ლ ი ც ი Posted March 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 2, 2010 ვიქტორ იანუკოვიჩს ჩრდილოეთ ოსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთში აერიაუკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს ჩრდილოეთ ოსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთში აერია. შეცდომა იანუკოვიჩმა ტელეკომპანია “Euronews”-სთვის მიცემულ ინტერვიუში დაუშვა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. კითხვაზე, აღიარებს თუ არა უკრაინა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, იანუკოვიჩმა უპახუხა: “მე თავის დროზე ვთქვი, რომ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკის წინააღმდეგნი ვართ, მაგალითად სერბეთთან დაკავშირებით. უფრო სწორედ, ჩერნოგორიას დამოუკიდებლობის აღიარება... კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება... ჯერ კიდევ მაშინ იყო გასაგები, რომ გაყინული კონფლიქტები უფრო გამწვავდებოდა და მომდევნო ნათელი დადასტურება ჩრდილოეთ ოსეთის მაგალითი იყო”, - აღნიშნა იანუკოვიჩმა. მისივე თქმით, საერთაშორისო წესები ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს. იანუკოვიჩმა აღნიშნა, რომ ამჟამად ეს საკითხი - დამოუკიდებლობის აღიარება დღის წესრიგში არ დგას. ინტერვიუს შემდეგ პრეზიდენტის თანმხლები ჯგუფის წევრებმა ტელეკომპანიის ჟურნალისტებს სთხოვეს, ინტერვიუ ისე დაემონტაჟებინათ, რომ პრეზიდენტის შეცდომები ეთერში არ გასულიყო.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted March 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 2, 2010 მანანა მანჯგალაძე - ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნა დადებითი ფაქტია 4-წლიანი პაუზის შემდეგ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნა დადებითი ფაქტია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განცახადა. მისივე თქმით, ლარსის გახსნა ნიშნავს, რომ რუსეთიც ხსნის საზღვარს, ანუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიის სულ მცირე ერთ მონაკვეთზე ცნობს საქართველოს საზღვარს. “ლარსის პუნქტის გახსნა ნიშნავს, რომ რუსეთი ჩვენი ტერიტორიის ამ მონაკვეთზე ცნობს საქართველოს საზღვარს. ამიტომ სჯობს, გვქონდეს ლეგალური ურთიერთობა, თუნდაც ამ ერთ მონაკვეთზე აღიარებული სახელისუფლო საზღვარი, პროცედურები განხორციელდეს ქართული კანონმდებლობით, ვიდრე იყოს აღურიცხავი ტვირთი. საბოლოო ჯამში, ეს არის დადებითი მოვლენა, რადგან ეს იქნება ერთადერთი ლეგალური, კანონიერი სასაზღვრო პუნქტი”, - აღნიშნა მანჯგალაძემ.მისივე თქმით, ამით რუსეთი არაპირდაპირ აღიარებს 2005 წლიდან ემბარგოს პოლიტიკის წარუმატებლობას. რაც შეეხება რეგიონის უსაფრთხოებას, მანჯგალაძის განცხადებით, ჩაკეტილი საზღვარი გაცილებით მეტ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე - გახსნილი, ლეგალური და დაცული საზღვარი.“საქართველოს ექნება საზღვრის კონტროლის სრული შესაძლებლობა და ამის ყველა სამართლებრივი ბერკეტი, რაც მეტ უსაფრთხოებას ნიშნავს”, - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.რაც შეეხება გავრცელებულ მოსაზრებებს, თითქოს რუსეთს აქვს პრეტენზია სტეფანწმინდის, კობისა და გუდაურის მიმართ, მანჯგალაძე აცხადებს, რომ კრემლს ასეთივე პრეტენზია აქვს მთელი საქართველოსა და მისი დედაქალაქის მიმართ.“ყველა ეს განცხადება არის ფსიქოლოგიური სახის. ეს არის ფსიქოლოგიური ბრძოლა, რომელიც, პირველ რიგში, მოქმედებს მოსახლეობაზე. მოქმედებს ინვესტორებზე და ქვეყნის განვითარებაზე. რაც შეეხება მოსაზრებას, თითქოს ეს არის მცდელობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენის, ეს არ იყო პირდაპირი მოლაპარაკება რუსეთთან და არ ნიშნავს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას. ძნელია ილაპარაკო ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, როდესაც რუსეთი არ ცნობს საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას, საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს და სუვერენიტეტს”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა. მანანა მანჯგალაძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ ურთიერთობების აღდგენა ჩვეული სახით მოხდება მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუკი მოხდება რუსეთის მხრიდან საქართველოს დეოკუპაცია.ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტი პირველ მარტს გაიხსნა. საზღვარი რამდენიმე ადამიანმა უკვე გადაკვეთა.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted March 3, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2010 “რუსეთს ლარსის გახსნა სომხეთში სამხედრო ბაზის გამო სურდა და ეს რაუნდი მოგვიგო” “რუსეთთან დამაკავშირებელი ლარსის საზღვრის გახსნა არის უდიდესი შეცდომა როგორც სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით, ასევე ზნეობრივი თვალსაზრისითაც, რადგან საქართველოში დგას საოკუპაციო ჯარი და ჩვენ რუსეთთან ომი გვაქვს გამოცხადებული. საქართველომ ომი უნდა გამოუცხადოს ყველაფერს, რაც რუსულია, დაწყებული რუსული წარწერებიდან, დამთავრებული თუნდაც რუსული გადაცემებით, რუსული ესტრადითაც და რუსული კულტურითაც. ასე უნდა იყოს, სანამ ომის მდგომარეობაში ვართ”, - აცხადებს პოლიტიკოსი და სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სააკაშვილმა რუსეთი კავკასიაში მთავარ მოთამაშედ დატოვა / ყაზბეგის დაკარგვის საფრთხე ჯერ არ არის.“ჩვენ ახლა ომში ვიმყოფებით და შესაბამისად, ყოველი მოწოდება რუსეთთან საერთო ენის გამონახვაზე, მოლაპარაკებასა და ცალკეულ შეთანხმებაზე, საქართველოს გულში ლახვრის ჩაცემაა. ახლა ყველას მოწოდება - ეს იქნება კულტურის წარმომადგენელი, საზოგადო მოღვაწე თუ პოლიტიკური ფიგურა - მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ საქართველომ ეს ომი მოიგოს. ომი ყოველთვის საბრძოლო ქმედება არ არის. წარმოიდგინეთ, როცა 1938 წელს საფრანგეთსა და გერმანიას შორის ომი დაიწყო, მაგრამ საბრძოლო მოქმედება ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული, გამოსულიყვნენ ფრანგი საზოგადო მოღვაწეები, კულტურის წარმომადგენლები და ეყვირათ, გერმანიას ჰყავს გოეთე; გოეთესა და გერმანიას არ შეიძლება ვეომოთ; ჩვენ გვინდა ბახი და ბეთჰოვენი მოვისმინოთ და აქედან გამომდინარე, ჰიტლერის გერმანიასთან საერთო ენა უნდა გამოვნახოთო. დღეს რუსეთი არის პუტინისა და მედვედევის რუსეთი, რომელიც საქართველოსთან ომს აწარმოებს. შესაბამისად, ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ ეს ომი წარმატებით დავასრულოთ. არანაირი ლარსის გახსნა არ შეიძლება”, - ამბობს გიორგი თავდგირიძე.“სომხეთს, რა თქმა უნდა, თავისი ინტერესები გააჩნია, ან მას, ფაქტობრივად, გასასვლელი არ აქვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ანუ რუსეთის ზეწოლის მთავარი მიზანი, რის გამოც მას ლარსის გახსნა უნდოდა, ეს არის სომხეთში არსებული გიუმრის ბაზა. რუსეთმა იცის, რომ საქართველოსთან ომი საკმაოდ ძნელია, თუ ფრონტის ხაზი გაივლის მხოლოდ კავკასიონზე. მიუხედავად იმისა, მას გააჩნია ბაზები, სამხედრო თვალსაზრისით ამ ბაზების მნიშვნელობა ნულს უტოლდება. მას მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის ამოცანა აქვს და სხვა არაფერი. სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში, ეს ის ბაზებია, რომლებიც მხოლოდ დარტყმებს მიიღებენ და ქართულ შეიარაღებულ ძალებს ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ რუსეთს საქართველოზე სამხედრო ზეწოლის მექანიზმი გააჩნდეს, აუცილებელია მუდმივად მომარაგებული ჰყავდეს სამხედრო ბაზა სომხეთში, საიდანაც მოახერხებს ავიაციის გამოყენებას უფრო მარტივი მარშრუტით. კავკასიონის გადალახვა საკმაოდ რთულია და მოითხოვს საკმაოდ სახიფათო მოქმედებების განხორციელებას, იმისთვის, რომ რუსულმა სამხედრო ავიაციამ იმუშაოს. აქედან გამომდინარე, თუ დავუშვათ საქართველო ომში ჩაებმება, სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, რუსეთმა გადაუკეტოს მას სამხრეთ ლოჯისტიკური ზურგი. ამ თვალსაზრისით სომხეთის სამხედრო ბაზას დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, რუსეთმა ეს რაუნდი მოგვიგო. ლარსის გახსნით რუსეთი შეუფერხებლად შეძლებს თავისი სამხედრო ბაზის მომარაგებას”, - აცხადებს სამხედრო ექსპერტი და გამოცემის კორესპონდენტის შეკითხვას - “გაჩნდა ინფორმცია, რომ ოსებსა და რუსებს განსაზღვრული გეგმებიც ჰქონიათ ყაზბეგის, თრუსოს ხეობის, გარკვეული ტერიტორიების მიერთებისა და სომხებთან ერთად ყალბი დოკუმენტების შექმნის თაობაზე. ანუ საუბარია გარკვეულ საშიშროებაზე. ლარის გახსნით თქვენ რა საშიშროებას ხედავთ?” - პასუხობს:“ასეთი საშიშროება არსებობს, მაგრამ ოსებს არც არასოდეს არაფერს ეკითხებოდა და არც დღეს არავინ არაფერს ეკითხება. ოსური საფრთხე არის ის საინფორმაციო ბომბი, რომელიც ხელისუფლებისთვის სამუშაო თემაა. ამ თემით გადაიფარება ხოლმე სხვა თემები. რა თქმა უნდა, პროვოკაციის საფრთხე არსებობს, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ დიდ მიზანს ემსახურება. რუსეთის მთავარი მიზანია სტრატეგიული სამხედრო უპირატესობისა და ყოფნის შენარჩუნება სამხრეთ კავკასიაში. ასევე მთავარია სამხედრო ბაზა, რომელიც არსებობს სომხეთში... რუსეთს ამ ბაზის მეშვეობით სომხეთის მართვის ინსტრუმენტი გააჩნია. რუსული ბაზის მეშვეობით ხდება სომხეთის აგენტურული, ფინანსური კონტროლი. ყველაფერი, რაც სომხეთში რუსეთის გავლენას აძლიერებს, ამ ბაზის გავლენით ხდება. მხოლოდ იარაღზე არ არის ლაპარაკი... სომხეთის რუსული ბაზის მეშვეობით რუსეთის ხელისუფლება მთელ ამიერკავკასიას აკონტროლებს. ამიტომ სააკაშვილმა ამ ნაბიჯით ხელი შეუწყო სამხრეთ კავკასიაში რუსეთის კვლავ მძლავრ მოთამაშედ დატოვებას”.“ტერიტორიების მიტაცების საფრთხე, ჯერჯერობით, არ არსებობს. ლარსი იმოქმედებს. რუსეთი არანაირ ტერიტორიას არ მიიტაცებს, რადგან მისი მთავარი მიზანია, ეს გზა გახსნილი იყოს, მაგრამ ყველა დოკუმენტს შექმნის, რომ თუ საქართველოს სხვა ხელისუფლება ლარსის დაკეტვას მოინდომებს, მას პროვოკაციების მოწყობის ბერკეტი ექნეს. ეს არის ის დამღა, რომელიც მომავლისთვისაა გათვალისწინებული. დღეს არის შემდგომი შეტევის მოსამზადებელი ფაზა. ამ ეტაპზე რუსეთისთვის მთავარი ლარსის გამშვები პუნქტის ფუნქციონირებაა”, - განმარტავს გიორგი თავდგირიძე.03.03.2010 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted March 3, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 3, 2010 თემურ შაშიაშვილი პეტრე ჩხეიძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება მოძრაობა "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი გაეროში საქართველოს ყოფილ ელჩ პეტრე ჩხეიძესთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ‘’მზაკვრულს’’ უწოდებს.როგორც შაშიაშვილმა ‘’ინტერპრესნიუსს’’ განუცხადა, ინფორმაცია, თითქოს პეტრე ჩხეიძემ მოაწყო ზურაბ ნოღაიდელისა და ვალდიმერ პუტინის მოსკოვში შეხვედრა და ამისათვის გასამრჯელოც აიღო, ტყუილია.‘’ეს არის სააკაშვილის პროგრამის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ავტორიტეტების განადგურებას და ჩემთვის ძალიან გასაკვირია, რატომ არ ახდენს ნოღაიდელი რეაგირებას ამ მზაკვრობაზე’’, - აღნიშნა შაშიაშვილმა.მისი განცხადებით, პეტრე ჩხეიძე არის ნამდვილი დიპლომატი, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა და ამიტომ ვალდებულად ჩათვალა თავი, ხმა ამოეღო მის წინააღმდეგ წარმოებულ პროპაგანდაზე.‘’პეტრე ჩხეიძეს ქვეყნისთვის დიდი საქმეების კეთება შეუძლია და მრცხვენია, ის რომ დევნილია, ხოლო მიხეილ სააკაშვილი - პრეზიდენტი’’, - თქვა შაშიაშვილმა.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted March 18, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 18, 2010 ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2010 ამ სიუჟეტს რუსეთი ჩვენსავე საწინააღმდეგოდ გამოიყენებს· ზურაბ აბაშიძე - “იმიტირებული ქრონიკის” გაშვებით ხელისუფლებამ დიდი შეცდომა დაუშვა”· პაატა ზაქარეიშვილი - “აქ არაფერ შუაში არ არის რუსული სპეცსამსახურები... ეს ყველაფერი ქართულმა სპეცსამსახურებმა გამოიტანეს”· ზურაბ ნოღაიდელი - “მარტო დაჭერას გვიპირებდნენ თუ დაჭერისას გაგვანადგურებდნენ კიდეც, არავინ იცის”· 20 მარტს ცხინვალში უსახლკაროთა მიტინგის დარბევა გარდაუვალია?! “ამ სიუჟეტს რუსეთი ჩვენსავე საწინააღმდეგოდ გამოიყენებს” “უპირველესად შევაფასებ იმ ფარულ აუდიოჩანაწერს, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა და რომელშიც გიორგი არველაძე და მისი მოადგილე ეკა წამალაშვილი გეგმავენ ამ კოშმარულ სიუჟეტს. ამან ფარდა საბოლოოდ ახადა იმას, ვინ იყო დამკვეთი და შემოქმედი ამ გადაცემისა, ეს იყო მიხეილ სააკაშვილი. ეს გადაცემა ემსახურებოდა საზოგადოების დაშინებასა და დაშანტაჟებას. დაშინებას იმისთვის, რომ ადამიანების გონებაში ჩაიბეჭდოს ეს ფატალური სცენარი, განსაკუთრებით იმ შემთხვევისთვის, თუ ხალხი პროტესტის გამოთქმას გადაწყვეტს. საზოგადოებას უთხრეს, პროტესტის შემთხვევაში, შესაძლოა, მოვლენები ასე განვითარდეს და ამიტომ მონურად შეეგუეთ ყველაფერსო”, - აცხადებს “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე გაზეთ “ყველა სიახლისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ეს საუბარი ქართულმა სპეცსამსახურმა ჩაიწერა ქალბატონი წამალაშვილის მონაწილეობით”.“ამ ხელისუფლების ხელში სატელევიზიო არხები იქცა ძალიან საშიშ ფსიქოლოგიურ-ტერორისტულ იარაღად. უცხოელი დიპლომატების შეფასებები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყანა დიდი საფრთხის წინაშეა და ეს საფრთხე მიხეილ სააკაშვილია. ეს არის სადომაზოხიზმით შეპყრობილი ადამიანი, რომელსაც სიამოვნებას ანიჭებს ასეთი გადაცემები... ათასი რამ შეიძლება დაუშვა და წარმოიდგინო კაცმა, მაგრამ არ შეიძლება არარსებული რეალობად წარმოადგინო და გადარიო მთელი ქვეყანა. იმ აუდიოჩანაწერში ქალბატონი წამალაშვილის ლაპარაკი ადასტურებს, რომ მშვენივრად იცოდნენ, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამას. ვფიქრობ, ახლა მაინც საზოგადოებამ რეალურად დაინახა, სააკაშვილი რაოდენ საშიშია ამ ქვეყნისთვის და თუ სასწრაფოდ არ ჩამოშორდა ხელისუფლებას, უფრო მძიმე ექსპერიმენტებს უნდა ველოდოთ. სადომაზოხიზმს ახასიათებს ლტოლვა გამეორებისკენ. ვშიშობ, სააკაშვილმა არ გადაწყვიტოს ამ საშინელი ფილმის ეპიზოდების რეალურად გათამაშება. ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლოა მოახდინოს ახალგორის თუ სხვა მიმართულებით სამხედრო შეტაკებების პროვოცირება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით გამყრელიძე.“ეჭვი არ მეპარება ჩანაწერების ნამდვილობაში, ჩემი აზრით, ეს საუბარი ჩაიწერა ქართულმა სპეცსამსახურმა და ჩაიწერა ქალბატონი წამალაშვილის უშუალო მონაწილეობით, მისსავე კაბინეტში. გამოქვეყნებითაც სპეცსამსახურებმა გამოაქვეყნეს. რატომ და რისთვის, არ ვიცი... რა დაპირისპირებაა სახელისუფლებო კულუარებში, დიდად არ მაინტერესებს, იმაზე, რომ ეს ფაბრიკაცია არ არის, სპეციალისტებიც ლაპარაკობენ. თუ ხელისუფლება ამას უარყოფს, მაშინ კეთილი ინებონ და დათანხმდნენ საერთაშორისო ექსპერტიზის ჩატარებას”, - დასძენს დავით გამყრელიძე.“საზოგადოება არ არის კურდღლების გუნდი და ადამიანებზე ცდების ჩატარება დაუშვებელია. ტელეკომპანია “იმედმა” ამ მოქმედებით დაარღვია რეგულაციები და კანონები. ამ გადაცემაში ნახევარი საქართველო - ოპოზიციიდან დაწყებული, ჯარით დამთავრებული, მოღალატედ გამოაცხადეს, ხალხი დახოცეს, პრეზიდენტი მოკლეს... ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის იმიჯზე ძალიან ცუდად იმოქმედებს. მომხდარი აუცილებლად უნდა გამოიძიონ. ვფიქრობ, ყველაფრის გარკვევის შემდეგ, ხელისუფლებამდე მივალთ, რადგან მხოლოდ ჟურნალისტებმა არ უნდა აგონ პასუხი. პასუხისმგებლობა ხელისუფლებას უნდა დაეკისროს”, - აცხადებს გაზეთ “რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მთავარია, დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც “იმედის” უკან დგანან”.“ისინი ცდილობენ ამ ფაქტს გაემიჯნონ და თქვან, რომ ჟურნალისტები მოიქცნენ ცუდად. ალბათ შეეცდებიან, დასაჯონ კიდეც ისინი. უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც “იმედის” უკან დგანან და რომელთა თვალშიც ჩვენ, საზოგადოება ცხვრის ფარა ვართ. ამ ყველაფრის უკან დგას, ვისაც მსგავსი აზრი ხშირად მოსდის თავში. ალბათ, გახსოვთ 2007 წლის ნოემბრის მოვლენებზე გადაღებული ფილმი “ნოემბრიდან ნოემბრამდე”, რომელიც ძალიან ცუდი, არაეთიკური ფილმია. თავდაპირველად სწორედ ამ ფილმში გაისმა საეჭვო ვერსიები, იყო სიტყვების რახარუხი, ვითომ ქვეყნის დასაცავად და უსაფრთხოების ზომების მისაღებად, თუმცა ამ ფილმმა ცუდი როლი ითამაშა, რასაც მოჰყვა საზოგადოების გათიშვა. ვფიქრობ, როგორც წინა, ასევე ახლანდელი გადაცემის უკან დგას ხელისუფლება, რომლის სათავეშიც გახლავთ პრეზიდენტი სააკაშვილი”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.“შანსი, თუ ამას შანსი ჰქვია, საზოგადოებამ უნდა გამოიყენოს. დღეს ქართული მედია დიდი წნეხის ქვეშაა და აიძულებენ ასეთი რაღაცების კეთებას. ეს იყო არამედიური, კოლექტიური პროექტი, სადაც გადამწყვეტ როლებს პოლიტიკოსები თამაშობენ. გარდა ამისა, დაუშვებელია საკუთრების უფლების ხელყოფა, ამ ყველაფერზე ჩვენ, საზოგადოებამ, უნდა გავაკეთოთ დასკვნა და თვითონვე დავიცვათ თავი. უნდა დავეხმაროთ მედიას და გავათავისუფლოთ ის ხელისუფლების მარწუხებისგან. ამისათვის ბევრი გზა არსებობს. დაწყებული არჩევნებიდან, რეაქციით დამთავრებული - ტელეეთერში ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ ტელეკომპანია “იმედთან” ამდენი ადამიანი რომ არ მისულიყო და ასე მძაფრად არ გამოეხატა პროტესტი, შეიძლებოდა, ეს ყველაფერი ჩაეფარცხათ. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ არ იცის, რომ ხალხი სამართლიანია და მის რისხვას ვერავინ გადაურჩება”, - დასძენს ლაშა ტუღუში.“აღსანიშნავია, რომ ამ სიუჟეტს რუსეთი ჩვენსავე საწინააღმდეგოდ გამოიყენებს. მსოფლიოს გასაგონად უამრავჯერ გაუსვამს ხაზს, როგორ თესავს საქართველოს ხელისუფლება თავის ქვეყანაში რუსეთის საწინააღმდეგო ისტერიას. დარწმუნებული ვარ, იმასაც იტყვიან, 2 წლის წინაც ქართველებმა დაიწყეს ომი და ჩვენ დაგვაბრალესო”, - აცხადებს ლაშა ტუღუში და შეკითხვას - “როგორ უნდა მოიქცნენ ის ჟურნალისტები, რომლებიც კონტროლირებად ტელეკომპანიაში მუშაობენ?” - პასუხობს:“მედიის პირობების გაუმჯობესებაზე ახლავე უნდა ვიფიქროთ, არ უნდა დაველოდოთ ამ ხელისუფლების წასვლას ან შეცვლას. ჟურნალისტებს იოლად ვერ მოერევიან. ჟურნალისტთა კორპუსზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამიტომ უნდა გამოიჩინონ ინიციატივა და მარწუხებისგან გათავისუფლებაზე იფიქრონ”. ზურაბ აბაშიძე - “იმიტირებული ქრონიკის” გაშვებით ხელისუფლებამ დიდი შეცდომა დაუშვა” “დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბმა, რომლის წევრიც მე გახლავართ, “იმიტირებულ ქრონიკასთან” დაკავშირებით სპეციალური განცხადება გამოვაქვეყნეთ, სადაც აღშფოთებას გამოვთქვამთ იმ ვითარების გამო, რაც ხდება საქართველოში: “აცნობიერებს რა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევათა სიმწვავეს, უპირველეს ყოვლისა, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს, გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას იმ უპასუხისმგებლო ქმედებათა გამო, რომელიც მიმართულია პოლიტიკურ პროცესებში სატელევიზიო სივრცის ჩართვისა და ამ გზით საზოგადოების დეზინფორმაციისკენ. სამწუხაროდ, კვლავ სახეზეა ბოლშევიკური დამოკიდებულება მასმედიის ფუნქციების მიმართ... სახელმწიფო სისტემებში წარმოქმნილი ქაოსი, ისევე როგორც მოსახლეობის პანიკური ქმედება, გვარწმუნებს, რომ სამწუხაროდ, ჩვენი სახელმწიფო კვლავ მოუმზადებელია კრიზისული სცენარებისთვის და შესაბამისი დასკვნები აგვისტოს ომის შედეგებიდან ჯერ არ გამოტანილა” - ეს არის ნაწყვეტი იმ განცხადებიდან , რომელიც ჩვენ გავავრცელეთ”, - აცხადებს ექსპერტი ზურაბ აბაშიძე გაზეთ “რეზონანსითვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ზურაბ აბაშიძე: “იმიტირებული ქრონიკის” გაშვებით ხელისუფლებამ დიდი შეცდომა დაუშვა”.“ამ გადაცემის მთავარი მიზნად მიმაჩნია: პოლიტიკური ოპოზიციის უპირობო დისკრედიტაცია, არსებული ხელისუფლების უალტერნატივობის წარმოჩენა, მუდმივი საფრთხის არსებობის ფონზე ქვეყანაში დემოკრატიულ ცვლილებებსა და დემოკრატიაზე ზრუნვის უსაზრისოდ გამოცხადება. ამასთანავე, მიმაჩნია, რომ ხელისუფლებას უნდოდა ქართული და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების აქცენტირება და ომის თემის აქტუალიზაცია. რეალობა ერთია - ჩვენ ისეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით, რომ არაფერი არ არის გამორიცხული. მაგრამ, ჩემი აზრით, ასეთი საომარი ქმედებების გამეორების შანსი დღევანდელი პირობებში მცირეა. თუმცა ახლა იმას უფრო აქვს მნიშვნელობა, საზოგადოება რა დღეში ჩავარდა და რა უარყოფითი შეფასება მიეცა ამ ფაქტს მსოფლიო საზოგადოების მიერ”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.“ეჭვიც არავის აქვს, რომ ამან უარყოფითი შედეგი გამოიღო. ეს მოვლენა ყველამ უარყოფითად შეაფასა. თუ გნებავთ, გავიხსენოთ ბრიტანეთის, აშშ-სა და ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებები და ის პუბლიკაციები, რომელიც უცხოურ პრესაში დაიბეჭდა. ეს ისეთი ფორმით გაკეთდა, რომ თუ რამე პლუსი გაჩნდა, ყველაფერი წაიშალა. ასე რომ, ამაზე მეტი კომენტარის გაკეთება არც ღირს”, - დასძენს ზურაბ აბაშიძე. პაატა ზაქარეიშვილი - “აქ არაფერ შუაში არ არის რუსული სპეცსამსახურები... ეს ყველაფერი ქართულმა სპეცსამსახურებმა გამოიტანეს” “ეს არის ტერმინების აღრევა, ხელისუფლება უსინდისოდ იქცევა, როცა სამეცნიერო ტერმინებს იყენებს თავისი ავადმყოფური მიზნებისთვის. იმიტირებული ნიშნავს, როცა მსახიობები თამაშობენ. ამ გადაცემაში კი ცოცხალი ადამიანები მონაწილეობდნენ. ელჩები იყვნენ და სხვა უამრავი ადამიანი იყო. ეს იყო შეგნებულად გათვლილი სიუჟეტი დეზინფორმაციაზე. ეს არის აგონია და ეს არის პარანოია. ხელისუფლებაში... ცხინვალის დაბომბვა რომ სააკაშვილის ინიციატივით მოხდა, ამ ფილმით ეს კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს. მისი ავადმყოფებები უკვე საზღვრებს სცილდება”, - აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ქართული სპეცსამსახურები ოპოზიციას ეხმარებიან.“ეს ყველაფერი ქართულმა სპეცსამსახურებმა გადასცეს ოპოზიციას. ისინიც ადამიანები არიან, მე კონტაქტი მაქვს ძალიან ბევრ მათგანთან, მათ ჩემთვის მასალები არ მოუციათ, მაგრამ რა ხდება ციხეებში. რა ხდება ჯარში, ხომ გვაქვს ხოლმე ინფორმაციები ამის შესახებ. ეს ყველაფერი სიმართლეა და გამოტანილია ხელისუფლების შიგნიდან. საკმაოდ დიდი ხანია ხელისუფლების შიგნით დაპირისპირება არსებობს. გახსოვთ თუ არა, 2007 წლის გაზაფხულზე ე.წ. არჩევნები რომ იმართებოდა აფხაზეთის ტერიტორიაზე და სამი სტუდენტი რომ გადავიდა იქით, მაშინ დაძაბულობა შეიქმნა სიგუას გარშემო. მე მაშინ ინფორმაცია გამომიტანა საქართველოს სპეცსამსახურებმა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.“თუნდაც ის გავიხსენოთ, ცხინვალის ხელისუფლების მიერ 4 მოზარდი რომ იყო დაპატიმრებული, რეალურად იცის ვინმემ, რატომ დააპატიმრეს ოსებმა არასრულწლოვანი უდანაშაულო ბავშვები? იმიტომ, რომ ჩვენი მხარე უფრო ადრე, ასევე უმასართლოდ და უსინდისოდ ხუთ ეთნიკურ ოსს მალავდა პოლიციის სარდაფში გორში. აი, ამიტომ ოსებმა დააპატიმრეს 4 არასრულწლოვანი, რათა გამოეაშკარავებინათ ქართველების უმსგავსობა. ეს ინფორმაციაც საქართველოს სპეცსამსახურებმა გამოგვიტანეს. ამიტომ აქ არაფერ შუაში არ არის რუსული სპეცსამსახურები. არაფერ შუაში არ არის რუსული ინტერნეტგვერდები, ეს არის საქართველოს პატრიოტი მოქალაქეების ქცევები, რომლებსაც ხელი მიუწვდებათ ამ ინფორმაციაზე”, - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.“გაიხსენეთ სააკაშვილის ლაპარაკი იუშჩენკოსთან, გაიხსენეთ მერაბიშვილის ლაპარაკი აზერბაიჯანის შს მინისტრთან 7 ნოემბრის შემდეგ, ეს უამრავი ფაქტი გამოაქვთ ჩვენი სპეცსამსახურების ოფიცრებს იმიტომ, რომ ისინი ემსახურებიან “ნაციონალურ მოძრაობას” და არ ემსახურებიან სააკაშვილს. მათ იციან, სად არის მათი როლი. მათი როლი არის სახელმწიფო უსაფრთხოებაში და დღეს სახელმწიფოს საფრთხე არის სააკაშვილი. ეს კარგად იციან მათ, ამიტომ მივესალმები მათ საქციელს”, - ამბობს გამოცემის რესპონდენტი.“ნაციონალური მოძრაობის” შიგნით არის სამი ჯგუფი: ეს არის ყოფილი ზურაბ ჟვანიას ჯგუფი, ეს არის ე.წ. “თავისუფლების ინსტიტუტის” ჯგუფი და ეს არის ჩამოუყალიბებელი თავისუფალი ელემენტები, რომლებიც სააკაშვილის გარშემო ტრიალებენ. სწორედ ამ თავისუფალ ელემენტებში ხდება ეს ყველაფერი... არველაძე არის ადამიანი, რომელიც მხოლოდ სააკაშვილს უყურებს თვალებში და ერთ ნაბიჯს არ გადადგამს სააკაშვილის გარეშე... ვაცხადებ, ჩანაწერი ყალბი არ არის, მე კარგად ვიცნობთ ყველა მათგანის ლექსიკას - მთავარი ინტონაცია არ არის, მთავარია რა ლექსიკას ხმარობენ. სააკაშვილისა და არველაძის ლექსიკა ტიპურად ისეთია, როგორც ისინი წლების განმავლობაში ლაპარაკობენ. არველაძესთან ერთად ვმუშაობდი იუსტიციის სამინისტროში და სააკაშვილი იყო იუსტიციის მინისტრი. ერთად ვიყავით და ეს ლექსიკა მესმოდა ყოველდღე”, - მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი.“ტიტრი ედებოდა თუ არა, ეს მაინც დანაშაულებრივი ფილმია, ეს მომართული იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების დისკრედიტაციისთვის. სერიოზულად ემზადებიან არჩევნების გაყალბებისთვის და ამიტომ ამზადებენ სცენარს, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუ არჩევნები გაყალბდება და ხალხი ქუჩაში გამოვა. აქ ავადმყოფობაზეა ლაპარაკი და მხოლოდ არჩევნებით შეიძლება ამ უმსგავსობის გაჩერება”, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი და შეკითხვას - “ასევე მწვავე იყო საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება...” - პასუხობს:“ამერიკაში ვიყავი, გუშინ დავბრუნდი. საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრები გვქონდა. ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მითხრა ამ ფილმის შესახებ, მაშინ არ მქონდა ნანახი და სულ დეტალურად მომიყვა. შემრცხვა - მე არ ვიცოდი და მან იცოდა. აღშფოთებული იყვნენ ამერიკის მთავრობის წარმომადგენლები და სწორედ იქ ჩამოვყალიბდით, რომ ეს არის ავადმყოფური ხელისუფლება. რაც მთავარია, საზოგადოების რეაქცია იყო აბსოლუტურად ნორმალური. ახლა უნდათ ხელი შეახოცონ საზოგადოებას. დღეს არ არსებობს სახელმწიფო, ამიტომ ადამიანები ინსტინქტების დონეზე მოქმედებენ. ნორმალურ ქვეყნებში ადამიანები ინსტიტუტების დონეზე მოქმედებენ. ჩვენთან კი არ არსებობს ეს ინსტიტუტები. საზოგადოება მოიქცა ისე, როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი სხვა საზოგადოება ასეთ ვითარებაში - როცა სახელმწიფომ საზოგადოება მიატოვა”. ზურაბ ნოღაიდელი - “მარტო დაჭერას გვიპირებდნენ თუ დაჭერისას გაგვანადგურებდნენ კიდეც, არავინ იცის” “სიმართლე გითხრათ, მიკვირს, რატომ ჩავარდა ჩვენი საზოგადოება ასეთ პანიკაში, რადგან იქ ისეთ რაღაცებზე იყო ლაპარაკი, რაც რეალურად არ მომხდარა, მაგრამ, როგორც ჩანს, სააკაშვილისგან ადამიანები ყველანაირ უბედურებას ელიან, მათ შორის: ხალხის დახვრეტას, ქვეყნის ომში ჩათრევას და ა.შ. მთავრობაში იყო საშინელი პანიკა, ვინ სად გარბოდა, არავინ იცოდა. წარმოიდგინეთ, ამ დროს ქუჩაში რომელიმე ბენზინგასამართ სადგურთან რომ გავჩერებულიყავი, რა შეიძლება მომხდარიყო? ხომ შეიძლება ვინმეს გული გასკდომოდა ჩემს დანახვაზე, ვინმემ იფიქრა ეს?” - აცხადებს პარტია “სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი გაზეთ “ყველა სიახლისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მარტო დაჭერას გვიპირებდნენ თუ დაჭერისას გაგვანადგურებდნენ კიდეც, არავინ იცის”. “თუმცა ამ ყველაფერს თავისი მიზანი ჰქონდა, სადღაც ორი თვის წინ სახელისუფლებო ტელევიზიებმა მე და ჩემი პარტია მოდურ თემად გვაქციეს, გამოგვაცხადეს მოღალატეებად და ათასი უბედურება მოგვაწერეს. მათ აჰყვა ვითომ ექსპერტების არმია და ფსევდოოპოზიციისა და ნამდვილი ოპოზიციის ნაწილიც. ვანო მერაბიშვილი ჩემს წინააღმდეგ ამ კამპანიას არ დაიწყებდა, იმედი რომ არ ჰქონოდა, რომ მას მხარს აუბამდნენ ვიღაც-ვიღაცები. ამ ბინძური კამპანიის საბოლოო მიზანი იყო ოპოზიციის დისკრედიტაცია და ამის შემდეგ რეპრესიების დაწყება. გარკვეულ ეტაპზე ოპოზიციამ ლამის მართლა მოახერხა გაერთიანება, მერე ქალბატონი ნინო ბურჯანაძეც გაემგზავრა მოსკოვში, ანუ ის წრე, ვინც უნდა დაეჭირათ, კიდევ უფრო გაფართოვდა. ამიტომ გახდა საჭირო ორიგინალური ხერხის მოგონება, მათ მიერ დაგეგმილი რეპრესიები რომ გამართლებულიყო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზურაბ ნოღაიდელი.“ისე, მარტო დაჭერას გვიპირებდნენ თუ დაჭერისას გაგვანადგურებდნენ კიდეც, არავინ იცის... მათთვის მთავარი იყო, ოპოზიციაში რეპრესიების დასაწყებად საზოგადოებრივი აზრი მოემზადებინათ, ამიტომ დადგეს ეს სპექტაკლი, თუმცა ის შედეგი ვერ მიიღეს, რაც სურდათ. საზოგადოების რეაქცია იყო სრულიად ადეკვატური, საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს არ მიიღო ისე, როგორც მიშას სურდა. სააკაშვილმა ჩვენ გაგვითხარა ორმო, მაგრამ ამ ორმოში თვითონვე აღმოჩნდა. ეს იყო სააკაშვილის შექმნილი სცენარი, ამდენს ვერც არველაძე გაბედავდა და ვერც ვერავინ... ისე, არ გაგიკვირდათ, ყველაფერი რა ზედმიწევნით იცოდა უკვე მეორე დღეს, როდესაც ბოლნისში აკეთებდა განცხადებებს? საოცრად მკვეთრი და კატეგორიული იყო დიპლომატიური კორპუსის რეაგირება, განსაკუთრებით კატეგორიული იყო ფრანგების, გერმანელებისა და ბრიტანელების განცხადებები”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.“ისინი დიპლომატიური ეტიკეტის გამო ტელეკომპანიას კი მიმართავდნენ, მაგრამ ამ დღეებში შეხვედრა მქონდა დიპკორპუსის წარმომადგენლებთან და ყველამ მშვენივრად იცის, რომ ამ ყველაფრის უკან ხელისუფლება იდგა. ხომ ისიც ფაქტია, რომ გადაცემაში მიწვეული ექსპერტები ლაპარაკობენ არველაძის მიერ წინასწარ მომზადებული ტექსტებით, რაც იმ ცნობილი აუდიოჩანაწერის გამოქვეყნებისთანავე დადასტურდა. ამათ, გია ნოდიათი დაწყებული და სხვებით დამთავრებული, კარგად უნდა იცოდნენ, რომ ეს არ შერჩებათ. თუ დამოუკიდებელი ექსპერტი ხარ, კეთილი ინებე და იექსპერტე, მაგრამ თუ მიშას სპექტაკლებში გინდა მონაწილეობა, ქვეყნის ბედზე ლაპარაკს თავი დაანებე”, - დასძენს ზურაბ ნოღაიდელი “ჩემი თვითმიზანი არ არის რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა, მინდა, რომ ჩვენი პოლიტიკით საქართველოს გაერთიანების შანსი დავუბრუნოთ, ამისთვის საქართველოს მცირე შანსი დარჩა. კარგად ვხედავთ, რომ ნატოში გაწევრება შორეული პერსპექტივაა და რაც ყველაზე ცუდია, ნატო ჩვენი გაერთიანების საკითხს საერთოდ ვერ აგვარებს, ამიტომ ჩემი გადაწყვეტილებები არის სრულიად პრაგმატული. ჩვენ დღეს, სამწუხაროდ, მწირი არჩევანი გვაქვს და ეს სწორედ სააკაშვილის ბრალია. რუსეთთან კონფრონტაცია ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც ვერბალური სახით, ჩვენთვის საჭირო არ იყო, მაგრამ ეს მაინც ხდებოდა, მათ შორის ჩემი პრემიერობის დროსაც. სამწუხაროდ, ერთ რამეზე ვთანხმდებოდით და მეორე კეთდებოდა. დღემდე ჩემთვისაც სრულიად გაუგებარი და აუხსნელია ის ბავშვური ტინგიცი, რომელიც 2004 წლის ზაფხულში მოხდა და რითაც, ფაქტობრივად, მოგვარებული კონფლიქტი განახლდა... დიახ, დიდი შეცდომა იყო 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ ე.წ. ჯაშუშთა სკანდალიც, რაც რუსეთმა მართლა მტკივნეულად აღიქვა, თუმცა ეს ყველაფერი სპეციალურად იყო გაკეთებული” აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი და შეკითხვას - “ვის მიერ და რატომ “ - პასუხობს:“ვანო მერაბიშვილის მიერ. მისი მიზანი კი გახლდათ ერთი: 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ სააკაშვილისთვის დაენახვებინა თავისი ფუნქცია და როლი. არადა, არჩევნებს ნებისმიერ შემთხვევაში ვიგებდით და ჯაშუშთა სკანდალი არაფერში გვჭირდებოდა. ეს იყო რუსეთის საჯარო შეურაცხყოფა, რომელიც დაგვიბრუნდა 2008 წლის აგვისტოში. ვიმეორებ: ეს გააკეთა ვანო მერაბიშვილმა და ამას არ ეწინააღმდეგებოდა მიხეილ სააკაშვილი. ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება ქვეყნის უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკაზე არ ვრცელდებოდა, შესაბამისად, არ ვერეოდი იმ საკითხებში, რომელზეც ზეგავლენის მოხდენა არ შემეძლო. ცხადია, პოლიტიკური პასუხისმგებლობა მეც მეკისრება, მაგრამ მოვლენები, რომლებზეც ვლაპარაკობთ, იურიდიულ პასუხისმგებლობას არ მაკისრებს. მე მართალი ვარ ღმერთისა და კანონის წინაშე. თუმცა ერთიცაა, ზემოთ ნახსენები შეცდომების გამოსწორება შეიძლებოდა და რომ არ ყოფილიყო 2008 წლის 8 აგვისტო, საქართველო დღეს ასეთი დანგრეული და დაშლილი არ იქნებოდა”. 20 მარტს ცხინვალში უსახლკაროთა მიტინგის დარბევა გარდაუვალია?! “20 მარტისთვის ცხინვალში დაგეგმილი მიტინგის ჩატარებაზე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციამ ნებართვა არ გასცა. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ პროტესტის გამოსახატავად ხალხის ქუჩაში გამოსვლა ქართული სპეცსამსახურების ინსპირირებულია და ამიტომაც გარეძალების ნებისმიერი მცდელობა “რესპუბლიკაში” სიტუაციის დასაძაბავად ყველაზე მკაცრად იქნება აღკვეთილი, რაც იმის მიმანიშვნებელია, რომ 20 მარტს ცხინვალში მიტინგი თუ ჩატარდა, დარბევა-რესპრესიები გარდაუვალი იქნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ცხინვალელები კოკოითის წინააღმდეგ / 20 მარტს ცხინვალში უსახლკაროთა მიტინგის დარბევა გარდაუვალია.“ცხინვალში როკის გვირაბიდან შემსვლელებს შეიარაღებული პირები ამოწმებენ. ცნობისთვის, როკის გვირაბის შესავლელთა, საკონტროლო-გამშვები პუნქტი ცხინვალმა რამდენიმე დღის წინაც გახსნა - მანამდე კი რუსეთისმ ფედერაციიდან სამხრეთ ოსეთში შესვლა ყოველგვარი შემოწმების გარეშე იყო შესაძლებელი. კონტროლი დაახლოებით ერთი კვირის წინათ დაიწყო. უფლებადმცველ ბესარიონ ასეეთვის განცხადებით, ეს უპირველესად 20 და 21 მარტისთვის დაგეგმილ მიტინგებს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ 20 მარტს სეპარატისტული ხელისუფლები სდედაქალაქში ფართომასშტაბიანი ატცია- მიტინგის გამართვა იგეგმება. ეს ადამიანები, მიუხადევად იმისა, რომ ცხინვალში დიდი აღმშენებლობითი პროცესი მიმდინარეობს, უკვე მეორე ზამთარს მაინც ღია ცის ქვეშ ატარებენ. 20 მარტის მიტინგზე უსახლკაროებს სამხორეთ ოსეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროში მომუშავე ის პირები შეუერთდებიან, რომლებიც შემცირებას ელიან. ასეთი კი 200-მდე ადამიანია”, - აღნიშნავს გამოცემა.“მიტინგს შეუერთდება ცხინვალის ოპოზიციური გაზეთ “პოზიციის” რედაქციაც. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ვარაუდობს, რომ ამ მიტინგისთვის ცხინვალში ჩასვლას აპირებენ კოკოითის ოპოზიციის წარმომადგენლები ალბერტ ჯუსოევი და ძამბულატ თედეევი. სწორედ ალბერტ ჯუსოევმა 2 დღის წინათ თავის თანამემამულეებს მოუწოდა, კოკოითის გადასაყენებლად გაერთიანებულიყვნენ. არეშიძის მოსაზრებით, გამომდინარე იქიდან, რომ მოსკოვს შეხიზნული ჯუსოითი და ვედეევი ცხინვალში ბედავენ ჩასვლას, ნიშნავს დიდი ალბოთობით იმას, რომ მათ მოსკოვი მხარს უჭერს და შესაბამისად, სავარაუდოა ისიც, რომ კოკოითმა რუსეთისგან სიგნალი მიიღოს და დემონსტრაცია არ დაარბიოს”, - დასძენს გამოცემა.“სამხრეთ ოსეთის აღმშენებლობითი სამუშაოების კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ კაბისოვის რწმუნებით, აღმშენებლობითი პროცესის ძირითადი სამუშაოები 2010 წლის მაისში დასრულდება. აქედან გამომდინარე, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება თვლის, რომ უსახლკარობის გამო საპროტესტო აქცია-მიტინგის გამართვას არანაირი საფუძველი არ აქვს, რადგან მათთვის სახლების მშენებლობა სრულიად გარკვეულ-განსაზღვრული წესებით მიმდინარეობს. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ცხინვალში დაგეგმილი მიტინგი მართლაც ქართული სპეცსამსახურების მიერ იყოს დაგეგმილი”, - წერს სტატიის ავტორი.“თუკი გავიხსენებთ იმას, როგორ გამოაქცია მერაბიშვილმა ძმები ქარქუსოვები ციხიდან და სანაკოევის ჯგუფს რაღაც გავლენები და კონტაქტები ჰქონდა, აქედან გამომდინარე, გამორიცხკლი არ არის, ეს მიტინგი მართლაც ქართული სპეცსამსახურების მიერ იყოს მართული. თუმცა, რამდენადაც ამის დამადასტურებელი ფაქტები არ წარმოადგინეს და მათი ეს განუხადება არაფერს ამტკიცებს, დარწმუნებით თქმა არ შემიძლია. შესაძლებელია, ოსურ მხარეს სურს ყველაფრის გადარალება ტართველებისთვის, რათა რეალობას თვალები არ გაუსწორონ. რაც არ უნდა იყოს მათთვის მაინც სჯობდა, და ძალიან კარგი იქნებოდა, თუ მიტინგის ნებართვას მისცემდნენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.“აბსოლუტურად რეალურია, რომ კოკოითი ამ მიტინგს დაარბევს. თუმცა ამას უარესი შედეგი მოჰყვება, ვინაიდან ცხივალში სულ 7000 ადამიანი ცხოვრობს, ცხინვალის რეგიონში კი 17000-მდე მცხოვრებია დარჩენილი. იქ ყველა ერთმანეთის ნათესავია - კოკოითის ომონის წევრებიც და მომიტინგეებიც. შესაბამისად, ეს კოკითისთვის ძალიან მძიმედ დასრულდება. კოკოითი გააკეთებს ყველაფერის, რომ ეს მიტინგი არ შედეს და ან ნაკლები მასშტაბის იყოს, მაგრამ თუ ეს ვერ მოახერხა, აუცილებლად დაარბევს”, - აცხადებს მამუკა არეშიძე გაზეთ “24 საათითვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით კოკოითს მძიმე დღეები უდგას.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/128725.html ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts