hamurabi Posted September 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 9, 2010 oneაქ დაპოსტეთ ბრძენ ადამიანთა ბრძნული გამონათქვამები და მიაწერეთ ვისია... ...პასკევიჩი(რუსის ღენერალ-ჩინოვნიკი): ,,Владей этой землёй(იგ.საქართველო)без опаски, Российская Армия тебя защитит!'' :nodar: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბოდიალა Posted October 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2010 "როდესაც თამაშობენ ხუთნი უნდა შეეცადო იუო სამის მხარეზე." ბისმარკი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irusha Posted January 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2011 "ქალის ლამაზმა ფეხებმა ისტორიას არაერთი ფურცელი შეუცვალა" :D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kasper Posted January 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2011 женщина способна замучить человека жестокостями и насмешками и ни разу угрызения совести не почувствует, потому что про себя каждый раз будет думать, смотря на тебя: "Вот теперь я его измучаю до смерти, да зато потом ему любовью моей наверстаю…დოსტოევსკი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lizi-lizi Posted January 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2011 მშვიდად, აუღელვებლად,ერთი-ორჯერ მაინც აწონე და თქვი,რასაც ფიქრობ.გახსოვდეს,რომ საშისი აზრები არ არსებობს,საშიში მხოლოდ უაზრობაა. სხვების აზრების გაცნობა გვარწმუნებს,რომ უმთავრესი,რაც ამ აზრებმა უნდა შეგვძინოს,საკუთარი აზროვნებაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lizi-lizi Posted January 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2011 (edited) 1)ერიდეთ ყველას ვინც არ იცინის,არც მღერის,არც სვამს და არც არშიყობს.ასეთი კაცი სამოთხეში შეგიპატიჟებს და ჯოჯოხეთში დაგიკრავს თავს.(მიხეილ ჯავახიშვილი) 2)ღვინო საწამლავია,მაგრამ ყოველივე ნაჭარბიც საწამლავია:საჭმელიც და წამალიც,ძილიც და შრომა,ცოდნაც დასიყვარულიც.ზოგი ათასს მოინელებს,ზოგი კი ერთსაც კი ვერ მოერევა.ზომიერება ნამდვილი ღმერთია და ვინც მას მიაგნო,ამ ქვეყნად ცხონებულია(მიხეილ ჯავახიშვილი) 3)შექსპირი რომელიც ჰამლეტის პირით ზომიერებას ქადაგებს:,,დალიეთ! მაგრამ ნუ გაილეშებით.გაიცინეთ,მაგრამ ნუ აჭიხვინდებით.იმღერეთ,მაგრამ ნუ აბFავლდებით.შეიყვარეთ,მაგრამ ნუ გახელდებით და ქვეყნის ბედს თქვენს ხოშზე ნუ ჩამოკიდებთ 4)სულით და გულით მიძღვნილი მცირედიც შეიწირების(მიხეილ ჯავახიშვილი) 5)ზოგიერთის დუმილიც კი საქვეყნოდ ღაღადებს,ხოლო ზოგი შაბათიდან შაბათამდე ყბედობს და მაინც რიყის ლოდივით მუნჯია(მიხეილ ჯავახიშვილი) 6)გულკეთილი ყველას უყვარს,ტუტუცი უვნებელია,ჭკვიანი კი სახიფათოა.ერიდებიან გაურბიან...(მიხეილ ჯავახიშვილი) Edited January 15, 2011 by lizi-lizi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fanula Posted January 16, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2011 აბსტრაქტულ ნახატს გადარებ და ფასი დაგადე ... შედევრის ! თუ ვინმე ყიდვას ინებებს რჩევასაც მივცემ .... აღარ ღირს ! მომავლის რწმენაში გაგცვალე დაგასათაურე ... წავა ის ! ცხოვრებას იმით იწყებ ხოლმე, რომ სხვის შეყვარებაზე უარის თქმას სწავლობ. დასასრულს კი, საკუთარ თავში ვერ პოულობ ვერაფერს ისეთს, შეყვარების ღირსად რომ ჩათვალო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted April 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2011 დიდოსტატის მარჯვენადან საერთო სენია კაცთა: მიცვალებულებს იმადაც აქებენ ხშირად, რომ ცოცხალთ მიაყენონ ჩრდილი.* * *ჯერ კიდევ ფარსმანისაგან ჰქონდა მინიშნული კონსტანტინეს: ბრძენკაცი უნდა იყვეო და შლეგად მოაჩვენოო ადამიანებს თავი, გმირი უნდა იყვე და ჯაბანივით დადიოდე, ოსტატი უნდა იყვე და ხელმოცარულად მოგქონდეს თავი, რადგან არავის იმდენი მტერი არა ჰყავსო ქვეყნად, როგორც ბრძენკაცს, გმირსა და ოსტატს.* * *ხელოვნებაა თვით უკვდავება. მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი, ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი.* * *ნეტარ არიანი იგინი, ვისაც სიკვდილი უმალ უწევს, ვიდრე საკუთარის თვალით იხილავენ სამშობლოს თვისას იავარყოფას. ნეტარ არიან იგინიცა, ვინცა გულმართალ წინაპართა აჩრდილებს შორის ლანდადქცევას არჩევენ გადაშენების გზაზე დამდგარ თანამემამულეთა წიაღში ყოფნას.* * *ძლიერს უფრო მეტად უჭირს ამ ქვეყნად. მიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები, თაგვები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ.* * *ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი. ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატებს ვინც შეჰყურებს პირში.* * *როცა ყველაფერს წვიმა წარხოცავს, როცა ყველა ხმას ქარი წაიღებს, სვეტიცხოველი შეიმატებს დიდებას კიდევაც. მართლაცდა სხვა რა ევალება ოსტატს, თუ არა წამიერის მარადჟამულად ქცევა? სხვა რა ევალება ამქვეყნად ოსტატს, თუ არ ჭიდილი წარმავლობის ნისლთან.* * *არავინ ისე მამაცად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი.* * *ერთი კაცი თავის უდიდეს სიბძნეშიაც შლეგად ითვლება მუდამ.* * *ეს ცხოვრება არც ისე მრუდედ წარუმართავს არსთაგანმგებელს, ყველაფერი იმისათვის შეემთხვევა ამ მიწაზე კაცს, რათა თავის თავს და თავის ღმერთს მიაგნოს ბოლოს.* * *ჩემდა თავად მე ვემორჩილები იმ წყობილებას, რომელიც წილად ერგო ჩემს ხალხს და არც ერთი ერი იმის უკეთესის ღირსი არაა, რაც მას დაუმყარებია თავად. ამიტომ ხვალ რომ ბერძნები ან სარკინოზები შემოეწყონ საქართველოს ციხეებს, მოქნდაკის საჭრეთელს განზე გადავდებ და ხმლით შევებრძოლები მტერს.* * *როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც კი ვერ გაამარჯვებინებს მას.* * *ამ ქვეყნად არც რაინდია ისეთი, რომელსაც რისამე წინაშე შიში არ ეგრძნოს ოდესმე, არც თუ ბრძენია სადმე, ერთხელ მაინც სისულელე არ ეთქვას.* * *ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს, მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდკაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები. დავით აღმაშენებელიდან ვინც გველს რძეს ასმევს, შხამსაც უორკეცებს მასვე.* * *როცა მოყვასი შენი საქმეს დაიწყებს რაიმეს, სანამ არ მოათავებს, არ უნდა განიკითხო იგი. ეგეც იცოდე, მხოლოდ ოფოფი შეიცნობა თავითა, ხოლო ჭეშმარიტი საქმე - ბოლოთი.* * *სპილო ხორთუმითა ჰკლავს თავის მსხვერპლს, გველი - კოცნით, მეფე - ღიმილით, ხოლო მოღალატე - პატივის მიგებითა.* * *უღირსი კაცის თვალში თვით უდიდესი და უზენაესი არარად იქცევა ხოლმე, რადგან პაშტა სარკეში როდის ჩატეულა თუნდაც სპილენძის ხატებაი.* * *უბედურება ეკალსა ჰგავს, გვერდს ჩაუვლი თუ არა, იგი თავად წამოგედება, ხოლო ბედნიერება - ბულბულს, შესაძლოა ჩვენ გვერდით ჩავუაროთ, იგი გაიტვრინოს და ბოლოს შეუმჩნევლად შორს გაფრინდეს.* * *ყველაზე უფრო ძნელი დასაპყრობია კაცთათვის საკუთარი გული და ვინც ამას ზედმიწევნით შესძლებს, იგია უბედნიერესი ამქვეყნად.* * *მე მგონია, როგორც ხორციელად, ისე სულიერად სრულქმნილს, თუკი ასეთი მოიპოვება სადმე, სრულიად არ ესაჭიროება ქება. როცა ადამიანს ძაგების შეეშინდება და შექება მოსწურდება, სჩანს, მას კარგად აქვს შეგნებული, რომ ბევრი რამ აკლია. როცა იგი მაქებარს დაიწყებს ძებნას, ამ გზით მას სწადია ქებით მიჩქმალოს საკუთარი სულის არარაობა მოყვასთა თვალში. სწორედ ამიტომაც ჰყავდათ დაქირავებული კარის-მეხოტბეთა მთელი დასტა ბიზანტიელ უნიჭო მეფეებს და სელჯუკიანთა უზნეო სულტანებს.* * *ბუნების წესია ასეთი: მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი - უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება ხოლმე, ყბედი - მდუმარეს, ხოლო ლაჩარი - გმირს.* * *თვით უაღრესი ცილისწამებისგან უმცირესი ჩრდილი მაინც მიადგება ადამიანს.* * *ჩემი მტრები ჩემი მასწავლებლებიც ყოფილან ხანდახან, რადგან მე მათთან ბრძოლაში ჩემს სისუსტესა და ზადს გამოვჩხრეკდი ხოლმე, ღონეს მოვიკრებდი, კვლავ ვეკვეთებოდი და ვებრძოდი, სანამ მათ სისუსტეს ამ დანამახებდა მათთანვე ბრძოლა.* * *ზოგს ენა როდი აბია, თავათაა ენაზე მიბმული, ამიტომაც იღუპება მყრალი ენის მეოხებითა.* * *ვინც ჭეშმარიტად აღზევებულია, მას აღზევება არ ესაჭიროება. სულმდაბალნი მიესწრაფიან აღზევებას მუდამ. მთვარის მოტაცებიდან სილამაზეს დიდებულს ხანდახნა სჩვევია შიშისმომგვრელი ზეგავლენის მოხდენა. მხოლოდ თავხედი არ ეკრძალება მას ასეთ წუთებში (ამიტომაც ულამაზესი უმამაცესს კი არა, უთავხედესს შეხვდება ხოლმე).* * *ზოგიერი კაცის ცხოვრება უნიჭო მწერლის რომანსა ჰგავს... ბოლომდის ჩაათავებ და ასე იტყვი: ნეტავ არ წამეკითხაო.* * *კეთილო ფრაუ, თქვენ ევროპელები ეგოისტები ხართ, ჩვენგან მოითხოვთ გარდავიქმნათ, ე.ი. ჩვენ არ ვიქნეთ ისეთი, როგორიც ვყოფილვართ, ან ვართ. ე.ი. თქვენ დაგემსგავსოთ. და ეს თქვენ მოგდით, კეთილო ფრაუ, არა ჩვენის სიყვარულით, არამედ იმისთვის, რომ თქვენთვის უფრო ხელმარჯვე იქნება, რომ ყველანი თქვენა გგავდეთ. თქვენ ბევრი ხართ, ჩვენ ცოტა, თქვენ გინდათ იგივე უფლებით ჩაგვყლაპოთ, როგორითაც ცვარს ყლაპავს ზღვა და ლიფსიტას ვეშაპი. მაშინ თქვენ აღარ დაგჭირდებათ ჩვენი ენების შესწავლა, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული სახელების დამახსოვრება, ჩვენი თავისებური სახელისა და გვარის გამოთქმა, თქვენ ის გირჩევნიათ, ჩვენ ყველას არზაყანის, კეგვას, თარაშის ნაცვლად ჯონი, ჟანი და ჰანს გვერქვას. თქვენ ის გირჩევნიათ, ჩვენ ჩვენი ენა დაგვავიწყდეს, თქვენ ენაზე გადავიდეთ, თქვენთვის უთუოდ აჯობებდა თქვენს ქარხნებში გაკეთებული საქონელი მოერგოს ჩვენს ტანს, თქვენს ავტომობილებს შევეჩვიოთ, თქვენი მანქანები ვიყიდოთ, თქვენი წიგნები და გაზეთები ვიკითხოთ და ჩვენზე ხელი ავიღოთ, თქვენი ღმერთები ვიწამოთ და ჩვენსას მივაფურთხოთ. თქვენი ლოცვები ვთქვათ და თქვენმა გემებმა ჩვენს ზღვებში თავისუფლად ითარეშონ და თუ ჩვენ მათზე თავდასხმას გავბედავთ, მაშინ უთუოდ მეკობრეებს გვიწოდებთ, როგორც ძველი ბერძნები. რაც შეეხება ჩანგალს, მე მანამდის ხელით ვსჭამ, ვიდრე ჩვენსავე ქარხნებში გაკეთებულ ჩანგლებს არ მომიტანენ. ჩანგლის ხმარებაში, კეთილო ფრაუ, არც ისე დიდი ფილოსოფიაა. ჩვენ ძველ კოლხიდაშიც გვცოდნია ფიწლის ხმარება. ვინც ამას მიხვდა: ხელით მობოჭვას თივისას, ფიწლით აღება რომ სჯობია, საჭირო რომ ყოფილიყო, უთუოდ იმასაც მიხვდებოდა, ხელით ჭამას, ჩანგლით ჭამა რომ სჯობია.* * *რუხის ციხესთან ომი ყოფილა ოდესღაც. გაღმა ქართველები მდგარან, გამოღმა აფხაზები და თათრები. დიდხანს უტრიალეს თურმე ქართველებმა რუხის ციხეს. მერმე ფალავნურ ბრძოლაზე გადასულან. ქართველებს ვინმე ჩოლოყაშვილი გამოუშვიათ, აფხაზებს ვიღაც ემხვარი. ჩოლოყაშვილი ჭაღარა კაცი ყოფილა, ემხვარი უწვერული ჭაბუკი. და სწორედ იქ, სადაც ჩვენი ბორანია, შეხვდნენ ერთმანეთს თურმე ჩოლოყაშვილი და ემხვარი. ემხვარი ეკვეთა პირველი და ხმლის ამოღება მოასწრო. „რას უცდი, ჭაბუკო?" - შესძახა ჩოლოყაშვილმა. „უფროსისგან პირველ მოქნევას ველიო". გადახვევიან ურთიერთს და იმ დღიდან დამეგობრებულან.* * *ეს უსტილო, უწარსულო ქვეყანა, ენააღრეული ბაბილონი, თავის მრავალსართულიან ქორედზე წამოყუნცული, ამაყად გადმოსცქერის ყველას, ვისაც უოლ სტრიტი და ბრუკლინის ხიდი არ უნახავს.* * *ისეთი მამლებიც ბევრია ამ ქვეყნად, გათენების შემდეგ რომ ჰყივიან.* * *ყოველი დროის ცილისმწამებლებს კარგად სცოდნიათ, რომ ადამიანის უსასტიკესი დასჯა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მას სწორედ იმაში დასდებენ ბრალს, რის წანააღმდეგაც თავად იბრძვის იგი.* * *თუ გსურს ღირსეულს მიაყენო ჩრდილი, უღირსის ქებას უნდა მიჰყო ხელი.* * *როგორც სჩანს, თქვენ (ქართველები) დიდი ჰუმანური კულტურის მატარებელი ხალხის შვილები ხართ და ჯერ არ შერყვნილხართ იმ ქაღალდის ცივილიზაციისაგან, რომელმაც ევროპა მიიყვანა ამ გრანდიოზულ კატასტროფამდის.* * *თუ ადამიანს რწმენა აქვს, იგი უძლეველია უთუოდ.* * *ჭაღარა არაფერია. მთავარია სულში არ გაუჩნდეს ადამიანს ჭაღარა.* * *დიდი კაცის სახელი დიდ რამეებს ავალებს ადამიანს.* * *ყოველი კაცი, ვინც სულ აღზევებას მიესწრაფვის, უთუოდ საეჭვოა. ქართული ნიჭისა და სულის გენია! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mama Posted May 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 21, 2011 (edited) "ჩვენ ვიტყვით კაცნი ჩვენა ვართ, მარტო ჩვენ გვზრდიან დედანი; ჩვენა ვცხონდებით ურჯულოთ კუპრში მიელით ქშენანი ამის თქმით ვწარა-მარაობთ ღვთის შვილთ უკეთეს იციან, ყველანი მართალს ამბობენ განა ვინაცა ფიციან?!" "სიკვდილი ყველას გვაშინებს სხვას თუ ჰკვლენ ცქერა გვწადია კაცნი ვერ გრძნობენ ბევრჯერა როგორ დიდ ცოდვას სჩადიან" ვაჟა-ფშაველა Edited May 21, 2011 by mama Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Metalhead Posted June 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 29, 2011 თუ მიდიხარ მიდიო და თუ არადა დარჩიო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
AZRIEL Posted July 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 15, 2011 (edited) სიყვარული ყოველ ადამიანში იმყოფება როგორც ნათება, რომლითაც მისი გრძნობებია მონიშნული. სიყვარული ცხოვრებაა და ცხოვრება სიყვარულია. ისევე, როგორც ცეცხლისთვის წვა და წყლისთვის გაგრილება ბუნებრივია, ასევე ადამიანისთვის სიყვარული ბუნებრივია. მის გარეშე იგი ადამიანად არსებობას წყვეტს.” — შრი სატია საი ბაბ Edited July 15, 2011 by AZRIEL Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
qeti32 Posted July 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted July 15, 2011 irusha"ქალის ლამაზმა ფეხებმა ისტორიას არაერთი ფურცელი შეუცვალა" ჰმმმ რა მაგარია გამოთქმაა თანაც სიმართლეა მე ეგ კლეოპატრას ცხვირზე მქონდა გაგონილი თუ სწორად მახსოვს კლეოპატრაზეც უნდა იყოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
AZRIEL Posted August 2, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2011 გარსია მარკესის 13 გენიალური ფრაზა: 1)მე შენ მიყვარხარ,არა იმიტომ ვინც ხარ შენ,არამედ იმიტომ რომ ვინ ვარ მე როცა შენს გვერდით ვარ. 2)არცერთი ადამიანი არ იმსხურებს შენს ცრემლებს,ხოლო ის ვინც იმსახურებს,არასოდეს აგატირებს შენ. 3)მხოლოდ იმიტომ, რო ვიღაცას არ უყვარხარ ისე,როგორც შენ გიდნა რომ უყვარდე,იმას არ ნიშნავს რომ,იმ აამიანს მთელი გულით არ უყვარხარ! 4)ნამდვილი მეგობარი ის არის ,რომელსაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს. 5)ყველაზე საშინელი მონატრებაა,იყო მის გვერდით და აცნობიერებდე,რომ ის არასოდეს იქნება შენი! 6)არასოდეს მოიშალო სახეზე ღიმილი. მაშინაც კი ,როცა სევდიან განწყობაზე ხარ ვიღაცას შეიძლება შენი ღიმილი შეუყვრდეს 7)შეიძლება ამ სამყროში მხოლოდ ადამიანი ხარ,მაგრამ ვიღაცისთვის მთელი სამყარო ხარ. 8)შეიძლება ღმერთს სურს ჩვენ ვხვდებოდეთ უვარგის ადამიანებს მანამ, სანამ შევხვებით იმ ერთადერთს .. იმიტომ რომ,როცა ეს მოხდება ჩვენ მადლიერი ვიოყოთ 9)ნუ ტირი იმიტომ,რომ ეს დამთავრდა. გაიღიმე იმიტომ რომ ეს იყო. 10)არ ფანტო დრო იმ ადამიანზე რომელიც არ ისწრაფვის რომ დრო შენთან გაატაროს 11)ყოველთვის მოიძებნებიან ისინი ვინც ტკივილს მოგაყენებს.მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ,უბრალოდ ცოტა ფრთხილად იყავი. 12)გახდი უკეთესი და შენვე მიხვდი ვინ ხარ,სანამ შეხვედები ახალ ადამიანს იმ იმედით რომ ის შენ გაგიგებს შეგიცნობს 13)ნუ გამოავლენ ესოდენ ძალისხმევას ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ucnobi Posted August 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted August 3, 2011 „ადამიანის მთავარი სამუშაო, ის უმთავრესი რამ, რასაც მან ცხოვრებაში უნდა მიაღწიოს, მხოლოდ შემქმნელის შეგრძნებაა, რომ შეიგრძნოს მისი რეალობა, ის, რომ მთელი სამყარო მისი დიდებითაა სავსე. და ამ შეგრძნების (და არა სხვა რამის) მისაღწევად უნდა იხმაროს ადამიანმა ყველა ღონე.“ (ბაალ სულამი, „შამათი“, სტატია №4) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
AZRIEL Posted September 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted September 4, 2011 (edited) 1.ბერნე-დავადება ათასგვარი არსებობს, ჯანმრთელობა კი -ერთი. 2.ფენელონი-კაცს, რომელსაც სძულს სიმართლე სძულს ისიც ვინც ბედავს სიმართლის თქმას.3.შექსპირი-სულმდაბლურად ვინც პირფერობს ლხინში, გჯეროდეს, რომ გიღალატებს ჭირში.4.დუსოლი-თუ არ ძალმიძს მთელი ქვეყნის მბრძანებლობა, ჩემი საკუთარი თავის მბრძანებელი მაინც ვიქნები.5.შილერი-ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს.6.სენტ-ეგზიუპერი -გიყვარდეს-ერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით.7.ბიუფონი-არაფერი არ არის ისე გადამდები, როგორც შეცდომა, რომელსაც მხარს უჭერს ცნობილი სახელი.8.პასკალი-რა ცარიელია ადამიანის გული! და რამდენი სიბილწეა ამ სიცარიელეში.9.ციცერონი-ყველა ადამიანს შეუძლია შეცდეს, სიჯიუტეს მხოლოდ სულელი იჩენს.10.ჰელვეციუსი-რომ გაგიკვირდეს ერთი წუთიც კმარ; რომ გასაკვირველი საქმე გააკეთო-მრავალი წელია საჭირო.11.შექსპირი-მდაბალ გრძნობათაგან ყველაზე უმდაბლესია შიში12.ნაპლეონი-შემთხვევას ზედმეტ სახელად ქვია ,,განგება”.13.კარლეილი-ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, როცა ადამიანი თავის თავს სრულად უცდომელად მიიჩნევს.14.სერვანტესი-მრავალსიტყვაობა ყოველთვის უსიამოვნების მომგვრელია.15.ნიცშე-კარგი ქორწინება მეგობრობის ნიჭს ეფუძნება.16.რუსო-ხანდახან ისეთი ქებაც გვიყვარს, რომლის გულწრფელობაც არ გვჯერა.17.,ვისრამიანი”-უმეცარი მოყვარემოსისხლესა უარეაო.18.ებნერ-ეშენბახი-გეშინოდეს კაცისა, რომელიც თავისი სათნოებით ტრაბახობს.19.გაიბელი-ჭაღარა თავს სწავლა ეძნელება.20.სენტ-ეკზიუპერი-ჭეშმარიტი სიყვარული სხვათა გამო სიხარულია.21.ჩინელი ფილოსოფოსი-გზა მიზანია და მიზანი გზაა22.ფროიდი-ადამიანი, რომელმაც პირველად შეძლო შუბის მაგივრად შეურაცხმყოფელი სითყვა ეხმარა, იყო ცივილიზაციის დამაარსებელი23.ფრომი-”ეხლა” და “აქ” მარადისობაა24.გოეთე-გონება სასტიკია,გული ჯობია გონებას.25.იოსეფ ბროდსკი-ციხე არის დროის სიჭარბით კომპენსირებული სივრცის უკმარისობა26.მაქს პლანკი-ჭეშმარიტება არასდროს არ იმარჯვებს, უბრალოდ მისი მოწინააღმდეგენი იხოცებიან.27.გოეთე-სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი,როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი.28.კრილოვი-ხშირად არწივი ქათამზე დაბლაც კი დაეშვება ხოლმე,მაგრამ ქათმები ღრუბლებამდევერასოდეს მიაღწევენ.29.სტეინბერგი-ვინც უმიზეზოდ შეგიყვარებს,იგი მალევე შეგიძულებს უსაბაბოდ.30.ნაპოლეონი-ჭეშმარიტი სიმდიდრე ქონების სიდიდე კი არ არის,არამედ მისი გონიერი მოხმარებაა.31.გარნეზია-ოქროს დრონი იყვნენ მაშინ,როცა ოქრო არ ბატონობდა.32.ჰოლბახი- ცხოვრება ის დღეები როდია, რომლებიც წავიდა, არამედ ისინი, რომლებიც დაგვამახსოვრდა.33.ბელინსკი-ადამიანი ყოველთვის ყველაზე საინტერესო მოვლენა იყო და იქნება ადამიანისთვის.34.თუ ადამიანი დღეში რამდენჯერმე გესალმება, ესე იგი, ის შენ ვერ გამჩნევს.35.აინშტაინი-ღმერთი კამეთელს არ აგორებს36.არტურ შოპენჰაუერი-ვისაც მარტოსულობა არ უყვარს, მას არც თავისუფლება უყვარს.37.კ.გამსახურდია-ცხოვრებაში რაც არ უნდა დიდი გახდე,გახსოვდეს რომ სულ პატარა დაიბადე38.პლინიუსი-”გულმშვიდად მოსმენა საყვედურისა იმის თვისებაა,ვინც ხშირად ღირსი ყოფილა ქების”39.ჟან ჟაკ რუსო-ცდომასთან ათასი გზა მიდის ჭეშმარიტებასთან ერთი40.სოკრატი-ჭამისთვის კი არ ვცოცხლობთ არამედ ვჭამთ იმიტომ რომ ვიცოცხლოთ41.პლატონი-სიხარულიც და მწუხარებაც იმაში ჰგვანან ერთმანეთს რომ ორივე ერთნაირად გვიხშობს გონებას42.ბერნანდ შოუ-”ლოდინმა დაგღალა?წარმოიდგინე,რამდენად აუტანელი იქნებოდა,არაფერს რომ არელოდე.”43.თეოფილ გოტიე-”ვისაც შეყვარებული ქალი არ უნახავს,ის ვერ იტყვის ,რა არის ქალი.”44.კლავდიუსი-ყოველთვის ნუ იტყვი იმას რაც იცი,ხოლო ის -კი იცოდე,რასაც ამბობ45.“მოთმინების უნარი,ეს არის ბოლო გასაღები,რითაც კარის გაღება შეიძლება”46.ოლდოს ჰაქსლი-”შესაძლოა ეს სამყაო სხვა პლანეტის ჯოჯოხეთია”47.ალ კაპონე-”ტკბილი სიტყვით და პისტოლეტით უფრო მეტს მიაღწევ, ვიდერ მარტლო ტკბილი სიტყვით.”48.ფრიდრიხ ნიცშე-ცხოვრებას იმით იწყებ ხოლმე, რომ სხვის შეყვარებაზე უარის თქმას სწავლობ. დასასრულს კი, საკუთარ თავში ვერ პოულობ ვერაფერს ისეთს, შეყვარების ღირსად რომ ჩათვალო49.ჰერმან ჰესე-ჩემსა და შენს შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ შენ უცნაური დაჟინებით ეძებ ამ განსხვავებას50.მარკ ტვენი-წიგნებს, წიგნებს ერიდეთ, ისინი ამბის ნახევარს ყვებიან (რავი ზოგიერთებს სხვა აზრი აქვთ )51.დემოკრიტე-ვინც ზომიერებას გადასცდება მისთვის ყველაზე სასიამოვნო ყველაზე უსიამოვნო ხდება52.დემოკრიტე-საკუთარი შეცდომების დავიწყება თავხედობას ბადებს53.შექსპირი-ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი წარმავალია, თურმე ცხოვრება ეს ნიღბების კარნავალია54.სტალინი-რატომ არ ვტირით მაშინ, როცა ყველაზე ძვირფას განძს-ახალგაზრდობას ვეთხოვებით? ნუთუ სიკვდილი უფრო საშინელებაა, ვიდრე ის რომ მშვენიერებისგან განძარცვულ შენს თავს უყურებდე55.საგნით სიბრძნეს წერენ, ცრემლით კი სიყვარულს56.დემოკრიტე-ნუ იქნები მეტად ტკბილი, რომ არავინ გადაგყლაპოს, და ნურც მეტად მწარე, თორემ უკან გადმოგაფურთხებენ57.ბრაუნინგი-თუ ადამიანი გულში საკუთარ თავს ებრძვის იგი რაღაცად ღირს58.სჯობს სწრაფად დაიწვა ვიდრე ნელნელა ჩაქვრე.59.ბერნარდ შოუ-თუ შენ გაქვს ვაშლი და მეც მაქვს ვაშლი და ჩვენ მათ გავცვლით, ორივეს ისევ თითო-თითო ვაშლი გვექნება, მაგრამ თუ შენ გაქვს იდეა და მეც მაქვს იდეა და ჩვენ მათ გავცვლით, ორივეს ორ-ორი იდეა გვექნება.60.ჯინ კოკტო-ჩვენ უნდა გვჯეროდეს იღბალის. აბა სხვანაირად როგორ უნდა ავხსნათ იმ ადამიანების წარმატება ვინც ჩვენ არ მოგვწონს?61.ნაპოლეონი-თუ გინდა რომ საქმე კარგად გაკეთდეს, თავად გააკეთე ის. Edited September 4, 2011 by AZRIEL Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.