Jump to content
Planeta.Ge

ონლაინ კონფერენცია ბასილ კობახიძესთან


Recommended Posts

ფორუმ.გე-ს ჩემი სალამი...

 

ბატონო ბასილ... როგორ ფიქრობთ ხომ არ არის თქვენი დაპირისპირება მართლმადიდებლურ ეკლესიასთან თქვენი ამპარტავნობის და ამბიციურობის ბრალი?

როგორ ფიქრობთ არის კი ამპარტავანი, მოლაპარაკების უნარის არ მქონე ადამიანის ადგილი მღვდელმსახურებაში?

 

ვფიქრობ, რომ რელიგიური სფერო არ არის პოლიტიკა და დიპლომატია. რელიგიაში ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და კუდის ქიცინი არ არის საჭირო. გავიმეორებ, რომ დაპირრისპირება მართლმადიდებლურ ეკლესიასთან არ მაქვს. ვისთანაც მაქვს იმატ ეკლესიასთან რეალურად არავითარი კავსირი არააქვთ.

 

მესმის ტქვენი კითხვის პათოსი. ფიქრობთ რომ მე ვარ ამბიციური და კარიერისტი. ჰოდა ბატონო ხომ აღარ ვარ სამრვდელოებაში? სამაგიეროდ დარჩნენ თავმდაბალი და უანგარო ხალხი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 235
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

basil_kobakhidze

ძალიან გთხოვთ პატრიარქის ვიდეოზე რომელიც გავრცელდა ინტერნეტში დააფიქსიროთ თქვენი აზრი

 

ცალსახად

 

ძალიან გვაინტერესებს ყველას... მორწმუნეს ნახევრად მორწმუნეს ურწმუნოს მემარჯვენეს მემერცხენეს ცენტრისტს :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან გთხოვთ პატრიარქის ვიდეოზე რომელიც გავრცელდა ინტერნეტში დააფიქსიროთ თქვენი აზრი

 

ცალსახად

 

ძალიან გვაინტერესებს ყველას... მორწმუნეს ნახევრად მორწმუნეს ურწმუნოს მემარჯვენეს მემერცხენეს ცენტრისტს

კომუნისტებსაც :D,ჩეკისტებსაც...:)

Edited by numlock
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1) ბატონო ბასილ, ხომ არ გგონიათ რომ თქვენი ქმედებით, უფრო აძლიერებთ მართლმადიდებულ ექსტრემიზმს?

2) რა წარმატება მოუტანა თქვენმა მოღვაწეობამ, რელიგიურ ტოლერანტობას? მე მგონია რომ თქვენსგან მტრის ხატი შექმნეს და ის იდეები რა იდეებიც თქვენ გაქვთ დაიკარგა, რადგან მტრულად არის მიღებული..

3) საპატრიარქოს სიძლიერე გამოიხატება იმაში რომ მას აქვს ავტორიტეტი და ყავს მართალია ოფიციალურად არა, მაგრამ არაოფიციალური მტერი (ზოგჯერ მასონების სახით უნდათ რომ მტრის ხატი შექმნან, ზოგჯერ დასავლეთის, ზოგჯერ რომის პაპის) თუ კი ისე ვიზავთ რომ მას მტერი არ ყავდეს, ანუ იგნორირება მოხდეს მისი, უფრო სწორი და ეფექტური შედეგი არ იქნება?

 

ვფიქრობ ექსტრემიზმის წინააღმდეგ უპირველეს ყოვლისა მღვდელს უნდა ამოეღო ხმა. აბა მართლმადიდებლური ექსტრემიზმი არსებობს და ყველა უნდა გაჩუმდეს? არ მესმის ეს ლოგიკა. მტრის ხატი შექმნეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ პატრიარქმა ტელევიზიიტ ეკლესიის და ერის დაქირავებულ მტრად გამომაცხადა, მაგრამ აბა რა ვქნა? მგონია რომ ღმერთი მწამს და ასეუ უნდა მოვიქცე.

თქვენი მესამე კითხვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ეხება რელიგიათმცოდნეობას და რელიგიის სოციოლოგიას. მართლაც ყველა გაიძახის პატრიარქს და საპატრიარქოს უდიდესი ავტორიტეტი აქვს. მაგრამ რაში მდგომარეობს ეს ავტორიტეტი? რა შონაარსისაა/ ვფიქრობ ეს არის მაგიურ-საკრალური ავტორიტეტი, რომელსაც ბოლო დროს დაემატა ძალაუფლებისა და სიმდდიდრის. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ჩვენს ორიენტალურ საზოგადოებაში, მაგრამ ქრისტიანობასთაბ კავშირი არ აქვს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გარკვეული რეფორმები,რომ სმე-ში გასატარებელია,ეს ცხადია,მაგრამ იმის გათვალისწინებით,რომ ის არის ბუნებრივად კონსერვატული, პროცესი უნდა იყოს აუჩქარებელი,მაგრამ თანმიმდევრული.

 

 

თქვენი პირადი აზრი, ცნობილ ვიდეოებზე, მაინც ვერ დავინახე, თქვენ რა აზის ხართ ამ ვიდეორგოლებზე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Facebook - ზე წავიკითხე თქვენი ერთერთი კომენტარი, სადაც თქვენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ბრალს დებთ, თითქოს ის რუსულ ჯარს ადიდებდა.

 

ეს ნამდვილად თქვენი კომენტარი იყო თუ ვინმემ სხვამ დაწერა თქვენი სახელით და გვარით?

 

დიახ მე დავწერე, ფსევდონიმი არასოდეს გამომიყენებია. მხედველობაში მქონდა ეს:

 

სულიერი აღორძინება მხედრობაში

 

1998 წლის 27 აპრილს სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების მთავარი შტაბის სამხედრო გარნიზონში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა ალექსი II კოსტრომისა და გალიჩის არქიეპისკოპოს _ ალექსანდრესთან, კრასნოგორსკელ ეპისკოპოს საბასთან და სამღვდელოებასთან ერთად აკურთხა ახალი ტაძარი ღირსი ილია მურომეცის სახელზე. დღესასწაულს ესწრებოდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების ხელმძღვანელები, რუსეთის თავდაცვის მინისტრი ი. დ. სერგეევი და სარაკეტო ჯარების სარდალი ვ. წ. იაკოვლევი, მთავრობის წარმომადგენლები, ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელები.

 

პროტოპრესვიტერი დიმიტრი სმირნოვი

 

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო აკადემიების ხელმძღვანელი შემადგენლობის სასწავლო-მეთოდურ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას უწმინდესმა პატრიარქმა განაცხადა _ “რუსეთის სახელმწიფოს 1000-წლოვანი ისტორიის მანძილზე მარტლმადიდებელი ეკლესია და რუსეთის მხედრობა შეადგენდა ხალხის ყოფა-ცხოვრების მნიშვნელოვან კულტურულ და სახელმწიფოებრივ ინსტიტუტს. ეკლესია ყოველთვის მოუწოდებდა სამხედრო სამსახურის და გმირობისათვის ღვთის კურთხევას, აღავლენდა ლოცვებს მათთვის, ვინც გასწირა სიცოცხლე საკუთარი მოყვასისა და რუსული მიწისათვის. რუსული არმია აცნობიერებდა საკუთარ მაღალ წმინდა დანიშნულებას და პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას სამშობლოს დასაცავად. . . მისი მსოფლმხედველობა დაფუძნებული იყო ქრისტიანობისა და ეკლესიის ფასეულობებზე, რომელმაც ჩამოაყალიბა რუსი მეომრის ზნეობრივი სახე და განსაზღვრა მთელი არმიის მორალური სულიერების მაღალი დონე. სარწმუნოებრივი ჭეშმარიტების მიზანმიმართული გათავისების გარეშე, შეუძლებელია ადამიანს აუხსნა (მისცე ახსნა-განმარტება), რაში მდგომარეობს მხედრული გმირობის არსი.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო აკადემიების ხელმძღვანელ შემადგენლობის სასწავლო მეთოდურ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას უწმინდესმა პატრიარქმა განაცხადა _ “რუსეთის სახელმწიფოს 1000 წლოვანი ისტორიის მანძილზე მარტლმადიდებელი ეკლესია და რუსეთის მხედრობა შეადგენდა ხალხის ყოფა-ცხოვრების ორ მნიშვნელოვან კულტურულ და სახელმწიფოებრივ ინსტიტუტს. ეკლესია ყოველთვის მოუწოდებდა სამხედრო სამსახურისა და გმირობისათვის ღვთის კურთხევას, აღავლენდა ლოცვებს მათთვის, ვინც გასწირა სიცოცხლე საკუთარი მოყვასისა და რუსული მიწისათვის. რუსული არმია აცნობიერებდა საკუთარ მაღალ წმინდა დანიშნულებას და პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას სამშობლოს დასაცავად. . .

მისი მსოფლმხედველობა დაფუძნებული იყო ქრისტიანობისა და ეკლესიის ფასეულობებზე, რომელმაც ჩამოაყალიბა რუსი მეომრის ზნეობრივი სახე და განსაზღვრა მთელი არმიის მორალური სულიერების მაღალი დონე. სარწმუნოებრივი ჭეშმარიტების მიზანმიმართული გათავისების გარეშე, შეუძლებელია ადამიანს აუხსნა (მისცე ახსნა-განმარტება), რაში მდგომარეობს მხედრული გმირობის არსი. სარწმუნოების, რწმენის გარეშე არ არსებობს მდგრადი ტრადიციები, მემკვიდრეობითობა, არ არის ჟამთა, საუკუნეთა და დროის უწყვეტი კავშირის შეგრძნება, არ არსებობს ღრმა გააზრებული და გათვითცნობიერებული პატრიოტიზმი, არ არსებობს ჭეშმარიტი ერთგულება არც საკუთარი ახლობლებისადმი, არც საკუთარი მხედრული მოვალეობისადმი, არც სამშობლოსადმი”.

ტაძრის შექმნა შესაძლებელი გახდა ურთიერთშეთანხმების შედეგად რომელიც არსებობდა ეკლესიასა და არმიას შორის. მშენებლობა იტვირთა მზრუნველთა საბჭომ, რომელმაც ასევე მოაგვარა შესამამისი სახსრების შეკრება. შესაწირი შეჰქონდათ სარაკეტო ბირთვული იარაღის, და სამხედრო-კოსმოსური ტექნიკის შემქმნელებს, სასწავლო დაწესებულებების თანამშრომლებს, სამხედრო მოსამსახურეებს, სამხედრო გარნიზონების მცხოვრებლებს.

არქიტექტორების: ბ.ს. სუხარევის, პოლკოვნიკ ვ.ბ. მარჩენკოს და ვ/პოლკოვნიკ ა. პ. დიუკოვის პროექტს საფუძვლად დაედო ძველი რუსული კლასილური არქიტექტურა _ ჯვარ-გუმბათოვან ტაძრისა.

ტაძრისათვის შერჩეული ადგილი შემთხვევიტი არ იყო. სწორედ აქ, მოსკოვის სიახლოვეს ყოფილ სოფელ ვლასიხაში, 1941წ. იმყოფებოდა დასავლეთ ფრონტის შტაბი, ხოლო 1960 წელს განთავსდა სტრატ. დანიშნულების სარაკეტო ჯარების მთ. შტაბი, სწორედ აქვე წარმოიშვა იდეა რუსულ მხედრობის სულიერი აღორძინებისა.

აი, რა გვიამბო ღირსი ილია მურომელის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა დიმიტრი სმირნოვმა კორესპონდენტთან საუბარში:

ერთი წლის უკან, 27 აპრილს, უწმინდესმა პატრიარქმა აკურთხა (დალოცა) ტაძრის მშენებლობა. თვით აზრი ამის შესახებ წარმოიშვა უფრო ადრე, როდესაც აკურთხეს დიდმოწამე ბარბარეს ხატი, რომელიც პატრირაქმა გადასცა სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების(ს.დ.ს.ჯ.) ყოფილ სარდალს, შემდგომ თავდაცვის მინისტრს იგორ დიმიტრის ძე სერგეევს, რომელიც დაბრძანდა ცენტრალურ საკომანდო პუნქტზე და ამჟამადაც იქ იმყოფება. სწორედ მაშინ წარმოიშვა იდეა სამლოცველოს (ეკვდერი) შექმნისა _ რომელიც იქნებოდა ძეგლი ყველა იმ დაღუპულის მოსახსენებლად, ვინც თავიდანვე მონაწილეობდა მრისხანე სტრატეგიული იარაღის შექმნაზე და გამოცდაზე. მახსოვს ასევე, რომ გაიჟღერა თითქოს და სახუმარო სურვილმა, აშენებულიყო არა უბრალოდ სამლოცველო, არამედ _ტაძარი. ყველას გაეღიმა _ მაგრამ გავიდა ხანი, ნაპოვნი იქნა ადგილი, იკურთხა ლოდი; კურთხევაში მონაწილეობდა მეუფე (არქიელი) _ საბა, რომელიც ამჟამად არის ახლად დაარსებულ შეიარაღებულ ძალებთან და სამართალდამცავ დაწესებულებებთან ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე.

რასაკვირველია, არავინ ფიქრობდა საქმის ამგვარად წარმართვას, მაგრამ ღვთის წყალობით, სწორედ 27 რიცხვში უწმინდემა პატრიარქმა აკურთხა ახალი ტაძარი. მშენებლობას დასჭირდა ცხრა თვე: სამი თვე მოსამზადებელი და ექვსი _ აშენება და მოპირკეთება; ვადები ფანტასტიკურია. ყოველივე ეს განსაკუთრებული სასწაულია და ღვთის შეწევნის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. გამინახა საშუალებები. ხალხში თავი იჩინა მოსკოვის მშენებლობის უანგარო დახმარებამ, სამხედროების ენთუზიაზმმა, წინა სარდალი დაინიშნა მინისტრად, ხოლო მისი საქმე გააგრძელა ახალმა და ამგვარად დაასრულა კიდეც.

ეს მოვლენა უსუალოდ დროის ნიშანია. ტაძრის მშენებლობა წარმოადგენს ჩინებულ შეგნებულ აქტს. მასში მონაწილეობდნენ, როგორც მორწმუნე, ასევე არამორწმუნე ადამიანები და ყველა ისინი სრულად და აშკარად განიცდიან კმაყოფილებას არა კარგად შესრულებული სამუშაოს მიმართ, არამედ იმიტომ, რომ ასეთი საჩუქარი მიუძღვნეს უფალს. ყველამ შეიგრძნო, რომ ეს საქმე წმინდაა.

 

 

მოამზადა ვაჟა ცინცაძემ

საპატრიარქოს ჟურნალი “კრიალოსანი”, #6, ივლისი-აგვისტო, 2005წ.

რედაქტორი: გელა ლობჟანიძეE

კონსულტანტი: მღვდელი გიორგი სამსონიძე

პასუხისმგებელი: ელდარ ბუბულაშვილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

basil_kobakhidze

აბა მართლმადიდებლური ექსტრემიზმი არსებობს და ყველა უნდა გაჩუმდეს?

არა, რელიგიური ექსტრემიზმი საზროდებს იმ ყურადღებით რაც მას აქვს, მისი იგნორირება გამოიწვევს მის მარგინალიზაციას. ამ შემთხვევაში მასთან ხისტი დაპირისპირება გამოიწვევს მის გაძლიერებას..

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ პატრიარქმა ტელევიზიიტ ეკლესიის და ერის დაქირავებულ მტრად გამომაცხადა, მაგრამ აბა რა ვქნა? მგონია რომ ღმერთი მწამს და ასეუ უნდა მოვიქცე.

ჩემ რჩევას არ მიიღებთ, ინტერესიც სხვა გვაქვს.. მე ათეისტი ვარ და სულ სხვა ინტერესი მაქვს, უბრალოდ მგონია რომ თქვენსა და მათ შორის ბრძოლამ მე არ გამჭყლიტოს...

 

თქვენი მესამე კითხვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ეხება რელიგიათმცოდნეობას და რელიგიის სოციოლოგიას. მართლაც ყველა გაიძახის პატრიარქს და საპატრიარქოს უდიდესი ავტორიტეტი აქვს. მაგრამ რაში მდგომარეობს ეს ავტორიტეტი? რა შონაარსისაა/ ვფიქრობ ეს არის მაგიურ-საკრალური ავტორიტეტი, რომელსაც ბოლო დროს დაემატა ძალაუფლებისა და სიმდდიდრის. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ჩვენს ორიენტალურ საზოგადოებაში, მაგრამ ქრისტიანობასთაბ კავშირი არ აქვს

უკაცრავად, მაგრამ რელიგიაა ესეთი,რელიგიისთვის დამახასიათებელი მომეტნია, ადამიანის გაღმერთება. წმინდანების გაღმერთება და ა.შ კი შეიძლება ბიბლიაში არ წერია, მარა ადამიანის ბუნებაში და რას მთავარია რელიგიის ბუნებაში დევს ეს.. თუ გინდათ რომ სხვანაირად იფიქრონ, როგრც მინიმუმ არარელიგიურ საზოგადოებაში უნდა იცხოვრო..

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენი აზრი მაინტერსებეს ქრისტეს შობის თარიღთან დაკავშირებით,მოგეხსენებათ რომ მსოფლიო 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ დღესასწაულს,მათ შორის მარრთმადიდებლური სამყაროს ნაწილიც,მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღნიშნავს შობას 7 იანვარს,მათ შორის საქრთველოც,როგორია თქვენი აზრი,უნდა დარჩეს ეს ტარიღი ამ დიდი დღესასწაულის აღსანიშნავ რიცხვად თუ უნდა გადაიწიოს 25 დეკემბერს ?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოგესალმებით ბატონო ბასილ,

ვიცი რა, რომ თქვენ ბრძანდებით საეკლესიო სამართლის კარგად მცდოდნე ადამიანი, თუ შეიძლება ამიხსენით:

1.რატომ ეტრფის ასეთი ნეტარებით მისი უწმინდესობა მტრის ასევე მტრულ სამღვდელოებას, აგვისტოს ომიდან სამი თვის შემდეგ, რატომ ეპატიჟება თბილისში უცნაური ხალისით სამღვდელოებას, უფრო სწორად შერეულ დელეგაციას(კრემლის ემისრებთან ერთად) რომელიც გულმოდგინედ აკურთხებდა რუსულ სამხედრო ტექნიკას და ჭურვებს, რომლებმაც მრავალი ჩვენი სამხედროს და მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე შეიწირა. არის თუ არა ეს ომში დაღუპული გმირების სულების შეურაწყოფა? ან შეიძლება მე არ ვიცი და მართლმადიდებლურად პირიქით, დიდი პატივია?

2. აქვს თუ არა საქართველოს მოქალაქეს უფლება იკითხოს, თუ სად ხარჯავს ჩვენი ეკლესია ჩვენი ჯიბიდან ბიუჯეტში შესული თანხის 25 მილიონ ლარს, ყოველწლიურად? თუ ეკლესიურად ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება ნუ მიპასუხებთ, და საერთოდ მორწმუნე ადამიანს აქვს თუ არა უფლება დაუსვას თავის მოძღვარს ანალოგიური შეკითხვები?

3.ეკლესიურად გამართლებულია თუ არა, რომ მეუფე დავით ალავერდელი იმიტომ რომ თბილისთან ახლოს უნდა, რომ იყოს და ალბათ პრესტიჟულად მიაჩნია, მოიწყოს 5 ვარსკვლავიანი რეზიდენცია, ასევე 5 ვარსკვლავიანი კელიებით? და თუ ეს დარღვევაა სინოდმა და პატრიარქმა უნდა მიუთითოს თუ არა ასეთ ქმედებაზე? თუ ხელი ხელს ბანს პრინციპია?

4.მე ვიცი, რომ ძალიან საინტერესო მიმართვა გააკეთა კიევის პატრიარქმა ფილარეტმა, კირილეს უკრაინაში ჩასვლამდე, მგზნებარე და პატრიოტული, ვერსად ვნახე და თუ გაქვთ იქნებ განათავსოთ ან ელექტრონული მისამართი დაწეროთ.

შეკითხვები ბევრი მაქვს, მაგრამ თავს აღარ შეგაწყენთ.

ის, რომ საქართველოს საპატრიარქო პრორუსულია, მამს საეკლესიო სამართალთან არა აქვს კავშირი. აქ არის ზოგიერთი ჩემი სტატია, სადაც მიზეზებზე ვსაუბრობ: http://lib.ge/each_author.php?581

განსაკუთრებით ბოლო წლებში საპატრიარქო უტიფრად ახორციელებს კრემლის პოლიტიკას და პასუხის მომთხოვნი არავინაა, თუმცა ჩემთან პირად საუბრებში ზოგიერთი ახალგაზტდა მღვდელი გამოხატავს არშფოთებას, მაგრამ ხმამარლა ვერ ამბობენ რას ნიშნავს საპატრიარქოს დელეგაციების შეხვედრა მოსკოვში ლავროვოს მოადგილე კარასინთან, კრემლის ჩინობნიკ მარკ შვიდკოისთან, რუსეთის რკინიგზების უფროს იაკუნინთან (პუტინის კაცია) და კრემლის რელიგიურ იდეოლოგ ალექსეევთან? რაზე ისაუბრეს? მრევლს აქვს უფლება, რომ იცოდეს? ამ დელეგაციას ჰქონდა მრევლის მანდატი, რომ ასეთი შეხვედრები ჩაეტერებინა საქართველოს ეკლესიის სახელით? კიევის პატრიარქის მიმართავს ახლა ვერ პოულობ და მოგვიანებით მოგაწვდით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

basil_kobakhidze

მსურს კვლავ მოგმართოთ და გავიმეორებ დასმულ კითხვას:

 

როგორ თვლით, მართლაც რამდენად რელიგიურია მრევლი და რამდენად აქვს გათავისებული შინაგანად თუ რა არის რასაც იზიარებს? მე ხშირად მეჩვენება, რომ ე.წ. ეკლესიურობა მავნთათვის უბრალოდ ფარესევლობაა და ხშირად საფარველი. ერთგვარი მოდა ბევრისათვის, ვინაიდან ქცევით გაცილებით ამორალურად იქცევიან. რეალურად ხომ არ მიგაჩნიათ, რომ საზოაგდოების ნაწილისათვის ეს მხოლოდ ერთგვარი რიტუალია, მაგრამ ამას ბოლომდე ვერ აცნობიერებს. ის ჩართულია ამ თამაშში და ჰგონია, რომ ის ზედმეტად სერიოზულიც კი არის... და მხოლოდ თამაშობს. ქართველებს ერთი თვისება გავქს - რიტუალი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და აქაც მგონი ჩანაცვლება ხდება რეალურისა-გამოგონილთან...

 

მართლაც ნაკლება მაინტერესებს თუთბერიძის კომენტარი... თუმცა ვთვლი, რომ მსგავსი უაზრო უზრდელური სარჯების გაკეთება სრულიად უადგილოა, მით უმეტეს გინება... ჩემს ირგვლივ, ჩემს ოჯახშიც კი არავის შეუგინებია და რაც მახსოვს მამა ერთადერთხელ შეიგინა და ბოდისი მოგვიხადა ქალებს. ეს დიდი პრობლემაა, ზნეობრიობის გადაგვარების... მომიტევეთ, ზედმეტი კომენტი დავდე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინაიდან ჩვენი სტუმარი შეგნებულად არიდებს თავს პირდაპირ ა არაორაზროვან კომენტარს მისი მეგობრის, თეა თუთბერიძის "შემოქმედებაზე", ვისარგებლებ ჩეწმთვის კონსტიტუციით მონიჭებული უფლებით და საჯაროდ დავაფიქსირებ ჩემ აზრს, რომ ბასილ კობახიძეც ისეთივე წარმომადგენელია ერთი კონკრეტული კლანის, ჯგუფის თუ "სასტავის", როგორსაც თავად აკრიტიკებს "სიმართლის" სახელით და მას ობიექტურობაზე არანაირი უფლება არ აქვს პრეტენზია რომ გააჩნდეს

 

ამით მე დაგემშვიდობებით და დაგტოვებთ

 

თUნდაც პროტესტის ნიშნად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1-რატომ გაღრმავდა ასე ქართულ და რუსულ საპატრიარქოებს შორის ურთიერთობა 2008 წლის,აგვისტოს ომის შემდგომ

2-მიგაჩნიათ თუ არა სწორად,ქრისტეს შობის გადმოტანა 25 დეკემბერს?

3-თქვენი დამოკიდებულება მაინტერსებეს ზოგადად პატრიარქის შესახებ,როგორ გონიათ რაც დღეს ხდება პატრიარქის ნებაა თუ,იგი დატყვევებულია "ბნელად" მოაზროვნე ,ვაი მღვდელმთსახურების ჯგუფის მიერ?

4-მიგაჩნიათ თუ არა,რომ მართმადიდებელ მშობელთა კავშირს მხარდაჭერას უცხადებს ფარულად საპატრიარქო?თუ ასე მიგაჩნიათ იქნებ რაიმე ფაქტებიც მოიყვანოთ...

 

მადლობთ წინასწარ :D

წინა პოსტში ვუპასუხე რუსეთზე. ვჩქარობ რომ მეტი პასუხი მოვასწრო. კალენდარს არა აქვს თეოლოგიური მნიშვნელობა. მისი გაფეტიშება არის ფოლკლორულ რიტუალიზმში ჩაძირვის კიდევ ერთი ნიშანი. საპატრიარქოს სიტუაციას კარგად ვიცნობ, ეს ჩემი მოკლე ბიოგრაფიიდანაც ჩანს, ამიტომ ვიტყვი რომ არანაირ ტყვეობაში არ არის პატრიარქი. რაც ხდება ეს არის პირადად მისი სურვილი და პასუხისმგებლობა. მმკ არის საპატრიარქოს ოფიციალური გამყოფილება. ძირითადად მას აფინანსებს პატრიარქის ძმისშვილი ბათუმის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, მიტროპოლიტის ერთ ერტთი დამფინანსებელი კი არის კრემლის ბიზნესმენი შალვა ბრეუსი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

basil_kobakhidze

თეა თუთბერიძის მიერ გავრცელებული ვიდეორგოლთან დაკავშირებულ კითხვაზე თქვენს მიერ გაცემული პასუხის პათოსი გასაგებია, თUმცა, ჩემთვის მაინც გაუგებარი რჩება კონკრეტულად თქვენი დამოკიდებულება თეას ნამოქმედარი მიმართ.

 

კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გავიმეორებ ამ კითხვას, სანამ პასუხს არ მივიღებ და დარწმუნებული ვარ სხვებსაც აინტერესებთ:

 

პირადად თქვენ, როგორ ფიქრობთ, მორალურად გამართლებულია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზე მსგავსი ვიდეოშარჟების გავრცელება, სადაც სულიერი ლიდერი უწმაწური სიტყვებით ილანძღება.

რას დაარქმევდით ასეთ ვიდეოს, ხუმრობას, კრიტიკას თუ მწვალებლობას?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წინა პოსტში ვუპასუხე რუსეთზე. ვჩქარობ რომ მეტი პასუხი მოვასწრო. კალენდარს არა აქვს თეოლოგიური მნიშვნელობა. მისი გაფეტიშება არის ფოლკლორულ რიტუალიზმში ჩაძირვის კიდევ ერთი ნიშანი. საპატრიარქოს სიტუაციას კარგად ვიცნობ, ეს ჩემი მოკლე ბიოგრაფიიდანაც ჩანს, ამიტომ ვიტყვი რომ არანაირ ტყვეობაში არ არის პატრიარქი. რაც ხდება ეს არის პირადად მისი სურვილი და პასუხისმგებლობა. მმკ არის საპატრიარქოს ოფიციალური გამყოფილება. ძირითადად მას აფინანსებს პატრიარქის ძმისშვილი ბათუმის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, მიტროპოლიტის ერთ ერტთი დამფინანსებელი კი არის კრემლის ბიზნესმენი შალვა ბრეუსი

დიდი მადლობა ,ამომწურავი პასუხისთვის :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...