ლ ი ც ი Posted February 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 24, 2010 (edited) ალასანიას ყოფილი თანაგუნდელების აზრით, მათი ყოფილი ლიდერი "სერიოზულ შეცდომებს უშვებს" 11:40 - 24.02.2010ირაკლი ალასანიას ყოფილი თანაგუნდელები მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ "ალიანსის საქართველოსთვის" ყოფილი ლიდერი სერიოზულ შეცდომებს უშვებს". "ირაკლი ალასანიამ ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც მარჯანიშვილის თეატრში გამართულ შეხვედრაზე არ დაიჯერა, რომ გიგი უგულავას ერთადერთი სერიოზული კონკურენტი იყო და ხელისუფლებას მისი შიში ჰქონდა. ოპოზიციური პრაიმერი სწორედ ხელისუფლების ხაფანგია", - განუცხადა ჟურნალისტებს ალიანსის წევრმა, "რტესპუბლიკელმა" დავით ბერძენიშვილმა და დასძინა, რომ "ახალი მემარჯვენეები" და "რესპუბლიკელები" ოპოზიციის კონსულტაციებს ზურაბ ნოღაიდელის ფაქტორის გამო ემიჯნებიან". თავად ალასანიას პარტიის წევრები კი დარწმუნებულები არიან, რომ ალასანია თანმიმდევრულ პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს და რომ ოპოზიციური ერთობა არჩევნების მოსაგებად აუცილებელი ფაქტორია. შეგახსენებთ, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის კონსულტაციების მეორე რაუნდი დღეს ჭადრაკის სასახლეში გაიმართება. ოპოზიციურ შეკრებას ბრიუსელიდან დაბრუნებული მოძრაობის "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერი ზურაბ ნოღაიდელიც დაესწრება, რომელიც თავს ამ პროცესებში ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ აცხადებს. http://pirweli.com.ge/index.php?option=com...88&Itemid=1 Edited February 24, 2010 by ლ ი ც ი ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 В московскую клинику доставлен экс-президент АбхазииБывшего президент Абхазии Владислава Ардзинбу на самолете МЧС России доставили в Домодедово и на скорой привезли в ЦКБ. Об этом сообщает Life News.Врач и два фельдшера вылетели в четверг рано утром в Сухуми спецрейсом из Москвы за тяжело больным экс-президентом Абхазии. Ранее сообщалось, что 64-летний Ардзинба тяжело болен. Состояние его, видимо, настолько ухудшилось, что помочь лично ему взялся нынешний президент Абхазии. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 ოპოზიცია ერთიანი კანდიდატის გამოვლენის სამ მექანიზმზე მსჯელობს არასაპარლამენტო ოპოზიცია ერთიანი კანდიდატის გამოვლენის სამ მექანიზმზე მსჯელობს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” “ხალხის პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო შალამბერიძემ განუცხადა, რომელიც საგურამოში ოპოზიციის გუშინდელ კონსულტაციებს ესწრებოდა.მისი განმარტებით, განიხილება პრაიმერი, სოციოლოგიურ გამოკითხვა და შერეულ ვარიანტი, რომელიც სოციოლოგიური გამოკითხვის და პრაიმერის კომბინაცია იქნება.“მთავარია, ისეთი მექანიზმი შევარჩიოთ, რომელშიც ხელისუფლების ჩარევის საფრთხე დაბალი იქნება. ჩვენ, პრაიმერის ინიციატორებს მიგვაჩნია, რომ ასეთი მექანიზმი არის პრაიმერი. Aალასანიას პარტიის პოზიციაა სოციოლოგიური გამოკითხვა. მიმდინარეობს მსჯელობა ზაქარია ქუცნაშვილის იდეაზე - კომბინირებულ მოდელზეც. ლევან გაჩეჩილაძის აზრით კი, ეს მოდელიც განსახილველია”,-განაცხადა ალეკო შალამბერიძემ.მისივე განცხადებით, კონსულტაციები გრძელდება და ერთიანი კანდიდატის გამოვლენის საუკეთესო მექანიზმზე შეთანხმდებიან.გუშინდელ შეხვედრას, რომელიც საგურამოში ლევან გაჩეჩილაძის მეგობრის, ბიძინა გეგიძის აგარაკზე გაიმართა, დაზუსტებული ინფორმაციით, ზურაბ ნოღაიდელი, კახა კუკავა, ეროსი კიწმარიშვილი, ალეკო შალამბერიძე, ლევან გაჩეჩილაძე და ბიძინა გეგიძე ესწრებოდნენ.შეხვედრაში მონაწილეობა არ დაადასტურეს ბურჯანაძისა და ალასანიასhttp://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 (edited) სოზარ სუბარი - ჩემი და ალასანიას კანდიდატურები შესაძლოა, გადაიხედოს “ალიანსი საქართველოსათვის” ლიდერის ირაკლი ალასანიას პოზიციის ცვლილებას სოზარ სუბარი სამწუხაროს უწოდებს.როგორც “ინტერპრესნიუსს” სოზარ სუბარმა განუცხადა, როდესაც ალასანია დგება ნოღაიდელის გვერდით, მკაფიოდ არ ემიჯნება პრაიმერს და იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც აცხადებენ, რომ არჩევნები საბაბია, რეალურად კი, ჭექა-ქუხილისთვის ემზადებიან, ეტყობა მას გაუკეთებია არჩევანი.სოზარ სუბარის თქმით, “ალიანსიდან” მისი კანდიდატურა საკრებულოს თავმჯდომარეობის, ალასანიას კანდიდატურა კი - თბილისის მერის პოსტზე შესაძლოა, გადაიხედოს, ამაზე მოლაპარაკებები გაიმართება და გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი.“ჩვენ ერთგული ვრჩებით იმ პრინციპების რისთვისაც ვიბრძოდით. “ალიანსმა” მკაფიოდ ვთქვით, რომ მიუღებელია რუსული გზა და რუსული პოლიტიკის გამტარებელ პოლიტიკოსებთან თანამშრომლობა, მიუღებელია ნოღაიდელთან და იმათთან თანამშრომლობა, ვინც მასთან დადგება, მიუღებელია, ასევე, პრაიმერი”,-განაცხადა სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ ამ აზრში მათ ალასანიაც ეთანხმებოდა.მისივე თქმით, ერთიანი კანდიდატის გამოკვეთის იდეას მხარს უჭერს, თუმცა მიაჩნია, რომ ეს ნოღაიდელის მონაწილეობის გარეშე, სოციოლოგიური გამოკითხვის გზით უნდა მოხდეს.სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ალასანიას არ შეხვედრია და არ უსაუბრიათ.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Edited February 26, 2010 by ლ ი ც ი ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 Армян выселяют из АбхазииArmenia Today [ 24.02.2010 | 11:40 ] Политика , Армения , Грузия , АбхазияАрмян выселяют из Абхазии, сообщает армянская газета “Грапарак”. Издание отмечает, что в Абхазии существует большая армянская диаспора и в последнее время на территории Абхазии усилилось давление на местных армян, которые составляют 30% населения страны. Абхазы, поддерживаемые со стороны России, требуют от Армении признать свою независимость. В противном случае они не разрешат армянам проживать на этой территории, пишет газета. Издание отмечает, что власти Армении уже информированы об этой ситуации, однако не принимают никаких мер, так как это может быть отрицательно воспринято со стороны грузинских властей, и в свою очередь осложнит положение джавахкских армян. Армянские власти боятся даже направить в Абхазию делегацию, надеясь, что ситуация разрешится сама по себе. http://www.armtoday.info/default.asp?Lang=...;PagePosition=4 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 26, 2010 თინა ხიდაშელი: "ალასანია ქართული პოლიტიკისთვის დიდი შენაძენია და ალიანსი ყველაფერს გააკეთებს ქართულ პოლიტიკაში მის შესანარჩუნებლად"18:05 - 26.02.2010xidasheli_tina_7_copy.jpg"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის პროგნოზით, "თუკი ვინმე ზურაბ ნოღაიდელის გვერდში დგომით დაზარალდება, ეს სწორედ ირაკლი ალასანია იქნება". ამის შესახებ ხიდაშელმა დღეს "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში განაცხადა და ალასანიას მიერ გადადგმული რამდენიმე ნაბიჯიც გააკრიტიკა, მათ შორის - მისი ჭადრაკის სასახლეში მისვლა. http://www.pirweli.com.ge/ ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 27, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 27, 2010 ქართული პრესის მიმოხილვა 27.02.2010 • სოზარ სუბარი - “არიან ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ პრორუსული პოლიტიკა. მაგრამ არ მესმის იმ საზოგადო მოღვაწეების და ექსპერტების, რომლებიც ჩვენ გვიბიძგებენ, რომ გავითქვიფოთ პრორუსულ ძალებთან”• როგორ აფასებს ოპოზიციას სააკაშვილის გამოსვლას• “რატომ მოიძულა ოქრუაშვილმა ეკა ბესელია...” სოზარ სუბარი - “არიან ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ პრორუსული პოლიტიკა. მაგრამ არ მესმის იმ საზოგადო მოღვაწეების და ექსპერტების, რომლებიც ჩვენ გვიბიძგებენ, რომ გავითქვიფოთ პრორუსულ ძალებთან” “მხოლოდ პრაიმერი, ანუ “ედიანაია როსია” არ არის ჩვენი პრობლემა. “ალიანსს” მიაჩნია, რომ ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა არჩევნებია. არანაირ ჭექა-ქუხილს, არანაირ რევოლუციას, არანაირ აჯანყებას არ ვგეგმავდით, არამედ მკაფიოდ ვემიჯნებოდით მსგავს პროცესებს. ირაკლი ალასანიასაც ძალიან მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ დაუპირისიპირდებოდა ყველას, ვინც რევოლუციას და აჯანყებას დაგეგმავდა. ჩვენ დღესაც ვრჩებით ჩვენს პოზიციაზე, ხოლო რა მოხდა და რატომ შეიცვალა ირაკლი ალასანიამ პოზიცია, ჩემთვის გაუგებარია”, - აცხადებს სოზარ სუბარი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გახდება თუ არა სუყარი ალასანიას კონკურენტი მერობისთვის ბრძოლაში? / “გავემიჯნებით ყველას, ვინც ნოღაიდელთან, ანუ “ედინაია როსიასთან” ითანამშრომლებს”.“ერთობა ძალიან კარგია, ყველაფერზე წახვალ ერთობის გულისთვის, მაგრამ ერთობა უნდა არსებობდეს იმ ძალებს შორის, რომლებსაც მინიმალურ დონეზე მაინც აქვთ ერთიანი ხედვა, ხოლო “ედიანაია როსიასთან” ერთობას ვერ დავამყარებთ. მასე შეიძლება გვითხრან, რომ “ნაციონალები” ქართველები არიან და მათთან მოვაწეროთ ხელი ერთობას. გავემიჯნებით ყველას, ვინც ნოღაიდელთან, ანუ “ედიანაია როსიასთან” ითანამშრომლებს. საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ პრორუსული პოლიტიკა. მათ შეუძლიათ დაუჭირონ მხარი ასეთ ძალებს, მაგრამ მე არ მესმის იმ საზოგადო მოღვაწეების და ექსპერტების, რომლებიც ჩვენ გვიბიძგებენ, რომ გავითქვიფოთ პრორუსულ ძალებთან. ამაზე არ წავა “ალიანსი საქართველოსთვის” და თუ ვინმე ამას გადაწყვეტს, ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იქნება და ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, მას ჩვენ ვერ მივიღებთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოზარ სუბარი.“ბუნებრივია, ჩვენც გვაქვს ირაკლისთან კითხვები და ალბათ, მასაც, ჩვენთან. უბრალოდ, ბევრი რამ არ მესმის. შევეშვათ მაღალ იდეალებსა და მაღალფარდოვანი სიტყვებით ლაპარაკს და პირდაპირ ვიტყვი - არ მესმის გუშინდელი საიდუმლო შეხვედრის აზრი. ალბათ, იცით, საგურამოში ბიძინა გეგიძის სახლში რაღაც საიდუმლო სერობასავით რომ გაიმართა. “კონსერვატორებმა” თქვეს, რომ ისინი ამ შეხვედრაში არ მონაწილეობდნენ, ჟურნალისტები კი ამტკიცებენ, რომ კახა კუკავა იქ იყო. ირაკლი ალასანიას პარტიამ თქვა, რომ ისინიც არ იღებდნენ ამ შეხვედრაში მონაწილეობას, ხოლო კობა დავითაშვილი მწერს დღეს, რომ ირაკლი ალასანია საგურამოში იყო და ერთად მსჯელობდნენ იმაზე, მიხეილ სააკაშვილი გაასამართლონ თუ არა, რა ბედი ელის სააკაშვილს მომავალში და ა.შ. - არ მესმის ასეთი საუბრის აზრი, ანუ იყვნენ თუ არ იყვნენ შეხვედრაზე, რატომ მალავენ ამას. კიდევ უფრო არ მესმის, ილაპარაკო იმაზე, სააკაშვილი გაასამართლო თუ არა. ჯერ გავაკეთოთ რამე, შედეგი დავდოთ და მერე ვილაპარაკოთ”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.“როდესაც არ ეთანხმები რუსულ პოლიტიკას, როგორ შეიძლება ნოღაიდელთან ერთად იდგე? იგივე ექსპერტები და საზოგადო მოღვაწეები, რომლების დღეს მოგვიწოდებენ, რომ დავადგეთ “ედიანაია როსიას” გზას, რატომღაც ასეთი აქტიურები არ იყვნენ მაშინ, როდესაც “ალიანსი იქმნებოდა” და ჩვენ ჩვენი ერთობის ფორმულა დავდეთ. თუკი ერთობისთვის საჭიროა, საერთოდ წავალ პოლიტიკიდან, მაგრამ დღეს ყველაფერი არეულია და ბევრი რამ არ მესმის. მიდიოდა მოლაპარაკებები და საბოლოოდ მივიღეთ ის შედეგი, რომ თურმე უნდა დავადგეთ “ედინიას როსიას” გზას. უკაცრავად, მაგრამ ვერ დავადგები და ვერც იმ პარტიებთან ვითანამშრომლებ, რომლებიც ამ გზას იწონებენ, თუნდაც ფორმალური ერთიანობის მისაღწევად, რადგან ეს არ იქნება ჯანსაღი ერთობა და ფორმალურ გაერთიანებას აზრი არ აქვს”, - დასძენს სოზარ სუბარი.“რაც შეეხება ჩემი მერობის კანდიდატობას, ნამდვილად არ განიხილება ეს საკითხი. საერთოდ, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგან წყალი ძალიან აიმღვრა და რამდენიმე დღეში, როდესაც ეს ამღვრეული წყალი დაიწმინდება, ყველაფერი გამოჩნდება. ძალიან მალე გახდება ცხადი, რომ ვერანაირი ერთობა “ედინაია როსიასთან” ვერ შედგება, ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ მოგვიწოდებენ მათთან თანამშრომლობისკენ, თავად დაინახავენ, რომ რასაც ამბობენ - აბსურდია. რაც შეეხება ოპოზიციის ერთიანობას, “ახლები” და “რესპუბლიკელები” მუდმივად ამაზე საუბრობდნენ, რომ მათ საკუთარი ამბიცია გადადეს უკან და ალასანიას დაუჭირეს მხარი სწორედ ერთიანობის გამო. მაგრამ ეს ერთიანობა არ გულისხმობს ყველაფერს. ეს არ გულისხმობს რუსული პოლიტიკის გატარებას. რა მნიშვნელობა აქვს, სააკაშვილი გამიტარებს ამ პოლიტიკას თუ ნოღაიდელი”, - მიიჩნევს გამოცემის რესპონდენტი.“არ მომწონდა, როდესაც სააკაშვილი ფორთხავდა გორში და არ მომწონს, როდესაც სხვა პოლიტიკური პარტიები ფორთხავენ უფრო ინტელექტიუალურ პლანში რუსეთთან, როდესაც ხელს აწერენ მემორანდუმებს. ადამიანს თუ პარტიას, რომელიც ფორთხავს, არავინ თვლის ღირსეულად და ეს არ არის ჩვენი გამარჯვების გზა - აცხადებს სოზარ სუბარი და შეკითხვას - “ეს გასაგებია, მაგრამ ამჯერად ოპოზიციის შანსებზე გეკითხებით, არსებული ვითარების ფონზე, რას შეიძლება მიაღწიოს ოპოზიცია?” - პასუხობს:“წინასწარ ამაზე ვერ ვილაპარაკებ. რამდენიმე დღეში, როდესაც წყალი დაიწმინდება, გამოჩნდება ყველაფერი. შანსი ახლა კი არა, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრეც შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ იმ ერთ კვირაში ყველაფერი შეიცვალოს, თუკი სწორ არჩევანს შევთავაზებთ საზოგადოებას. ხოლო თუ შევთავაზებთ “ედიანაია როსიას” და სააკაშვილს შორის, მაშინ არაფერი გამოვა”. როგორ აფასებს ოპოზიციას სააკაშვილის გამოსვლას “ნოღაიდელის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა პეტრე მამრაძემ გუშინ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატების დაწყებამდე მამრაძემ განაცხადა, რომ მან ჩააბარა წერილობითი მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის ბიუროს სახელზე და მისთვის გაუგებარია, რომ არ აძლევენ სიტყვით გამოსვლის საშუალებას. პარლამენტის თავმჯდომარემ მას განუმარტა, რომ მისი განცხადება ბიუროს სხდომის გამართვამდე ძალიან მცირე ხნით ადრე იყო ჩაბარებული და ვეღარ მოესწრო მისი განცხადების განხილვა. ამის შემდეგ მამრაძემ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა”, - წერს გაზეთი “ალია” სტატიაში სათაურით როგორ აფასებს ოპოზიციას სააკაშვილის გამოსვლას.“ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ წინდაწინ გრძნობდნენ იმას, თუ რა სიტყვა შეიძლებოდა წარმომეთქვა მე ტრიბუნიდან. რა თქმა უნდა, მე მომზადებული მქონდა 5-წუთიანი სიტყვა, რომლის მთავარი არსი ის გახლავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მთლიანად მოწყვეტილია რეალობას, რაც ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩემს გამოსვლაში უნდა მეთქვა მწარე სიმართლე, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდეს ხალხმა, რათა საზოგადოებამ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. ჩემს სიტყვაში ნათქვამია, რომ სააკაშვილის რეჟიმის ავტორიტარულობა მკვეთრად გაიზარდა, ასევე აშკარად გაიზარდა რეჟიმის კორუფციის დონე, საქართველო უკვე შეყვანილია არშემდგარ სახელმწიფოთა სიაში. ხაზს ვუსვამ იმას, რომ საქართველოს ეკონომიკის საშინელი მდგომარეობა განპირობებულია ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ მეწარმეების დაყაჩაღებითა და შევიწროებით, მათგან ფულისა და ქონების გამოძალვით, რამაც მასობრივი ხასიათი შეიძინა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.“უცხოელი ექსპერტები ორ მომენტს გამოყოფენ - ელიტარულ კორუფციასა და სასამართლოს არარსებობას. მთელ მსოფლიოში დამკვიდრდა ჩვენი პრეზიდენტის, როგორც არაადეკვატური ადამიანის იმიჯი, გარემოცვაში ვერავინ ვეღარ ბედავს შეპასუხებას, ვინაიდან ყველას ეშინია სამსახურის დაკარგვის. პრეზიდენტის გამოსვლის შეფასებას მოკლედ მოგახსენებთ - ეს არის საქართველოს რეალობას მაქსიმალურად მოშორებული ადამიანის სიტყვა, სააკაშვილი არის ავტორიტარული რეჟიმის ერთადერთი ხელმძღვანელი. ეს ცრუპატრიოტული რიტორიკა ქვეყანას კარგს არაფერს უქადის. საქართველოს ეროვნულ ინტერესებს სჭირდება რუსეთთან დიალოგი და როცა ეს დიალოგი ზურაბ ნოღაიდელმა წამოიწყო რუსეთთან, ამათ ატეხეს ცრუპატრიოტული ისტერიკა და ეს ისტერიკა სჭირდებათ კორუფციის სიმბოლოდ ქვეულ ადამიანებს მხოლოდ ხადხის ყურადღების სხვა მიმართულებით გადასატანად. აქსიომაა, რომ ცრუპატრიოტიზმი ნაძირალების უკანასკნელი თავშესაფარია!”, - დასძენს პეტრე მამრაძე.“სააკაშვილის არასერიოზული გამოსვლის შესახებ ძალიან გრძელი და არასერიოზული კომენტარი შემიძლია გავაკეთო მაგრამ... სერიოზული კითხვები, რომელიც მე გამიჩნდა, არის ის, რომ ომის შემდეგ, სააკაშვილი უკვე მეორეჯერ გამოვიდა პარლამენტში და მან უკვე მეორეჯერ გაუკეთა იგნორირება თემებს - მან არანაირი ყურადღება არ გაამახვილა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სტრატეგიულ პარტნიორებზე, ევროკავშირზე. ეს არის უკვე ტენდენცია, როცა ეს კაცი, ამ ვითარებაში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ორი წელია ქვეყნისთვის მთავარი პოლიტიკური მოვლენის დროს ქვეყნის მთავარ ორიენტირებზე არ საუბრობს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას “რესპუბლიკელი” თინა ხიდაშელი.“ძალიან მკვეთრად შეინიშნება ის, რომ განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილი, უბრალოდ, სხვა ქვეყანაში ცხოვრობს და აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას. ასევე, სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს, ის ვითომდაც შესრულებული დანაპირები, რომელიც ძალიან ოსტატურად ჩამოთვალა პრეზიდენტმა, პიარ-ტექნოლოგებმა ალბათ ურჩიეს, რომ რამდენჯერმე გაემეორებინა - “შესრულდა, შესრულდა, შესრულდა!” - რათა ადამიანებს დარჩენოდათ მსგავსი განცდა. პრეზიდენტმა რამდენიმე ისეთი თემა ჩამოთვალა, რომლებიც 3-4 წლის წინ გადაწყდა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტი ხშირ შემთხვევაში ცრუობს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე.“როგორც ჩანს, საჭირო იყო, რომ პრეზიდენტს მაქსიმალურად ეკონტროლებინა თავი და ჩარჩოებიდან არ გამოსულიყო. არ ვიცი, შეამჩნიეს თუ არა ტელემაყურებლებმა, მაგრამ როცა სააკაშვილი ლაპარაკობდა, მისთვის წინ იდგა ძალიან ძვირად ღირებული გამჭვირვალე მონიტორი, რომელსაც მსოფლიო ლიდერები ნამდვილად იყენებენ, მაგრამ არა საპარლამენტო გამოსვლების დროს. სწორედ ამ ეკრანზე კითხულობდა სააკაშვილი შეუმჩნევლად გამოსვლის ტექსტს. ეს არის სუფლიორი და მსგავსი სუფლიორი ადრე არ იყო, სხვათა შორის. ახლა, ეს პლუსია თუ მინუსი, თავად განსაჯეთ. შეიძლება ჩვენი პრეზიდენტის შემთხვევაში პლუსიც იყოს... როგორც ჩანს, ფრთხილად არის ხალხი, რომელიც ცდილობს პრეზიდენტი აკონტროლოს და გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციოს. კაცმა რომ თქვას, ისინი სწორად იქცევიან”, - განაგრძობს ნინო ბურჯანაძე.“აშკარად და ნათლად ჩანს ის, რომ მიხეილ სააკაშვილი თავიდან ბოლომდე შეგუებულია იმ აზრს, რომ ის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ვერ დაიბრუნებს და მას საამისოდ არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. სააკაშვილის იმასაც კი არ ცდილობს, რომ ამ ტერიტორიების დაბრუნების გზები დაგვანახოს. რეალურად, ჩვენ სააკაშვილისგან არ მოგვისმენია არც ერთი სტრატეგიული მიმართულების ანალიზი. ეს კი ნათლად უჩვენებს, რომ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც ცდილობს გარკვეული შიშის სინდრომის დათესვით ქვეყანაში შექმნას ისედაც არანორმალური ვითარება და შეინარჩუნოს ხელისუფლება”, - დასძენს ნინო ბურჯანაძე.“სააკაშვილი თავისი ხროვის წევრებთან მიდის და როდესაც მისი მიზანია ხალხის დაბოლება, აქ უკვე საუბარია დიქტატორის გამოსვლაზე, ტაშის გრიალის ფონზე, იმ დიქტატორისა, რომელმაც ქვეყანა დააქცია. სააკაშვილს უნდა ჰერმაფროდიტ ნოვოდვორსკაიასა და პუტინის თანამეშემწეობიდან გამოგდებულ ილარიონოვთან ერთად მოახდინოს თავისი თავის რეანიმაცია. კი მაგრამ ილარიონოვი იქ არ მუშაობდა ელცინთან და პუტინთან, როცა ჩვენ აფხაზეთს ვკარგავდით და ხალხს გვიხოცავდნენ იქ? მაშინ რატომ არ ამოიღო ილარიონოვმა ხმა? როცა გამოაგდეს, მაშინ გაეხსნა ტვინი? საინტერესოა, მაშინ რატომ ამტყუნებს სააკაშვილი იმ ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც მოსკოვში დადიან? მას ხომ ასეთივე რუსი პოლიტიკოსები აქ ჰყავს? გამოდის, რომ შეჯიბრებაა, ვინ ვის მოისყიდის და ვინ ვის გადასძალავს იქით და აქეთ, ხომ? რამდენი დაუჯდა ახლა მაგას ამ რუსების ყიდვა ჩვენი ბიუჯეტიდან, ეს კიდევ ცალკე მილიონების საკითხია. საერთოდ, ჩვენ ვნახეთ გაკოტრებული, ქეციანი დიქტატორის მასხრული და ოინბაზური გამოსვლა, მეტი არაფერი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთტან საუბრისას “ლეიბორისტთა” ლიდერი შალვა ნათელაშვილი. “რატომ მოიძულა ოქრუაშვილმა ეკა ბესელია...” “რამდენიმე თვის წინათ ევროპიდან გაჟონილი კულუარული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთში თავშეფარებულ ექსმინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს გარკვეულ წრეებში უთქვამს - ამ ქალებს ცოტა ხანს გამოვიყენებ და მერე მოვიშორებო. ეს ხმები მაშინ გავრცელდა, როცა ოქრუაშვილმა პოლიტიკურად გააქტიურებისთვის იქაური ემიგრანტების მხარდაჭერის მოპოვება მოინდომა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რატომ მოიძულა ოქრუაშვილმა ეკა ბესელია და რა კავშირი აქვს ამასთან ნინო ბურჯანაძეს ან თეო ტლაშაძეს?! / ეკა ბესელია: “მე ირაკლის ადვოკატიც ვიყავი და ისეთ რამეს ვერ ვიტყვი, რასაც მის წინააღმდეგ გამოიყენებენ...”“წყარო არ გამორიცხავდა, რომ “ქალებში” ოქრუაშვილი ეკა ბესელიასა და თეო ტლაშაძეს გულისხმობდა, ეს გადაწყვეტილება კი იმისთვის უნდა მიეღო, რომ ემიგრაციიდან სერიოზული დარტყმისთვის ემზადებოდა და ზვიად გამსახურდიას მომხრეებზე აკეთებდა გათვლას. თუმცა, ქალების აქტიურობა მართლდაც გარკვეულ დრომდე გაგრძელდა. არ ვიცი, ემიგრაციაში ვის არ მოუვიდა თვალში ბესელია ან ტლაშაძე, ან რისთვის დასჭირდა ირაკლი ოქრუაშვილს ამ განცხადების გაკეთება. ამიტომაც ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად კარგა ხანს ვცდილობდი კომენტარი უშუალოდ ირაკლი ოქრუაშვილისგან მიმეღო... მას შემდეგ ეკა ბესელიასთან ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერასაც რამდენიმე დღე ვცდილობდი. მაგარმ მან დრო ვერ მონახა, ხოლო სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში ირაკლი ოქრუაშვილთან უთანხმოებას კატეგორიულად უარყოფდა”, - წერს სტატიის ავტორი.“როგორც იქნა. ეკა ბესელიასთან გასაუბრება შედგა... რაც შეეხება თეო ტლაშაძესთან დაპირისპირებას, ამაზე კომენტარის გაკეთებას ეკა ბესელია თავის არიდებას ამჯობინებს, თუმცა ჩემს ლაჟინებულ შეკითხვაზე მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ბურჯანაძის ფაქტორისგან განსხვავებით, მის გადადგომასთან თეო ტლაშაძის დაკავშირება მთლად უსაფუძვლო არ ყოფილა. მაგრამ პარტიის წევრს არ შეეძლო გენერალური მდივნის გადაყენება. ეს გადაწყვეიტილება მან თავად მიიღო. შეკითხვაზე, ერთადერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკური ფიგურის მიერ პარტიის დატოვების შემდეგ თუ რა ბედი ეწევა ოქრუაშვილის მიერ შექმნილ პოლიტიკურ ძალას, ბესელიამ აღნიშნა, რომ ცნობილი სახეების წასვლის გამო პარტიის შენარჩუნებისთვის იგი დიდხანს ცდილობდა, ეს ნაბიჯი არ გადაედგა. მაგრამ, ალბათ, ოქრუაშვილიც აცნობიერებს მოსალოდნელ შედეგს”, - დასძენს სტატიის ავტორი.“როგორც იტყვიან, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს. ამდენად, აშკარაა, დღეს ეკა ბესელია ყველა ფრჩხილს არ ხსნის და სათქმელს სამომავლოდ იტოვებს. რა დარჩა სათქმელი ეკა ბესელიას ან როდის გაუმხელს იგი ამას საზოგადოებას, ჯერ არ უთქვამს. სამაგიეროდ, ცხადია, რომ ხელისუფლებამ არჩევნების წინ კიდევ არაერთი კოზირი გამოიყენა, რათა მოსახლეობისთვის ოპოზიციური ძალების განხეთქილების ახალი პერიპეტიები წარმოედგინა და თამაშის მოსაგებად ახალი ინტრიგა გამოეყენებინა. ეს კი ნამდვილად კარგად აქვს დაცდილი, არჩევნებში “გამარჯვებისთვის” ოპოზიციის დისკრედიტაცია ყველაზე კარგი საშუალებაა”, - მიიჩნევს სტატიის ავტორი.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/126790.html ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 27, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 27, 2010 "გარდიანი: საქართველოს ახალი სტრატეგია: ლამაზი სიტყვები, მაგრამ უშედეგო მცდელობა" - საქართველოს ახალი სტრატეგია: ლამაზი სიტყვები, მაგრამ უშედეგო მცდელობა. საქართველოს ხელმძღვანელობის ახალი გეგმები თავიდან შემოიერთოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ერთ მნიშვნელოვან გარემოებას არ ითვალისწინებს: ამ რესპუბლიკების ხალხები ამაში დაინტერესებულნი არ არიან, - ასეთი სათაურუბით სტატიას არა რუსული მედია, არამედ თვით ბრიტანული გარდიანი აქვეყნებს. გამოცემის აზრით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლები ერთიან საქართველოში ცხოვრებით დაინტერესებას არ გამოხატავენ. - 1936 წლის საბჭოთა სტალინური კონსტიტუცია - ეს ეპოქის შესანიშნავი დოკუმენტია. და თავად ის ფაქტი, რომ იმავე წელს სტალინმა ქვეყანაში დიდი ტერორი გააჩაღა, კიდევ ერთხელ ადასტურებს შესაძლებლობას, რომ თეორიას და პრაქტიკას დიდი უფსკრული აშორებდეს. ასეთი სახის განსხვავებას შეიძლება დავაკვირდეთ საქართველოს ხელისუფლების მიერ ამასწინათ გამოქვეყნებული დოკუმენტის გაცნობისას, რომელსაც “სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეწოდება. როგორც სტალინური კონსტიტუციის შემთხვევაში, ამ იდეამ შეიძლება მხარდაჭერა მიიღოს რეჟიმის საზღვარგარეთელი მომხრეების მხრიდან, მაგამ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხალხებისთვის ის სრულიად მიუღებელია, - ასეთ საინტერესო ანალოგიებს აკეთებს გარდიანი. ბრიტანული გამოცემა სააკაშვილს სტრატეგიის დასავლეთში, მათ შორის ლონდონში განხილვას უწუნებს და წერს, რომ აფხაზები და ოსები დასავლეთთან პირდაპირ კავშირებში არიან დაინტერესებულნი. - ყველა ბრწყინვალე სიტყვის და ამაღლებული გრძნობების მიუხედავად, დოკუმენტში არ არის გათვალისწინებული მთავარი პრობლემა: აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხალხები უმცირეს სურვილსაც არ განიცდიან, რომ უნიტარულ ქართულ სახელმწიფოში რეინტეგრაცია მოახდინონ. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია ეს სტრატეგია განიხილოს დასავლეთში, რასაც ის გასულ კვირაში ლონდონში აკეთებდა, მაგრამ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში არავის არ აქვს უმცირესი სურვილიც კი მიიღოს მონაწილეობა მსგავს განხილვებში. ისინი დასავლეთთან პირდაპირ კავშირებში და რესპუბლიკების ფარგლებს გარეთ საკუთარი პასპორტებით გადაადგილებით არიან დაინტერესებულნი. იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი ამაზე არ წავა, მოხდება შესუსტება ამ რესპუბლიკების ხალხების მედგარი განწყობის და ისინი მოსკოვთან კავშირების შემდგომ განმტკიცებაზე წავლენ, - წერს გარდიანი. ამის შემდეგ გამოცემა ქართული სტრატეგიის პუნქტობრივ გაცამტვერებაზე გადადის. - ქართული ხელისუფლების ახალი დოქტრინის ერთი ნახვით გაცნობითაც კი თვალში სუსტი ადგილები გეცემათ. ამ დოკუმენტის მეოთხე პუნქტში ნათქვამია, რომ საქართველო საკითხის სამხედრო გადაწყვეტას უარყოფს. ასეთ შემთხვევაში უცნაურად ჩანს, სააკაშვილის მთავრობა მედგრად რატომ ეწინააღმდეგება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების ხელმოწერას. სამხრეთ ოსეთში ომის შემდეგაც კი საქართველოს დელეგაციამ ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე განაცხადა, რომ მზად არის თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს მხოლოდ რუსეთთან, მაგრამ არა აფხაზეთთან და არა სამხრეთ ოსეთთან. მაგრამ მრავალი წლის მანძილზე ქართული მხარის არაერთჯერადი თავდასხმების გამო აფხაზებმა და ოსებმა დაკარგეს ყოველგვარი ნდობა და რწმენა თბილისისადმი. სწორედ ამ მიზეზის გამო ისინი მიისწრაფვიან განამტკიცონ საკუთარი სამხედრო პოტენციალი და იტოვებენ უფლებას თავად განსაზღვრონ საკუთარი ბედი, - წერს გარდიანი. ამის შემდეგ გარდიანი სტრატეგიის მეორე პუნქტზე გადადის და მასაც კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს: - აფხაზეთში არ დაიჯერებენ საქართველოს რწმუნებას, რომ მხარს დაუჭერს კულტურული მემკვიდრეობის და ნაციონალური თვითმყოფადობის შენარჩუნების ძალისხმევებს, რის შესახებაც შეგვიძლია ამ დოკუმენტის მეორე გვერდზე წავიკითხოთ. აფხაზების კოლექტიურ მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა 1992 წლის მოვლენები, როდესაც ქართულმა ჯარებმა ძირფესვიანად დაანგრიეს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი თავისივე ფასდაუდებელი ბიბლიოთეკით და სახელმწიფო არქივით. გამოცემა უფრო შორს მიდის ბრიტანეთის მაშინდელ პრემიერ ჯონ მეიჯორს აკრიტიკებს, რომლის მთავრობამაც შევარდნაძეს მხარი დაუჭირა. - როდესაც 1992 წლის მარტში ედუარდ შევარდნაძე მოსკოვიდან სამშობლოში დაბრუნდა, საქართველოში ნამდვილი ქაოსი სუფევდა: სამხრეთ ოსეთში ომი მიდიოდა. ხოლო სამეგრელოში შეიარაღებულ ამბოხებას ჰქონდა ადგილი ჩამოგდებული წინამორბედის მხადასაჭერად. დაძაბულობა მატულობდა თვითონ აფხაზეთშიც. სწორედ ამ მომენტში დასავლეთმა ბრიტანეთის პრემიერ ჯონ მეიჯორის ხელმძღვანელობით საბედისწერო შეცდომა დაუშვა. შეეჯახა რა იუგოსლავიის დაშლის შედეგებს, დასავლეთში უპირატესად ჩათვალეს უარეყოთ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის უფლება თვითგამორკვევაზე და მხარი დაეჭირათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის; შედეგად ის მსოფლიო სავალუტო ფონდში, მსოფლიო ბანკში და გაეროში მიიღეს, - სინანულს ვერ მალავს გარდიანი. გამოცემა ამტკიცებს, რომ სწორედ ამ მხარდაჭერის გამოხატვის შემდეგ ოფიციალურმა თბილისმა აფხაზეთის პრობლემის ძალისმიერი გზით გადაწყვეტა დაისახა. - დასავლეთის მხარდაჭერით ფრთაშესხმულმა საქართველომ უკვე ორი კვირის შემდეგ განახორციელა თავდასხმა აფხაზეთზე, გააჩაღა თოთხმეტთვიანი ომი, რომელიც შედეგად წააგო, მაგრამ რისთვისაც აფხაზებმა ძალიან ძვირი, მოსახლეობის 4 პროცენტის დაკარგვით გადაიხადეს. იმ დროიდან მოყოლებული საქართველო აფხაზეთს მხოლოდ ომამდელ სტატუს-ქვოზე დაბრუნებას სთავაზობდა. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ სოხუმი მსგავს გარიგებას ყოველთვის უარყოფდა. ამის შემდეგ გარდიანის აშკარად დაფინანსებული სტატია კულმინაციას აღწევს და გამოცემას პუტინი ამ საკითხში არც მეტი არც ნაკლები მხსნელად გამოჰყავს: - ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ დიდი დროის მანძილზე მოსკოვის პოზიცია სოხუმისთვის არცთუ მეგობრული იყო. რუსეთის სათავეში იმ წლებში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი პოლიტბიუროელი კოლეგა ბორის ელცინი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი იყო შევარდნაძის პროტეჟე - ანდრეი კოზირევი. თუმცა აფხაზეთის მიზანმიმართულობამ არ დაეთმო საქართველოს მხრიდან ზეწოლისთვის და რუსეთში პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეცვლამ, ხელისუფლებაში ვლადიმირ პუტინის მოსვლამ შექმნილ სიტუაციაში კორექტივები შეიტანა. დადგა აუცილებლობა, რომ შეცვლილიყო არსებული მდგომარეობა არც ომი, არც მშვიდობა, რომელიც წლების მანძილზე სადავო ტერიტორიებზე არსებობდა. და სააკაშვილის რეჟიმი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების დაწყებით სადავო საკითხის გადაწყვეტას ცდილობდა. საქართველოს ჯარები ერთდროულად ამოძრავდნენ სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთის კოდორის ხეობაში(აი კოდორთან დაკავშირებით სტატიის ავტორს ფანტაზიამ აშკარად უმტყუნა; ავტ.). თავის მხრივ პრეზიდენტმა მედვედევმა სასწრაფო წესით გამოასწორა რუსეთის ხელმძღვანელობის შეცდომა, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საბჭოთა საზღვრებში აღიარა. რუსეთში ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმის შიშით, რომ თავად რუსეთის შიგნით ტერიტორიული მთლიანობის პრობლემისთვის პროვოცირება არ მოეხდინათ, - წერს გარდიანი. ბოლოს ბრიტანული გამოცემა ქართული მხარისთვის კეთილ რჩევებს არ იშურებს და თბილისს ახალ წესრიგთან შეგუებისკენ მოუწოდებს: - საქართველო უნდა დაეთანხმოს იმას, რომ მსოფლიო იცვლება, ისტორია ერთ ადგილზე არ დგას, თავისი ტერიტორიის ხელახლა გაერთიანების ინტეგრაციულ სტრატეგიაზე უარი უნდა თქვას. რა არის კარგი იმაში, რომ მაგალითად თბილისი კვლავაც აფხაზეთის მთავრობას მარიონეტულს უწოდებს, იმ დროს, როცა პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში ორჯერ იყო არჩეული თავის პოსტზე, რესპუბლიკაში ჩატარებული დემოკრატიული არჩევნების შედეგად? რასაკვირველია საკუთარ შეცდომებზე საქართველოს დასავლელმა მფარველებმაც უნდა იმუშაონ. მათ თბილისი უნდა დაარწმუნონ, რომ საგნებს რეალურად უყუროს და აღიაროს ტერიტორიები, რომლებიც მან დაკარგა. დასავლურო სახელმწიფოების მსგავსი ნაბიჯები გზას გაუხსნიდა საერთაშორისო თანამეგობრობის შემდგომ ინიციატივებს. ამით მომზადდებოდა ნიადაგი კონსტრუქციული მოლაპარაკებების დაწყებისთვის, რაც ამიერკავკასიაში საიმედო სტაბილურობის სისტემის შექმნისკენ იქნებოდა მიმართული, - ის, რაც საბოლოო ჯამში ყველას ინტერესებს პასუხობს, - რეალურად ვის ინტერესებსაც პასუხობს გარდიანის სტატია, ჩვენი მკითხველისთვის ნათელი უნდა იყოს. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 27, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 27, 2010 იური ძიცოითი: ქართული მხარე ოსური გვარების დაბრუნებაში დაგვეხმაროს27.02.10 "ჯი-ეიჩ-ენი" ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ე.წ. ვიცე-სპიკერი იური ძიცოითი აცხადებს, რომ თუკი ქართულ მხარეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დახმარება სურს დაეხმარონ მათ პროექტში რომელიც ოსურ გვარებს ეხება. "ჩემს წინაშე დევს პროექტი კანონისა "ოსური საგვარეულო სახელების შესახებ". იგი ეხება ოსი ეროვნების მოქალაქეებს, რომლებიც როგორც სამხრეთ ოსეთში ისე საქართველოში ცხოვრობენ. ჩვენ გვინდა მათ გვარებს ისტორიული დამწერლობა დავუბრუნოთ. მაგალითად გვარი ჯიოშვილი _ სინამდვილეში ჯიოტია. თუკი დაიღუპა სპორტსმენი რომლის გვარიც ქუმარიტაშვილი იყო, მთელმა მსოფლომ არ უნდა იფიქროს, რომ ის ქართველი იყო. ქუმარიტაშვილი ხომ სინამდვილეში _ ქუმარიტატია. მათ ყველას ჩვენი გაქართველება უნდათ", _ აცხადებს ძიცოითი. http://ghn.ge/news-9222.html ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2010 ჩილეში კიდევ ერთი მიწისძვრა დაფიქსირდა28 / 02, 2010 18:14 : ჩილეს დედაქალაქში კიდევ ერთი მიწისძვრა დაფიქსირდა. როგორც უცხოური მედია იუწყება, მიწისქვეშა ბიძგები საკმაოდ ძლიერი იყო. მიწისძვრის შედეგების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა. ჯერ კიდევ არ დაუდგენიათ ბიძგების მაგნიტუდა. სანტიაგოს მოსახლეობამ გასული ღამე ქუჩებში გაატარა. კონსეპსიონის ხელისუფლების ინფორმაციით კი, ქალაქის ერთ-ერთი მრავალსართულიანი შენობის ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, 100 ადამიანია მოყოლილი. დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა. დანგრეულია სახლები, გზები, ესტაკადები, შეწყვეტილია სატელეფონო კავშირი და ელექტრომომარაგება. დაკეტილია საერთაშორისო აეროპორტი. 1-ელ მარტს ჩილეში სასწავლო წელი უნდა დაიწყოს, თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, რიგ რაიონებში სასწავლო პროცესის დაწყება გადაიდება. ჩილეს სანაპიროებთან მიწისძვრა 27 თებერვალს, 06:34 საათზე დაიწყო. ეპიცენტრი ქვეყნის დედაქლაქ სანტიაგოდან 325 კილომეტრში და ქალაქ კონსეპსიონიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 115 კილომეტრში მდებარეობდა. ბიძგების სიმძლავრემ 8,8 ბალი შეადგინაhttp://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted March 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 დღეს, 1-ელ მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი განახლდება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე დაიწყება და მასზე საქმეში დაზარალებული დავით ბაჯელიძე და ბრალდების მოწმეები დაიკითხებიან. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია სამართალდამცველებმა 27 ოქტომბერს მოქალაქე დავით ბაჯელიძის დაჭრის ბრალდებით დააკავეს. გამსახურდიას განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით წაუყენეს ბრალი. ცოტნე გამსახურდიას გამოძიებამ 30 იანვარს ახალი ბრალდება წაუყენა. ბრალდების საფუძველი, 1998 წლის 21 ნოემბერს ცოტნე გამსახურდიასა და პოლიციის თანამრომელ ლევან სანიკიძეს შორის მომხდარი ინციდენტი გახდა. გამსახურდიას ადვოკატის, ქეთი ბექაურის განცხადებით, აღნიშნული ინციდენტის დროს ცოტნე გამსახურდიამ და ლევან სანიკიძემ, ორივემ, დაზიანებები მიიღეს. ბექაური განმარტავს, რომ ამჟამად ამ ეპიზოდის გამო ცოტნე გამსახურდიას წაყენებული აქვს ბრალდება მსუბუქი ხასიათის დაზიანების მუხლით. გავრცელებული ინფორმაციით, გამსახურდიას ასევე ბრალი ედება სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმნედებაში, თუმცა მიმდინარე ეტაპზე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, არც გამოძიება და არც ადვოკატი განმარტებებს არ აკეთებენ. ბექაურის განცხადებით, იგი იცავს კანონის მოთხოვნას და რიგ საკითხებთან მიმართებაში კომენტარს არაკეთებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟს, ცოტნე გამსახურდიას, ორი ადვოკატი იცავს. მეორე ადვოკატი ბრალდებულს სასამართლომ გამსახურდიას ინტერესების დამცველის ქეთი ბექაურის მოთხოვნით დაუნიშნა. როგორც ბექაურმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, მეორე ადვოკატის დანიშვნის მოთხოვნის მიზეზი ის გახდა, რომ გამსახურდიას ორი სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით ასამართლებენ. "მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით კი, პროცესზე მხარეთა თანასწორობის პრინციპი დაცული უნდა იყოს. აღნიშნულის გამო, მეორე ადვოკატის დანიშვნა მოვითხოვეთ, რათა ბალანსი დაცული ყოფილიყო", - განუცხადა ბექაურმა "ჯი-ეიჩ-ენს". ცოტნე გამსახურდიას ქეთი ბექაურთან ერთად გიორგი ქოიავა დაიცავს. თავად დაკავებული ბრალდებებს უარყოფს და გასული წლის 25 დეკემბრიდან პერმამენტულად შიმშილობს. http://ghn.ge/news-9271.html ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted March 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 მოსკოვის ინფორმაციით, ყაზბეგი-ზემო ლარსის გავლა “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებსაც” შეეძლებათ რუსული მხარის ინფორმაციით, ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთა “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებსაც” შეეძლებათ. რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი ალექსანდრე სოლოდი, ასევე, ასახელებს იმ დოკუმენტებს, რომელთა გამოყენებითაც დე ფაქტო რესპუბლიკების მოქალაქეებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა შეეძლებათ.კერძოდ, მისი განმარტებით, დსთ-ს, “სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეები” სახელმწიფო საზღვარს საზღვარგარეთის, სამსახურებრივი ან დიპლომატიური პასპორტის, მეზღვაურის პასპორტის და რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების მოწმობის საშუალებით გადაკვეთენ. საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს კი, ვიზების აღება მოუწევთ. “რუსეთის მოქალქეებმა, რომლებსაც საზღვრის გადაკვეთა სურთ, ვიზა მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოში უნდა აიღონ”, - განაცხადა სოლოდმა.ალექსანდრე სოლოდის განცხადება დღეს “რია ნოვოსტიმ” გაავრცელა. ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი სამწლიანი პაუზის შემდეგ დღეს გაიხსნა.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted March 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 თბილისი უარყოფს ინფორმაციას, თითქოს ლარსის გადაკვეთა “სამხრეთ ოსეთისა” და აფხაზეთის მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლებათ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე უარყოფს რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეებს გადაადგილება თავისუფლად შეეძლებათ.ნინო კალანდაძის განმარტებით, “რუსულმა მხარემ კანონმდებლობა მოიყვანა შესაბამისობაში თავის დე იურე ქმედებებთან და მხოლოდ ჩანაწერი გააკეთეს შესაბამის დოკუმენტაციაში, სადაც, ჩრდილოკავკასიელებთან ერთად, ჩამონათვალში დაამატეს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეები”.მინისტრის მოადგილის განცხადებით, ლარსზე გადაადგილება შეეძლებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომელთაც მზად ექნებათ შესაბამისი დოკუმენტაცია და, რომელიც საქართველოს კანონმდებლობასთან იქნება შესაბამისობაში.რუსული მხარის ინფორმაციით, ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთა “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებსაც” შეეძლებათ. რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენელი ალექსანდრე სოლოდი ასახელებს იმ დოკუმენტებს, რომელთა გამოყენებითაც დე ფაქტო რესპუბლიკების მოქალაქეებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა შეეძლებათ.კერძოდ, მისი განმარტებით, დსთ-ს, “სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეები” სახელმწიფო საზღვარს საზღვარგარეთის, სამსახურებრივი ან დიპლომატიური პასპორტის, მეზღვაურის პასპორტის და რუსეთის ფედერაციაში დაბრუნების მოწმობის საშუალებით გადაკვეთენ. საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს კი, ვიზების აღება მოუწევთ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted March 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 “დარიალის” ყოფილი წევრი საქართველოს ყაზბეგის რაიონის დაკარგვის საფრთხის შესახებ აფრთხილებს01 / 03, 2010 16:02 ჩრდილოეთ ოსეთში მოქმედი ორგანიზაცია “დარიალის” ყოფილი წევრი საქართველოს ყაზბეგის რაიონის დაკარგვის საფრთხის შესახებ აფრთხილებს. ამ შინაარსის წერილი ორგანიზაციის ყოფილმა წევრმა გაზეთ “კვირის პალიტრას” გამოუგზავნა. წერილის ავტორი წერს, რომ ორგანიზაციის წევრებს ყაზბეგში ბინებს და გუდაურში ვილებს სთავაზობენ. მისივე განცხადებით, ყაზბეგის რაიონის საქართველოსთვის წართმევის გეგმის შესახებ “დარიალის” იანვრის სხდომაზე შეიტყო. “ორგანიზაციას დაგეგმილი აქვს, წაგლიჯოს საქართველოს ყაზბეგის რაიონი თრუსოს ხეობითურთ და გუდაური. აქვთ რუკები და პროექტები, სადაც ჩამოყალიბებულია, როგორ უნდა შეუერთდეს თრუსოს ხეობის გავლით ცხინვალის მხარე კობსა და გუდაურს. მე ეს ამბავი საგანგაშოდ მეჩვენა. სომხეთის წარმომადგენლები შეხვედრაზე ოსებს შეჰპირდნენ, შეადგენენ დოკუმენტებს, თითქოს სომხეთის ისტორიულ წყაროებში აღმოაჩინეს, რომ ყაზბეგის რაიონი ალანთა ძირძველი მიწაა, საიდანაც ოსები ქართველმა მეფეებმა განდევნეს. აი, ამ დოკუმენტით აპირებენ “თავიანთი მიწის” დაბრუნებას. როგორც სომხეთის წარმომადგენლებმა განუმარტეს დამსწრეებს, საქართველოს ისტორია სომხური წყაროების მონაცემებზეა შექმნილი”, - ნათქვამია წერილში. წერილის ავტორი აღნიშნავს, რომ სხდომაზე განიხილეს, როგორ და როდის უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. მისი ინფორმაციით, ოსები ლარსის გზის გახსნას ელოდებიან. “იციან, რომ კობსა და თრუსოს ხეობის სოფლებში ოსთა საცხოვრებელი სახლები გაძარცვულია. როდესაც ლარსი გაიხსნება, ოსები შევლენ სოფლებში და დაიწყება შეჯახება ოსებსა და ყაზბეგის მოსახლეობას შორის, რაც კონფლიქტის საუკეთესო პირობა იქნება. ამ გეგმით ოსები რუსეთის დახმარებით დაიკავებენ ყაზბეგის რაიონს, თრუსოს ხეობასა და გუდაურს”, - აღნიშნული წერილში.“დარიალის” ყოფილი წევრი აცხადებს, რომ სხდომაზე დაისვა საკითხი, გახსნიდა თუ არა საქართველო 1-ელ მარტს ლარსის გზას. მისი განცხადებით, სომხეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გზა აუცილებლად გაიხსნება, რადგან “სომხეთს საქართველოს პრეზიდენტისთვის ათეულობით მილიონი დოლარი აქვს გადახდილი სომხეთში ვიზიტის დროს”.წერილის ავტორი მოუწოდებს ქართველ ხალხს, არ დაუშვან ლარსის გზის გახსნა და მაქსიმალურად შეუშალონ ხელი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ლარსის გზის გახსნის შესახებ, რადგან მიაჩნია, რომ ეს საქართველოსთვის დამღუპველი იქნება.აღნიშნულ თემაზე დღეს რადიო “პალიტრის” გადაცემა “რეზიუმეში” ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე და პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე ისაუბრებენ. ყაზბეგი-ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი ოფიციალურიად დღეს, 1 მარტს გაიხსნა.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted March 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.201001 / 03, 2010 11:36 · ანდრო ბარნოვი - ეს “ერთობა” რუსული პროექტია და იმედი მაქვს, ის ირაკლი ალასანიას სახლი არ არის და ასეთად ვერც იქცევა· “ლევან გაჩეჩილაძეს შეუძლია პრობლემის გადაჭრა ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. დაუჭიროს ალასანიას მხარი და მორჩა”· კონსტანტინე გამსახურდია - “ღმერთმა უწყის, რომელი უფრო დიდი ბოროტებაა - ხელისუფლება თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია” ანდრო ბარნოვი - ეს “ერთობა” რუსული პროექტია და იმედი მაქვს, ის ირაკლი ალასანიას სახლი არ არის და ასეთად ვერც იქცევა “რა სახის მხარდაჭერა უნდა მიიღოს ირაკლი ალასანიამ ამ ხალხის თანადგომით? სამწუხაროდ, ერთადერთი, რაც ამ ხალხისაგან გამოკვეთილად ვიცით, ის არის, რომ თურმე რუსეთთან უპირობო ურთიერთობები უნდა აღვადგინოთ და კიდევ ის ვიცით, რომ არშემდგარი რევოლუციონერები არიან და დღემდე მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, გადატრიალება მოაწყონ და სააკაშვილი ჩამოაცილონ ხელისუფლებას. ფაქტია, ოპოზიციონერთა ამ ჯგუფმა მთლიანად დაკარგა ხალხთან კონტაქტი და მხოლოდ საკუთარი მიზნები ამოძრავებს. და რატომ უნდა სჭირდებოდეს ისინი ალასანიას? ძალიან უცნაური და გაუგებარია ეს ამბავი”, - აცხადებს პოლიტოლოგი ანდრო ბარნოვი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ალასანიას რუსეთის სათამაშოდ გადაქცევა ემუქრება” / “ეს არის სომხების დიდი თხოვნა და მათ ამას კეთილმეზობლობის გამო ვუკეთებთ”.“გარდა ამისა, მიზნებს თავიც რომ დავანებოთ, ალასანიას ნაბიჯი ტაქტიკურადაც ყოვლად გაუმართლებელი ჩანს. რეალურად, ეს არის გზა გაურკვევლობაში, რადგან “ერთიანი ოპოზიცია” ძალზე ჭრელია. ამიტომ ამ ხალხის ერთად შეკვრა არ მგონია, რამე სიკეთის მომტანი იყოს. მათთან ერთად ალასანიას გაუჭირდება გამოკვეთილი იმიჯის შექმნა, მით უმეტეს, დასავლური იმიჯისა. თანაც, ეს მხოლოდ სიჭრელე არ არის. ეს ამბიციური ხალხია, ყველას საკუთარი გეგმა აქვს, მათი ერთპიროვნული ლიდერი კი ფულია, რომელიც ალასანიას კი არა, ნოღაიდელს აქვს! საბოლოოდ, ეს ფული რუსეთს უკავშირდება. ამიტომ, თუ ალასანიამ ამ გუნდში გადაწყვიტა დარჩენა, მაშინ რუსეთის სათამაშოდ გადაქცევა ემუქრება. რა თქმა უნდა, ეს არის ნოღაიდელის ტაქტიკური გამარჯვება. იგი ცდილობს, ლეგიტიმური მოთამაშე გახდეს ოპოზიციის ფრონტზე და ამ კონგლომერატში მის როლს თუ გავითვალისწინებთ, უკანასკნელი ვიოლინო ნამდვილად არ იქნება. ამიტომ, თავიდანვე ცხადია, ირაკლი ალასანია ამ გუნდის ერთპიროვნული ლიდერი ვერ გახდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანდრო ბარნოვი.“არ მინდა დავიჯერო, რომ ის დათანხმდება რუსული ფულით შექმნილი გუნდის ლიდერობას. ფაქტია, სხვის სახლში მაგიდის თავში მხოლოდ მასპინძლის ნებით ჯდები. ეს “ერთობა” კი რუსული პროექტია და იმედი მაქვს, ის ირაკლი ალასანიას სახლი არ არის და ასეთად ვერც იქცევა. ეს ხალხი მხოლოდ იმისთვის იკრიბება, რომ კიდევ ერთხელ სცადოს რევოლუციის მოწყობა. ამას კი, როგორც თვითონ აცხადებს, ირაკლი ალასანია არ გეგმავს. რაც მთავარია, ეს არავის გვჭირდება, რადგან ახლა რევოლუცია კი არა, კონსოლიდაციაა საჭირო. სხვა გზა არის გზა სახელმწიფო გადატრიალებისკენ და ყველა საღად მოაზროვნე ქართველს მოვუწოდებ, ხელი აიღოს ასეთი განზრახვებისგან”, - აცხადებს გამოცემის რესპონდენტი.“დავამტვრევ” არა, - “მივატეხ”! - სწორედ ასე თქვა ნოღამდელმა! ძალიან სასაცილოა. ეს ალბათ პიარფანდიცაა და პუტინის მფარველობის იმედად ყოფნაც. მაგრამ საბოლოოდ, ეს ყველაფერი სასაცილო კი არა, ძალიან ნაღვლიანი ამბავია. ტრაგიკომედია არ არის, რომ უცებ ყველაზე გონებაგახსნილი ნოღაიდელი და კუკავა აღმოჩნდნენ?! თურმე მათ გარდა არავის ესმის, რა არის სახელმწიფოს ინტერესი! ვინც მათ არ გაჰყვება, “ხელებს მიატეხენ”. გენიალურია! მგონი, ამ ძალების მარგინალიზაცია მალე დასრულდება და პოლიტიკურ სცენასაც მიატოვებენ. პოლიტიკოსები კი ქართულ პოლიტიკაში იზრდებიან, მაგრამ იმ სისწრაფით და რაოდენობით არა, ჩვენ რომ ვისურვებდით. ყველაფერს დრო სჭირდება და, რაც მთავარია, აუცილებელია მთლიანად საზოგადოების გაზრდა. პოლიტიკოსი საზოგადოებასთან ერთად იზრდება”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.“მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ, დროს გაუსწრონ. გადავხედოთ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს. ნათლად ჩანს, რომ 99% ხალხის განწყობით ხელმძღვანელობს. სწორედ ამიტომ აქვს უდიდესი მნიშვნელობა თავისუფლებასა და განათლებას, რომ არსებობდეს აზროვნების სივრცე და საზოგადოება სწორ, ცივილიზებულ დაკვეთას იძლეოდეს. მინდა, საღი აზრი იდგეს ყველაფერზე წინ და საზოგადოება სწორად აფასებდეს მოვლენებს. მხოლოდ ეს იქნება მშვიდობისა და განვითარების გარანტია. არ შეიძლება, მოსახლეობა სიბნელეში ვამყოფოთ, მხოლოდ აგრესიულობისკენ მოვუწოდოთ და არ განვუმარტოთ, რა ხდება. რაციონალიზაციაა საჭირო, როგორც ისტორიის, ისე დღევანდელობისა. ცრემლებისა და დედის გინების დრო, იმედია, მალე წავა. ასე მგონია, რომ ძალიან მალე მოხდება ეს. იქნებ, ამ წლის ბოლომდეც კი. ოპოზიციის ეს ნაწილი საზოგადოებასთან კავშირს კარგავს. თუ ასე განაგრძეს, მალე თვითონ დარწმუნდებიან ამაში, მაგრამ უკვე გვიან იქნება და მწარედ ინანებენ”, - მიიჩნევს ანდრო ბარნოვი.“ლარსის გახსნა არ ნიშნავს ოკუპანტთან თანამშრომლობას, თუმცა არც იმას ნიშნავს, რომ ეს სწორი ნაბიჯია. ხელისუფლება ამაში საფრთხეს ვერ ხედავს, მაგრამ ეს სწორად არ მიმაჩნია და ვთქვი კიდეც ამის შესახებ. როგორც ჩანს, ეს არის სომხების დიდი თხოვნა და მათ ამას კეთილმეზობლობის გამო ვუკეთებთ და კიდევ იმისთვის, რომ ურთიერთობის გაწყვეტაში ვინმემ საქართველო არ დაადანაშაულოს. სამწუხაროდ, პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების პოლარიზაციის პირობებში უფრო მტკიცე პოზიციის დაკავება ვერ ხერხდება. საინტერესოა, რომ მოლაპარაკებების დასაწყისში რუსებს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია მოუსურვებიათ და თურმე ამბობდნენ, ქართველებს არ გავატარებთო. კარგი იქნება, ჩვენი მეგობარი სომხები თუ სათანადოდ შეაფასებენ ამ ნაბიჯის სიმძიმეს, რომელსაც, რეალურად, მათთვის ვდგამთ. მიმაჩნია, რომ რეგიონული სტაბილურობისა და ერთიანობის თვალსაზრისით ეს სასიკეთო ნაბიჯია და აუცილებელია, მისი მნიშვნელობა კარგად განვმარტოთ ყველასთვის”, - ამბობს ანდრო ბარნოვი.“სიმართლე ის არის, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთი თავს დაგვესხა. გამუდმებული ცეცხლით ჩვენს პროვოცირებას ცდილობდა, ბოლოს კი დაიწყო ჯარის შემოყვანა და სამხრეთ ოსეთში გამაგრება. სწორი იყო ამ ჯარისთვის ცეცხლით პასუხი? რთული კითხვაა! სამართლებრივად სწორი იყო და ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს, მაგრამ არსებობს სტრატეგიული მხარეც და მე არ მინახავს სერიოზული კაცი, ვისაც ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეუძლია ამ კითხვაზე. წარმოვიდგინოთ, რომ არ გვეპასუხა. ჯერ ერთი, ასეთ “პასუხს” თვითონაც მშვენივრად გაითამაშებდნენ. იცით თქვენ, არაერთხელ უქნიათ ასეთი რამ. ან მოურიდებლად და ღიად დაიწყებდნენ ადგილზე გამაგრებას და ქართველების იქიდან გამოყრას. წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა ამ დროს? მთელი ქვეყანა ფეხზე დადგებოდა და სააკაშვილს ეტყოდნენ, რომ მან უბრძოლველად დაკარგა სამაჩაბლო. ნაწილი ომს მოითხოვდა, ნაწილი იტყოდა, უკვე გვიანია და ყველაფერი სააკაშვილის ბრალიაო. ატყდებოდა საშინელი აურზაური და ხელისუფლება, რომელმაც აგრესორს ვერანაირი პასუხი ვერ გასცა, ძალიან მალე დაემხობოდა”, - განმარტავს ანდრო ბარნოვი. “დამერწმუნეთ, მასთან ერთად ბევრი სხვა რამ დაემხობოდა, პირველ ყოვლისა კი - ქვეყნის დამოუკიდებლობა! მით უმეტეს, წარმოიდგინეთ დილემის სიმძიმე, როცა იცი, რომ დიდი ალბათობით, მოსახლეობაზე ძალადობა დაიწყება ან უკვე დაწყებულია. კრიტიკა ადვილია, მაგრამ აბა, ვცადოთ და რეალურად წარმოვიდგინოთ სიტუაცია. ძალიან რთულია ამის თქმა, მაგრამ ალბათ მაინც სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ყველაზე მეტი პრეტენზია იმის გამო მაქვს, რომ მანამდე ვერ მოხერხდა საერთაშორისო აზრის კონსოლიდაცია და პირველ დღეებში პრაქტიკულად მარტო დავრჩით რუსების წინააღმდეგ. დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი კრემლის გეგმების შესახებ და ალბათ მეტი მუშაობაც შეიძლებოდა, მაგრამ ასევე ძნელია კლიშეების ნგრევა და როგორც ჩანს, ეს არ გამოგვივიდა. თუმცა დღეისთვის, რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი უცხოელი ექსპერტი აღიარებს, რომ აგვისტოს ომი სწორედ რუსებმა დაიწყეს. უკვე ყველამ იცის ასმუსის წიგნის შესახებ, სადაც სწორედ ამაზეა ლაპარაკი”, - აცხადებს ანდრო ბარნოვი და შეკითხვას - “საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრ ლელუშის განცხადება, საფრანგეთი რუსეთისთვის მხოლოდ სამოქალაქო “მისტრალის” მიყიდვას აპირებსო, პოლიტიკური ფანდია, სააკაშვილის მიერ ატეხილი განგაშის შედეგი თუ აშშ-ის კულუარული დიპლომატიის გამარჯვება?” - პასუხობს:“ალბათ შენიშნეთ, როგორ გახშირდა ბოლო დროს აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებები საქართველოს შესახებ. მალე ალბათ ქარტიით გათვალისწინებულ ყველა შეთანხმებასაც მოეწერება ხელი. აშკარაა, რუსეთი ცდილობს, მაგრამ ვერ აღწევს საქართველოს იზოლაციას. ამიტომ ფრანგებიც იძულებული არიან, ერთგვარად შეალამაზონ თავიანთი ქცევა და თავი იმართლონ. დამერწმუნეთ, მათაც ჰყავთ პასუხის მომთხოვნი. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეს მხოლოდ ლიტონი სიტყვებია. წარმოიდგინეთ, რომ იყიდოთ თოფი გადასაკიდებელი ქამრის გარეშე. ამით მის თოფობას არაფერი აკლდება. ასეა აქაც. ჰყიდიან ცარიელ ხომალდს, რომლის დაკომპლექტება ყოველთვის შეიძლება. ესეც არ იყოს, რუსებს პირველ რიგში სწორედ ხომალდის ინტერესი აქვთ და არა მასზე განსათავსებელი ვერტმფრენებისა. ასე რომ, ლელუშის ნათქვამი მხოლოდ ფუჭი სიტყვებია. ფრანგები, ტრადიციულად, ყველა მხარეს თამაშობენ. არ არის ეს ჩვენთვის სასიამოვნო, მაგრამ რეალობაა და თვალი უნდა გავუსწოროთ”. “ლევან გაჩეჩილაძეს შეუძლია პრობლემის გადაჭრა ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. დაუჭიროს ალასანიას მხარი და მორჩა” “ალასანიას პოლიტიკური პარტნიორები არ გამოუცვლია და რეალური გაერთიანებისთვის განსაზღვრული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება. როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ამის შესახებ გადაწყვეტილებას ალასანია უახლოეს დღეებში გაახმიანებს. “მთელი კვირის” ინფორმაციით კი საუბარი მიდის იმ სქემაზე, როლ ალასანია ოფიციალურად უარს იტყვის ნოღაიდელთან პარტნიორობაზე და მას ოპოზიციის ერთიან კანდიდატად ყოველგვარი გამოკითხვებისა და პრაიმერის გარეშე დაასახელებენ. ამასთან, მას მხარს ლევან გაჩეჩილაძე დაუჭერს”, - წერს გაზეთი “მთელი კვირა” სტატიაში სათაურით ოპოზიციის საიდუმლო გეგმა / რაზე მოილაპარაკეს შაბათ ღამით ალასანიამ, სუბარმა და უსუფაშვილმა?“ბოლო დღეებში ყველაზე დიდ ინტერესს ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები იწვევს და ეს არც არის გასაკვირი. ბოლოს და ბოლოს, საუბარი ოპოზიციის ერთიანობას შეეხება და გასაგებია, რომ არჩევნებისთვის ოპოზიციის რეალურ ერთიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ისიც ცხადია, რომ ალასანიამ წინა კვირას გადაწყვეტილებები, რომელიც პრაიმერის მომხრე პარტიებთან ერთიანობას გულისხმობს, სწორედ ამ მიზნით მიიღო. რა თქმა უნდა, აქ ორი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. ერთი მხრივ, ლევან გაჩეჩილაძის პოზიციას საერთო კანდიდატის არჩევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც იმიტომ, რომ მას თბილისში ჯერ კიდევ მკვეთრად ჩამოყალიბებული მხარდამჭერები ჰყავს. დღეს არსებული რეალობა ასეთია, და პოლიტიკოსებს რეალობასთან მორგება უწევთ. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ალასანიასთვის ეს დამატებითი ფაქტორი აღმოჩნდა”, - აღნიშნავს გამოცემა.“გასათვალისწინებელია აგრეთვე იმ ელექტორატის განწყობის გათვალისწინებაც, რომელიც დღეს ნოღაიდელის პოლიტიკას ამართლებს და ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ელექტორატი არც ისეთი უმნიშვნელოა, როგორც ამას ხელისუფლება წარმოაჩენს. ეს პოზიცია კი გარკვეულწილად ნოღაიდელთან “კონსერვატორების” ალიანსმაც განაპირობა. მოსახლეობის ამ კატეგორიაში მხოლოდ ე.წ. პრორუსული ორიენტაციის მოსახლეობა არ მოისაზრება. ის კიდევ სხვა საკითხია, “კონსერვატორებმა” ნოღაიდელთან რა საერთო პოლიტიკური ხედვები აღმოაჩინეს. ამ შემთხვევაში მთავარი ელექორატის პოზიციაა. ალასანიას გადაწყვეტილების მიზნად, შესაძლოა ოპოზიციიას გაერთიანება ჰქონდა, მაგრამ რეალურად მოხდა ის, რომ თავად გადაინაცვლა ოპოზიციის ერთი ჯგუფიდან მეორეში. ოპოზიცია კი ისევ ისე დარჩა გაყოფილი”, - დასძენს გამოცემა.“როგორც ჩანს, ალასანია ისეთი განცხადების გაკეთებას გეგმავს, რომელიც დღეს არსებულ პოლიტიკურ განლაგებას კიდევ შეცვლის. რაც შეეხება იმას, თუ როგორი იქნება ალასანიას არჩევანი, ჯერჯერობით არანაირი ოფიციალური განცხადება და განმარტება არ კეთდება, მათ შორის, არც ალასანიას პარტიაში. “მთელი კვირის” ინფორმაციით კი მოვლენები დაახლოებით ასეთი სქემით განვითარდება - ალასანია ნოღაიდელს გაემიჯნება, მას კი მხარს ლევან გაჩეჩილაძე დაუჭერს, რაც ოპოზიციიდან ფართო სპექტრს მისცემს საშუალებას, ალასანიასთან მისასვლელი ექნეს. პრაიმერის ინიციატორი პარტიების ლიდერები კი დღეს გააკეთებენ განცხადებას თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის შერჩევნის ახალი წესის შესახებ. აღსანიშნავია ისიც, რომ ღამით ერთმანეთს “ალიანსის” ლიდერები შეხვდნენ და როგორც სოზარ სუბარი აღნიშნავს, ირაკლი ალასანიამ, დავით უსუფაშვილმა და სოზარ სუბარმა მომავალი თანამშრომლობის გზები განიხილეს. ირაკლი ალასანიამ კი ამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრაზე მიმდინარე მოვლენებსა და თბილისის მერის არჩევნებისთვის ოპოზიციის ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით იმსჯელეს. როგორც ჩანს, ოპოზიციის ერთიანობისთვის მთავარი პირობა ნოღაიდელთან ურთიერთობაზე უარის თქმაა”, - მიიჩნევს სტატიის ავტორი.“პირდაპირ ვთქვათ, ოპოზიციის ნაწილს ნოღაიდელი იმდენად ეძვირფასება, რომ არ აპირებენ მასთან შეკრული ურთიერთობების დაშორებას და კითხვის ნიშანი აქ ჩნდება. ამაზე მაქვს საუბარი და რიტორიკა, რომ ის არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, არ არის არგუმენტი. ის არ მონაწილეობს არჩევნებში, მაგრამ აფინანსებს მათ ღონისძიებებს. ცნობილი გამოთქმაა, ვინც იხდის ფულს, მუსიკას ის უკვეთავსო. დამთავრებული ამბავია. თქვენ გგონიათ, ეს ჯგუფი პრაიმერის იდეამ შეკრა? პრაიმერი არის უბრალოდ ფორმა, თორემ მათი ურთიერთდაინტერესების საფუძველი უფრო სხვა და უფრო მნიშვნელოვანი რამ არის, ვიდრე პრაიმერის მეთოდიკა. პრაიმერის იდეა ჩავარდება, მაგრამ ეს კავშირი დარჩება ურყევ კავშირად და ამაში დავრწმუნდებით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას “მემარჯვენე” მამუკა კაციტაძე.“ალასანია “ალიანსიდან” გასული არ არის და ძალიან მარტივად მოგვარდება პრობლემა - დაუჭიროს ლევან გაჩეჩილაძემ მას მხარი ლა ირაკლი ალასანია იქნება ოპოზიციის პრაქტიკულად ერთიანი კანდიდატი. გაჩეჩილაძის განცხადება, რომ ყველამ დაუჭიროს მხარი ალასანიას და მეც დავუჭერო, მახსენებს “დათა თუთაშხიადან” ფრაგმენტს, როცა რაჟა სარჩიმელიას მიერ დატყვევებული ქალები ამბობენ, იყვიროს სხვამ და ვიყვირებ მეცო. ნუ ჩადგება ლევან გაჩეჩილაძე ამ რიგში, საჯაროდ დაუჭიროს ალასანიას მხარი და ამით პრობლემა იხსნება. იმიტომ, რომ იმის მერე ვინმე სხვა დასახელებული კანდიდატებიდან დაუჭერს თუ არა მხარს ალასანიას, ეს აღარ არის არსებითი. ლევან გაჩეჩილაძეს შეუძლია პრობლემის გადაჭრა ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. დაუჭიროს ალასანიას მხარი და მორჩა. ამით ალასანია იქნება საერთო ოპოზიციური კანდიდატი ძალიან მარტივად”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას “რესპუბლიკელი” დავით ბერძენიშვილი. კონსტანტინე გამსახურდია - “ღმერთმა უწყის, რომელი უფრო დიდი ბოროტებაა - ხელისუფლება თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია” “ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გართულდა, რაც ნოღაიდელი მოგვევლინა ოპოზიციის “რუხ კარდინალად”. მას ძალიან დიდი ფინანსური რესურსი აქვს და მისი მნიშვნელობაც ამით გაიზარდა. ეს ფული საიდან მოაქვს? რა თქმა უნდა, რუსეთიდან, რადგან სწორედ რუსეთია ის ქვეყანა, რომელსაც მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის მობილიზება შეუძლია. სხვა ქვეყნებიდან მხოლოდ პატარა გრანტები მოდის, რითაც “ნაცმოძრაობის” დამარცხება რთულია”, - აცხადებს პარტია თავისუფლების ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია გაზეთ “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოპოზიცია დაშლისკენ მიდიოდა, მაგრამ ვანო ჩხარტიშვილის ფულმა გაამთლიანა და შემდეგ დიდი “ტიტანიკი” ერთიანად ჩაძირეს!” “ამასთან დაკავშირებით ერთი გამონათქვამი მახსენდება: მსოფლიოს ისტორია, ეს არის ბოროტების ბრძოლა კიდევ უფრო დიდი ბოროტების წინააღმდეგ! ამათ შორის კი ღმერთმა უწყის, რომელი უფრო დიდი ბოროტებაა - ხელისუფლება თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია... აქ ორი ვარიანტია - ან ალასანია იყოს არჩეული მერობის კანდიდატი და ლევან გაჩეჩილაძე ვიცე-მერი, ან პირიქით. თუმცა გაჩეჩილაძის პოლიტიკური რეაბილიტიაცია ძალიან რთული იქნება. მით უმეტეს, თუ იმ პროცესებს გავიხსენებთ, რაც 2008-2009 წლექში განვითარდა. ნოღაიდელის როლი ამ შემთხვევაში ცოტა გაუგებარია. ანეკდოტი მოხსენდება: კაცი მიდის თუთიყუშების გამყიდველთან, რომელსაც სამი თუთიყუში ჰყავს. გამყიდველი უხსნის, რომ ერთი თუთიყუში მსოფლიოს ყველა ცოცხალ ენაზე ლაპარაკობს, მეორე - მსოფლიოს ყველა მკვდარ ენაზე, მესამე კი საერთოდ არ ლაპარაკობს, მაგრამ ყველაზე ძვირი ღირს. რატომო, ჰკითხა მყიდველმა. გამყიდველმა უპასუხა: არც ერთ ენაზე არ ლაპარაკობს, მაგრამ დანარჩენი ორი “შეფს” ეძახისო. დაახლოებით ასეთი სიტუაციააა ოპოზიციაში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კონსტანტინე გამსახურდია.“ამ ეტაპზე მირჩევნია პროცესს დავაკვირდე და მასში მონაწილეობა არ მივიღო, რადგან ჩემთვის ძალიან დიდი რისკია. იქ ერთხელ უკვე ვიყავი. გაჩეჩილაძე 2007 წელს ნახევარ საქართველოში, როგორც კანდიდატი მე წარვადგინე, მაგრამ როცა ვერ გაამართლებ, სხვა რაღა უნდა ითქვას? მე შედეგზე ვიყავი ორიენტირებული და არა დაპირებებზე. იმიტომ, რომ ჩემი წარდგენილი იყო, საარჩევნო სიაშიც მეორე ვიყავი. მერე, საპარლამენტო არჩევნებზე გამყრელიძემ მოითხოვა მეორე ადგილი, რადგან დაფინანსება მოჰქონდა - უფრო სწორად, ვანო ჩხარტიშვილის დაფინანსება მოჰქონდა. ლაპარაკი სამ მილიონზე იყო. მეტს ნურაფერს მკითხავთ. ჩხარტიშვილის ინტერესი, ალბათ, ის იყო, რაც სააკაშვილისა და მერაბიშვილის. ოპოზიცია დაშლისკენ მიდიოდა, მაგრამ ამ თანხებმა გაამთლიანა და შემდეგ დიდი “ტიტანიკი” ერთიანად ჩაძირეს. მერე ნაწილს დააფიცებინეს, ანუ დააგინებინეს, რომ პარლამენტში არ შევიდოდნენ, რათა ხალხისთვის დაემტკიცებინებინათ, მანდატებისთვის რომ არავინ იბრძოდა”, - აცხადებს კონსტანტინე გამსახურდია და შეკითხვას - “საინტერესოა, ვის ვინ დააფიცებინა?” - პასუხობს:“ყველაზე აქტიური დამფიცებლები, ანუ დამგინებლები იყვნენ გამყრელიძე, გაჩეჩილაძე და კუკავა. როგორც ჩანს, შემკვეთმა დააგინებინა და ის შემკვეთი ვანო ჩხარტიშვილია. მის უკან კიდევ უფრო დიდი შემკვეთები - მიშა და დიდი ვანო იდგნენ. მეტს ვერაფერს გეტყვით”.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/126925.html ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts