყველა ნაციონალს აქვს განვითარებული მეტ ნაკლებად. მიხო მაგ საქმის დიდოსტატია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 23, 2009 კიდე თეა კაცო?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 24, 2009 კიდე თეა კაცო?! კაცო გაუხსენი იქით თუ შეგიძლია თემა და ეს თემა წაშალე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 24, 2009 მეგობრებო, თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს. თბილისი ფორუმზე წავიკითხე თემაhttp://forum.ge/?f=29&showtopic=34028415&st=0"სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის განცხადება" დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამრჩა , რადგან 1. თავად განცხადება ძალიან არასწორ სურათს ქმნის მომხდარი დაპირისპირების შესახებ.2. ამ წერილის საწინააღმდეგო არგუმენტაციაც არასკმარისად თავმოყრილი მომეჩვენა. ამის გამო მომინდა, რომ ჩემი აზრი გამომეთქვა. დავრეგისტრირდი და პოლიტიკის განყოფილებაში, როგორც ახალ დარეგისტრირებულს(50 პოსტი გჭირდებაო) ვერც ახალი თემა გავხსენი და ვერც პოსტი დავდე. ეგებ რომელიმე თქვენგანმა, ვინც იქაც ხართ დარეგისტრირებული, გახსნათ ახალი თემა თბილისის ფორუმზე ჩემი სახელით:"სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის განცხადების არგუმენტირებული კრიტიკა"ახალი თემა იმიტომ, რომ ეს საკმაოდ ფართე თემაა, ჩემი აზრით. თან, სხვებსაც მიეცემათ საშუალება, არგუმენტირებულად წამოაჩინონ ამ განცხადების სისუსტეები . თან, ეს აუცილებელია, რადგან აშკარაა, რომ ამ განცხადებით, ხდება მეტად კომპლექსური საკითხის ხელოვნურად გამარტივება. ახლა თავად მოსაზრება: განცხადების მეორე ნაწილის მიმართ არანაირი პრეტენზიები არ მაქვს. რადგან იქ უბრალოდ გადმოცემულია ის ელემენტალური ჭეშმარიტება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გამოხატვის შესახებ, რასაც მე სრულიად ვიზიარებ. ძალიან კარგია, ასევე, რომ ამოიღეთ ის ბოლო აბზაცი, ვანოს მისამართით გაკეთებული მოთხოვნა, თორემ კომუნისტებისდროინდელ "დანოსებს" გავდა. მე შემრცხვებოდა, განცხადების ავტორის ადგილზე, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის გათვალსიწინებით, საერთოდ რომ მოუვიდა თავში აზრად ასეთი რამე. მაგრამ სხვა ხელისმომწერებმა რომ ამოაღებინეს ეს პუნქტში, ნამდვილად მისასალმებელია. განცხადების პირველი ნაწილის უზარმაზარი ხარვეზი არის ის, რომ ის არასრულად გამოსცემს მთელ სიტუაციას და კომპლექსურ საკითხს ხელოვნურად ამარტივებს.მაგალითად იმით, რომ აქცენტს აკეთებს მხოლოდ ვიდეორგოლებზე. თითქოს პრობლემა შეიქმნა მხოლოდ იმიტომ, რომ თეამ მოათავსა ეს ვიდეოები თავის გვერდზე, მაშინ როცა ვიდეორგოლებიც მხოლოდ ერთი ფრაგმენტია მთელ სიტუციაში. ამის დასამტკიცებლად, მინდა შეგახსენოთ თავად თეა თუთბერიძის განცხადებები, რომ უფრო ადვილი იყოს არგუმენტირებული დებატები:(თან თავად, ყველაზე კარგად ხსნის, მოვლენების დინამიკას) -"ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი არის ის, რომ დღეს მართლმადიდებლურ ეკლესიაში და საპატრიარქოში თავი მოიყარა იმ ადამიანებმა, რომელთაც სასულიერი პირებზე მეტად შეგვიძლია ვუწოდოთ პოლკოვნიკები, რუსეთის აგენტები - პირდაპირ შემიძლია ეს ვთქვა და სხვათაშორის, ეს იცის ხელისუფლებამაც და ჩემთვის ძალიან გაუგებარია, რატომ არაფერი არ კეთდება ამის წინააღდეგ. და მე მინდა გითხრათ, რომ რუსეთი ძალიან კარგად იყენებს უკვე ამ ინსტრუმენტს საქართველოში. დაინახა, რომ ოპოზიციამ კრახი განიცადა. და რომ მათ ვერაფერი ვერ შეძლეს; ქონდათ მცდელობა იმისა, რომ ომის გზით მომხდარიყო მათი ინტერესების, ასე ვთქვათ, გატარება ამ ქვეყანაში და საქართველო მოქცეულიყო რუსეთის მფარველობის ქვეშ.და როდესაც მათ დაინახეს, რომ ეს ვერ მიაღწიეს, აიღეს აქცენტი ყველაზე მგრძნობიარე წერტილზე. ეს არის მართლმადიდებლობა და ეკლესია დღეს. მათ იციან რომ პარტიარქს ბევრი ადამიანი ენდობა და შესაბამისად, სწორედ აქ დაიწყო მუშაობა რუსეთმა თავისი აგენტურის მეშვეობით. და მე სწორედ ეს მაინტერესებს ახლა ხელისუფლებისგან - რატომ არ რეაგირებს ამაზე დღეს ხელისფლება?"- " რითი ასაბუთებთ ამ მოსაზრებას?"(ჟურნალისტი )- " მე მინდა გითხრათ, რომ თუნდაც ის განცხადებები, რაც ბოლო პერიოდში პატრიარქის მხრიდან გაკეთდა, მათ შორის მოწოდება ჯარისკაცებთან მიმართებაში, მათ შორის, რაც მასწავლებლებთან მიმართებაში გაკეთდა - ამის თვალნათელი მაგალითია... თუ ვინმეს ამის დანახვა არ უნდა, ეს უკვე სხვა პრობლემაა და ამაზე მე უკვე კომენტარს ვერ გავაკეთებ.მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი მასალა არსებობს იმ ყველაფრის დასადასტურებლად, რასაც მე ვსაუბრობ და მე მინდა გითხრათ, რომ თავად იმ ადამიანებმა, რომლებიც დაახლოებულები არიან საპატრიარქოსთან, ძალიან კარგად იციან, რა ხდება იქ - რა დასაყრდენი აქვს რუსეთს და რა აგენტურული ქსელი არის, გარკვეულ ადამიანების, სახით საპატრიარქოში. " ახლა, მე გეკითხებით, ეს განცხადებები, რა კატეგორიაში გადის? ეს არის უბრალოდ საკუთარი მოსაზრების ღიად გამოხატვა?თუ ეს არის აშკარა პოლიტიკური შინაარსის მატარებელი განცხადება, რომელიც შეიცავს - კონკრეტულ ინფორმაციებს, უმძიმეს ბრალდებებს, მხილებას და მუქარასაც კი (ითხოვს მთავრობისგან რეაგირებას) ? მე მგონი, განსხვავება ძალიან ცხადია. ასევე , ძალიან ცხადად ჩანს, რომ აქ, არ არის, მარტო თეას პოზიციაზე ლაპარაკი.თავისი პირით ამბობს, რომ არიან ადამიანები, ვისთანაც ამაზე საუბრობს. მათ შორის, მთავრობიდანაც აქვს რაღაც ინფორმაციები აგენტურის შესახებ; ასევე ინფორმაციები მოდის იმ ადამიანებისგანაც, ვინც თავად ტრიალებენ საპატრიარქოში; ასევე, მას უკავშირდებიან ის ადამიანებიც, რომლებიც პატრიარქის საწინააღმდეგო ვიდეორგოლებს ავრცელებენ. ამიტომ, აქ ძალიან ცხადად იკვეთება, რომ არსებობს მთელი ქსელი ადამიანებისა, რომლებიც ამ საკითხის შესახებ არიან ინფორმირებულები და თეა მხოლოდ ერთი ნაწილია ამ ყველაფრის. ასევე ცხადად იქვეთება ისიც, რომ პატრიარქთან და საპატრიარქოსთან თეოლოგიურ დისკუსიაში კი არ არიან შესულები და "რეტროგრადობას" კი არ უყენებენ ბრალად, არამედ პირდაპირ რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში ადანაშაულებენ. ამ ყველაფერს ერთად, ლოგიკურ დასკვნამდე მივყავართ: რომ თეა თუთბერიძის(და მისი თანამოაზრეების) და საპატრიარქოს შორის დაპირისპირება პირველ რიგში პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. შესაბამისად, ეს დაპირისპირება უნდა იყო განხილული პოლიტიკურ კონტექსტში და ნებისმიერი სხვა ტიპის მსჯელობა ამ საკითხე არის:1. ან, შეგნებულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანა .ანუ, თუთბერიძის ლარიფლინტიზაცია(რასაც, აქტიურად ეწევა ფეისბუკზე ლევან რამიშვილი). რათა მოხდეს , ამ პოლიტიკური ქვეტექსტის მქონე საკითხის, დაყვანა მხოლოდ ერთი ადამიანის გამოხატვის თავისუფლების პრობლემამდე. ტექნოლოგია - მთელი აქცენტის კეთდება თეას პიროვნებაზე და იმის მაგივრად, რომ კომპლექსურ პოლიტიკურ საკითხს მრავალი განზომილებით განვიხილავდეთ, თეა თუთბერიძე ამოდის, როგორც ცენტრალური ქვაკუთხედი ამ პრობლემის. 2. ვინც ფოკუსირდა პრობლემის შემადგენელ ნაწილებზე და არა მთლიან სურათზე. მე რატომღაც მგონია, რომ უმრავლესობამ სწორად ამიტომ მოაწერა ხელი ამ განცხადებას, ბუნებრივია, გაღიზიანება გამოიწვია, შეუწყნარებელმა და აგრესიულმა რეაქციებმა.ერთი ეს არის, რომ ამ შემთხვევაში, დიდი შანსი არსებობს, რომ იმ ტექნოლოგიას წამოეგო, რომელზეც პირველ პუნქტში წერია და მთლიან სურათს მოწყდე, თორემ სხვა მხრივ, ადამიანურად ყველანაირად გასაგები პოზიციაა. კიდევ ერთი მოსაზრება, რის გამოც მიმაჩნია, რომ ეს არის წმინდა პოლიტიკური საკითხი და ისეთი სურათის დახატვა, რაც ამ განცხადების ქვეტექსტშია - რომ ეს არის დაპირისპირება ლიბერალებს და მორწმუნეებს შორის, სრულიად არ ასახავს ამ საკითხის კომპლექსურობას. ისევ ერთი პოლიტიკური განცხადება თავად თეას ნათქვამში: "ჩემთვის პატრიარქის ეს გამოსვლა(პედაგოგების წინ) ნამდვილად იყო შეურაცხმყოფელი და მე მგონი თითოეული იმ ადამიანისთვისაც, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ვინაიდან პატრიარქს არ გაახსენდა და სამწუხაროდ, ფეხზე დაიკიდა ის ადამიანები, რომლებიც ჩაიხოცნენ ომის დაწყების წინ. " როცა ასეთ გამომწვევ პოლიტიკურ განცხადებას აკეთებ სრულიად მოსალოდნელია, რომ გააღიზიანებ ძალიან ბევრ ადამიანს, მორწმუნეს, თუ არამორწმუნეს, ყველას ვისაც ახსოვს, სინამდვილეში, როგორ იყო ყველაფერი . ამიტომ აქ მორწმუნე-არამორწმუნეში არ არის საქმე, როდესაც პატრიარქის კონკრეტულად ამ განცხადებას ესხმი თავს, პოლიტიკური ქვეტექსტი კიდევ უფრო ძლიერია. და ბოლოს, იმ ადამიანებს მინდა მივმართო , ვინც ლიბერალურად მოაზროვნე ადამიანად მიაჩნია თავისი თავი და პატრიარქის სიძულვილის გამო - დღეს, თეა თუთბერიძის ლარი ფლინტად წარმოჩენაში, შეგნებით თუ შეუგნებლად მონაწილეობს. სამწუხაროდ, თქვენ ძალაუნებურად კიდევ ერთხელ მოახდინეთ ლიბერალური ღირებულებების დისკრედიტაცია საქართველოს მოსახლეობის თვალში, რადგან ადამიანი, რომელიც "მტრის აგენტების" იარლიყებს თავისუფლად, ყველანაირი არგუმენტაციის გარეშე, აქეთ-იქეთ ისვრის - სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების სიმბოლოდ აქციეთ. არადა, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ქვაკუთხედი გახსნილი და არა შებოჭილი აზროვნებაა. გასხვავებული პოზიციების მიღება და აგენტთმეტყველება. რა თქმა უნდა, უმრავლესობას ეს არ გინდოდათ, მაგრამ ასე გამოგივიდათ. მაგრამ მერე ნუ გიკვირთ, რატომ გადაიქცა "დემოკრატია" და "ლიბერალიზმი" სასაცილო სიტყვებად საქართველოში. იქ, სადაც სააკაშვილის მთავრობა, დემოკრატიის შუქურად იწოდებოდა ერთ დროს, ლიბერალიზმის სახელით კი, თეა თუთბერიძე და თავისუფლების ინსტიტუტი გამოდიოდა - მიდი და დაარწმუნე ხალხი, რომ დემოკრატიას და ლიბერალიზმს სამართლიანობა და თანასწორობა მოაქვს.BBC* საოცრად ლოგიკური თემაა :maladec: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 24, 2009 ეგებ რომელიმე თქვენგანმა, ვინც იქაც ხართ დარეგისტრირებული, გახსნათ ახალი თემა თბილისის ფორუმზე ჩემი სახელით:BBC* გავხსენი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 24, 2009 სად გახსენი ეს თემა ხვდები მაინც? თან გადაგყვებიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 24, 2009 lasha1997 თემის გახსნა უნდა მიშიტოს ფანების ფორუმზეხომ შევთანხმდით, რომ სხვა ფორუმების დაცინვას არ დავუშვებთ ამ ფორუმზე? დავიცვათ ეს შეთანხმება. მით უმეტეს რომ იმ ფორუმზე პოსტავს უამრავი, ერთმანეთისაგან აბსოლუტურად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი. არაა ლამაზი ასეთი განცხადებები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted October 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 24, 2009 BBC* რაც არ უნდა იყოს... თეა თითბერიძე არაფერ შუაშია ამ ყველაფერში... არ არის გამორიცხული, ეს ხელოვნური აჟიოტაჟია და თავად პატრირქის მიერ გაკეთებული განცხადებების გადასაფარად კეთდება.. ჩემი პრაქტიკიდან, ტავიუფლების ინსტიტუტიდან წამოსული თითოეული მესიჯი, მომავალში რაღაც ამბავს მოასწავებს,,,, ხოდა, თუთბერიძის ნათქვამი, რომ დავით აღმაშენებელი დღეს რუის უბნისის კრებას მოიწვევდა, არ არის ისე ნათქვამი... ამ ყველაფერით ყველაზე კარგად ხელისუფლებამ იხეირა, - კატეგორიულად დაგმო ეს ყველაფერი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted October 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 24, 2009 BBC* ძალიან ბევ რამეში გეთანხმებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
BBC* Posted October 24, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 24, 2009 BBC* გავხსენიძალიან დიდი მადლობა. მაგრამ რადგან თემა დაუკეტიათ, თუ ძალიან არ შეწუხდებით, იქნებ ისევ რომელიმემ , ვინც იქაც ხართ დარეგისტრირებული, პოსტის სახით გადაიტანოთ თავად ამ განცხადების თემაში .http://forum.ge/?f=29&showtopic=34028415&st=1005ფორუმელთა ნაწილის განცხადება და რატომ აქვთ ეს წესი, რომ 50-ჯერ უნდა გქონდეს დაბეჭდილი. დავუშვათ, პოლიტიკის განყოფილება მაინტერესებს, ძალით ხომ არ დავწერ სხვა განყოფილებში 50-ჯერ? არც მაქვს მაგის დრო. :sorry:უბრალოდ იმ განცხადებას სადღაც, რომ არ გამოვხმაურებოდი, არ შემეძლო. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა BBC* რაც არ უნდა იყოს... თეა თითბერიძე არაფერ შუაშია ამ ყველაფერში... არ არის გამორიცხული, ეს ხელოვნური აჟიოტაჟია და თავად პატრირქის მიერ გაკეთებული განცხადებების გადასაფარად კეთდება.. ჩემი პრაქტიკიდან, ტავიუფლების ინსტიტუტიდან წამოსული თითოეული მესიჯი, მომავალში რაღაც ამბავს მოასწავებს,,,, ხოდა, თუთბერიძის ნათქვამი, რომ დავით აღმაშენებელი დღეს რუის უბნისის კრებას მოიწვევდა, არ არის ისე ნათქვამი... ამ ყველაფერით ყველაზე კარგად ხელისუფლებამ იხეირა, - კატეგორიულად დაგმო ეს ყველაფერიხო რა თქმა უნდა, მეც მაგ აზრის ვარ. თუთბერიძეზე აქცენტი გაკეთება შედის მთავრობის ინტერესში. და ამის გამო თავისუფლების ინსტიტუტი აქტიურად დაკავდა თეა თუთბერიძის ლარიფლინტიზაციით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 24, 2009 lasha1997 ხომ შევთანხმდით, რომ სხვა ფორუმების დაცინვას არ დავუშვებთ ამ ფორუმზე? დაცინვა არაა ეს. სიმართლე დაწერა. მიშიტოს და ვანო მერაბოვის ფორუმია და რა გინდა ეხლა რომ ჰქნა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.