erekle2 Posted October 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 18, 2009 (edited) არჩილ ჭყოიძე: პუტინს და მედვედევს სააკაშვილი არ მოსწონთ, მაგრამ ამის გამო ქართველ ხალხს როდი ლანძღავენ გუშინ, საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, ერეკლე მეორის საზოგადოებამ ქართულ-რუსული პოეტური ალმანახის, - ,,ილია ჭავჭავაძე და ალექსანდრე პუშკინი”, - პრეზენტაცია გამართა. - პოეტური ალმანახი, ,,ილია ჭავჭავაძე და ალექსანდრე პუშკინი”, 56-გვერდიანია, - ამბობს ბატონი არჩილი. მასში ილია ჭავჭავაძის ლექსები რუსულ თარგმანთან, ხოლო პუშკინის - ქართულ თარგმანთან ერთადაა დაბეჭდილი. სხვათა შორის, კრებულში შესული რამდენიმე ლექსის თარგმანი თავად ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის. - რა ნიშნის მიხედვით შეარჩიეთ ეს ორი პოეტი? - სიმბოლურია ის ფაქტი, რომ 1837 წელს, როცა რუსეთში ალექსანდრე პუშკინი ტრაგიკულად დაიღუპა, საქართველოში ილია ჭავჭავაძე დაიბადა. გარდა ამისა, მათი სახელი საკუთარი სამშობლოს ფარგლებს გასცდა, ორივენი მსოფლიო მნიშვნელობის კლასიკოსებად არიან მიჩნეული. პუშკინი რუსული ფილოლოგიის მამად აღიარეს, ილია ჭავჭავაძემ კი უდიდესი შრომა გასწია ქართული ენის დახვეწისთვის, მოკლედ, ამ ბუმბერაზ პიროვნებებს ბევრი საერთო აქვთ. მთავარი ალბათ მათი ჰუმანიზმია. - რა ტირაჟით გამოიცა ალმანახი? - ტირაჟი დიდი არ არის. ალმანახი გამოვეცით საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თავმჯდომარის, ბატონ ალექსანდრე ებრალიძის პირადი შემოწირულობის მეშვეობით, სხვებიც დაგვეხმარნენ. იგი ჩვენს მოქალაქეებს უფასოდ დაურიგდება. - ამბობენ, ერეკლე მეორის საზოგადოების უკან ალექსანდრე ებრალიძე დგასო, ადასტურებთ ამ მოარულ აზრს? - ეს არ არის სიმართლე. ერეკლე მეორის საზოგადოება გასული წლის დეკემბერში შეიქმნა და მისი არსებობის შესახებ ბატონმა ებრალიძემ მხოლოდ ამა წლის მაისის თვეში შეიტყო, როდესაც ჩვენმა ორგანიზაციამ მიმართვა გააკეთა ქართული მასმედიისთვის, სადაც ვითხოვდით შეეწყვიტათ რუსეთში მოღვაწე ქართველი თანამემამულეების დისკრედიტაცია. თუმცა დედაჩემის ბათუმელი მეგობრებისაგან ბევრი რამ მსმენოდა მის შესახებ, ისინი თანაკლასელები არიან. - მაშ, რატომ დააფინანსა ალმანახის გამოცემა? - ბატონმა ალექსანდრემ ერეკლე მეორის საზოგადოების ყურადღება მარტის დასაწყისში მიიპყრო, როცა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა განაცხადა, მინდა საქართველოს პრეზიდენტი გავხდე, რათა ჩემს სამშობლოს დაკარგული ტერიტორიები დავუბრუნოო. პირადად მე, ნებისმიერ ადამიანს დავუდგები გვერდით, ვინც საქართველოს გაამთლიანებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სანამ მან პოლიტიკური განცხადება არ გააკეთა, ბატონ ალექსანდრესთან არანაირი შეხება არ გვქონია. რაც შეეხება ალმანახის დაფინანსებას, ჩვენ მისგან მიღებული ფინანსური დახმარება ამ ალმანახის გამოცემის გარდა ასევე მოვახმარეთ ჩვენი საზოგადოების გაზეთის - ,,ერეკლეს გზა” - ბოლო ორი ნომრის გამოშვებას, სულ ეს არის! - რა მიზანს ემსახურება პოეტური ალმანახის გამოცემა? - უკვე 20 წელია, რაც საქართველოში მიზანმიმართულად ებრძვიან ყოველივე რუსულს. - მინდა გითხრათ, რომ იგივე ხდება რუსეთშიც საქართველოს წინააღმდეგ… - მართალი ბრძანდებით, მაგრამ ნაკლები სიმწვავით… 20-წლიანი მტრული პროპაგანდის შედეგად ახალგაზრდებმა რუსული აღარ იციან, მათ შორის მეც, ახლა ვსწავლობ… ალმანახის გამოცემისა და უსასყიდლოდ დარიგების მიზანია, ჩვენი ხალხი ვაზიაროთ რუსულ პოეზიას და პირიქით, რუსებმაც უნდა იცოდნენ, რა სტკიოდა ილიას, რაზე ოცნებობდა დიდი მგოსანი… შეიძლება, გულზე არ გეხატებოდეს რომელიმე პოლიტიკოსი, მაგალითად, პირადად მე, არ მომწონს ჟირინოვსკი და ზატულინი, მაგრამ ამის გამო მთელ ერს არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა. პუტინს და მედვედევს სააკაშვილი არ მოსწონთ, მაგრამ ქართველ ხალხს როდი ლანძღავენ. თუ მოგისმენიათ ოდესმე მათი მხრიდან ჩვენი ერის გინება? მინდა ყველას მოვუწოდო, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, სიფრთხილე გამოიჩინონ და დაფიქრდნენ, რას ამბობენ, რადგანაც მათზეა დამოკიდებული თითოეული ჩვენი ჯარისკაცის, მთლიანად ქართველი ხალხის ბედი. ჩართეთ ტელევიზორი, ,,კავკასიისა” და ,,მაესტროს” გარდა, საინფორმაციო გამოშვებებში ყოველ საღამოს რუსეთის საწინააღმდეგო პროპაგანდა ისმის. ,,იმედს” რომ ვუყურებ, რუსული არხი მგონია. - ასე რატომ ფიქრობთ? - ,,იმედის” ნებისმიერი საინფორმაციო გამოშვება იწყება და მთავრდება პუტინითა და მედვედევით, ამ არხის ჟურნალისტებისგან ვერ გაიგებთ, რა ხდება ზუგდიდში, ქუთაისში ან საქართველოს სხვა რეგიონებში, სამაგიეროდ, საშინელ პროპაგანდას ეწევიან რუსეთის წინააღმდეგ, მაშინ როცა რუსული ტელეარხები პუტინსა და მედვედევს 2-3 წუთს უთმობენ, დანარჩენ დროს კი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და ფაქტების გაშუქებას ანდომებენ… საქართველოს, რა თქმა უნდა, სხვა სახელმწიფოებთან კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, მაგრამ ხომ უნდა გვესმოდეს, რომ უშუალო მეზობელთან მეგობრობა რაოდენ მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ხომ უნდა ვიცოდეთ ვისთან ვიმეგობროთ? - ამერიკა გაქვთ მხედველობაში? - დიახ! აშშ-ს 2008 წლის 8 აგვისტომდე დამპყრობლის სახელი ჰქონდა. რომელი ერთი ჩამოვთვალო, თუნდაც უახლესი ისტორიიდან: ავღანეთი, ერაყი, სერბეთი, რომელიც შუაზე გახლიჩეს და ჯერ ჩერნოგორიე, მერე კი კოსოვო წაართვეს; დღეს სულ უფრო ხშირად გაისმის მოსაზრება, რომ 11 სექტემბრის ტერაქტი ცერეუმ და ამერიკის სპეცსამსახურებმა მოაწყვეს და ამის შესახებ თავად ამერიკელი კრიტიკოსები წერენ. რა თქმა უნდა, ბინ ლადენს ,,ვერ დაიჭერენ”, რადგანაც თავად გამოზარდეს საბჭოთა კავშირთან დასაპირისპირებლად, სადამ ჰუსეინი კი 140 ქურთი სეპარატისტის გამო ჩამოახრჩვეს. ამერიკელთა ერაყში შეჭრის შემდეგ, დღე არ გავა, რომ 10-დან 20 კაცამდე არ დაიღუპოს - ქურთები ისევ იბრძვიან, სუნიტები და შიიტები ერთმანეთს ხოცავენ. სხვათა შორის, გაეროს მათთვის ერაყში შესვლის ნება არ მიუცია. საქართველოს ომი რუსეთთან სწორედაც რომ ამერიკას აწყობდა, სააკაშვილმა პენტაგონის მითითება შეასრულა, და ამის შესახებაც ბევრი იწერება დასავლეთის პრესაში. ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ და ერთვექტორიანი და ხისტი პოლიტიკით თავს ვერ გადავირჩენთ. - რატომ გგონიათ, რომ საქართველოს დაპირისპირება რუსეთთან ამერიკას აწყობს? - როგორც უკვე აღვნიშნე, 2008 წლის 8 აგვისტომდე აშშ-ს აგრესორის სახელი ჰქონდა. მან საქართველოს რუსეთთან დაპირისპირების წყალობით მსოფლიოს ყურადღება კავკასიაზე გადაიტანა და ყველას დაავიწყა სამი დაპყრობილი ქვეყანა, თანაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს კბილი მოუსინჯა. დღეს ამერიკას ზოგიერთები დემოკრატიის შუქურად გვისახავენ და ავიწყდებათ, რომ მან ერთადერთმა გამოიყენა ატომური იარაღი იაპონიაში, ხოლო ვიეტნამი ქიმიური იარაღით მოწამლა. 50-იან წლებში აშშ-ში შავკანიანებს ავტობუსში არ უშვებდნენ, მაგრამ ეს მანკიერება მთელ ამერიკელ ხალხს არ უნდა მიეწეროს. შავკანიანთა უფლებებისთვის მხოლოდ მარტინ ლუთერ კინგი არ იბრძოდა, მას გვერდით ათასობით თეთრკანიანი ამერიკელი ედგა და გაიმარჯვეს კიდეც, თუმცა არც ეს ბრძოლა ყოფილა უსისხლო. მსხვერპლის გარეშე დიდი გამარჯვებები არ მიიღწევა. რაც შეეხება რუსეთს, იგი მრავალ აგრესორს აღუდგა წინ და თავის დროზე იხსნა არა მხოლოდ საკუთარი ერი, არამედ სხვა ერებიც მონღოლთა, ოსმალთა, სპარსთა ბატონობისაგან, დაამარცხა ნაპოლეონი და უდიდესი წვლილი შეიტანა ფაშიზმზე გამარჯვებაში. ესაუბრა ნინო გოძიაშვილი www.erekle-2.ge (ერეკლე მეორის საზოგადოება) Edited October 18, 2009 by erekle2 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 18, 2009 აუფ ნამეტანია რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 18, 2009 (edited) erekle2 ღადაობთ ალბათ, არა? Edited October 18, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 18, 2009 პუტინს და მედვედევს სააკაშვილი არ მოსწონთ, მაგრამ ამის გამო ქართველ ხალხს როდი ლანძღავენ მაგათი რა გიკვირთ და ყვარყვარეც ეგრე არ არის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 18, 2009 არჩილ ჭყოიძე: პუტინს და მედვედევს სააკაშვილი არ მოსწონთ, მაგრამ ამის გამო ქართველ ხალხს როდი ლანძღავენ გუშინ, საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, ერეკლე მეორის საზოგადოებამ ქართულ-რუსული პოეტური ალმანახის, - ,,ილია ჭავჭავაძე და ალექსანდრე პუშკინი”, - პრეზენტაცია გამართა. - პოეტური ალმანახი, ,,ილია ჭავჭავაძე და ალექსანდრე პუშკინი”, 56-გვერდიანია, - ამბობს ბატონი არჩილი. მასში ილია ჭავჭავაძის ლექსები რუსულ თარგმანთან, ხოლო პუშკინის - ქართულ თარგმანთან ერთადაა დაბეჭდილი. სხვათა შორის, კრებულში შესული რამდენიმე ლექსის თარგმანი თავად ილია ჭავჭავაძეს ეკუთვნის. - რა ნიშნის მიხედვით შეარჩიეთ ეს ორი პოეტი? - სიმბოლურია ის ფაქტი, რომ 1837 წელს, როცა რუსეთში ალექსანდრე პუშკინი ტრაგიკულად დაიღუპა, საქართველოში ილია ჭავჭავაძე დაიბადა. გარდა ამისა, მათი სახელი საკუთარი სამშობლოს ფარგლებს გასცდა, ორივენი მსოფლიო მნიშვნელობის კლასიკოსებად არიან მიჩნეული. პუშკინი რუსული ფილოლოგიის მამად აღიარეს, ილია ჭავჭავაძემ კი უდიდესი შრომა გასწია ქართული ენის დახვეწისთვის, მოკლედ, ამ ბუმბერაზ პიროვნებებს ბევრი საერთო აქვთ. მთავარი ალბათ მათი ჰუმანიზმია. - რა ტირაჟით გამოიცა ალმანახი? - ტირაჟი დიდი არ არის. ალმანახი გამოვეცით საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თავმჯდომარის, ბატონ ალექსანდრე ებრალიძის პირადი შემოწირულობის მეშვეობით, სხვებიც დაგვეხმარნენ. იგი ჩვენს მოქალაქეებს უფასოდ დაურიგდება. - ამბობენ, ერეკლე მეორის საზოგადოების უკან ალექსანდრე ებრალიძე დგასო, ადასტურებთ ამ მოარულ აზრს? - ეს არ არის სიმართლე. ერეკლე მეორის საზოგადოება გასული წლის დეკემბერში შეიქმნა და მისი არსებობის შესახებ ბატონმა ებრალიძემ მხოლოდ ამა წლის მაისის თვეში შეიტყო, როდესაც ჩვენმა ორგანიზაციამ მიმართვა გააკეთა ქართული მასმედიისთვის, სადაც ვითხოვდით შეეწყვიტათ რუსეთში მოღვაწე ქართველი თანამემამულეების დისკრედიტაცია. თუმცა დედაჩემის ბათუმელი მეგობრებისაგან ბევრი რამ მსმენოდა მის შესახებ, ისინი თანაკლასელები არიან. - მაშ, რატომ დააფინანსა ალმანახის გამოცემა? - ბატონმა ალექსანდრემ ერეკლე მეორის საზოგადოების ყურადღება მარტის დასაწყისში მიიპყრო, როცა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა განაცხადა, მინდა საქართველოს პრეზიდენტი გავხდე, რათა ჩემს სამშობლოს დაკარგული ტერიტორიები დავუბრუნოო. პირადად მე, ნებისმიერ ადამიანს დავუდგები გვერდით, ვინც საქართველოს გაამთლიანებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სანამ მან პოლიტიკური განცხადება არ გააკეთა, ბატონ ალექსანდრესთან არანაირი შეხება არ გვქონია. რაც შეეხება ალმანახის დაფინანსებას, ჩვენ მისგან მიღებული ფინანსური დახმარება ამ ალმანახის გამოცემის გარდა ასევე მოვახმარეთ ჩვენი საზოგადოების გაზეთის - ,,ერეკლეს გზა” - ბოლო ორი ნომრის გამოშვებას, სულ ეს არის! - რა მიზანს ემსახურება პოეტური ალმანახის გამოცემა? - უკვე 20 წელია, რაც საქართველოში მიზანმიმართულად ებრძვიან ყოველივე რუსულს. - მინდა გითხრათ, რომ იგივე ხდება რუსეთშიც საქართველოს წინააღმდეგ… - მართალი ბრძანდებით, მაგრამ ნაკლები სიმწვავით… 20-წლიანი მტრული პროპაგანდის შედეგად ახალგაზრდებმა რუსული აღარ იციან, მათ შორის მეც, ახლა ვსწავლობ… ალმანახის გამოცემისა და უსასყიდლოდ დარიგების მიზანია, ჩვენი ხალხი ვაზიაროთ რუსულ პოეზიას და პირიქით, რუსებმაც უნდა იცოდნენ, რა სტკიოდა ილიას, რაზე ოცნებობდა დიდი მგოსანი… შეიძლება, გულზე არ გეხატებოდეს რომელიმე პოლიტიკოსი, მაგალითად, პირადად მე, არ მომწონს ჟირინოვსკი და ზატულინი, მაგრამ ამის გამო მთელ ერს არ უნდა მიაყენო შეურაცხყოფა. პუტინს და მედვედევს სააკაშვილი არ მოსწონთ, მაგრამ ქართველ ხალხს როდი ლანძღავენ. თუ მოგისმენიათ ოდესმე მათი მხრიდან ჩვენი ერის გინება? მინდა ყველას მოვუწოდო, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, სიფრთხილე გამოიჩინონ და დაფიქრდნენ, რას ამბობენ, რადგანაც მათზეა დამოკიდებული თითოეული ჩვენი ჯარისკაცის, მთლიანად ქართველი ხალხის ბედი. ჩართეთ ტელევიზორი, ,,კავკასიისა” და ,,მაესტროს” გარდა, საინფორმაციო გამოშვებებში ყოველ საღამოს რუსეთის საწინააღმდეგო პროპაგანდა ისმის. ,,იმედს” რომ ვუყურებ, რუსული არხი მგონია. - ასე რატომ ფიქრობთ? - ,,იმედის” ნებისმიერი საინფორმაციო გამოშვება იწყება და მთავრდება პუტინითა და მედვედევით, ამ არხის ჟურნალისტებისგან ვერ გაიგებთ, რა ხდება ზუგდიდში, ქუთაისში ან საქართველოს სხვა რეგიონებში, სამაგიეროდ, საშინელ პროპაგანდას ეწევიან რუსეთის წინააღმდეგ, მაშინ როცა რუსული ტელეარხები პუტინსა და მედვედევს 2-3 წუთს უთმობენ, დანარჩენ დროს კი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და ფაქტების გაშუქებას ანდომებენ… საქართველოს, რა თქმა უნდა, სხვა სახელმწიფოებთან კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, მაგრამ ხომ უნდა გვესმოდეს, რომ უშუალო მეზობელთან მეგობრობა რაოდენ მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, ხომ უნდა ვიცოდეთ ვისთან ვიმეგობროთ? - ამერიკა გაქვთ მხედველობაში? - დიახ! აშშ-ს 2008 წლის 8 აგვისტომდე დამპყრობლის სახელი ჰქონდა. რომელი ერთი ჩამოვთვალო, თუნდაც უახლესი ისტორიიდან: ავღანეთი, ერაყი, სერბეთი, რომელიც შუაზე გახლიჩეს და ჯერ ჩერნოგორიე, მერე კი კოსოვო წაართვეს; დღეს სულ უფრო ხშირად გაისმის მოსაზრება, რომ 11 სექტემბრის ტერაქტი ცერეუმ და ამერიკის სპეცსამსახურებმა მოაწყვეს და ამის შესახებ თავად ამერიკელი კრიტიკოსები წერენ. რა თქმა უნდა, ბინ ლადენს ,,ვერ დაიჭერენ”, რადგანაც თავად გამოზარდეს საბჭოთა კავშირთან დასაპირისპირებლად, სადამ ჰუსეინი კი 140 ქურთი სეპარატისტის გამო ჩამოახრჩვეს. ამერიკელთა ერაყში შეჭრის შემდეგ, დღე არ გავა, რომ 10-დან 20 კაცამდე არ დაიღუპოს - ქურთები ისევ იბრძვიან, სუნიტები და შიიტები ერთმანეთს ხოცავენ. სხვათა შორის, გაეროს მათთვის ერაყში შესვლის ნება არ მიუცია. საქართველოს ომი რუსეთთან სწორედაც რომ ამერიკას აწყობდა, სააკაშვილმა პენტაგონის მითითება შეასრულა, და ამის შესახებაც ბევრი იწერება დასავლეთის პრესაში. ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ და ერთვექტორიანი და ხისტი პოლიტიკით თავს ვერ გადავირჩენთ. - რატომ გგონიათ, რომ საქართველოს დაპირისპირება რუსეთთან ამერიკას აწყობს? - როგორც უკვე აღვნიშნე, 2008 წლის 8 აგვისტომდე აშშ-ს აგრესორის სახელი ჰქონდა. მან საქართველოს რუსეთთან დაპირისპირების წყალობით მსოფლიოს ყურადღება კავკასიაზე გადაიტანა და ყველას დაავიწყა სამი დაპყრობილი ქვეყანა, თანაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს კბილი მოუსინჯა. დღეს ამერიკას ზოგიერთები დემოკრატიის შუქურად გვისახავენ და ავიწყდებათ, რომ მან ერთადერთმა გამოიყენა ატომური იარაღი იაპონიაში, ხოლო ვიეტნამი ქიმიური იარაღით მოწამლა. 50-იან წლებში აშშ-ში შავკანიანებს ავტობუსში არ უშვებდნენ, მაგრამ ეს მანკიერება მთელ ამერიკელ ხალხს არ უნდა მიეწეროს. შავკანიანთა უფლებებისთვის მხოლოდ მარტინ ლუთერ კინგი არ იბრძოდა, მას გვერდით ათასობით თეთრკანიანი ამერიკელი ედგა და გაიმარჯვეს კიდეც, თუმცა არც ეს ბრძოლა ყოფილა უსისხლო. მსხვერპლის გარეშე დიდი გამარჯვებები არ მიიღწევა. რაც შეეხება რუსეთს, იგი მრავალ აგრესორს აღუდგა წინ და თავის დროზე იხსნა არა მხოლოდ საკუთარი ერი, არამედ სხვა ერებიც მონღოლთა, ოსმალთა, სპარსთა ბატონობისაგან, დაამარცხა ნაპოლეონი და უდიდესი წვლილი შეიტანა ფაშიზმზე გამარჯვებაში. ესაუბრა ნინო გოძიაშვილი www.erekle-2.ge (ერეკლე მეორის საზოგადოება)მარაზმი და ასეთი ტო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 18, 2009 (edited) აუჰ ეხლა წავიკითხე და ახალ გიორგიევსკ ტრაქტატს გვთავაზობენ?მე ლიჩნად არ მინდა. Edited October 18, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 18, 2009 კარგია ეს ყველაფერი ასე გადამეტებული და გაპიარებული რომ არ იყოს. რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენა აუცილებელია, მაგრამ არცეთ შემთხვევაში არ არის აუცილებელი ქართულ-რუსული შეძრომის აღდგენა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted October 18, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 18, 2009 კარგია ეს ყველაფერი ასე გადამეტებული და გაპიარებული რომ არ იყოს. რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენა აუცილებელია, მაგრამ არცეთ შემთხვევაში არ არის აუცილებელი ქართულ-რუსული შეძრომის აღდგენა. :buchti: :buchti: :buchti: არადა, ზემოთხსენებულში შეძრომას გვაძალებენ..... ნეტა, ებრალიძის სახელით პუტინს მადლობა არ შეუთვალეს ქართველი ხალხის გულმხურვალე სიყვარულისთვის??? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 ნეტა, ებრალიძის სახელით პუტინს მადლობა არ შეუთვალეს ქართველი ხალხის გულმხურვალე სიყვარულისთვის???მაგისთანა რაღაცეები არ ავიწყდებათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nikusha_marx Posted October 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 რა წერია ამ წერილში ისეტი რამას აგღაშფოთად???? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 რა წერია ამ წერილში ისეტი რამას აგღაშფოთად???? ის,რომ პუტინს და მედვედევს მაგარი ვყვარებივართ. :ravic: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 რა წერია ამ წერილში ისეტი რამას აგღაშფოთად???? დოა აღმაშფოთებელი.ეს რომ 20 წლის წინათ ან კიდევ 20 წლის შემდგომ ყოფილიყო მესმის, მაგრამ იმის შემდეგ რაც მოხდა უახლოეს ისტორიაში ნაადრევია და უფრო შეძრომის მცდელობას ნიშნავს, ვიდრე ურთიერთობების აღდგენისა.არ არის ეს ის გზა რომელიც რუსულ-ქართულ ურთიერთობების გაუმჯობესებას ესაჭიროება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 19, 2009 რა წერია ამ წერილში ისეტი რამას აგღაშფოთად???? nikusha_marx კარგი რა ნიკუშ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ivan Grozny Posted October 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 20, 2009 მთელი მსოფლიო რუსეთს უძვრება და სათავისოდ იყენებს, მათ შორის ბარაკ ობამაც, მარტო ჩვენ აღმოვჩნდით იდიოტის როლში!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted October 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 20, 2009 nikusha_marx რა წერია ამ წერილში ისეტი რამას აგღაშფოთად???? ებრალიძის პერსონამ ეს წერილი გააუფერულა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.