Jump to content
Planeta.Ge

basil_kobakhidze

სტუმარი
  • პოსტები

    47
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი basil_kobakhidze

  1. მაპატიეთ, მაგრამ უნდა დაგემშვიდობოთ. თუ ვინმეს აინტერესებს ჩემი ზოგიერთი სტატია დევს აქ: http://lib.ge/each_author.php?581 და აქ: http://jvarosnebi.com/index.php?option=com...9&Itemid=68 ბოლოს კი დავდებ ერთ ინტერვიუს: ვამბობ იმას, რასაც განვიცდი და ვფიქრობ ინტერვიუ დეკანოზ ბასილ კობახიძესთან მამა ბასილ, ამ ბოლო ხანს ათასგვარი ბრალდება წაგიყენეს. თუკი ეს ბრალდებები ადრე ძირითადად ეკუმენური შეხედულებებისა და თანალოცვაში თქვენი ინდივიდუალური მონაწილეობის გამო გაისმოდა, დღეს მათი ნუსხა უფრო ვრცელია. სინოდმა ერეტიკული შეხედულებების გავრცელებასა და დაუმორჩილებლობაში დაგადანაშაულათ, ამას მღვდელმოქმედების უფლების შეჩერება მოჰყვა. ვიცი, ყოველივე ამაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ მოგეცათ და მინდა შემოგთავაზოთ, ვისაუბროთ სწორედ ამ საკითხებზე. ეკუმენიზმსა და თანალოცვასთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია ,,ზღვარის~ მკითხველთათვის მეტ-ნაკლებად ცნობილია, ამიტომ, თქვენი ნებართვით, სხვა ,,ცოდვების~ შესახებ გკითხავთ. დავიწყოთ სინოდის გადაწყვეტილებით. არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. სინოდმა ჩემი მღვდელმოქმედების შეჩერების თაობაზე სრულიად უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, თანაც, მართალი ბრძანდებით, სხდომაზე არც კი მიმიწვიეს, ანუ თავის მართლებისა და პასუხის გაცემის საშუალება არ მომცეს. ეს საეკლესიო კანონების სრული იგნორირება და უბრალოდ უსამართლობაა. შინაარსობრივად ყველა ეს ბრალდება აბსურდული და დემაგოგიურია. საპატრიარქოს ფუნქციონერები ბოროტად იყენებენ თავიანთ სამსახურებრივ მდგომარეობას და ეკლესიის სახელით მწვალებლობასა და მკრეხელობაში მადანაშაულებენ. საპატრიარქო განსაკუთრებული მკვეთრი გამოსვლებით გამოეხმაურა სამების ტაძრის თქვენეულ კრიტიკას. თქვენ ტაძარი პირამიდას შეადარეთ, პატრიარქმა კი აღნიშნა, რომ იგი ქართველი ხალხის ავტოპორტრეტია. მკრეხელობაში, როგორც ჩანს, უმთავრესად სწორედ თქვენს ამ გამონათქვამს გულისხმობენ. ალბათ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ეს ტაძარი არ არის ქართველი ხალხის ავტოპორტრეტი, როგორც ეს უწმინდესმა და უნეტარესმა აღნიშნა. თუ ეს ქართველი ხალხის ავტოპორტრეტია, მაშინ ჩვენი საქმე ძალიან ცუდად ყოფილა. ქვეყანა ეკონომიკურად რთულ მდგომარეობაშია და მრავალი ადამიანი უბრალოდ შიმშილით კვდება, ბევრი ახალგაზრდა გოგონა თუ ქალი იძულებულია სხეულით ივაჭროს; არსებობს ბავშვთა პროსტიტუციის უამრავი შემთხვევა, უამრავი ადამიანი თავის გადასარჩენად უცხოეთშია წასული, გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან პატიმრები; ავადმყოფებს არ აქვთ წამლის ფული, ამდენი მიუსაფარი ბავშვია; საერთოდ მივიწყებულნი არიან ფსიქიურად დაავადებულები. და ამ ფონზე ეკლესია 100 მლნ. დოლარს ხარჯავს უზარმაზარი ტაძრის ასაშენებლად. მე ვფიქრობ, რომ ეს მყვირალა უზნეობაა. ალბათ, ამდენივე დაჯდება მისი მორთვა-მოკაზმვა და შენახვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ტაძრის აშენების ინიციატორებს სახარებაზე საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა. ქრისტე სადმე გვეუბნება, გრანდიოზული ტაძრები ამიგეთო?!... ქრისტე მარდუქი არ არის, ბაბილონელთა კერპი _ მარდუქი, ზიკურატის აშენება და იქ ოქროს სავარძლის, ოქროს სარეცლის დადგმა რომ სჭირდებოდეს. ქრისტე სადმე გვეუბნება, რომ მარმარილო და გრანიტი ინდოეთიდან, ჩინეთიდან და საბერძნეთიდან ჩამოიტანეთ, ტაძარში ერთი დიდი სავარძელი დამიდგით და ჩემს მოსვლამდე იქ არავინ დაჯდესო?! ეს ხომ უბრალოდ ქრისტიანულ სამოსელში გახვეული წარმართობაა! კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს ტაძარი სამუდამო სირცხვილი იქნება და სამუდამო ნიშანი ჩვენი ერის ქრისტიანობისგან დაშორებისა. ზოგიერთი საეკლესიო იურიდიული სისტემის თანახმად, მკრეხელი უფრო მეტად უნდა დაისაჯოს, ვიდრე ადამიანის მკვლელი. ეს მიდგომა დიამეტრულად განსხვავდება სახარებისეულისგან. ადამიანის სიცოცხლედ საერთოდ არაფერი ღირს. ეს არის ქრისტიანული ეთიკის საფუძველი, ეს არის უმთავრესი მომენტი ქრისტიანული ბიოეთიკისაც. ადამიანი ტრანსცედენტულია, ტრანსცედენტულია მისი ზნეობა. ამიტომაც არანაირი ბარძიმი, ჯვარი, ტაძარი არ ღირს ადამიანის სიცოცხლედ. ყველაფერი უნდა გაყიდო და დააპურო მშიერი, შემოსო შიშველი, უმკურნალო ავადმყოფს, მიხედო პატიმარს და ა.შ. ეს ელემენტარულია. მე დიდად განათლებული არ ვარ, მაგრამ ამის მიხვედრას არ სჭირდება რაიმე განათლება და ღვთისმეტყველება, სინდისი პირდაპირ გვკარნახობს ამას. ვიმეორებ, ეს ძალიან მარტივია. ქრისტე გვეუბნება: შიშველი ვიყავი და შემმოსე! სწორედ ეს არის სახარების უმთავრესი მოწოდება. თუკი გვსურდა, რომ ავტოპორტრეტი გვქონოდა, სწორედ ასე უნდა მოვქცეულიყავით, ეკლესიას ეს უნდა გაეკეთებინა. ტაძრების შენების არგუმენტად ის მოყავთ, რომ ბევრი მდიდარი ადამიანი უფრო მეტ ფულს ხარჯავს, მაგალითად, კაზინოსა და ,,ბორდელში~. მაგრამ ჩვენ ხომ ეკლესიაზე ვსაუბრობთ, რომელიც ერის სინდისი და ზნეობრივი ლიდერი უნდა იყოს. უმაღლეს რელიგიურ ქმედებად ამ შენობის, ხაზს ვუსვამ, პირამიდის აგებას წარმოაჩენენ, გვეუბნებიან, რომ სწორედ ეს არის ნამდვილი ქრისტიანობა, სინამდვილეში კი სწორედ ამაში ვლინდება ქრისტეს უკიდურესად დამახინჯებული აღქმა. ვინ არის იესო ქრისტე, მაცხოვარი თუ ბიზანტიელი იმპერატორი?! მართალია, ქრისტე პანტოკრატორია ანუ ყოვლისმპყრობელი, მაგრამ სრულიად სხვა შინაარსის მქონეა ეს ტერმინი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ბიზანტიელი იმპერატორია, სამეფო გვირგვინით, სამეფო რეგალიებით ზის ოქროს ტახტზე და ზემოდან უბღვერს ხალხს. ამაშია საქმე. საპატრიარქოს კი სწორედ ასეთი დამახინჯებული აღქმა აქვს. რა გამოდის?! ქრისტეს მით უფრო მოხიბლავ, რაც უფრო უზარმაზარ ტაძარს აუგებ, ან წმინდა ნიკოლოზის გულს მოიგებ, თუ ოქროს პანაღიას აჩუქებ, ორდენს გადასცემ?! ახლახან პატრიარქმა ქალაქ ბარიში წმ. ნიკოლოზ მირონლუკიელს, უფრო სწორედ მის სამარხს, ოქროს პანაღია გაუგზავნა. ერთხელ მაინც თუ წაიკითხავ წმ. ნიკოლოზის ცხოვრებას, ნახავ, რომ დადიოდა იგი და რაც ებადა, ყველაფერს გასცემდა, ღარიბებს ოქროს მონეტებს მათთვის შეუმჩნევლად აძლევდა, წინდაში ყრიდა და ისე, რომ არ გაწკარუნებულიყო ფული, არავის გაეგო მისი ხმა. წარმოუდგენელია, რად უნდა წმინდა ნიკოლოზს ჩვენი ოქროს პანაღია?! ვთქვათ, აღგიდგინეს მღვდელმოქმედების უფლება და სწორედ სამებაში გაგამწესეს, თქვენი ამ ტაძრის მიმართ დამოკიდებულებიდან გამომდინარე, უარს განაცხადებთ იქ მსახურებაზე? ამ შემთხვევაში შეგვიძლია პარალელი გავავლოთ კათედრალების ეპოქასთან ევროპაში. მე ვფიქრობ, მაგალითად, რეიმსის ტაძარიც აშენებულია იმ სულისკვეთებით, რომ ადამიანმა ჭიანჭველად იგრძნოს თავი. ღმერთის ამგვარი აღქმა სახარებისეული კი არა, წარმართულია, რომლის თანახმად, ღვთაება რაღაც განრისხებული ძალაა, რომელსაც ოქრო-ვერცხლით მორთული ხატებით, მარმარილოებითა და სხვადასხვა შესაწირით უნდა მოულბო გული. ამიტომაც არის, რომ სამღვდელოებას უნდა ეცვას რაღაც ბრჭყვიალა, ძვირფასი შესამოსელი, რათა, ერთი მხრივ, ასეთი, ძვირფასეულობის მოყვარული ღმერთის დიდება წარმოჩნდეს, ხოლო, მეორე მხრივ, თავად სასულიერო პირი იქცეს თაყვანისცემის ობიექტად. ეს ღმერთისა და ადამიანის სახარებისეული დიდება არ არის. ხალხის პატივისცემას ჩვენი წრფელი გული და ზნეობა უნდა იწვევდეს და არა ახლობლობა ხელისუფლებასთან, სიმდიდრე და უზარმაზარი ტაძრები. რაც შეეხება შესვლა-არშესვლას, რა თქმა უნდა, შევალ. ეს საკითხის სრულიად სხვა მხარეა. მღვდელმა მსახურება ყველგან უნდა აღასრულოს. მე ევროპაში დერეფანშიც კი მიწირია, რადგან სხვა საშუალება არ იყო. საპატრიარქო გადანაშაულებთ ე.წ. ქალთა საკითხის გამოც. მკრეხელობის ,,მუხლში~, სავარაუდოდ, ესეც უნდა იგულისხმებოდეს. მართლა მოითხოვთ, ზურაბ ცხოვრებაძის ტერმინოლოგიას თუ დავესესხებით, ,,დედაკაცის ხელდასხმას~ ? ეს სიმართლისაგან შორსაა. უბრალოდ, ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, რომ ადრეულ საუკუნეებში ქალები აქტიურად მონაწილეობდნენ საეკლესიო და მათ შორის, ლიტურგიულ ცხოვრებაში. დღესაც, მაგალითად, რუსეთსა და უკრაინაში მონაზვნები შედიან საკურთხეველში და ალაგებენ. გარდა ამისა, არსებობდა დიაკონისების ინსტიტუტი. სწორედ ამაზე იყო საუბარი. მეორე მხრივ, მხედველობაში მქონდა ისიც, რომ აღსარებისას ქალი შეიძლება ქალთან უფრო გულწრფელი და გახსნილი იყოს, აღსარება ხომ მეტად დელიკატური რამ არის. მაგალითად, მონაზვნებთან მორჩილები უფრო მეტად იხსნებიან, ვიდრე მოძღვართან. ეს ბუნებრივია და ჩვენს მონასტრებშიც მორჩილი გოგონა იღუმენიას უყვება ხოლმე თავისი სულიერი მდგომარეობის შესახებ. აქედან გამომდინარე, ვთქვი: ურიგო არ იქნებოდა, ერშიაც ქალებისათვის ასეთი შესაძლებლობა ყოფილიყო. გარდა ამისა, გავეცანი მართლმადიდებელი ეპისკოპოსის, კალისტოს უეარისა, და ცნობილი ფრანგი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი ქალის, ელიზაბეტ ბერსიგერის, ნაშრომებს, სადაც ისინი წარმოაჩენენ, რომ ქალების ხელდასხმის, მათთვის ლიტურგიული სტატუსის მინიჭების აკრძალვა წმინდა მამების თხზულებებში არსად გვხვდება. მაგრამ კალისტოს უეარს მიაჩნია, რომ თუმცა არ არსებობს არგუმენტი ქალთა ხელდასხმის საწინააღმდეგოდ, ჩვენ ამ საკითხის გადაწყვეტა ღმერთს უნდა მივანდოთ, რადგან მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიცია მსგავს შემთხვევას არ იცნობს. უმარტივესი შეკითხვაა: ვინ იყვნენ ღვთისმშობელი, მენელსაცხებელე დედები და მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე ვის გამოეცხადა პირველად? ან რას ნიშნავს ,,არა არს დედაკაცებაი და მამაკაცებაი~? პათოსი, რომლითაც ზურაბ ცხოვრებაძე ამბობს, რომ არ შეიძლება ხელდასხმული იყოს ,,დედაკაცი“, თანაც ასე დამამცირებლად იყენებს ამ სიტყვას, შეურაცხმყოფელი და არაჯანსაღია. დისკუსიის გამართვა, მსჯელობა ყველა საეკლესიო საკითხზე შეიძლება. მამა ბასილ, ისე ვსვამ შეკითხვებს, თავი ინკვიზიტორი მგონია. პავლე მოციქულს რომ არ ეთანხმებით, თქვენი მისამართით ესეც გავრცელებული ბრალდებაა. მაგრამ თუ ასეა, აგვიხსენით, რას გულისხმობთ? ქრისტიანობის განმარტებასა და გავრცელებაში პავლე მოციქულმა უმთავრესი როლი შეასრულა. თუმცა, საეკლესიო წესებისა თუ სოციალურ-პოლიტიკური მოწყობის შესახებ მის შეხედულებებზე მსჯელობისას, ბუნებრივია, ისტორიული კონტექსტი უნდა გავითვალისწინოთ. ეკლესიის ზოგიერთ მამას, იმდროინდელ სამეცნიერო მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება ეგონა, რომ სამყაროს ცენტრი დედამიწაა და ვთქვათ იგი სამ ვეშაპზე დგას, მაგრამ დღეს ჩვენ ვიცით, რომ ეს ასე არაა. ამ კუთხითაა მოციქულის ესა თუ ის თვალსაზრისი ჩემთვის მიუღებელი, მაგალითად, თუნდაც ის, რომ მონამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს, ანდა ქალი ჩუმად უნდა იყოს. აი, ეს ვთქვი ერთ-ერთ ინტერვიუში. ვფიქრობ, ამას თვითონაც არ დაეთანხმებოდა პავლე მოციქული, ჩვენი თანამედროვე რომ ყოფილიყო. მისი ეს მოსაზრებები ისტორიული რეალობით იყო განპირობებული; მეტიც, თავად ეკლესია, ის საეკლესიო მოღვაწეები, ვისი სახელითაც ერეტიკოსობაში მდებენ ბრალს, არ ეთანხმებიან პავლე მოციქულს, როცა, მაგალითად, ის წერს, რომ ეპისკოპოსი ერთი ცოლის ქმარი უნდა იყოს. დღეს ეკლესია მოითხოვს ეპისკოპოსის ბერობას. მამა ბასილ, რომელ ერეტიკულ მოსაზრებას ავრცელებთ, რადგან ამგვარი რამ რომ გეთქვათ, რაღაც არ მახსენდება? ერეტიკული არაფერი მითქვამს და იმიტომ! ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ამ შეკითხვაზე მეტს ნამდვილად ვერაფერს გეტყვით. მაშინ დაუმორჩილებლობის ბრალდებაზე გვითხარით! როცა ვსაუბრობთ ეპისკოპოსისა თუ სინოდის მიმართ ჩემს დაუმორჩილებლობაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ, საეკლესიო სამართლის მიხედვით, მღვდელი ეპისკოპოსის მონა არ არის, რადაც ფაქტობრივად ახლა მიაჩნიათ იგი. ეპისკოპოსი არ არის მონათმფლობელი და ფეოდალი. ღმერთს, ჭეშმარიტებას უნდა მორჩილებდე და არა სიბეცეს, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი. გავიხსენებ მოუნათლავი ჩვილების შესახებ სინოდის მიერ მიღებულ დადგენილებას, რომლის თანახმად, ყველა მოუნათლავი, თუნდაც დაუბადებელი ბავშვი ჯოჯოხეთისთვისაა განწირული. ციტაციები, რომლებიც სახარებიდან და მამათა თხზულებებიდან მოიხმეს სინოდის ამ დადგენილების გასამართლებლად, კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. ცხადია, რომ ასეთ განჩინებას არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაემორჩილო. ჩვილების შესახებ ვთქვი, რომ სინოდის ამ დადგენილებას მე არ ვემორჩილები და არც არავინ უნდა დაემორჩილოს-მეთქი. კათოლიკოს-პატრიარქი თავის ბევრ ქმედებაში თავისუფალი არ არის. იგი ფუნდამენტალისტებისა და რუსეთის სპეცსამსახურების ზეწოლას განიცდის, ამიტომ მის ზოგიერთ განჩინებას არ ვემორჩილები. ქართული საეკლესიო წრეების დიდი ნაწილის გაღიზიანებას ისიც იწვევს, რომ, ასე ვთქვათ, დასავლეთზე ორიენტირებული მღვდელი ხართ. ფაქტია, რომ დასავლეთის რელიგიურ კრიზისზე, სეკულარიზმის პრობლემაზე არა მარტო მართლმადიდებლები საუბრობენ. ბევრი ევროპელი მოაზროვნეც ფიქრობს, რომ დასავლური ცივილიზაცია სულ უფრო მეტად სცილდება ქრისტიანულ ფესვებს. ჩემი აზრით, დღეს დასავლეთის ფაქტორი უმნიშვნელოვანესია სწორედ მართლმადიდებლური ცნობიერების დაწმენდისა და განვითარების თვალსაზრისით. არ არის შემთხვევითი, რომ XX საუკუნის 30-იანი წლებიდან პარიზის წმ. სერგი რადონეჟელის სახელობის მართლმადიდებლური ინსტიტუტი მართლაც საღვთისმეტყველო ცენტრი გახდა, მე ვიტყოდი, მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის. აქედან წამოსულმა ადამიანებმა დააარსეს ისეთი ინსტიტუტები, როგორიც წმ. ვლადიმირის სახელობის აკადემიაა ნიუ-იორკში, წმ. ტიხონის სახელობის სემინარია ასევე ამერიკაში. ბევრმა ახალგაზრდა სერბმა, ბერძენმა, ბულგარელმა, ამერიკელმა, სირიელმა მართლმადიდებელმა იქ მიიღო განათლება. იქ მოღვაწეობდნენ ისეთი პიროვნებები, როგორებიც არიან დეკანოზი გიორგი ფლოროვსკი, ალბათ, უკანასკნელი მოჰიკანი პარიზული სკოლის მართლმადიდებლური ღვთისმეტყველებისა, დეკანოზები იოანე მეინდორფი, ალექსანდრე შმემანი და სხვანი. სრულიად უნიკალურია მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელის გამოცდილება, რომელმაც ინგლისში ერთ პატარა მართლმადიდებლურ სამწყსოს, თუ შეიძლება ასე ითქვას, საერთაშორისო განზომილება შესძინა. სწორედ ამ ადამიანებმა გასცეს პასუხი თანამედროვეობის ბევრ კითხვას და შემოგვთავაზეს ეკლესიის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზები. ამავდროულად, ეს პიროვნებები, ჩემი აზრით, მართლმადიდებლური ეკუმენიზმის ეტალონები არიან. თავად ბერძენი ღვთისმეტყველებიც, რომლებიც ევროპაში ასწავლიან, მუშაობენ და აქვეყნებენ ნაშრომებს, შესამჩნევად განსხვავდებიან საბერძნეთში მოღვაწე თეოლოგებისგან განსწავლულობითა და ხედვის სიღრმით. ამერიკის მართლმადიდებელ ეკლესიაში კი, მე ვფიქრობ, ყველაზე მეტად ხორციელდება სახარებისეული პრინციპები და უკიდურესად ნეგატიური მოვლენა, როგორიც არის ბიზანტინიზმი, იქ მთლიანად დაძლეულია. ამას ემატება ამ ეკლესიაში რელიგიაზე ფოლკლორული წარმოდგენების არარსებობაც. რაც შეეხება დასავლეთში ქრისტიანობის ზოგად მდგომარეობას, ძნელია ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია გამოიმუშაო. ქვეყნების მიხედვით ვითარება სხვადასხვაგვარია. მთავარი ის არის, რომ ფეოდალური ნალექი, ბიზანტინიზმი დასავლეთში ფაქტობრივად უკვე აღარ არსებობს. რა თქმა უნდა, იქ უარყოფითი მომენტიც ბევრია, თუმცა ქრისტიანობის კრიზისსა და სეკულარიზაციაზე მე განსხვავებული შეხედულება მაქვს. დავიწყოთ იმით, რომ მთლიანად ვიზიარებ დეკანოზ ალექსანდრე მენისა და კათოლიკე მღვდლის ჟაკ ლიოვის აზრს, რომ ქრისტიანობა სწორედ ახლა იწყება, ვინაიდან მისი ორიათასწლიანი ისტორია სახარებასთან ნაკლებადაა დაკავშირებული. იმპერატორ კონსტანტინეს დროს ბიზანტიის იმპერიაში ქრისტიანობის იმპერიალიზაცია მოხდა, რაც შემდეგ სხვადასხვა ფორმით გამოვლინდა ევროპის ქვეყნებში ნაციონალური სახელმწიფოების წარმოქმნისას. ამ სისტემებში ეკლესია ყველგან უბრალოდ პოლიტიკის ინსტრუმენტს წარმოადგენდა და სასულიერო იერარქიაც ისეთივე სერვილისტური იყო, როგორიც ახლაა საქართველოში. დასავლეთში ცოცხალი ქრისტიანობის სულისკვეთების გაღვივებას, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ორმა მოვლენამ შეუწყო ხელი: ეს არის XVI საუკუნის რეფორმაცია და ვატიკანის II საეკლესიო კრება. მიმაჩნია, რომ ვატიკანის II საეკლესიო კრება უაღრესად მნიშვნელოვანი, შეიძლება ითქვას, სასწაულებრივი მოვლენაა. ეს კრება ისევე ალოგიკურია, როგორც, მაგალითად, ნიუტონის მექანიკიდან კვანტურ ფიზიკაზე გადასვლა, ის ხომ ლოგიკური კანონების მიხედვით არ განვითარებულა, ადამიანის ცნობიერებამ თითქოს რაღაც ნახტომი გააკეთა. კირკეგორიც ამბობს, რომ რწმენა არის ნახტომი. სულ რომ არაფერი განეცხადებინა ვატიკანის II კრებას და ეთქვა მხოლოდ, რომ ეკლესია შოციეტას Pერფეცტა, სრულქმნილი, თვითკმარი ინსტიტუცია კი არა, ღვთის ხალხია, ეს გახდებოდა საკმარისი პირობა კრების რევოლუციური მნიშვნელობის აღიარებისათვის. ღმერთის ცოცხალი, უშუალო განცდა დღეს დასავლური ქრისტიანობის მახასიათებელია, მაგრამ ცოცხალ განცდაზე საუბრისას ქრისტეს მიმართ ისეთ დამოკიდებულებაზე არ ვსაუბრობ, როცა შეკითხვაზე, ვინ არის იესო ქრისტე, პასუხობენ: იესო ქრისტე არის მხოლოდ ჩემი პირადი მაცხოვარი. ეს XIX-XX საუკუნის დასაწყისისთვის დამახასიათებელი ამერიკული, ასე ვთქვათ, ფუნდამენტალისტურ-პროტესტანტული მიმართებაა. მე ნამდვილ რელიგიურობას ვგულისხმობ, ანუ ადამიანსა და ქრისტეს შორის კავშირს, რომელიც მოიცავს საზოგადო მსახურებასა და ისეთ კრებულს, როგორიც ეკლესიაა. დღეს ქრისტიანობისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად, გეთანხმებით, სეკულარიზაციას ასახელებენ, მაგრამ რა აღინიშნება ამ სიტყვით? ჩემი აზრით, ევროპელი თეორეტიკოსების უმრავლესობა სეკულარიზაციის არასწორ ინტერპრეტაციას გვთავაზობს. ამ მოვლენაში ისინი სწორედ ეკლესიის, როგორც ერთ-ერთი სოციო-პოლიტიკური ინსტიტუციის, სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური და კულტურული გავლენის შემცირებას გულისხმობენ, ეს კი მართლაც მოხდა. რა იყო სეკულარიზაციის პირვანდელი შინაარსი? თავიდან მეტად იურიდიული და მშრალი რამ აღინიშნებოდა ამ ტერმინით: ეკლესიისთვის საეკლესიო და სამონასტრო მიწების ჩამორთმევა და მათი სახელმწიფოსთვის ან სხვა მესაკუთრისთვის გადაცემა. აი, სულ ეს იყო. ამდენად, თუკი პრეზიდენტები და მეფეები ყოველდღე აღარ ესწრებიან წირვას და მღვდლებიც, ასე ვთქვათ, დანარჩენი მოქალაქეებივით კანონის წინაშე თანასწორნი არიან, ეს არ არის სეკულარიზაცია. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებები, სახელმწიფოს საეროობა და ეკლესიის მიმართ ნეიტრალურობა - სეკულარიზაცია, ქრისტიანობის კრიზისი და დევალვაცია კი არ არის, არამედ ნამდვილად ქრისტიანული, სახარებისეული იდეალების ხორცშესხმაა, რადგან ქრისტემ და სახარებამ დესაკრალიზაცია მოახდინა როგორც კოსმოსის, ასევე საზოგადოებრივი ცხოვრებისა. „მიეცი ღმერთს ღვთისა და კეისარს კეისრისა“. პოზიცია, რომლის თანახმად, მთლიანად რელიგიური უნდა იყოს საზოგადოებრივი ცხოვრება, მთელი კულტურა, იწვევს რელიგიის პოლიტიზაციას და გადაგვარებას. სწორედ ასეთი რელიგიურობა და ის, რომ ჯიუტად ებღაუჭებიან რელიგიისა და ეკლესიის პოლიტიკურ გავლენას, და ამას ვხედავთ ჩვენ დღეს საქართველოში მსგავსად იმისა, რასაც ადრე კათოლიკურ ეკლესიაში ჰქონდა ადგილი, დააკარგვინა და აკარგვინებს ადამიანებს ეკლესიის მიმართ ნდობას. რა გასაკვირიც უნდა იყოს, ასევე პოზიტიურ მოვლენად მიმაჩნია ანტიკლერიკალიზმი. მე ანტიკლერიკალი ვარ, რადგან კლერიკალიზმი სასულიერო პირების, ვიტყოდი, ,,აპარატჩიკულ~, ნომენკლატურულ გავლენას გულისხმობს. სწორედ ეს გავლენა იწვევს ანტიკლერიკალიზმს ისეთ ტრადიციულ ქვეყნებში, როგორიცაა, მაგალითად, იტალია. აქ მუშაობს ზამბარის პრინციპი. კათოლიკურმა ეკლესიამ მძიმე შეცდომები დაუშვა გასულ საუკუნეებში და, რა თქმა უნდა, ასეთი განწყობა საზოგადოებაში აუცილებლად უნდა გაჩენილიყო... მეორე მხრივ, დასავლური საზოგადოება საგულდაგულო ყურადღებას იჩენს დისკრიმინაციის, რწმენის თავისუფლების, ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის პრინციპის დარღვევის ყველა შესაძლო გამოვლინების მიმართ. მაგალითად, საფრანგეთში მიმდინარეობს დისკუსია იმის თაობაზე, შეუძლია თუ არა ჟაკ შირაკს, როგორც პრეზიდენტს, დაესწროს სამგლოვიარო მესას. მოგეხსენებათ, იქ ყველა გარდაცვლილს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ეკლესიაში შესულიც რომ არ იყოს, ეკლესიიდან ასვენებენ. ამ დროს წესი იგება, მესა ტარდება და მიმდინარეობს ზიარება. როცა ცნობილ კომპოზიტორს, მსახიობს, გნებავთ, პოლიტიკოსს ეკლესიიდან ასვენებენ და პრეზიდენტიც ესწრება ამ რიტუალს, როგორც კათოლიკე, ისიც ეზიარება ხოლმე, მაგრამ იქ მიდის, როგორც პრეზიდენტი. ამიტომ დაისვა კითხვა, ჟაკ შირაკს, როგორც პრეზიდენტს, შეუძლია თუ არა ეზიაროს საჯაროდ? ისე კი ქრისტიანობა გამუდმებით კრიზისშია. კრიზისი მისი ნორმალური მდგომარეობაა, რადგან ეკლესია მუდამ განიცდის ფორმალურ ცვლილებებს. როცა იმპერიულ ქრისტიანობას ადამიანები უარს ეუბნებიან, იქმნება კრიზისული ვითარება და ამის გამო მხოლოდ ეკლესიამ შეიძლება იტვირთოს პასუხისმგებლობა. ჯერ კიდევ ესაია წინასწარმეტყველი წერდა, ჩემი ერის სისხლი მღვდლებს აცხიათო ხელზე. ეკლესიის ბრალია, რომ იგი თავის გავლენას პოლიტიკური, ფინანსური _ მიწიერი დიდების მოხვეჭის გზით ავრცელებდა და არა ქრისტიანული სწავლებისა და სახარების ადამიანამდე მიტანით, მისი მორალური და სოციალური თანადგომით. როცა ამას აცნობიერებ და გსურს დაძლიო ეს სენი, გსურს გათავისუფლდე, ცხადია, იწყება კრიზისი. ამიტომაც ვფიქრობ, რომ სულიწმინდა თუU სადმე მოძრაობდა, ეს ვატიკანის II კრება იყო. აქვე იმასაც შევნიშნავ, რომ ვატიკანის II საეკლესიო კრების მთავარი იდეოლოგები კრებამდე სულ რაღაც 4-5 წლით ადრე ლამის ჩემს მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, თითქმის განკვეთილები იყვნენ: მამა ივ კონგარს, მამა ანრი დე ლიუბაკს აკრძალული ჰქონდათ ქადაგებაც და სწავლებაც, ძალით იყვნენ ჩამოცილებულნი საეკლესიო ცხოვრების ეპიცენტრს. და ბოლოს, საქართველოს გადასახედიდან ძნელია ისაუბრო დასავლურ ქრისტიანობაზე, რადგან ჩვენს ეკლესიაში სადღეისოდ არა მარტო ქრისტიანული ღვთისმეტყველება, არამედ კულტურაც გავერანებულია. პირველ რიგში, ეს იმის ბრალია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ბოლო ათი წელია, საპატრიარქოს უკიდურესად იზოლაციონისტური პოზიციის გამო ყოველგვარი დიალოგის მიმართ დახშულია. ამიტომ საქართველოს ამ მხრივ სხვა ქვეყნებს ვერ შეადარებ, ალბანეთის ეკლესიასაც კი, რომელიც ახლა აღორძინებას განიცდის. ეს ეკლესია ენვერ ხოჯას დროს ფიზიკურად საერთოდ განადგურებული იყო. მღვდლებს ნათლობისთვისაც ჩატარებისათვისაც კი აპატიმრებდნენ. ვერც რუსეთის ეკლესიასთან გაავლებ პარალელს, თუმცა ჩვენთან ყველაზე მძლავრი ნაკადით სწორედ რუსული ფუნდამენტალიზმი ტრანსლირდება და ეს საქართველოს ეკლესიაში ანტიდასავლური განწყობილებების არსებობის ერთ-ერთი მიზეზია. მაგრამ, თუნდაც რუსი ფუნდამენტალისტებისგან განსხვავებით, საქართველოში ყოველ მღვდელს თავისი რელიგია აქვს, რომელიც დღესდღეობით ძირითადად ჩვენში გაბატონებული რელიგიური ნაციონალიზმისა და ყალბი მისტიციზმის დისკურსშია მოქცეული. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქცევის დონეზე გაჯერებულია ოპორტუნიზმით და უკიდეგანო ,,პადხალიმობით~ მღვდლების მხრიდან როგორც გავლენიანი ეპისკოპოსებისა და პატრიარქის, ასევე ხელისუფლების მიმართაც. ერთი შეკითხვაც. დღეს თქვენ მღდელი ხართ, მაგრამ ჩამორთმეული გაქვთ საეკლესიო მსახურების უფლება. ფაქტია, რომ თქვენმა შეხედულებებმა, უკეთ რომ ვთქვათ, შეხედულებების დაუფარავად გამოთქმის ,,ჩვევამ~ ასეთ ,,უცნაურ~ მდგომარეობაში ჩაგაყენათ. სინოდის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მღდელმსახურების უფლებას მხოლოდ მონანიების შემთხვევაში დაიბრუნებთ. გარდა ამისა, ჩამოგცილდათ არაერთი ძველი მეგობარი. ბევრისგან ისიც მსმენია, რომ საპატრიარქოს შიშით ვერ ბედავენ თქვენთან ურთიერთობას, ზოგიერთი კი გერიდებათ, როგორც კეთროვანს. ერთი სიტყვით მინდა გკითხოთ, მოინანიებთ? ამ კითხვაზე მოკლედ გიპასუხებთ _ არა. პირიქით, ვფიქრობ, რომ ისეთი რამ გადამხდა თავს, რაზეც ვერც კი ვიოცნებებდი. მართალია, ჩემი პირადი ყოფითი მდგომარეობა ამის გამო უარესდება, მაგრამ ეს სხვა საკითხია. გეუბნებით, რომ მხოლოდ ახლა, ამ ვითარებაში ჩემთვის რეალური გახდა კენოზისი, თავისუფლება, სიყვარული. ასე მგონია, რაღაც მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინე და ამიტომაც არ ვნანობ, ასე რომ ვარ. ისიც არის, რომ იმდენად აღარ მეშინია, წარვდგე ღვთის წინაშე, როგორც ადრე მეშინოდა, როცა ,,დაშვებული~ და ,,მიღებული~ მღვდელი ვიყავი. დღეს მე ვამბობ იმას, რასაც განვიცდი და ვფიქრობ. მსახურების უფლება კი აუცილებლად უნდა დამიბრუნონ, რადგან უკანონოდ ამიკრძალეს. სინანულსა და დიდ ტკივილს ჩემში ის იწვევს, რომ შეიძლება ითქვას, მარტო ვარ... ესაუბრა ბექა მინდიაშვილი ჟურნალი „ზღვარი“ N 5, 2005.
  2. დიახ ღმერთმა სულ გახარებული გამყოფოთ. კიდევ ის გაგიხარდებათ რომ სამაგიეროდ ეს სასულიერო პირია: «К вере я пришел в России» 14 августа 2009 года 15:52 На Серафимовские торжества в Дивеевский монастырь прибыла делегация Грузинской Православной Церкви. Глава делегации председатель иностранного отдела Грузинской Патриархии митрополит Зугдидский и Цаишский Герасим (Шарашенидзе) в интервью телекомпании и радио «Образ» поделился впечатлениями от Дивеевского монастыря, рассказал о возрождении Православной Церкви у себя на Родине и о взаимоотношениях России и Грузии. - Владыка, вы приехали из Первого в Четвертый удел Пресвятой Богородицы. Расскажите, какой он, Первый удел Божией Матери? — Особой заботой Пресвятой Богородицы ограждены четыре места на земле: Иверия, Афон, Киев и Дивеево. Иверия — Грузия — Ее первый удел. Ее Покров здесь чувствуется всегда, особенно в наше трудное время. Богородица молится за всех прибегающих к Ней с усердием и молитвой. Мы не знаем, почему Господь сделал именно древнюю Иверию одним из уделов Божией Матери, но благодарны за то, что это так. Мне доводилось бывать в трех уделах Богородицы: в Грузии, на Афоне и в Дивееве. Все эти места объединяет какая-то особая теплота. Чувствуется, что все здесь находится под покровительством Царицы Небесной. - Грузины помнят, что они живут в Первом уделе Пресвятой Богородицы? — Да, мы всегда помним о своей Покровительнице. Ей посвящены многие храмы в нашей стране. Очень часто девочкам дают имя Мария, чтобы люди помнили имя Божией Матери. - Вы впервые в Дивееве? — Нет, не впервые, и с каждым приездом отмечаю перемены к лучшему. Я говорю не столько о восстановлении монастыря, сколько о строительстве духовного мира. Игумения Сергия сказала мне, что сейчас в монастыре 500 насельниц. Это огромная духовная помощь: молитвы дивеевских сестер покрывают не только Россию, но и весь мир. - Почитают ли в Грузии преподобного Серафима Саровского? — Да, очень. Почти в каждом доме есть икона с его изображением. У нас несколько храмов освящено в его честь. Мы часто обращаемся к нему. Особенно сейчас. Надеемся, что его молитвами межправительственные и межгосударственные отношения изменятся в лучшую сторону и станут такими, какими мы их всегда помнили. Надеюсь, с Божией помощью мы преодолеем все трудности. Грузины тоже отмечают память батюшки Серафима. Конечно, не с таким размахом, как в Дивееве. У нас празднование его памяти предшествует дню Илии пророка, когда мы отмечаем день ангела нашего Патриарха-Католикоса Илии II. - Какую роль преподобный Серафим Саровский играет в вашей жизни? — К вере я пришел в России. Преподобный Серафим сразу стал для меня близким святым, который помогал и помогает в моем служении. - В России по инициативе Патриарха Кирилла 8 августа будут совершаться панихиды по жертвам грузино-южноосетинского конфликта. А у вас? — У нас тоже в этот день будут служить панихиды. Этой войне не может быть оправдания. Мы потеряли много людей и с той, и с другой стороны. Это огромная потеря для многих семей и для всех христиан. Грузинская Церковь молится обо всех погибших и пострадавших. Мы всех поминаем в молитвах. - В России всегда с любовью относились к Грузии, и война не повлияла на отношение россиян к грузинам. А как отозвался этот конфликт в вашей стране? — С уверенностью могу сказать одно: он не повлиял на доброе отношение к России. Во время Литургии мы, священнослужители, говорим друг другу: «Христос посреди нас». Так же Христос объединяет людей по обе стороны грузино-российской границы. Мы приехали сюда, чтобы показать всем: когда политики совершают неправильные поступки, народ не должен следовать их путем. - Владыка, расскажите немного о Грузинской Православной Церкви. — С Божией помощью наша Церковь возрождается, строятся храмы, к вере приходят многие люди. Это возрождение — во многом заслуга Патриарха Илии: оно началось в 1977 году, после избрания его Патриархом. Он пример для нации, для священнослужителей и для всей страны. Он не только церковный, но и государственный деятель. Я надеюсь, что духовное возрождение Грузии поможет решить и многие политические вопросы. - Какой, на ваш взгляд, самый поучительный эпизод в истории Грузии? — Наша страна за время своей истории пережила много трудностей, но всегда ее спасало упование на Бога. Если мы и в дальнейшем будем уповать на Господа, все будет хорошо. А если будем надеяться только на себя, то никогда ничего не решится. К сожалению, когда у людей есть земные ценности, они забывают о Боге, и Господь посылает им скорби, чтобы они снова вспомнили и обратились. - Имя какого святого бы носите? — Мой святой — Герасим Иорданский. Я постригался в Грузии, и меня так благословили. - Каким был ваш путь к вере? — Я жил в миру, но Господь призвал меня. После того, как я нашел для себя Бога, все остальное стало второстепенно. Когда Господь взывает к нам, стучится в наше сердце, главное — услышать и пойти за Ним. А если идешь по Божиим ступенькам, Он обязательно приведет тебя к Царствию Небесному. Но, к сожалению, в жизни бывает иначе. Господь ждет нас, а мы все думаем о том, что будет завтра, послезавтра, и не замечаем, как наше время проходит. - Как научиться здесь, на земле, жить по-Божьи? — Царствие Небесное само не приходит — чтобы достигнуть его, нужны труды, в которых Господь всегда помогает. Сейчас открылись многие храмы, появилось много хороших священников. Мы должны понять, что время жизни нужно использовать так, чтобы находиться в общении с Богом. Тогда на душе всегда будут те же легкость и радость, которые были у преподобного Серафима, который всех своих гостей встречал словами: «Радость моя!». Прийти к Богу значит устроить себе праздник — это каждый день делает праздником Христовым. Беседовала монахиня Наталья (Огудина) Версия для печати Татьяны Фалиной
  3. უკაცრავად ვერ ვპოულობდი თქვენს პოსტს. მართლაც რელიგიურობის სრული დეგრადირებაა. საზოგადოებისათვის მთავარია საკრალური მოწიება, ქურუმების მიერ შესრულებული რიტუალები, რომლებსაც დაცვის და წარმატების მოტანის ფუნქცია აქვს და ეთნიკური მესიანიზმი. თან მოდურიც გახდა ანუ თუ ამრავლესობასი ინტეგრაცია გინდა ასეთი უნდა იყო. შედეგად მღვდლობა გახდა უწიგნური ბიჭუნებისათვის სოციალური წინსვლიდ ეფექტური საშუალება. აქვე ვიტყვი რომ სამღვდელოება უკვე კულტურული პრობლემაა ჩვენი საზოგადოებისათვის
  4. ეს ტექსტი ბატონო მე გავავრცელე. ერთ–ერთი მიტროპოლიტი რას ნიშნავს? უმ ნიშვნელო კაცია? სინოდის წევრი არ არის? თუ სხვა მიტროპოლიტები სხვანაირად ფიქრობენ? ჩემი აზრით საპატრიარქო მთლიანად ხელისუფლება ნაწილობრივ
  5. ჩემს გარდა რამდენიმე ფიქრობს, მაგრამ საჯაროდ არასოდეს იტყვიან. ეკლესიაში ერთადეღტი ძალა ფანატიკოსები არიან
  6. მე დიპლომატი არ ვარ და არც თავისუფლების ინსტიტუტთან ვარ ახლოს
  7. სწორედ მაგას ვცდილობ აგიხსნათ ბატონო, რომ საქართველოში მიმდინარეობს მართლმადიდებელი ქრისტიანობის გაუკუღმართებული ქადაგება. რაც საზოგადოების დიდ ნაწილს გონია მართლმადიდებლობა, სინამდვილეში ეს არის არქაულ–ფოლკლორული რელიგიური ეთნონაციონალიზმი. მაგრამ ეს არ არის მათი ბრალი, არამედ ჩვენი სამღვდელოების
  8. ეს მომხდა ხელში თორემ ისე მრავალის და ტქვენც კარგად იცით. რას ნიშნავს თითიდან გამოწოვილი სტატიები. დარწმუნებული ვარ ამას იცნობთ: სამწუხაროდ, ეს არის არა მარგინალ ექსტრემისტთა ნააზრევი, არამედ საპატრიარქოს ოფიციალური სწავლება. გამოცემაზე საპატრიარქოს ოფიციალური ნებართვა შეიძლება იყოს ორგვარი: 1) კათოლიკოს-პატრიარქის ან ეკლესიის უმაღლესი მმართველი ორგანოს, წმინდა სინოდის წევრი მღვდელმთავრის ლოცვა-კურთხევა; 2) საპატრიარქოს ჟურნალ-გაზეთების სარეცენზიო სამსახურის ბეჭედი, ძირითადი და მიმდინარე რეგისტრაციების ნომრებით და რეცენზენტის ხელმოწერით. ამგვარად ჟურნალში გადმოცემული სწავლება იღებს ეკლესიის ოფიციალურ დადასტურებას და ასეთად აღიქმება მრევლის მიერ. რასაც ქვემოთ მოყვანილ ტექსტებში ნახავთ, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ზუსტად იგივეს ამბობს, ოღონდ უფრო “კულტურულად” და დიპლომატიურად. გამოიცემა ისეთი მართლმადიდებლურ-ექსტრემისტული ჟურნალები, რომელთაც ჯერ-ჯერობით არ გააჩნიათ საპატრიარქოს ოფიციალური ნებართვა, მაგ. “ივერიის გაბრწყინება”, “მართლმადიდებლობის ზეიმი”, “ლაზარეს აღდგინება” და სხვ. (მათზე ხომ არაფერს ვამბობ?). მთავარი პრობლემა აქ არის ის, რომ პრორუსულ სიბნელეებს აცხადებს არა ვიღაც ცალკეული პოლიტიკოსი თუ ჟურნალისტი, არამედ აღნიშნული სიბნელის პროპაგანდა ხდება ღმერთის, ბიბლიის, მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით. ბოლოს, გთხოვთ აგრეთვე მიაქციოთ ყურადღება ანტისემიტიზმის პროპაგანდას, რომელიც უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს საპატრიარქოს ოფიციალურ გამოცემებში. “ქვაკუთხედი”, ეროვნულ-სარწმუნოებრივი ჟურნალი, ყოველთვიური გამოცემა, N8 (27), სექტემბერი, 2008. ჟურნალი გამოდის რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით – ეს ნიშნავს, რომ ჟურნალი არის საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური საეკლესიო გამოცემა. რედაქტორი: ხათუნა საგინაშვილი, რედაქტორის მოადგილე: გიორგი კუპრაძე, კონსულტანტები რელიგიურ საკითხებში: დეკანოზი აკაკი მელიქიძე და დეკანოზი ლევან ფირცხალაიშვილი. გამომცემლობა “აცხოვნე სული შენი”. ე-მაილ: ქვაკუტჰედი@ყაჰოო.ცომ , მისამართი: თბილისი, რუსთაველის 42; ტელ. 274037; 899900636. იყიდება თბილისის ყველა ეკლესიაში. გვ.4-5, რედაქტორის გვერდი: “განა ახლა კი დაუშვებს უფალი დასავლეთთან დაახლოებას?!”. შეიძლება თუ არა მოულოდნელად დაიწყოს ეკლესიის წმ. მამების მიერ ნაწინასწარმეტყველები მესამე მსოფლიო ომი ? – აი, კითხვა, რომელზეც პასუხს დაეძებს ჩვენს თავს დამტყდარი უკანასკნელი ტრაგედიით შეძრული ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი. ........ ალბათ ბევრმა ვიცით საქართველოს ისტორიიდან, მაგრამ ნაკლებად გაგვიანალიზებია ის, თუ ქართველი მეფეების ჯვაროსნულ ომებში მონაწილეობისა თუ საზოგადო მოღვაწეების დიდი ძალისხმევის მიუხედავად, რომელთაც მუხლები ჰქონდათ “გადატყავებული” ლუდოვიკოთა სასახლეებში წყალობის მოლოდინში, უფალმა არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვა საქართველოს ზედმეტი დაახლოება დასავლეთის ქვეყნებთან, მაგრამ აკურთხა მისი რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლა. რა უნდა იყოს ამის მიზეზი? იქნებ ის, რომ მთელი თავისი ამბიციურობის და მიუხედავად რუსეთი მაინც თავისი მადლის მატარებელი მართლმადიდებელი ქვეყანაა, რომელსაც ზურგს უმაგრებს უდიდეს წმინდანთა ზეციური ლოცვა-კურთხევა?! ბოლო წლების მანძილზე, საქართველოს ისტორიული ჩარხი კიდევ ერთხელ, თითქოს უალტერნატივოდ შემობრუნდა დასავლეთისაკენ და სულ მაინტერესებდა, ახლა კი დაუშვებდა ღვთის განგებულება დასავლეთთან უმჭიდროვეს ინტეგრაციას?! იქნებ საქართველოში აქა-იქ აღმოცენებული რუსული ბლოკ-პოსტები სწორედ ის მარწუხებია, რომელნიც ზეციდან დაეშვა დაუძლეველ ბარიკადებად ამ ინტეგრაციის გზაზე?! ..... ყველა გონიერი ხელისუფლება აცნობიერებს იმ პრაგმატულ რეალობას, რომ რუსეთი ღვთაებრივი განგებულებით არის მათი ძლიერი მეზობელი და ამას სათანადო ანგარიშს უწევენ. ..... ამ ტრაგედიის პრაგმატულ მიზეზებზე საუბარი იქნებ რუსთავი2-ის საინფორმაციო პოლიტიკიდან უნდა დავიწყოთ, წლების მანძილზე რუსეთით რომ მოხდა შევარდნაძის მტრის ხატის ჩანაცვლება და კურიერი რუსეთის გინებით რომ იწყებოდა და რუსეთის გინებითვე სრულდებოდა. .... რუსთავი2-ის ჟურნალისტებმა “ენამახვილობაში” კი ისე ღრმად შეტოპეს, რომ “ლილიპუტინის” მედვედევთან ზომების შედარების გარდა არც პუტინის წელს ზემოთ შიშველი ფოტო გამორჩათ და კრემლის სექს-სიმბოლოდ შერაცხეს და არც მისი ვითომ ინტიმური თავგადასავლები ახალგაზრდა ტანმოვარჯიშესთან. ერთხელ ზემელზე თენგო გოგოტიშვილი შემხვდა და ახლა ძალიან ვნანობ, რომ არ გავაჩერე და არ ვუთხარი (თუმცა ისე ვუყურებდი, სათქმელი ალბათ სახეზე მეწერა): ჩემო ძმაო, ჟურნალისტობა სიმართლის სამსახურში ზნეობრივი ყოფნაა და არა იმგვარი პროვოკატორობა, რომელშიც ესოდენ დახელოვნებულხარ-მეთქი... სიმწრით ვუყურებდი გორიდან მის მიერ წარმოებულ რეპორტაჟს, როცა ნიშნის მოგებით ამბობდა: ახლა ჩვენს უკან გორი იწვისო. ჩემო თენგო, დაგავიწყდა ალბათ, რომ შენს მსგავს ჟურნალისტებთან ერთად მნიშვნელოვნად თავადვე წაუკიდე ცეცხლი რუსულ-ქართულ ურთიერთობებს. ....... იქნებ რუსეთის ყუმბარები, როგორც გარყვნილ სოდომ-გომორზე ცეცხლი და წუნწუბა, ისე აწვიმა უფალმა საქართველოში ამ ბოლო დროს გამეფებულ ლიბერალურ-დემოკრატიულ ჯეობარულ სულსა და “ბუჩქების” იდეოლოგიას?! ....... რუსეთს როგორც ლანძღავდა ჩვენი ხელისუფლება და მისი ქვეშევრდომი მედია, ამის მეასედი რომ აშშ ეკრიტიკებინათ, მიწის პირისაგან აღგვილი ვიქნებოდით ალბათ უკვე..... მსოფლიოს ბედისათვის უმნიშვნელოვანესია ძლიერი რუსეთი, როგორც გლობალიზაციის შემაფერხებელი ფაქტორი, მაგრამ არა, უწინარესად სამხედრო თვალსაზრისით, არამედ, პირველ რიგში ზნეობითა და მართლმადიდებლობით ძლიერი. ისტორია რას იზამს?
  9. სეკულარიზაცია და ეკუმენური მოძრაობა არის ორივე უაღრესად დადებითი მოვლენა უპირველეს ყოვლისა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის
  10. არც გიხსნით უბრალოდ ვერ ხედავთ კითხვის უცნაურობას? ეს პათეთიკა ქართველი ხალხის და წინაპრების ძვლებისა და ზეციური საქართველოს წინაშე და 365 წმინდა გიორგის წინაშე. რას ნიშნავს? ამ კატეგორიებით აზროვნებამ სადამდე მიგვიყვანა ვერ ხედავთ
  11. ვფიქრობ არა აქვს დიდი მნიშვნელობა. ყველა მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის, სერბეთის იერუსალიმის და საქართველოს გარდა 25 დეკემბერს აღნიშნავს. თუ გადაიწევა კარგი იქნება თავისუფლების ინსტიტუტმა ბევრი კარგი საქმე გააკეთა
  12. მართალია, მიუხვედრელი ვარ, თორემ ახლა აქ კი არ ვიქნებოდი. თემას რაც შეეხება რა არის სასაცილო? საეკლესიო სამართლის მიხედვიტ, რაც იბეჭდება პატრიარქის ოფიციალური ლოცვა–კურთხევით ამაზე პასუხისმგებელია პატრიარქი. დავიჯერო ეს არ იცოდით? და რა ასეთი კატეგორიის ხალხთან მაქვს საქმე? მე ვწერ "სასწაულებს" გადაშალეთ ნებისმიერი საეკლესიო გამოცემა
  13. პრობლემა არის ის, რომ გაუგებარია ვინ არის "მართლმადიდებელი ადამიანი"? ეს არის ედეოლოგემა, ხოლო ქრისტიანობა არ არის იდეოლოგია. სამწუხაროდ მართლმადიდებელი ქრისტიანობის ის ფორმა, რომელიც დღეს საქართველოში იქადაგება და ტქვენ მართლმადიდებლობა გგონიატ, საერთოდ არ არის მართლმადიდებლობა. ამიტომ მე რომ პატრიარქი ვიყო, თვითონ მოვითხოვდი ჩემს გაშარჟებას
  14. გაგიკვირდებათ, მაგრამ ეკლესიაში მხოლოდ ნამდვილ ფანატიკოსებს ვცემ პატივს, ისინი გულწრფელები მაინც არიან...
  15. ვერ მიხდით. მე გადმოვიტანე ბატონო? ნახეთ ტექსტის ქვემოთ. ამას ბეჭდავს საპატრიარქოს ჟურნალი "კრიალოსანი", რომელიც პატრიარქის ლოცვა–კურთხევით გამოდის. ამგვარი მაგალითების მოტანაკი მრავლად შეიძლება. ეს თქვენც კარგად იცით, თუ ინტერნეტის მომხმარებლი ბრძანდებით ყოველ შემთხვევაში ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოტ, რომ მეორედ მოსვლა თავიდან ავიცილოთ
  16. იმგვარი "პატივისცემა", როგორიც ახლა არსებობს არის ფეტიშიზმი თვით თეოლოგიური პოზიციებიდან. საერთოდ იმ ერის საქმე, რომელსაც სულიერი მამა ჰყავს, არის ძალიან ცუდად
  17. დღევანდელი ხელისუფლება, ჩემი აზრიტ მრავალ ბოროტებაში არის შედარებით მცირე ბოროტება. აგვისტოს ომის აცილება ვფიქრობ არ შეგვეძლო. არჩევნებში არც სააკასვილს და არც ნაციონალურ მოძრაობას არ მივცემ ხმას. თუ ასეთი პოლიტიკური სპექტტრი იქნება, საერთოდ არ მივიღებ მონაწილეობას
  18. რას ნიშნავს არც საერო დანაშაულია და არც საეკლესიო? როგორ საპატრიარქო დაკავებულია უკანონო ვაჭრობით, ჰყავს შეიარეღებული ჯგუფი, რომელშიც ერთი მღვდელია და ერთი მერე ეკურთხეს მღვდლად, ესენი აცილებენ საპატრიარქოს ტვირთებს და რა? არაფერი?
  19. ვფიქრო მცირე შედეგი გამოიღო. ისე როცა ვიწყებდი, არ მეგონა ასეთი საშინელება თუ იქნებოდა. აშკარაა, რომ ნელ-ნელა იცვლება სიტუაციაც და საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიციები. ცხადია ეს ჩემი დამსახურება კი არ არის, არამედ ეს საქართველოსი რელიგიური სიბნელე იმდენად პრიმიტიულია, რომ არ შეიძლება ნორმალურმა ადამიანმა აიტანოს
  20. ჰომოსექსუალურობის შესახებ გრძელი ტემაა. რაც შეეხება საპატრიარქოში, ისევე როგორც ყველა ტოტალიტარულ საზოგადოებაში ჰომოსექსუალიზმის თემა გამოყენებულია ხელისუფლებისათვის ბრძოლის იარაღად მოწინააღმდეგის წინააღმდეგ ეკლესიაში ჯანსაღი ძალა არ არსებობს. მიზეზია ის რომ ნორმალური მღვდლები პიროვნულად სუსტები აღმოჩნდნენ და გატეხეს. შესაძლებელია აღორძინდეს ძალადობა რელიგიურ-პატრიოტულ თემებზე
  21. რადგან 2007 წლის თებერვლიდან ერისკაცი ვარ, ომი რომ დაიწყო წავედი მოხალისედ. მე საბწოთა პერიოდის ადამიანი ვარ და რუსების ქვეშ მეტი აღარ ვიცხოვრებ
  22. ზოგჯერ გადადის მარაზმში? ოპტიმისტი ყოფილხართ. მე უსამართლობას გამოქცეული მღვდელი არ გახლავართ. მღვდლობა დავტოვე პროტესტის ნიშნად და ამ პროტესტის შინაარსი ჩამოვაყალიბე ღია წერილსი პატრიარქის მიმართ. მე პირადი დავები არა მაქვს პატრაირქთან. ერთ ჩემს სტატიას თუ წაიკითხავთ ნახავთ. მე თუ პროვოკატორად მთვლით თქვენი საქმეა. ემოციებს რაც შეეხება გული რომ არ შემტკიოდეს ამდენს რატომ ვიწვალებდი?
  23. მაგალიტად ომის დროს ძალიან კარგი იქნება, ბევრი რამ გახდება ცხადი მართლმადიდებლებისათვის, ბევრს შეიძლება გულის შეტევაც მოუვიდეს
  24. გავეცი პასუხი ზემოთ. არ გავურბივარ კითხვებს უბრალოდ პირველად ვარ ფორუმში დასაერთოდაც სწრაფად ვერ ვბეჭდავ. ეს კლიპი მორალს არ ეხება ჩემი აზრით ასეთი კლიპების გაკეთება ყველაზე შეიძლება. თვითონ კლიპი სულელურია ცხადია. მაგრამ არ არის საჭირო ადამიანების საკრალიზება და გაფეტიშება. საბერძნეთში ეკლესიის მეთაურის პერსონაჯი იუმორისტულ გადაცემებში (როგორც კლაბშოუა) გამოყავთ და ქვეყანა არ უნგრევა, პირიქით, ჩემი აზრით ეს კარგია ეკლესიისათვის
×
×
  • შექმენი...