Jump to content
Planeta.Ge

ონლაინ კონფერენცია ბასილ კობახიძესთან


Recommended Posts

ყველა მონაწილეს უმორჩილესად გთხოვთ, თავი შეიკავეთ ზედმეტი კომენტებისაგან. საკმაოდ ბევრი, საინტერესო და თითქმის ყოვლისმომცველი კითხვები არის უკვე დასმული. მოდი დაველოდოთ ჯერ იმ კითხვებზე პასუხის გაცემას და თუ რამე ჩვენთვის საინტერესო დარჩა უპასუხოდ, მერე დაუსვით დამატებითი კითხვები ჩვენს დღევანდელ სტუმარს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 235
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მოკლედ

 

დებატების ფორმატი არ ფორუმის წევრთა შორის კინკლაობას, სიტყვებზე გამოდევნებას და ა.შ.

 

თუ რესპოდენტის რომელიმე აზრს არ ეთანხმებით, შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ კითხვის ან საკუთარი პოზიციის სახით

 

პოსტი, რომელიც ამ წესს არღვევს წაიშლება დაუნდობლად :D

 

ეს ეხება ყველას

 

არ ვიცი მე ომბუდსმენი და მოდერი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამოსავალს რაში ხედავთ? გასაგებია ბევრი საეჭვო ადამიანია ეკლესიის ტყავის ქვეშ,მაგრამ რაც ერია ის ბერია რა.

გამოვხატავ ასევე პატივისცემას თქვენდამი. მიუხედავად იმისა ,რომ სხვანაერად ვფიქრობ

მადლობთ. მაინტერესებს რას ფიქრობთ სხვანაირად. მართლაც სასულიერო პირობას მრავალი აფერისტი შეეფარა. და ის პატიოსანი კაცი, რომელიც თვითონ არ არის აფერისტი, მაგრამ ხედავს ამას ყველაფერს და ხმას არ იღებს, პატიოსანია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ციტატა(basil_kobakhidze @ 20th October 2009 - 03:23 PM)

თუ ვინმეს აქვს ჩემი შეურაცხყოფის სურვილი, აგერ ჩემი მობილური 899576549. და ვნახოთ პირისპირ რისი მაქნისია

 

ამას ქვია, ნანხმა მოლოდინს გადააჭარბაო

ლოოოოოოოოოოლ

და რატომ? ადამიანმა კაცურად გაგცათ პასუხი

 

მოკლედ, ან მორჩებით თემის გაოფებას, ან დავიწყებ ბანების დარიგებას...vitaminC

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

basil_kobakhidze

ხომ უკვე ქართული საზოგადოებისთვისაც ნათელია, რომ რელიგიის მონაწილეობას სახელმწიფო მართვაში მხოლოდ უარყოფითი შედეგები მოაქვს ორივე მხარისათვის.

ცალსახად

 

და აქ იმის გარკვევას თუ ვის უფრო მეტი წვლილი აქვს ამ "ურთიერთჩარევაში" აზრი არ აქვს

 

თუმცა

 

არის ერთი მომენტი:

 

ეჭვგარეშეა ეკლესიას აქვს საკმაოდ დიდი ავტორიტეტი საზოგადოებაში და თქვენი აზრით, ხომ არ თამაშობს ეს ავტორიტეტი ერთგვარი ანდამატის როლს ცალკეული ჯგუფების მხრიდან თავდასხმისათვის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გასაგებია ყველაფერი.

კითხვა : ბატონო ბასილ, რა აზრის ხართ აგრესიულ ადამიანებზე?

Edited by vitaminC
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://i024.radikal.ru/0910/0f/419f4e4229ea.jpg

უახლოეს დღეებში ჩვენი სტუმარი იქნება ბასილ კობახიძე. ცნობილია მისი განსხვავებული აზრი რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით და თქვენ შეგეძლებათ უშუალოდ მისგან მიიღოთ სათანადო პასუხები და ინფორმაცია.

 

იმედს ვიტოვებთ დიალოგი იქნება საინტერესო და თავს შევიკავებთ შეურაცხყოფებისგან.

 

ზუსტ დროს დამატებით გაცნობებებთ .სავარაუდოდ სამშაბათს.

კითხვების დასმა უკვე შეგიძლიათ.

ბანი 3 დღით .. J&B

Edited by J&B
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენი აზრით ვინ არიან ე.წ მმკ ? გაქვთ ინფორმაცია ოფიციალურად გაერთიანებულ პირებზე და რატომაა ინერტულად სახელმწიფო ექსტრემისტებთან ურთიერთობაში.

 

მიკვირს, რომ ზოგიერთი ცდილობს მმკ რარაც ცალკე ორგანიზაციად წარმოადგინოს. რა არის მმკ? ეს არის საპატრიარქო. სიმართლეს თვალებში უნდა შეხედოთ. იმიტომ იყებენებ სხვადასხვა სახელებს: "მმკ", "დავით აღმაშენებელის მრევლი", "მართლმადიდებელი სტუდენტები", "იოანე ოქროპირის საზოგადოება"... ეს არის საპატრიარქოს ჯგუფი, რომელიც მის დავალებებს ასრულებს. ისე როგორც საპატრიარქოს ყავდა შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც საპატრიარქოს ტვირთებს აცილებდა 90–იან წლებში

 

გთხოვთ ჩემი შეურაცხმყოფელი პოსტები არ წაშალოთ და დატოვოთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"მმკ", "დავით აღმაშენებელის მრევლი", "მართლმადიდებელი სტუდენტები", "იოანე ოქროპირის საზოგადოება"... ეს არის საპატრიარქოს ჯგუფი, რომელიც მის დავალებებს ასრულებს.

ნება მომეცით ეჭვი შევიტანო ამაში, თუმცა არ გამოვრიცხავ რომ საპატრიარქის შიგნითაც არის გარკვეული "დაჯგუფებები", რომლებიც მსგავს რადიკალებს აქეზებენ, რაც შეეხება ამას:

 

ისე როგორც საპატრიარქოს ყავდა შეიარაღებული ჯგუფი, რომელიც საპატრიარქოს ტვირთებს აცილებდა 90–იან წლებში

ეს არც საერო დანაშაულია და არც "საეკლესიო"

 

გთხოვთ ჩემი შეურაცხმყოფელი პოსტები არ წაშალოთ და დატოვოთ

ყველა შეურაწმყოფელი პოსტი წაიშლება

 

ეს ფორუმის წესია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ვერ ხვდებით, რომ მხოლოდ საკუთარი პრობლემების დემონსტრირებას აღწერთ ამ პოსტით?

----------------------

მსურს მივმართო სტუმარს:

როგორ თვლით, მართლაც რამდენად რელიგიურია მრევლი და რამდენად აქვს გათავისებული შინაგანად თუ რა არის რასაც იზიარებს? მე ხშირად მეჩვენება, რომ ე.წ. ეკლესიურობა მავნთათვის უბრალოდ ფარესევლობაა და ხშირად საფარველი. ერთგვარი მოდა ბევრისათვის, ვინაიდან ქცევით გაცილებით ამორალურად იქცევიან. რეალურად ხომ არ მიგაჩნიათ, რომ საზოაგდოების ნაწილისათვის ეს მხოლოდ ერთგვარი რიტუალია, მაგრამ ამას ბოლომდე ვერ აცნობიერებს. ის ჩართულია ამ თამაშში და ჰგონია, რომ ის ზედმეტად სერიოზულიც კი არის... და მხოლოდ თამაშობს. ქართველებს ერთი თვისება გავქს - რიტუალი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და აქაც მგონი ჩანაცვლება ხდება რეალურისა-გამოგონილთან...

Edited by psiqea
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოგესალმებით პირველ რიგში

 

რამოდენიმე ძალიან საკამთო კითხვა მაქვს რომელიც აგერ უკვე 2 კვირაა გვაწუხებს და ვერაფრით ვერ გავერკვიეთ საქმის ვითარებაში

 

მოგეხსენებათ ფორუმებზე პოსტავს სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობის მრევლი

 

1.ფორუმელი კათოლიკები და ზოგადად კათოლიკები ედავებიან მართლმადიდებლურ ეკლესიას მიწებს და ტაძრებს რომლებიც თითქოსდა ეკუთვნოდა კათოლიკეებს წარსულში , მაინტერესებს ასეა თუ არა ეს? ან თუ ასეა რატომ არ უბრუნებს საპატრიარქო კუთვნილ ქონებას კათოლიკურ ეკლესიას?

2. ასევე მათგან მოვისმინე თითქოსდა რომელიღაც ეკლესიიდან გამოუყრიათ კათოლიკე მრევლი.. რატომ ხდება ასეთი რაღაცეები?

3. უკვე მესამე დღეა ფორუმებზე განიხილება აკადემიიდან გაგდებული პედაგოგის შესახებ თემა ... უფრო კონკტრეტულად რა ხდება აკადემიაში თუ შეძლებთ რომ დაწეროთ ?

 

გმადლობთ წინასწარ

 

ყველა ეკლესია რომელსაც კათოლიკური ეკლესია ედავება საპატრიარქოს იყო კათოლიკური და ხელისუფლებამ გადასცა საპატრიარქოს. იმიტომ არ აბრუნებს საპატრიარქო, რომ გასდის და აკეთებს. ვერ ხდავთ რა სახელმწიფოში ვვცხოვრობთ?. მრავალჯერ გამოუყრიათ კათოლიკე მრევლე და ღია ცის ქვეშ მსახურებაც ჩაუშლიათ.

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მოთხოვნით პატრიარქმა სასულიერო აკადემიის პედაგოგი გააგდო

Partager

sam, à 15:19 | Modifier l'article | Supprimer

2009 წლის ოქტომბრის დასაწყისში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლიტურგიკის (მეცნიერება ღვთისმსახურებაზე) პედაგოგმა დიაკონმა მირიან სხირტლაძემ სტუდენტებს უთხრა, რომ უახლოეს მომავალში ისინი წავიდოდნენ სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიების ტაძრებში, რათა უშუალოდ ენახათ არამართლმადიდებლების ღვთისმსახურება. სემინარიის სტუდენტებმა: დავით შალამბერიძემ, ათანასე ხაბეიშვილმა, შალვა გაგნიძემ და სხვებმა, რომლებიც ამავე დროს არიან "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" წევრები, ამის შესახებ შეატყობინეს აღნიშნული ორგანიზაციის ლიდერს დეკანოზ დავით ისაკაძეს. 9 ოქტომბერს დეკანოზი დავით ისაკაძე და მისი დამქაშები: დეკანოზი დავით ქვლივიძე, მღვდელი დავით ნოზაძე, მღვდელი ბასილ იაშაღაშვილი, მღვდელი დავით ლასურაშვილი და სხვა სასულიერო პირები ექსტრემისტ ახალგაზრდებთან ერთად მივიდნენ თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც მათ შეუერთდნენ მმკ-ს წევრი აკადემია-სემინარიის სტუდენტები. ექსტრემისტებმა "საქმე გაურჩიეს" მამა მირიან სხირტლაძეს და განუცხადეს, რომ ის "ჭეშმარიტების გზიდან აცდენდა" სტუდენტებს, რადგან აპირებდა მათ წაყვანას არამართლმადიდებელ ეკლესიებში. დეკანოზმა დავით ისაკაძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამა მირიან სხირტლაძეს. შემდეგ მამა მირიანი ექტსტრემისტებმა ძალის გამოყენებით წაიყვანეს საპატრიარქო რეზიდენციაში ახლა უკვე კათოლიკოს- პატრიარქთან "საქმის გასარჩევად". უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, დიდმა მეუფემ და მამამ ჩვენმა ილიამ, მმკ-ს მოთხოვნის შესაბამისად დიაკონი მირიან სხირტლაძე გაათავისუფლა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგობიდან. აღსანიშნავია, რომ მამა მირიან სხირტლაძემ თეოლოგიური განათლება საბერძნეთში, თესალონიკის უნივერსიტეტში მიიღო. მსგავსი ფაქტები მრავალჯერ მომხდარა ბოლო პერიოდში, მაგრამ ყოველი მათგანი უცნობი რჩება საზოგადოებისათვის, რადგან ქართული მედია შეგნებულად არ აშუქებს მათ. არც საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულსულოვნება", არც საპატრიარქოს რადიო "ივერია" და არც საეკლესიო პრესა აშუქებენ.

აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ მმკ არის არა რაღაც ცალკეული ექსტრემისტული ორგანიზაცია, არამედ საქართველოს საპატრიარქოს ორგანული ნაწილი, რომელიც ზუსტად ასრულებს კათოლიკოს-პატრიარქის მითითებებს. მასში გაწევრიანებულია ოცზე მეტი მღვდელი და სასულიერო აკადემია-სემინარიის მრავალი სტუდენტი. პატრიარქის ლოცვა-კურთხევის გარეშე ისინი ამ ორგანიზაციაში ვერ გაწევრიანდებოდნენ. მმკ-ს რეალური ლიდერი და "სულიერი მამა" არის არქიმანდრიტი ბასილი (ყოფილი დეკანოზი ზურაბ ანთაძე), რომელსაც ცენტრი კიკეთში აქვს. ამგვარი პრობლემის გადაჭრა შეიძლება მხოლოდ იმ ტოტალური ტაბუს მოხსნით, რომელიც ადევს საეკლესიო საკითხებს ქართულ მედიაში.

 

ვასილ კობახიძე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

basil_kobakhidze

გთხოვთ ჩემი შეურაცხმყოფელი პოსტები არ წაშალოთ და დატოვოთ

არ ყოფილა ასეთი ბატონო ჩემო :D

თქვენ პირსისხლიანი ვამპირები ხომ არ გგონივართ :)

 

ისე ერთი შეკიტხვა მაქვს... როგორც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლს, და ამავე დროს საპატრიარქოს მაძაგებელს. ვის მიიჩნევთ დღევანდელი საქართველოს მართლმადიდებული ეკლესიის ( რომლის წევრადაც თქვენ თვლით თავს ) წინამძღოლად?

 

ანუ ვის აღიარებთ თქვენ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონი ბასილის თხოვნით არ წაშალოთ შეურაცხმყოფელი პოსტები. მხოლოდ გამოვიყენოთ ბანი და ვორნი.ეს მისი თხოვნაა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვთქვათ, მოხდა ცვლილებები და ა.შ. მაგრამ ფსევდო მართმადიდებლებს რას ვუშვრებით?

 

დიდი პრობლემაა ეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...