Jump to content
Planeta.Ge

,,ღმერთისგან უნდა იყოს ადამიანი დაწყევლილი, რომ ეს ურთიერთობები შეწყდეს..."

Recommended Posts

ერეკლე მეორის საზოგადოებამ გეზი სწორად აიღო

ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ბერი სვიმონ აბრამიშვილი საქართველოზე თავს დამტყდარ ყველა უბედურებას ურწმუნოებით ხსნის. საინტერესოა, მისი თვალით დანახული, ბოლო ოცი წლის მანძილზე განსაცდელგადატანილი საქართველო. შიდა კონფლიქტებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დაემატა ომი რუსეთთან. აგვისტოს ომმა მთლიანად ჩატეხა ხიდი რუსეთთან. ხალხები ერთმანეთს გაუუცხოვდნენ.

- მამაო სვიმონ, ალბათ, ორმაგად საშინელებაა, როცა ორი ერთმორწმუნე ერი ერთმანეთს ებრძვის. როგორ შეაფასებთ ამ ვითარებას?

- ერთი რამ ხშირად გვავიწყდება ყველას, რომ დედამიწაზე არ არსებობს ცუდი და კარგი ერი, შეიძლება იყოს ცუდი და კარგი ადამიანი. თავიდათავი ყველაფრისა პიროვნულია. იმ ადამიანებს, რომლებიც რაღაცას წამოიწყებენ ხოლმე, სხვისი სისხლის ფასად, მომავალი არა აქვთ და არც მათი მიზნების განხორციელებას უწერია ბედი.

ჩვენი უბედურება საკუთარ თავში უნდა ვეძიოთ. უწმიდესმა და უნეტარესმა ბრწყინვალედ ბრძანა - ჩვენ უფროსი ძმები ვიყავით ოსებისთვისაც და აფხაზებისთვისაც, ერთ მშვენიერ დღეს მათთვის გაკეთებული ყველა ცოდვისთვის საზღაურს და სამკალს თავადვე მივიღებთ, რადგან ჩვენზე იყვნენ დამოკიდებულიო.

- მაგრამ განა მათაც არ მოინდომეს მიწის წართმევა?

- მერედა, რატომ მოინდომეს? რადგან იმაზე მეტი უფლება მივეცით, რაც არ ეკუთვნოდათ, გავათამამეთ ისინი. კანონი კი ყველასთვის - ოსი იქნება, აფხაზი, სომეხი, აზერბაიჯანელი, მინისტრი თუ გლეხი, ერთნაირი უნდა იყოს. მიკერძოებული, მიჩქმალული და ხელდაფარებული ყველაფერ ცუდს გვიან ამჟღავნებს.

- თქვენ ბრძანეთ, რომ ყველაფრის მიზეზი პიროვნულია… რატომ?

- როცა აქედან გადაწყვეტილებას იღებ, რომ იქ სოფელი აიღო, მოკლა, მოსპო, გაანადგურო, გიფიქრიათ, იქ რამდენ ცრემლიან, დაბოღმილ, დატანჯულ ადამიანს ტოვებ? საკუთარ სახლში ვინმემ იგივე რომ დაგმართოს, რას იზამ? როგორ მოიქცევი?

სახარებში, როცა უფალი უბედურებაზე საუბრობს, მოინანიეო, გვეუბნება. როცა სარწმუნოება განქარდება, სიყვარული გაქრება. ყველაფრის თავიდათავი ურწმუნოებაა. ადამიანს, რომელსაც არ აქვს შიში (რასაც სინდისს ვეძახით) იმისა, რომ მას პასუხს აგებინებენ, და ძალიანაც მკაცრად აგებს პასუხს, ამ ადამიანთან ამაზე საუბარი ძნელია. უფალი (და არა რომელიმე წმინდა მამა და წინასწარმეტყველი) ამბობს, კბილთა ღრჭენა იქნებაო. აქედან შეიძლება დავასკვნათ - თუ ამას უფალი კბილთა ღრჭენად აღწერს, ჩვენ რაღა მოგველის?

ჩვენი უბედურება, სამწუხაროდ, სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო, ამით იწყება.

სახარება გვეუბნება: რასაც შენს თავს არ უსურვებ, სხვას ნუ გაუკეთებო. ძალიან კარგად ვცხოვრობდით ოსებთანაც და აფხაზებთანაც. უცებ გახდნენ მტრები? ჩემთვის ის ქართველი უფრო მტერია, ვინც ეკლესიებს ანგრევს და შეურაცხყოფს მოძღვარს. ის უფრო საშინელებაა, ვიდრე მტრად ქცეული ოსი და აფხაზი. თუ თითოეული ადამიანი არ იფიქრებს, რომ მისი ერთი არასწორი სიტყვის და საქმის გამო ვიღაცა დაშავდება, მოკვდება ან ვიღაცას დაჩაგრავენ, თუ ამ პასუხისმგებლობას მოიხსნის, მაშინ საშველი არ გვექნება.

ლაშა-გიორგის ეპოქის აღწერისას, მემატინე ამბობს, რომ მეფიდან დაწყებული მსახურამდე პატიოსანი აღარავინ იყო დარჩენილიო… და მონღოლი მონღოლზე მოდიოდა. რატომ მანამდე არ ჩანდა მონღოლი და თურქი? ეს იმიტომ, რომ უფალი განსაცდელს გიგზავნის, რომ სახე არ დაკარგო. მაგრამ შენ გარყვნილებიდან და დაცემიდან მორალს მიკითხავდე, ამას ღმერთი არ გაპატიებს, რადგან საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და არავის მისცემს ამის უფლებას.

როცა ერის სახელით ლაპარაკობ და სხვას მტერს უწოდებ, განა ეს მართებულია? ერთადერთი მტერი მყავს ამქვეყანაზე - ჩემი ცოდვები. ისტორია ჩემით არ იწყება და ვიცი, ჩემს მერე ჩემი შვილები, შვილთაშვილები ასჯერ და ათასჯერ მეტ საზღაურს მოიმკიან იმ ბოროტების გამო, რაც ჩავიდინე.

- ავისტოს ომის დროს გასაოცარი იყო ქართველი მოძღვრების თავგანწირვა. ჯერ უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ჩასვლა ცხინვალის რეგიონში და რუს გენერლებთან მოლაპარაკების წარმოება, შემდეგ ქართველი სასულიერო პირების მონდომება ცხედრების გამოსატანად…

- თურმე შესაძლებელი ყოფილა მათთან საერთო ენის გამონახვა. როცა ოჯახში ორი ძმაა - უფროსი და უმცროსი, თუ უმცროსი რამეს დააშავებს, წაარტყავს უფროსი. მას ამის უფლებაც და ძალაც აქვს. ტყუილუბრალოდ ძმა ძმას არ დაარტყამს, საცემრად არ გამოიწვევს - ერთხელ გააფრთხილებს, ორჯერ, სამჯერ.

ზუსტად ანალოგიური მოხდა ჩვენსა და რუსებს შორის, ჩვენსა და აფხაზებსა და ოსებს შორის.

როცა რუსებს უფროსი ძმა ვუწოდეთ, უმცროსი ძმის პატივი მივიღეთ. მაგრამ როცა ჩვენ გვეგონა, რომ უფროს ძმაზე კარგები და ძლიერები ვიყავით, მაშინ დაიწყო ჩვენი უბედურება. იმათზე კარგები და ძლიერები რომ ვყოფილიყავით, კი არ დავექვემდებარებოდით, პირიქით მოხდებოდა. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ საქართველოს რუსეთთან შეერთება ასპროცენტიანი კარგი იყო, მაგრამ იმ დროისთვის ეს გადარჩენის ერთადერთ შანსად მიმაჩნია.

- ამბობენ, რომ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებით რუსეთმა ნიშნი მოუგო დასავლეთს კოსოვოს გამო…

- კოსოვო დასავლეთის შეცდომა იყო, აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება რუსეთის შეცდომაა. ხვალ და ზეგ რუსეთს შეიძლება მეტი საშიშროება დაემუქროს, უამრავი პატარ-პატარა რესპუბლიკის სახით. თუ სხვას უბიძგებ დაშლისა და არეულობისაკენ, უნდა გახსოვდეს, ის ორმაგად დაგიბრუნდება.

- რამდენად რეალურია თქვენთვის აფხაზისა და ოსის შემორიგება?

- თუ სახლის აშენება გინდა, კი არ ანგრევ, აშენებ, ქვას ქვაზე ადებ. თუ სახლის აშენება ერთ წელიწადში გსურს და ერთ თვეს აშენებ, მეორე თვეს არ უნდა ანგრევდე, მეორე, მესამე თვესაც უნდა აშენებდე.

აფხაზს და ოსს რომ ვეუბნები, ჩემთან იცხოვრეო, ის შემეკითხება, როგორ, ისე როგორც შენი ხალხი ცხოვრობსო? წნეხის, უსამართლობის ქვეშ არ მირჩევნიაო, -მეტყვის. რუსები მათ არანაირად არ ზღუდავენ, რუსეთს ერიც არ აინტერესებს. ის ყოველთვის ასეთ პოლიტიკას ატარებდა - შემოვიდოდა ჯარით, იქ ხალხი ერთმანეთს წაეკინკლავებოდა, რუსეთის მხარეს ვინც დაიჭერდა, ის რაღაც დახმარებას მიიღებდა და ასე იფართოვებდა ტერიტორიებს ნებისმიერ ქვეყანაში. ეს დაავიწყდა ქართველსაც, ოსსაც და აფხაზსაც.

- თქვენ ხშირად ჩადიხართ რუსეთის ეკლესია-მონასტრებში და კარგად იცნობთ იქაურ მრევლს. რას ფიქრობენ ისინი რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბული ვითარების გამო?

- ხშირად ჩავდივარ იაროსლავის მხარეში. კარგად ვიცნობ ჩიტის და იაროსლავის ეპისკოპოსებს. ღმერთისგან უნდა იყოს ადამიანი დაწყევლილი, რომ ეს ურთიერთობები შეწყდეს. იქაურ ხალხს უხარია ჩემი ჩასვლა. ჩვენ უბრალო ბერები ვართ,სხვას რას ვაკეთებთ - ვლოცულობთ. მერე გამოჩნდება ვიღაცა ან საქართველოდან ან რუსეთიდან და გვეუბნება - თქვენი ურთიერთობა ჩემთვის საზიანოაო.

ამ კავშირების გაწყვეტა არ შეიძლება, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ღმერთის ქმნილებები და მართლმადიდებლები ვართ, თანაც იმ ხალხს მინიმალური აკმაყოფილებს და რატომღაც ამდენ ხალხში მხოლოდ ვიღაცის ცუდს ითვალისწინებენ. ასში და ათასში ცუდი ერთია და ორია. მერედა, ის კარგი სად არის, რომ ცუდი გონს მოიყვანოს, ჭკუა ასწავლოს და მოთოკოს. დაგვავიწყდა მცნება - ბოროტსა სძლია კეთილმან?

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რაც უნდა ცუდი და საშინელი მეზობელი გყავდეს, რაიმე უბედურება თუ შეგემთხვა, პირველი საშველად ის გამოიქცევა.

კარგად დავინახეთ, ცხრა მთას იქიდან არავინ არ მოვა და არ დაგვეხმარება. პროფესიით ისტორიკოსი ვარ და ვიცი, რომ საქართველოში სიკეთისთვის, ბედნიერებისა და მშვიდობის მოსატანად არც ერთი ქვეყნის მეფე არ შემოსულა. ეს ილუზია და თავის მოტყუებაა. უბრალოდ მინდა ჩემს ქართველებს ვუთხრა, არ მოტყუვდნენ და ისტორია წაიკითხონ, იქ ნახავენ მრავალ კითხვაზე პასუხს.

- ერეკლე მეორის საზოგადოებამ რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენა დაიწყო. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ამ საზოგადოების არსებობა დღევანდელი სქართველოსთვის?

- მადლობა ღმერთს, გამოჩნდა ერეკლე მეორის საზოგადოება, რომლის გარშემო შემოკრებილი ადამიანების ხმას და სიტყვას მრავალი უსმენს და შეიგნებს. ერეკლე მეორის საზოგადოებამ სწორად აიღო გეზი და კარგი მაგალითის მომცემია.

რა თქმა უნდა, მრავალი ავის მთქმელი გამოჩნდება, მრავალიც -ხელისშემშლელი, მაგრამ ძალა ერთობაშია. თუ კეთილისმყოფელები ერთად იქნებიან, იქიდან- რუსები და აქედან- ქართველები, შეიძლება ახალმა თაობამ მართლაც მოახერხოს ჩატეხილი ხიდის აღდგენა.

ეკლესიამ დაიწყო ეს საქმე, მაგრამ როგორ დაგვირგვინდება, თუკი მას ხელს შეუშლიან პიროვნებები ამბიციებით?

ამიტომ, როგორც გითხარით, ეს ხიდი იმ ადამიანებმა უნდა აღადგინონ, ვისაც უსმენენ და ვის სიტყვასაც ფასი აქვს. უწმინდესი ამბობს, ყოველ ქართველში უზარმაზარი გენიოსიაო. უნდა ვეცადოთ, რომ ეს მარადი შესაძლებლობა გამოვიყენოთ, ყველას მივცეთ თავისი საკეთებელი, პურის მცხობელმა პური გამოაცხოს, მეწაღემ წაღები შეკეროს და მშენებელმა ააშენოს.

მაინც მჯერა, რომ უწმინდესის შემწეობითY ურთიერთობაც აღდგება, წყენაც დაიკარგება, განქარდება, სიყვარული იზეიმებს, მაგრამ ვაი იმათ, ვინც გვაშორებს და შურს და ბოღმას თესავს. ვაი, მათ შთამომავლობას. ნათქვამია, პაპის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს კბილი მოჰკვეთაო. არავის ეგონოს, რაიმე უპასუხოდ დარჩება, ჩვენ უბრალოდ გვეჩქარება.

როდესაც ეკლესიების ნგრევის პერიოდში აგური მიჰქონდათ და სახლებს აშენებდნენ, მათი გვარიც კი არ დარჩა, შთამომავლობა არ დარჩათ. ეს არ უნდა ვიკმაროთ, კიდევ გავიმეოროთ იგივე? ესაა ჩვენი უბედურების თავიდათავი. მამები ამბობენ, როცა ღმერთი გავიწყდება, შენზე ბოროტი ზეიმობსო. ცოდვაც იქვე ჩასაფრებულია. და როცა ღმერთი გახსოვს, ბოროტებაც მაშინ გავიწყდება.

სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს. მე მინდა, რომ ჩვენში ეზეიმოს სიყვარულს, ისე კი არა, ვიღაცას დავანახო, ხედავ, რა კარგია სიყვარული. არა, ეს ჩემთვისაა უკეთესი, უამისოდ ვიცი, რომ დავიღუპები.

ღმერთმა დალოცოს საქართველო და რუსეთი, სრულიად მართლმადიდებლური სამყარო. ღმერთმა ქნას, რომ ძმები და მეგობრები ვყოფილიყავით.

www.erekle-2.ge (ერეკლე მეორის საზოგადოება)

Edited by erekle2
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცუდად, ძალიან ცუდად იზმორება ეს საზოგადოება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მღვდლები შეეშვან ამ საეჭვო პოლიტიკურ ანალიზებს.. Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესო რა ხდება, ნეტა მარტო აქ აქტიურობს, ერეკლე II საზოგადოება? Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლაშა რა სიჭრელეა საზოგადოებაშიიი

ასეთი ანალიზები შიგნიდან ანგრევენ ეკლესიას. მღვდლის საქმეა ილოცოს და რწმენას მიხედოს. პოლიტიკა უნდა გაიხადოს ანაფორა.

ერეკლე პატივცემული თუ გაგვესაუბრება საინტერესო იქნება :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერეკლე პატივცემული თუ გაგვესაუბრება საინტერესო იქნება

დუმილის ფიცი აქვს დადებული, ალბათ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მღვდლები შეეშვან ამ საეჭვო პოლიტიკურ ანალიზებს..

ამ ბრიყვულმა მითმა რატომ მოიკიდა საზოგადოებაში ფეხი, სიმართლე გითხრათ, მიკვირს.

ევროპულ კულტურაში, რისი წევრიც ვართ ან აგრერიგად გვინდა ვიყოთ, ეკლესია ყოველთვის იყო ერთ-ერთი აქტიური სოციალური აქტორი. (პოზიტიური თუ ნეგატიური - ეს სხვა გარჩევის თემაა.)

2 მაგალითი უახლესი ისტორიიდან:

- ვატიკანისა და პოლონური სამღვდელოების ბრძოლა კომუნიზმის წინააღმდეგ;

- კათოლოკე სამღვდელოების ბრძოლა ლათინოამერიკელი ტირანებისა და მათ მიერ შექმნილი "სიკვდილის ესკადრონების*" წინააღმდეგ. ერთხელ უკვე დავდე ეს ლინკი - არქიეპისკოპოსი ოსკარ რომერო ერთ-ერთია და არა ერთადერთი ამ სიაში.

http://en.wikipedia.org/wiki/Óscar_Romero

*"სივდილის ესკადრონებზე" რაღაც მინიმალური ცოდნა უნდა ჰქონდეს რიგით ქართველს, რადგან ის, რასაც ლატინოსები ივიწყებენ, აქ ჩვენთან ბრუნდება სატურნას ნაჩალნიკების ხელდასმით. http://ru.wikipedia.org/wiki/Эскадроны_смерти :mad2:

რაც შეეხება ზემოთმოყვანილ ინტერვიუს, აქ დიდ პრობლემას ვერ ვხედავ - ბერ-მონაზონი საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. რა, მერე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

ამ ბრიყვულმა მითმა რატომ მოიკიდა საზოგადოებაში ფეხი, სიმართლე გითხრათ, მიკვირს.

უწმინდესის და უნეტარესის ბრძანებით სამღვდელო პირებს ეკრძალებათ პოლიტიკაში აქტიური ჩართვა,პარტიებში გაწევრიანება და ა.შ.

ამ დადგენილებამ აგვაცილა ეკლესიის შიგნით უამრავი არასასურველი პროცესი ა.გ კი სასურველია არ იყოს ნეგატიური შესაძლებლობები.

მე ვემხრობი პოლიტიკისა და ეკლესიის მაქსიმალურ გამიჯვნას,კათალიკოს-პატრიარქის ნების აღსრულებას და არ უნდა ვუბიძგოთ ეკლესიას შეცვალოს მიდგომა,ხატებით მივადგეთ მიტინგებზე.

სხვა შემთხვევაში დაიწყება მიშისტ და ანტიმიშისტ მღვდელმთავართა დაპირისპირება.გამოჩნდებიან რუსოფილები და რუსოფობები,რომლებიც მიწიერ კონფრონტაციაში საერო პირებივით ჩაერთვებიან.

გავიაზროთ ეს ხალხნო ........ჩვენივე ხელით არ გავუთხაროთ ეკლესიას სამარე.

რაც შეეხება ზემოთმოყვანილ ინტერვიუს, აქ დიდ პრობლემას ვერ ვხედავ - ბერ-მონაზონი საკუთარ პოზიციას აფიქსირებს. რა, მერე?

მისი მოვალეობა ღვთისა და ერის წინაშე დიდია. თავიანთი სულიერი სამწყსო იმედითაა აღსაჭურვი .პოლიტიკური ანალიზი პოლიტიკოსებს დაეთმოს.რასაც ამბობს არ მომწონს, საზიზღრობაც კია . ეს მონეტის ერთი მხარეა,მაგრამ განა ჩვენი მორწმუნე დაძმები ,რომლებიც აღსარების მისაღებად მივლენ იმაზე უნდა იყვნენ დამოკიდებული მღვდელი რას ფიქრობს ამერიკაზე თუ ნაბუკოს პროექტზე....?!

დაფიქრდით კარგად და მიხვდებით აქ ორი აზრის არსებობა შეუძლებელია.

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა არ მოგწონთ ამ ბერის? ერთმორწმუნეობას რომ გიქადაგებთ?

სიტყვიერი გაფრთხილება

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

მღვდლის საქმეა ილოცოს და რწმენას მიხედოს. პოლიტიკა უნდა გაიხადოს ანაფორა.

კი მაგრამ სასულიერო პირი ამ ქვეყნის შვილი არ არის? იმ საზოგადოების წევრი არ არის, რომელშიც შენ ცხოვრობ? იმასაც ხომ ადარდებს საქართველოს ბედი. და რატომ უკრძალავ შენ თავისი აზრის გამოთქმას და რის საფუძველზე?

ან სად ნახე ეკლესიის ჩარევა პოლიტიკაში? მაინტერესებს კონკრეტული ფაქტები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მღვდლის საქმეა ილოცოს და რწმენას მიხედოს. პოლიტიკა უნდა გაიხადოს ანაფორა.

+100000000000000000000000000

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

პოლიტიკოსები უბიძგებენ. :) იგივე 26 მაისის დიდი სისულელე. მოძღვარს რწმენასთან აქვს საქმე და მას ფსიქოლოგის ნიჭიც ესაჭიროება. მისი ნებისმიერი სიტყვა მნიშვნელოვანია.ასეა ყველა კონფესიაში და გამოაკლისი არც ჩვენ ვართ.

პატრიარქმა თავის დროზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო ეს რომ არა ეკლესია თავზე დაგვენგრეოდა.

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ ეცდებით ჩაითრიოთ და არვინ დააპირებს ჩარევას :)

მაგრამ... განუთავებელი შეურაწყოფები, სიბინძურეების გადმომთხევა თავზე...

და მერე ნუ გიკვირთ რომ პოლიტკაში თქვენთან საბრძოლველად მოინდომებს ის ხალხი მოსვლას, რომელთაც სულ კიდიათ ეგ სფერო...

მაგრამ...

მაგის მიხვედრა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...