Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები, მხოლოდ info და სტატიები


Recommended Posts

ვალერია ნოვოდვორსკაია: "რუსეთი კავკასიას დამსახურებულად კარგავს"

17:42 - 16.11.2009

ინტერვიუ რუსული ოპოზიციის წარმომადგენელთან, "დემოკრატიული კავშირის" ლიდერთან ვალერია ნოვოდვორსკაიასთან.

 

- საქართველოს პარლამენტში პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი კომისია შეიქმნა. პარლამენტის წევრი ხათუნა ოჩიაური თქვენთვის აღნიშნულ კომისიასთან თანამშრომლობის შეთავაზების ინიციატივით გამოვიდა და განმარტა, რომ თქვენ საკმარისი ინფორმაცია გაგაჩნიათ იმის შესახებ, რამდენად იყო ჩართული 1992-93 წელს საქართველოში მიმდინარე პროცესებში რუსეთი. ითანამშრომლებთ თუ არა აღნიშნულ კომისიასთან და შეგიძლიათ თუ არა მისთვის სერიოზული ინფორმაციის მიწოდება?

 

- საბჭოთა იმპერიის ნგრევის შემდეგ რუსეთმა დამოუკიდებელი სახელმწიფოების პრობლემების "გადაწყვეტა" საკუთარი შეიარაღებული ძალების გამოყენებით დაიწყო. მაშინდელი განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსული ჯარები მხოლოდ საქართველოს რკინიგზას დაიცავდნენ, რა თქმა უნდა, იმთავითვე ტყუილი იყო. ზვიად გამსახურდიამ თავად მითხრა, რომ რუსული ჯარი საქართველოში იმ მიზნით შეიყვანეს, რომ სამოქალაქო ომში შევარდნაძის სასარგებლოდ ჩარეულიყო. ელცინის მრჩეველების თხოვნით ვამზადებდი მოხსენებით ბარათს თემაზე, ვისი მხარდაჭერა უფრო სასარგებლო იყო – შევარდნაძის, თუ გამსახურდიასი. ბუნებრივია, დარწმუნებული ვიყავი, რომ საჭირო იყო დემოკრატი გამსახურდიას მხარდაჭერა, თუმცა მათ შევარდნაძე აირჩიეს. ქართულ არმიას იმ დროს ამერიკული მომზადება არ ჰქონდა გავლილი და რუსულ არმიასთან დაპირისპირება არ შეეძლო. აქედან გამომდინარე, მათ სამოქალაქო ომის მოგება შესძლეს. ზვიად გამსახურდიას სიკვდილშიც რუსული სპეცრაზმის ხელი ურევია. ასეთი ცნობები მანანა არჩვაძისა და იმ ჩეჩნებისგანაც მოდიოდა, რომლებიც იმ დროს საქართველოში ჩადიოდნენ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გამსახურდიას სიკვდილი თვითმკვლელობა არ ყოფილა და ის რუსეთის სპეცრაზმმა მოკლა! არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ ამ საკითხზე შევარდნაძესა და რუსეთს შორის სრული კონსენსუსი არსებობდა. თუმცა, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, საქართველოს პარლამენტში ახლადშექმნილმა კომისიამ გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით არა რაღაც მორალიზებული დასკვნა, არამედ იურიდიული მტკიცებულებები უნდა მოამზადოს, რომელიც მე, სამწუხაროდ, არ მაქვს, რადგან რუსეთის იმჟამინდელი ხელისუფლების ბინძურ ქმედებებში მონაწილეობა არ მიმიღია.

 

- რა აზრის ბრძანდებით საქართველოს პირველ პრეზიდენტზე ზვიად გამსახურდიაზე – როგორც პიროვნებაზე, მეცნიერზე, მწერალზე, საზოგადო მოღვაწეზე და პოლიტიკოსზე? რა მოუტანა, თქვენი აზრით, მისმა მმართველობამ საქართველოს? დაუშვა თუ არა პირველმა პრეზიდენტმა რაიმე შეცდომა? რა როლი აკისრია მოვლენათა ასეთ განვითარებაში რუსეთს და მის კონკრეტულ წარმომადგენლებს?

 

- ზვიად გამსახურდია იყო უფლებადამცველი, ჰუმანისტი, ლიტერატორი და მეცნიერი. შემიძლია, ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ ის იყო ძალიან კარგი დისიდენტი, კარგი დისიდენტებისგან კი ყოველთვის კარგი პრეზიდენტები დგებიან! თუმცა, სამწუხაროდ, მაშინდელი ქართული ოპოზიცია ბევრ საკითხში ისევე იქცეოდა, როგორც დღევანდელი. სააკაშვილის ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე ცეკვავს, მიხეილ სააკაშვილის გადადგომას მოითხოვს და ერთხელ უკვე კინაღამ შემოუძღვა რუსულ ჯარს საქართველოში, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ნიჭიერი და ძლიერი სახელმწიფო მოღვაწეა, ის არსად წავა და ერთხელ უკვე აღკვეთა ოპოზიციის მცდელობა, საქართველოში რუსულ ჯარს შემოჰგებებოდა (2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც საუბარი იყო პარლამენტში შეჭრაზე). დღევანდელი ოპოზიციისგან განსხვავებით, გამსახურდიას პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა სრულიად წარმატებულად განახორციელეს საბჭოთა სპეცსამსახურების სცენარი. ოპოზიციამ გამსახურდია რუსეთის მოთხოვნით გადააყენა. იმ დროს არსებული გათვლის თანახმად, გამსახურდია შევარდნაძეს უნდა ჩაენაცვლებინა. ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ დღევანდელ პოლიტიკაში ისევ ჩანს იგივე ხაინდრავა, სარიშვილი, წერეთელი, რომელთაც იარაღით ხელში პარლამენტის შტურმით აღება სურდათ. ტელევიზიიდან ჟურნალისტებს აძევებდნენ იმის გამო, რომ ისინი თითქოს მხარს უჭერდნენ გამსახურდიას. ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი, რაც დღეს ხდება, ნაცნობი სურათია. მაშინ მათ შეძლეს გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა და რა დარჩა რუსთაველის პროსპექტიდან, თავად ვნახე. ღმერთმა არ ქნას, რომ საქართველოს ამჟამინდელმა თაობამ ნახოს ის, რაც მე მაშინ საკუთარი თვალით ვნახე. სხვაობა ისაა, რომ ზვიად გამსახურდიამ, სამწუხაროდ, მართვის ტექნოლოგიები არ იცოდა. მახსოვს მისი არაჩვეულებრივი გამონათქვამი: “ისინი გვესვრიან ტყვიებს და ჩვენ ყვავილები ვესროლოთ”. მან ე.წ. ოპოზიციის წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარებაზე უარი განაცხადა, ოპოზიციონერები კი იყვნენ იდიოტები, ან რუსული სპეცსამსახურების აგენტები, ან ჯაბა იოსელიანის ბანდიტები. ამ ყველაფერმა კატასტროფა მოიტანა და ცხადყოფს, რომ საპრეზიდენტო მმართველობის სირბილე ყოველთვის მიზანშეწონილი არ არის.

 

მიუხედავად ამისა, ზვიად გამსახურდიამ საქართველოს ძალიან ბევრი მისცა: მან დაწერა ბევრი წიგნი, მოამზადა საქართველო დამოუკიდებლობისთვის საბრძოლველად და ქვეყანაში არ არსებობდა არავითარი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ სსრკ-დან გამოყოფა იყო საჭირო. გარდა ამისა, გამსახურდია იყო ბრწყინვალე დისიდენტი. ის და მერაბ კოსტავა შეთანხმდნენ, რომ მერაბი ციხეში ჩაჯდებოდა, ზვიადი კი ბრძოლას გააგრძელებდა (ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, რომლის გამოც ზვიადი ძალიან წუხდა). მან მართლაც გააგრძელა ბრძოლა, მშიშარა არასოდეს ყოფილა და ლაჩრობაში ნამდვილად ვერ დაადანაშაულებ, მაგრამ იდეა ძალიან წარუმატებელი იყო. ასე თუ ისე, საქართველომ დამოუკიდებლობა ვერ შეინარჩუნა და რუსეთის ორბიტას დაუბრუნდა. მოგვიანებით შევარდნაძე მიხვდა, რომ რუსეთისგან სარგებელს ვერ მიიღებდა და მისგან გამიჯნვა დაიწყო. შემდეგ აშშ-მა ურჩია მას, რომ გადამდგარიყო და დემოკრატიულ გადაწყვეტილებებს არ შესწინააღმდეგებოდა. შემდეგი პრეზიდენტი კი - მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა არა მარტო განათლებული ადამიანი და პატრიოტი, არამედ კარგი სახელმწიფო მოღვაწეც, რაშიც მას ზვიად გამსახურდიას ვერ შევადარებთ. თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ გამსახურდიამ საქართველოსთვის სიცოცხლე გაიღო, რითაც დაშვებული შეცდომები გამოისყიდა. მას შეეძლო, არ დაბრუნებულიყო საქართველოში, როდესაც ჯოხარ დუდაევთან თავშესაფარი მიიღო, თუმცა სურდა, საქართველო ბადნიტებისგან გაეთავისუფლებინა და მშობლიურ მიწაზე მომკვდარიყო. იგი მოკვდა ღირსეულად, იარაღით ხელში. ასე, რომ, ზვიად გამსახურდიამ, როგორც სახელმწიფო მოღვაწემ, რა თქმა უნდა, ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ როგორც დემოკრატს, შეცდომები არ დაუშვია. მას ეუბნებოდნენ, რომ როგორც კონსტანტინე გამსახურდიას შვილს, არ დაიჭერდნენ და დასავლეთში გაამგზავრებდნენ, მაგრამ საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს წაართმევდნენ. როგორც ხედავთ, ეს დაპირება შესრულდა. ოსეთისგან სარგებელი არასოდეს ყოფილა. რაც შეეხება აფხაზეთის კურორტებს, სანერვიულო არაფერია, რადგან მათგან სარგებელი დღეს აღარავის აქვს – არც აფხაზებს, არც რუსებს და არც ქართველებს. ამის მიზეზი ისაა, რომ საჭიროა მენეჯმენტი და არა სამხედრო ნაწილების შენება, რუსეთს კი შენების და რაიმეს შექმნის უნარი არ აქვს. შედეგად მივიღებთ იმას, რომ ადამიანები დაისვენებენ ბათუმსა და ფოთში, პიცუნდასა და გაგრაში კი უკვე სპეცსამსახურების თავშესაფარია: ისინი იქ მიწებს იაფად ყიდულობენ და რეგიონს ინაწილებენ. შესაბამისად, იქ არავითარი საერთაშორისო კურორტი არ იქნება.

 

- სააკაშვილის მმართველობას მთელი რიგი პრობლემები შეექმნა – როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. თქვენ რას მიიჩნევთ სააკაშვილის შეცდომებად და რა პროგნოზს გააკეთებდით მისი ხელისუფლებისთვის?

 

- საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას აბსოლუტურად სწორი პოლიტიკა აქვს. ამჟამინდელ პრეზიდენტს სწორი კურსი აქვს აღებული დასავლეთისკენ – ნატო-სკენ, ევროკავშირისკენ, ასევე მშვენივრად გატარებული ეკონომიკური რეფორმები. რა თქმა უნდა, ყველაფერი უცებ არ ხდება, ახლა ლოდინია საჭირო, რათა ამ ყველაფერმა თავისი შედეგი გამოიღოს. 10-20 წლის შემდეგ საქართველო შესაძლოა, ძალიან მდიდარი და აყვავებული ქვეყანა გახდეს. მაშინ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დაინახავენ, რას იძლევა საქართველოს მოქალაქეობა. რუსეთთან პრობლემები, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ თავად რუსეთი დამღუპველი გზით მიდის, ამიტომ ის თქვენ დიდხანს ვეღარ შეგიშლით ხელს. რაც შეეხება თქვენს ე.წ. ოპოზიციას, რომელიც რატომღაც მუდმივად ითხოვს, რომ კანონიერი პრეზიდენტი გადადგეს და ხელისუფლებაში მას დაუთმოს ადგილი, ხალხი ნელ-ნელა თავადაც ხვდება, რომ ეს ოპოზიცია მას ახალს და უკეთესს არაფერს სთავაზობს. დღევანდელი ქართული ოპოზიციის ნაწილი ის პატივმოყვარე ადამიანებია, რომელთაც ხელისუფლების სათავეში სურთ მოსვლა, ნაწილი კი - ისეთივე ექსტრემისტები, როგორიც, მაგალითად, ბატონი ხაინდრავა. ისიც ვიცი, რომ ამ ოპოზიციის ნახევარი რუსეთის მიერ ფინანსდება. ეს ნაწილი პრეზიდენტად გიორგაძეს ამზადებს, რომელიც რუსეთში სახელმწიფო აგარაკზე ზის. რომ არა მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ბოლო ომის დროს არ დააყოვნა, შეაკავა რუსული ჯარი და აშშ-ს რეაგირების დრო მისცა, დღეს მთელი საქართველო დაპყრობილი იქნებოდა და შეიძლება, ახლა თბილისში გიორგაძე მჯდარიყო. ბუნებრივია, რუსეთი გულუხვად აჯილდოებს თავის აგენტებს. ოპოზიციის ბევრ წარმომადგენელს საფულეში მწვანე ქაღალდები აქვს, მაგრამ არა აშშ-სგან, არამედ რუსეთის საელჩოდან მიღებული. ის ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც იმ პერიოდში რუსეთის საელჩოში შედიოდა, შეიძლება, სახელმწიფო მოღალატედ ჩაითვალოს, რადგან წესიერ პოლიტიკოსს იმ დროს რუსეთის საელჩოში არაფერი ესაქმებოდა.

 

- თქვენ განაცხადეთ, რომ ქართული ოპოზიციის ნაწილი რუსეთიდან ფინანსდება. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

 

- იმ საქმეებს ვხედავ, რომელსაც ოპოზიცია აწარმოებს, ასევე იმას, რომ ისინი პირდაპირ ეკონტაქტებოდნენ რუს დიპლომატებს. გარდა ამისა, ოპოზიციის რიგი წარმომადგენლები პირდაპირ გამოდიოდნენ ქართული რეფორმების და საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვის წინააღმდეგ. ალბათ, დამეთანხმებით, რომ მსგავსი განცხადებებით დემოკრატიისთვის ბრძოლა, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. ისინი პირდაპირ და ღიად საუბრობდნენ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ აღებული კურსი არ აწყობთ, ისევე, როგორც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება, არ აწყობთ, რომ საქართველო კამათობს რუსეთთან. მსგავსი განცხადებების ყველა ავტორი რუსეთის 100%-იანი აგენტია! წერეთელი და ხაინდრავა შეიძლება, პროფესიონალი აგენტები არიან, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ მათ პირველი სამოქალაქო ომის შედეგად ვერაფერი გაიგეს და ახლა მეორეს მოწყობას აპირებენ, - ეს უკვე იდიოტიზმია! ასეთი ადამიანები პოლიტიკით საერთოდ არ უნდა დაკავდნენ! რაც შეეხება ირინა სარიშვილს და მის მეუღლეს გია ჭანტურიას, ისინი თითქოს იყვნენ დისიდენტები, თუმცა რაღაცნაირად ძალიან მალე გახდნენ შევარდნაძის მომხრეები. არც ერთი დისიდენტი არც ერთ გარემოებაში არასოდეს ყოფილა შევარდნაძის მომხრე, რადგან შევარდნაძე დისიდენტებს ისეთ დღეში აგდებდა, მოსკოვშიც არ ჩაუგდიათ. შევარდნაძე, მეტისმეტად დიდი ხნის განმავლობაში იყო საბჭოთა გოშია, შეგახსენებთ მის ერთ-ერთ ფრთიან გამონათქვამს: “საქართველოსთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდის და არა აღმოსავლეთიდან”. ასე, რომ, მისი არცერთი სიტყვის დაჯერება არ შეიძლება! მის დროს უკვე გავიარეთ ის სცენარი, რომლის განმეორებას დღეს მხოლოდ “მასოვკის” როლის შემსრულებელი ქართული ოპოზიცია ცდილობს: მას უნდა ერბინა პარლამენტის ირგვლივ, რუსეთს კი დესანტი გადმოესხა თითქოსდა საქართველოსთვის სამოქალაქო ომის თავიდან ასაცილებლად.

 

- და მაინც, თუ ხედავთ მოქმედ ოპოზიციაში საპრეზიდენტო კანდიდატს?

 

- ვერ ვხედავ! ადრე შეიძლება, ვხედავდი ნინო ბურჯანაძის სახით, თუმცა თქვენი პარლამენტის ექს-სპიკერმა გული დამწყვიტა. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ოპოზიცია ასე ადვილად შესძლებდა ბურჯანაძის ჩათრევას საკუთარ “ღირსეულ” ტაშ-ფანდურში მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ მას პრეზიდენტობა სურს. ბურჯანაძეში კანდიდატს ვხედავდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ საქართველო მისთვის სულერთია, რაც იგი რუსთაველზე შეკრებილ ნაყარ-ნუყარ საზოგადოებას შეუერთდა, მივხვდი, რომ მისთვის საქართველო პრიორიტეტი არ არის. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ვხედავ და არ ვიცი, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, რამდენჯერ შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა, მაგრამ ღმერთმა ქნას, მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ გახდეს პრეზიდენტი!

 

- როგორ შეაფასებდით რუსეთ-საქართველოს გასული წლის აგვისტოს ომს და როგორ ფიქრობთ, რა შეცვალა მან საქართველოსთვის?

 

- როგორ შეიძლება, შეაფასო ომი უზარმაზარ სახელმწიფოსა და პატარა ქვეყანას შორის, რომელიც მხოლოდ იმაშია დამნაშავე, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება სურს?! ეს რუსეთის მხრიდან ფაშიზმის მორიგი გამოვლინება იყო, თუმცა დამერწმუნეთ, მოსკოვს ეს არ შერჩება! რუსეთს უკვე ძალიან მტკივნეულად მოარტყეს ხელებში. მან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოფიციალურად მიერთება ვერ შეძლო. სადღეისოდ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა სრულიად გულახდილია: რუსეთი გულახდილად ვერ იტანს საქართველოს. თავის მხრივ, საქართველომ აჩვენა რუსეთს, რომ მისი ნავთობი და გაზი არ სჭირდება; საქართველოს ეყო ღირსება, დიპლომატიური ურთიერთობა გაეწყვიტა რუსეთთან, რაშიც სააკაშვილს რატომღაც ადანაშაულებენ. პირადად ჩემი აზრით, მან ყველაფერი სწორად გააკეთა! ასე, რომ, საქართველო ამ ომში ყველა მხრიდან სწორია.

 

- თქვენ თქვით, რომ "რუსეთი გულახდილად ვერ იტანს საქართველოს". აქედან გამომდინარე, რამდენად რეალურია რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ აგრესიის განმეორება?

 

- თუ თქვენი ოპოზიცია ნორმალურად მოიქცევა და ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ იქნება, ვფიქრობ, ეს ნაკლებ სავარაუდოა. უახლოესმა წარსულმა უკვე აჩვენა რუსეთს, რომ მისი მხრიდან მსგავს ჟესტებს საერთაშორისო იზოლაცია მოჰყვება. თუ ამას საბაბის არარსებობა დაემატება, მაგალითად, ისეთის როგორც საქართველოს მიერ თოთქოსდა ე.წ. სამხრეთ ოსეთზე თავდასხმაა, რუსეთი ამის გაკეთებას ვეღარ გაბედავს. უკვე ვხედავთ, რომ იგივე დნესტრისპირეთთან მიმართებაში მოსკოვი მკვეთრი განცხადებების კეთებას თავს არიდებს. გარდა ამისა, ამჟამად რუსეთს სამხედრო მოქმედებებისთვის საშუალებები არ აქვს. ნავთობისა და გაზის მარაგების მიუხედავად, რუსეთი თავად არის ღრმა კრიზისში.

 

- თუმცა რუსეთი კვლავინდებურად არ ასრულებს საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაკისრებულ ვალდებულებებს და საერთოდ, მის აზრს ნაკლებად აქცევს ყურადღებას...

 

- რუსეთი ვალდებულებებს მანამ არ შეასრულებს, სანამ ძალით არ აიძულებენ. სამწუხაროდ, აშშ-ს ამისთვის ჯერჯერობით პოლიტიკური ნება არ აქვს, ევროპას ნავთობი და გაზი სჭირდება, ამიტომ ამას იქით არც მომავალში წავა. მათ "მოინელეს" აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი.

 

- პუტინის მმართველობას როგორ შეაფასებდით?

 

- რუსეთში ღია დიქტატურაა, არ არის არც რეგიონალური, არც საპარლამენტო და არც საპრეზიდენტო არჩევნები, ეჭვქვეშ დგას ადამიანის უფლებების მომავალი, კონსტიტუციას ჩექმით თელავენ, ბიზნესი ჩამკვადარია, ჩეკისტურმა ხუნტამ ნორმალური ეკონომიკა ჩაკლა... რუსეთმა თვითონ მოიმწყვდია თავი გალიაში, დემოკრატიის ჩანასახებზეც კი საუბარი ზედმეტია!

 

- მიუხედავად ამისა, პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუტინი შესაძლოა, კვლავ პრეზიდენტი გახდეს. თქვენ თუ თვლით ამას შესაძლებლად და როგორ მომავალს უწინასწარმეტყველებთ რუსეთს ასეთ შემთხვევაში?

 

- ვთქვათ და მოვიდა ხელისუფლებაში ისევ პუტინი, მერე რა? რა შეიცვლება? ბრეჟნევიც დიდხანს იყო ხელისუფლებაში, მაგრამ ამით ვინ გრძნობდა თავს კარგად? რუსეთში პოლიტიკური სტაგნაციაა. რუსეთი ჭაობია და პუტინი ამ ჭაობში ზის. შედეგად რუსეთი ყოველდღიურად სულ უფრო ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიოსთვის.

 

 

- ჩრდილოეთ კავკასიაში უკიდურესად მძიმე პროცესები ვითარდება, იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა. თქვენი ინფორმაციით, რა ხდება ჩრდილოეთ კავკასიაში და რამდენად საშიშია კრემლისთვის იქ მიმდინარე პროცესები?

 

- რუსეთი კავკასიას დამსახურებულად კარგავს. იგი დიდხანს უსწორდებოდა და არაფრად აგდებდა კავკასიას, ძალიან დიდხანს მართავდა რეგიონს ტერორით. ინგუშეთი, როგორც ჩანს, მიხვდა, რომ მხარი უნდა დაუჭიროს ჩეჩნეთს და არა ცალ-ცალკე ავტონომიებად შედიოდნენ რუსეთის შემადგენლობაში. მათ გაიგეს, რომ ვაინახებს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ადგილი არ აქვთ, მით უფრო, რომ ეს ფედერაცია კი არა, უნიტარული სახელმწიფოა. ადრე თუ გვიან, ეს მოხდება დაღესტანშიც. ამიტომ რუსეთი კარგავს კავკასიას.

 

 

- უკრაინაში 2010 წლის 17 იანვარს საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი. თქვენი შეფასებით, რამდენად რეალურია პრორუსული ძალების მოსვლა ხელისუფლებაში? მოქმედი პრეზიდენტის შანსებზე რას იტყვით?

 

- იუშჩენკოს შანსები არ ვიცი. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებაში ტიმოშენკო მოვა, რომელიც მეიდანზე იდგა და მომავალში რუსეთისგან დამოუკიდებელ პოლიტიკას გაატარებს. რაც შეეხება მის პოპულიზმს, ვფიქრობ, ის გაპრეზიდენტებასთან ერთად დასრულდება. იგი ძალიან პატივმოყვარეა. ღმერთმა არ ქნას, უკრაინის ხელისუფლებაში იანუკოვიჩი მოვიდეს. ვიმედოვნებ, რომ იგი პრეზიდენტი ვერ გახდება, რადგან ჯერ ერთი, უკრაინამ "ნარინჯისფერი" არჩევანი გააკეთა, მეორეც, მოსკოვი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ღიად ვეღარ ჩაერევა.

http://pirweli.com.ge/index.php?option=com...36&Itemid=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 619
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ქართული პრესის მიმოხილვა 16.11.2009

 

16 / 11, 2009 11:31

 

· სოსო ცისკარიშვილი - “იმისთვის, რომ რამე შედეგამდე მივიდეთ, პირველ რიგში, ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი და პრინციპი უნდა გადაიხედოს”

· ანდრო ბარნოვი - “სალომე ზურაბიშვილის სვლა სწორედ იმის მცდელობა მგონია, რომ ალასანიას სახით განსხვავებული ძალის ჩამოყალიბება არ დაუშვან”

· ჯაბა ხუბუა - “ქართველ და რუს მართლმადიდებელ ერებს ერთი და იგივე მტერი ჰყავთ!”

 

სოსო ცისკარიშვილი - “იმისთვის, რომ რამე შედეგამდე მივიდეთ, პირველ რიგში, ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი და პრინციპი უნდა გადაიხედოს”

 

“ცხინვალის იზოლატორში მოზარდების თითქმის ორკვირიანი ტყვეობის შემდეგ ევროკავშირის შეფიქრიანება ღრმა შეშფოთებაში გადაიზარდა. ერთი კია, მისიის ხელმძღვანელმა ჰაბერმა გულწრფელად აღნიშნა - ჩვენს მისიას, გარდა სამშვიდობო დაკვირვებისა, არაფერი შეუძლია, ევროპის მხარდაჭერა კი მხოლოდ იმით გამოიხატება, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ ვცნობთო. ესეც საქმეა... სად, მარტოს, სიჩუმეში რომ გცემენ და სად, ამ დროს ვინმე რომ გაკვირდება და შეშფოთებასაც გამოთქვამს. თანაც, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მხოლოდ მაყურებლის პოზიციაში ყოფნა ერთხელ, დასავლეთსაც მოჰბეზრდება და სხვა უფრო ქმედით ღონისძიებასაც გაატარებს მადაზე მოსული რუსეთის დასაშოშმინებლად”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში სათაურით “საომარი მდგომარეობის დროს რა საზღვრის გახსნაზეა ლაპარაკი?!” / “თარხნიშვილს ღირსების ორდენით გააცილებენ, რაკიღა უკვე დიდი ხანია, თავად ამ ორდენმა ღირსება დაკარგა”.

“საქართველო კი ამასობაში მორიგი არჩევნებისთვის ემზადება. ამ მხრივ, გასულ კვირას ორი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა - თარხნიშვილი ცესკოს ჩამოშორდა, კიწმარიშვილი კი ტელევიზიას დაუბრუნდა. თუმცა დასკვნების გამოტანა ნაადრევია - თუ გასულ არჩევნებში რამე დაშავდა, საეჭვოა, ეს თარხნიშვილის პირადი ინიციატივითა და ნებით მომხდარიყო. კიწმარიშვილის “მაესტროში” დაბრუნებას რაც შეეხება, ვინ, ვინ და, მას ალბათ ყველაზე უკეთ უნდა ესმოდეს, რომ მასებზე ზემოქმედების მქონე ტელევიზიის შესაქმნელად მხოლოდ სურვილი არ კმარა - ამისთვის ბევრი ფული, შემდეგ კი ოდნავი დემოკრატია მაინც არის საჭირო, ამ ფულის დახარჯვის უფლება რომ მოგცენ”, - მიიჩნევს სტატიის ავტორი.

“განვლილმა წელმა ძალა გამოაცალა ევროპის ქვეყნებს - საშინაო პრობლემების გადაჭრამ, ვგულისხმობ ეკონომიკურსა და ფინანსურს, საერთაშორისო პრობლემები მეორე პლანზე გადაატანინა. მაგრამ ახლა, როდესაც კრიზისიდან გამოსავალი გამოჩნდა, ვფიქრობ, ამერიკის შეერთებული შტატებიცა და ევროპაც უფრო მზად აღმოჩნდებიან იმ შეფასებებისა და დასკვნების გასაკეთებლად, რასაც რუსეთი იმსახურებს. იმედი მაქვს, რომ მხოლოდ ღრმა შეშფოთებას კი არ გამოხატავენ, იმ ბერკეტებს აამოქმედებენ, რომელიც “შენახული” აქვთ საკუთარ სანახებში და ცდილობენ, მხოლოდ კეთილი სიტყვით მოიყვანონ გონს დღევანდელი რუსული ხელისუფლება. ეს უკანასკნელი რომ ქმედითი ღონისძიება არ არის, ყველას კარგად მოეხსენება. თუმცა არც იმის ილუზია უნდა გვქონდეს, რომ ეს პოლიტიკა რამე ტიპის უხეში ძალის გამოყენებით შეიცვლება. ისიც უნდა ითქვას, რომ კონფლიქტის ზონებში შექმნილ ვითარებას რუსეთი აფასებს არა როგორც მოსკოვის გამარჯვებას თბილისზე, არამედ როგორც მოსკოვის გამარჯვებას ბრიუსელსა და ვაშინგტონზე და ეს ჩვენზე უკეთ ბრიუსელსა და ვაშინგტონში მოეხსენებათ. ასე ფიქრობს არა მხოლოდ რუსეთის ხელისუფლება, არამედ რუსეთის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი.

“შეუძლებელია და არც არის საჭირო, ოცდაშვიდი ქვეყანა ტყუპისცალივით აზროვნებდეს და ერთნაირი ხედვა ჰქონდეს ყველა პრობლემაზე. აქედან გამომდინარე, აზრთა სხვადასხვაობაც სრულიად ბუნებრივია. ევროკავშირი არ გახლავთ საბჭოთა კავშირი, სადაც ყველა რესპუბლიკის წარმომადგენელი თავის გამოსვლას ერთი და იმავე ადამიანის ნათქვამის ციტირებითა და ლოზუნგით იწყებდა და ამთავრებდა. მანდატის გადახედვა, რასაკვირველია, შესაძლებელია, თუ ამის პოლიტიკური ნება ევროპას გაუჩნდება და ვფიქრობ, საქმე აქეთკენ მიდის, რადგან რუსეთი არ აპირებს მიღწეულით დაკმაყოფილებას - რუსულ ხელისუფლებაში არის განცდა, რომ სულ მალე საკუთარ პოლიტიკურ ნებას სრულიად ევროპას უკარნახებენ. ამის წინაპირობა კი გახლდათ სარკოზისთან მიღწეული შეთანხმების იგნორირება და სრული დაუსჯელობა ასეთი პოზიციის გამო. რაც შეეხება მანდატს - იმისთვის, რომ რამე შედეგამდე მივიდეთ, ჩემი აზრით, პირველ რიგში, ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი და პრინციპი უნდა გადაიხედოს, რომელიც მუდმივად რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდა. ეს პრინციპი დღესაც იმავე ინტერესებს ემსახურება, რადგან უშედეგობა არის ერთადერთი შედეგი, რაზეც რუსეთი იყო, არის და იქნება ორიენტირებული კონფლიქტის ზონებთან დაკავშირებით”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“ჩემი აზრით, ევროპა უნდა იყოს გაცილებით მკაცრი, რათა “კვარტეტი”, რომელიც ჟენევაში იკრიბება, სამ დუეტად დაიშალოს. კერძოდ, პირისპირ მოსალაპარაკებლად დასხდნენ ქართველები და რუსები, მეორე შემთხვევაში ქართველები და ოსები, მესამე შემთხვევაში - ქართველები და აფხაზები. ეს არ ნიშნავს რამე ტიპის სახელმწიფოებრივი აღიარების პერსპექტივას ან ცდუნებას, ეს გახლავთ რეალური ფორმატი, რომლის პირობებშიც რეალური შედეგის მიღწევაზე შეიძლება ვილაპარაკოთ... სხვათა შორის, რუსეთისა და საქართველოს ექსპერტთა წრეებში არის სრულიად ერთნაირი განცდა, რომ ამერიკა პასიური გახდა და ნაკლებად აინტერესებს საქართველოსა და რუსეთში მიმდინარე შიდა პროცესები. ამას იმით ვხსნი, რომ განვლილი წელი იყო “ჯერ თავო და თავოს” პრინციპით განვითარებული და ამდენად, საერთაშორისო პოლიტიკის მიმართ ყურადღების მიქცევა მათ ვერ შეძლეს. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ასეთი გათამამება აუცილებლად გახდება ამ პოლიტიკის გადაფასების გამომწვევი მიზეზი და დასავლეთი მეტ ყურადღებას გამოიჩენს”, - დასძენს სოსო ცისკარიშვილი.

“ვფიქრობ, როდესაც გავიგებთ, რომელ სამ კანდიდატს სთავაზობს პრეზიდენტი ოპოზიციას, გაჩნდება განწყობა - “ვაის გავეყარეთ, უის შევეყარეთო...” რაც შეეხება თარხნიშვილს, მას ალბათ ღირსების ორდენით გააცილებენ, რაკიღა უკვე დიდი ხანია, თავად ამ ორდენმა ღირსება დაკარგა. ასე რომ, ოფიციალური საყვედური მის მიმართ გამოთქმული არ იქნება. ფაქტია, რომ ეს ჩაითვლება კონსენსუსად და ოპოზიციისადმი ხელისუფლების დიდ დათმობად, რაკიღა ეს საკითხი ბევრი ოპოზიციური ლიდერის გამოსვლაში ფიგურირებდა. მაგრამ საქმე ის არის, რომ ნაციონალური მოძრაობა თარხნიშვილების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის, ამიტომაც სულაც არ წუხან ამ ფაქტზე. უბრალოდ, საკითხი ბოლო წუთამდე მიიყვანეს იმისთვის, რომ ახალდანიშნული თარხნიშვილი #2 დროზე ადრე არ ყოფილიყო დისკრედიტებული თავისი საქმიანობით”, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი და შეკითხვას - “კიდევ ერთი თანამშრომლობის წერტილი თუ პუნქტი ხელისუფლებისა და ოპოზიციისა, უშიშროების საბჭო გახლავთ. მის სხდომაზე, გასულ კვირას ლარსის სასაზღვრო საგუშაგოს გახსნაზეც იყო ლაპარაკი”, - პასუხობს:

“რაც შეეხება ლარსის საგუშაგოს - რამდენადაც ცნობილია, საქართველოს რუსეთთან კაპიტულაციაზე ხელი ჯერ არ მოუწერია. ამდენად, საომარი მდგომარეობა, შესაბამისად ურთიერთმტრობა ორ ქვეყანას შორის კვლავ ძალაშია. ასეთ დროს, რა საზღვრის გახსნაზეა ლაპარაკი? თუ ამ საგუშაგოზე, ორივე მხრიდან საერთაშორისო დამკვირვებლების ოცდაოთხსაათიანი მონიტორინგი არ დაწესდა, ორივე ქვეყნის ხელისუფლებისგან ბრალდებათა კორიანტელი წამოვა, რაშიც ორივე მხარე კარგად გაწაფული გახლავთ...”

 

ანდრო ბარნოვი - “სალომე ზურაბიშვილის სვლა სწორედ იმის მცდელობა მგონია, რომ ალასანიას სახით განსხვავებული ძალის ჩამოყალიბება არ დაუშვან”

 

“ჩვენ ვიწყებთ ტოტალურ ბრძოლას ყველა ფრონტზე, ეს იქნება ქუჩის აქციები, იქნება სასამართლოები, საარჩევნო კომისიები, რომ არ დავთანხმდეთ იმ კაბალურ პირობებს, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს. ადამიანები ისე არიან დაშინებული, რომ ჯერ ძლივს მოდიან ჩვენთან და მერე მზად არ არიან, რომ საჯაროდ ისაუბრონ თავიანთ პრობლემებზე. ამ სიტუცაციაში უნდა განვაგრძოთ საერთაშორისო კუთხით მუშაობა, ასევე საჭიროა ქუჩაში დგომაც. არ შეიძლება გავჩერდეთ, რადგან ბაიდენის ვიზიტის შემდეგ არათუ გაჩერდა ხელისუფლება, არამედ უარესებს აკეთებს”, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი გაზეთ “მთელი კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციას აერთიანებს / ის მერობის კანდიდატზე მოლარაკებებს იწყებს.

“ალასანია იყო პირველი, ვინც კანდიდატურა დააყენა და მიმაჩნია, რომ არის ძალიან კარგი კანდიდატი მერობისთვის. მას იცნობენ უცხოელები და არის კონსტრუქციული. როცა მისგან გაცხადდება, რომ ვერაფერს მივაღწიეთ და საარჩევნო გარემო არ ვარგა, უფრო დამაჯერებული იქნება, ვიდრე მე და სხვა რომელიმე ოპოზიციონერი რომ იტყვის, რომელიც მეტი რადიკალიზმითაა ცნობილი. ტაქტიკურად შეიძლება ეს იყოს უკეთესი და საერთოდ, მე მომხრე ვარ ერთიანი კანდიდატურის. ჩვენ არ მივდივართ ჩვეულებრივ არჩევნებზე, სადაც საარჩევნო კამპანია მოეწყობა. იმედი მაქვს, მრავალპარტიული არჩევნებიც გაიმართება, მაგრამ დღეს არის ბრძოლა საჭირო და გვჭირდება ერთი კანდიდატი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სალომე ზურაბიშვილი.

“მე დავდივარ ყველასთან და ვმუშაობ ამ მიმართულებით. როცა ვიგრძნობ, რომ რაღაც მომწიფებულია, განვაცხადებ კიდეც. ყველას ვუხსნი, რამდენად გვჭირდება ამ ტიპის ბრძოლაში კიდევ უფრო ერთად დგომა, რაც არის აუცილებელი და ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ერთი სტრატეგიის ირგვლივ ვართ გაერთიანებული. არის კრიზისი იმ მხრივ, რომ ოპოზიციური გარემო არის ყველაზე საზიზღარი, რაც შეიძლება არსებობდეს. არსებობს ფსევდო-ოპოზიცია, რომელიც ხელს გვიშლის საქმიანობაში და ლახავს ჩვენს იმიჯს. არის მუდმივი მოსმენები, ჭორები, ჩარევა, დისკრედიტაცია და ეს არის ის გარემო კვაზიტოტალიტარული ქვეყნისა, რომელიც არ არის შექმნილი იმისთვის, რომ ოპოზიცია გახდეს ძლიერი”, დასძენს გამოცემის რესპონდენტი.

“სიმართლე გითხრათ, ქალბატონის სალომესი ვერაფერი გავიგე. ვის დაუჭერს მხარს, მისი საქმეა, მაგრამ მთავარია, გულწრფელი იყოს. სალომე ზურაბიშვილის სვლა სწორედ იმის მცდელობა მგონია, რომ ალასანიას სახით განსხვავებული ძალის ჩამოყალიბება არ დაუშვან”, - აცხადებს პოლიტოლოგი ანდრო ბარნოვი გაზეთ “ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოპოზიციამ ჰარაკირი ჩაიტარა. სალომე ზურაბიშვილის სვლა სწორედ იმის მცდელობა მგონია, რომ ალასანიას სახით განსხვავებული ძალის ჩამოყალიბება არ დაუშვან”.

“ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ზოგადად არჩევნებს ძალიან ცოტა ადამიანი აღიქვამს სერიოზულად. შეურაცხმყოფელია, როდესაც “ამტკიცებენ”, თითქოს არჩევნები არის ის, თუ ვინ მოვა ხელისუფლებაში, ვინ რომელ სკამს დაიკავებს. ასე არ არის ბატონო! უნდა მითხრან, რატომ მოდიან, ტყუილი მაინც მითხრან, ოღონდ თქვან, რა გეგმები აქვთ. დაანახვონ ხალხს, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის რას შეცვლიან. იდეალური არავინაა, მაგრამ უახლოესი მაგალითია დღევანდელი პრეზიდენტი. ყველას შეუძლია გაიხსენოს, რამდენი წელი მოდიოდა ეს კაცი იქამდე, სადაც მივიდა. შეიძლება ადამიანი არ გიყვარდეს, მაგრამ პროცესი ხომ უნდა აღიქვა? სააკაშვილი ყოველთვის იყო სისტემური მოთამაშე, სისტემიდან არ ამოვარდნილა და ქუჩის პოლიტიკოსი მაშინაც არ გამხდარა, როცა მიტინგები იმართებოდა. ამიტომ მიაღწია დასახულ მიზანს - თუ სისტემის გარეთ გადიხარ, ხარ მარგინალი”, - აცხადებს ანდრო ბარნოვი და შეკითხვას “- გამოდის, ოპოზიციამ საკუთარი თავის მარგინალიზაცია მოახდინა?” - პასუხობს:

“დიახ. ვაფრთხილებდი ამის შესახებ. მარტში ვთქვი, ამგვარი ქმედებებით სააკაშვილს მთლიანად დაუბრუნებენ ლეგიტიმაციას-მეთქი. მაშინ ეს გაუგებარი იყო. საბოლოოდ, საკუთარი თავის მტრები თავადვე აღმოჩნდნენ. სამწუხაროდ, ოპოზიციამ ჰარაკირი ჩაიტარა და თუ დაკარგული მხარდაჭერის დაბრუნება სურთ, სისტემაში დაბრუნებას უნდა შეეცადონ. სხვადასხვა სფეროს გაუმჯობესებაში შეიტანონ წვლილი. სხვაგვარად ხელისუფლების დამარცხება პანაცეა გამოდის. ამიტომ, სადაც არაეფექტურია ხელისუფლება, იქ გამოიჩინოს ოპოზიციამ თავი. დაარწმუნოს საზოგადოება, რომ აქვს უკეთესი ხედვა, გეგმა”.

 

ჯაბა ხუბუა - “ქართველ და რუს მართლმადიდებელ ერებს ერთი და იგივე მტერი ჰყავთ!”

 

“ჩვენ საქმე გვაქვს ოკეანის გაღმა მოკალათებულ იმ ქრისტეს ფეხის მკვნეტელებთან, რომელთა მთავარი მიზანიც მართლმადიდებლობის განადგურება და მოსპობაა. ბუნებრივია, ამ ძალებს თავისი დასაყრდენი ჰყავთ როგორც მართლმადიდებელ რუსეთში, ისე მართლმადიდებელ საქართველოში. თუ ეს ძალები საქართველოში თეა თუთბერიძეს, ლევან რამიშვილსა და სხვებს აყეფებენ, მათ რუსეთშიც ჰყავთ თავიანთი თუთბერიძე-რამიშვილები. მაგალითად, ვალერია ნოვოდვორსკაია და ალექსანდრ დუგინი!” - წერს გაზეთი “ასავალ-დასავალი” სტატიაში სათაურით СЛОВО О ПОЛКУ антиКИРИЛОВЕ / ქართველ და რუს მართლმადიდებელ ერებს ერთი და იგივე მტერი ჰყავთ!

“ნოვოდვორსკაია რუსეთის თეა თუთბერიძეა, დუგინი კი რუსეთის ლევან რამიშვილი! ასე რომ, დღეს ქართულ და რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიებს ერთი და იგივე ძალა ებრძვის! საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და რუსეთის პატრიარქს დღეს ერთსა და იმავე ბუდეში გამოჩეკილი ყვავის ბახალები დასჩხავიან თავს! დღეს ქართველ და რუს მართლმადიდებელ ერებს ერთი და იგივე მტერი ჰყავთ! სააკაშვილის ხელისუფლება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე თავდასხმის პარალელურად რუსეთის პატრიარქ კირილეს წინააღმდეგაც რომ გაშლიდა კამპანიას, ეს მე ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდი, როცა ამ ათიოდე დღის წინ წინათ ილია მეორე და კირილე ერთმანეთს ბაქოში შეხვდნენ. ხოლო როცა იმის შესახებ გახდა ცნობილი, რომ ილია მეორე კირილე საქართველოში მოიწვია და შესაძლოა, უახლოეს თვეებში რუსეთის პატრიარქი თბილისში ჩამოვიდეს, მაშინვე ვიფიქრე, სააკაშვილი შეღებილ თმებს ღერა-ღერა დაიპუტავს და ეჭვითა და შურით გაგიჟებულმა შესაძლოა, ავლაბრის რეზიდენციის კვერცხოვან გუმბათზე თავი ჰალსტუხით ჩამოიხჩოს-მეთქი”, - წერს სტატიის ავტორი, ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა.

“იმ მდგომარეობაში, რაშიც ახლა სააკაშვილია, მისგან ყველაფერი მოსალოდნელია.. 2009 წლის 14 ნოემბერს სააკაშვილის ფეხისგულების მფხანველად გადაქცეული ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ახალი გადაცემა “სპეციალური რეპორტაჟი” გავიდა და სწორედ ამ გადაცემაში პოვა სუბლიმაცია სააკაშვილის ხელისუფლების ავადმყოფურმა იდეოლოგიამ და შიზოიდურმა ბოდვებმა. სწორედ ამ გადაცემაში ვიხილეთ ჩვენ თეა თუთბერიძისა და ლევან რამიშვილის რუსი კოლეგების მთელი თაიგული, რომლებიც რუსულ მართლდმადიდებლურ ეკლესიასა და რუსეთის პატრიარქ კირილეს ზუსტად ისე უღრენდნენ, როგორც თუთბერიძე-რამიშვილები ქართულ ეკლესიასა და მის საჭეთმპყრობელს. “კრემლის პატრიარქი” ასე დაასათაურეს “იმედის” ახალი გადაცემის ავტორებმა რუსეთის პტარიარქისადმი მიძღვნილი საკმაოდ ვრცელი პასკვილი და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საჭეთმპყრობელი “კაგებესა” და “ეფესბეს” აგენტად, არყის, ხიზილალის, თამბაქოს ბიზნესის მამამთავრად და მილიარდერად გამოაცხადეს. დააკვირდით, ბრალდებათა შინაარსი ზუსტად იგივეა, როგორც თეა თუთბერიძის მიერ ატეხილი ისტერიის დედააზრი: ქართულ ეკლესიაში კორუფცია ჰყვავის, სასულიერო პირები მდიდრულად ცხოვრობენ, ილია მეორე კი “კაგებეს” აგენტი იყო!” - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“იგივე ბრალდებები გაისმის მოსკოველი თეა თუთბერიძე-რამიშვილების მხრიდან რუსეთის პატრიარქის წინააღმდეგ. თუმცა, აქ საქმე გაცილებით უფრო სერიოზულადაა, აქ საუბარია თავად მართლმადიდებელი ეკლესიის, როგორც ასეთის, უვარგისობაზე. აი რას ამბობს რუსეთის თეა თუთბერიძე - ვალერია ნოვოდვორსკაია: “ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ღმერთი სწამს, არ ითანამშრომლებს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან”. რუსეთის ლევან რამიშვილი - ალექსანდრ დუგინი კი ასეთ რამეს ამბობს: “კირილე მიეკუთვნება არა უბრალოდ მომლოცველთა ტიპს, არამედ ის წარმოადგენს მებრძოლ ეკლესიას, რომელიც იცავს ქრისტეს სახეს გარესამყაროსგან, მაგრამ სამყარო ეწინააღმდეგება ქრისტეს”. ძვირფასო მეგობრებო, მე რუსი თეა თუთბერიძისა და რუსი ლევან რამიშვილის ამ ნაბოდვარზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ, საკომენტაროდ ქართველი თეა თუთბერიძისა და ლევან რამიშვილის ბოდვებიც მეყოფა!” - დასძენს ჯაბა ხუბუა.

“მე დარწმუნებული ვარ, ქართველი თუთბერიძე-რამიშვილების ლაშქრობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და ქართული ეკლესიის წინააღმდეგ, აგრევე რუსეთის თუთბერიძე-რამიშვილების გამოხტომა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და პატრიარქ კირილეს წინააღმდეგ ამ შავბნელი ძალებისთვის ისეთივე უიღბლო და არაფრისმომტანი იქნება, როგორც მთავარ იგორ სვიატოსლავის ძისთვის ყივჩაღებზე ლაშქრობა!” - აცხადებს ჯაბა ხუბუა.

“მე ზემოთ ვთქვი, რომ ქართულ და რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიებს, ქართველ და რუს მართლმადიდებელ ერებს დღეს ერთი და იგივე მტერი ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, მართლმადიდებელი რუსი და ქართველი ერები, რომლებსაც სხვადასხვა დროს არაერთხელ გადაუტანიათ უმძიმესი განსაცდელი მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად, ქართველი და რუსი მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად, ქართველი და რუსი მართლმადიდებელი ერები, რომელთა არაერთ საუკეთესო შვილს დაუთმია სიცოცხლე ქრისტეს რჯულის დასაცავად, თანამედროვე ანტიქრისტეთა ლაშქარსაც ღვთის შეწევნითა და თავიანთი პატრიარქების ლოცვა-კურთხევით კუდს ამოაძუებინებენ!”- დაასკვნის სტატიის ავტორი.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/116809.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიმიტრი ორეშკინი - პუტინის სისტემა ჩიხშია შესული და რუსეთი კატასტროფისკენ მიექანება

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/116997.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახალი ამბავი:

დღეს მიშა სააკაშვილი ჩადის უკრაინაში ხვალ საელჩოს შენობა უნდა გახსნას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახალი ამბავი:

"დღეს მიშა სააკაშვილი ჩადის უკრაინაში ხვალ საელჩოს შენობა უნდა გახსნას "

 

TATASTROFA :D

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტით უკრაინას ეწვევა

18 / 11, 2009

 

საქართველოს პრეზიდენტი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით უკრაინას 18 ნოემბერს ეწვევა. ვიზიტის დროს მიხეილ სააკაშვილი უკრაინელ კოლეგას, ვიქტორ იუშჩენკოს შეხვდება.

როგორც ’’ინტერპრესნიუსს’’ უკრაინაში საქართველოს საელჩოში განუცხადეს, დაგეგმილია სხვა ოფიციალური შეხვედრებიც.

ამასთანავე, კიევში ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს უკრაინის საერთო ნაციონალური არხის ‘’უკრაინას’’ პოლიტიკურ თოქ-შოუში, რომელშიც განიხილება რეგიონში არსებული პოლიტიკური ვითარება, კონფლიქტები და საქართველო- უკრაინის ურთიერთობა.

საელჩოს ინფორმაციით, თოქ-შოუში მონაწილეობენ ექსპერტები და უკრაინის საზოგადოების წარმომადგენლები. გადაცემაში კითხვებს სვამს აუდიტორია, გადაცემის პრინციპია პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას შორის ურთიერთკავშირი.

სააკაშვილი უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტ იუშჩენკოსთან ერთად, კიევის ცენტრში საქართველოს საელჩოს ახალ შენობას გახნის.

მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი კიევში 20 ნოემბერს დასრულდება.

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 18.11.2009

 

18 / 11, 2009 13:17

· ოპოზიციის ნაწილი ამერიკის იმედადაა, ნაწილი - დიქტატურასთან მებრძოლების

· ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიების გარშემო შიში დაინერგა

· ამნისტია იქნება, შეწყალება - არა

· ცხინვალი, მოზარდების სანაცვლოდ, გაუჩინარებულ მაროდიორებს მოითხოვს

 

ოპოზიციის ნაწილი ამერიკის იმედადაა, ნაწილი - დიქტატურასთან მებრძოლების

 

“საარჩევნო პროცესი დემოკრატიულად რომ წარიმართოს, ოპოზიციას საერთაშორისო საზოგადოების, პირველ რიგში, აშშ-ის დახმარების იმედი აქვს. სწორედ ეს საკითხი იყო საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა გუშინ ოპოზიციასა და აშშ-ის დელეგაციას შორის გამართულ შეხვედრაზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ამერიკის იმედზე მყოფი ოპოზიცია.

“ჩვენ ვილაპარაკეთ მთელი საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე. იმაზე, თუ რა განიხილება საარჩევნო კომისიაში და რისი მიღწევა გახდის საბოლოოდ საარჩევნო სისტემასა და საარჩევნო გარემოს პოლოიტიკური ძალებისთვის მისაღებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ თავად ამერიკულმა დელეგაციამ დაგვიდასტურა - ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დროს მხარს დაუჭერენ კონსენსუსის ძიებას ორ პოზიციას შორის და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მივიჩნევთ, რომ შემდგომი მოლაპარაკებების გაგრძელება სამუშაო ჯგუფში საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, ბევრად უფრო შინაარსიანი გახდება. არის იმედი, რომ განსაზღვრულ საკითხებზე შეთანხმებასაც მივაღწევთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას “ალიანსის” ლიდერი ირაკლი ალასანია.

“ჩვენ ეს საკითხი დავსვით, რომ ხდება ხელისუფლების მხრიდან საბიუჯეტო სახსრებისა და ადამიანური რესურსის გამოყენება პარტიული მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, ეს ის ფაქტია, რომელიც ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის არის მიუღებელი. და ამ კუთხით ჩვენ წამოვჭერით საკითხი, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად ხელისუფლებასთან აქტიურად იმუშაონ. ამასთან, მე უფრო ღრმად წავალ და ვიტყვი, რომ არა მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზეა საუბარი, არამედ ჩართულია პირდაპირ რეპრესიული მანქანა საჯარო სამსახურის იმ თანამშრომლების მიმართ, ვისი განწყობებიც არ არის მისაღები. ეს საკითხებიც ძალიან აქტიურად დაისვა შეხვედრისას და ეს ის თემაა, რაზეც ამერიკელები მუშაობას განაგრძობენ”, - ამბობს ირაკლი ალასანია.

“ვემზადებით ყველაფრისთვის. საფრთხე ემუქრება საქართველოს სახელმწიფოებრიობას. პარტიის ამოცანაა, მზად იყოს ყველაფრისთვის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვას. ამ შემთხვევაში ბრძოლის ინსტრუმენტებში იგულისხმება აქციები, სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური აქტიურობები, რომლითაც იბრძვიან პოლიტიკური პარტიები”, - აცხადებს “ეროვნული ფორუმის” ლიდერი კახა შარტავა გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მერობის კანდიდატი არ გვეყოლება / ქვეყანაში ქაოსს არ დავუშვებთ.

“ტოტალიტარიზმი ამ რეჟიმის გარეგნული ფორმა იყო, რომელსაც მოქალაქე ეჯახებოდა. თავისი ბუნებით ტოტალიტარულ სისტემაში, რა თქმა უნდა, დიქტატურაც ფუნქციონირებს. როდესაც სამოქალაქო საზოგადოება გათავისუფლებას ცდილობს, ის სწორედ ეროვნული დაუმორჩილებლობით იბრძვის. ასეთ რეჟიმთან, რომელიც, როგორც დამპყრობელი, ისე ოპერირებს საკუთარ ქვეყანაში, ძალიან ძნელია მხოლოდ არჩევნების გზით, მოწოდებებით, მანიფესტაციებით, მიტინგებით იმ შედეგების მიღწევა, რომელსაც ადამიანის უფლებების აღდგენა ჰქვია” - ამბობს კახა შარტავა და შეკითხვას - “ანუ ეროვნული დაუმორჩილებლობა აქტუალური ხდება?” - პასუხობს:

“ბოლო წლებში ყოველთვის აქტუალური იყო და დღესაც აქტუალურია”.

“ფორუმი დადგება იქ, სადაც დგას. შველა და ხსნა ყველას ერთად თავმოყრაში არ არის. რაც შეეხება ერთიანი კანდიდატის გამოსავლენ პრაიმერს, კანდიდატზე შეუძლიათ ისაუბრონ მათ, ვინც არარსებული თვითმმართველობის ე.წ. ფსევდოარჩევნებში აპირებს მონაწილეობას. ჩვენთვის ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში”, - აღნიშნავს გამოცემის რესპონდენტი.

 

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გამოძიების გარშემო შიში დაინერგა

 

“მუქარის ზარი საქართველოს პირველი პრეზიდენტი გარდაცვალების გარემოებათა შემსწავლელი დროებითი კომისიის წევრებისა და კოსნტანტინე გამსახურდიას მისამართით 14 ნოემბერს, უშიშროების ყოფილ მინიტრს ნინუას მკვლელობის შემდეგ განხორციელდა მირიან პატარკაციშვილის, გამსახურდიას პირადი თანაშემწის ტელეფონზე... ერთი ზარის გამო ატეხილ აჟიოტაჟს კომისიის სხვა წევრები არ დასწრებიან. ოფიციალურ რეაგირებას რაც შეეხება, ესეც პარტიულ და არა საპარლამენტო კომისიის დონეზე მოხდა. მიმართვის წერილი “თავისუფლების” იურისტმა, გამსახურდის კიდევ ერთმა თანაშემწემ, გიორგი ჩოხელმა შსს-ში 17 ნოემბერს შეიტანა და ანონიმური ზარის ავტორი დადგენა მოითხოვა”, - წერს გაზეთი “ვერსია” სტატიაში სათაურით თამაზ ნინუას მკვლელი კონსტანტინე გამსახურდიას თანამზრახველების “მიწასთან გასწორებით” ემუქრება?

“ვიღაც მთელი დღის განმავლობაში რეკავდა ჩემს ტელეფონზე ანონიმური ზარიდან. ზარის შემოსვლის დროა დაახლოებით 12:35 სთ, 14 ნოემბერს. უცნობმა მამაკაცმა მკითხა, კომისიასთან თუ გაქვს შეხება, იცოდე, ვინც მაგ საქმეში ხართ ჩარეული, ყველას მიწასთან გაგასწორებთო - ანუ, ფიზიკური ლიკვიდაციითაც დაიმუქრა. მაინცდამაინც მე, ალბათ, იმიტომ დამირეკეს, რომ ბატონ კონსტანტინესთან დაახლოებული პირი ვარ. გასაკვირი ის იყო, ზარის ჩემს კორპორატიულ ნომერზე რომ შემოვიდა, მაგრამ ვერ გეტყვით, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო. სხვათა შორის, კომისია თამაზ ნინუას დაკითხვასაც აპირებდა. ასე რომ, საფრთხე, ზარიდან გამომდინარე, ყველას ემუქრება, რადგან ვითანამშრომლებთ ყველა ადამიანთან, ვისაც რამე ინფორმაცია აქვს, იქნება ეს ყოფილი დიდმოხელე თუ ყოფილი პრეზიდენტი. თუმცა ვერც იმას გამოვრიცხავ, ვიღაცას დაშინების მიზნით დაერეკა და ზარის ნინუას მკვლელობას არც უკავშირდებოდეს”, - განმარტავს გამოცემისთვის მიცემულ კომენტარში მირიან პატარკაციშვილი.

“მკვლელობამ შეასრულა განსაზღვრული როლი. ბევრმა ადამიანმა გამომიცხადა პირად საუბრებში, რომ საკმაოდ შეშინებულია. ვგულისხმობ მათ, ვინც ღირებულ ინფორმაციას ფლობს და მაშინ მაღალი თანამდებობის პირები გახლდნენ. ეს ადამიანები აქამდე ბევრი თამამები იყვნენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პარტია “თავისუფლების” ლიდერი სანდრო ბრეგაძე და შეკითხვას - “ვინ არიან ისინი?” - პასუხობს:

“სხვის სიმხდალეზე ლაპარაკი, ჩემი მხრიდან, არ იქნება ღირსეული საქციელი. რა თქმა უნდა, ისინი ინფორმაციას მართლაც ფლობენ, მაგრამ ახლა მხოლოდ მისი თქმა შემიძლია, პირადი გასაუბრების საფუძველზე, რომ მომხდარის გამო საკმაოდ შეშინებული არიან. ისევე როგორც კომისიის ახალგაზრდა წევრები. ამიტომ, შეიძლება ითქვას, კომისიაში შიშის ფაქტორი დაინერგა. არც იმას გამოვრიცხავთ, რომ ვიღაცამ უბრალოდ იმიტომ დარეკა ნინუას გარდაცვალების მეორე დღეს, რომ მისი ეს ზარი უფრო პროდუქტიული ყოფილიყო. ჩვენს მუშაობას აზრი უნდა ექნეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტში დარჩენას აზრი არ ექნება”.

“კონსტანტინე გამსახურდია მართლაც დაინტერესებულია, მამის სიკვდილი ბოლომდე გამოიძიოს. დანარჩენებზე იგივეს ვერ ვიტყვი. ეს კომისია აბსოლუტურად სხვა მიზეზებით არის შექმნილი. ეს კომისია არც დამნაშავეებს მიაგნებს და არც იმ მიზეზებს დაადგენს, თუ რატომ მოხდა ეს ამბავი. ზვიად გამსახურდიას რომ თავი არ მოუკლავს, ეს კომისიის დასკვნის გარეშეც ნათელია”, - აცხადებს გაზეთ “ახალი თაობის” კორესპონდენტთან საუბრისას აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე, სტატიაში სათაურით შევარდნაძემ იგორ გიორგაძეს გამსახურდიას აყვანის უფლება არ მისცა / უშიშროების ექსმინისტრი პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საიდუმლოს გაამხელს.

“თავიდანვე იცოდნენ, სად აფარებდა თავს გამსახურდია... არ უნდოდათ, ღიად გაენადგურებინათ. ასე რომ მოქცეულიყვნენ, ყველა გაიგებდა, რომ მათ გამსახურდია მოკლეს. ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო რამ აქვს მოყოლილი იგორ გიორგაძეს, რომელიც მაშინ საქართველოს უშიშროების მინიტრი იყო”, - ამბობს ელიზბარ ჯაველიძე და შეკითხვას - “იგორ გიორგაძის ნათქვამი სანდოა?”- პასუხობს:

“იგორ გიორგაძეს მე ძალიან კარგად ვიცნობ. ეს ადამიანი ტყუილს არ იკადრებს”.

 

ამნისტია იქნება, შეწყალება - არა

 

“23 ნოემბერს პრეზიდენტი პატიმრებს არ შეიწყალებს. გიორგობის დღესასწაულისა და “ვარდების რევოლუციის” მეექვსე წლისთავისთვის ამნისტია იგეგმება, რომელიც მხოლოდ ნარკომომხმარებლებს შეეხება. აქედან გამომდინარე, როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, შეწყალება აღარ იქნება”, - წერს გამოცემა სტატიაში სათაურით ამნისტია იქნება, შეწყალება - არა.

“გიორგობისთვის ნარკომომხმარებლებს დარჩენილი სასჯელის ვადა გაუნახევრდებათ. შესაბამისად, საპატიმროს ერთბაშად, როგორც შეწყალებისას ხდება ხოლმე, არავინ დატოვებს. “თუ ვინმეს 2 დღეს დარჩა სასჯელის მოხდამდე, იმ ორ დღესაც გაუნახევრებენ და ერთი დღის მერე გამოუშვებენ” - ამბობს თევდორაძე. ის ამნისტირებულთა ზუსტ რაოდენობას ვერ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ამ მუხლებით 3 ათასამდე ადამიანია დაკავებული. რატომ არ განხორციელდება წინასწარ გაცხადებული შეწყალება 23 ნოემბერს, ამასთან დაკავშირებით არაფერი იციან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“წესით, შეწყალების კომისიის სხდომას პრეზიდენტი ნიშნავს, თუმცა მიხეილ სააკაშვილს სხდომა არ დაუნიშნავს. როგორც თევდორაძე ამბობს, მან პრეზიდენტს გაუგზავნა წერილი თხოვნით, რომ მიეცა ნოემბერში შეწყალების კომისიის სხდომის გამართვის თანხმობა, რაზეც, როგორც თავად ამბობს, პასუხი დღემდე არ მიუღია. “23 ნოემბრამდე არაფერი დარჩა. ყოველთვის ათი დღით ადრე ვიღებდი წერილს პრეზიდენტისგან, რომ გამემართა შეწყალების კომისიის სხდომა. იმიტომ, რომ მერე დრო არ რჩება მუშაობისთვის. მაგრამ პასუხი არ მიმიღია. ეს ნიშნავს, რომ 23 ნოემბერს პატიმრების შეწყალება არ იქნება... შეწყალების მსურველთა განცხადება საკმაოდ ბევრია და მათ შორის ბევრი ქალბატონია. თევდორაძე ამბობს, რომ 23 ნოემბრის შემდეგ ხელახლა მიმართავს პრეზიდენტს, რომ დეკემბრის ბოლოს გაიმართოს შეწყალების კომისიის სხდომა და პატიმრების შეწყალება საახალწლოდ მოხდეს. ტრადიციულად ჩამოყალიბდა, რომ წელიწადში ერთი შეწყალება მაინც არის. წლეულს ერთი შეწყალება უკვე იყო”, - განმარტავს სტატიის ავტორი.

“ვფიქრობ, ამ ამნისტიის გამო პრეზიდენტმა გადაწყვიტა, არ გაგვემართა შეწყალების კომისიის სხდომა. ის მუხლები, რომლებიც გამოცხადებულია - 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და 273-ე მუხლი, არ ეხებათ ნარკოტიკების გამავრცელებლებს. ამნისტია ითვალისწინებს დარჩენილი სასჯელის განახევრებას, ანუ 23 ნოემბერს საპატიმროს ვერავინ დატოვებს. ერთბაშად, როგორც ეს შეწყალების შემთხვევაში ხდება ხოლმე, ამნისტიის შემთხვევაში ასე არ მოხდება. მაგრამ ეტაპობრივად, ვისაც გაუნახევრდება სასჯელი და დაუმთავრდება პატიმრობის ვადა, ისინი პერიოდულად დატოვებენ საპატიმროს”, - აცხადებს ელენე თევდორაძე.

 

ცხინვალი, მოზარდების სანაცვლოდ, გაუჩინარებულ მაროდიორებს მოითხოვს

 

“ლავრენტი კაზიევი, იბრაგიმ ლალიევი და ვლადიმირ ელოევი - ცხინვალი საქართველოს ხელისუფლებისგან ამ 3 ოსის დაბრუნებას მოითხოვს და სამაგიეროდ 4 ტირძნისელი მოზარდის გათავისუფლებაზე თანახმაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით დაკარგული ოსების საკითხი ქართულმა მხარემ უნდა გამოიძიოს - ზაქარეიშვილი.

“კაზიევი, ლალიევი და ელოევი რეალური ადამიანები არიან. ისინი მოქმედებდნენ ქართულ სოფლებში, როგორც ჩანს, არცთუ კეთილი განწყობით. არ გამოვრიცხავ, რომ მაროდიორები იყვნენ. შეიძლება ქართული მხრიდან მართლაც განხორციელდა რაღაც ღონისძიება, რათა მათი მაროდირობა შემწყდარიყო. ოსური მხარის მტკიცებით, მათ ნახეს, როგორც აიყვანეს ქართველებმა ისინი ტყვეობაში. რამდენად მართალია ეს, არ ვიცი. ფაქტია, რომ ქართულ ოფიციალურ მხარეს ეს ხალხი არ ჰყოლია, რადგან ეს არსად არ ჩანს. ანუ მათი ყოფნა საქართველოს ამა თუ იმ ოფიციალურ სტრუქტურაში, ფაქტობრივად, არ მტკიცდება. დიდი შანსია, ეს ხალხი ცოცხლები აღარ იყვნენ. საჭიროა იმ ადამიანის მოძებნა, ვინც იცის მათი საბოლოო ბედი. არ გამოვრიცხავ, ჩვენმა უშიშროებამ ეს არც კი იცოდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქართულმა მხარემ ამას უნდა წაუყრუოს. პირიქით, უნდა დაინტერესდეს და გამოიძიოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

“ოსები ამბობენ, რომ ამ ბავშვებთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არსებობს პასუხგაუცემელი კითხვები და ამიტომაც ჭიანურდება მათი გაშვება. თუმცა იმასაც იძახიან, რომ საქმეს სასამართლომდე არ მიიყვანენ, ისე გაათავისუფლებენ. ეს ინფორმაცია ოსებისგან მაქვს, რამდენად სწორია, არ ვიცი. ამ ბავშვებზე ბევრჯერ ველაპარაკე ოსებს და მითხრეს, რომ ძალიან ალოგიკურები უნდა ვიყოთ - 16 დაჭერილი კაცი გამოვუშვით და ახლა ბავშვებს ვიყენებდეთ საპროვოკაციოდო; ამით თავი რატომ უნდა შეგვერცხვინა მთელი მსოფლიოს წინაშეო. ისინი დაჟინებით გაიძახიან, რომ არის შეკითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს - საიდან მოდიოდნენ, როგორ მოდიოდნენ, რა ჰქონდათ”, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი და კორესპონდენტის შეკითხვას - “რამდენადაც ჩემთვის ცნობილია (თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მთლად ზუსტი ინფორმაცია მაქვს), ბავშვები სკოლიდან სათევზაოდ მიდიოდნენ და თევზის დაჭერა ასაფეთქებელი დინამიტებით ჰქონდათ განზრახული. სწორედ ეს თევზსაჭერი “დინამიტები” აქვს ოსურ მხარეს გაბუქებული. ამაზე თუ გსმენიათ რამე?” - პასუხობს:

“ეს ვერსია არ გამიგია და თქვენგან პირველად მესმის. თუკი მართლა ჰქონდა ეს ასაფეთქებელი დინამიტები, ეს თავისთავად უკანონო ქცევაა. რომ ამბობენ, კითხვები გვაქვს დარჩენილიო, შესაძლოა ამ ასაფეთქებლებს გულისხმობდნენ. როგორც ჩანს, გამოძიებაც სწორედ ამ კუთხით მიდის: მართლა სათევზაოდ მიდიოდნენ ბავშვები და ამისთვის სჭირდებოდათ ამფეთქებლები თუ არა. ანუ, ეს უნდა დაადასტუროს გამოძიებამ. ამას დაადასტურებს და აუცილებლად გამოუშვებენ...”

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/117115.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ლუსტრაციის შესახებ" კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია

15:12 - 18.11.2009

დეპუტატ გია თორთლაძის მიერ ინიცირებული "ლუსტრაციის შესახებ" კანონპოექტის განხილვა პარლამენტში შეჩერებულია. ხმაურიანი პროექტის ოფიციალური ინიცირება საკანონმდებლო ორგანოში სექტემბრის დასაწყისში მოხდა, მაგრამ საქმე წინ აღარ წასულა. "ლუსტაციის შესახებ" კანონპროექტზე მსჯელობა საპარლამენტო კომიტეტებსა და ფრაქციებში პროექტის ინიცირებისთანავე უნდა დაწყებულიყო და პირველივე დღეებში პლენარულ სხდომაზე გასულიყო, თუმცა ამ პროცედურის ნაცვლად, განხილვამ პროკურატურის და შსს-ს შიდა, სამუშაო კონსულტაციების სტადიაში გადაინაცვლა. "არის საკითხები, რომელიც მეტ დაზუსტებას საჭიროებს. სწორედ ამიტომ ჩვენ მთავრობასთან დამატებითი კონსულტაციების რეჟიმში გავდივართ~ - აცხადებს კანონპროექტის ავტორი, თუმცა "საკითხების კონფიდენციალურობის" მოტივაციით მათი დაკონკრეტებისგან თავს იკავებს. "ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების, კომუნისტური პარტიისა და ლენინური კომკავშირის მაღალი თანამდებობის პირების რეგისტრაციის, ნებაყოფილობითი აღიარებისა და რეესტრის წარმოების შესახებ~ კანონპროექტი (იგივე "ლუსტრაციის შესახებ" კანონი) პარლამენტში ოფიციალურად 1 სექტემბერს იქნა ინიცირებული. პროექტი ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების რეგისტრაციას, ნებაყოფლობითი აღიარების და რეესტრის წარმოების წესებს, აგრეთვე ამ პირთათვის დაწესებულ თანამდებობრივ შეზღუდვებს განსაზღვრავს. კანონპროექტით დგინდება თანამდებობების ნუსხა, რომლებზეც ვრცელდება თანამდებობრივი შეზღუდვები. ამ თანამდებობეზე იმ პირთა დანიშნვა იკრძალება, რომლებიც ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლები, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ოფიცრები, კომუნისტური პარტიის და კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის წევრები და რაიონული კომიტეტის მდივნები, აგრეთვე საქართველოს სსრ ტელერადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეები იყვნენ.

http://pirweli.com.ge/index.php?option=com...04&Itemid=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოში H1N1 ვირუსით ინფიცირების შემთხვევები 15-ით გაიზარდა

18 / 11, 2009 18:01

:

საქართველოში H1N1 ვირუსით ინფიცირების შემთხვევები 15-ით გაიზარდა.

როგორც `ინტერპრესნიუსს~ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ შოთა ცანავამ აცნობა, ახალგამოვლენილი შემთხვევებიდან სტაციონარში ერთი პაციენტი მკურნალობს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დანარჩენებს მკურნალობა სახლის პირობებში უტარდებათ. ახალგამოვლენილთაგან არის ვირუსის ადგილზე გადადების, ასევე უცხოეთიდან შემოტანის შემთხვევები.

მისივე თქმით, დღეისათვის საქართველოში დაავადებულთა რაოდენობა 86-ს შეადგენს. მათგან ადგილზე გადადების 25 ფაქტია რეგისტრირებული, ევროპის ქვეყნებიდან - 28, უკრაინიდან – 17, ხოლო დანარჩენი - სხვა ქვეყნებიდან.

ცანავას განცხადებით, უკვე სახეზეა ადგილზე ინფიცირების შემთხვევების საგრძნობი მატება და საქართველო ეპიდზღვარზე იმყოფება. ყველა შემთხვევა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

 

მდაას!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ვიცი სამი ადამიანი, ვინც ამ ქვეყანას გაუძღვება"

ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს კრწანისის რეზიდენციაში ვესტუმრეთ. ხანმოკლე საუბრის შემდეგაც კი დავრწმუნდით, რომ ბატონ ედუარდს იუმორის გრძნობა დღემდე არ ღალატობს. მკითხველისთვის, ალბათ, საინტერესო იქნება, რას ფიქრობს საქართველოში შექმნილ ვითარებაზე, პიროვნება, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ქვეყანას მართავდა:

 

- ბატონო ედუარდ, ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს თუ დავუჯერებთ, საქართველოს კვლავ თქვენ მართავთ, ოღონდ თქვენი გაზრდილების მეშვეობით...

- რა კომენტარი უნდა გავაკეთო ასეთ აბსურდულ განცხადებებზე? უბრალოდ მეცინება, როცა ასეთ რამეს საქვეყნოდ ამტკიცებენ.

 

- ხშირად ჩნდება კითხვა - რატომ არ მოჰყვა შედეგი ოპოზიციის მრავალრიცხოვან აქციებს? "ვარდების რევოლუციის" დროს ხომ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა?

- ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ოპოზიციის გამოუცდელობა იყო. ამასთანავე, საპროტესტო აქციებს ორგანიზებულობა და ერთიანობაც აკლდა. ოპოზიციის წარმომადგენლები მხოლოდ ერთ საკითხში იყვნენ ერთსულოვნები: ამტკიცებდნენ და დღესაც ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს, მაგრამ ხელისუფლება მათ ნათქვამზე არსად მიდის. რომ წავიდეს, მან უნდა იგრძნოს ძალა, რომელიც ოპოზიციას ჯერჯერობით არა აქვს. უნდა ვაღიაროთ, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ თავის მოწინააღმდეგეებს გამოცდილებითაც აჯობა და რესურსითაც. წარმოიდგინეთ: არმიაც და პოლიციაც ხელისუფლებას ემორჩილება, ყველა სამინისტრო და სტრუქტურა მის დაქვემდებარებაშია. როგორც ჩანს, ოპოზიციამ სიტუაცია ჯეროვნად ვერ შეაფასა, ამიტომაც აღმოჩნდა ეს აქციები წარუმატებელი.

 

თუ ყველაფერი ისე გაგრძელდა, როგორც დღეს არის, სააკაშვილი თავის საპრეზიდენტო ვადას ბოლომდე ამოწურავს. ისე კი, ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს რა მოხდება. ვფიქრობ, ოპოზიციის საყრდენი ხალხი უნდა იყოს, თუმცა ხალხთან მისვლა მათ ვერ მოახერხეს. თითქოს ხვდებიან მოსახლეობას, ჩადიან ხან ერთ რეგიონში, ხან მეორეში, მერე კი უკან ბრუნდებიან და ამით მთავრდება ყველაფერი. ვერ შეძლეს საკუთარ ძალასა და გულწრფელობაში დაერწმუნებინათ საქართველო - სოფლიდან დაწყებული ქალაქით დამთავრებული. სწორედ ეს არის ქართული ოპოზიციის სისუსტე.

 

- ბატონო ედუარდ, გადავიდეთ სხვა საკითხზე: პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილის აზრით, აგვისტოს ომი სააკაშვილის ხელისუფლებამ დაიწყო, მეორენი კი ამტკიცებენ, რომ ეს უბედურება გარდაუვალი იყო. თქვენ ვის აზრს იზიარებთ?

- თუ ყურადღებით წაიკითხავთ ტალიავინის კომისიის დასკვნას, იქ გარკვეულად წერია, ვინ დაიწყო ომი და როგორ მოხდა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. ამ დასკვნაში ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია. ახლახან ვიყავი გერმანიაში, იქ ბევრი მეგობარი შემხვდა, რომლებსაც მაღალი წარმოდგენა აქვთ ტალიავინის კომისიის დასკვნაზე. ყველაზე ცნობილი დიპლომატებიც კი ერთხმად აღიარებენ, რომ ეს არის დასკვნა, რომელსაც შეიძლება ენდო.

 

- კიდევ ერთი მტკივნეული საკითხი - ბევრი ვერსია არსებობს ზურაბ ჟვანიას დაღუპვაზე. ამას წინათ თემურ შაშიაშვილმაც გააკეთა საკმაოდ მწვავე განცხადება. ეთანხმებით მის მოსაზრებებს?

- სამწუხაროდ, ზურაბ ჟვანიას მკვლელობა დღესაც ბნელითაა მოცული. თემურ შაშიაშვილმა განცხადება კი გააკეთა, მაგრამ ისიც დაამატა, რომ ფაქტებს გარკვეული დროის შემდეგ დადებდა. ჯერჯერობით ეს ფაქტები არ ჩანს. თემური სერიოზული კაცია და არა მგონია, ჭორებს აჰყვეს. ადრეც მჯეროდა და ახლაც მჯერა მისი, მაგრამ თუ არ დამტკიცდა, რა პირობებში მოკლეს ზურა, როდის მოხდა ეს ტრაგედია და ვინ არის მკვლელი, დაბეჯითებით რაიმეს მტკიცება ძნელია. ეს ყველაფერი ჯერჯერობით გაურკვეველია. თემური ტყუილს არ იტყვის, ალბათ, მას აქვს საფუძველი, რომ კონკრეტული ფაქტებით დაამტკიცოს თავისი ნათქვამი და ხალხიც დაარწმუნოს.

 

- საინტერესოა, ზურაბ ჟვანია ცოცხალი რომ ყოფილიყო, რა გზით წავიდოდა ჩვენი ქვეყანა?

- ჟვანია რომ ცოცხალი ყოფილიყო და რეალური ძალაუფლება ჰქონოდა, ბევრ უსიამოვნებას ავიცილებდით თავიდან. აგვისტოს ომიც არ იქნებოდა. ბევრჯერ მითქვამს - ზურაბ ჟვანია იყო ძალიან ჭკვიანი, შორსმჭვრეტელი ადამიანი, რომელსაც შეეძლო თანამშრომლობა არა მარტო თავის მომხრეებთან, არამედ მოწინააღმდეგეებთანაც. ის მაშინაც კი მოდიოდა ჩემთან, როცა უკვე ოპოზიციაში იყო.

 

- ალბათ, ეს თვისება დღევანდელ პოლიტიკოსებს ჰაერივით სჭირდებათ.

- ალბათ, ასეა. დიალოგი ყველასთან საჭირო და აუცილებელია - რუსებთან, ოსებთან თუ აფხაზებთან, განსაკუთრებით კი - საკუთარ ხალხთან. თუ საკუთარ ხალხს არ ესმის შენი, მაშინ ოსსა და აფხაზს რაზე უნდა ელაპარაკო? ყველა ქვეყანაში საბოლოოდ ყველაფერს ხალხის მხარდაჭერა წყვეტს.

 

- დასასრულ, ბატონო ედუარდ, თქვენ კარგა ხანია ამბობთ, რომ იცით ორი ადამიანი, ვინც შეძლებს საქართველოს გაუძღვეს და კრიზისიდან გამოიყვანოს. ახლაც არ გაგვიმხელთ, ვინ არიან ისინი?

- ადრე ორს ვამბობდი, ახლა უკვე მესამეც გამოჩნდა. მათ შორის საკუთარ თავს არ ვგულისხმობ. ამ ადამიანების ვინაობას ვერ გაგიმხელთ, ათამდე ჟურნალისტს უკვე უარი ვუთხარი და ახლა თქვენ რომ გაგიმხილოთ, ყველა ერთად უნდა გადავიმტერო. ისე, საქართველოში ნიჭიერ, გამოცდილ ხალხს რა დალევს?!

 

 

 

”ყველა სიახლე” 19-11-2009

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 19.11.2009

 

• დაემატება თუ არა ნანი ბრეგვაძე “რუსეთის აგენტების” რიცხვს

• ახალ საარჩევნო კოდექსზე მოლაპარაკებები ჩაიშალა?!

• რატომ დაუპირისპირდნენ ადვოკატები ნანა კაკაბაძეს

 

დაემატება თუ არა ნანი ბრეგვაძე “რუსეთის აგენტების” რიცხვს

 

“ჩვენთან ნანი ბრეგვაძე ჩამოდის!”- ასეთი სათაურებით არის აჭრელებული რუსული მასმედია, რომელიც იუწყება, რომ 22 ნოემბერს ქართველი მომღერალი იაკუტიის რესპუბლიკაში კონცერტს გამართავს. მოსკოვში, ოქტომბრის ბოლოს გრანდიოზულად აღინიშნა რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ევგენი პრიმაკოვის 80 წლის იუბილე. მას დაბადების დღე პირადად მიულოცეს რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა და პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც იმ საიუბილეო საღამოსაც დაესწრო, სადაც ქალბატონი ნანი ბრეგვაძეც იყო მიწვეული”, - წერს გაზეთი “ყველა სიახლე” სტატიაში სათაურით “არაფრის მეშინია!” / უამრავი რუსი მოდიოდა ჩემთან და მეუბნებოდა, - “მრცხვენიაო!”

“ჩემ გარდა, საიუბილეო საღამოს არაერთი ქართველი დაესწრო. ევგენი პრიმაკოვს 1957 წლიდან ვიცნობ. მასთან და მის მეუღლესთან, ქალბატონ ლაურასთან ყოველთვის თბილი ურთიერთობა მქონდა. მათ ოჯახში ხშირად ვყოფილვარ. ევგენი ჩემთვის უახლოესი ადამიანია. ჩვენს ურთიერთობასთან პოლიტიკას არაფერი ესაქმება, ამიტომაც ვერ დავაკლდებოდი მის იუბილეს. მისგან ბევრი სიკეთე მახსოვს, მოგეხსენებათ, თბილისშია დაბადებული და სანახევროდ ქართველია. ქართველთაგან ძირითადად ესწრებოდნენ იქაური ქართველები - ზურაბ წერეთელი, გიორგი დანელია და სხვები...” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნანი ბრეგვაძე.

“რა თქმა უნდა, ვიმღერე. აბა, ისე ვინ გამაჩერებდა?! ჯერ რუსული სიმღერა შევასრულე, რის შემდეგაც სიტყვით გამოსვლის სურვილი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა გამოთქვა. მან საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ილაპარაკა. ისე ვნერვიულობდი, კარგად ვერც მოვუსმინე. სულაც არ მსიამოვნებდა პუტინის გვერდით ყოფნა, თუმცა, როგორც მერე მითხრეს, ბევრი კარგი სიტყვა უთქვამს ჩვენი მისამართით, რომ უყვარს ქართველები და წუხს იმის გამო, რაც მოხდა. სიმართლე გითხრათ, შარშანდელი ომის შემდეგ ამ სიტყვების დაჯერება ძალიან მიჭირს. პუტინის გამოსვლის შემდეგ შევასრულე “თბილისო”, ვერ წარმოიდგენთ, რა ხდებოდა დარბაზში. ეგონათ, ეს ყველაფერი დადგმული იყო, არადა, სპონტანურად მოხდა... იმ კონცერტზეც და მოსკოვის ქუჩებში გავლისასაც უამრავი რუსი მოდიოდა ჩემთან და მეუბნებოდა - “მრცხვენიაო!” უბრალო ხალხი იქაც ძალიან წუხს იმის გამო, რაც შარშან მოხდა”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“ისე, პუტინს კარგა ხანია ვიცნობ, ჯერ კიდევ იქიდან, როდესაც პეტერბურგის მერი ანატოლი სობჩაკი იყო. სობჩაკი პეტერბურგში გამართულ ჩემს ყველა კონცერტს ესწრებოდა. მას ყოველთვის ახლდა პუტინიც. უფრო ახლოს კი გავიცანი რამდენიმე წლის წინ, რასულ გამზათოვის 80 წლის იუბილეზე, სოჭში, სადაც დიდი ოვაციით შემხვდა და მომიკითხა”, - დასძენს ნანი ბრეგვაძე.

“დიახ, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლოდ ვარ, მაინც წავალ და ვიმღერებ. 22 ნოემბერს კონცერტი ქალაქ იაკუტსკში, იაკუტიის რესპუბლიკაში იქაური ქართველების ორგანიზებულია, რის შესახებაც კარგა ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება. არ იფიქროთ, რომ უზარმაზარ ჰონორარს მიხდიან და იმიტომ მივდივარ, უბრალოდ, რადგან ქართველებმა მთხოვეს, უარი ვერ ვთქვი. ისე, ცოტა ხნის წინ კონცერტი მქონდა სანქტ-პეტერბურგშიც, დახურული, უაფიშო კონცერტი იყო. ნახევარი საათის განმავლობაში სიმღერა ვერ დავიწყე, რადგან მთელი დარბაზი ფეხზე იდგა, ტაშს უკრავდა და ტიროდა...” - აცხადებს ნანი ბრეგვაძე და შეკითხვას - “მოგეხსენებათ, ცნობილი ქართველი მომღერალი პაატა ბურჭულაძე მოსკოვში საქველმოქმედო კონცერტზე გამოსვლის გამო რა კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოხვდა. საქართველოს ხელისუფლებაში მაინცდამაინც არ სწყალობენ ადამიანებს, რომლებიც რუსეთთან თუნდაც კულტურულ ურთიერთობას ინარჩუნებენ. არ გეშინიათ, რომ თქვენც გაგაკრიტიკებენ?” - პასუხობს:

“არაფრის მეშინია! ეს ჩემი საქმეა, თუ არ ვიმღერე და კონცერტებზე არ გამოვედი, ჩემი კარიერაც დასრულდება და ცხოვრებაც. ჩემი აზრით, ასეთი რადიკალურად უარყოფითი დამოკიდებულება არასწორია. ჯერჯერობით არ ვაპირებ მოსკოვში რამე გრანდიოზულ პროექტში მონაწილეობას ან სოლოკონცერტის გამართვას, თუმცა არ ვიტყვი უარს, თუ შემოთავაზება მექნება პერიფერიული ქალაქებიდან. ისე, ერთ-ერთი წამყვანი რუსული არხიდან მთხოვეს საახალწლო გადაცემაში მონაწილეობა, რაზეც უარი ვთქვი”.

“ცნობილია, რომ რუსეთთან ურთიერთობების გამო მრავალ სახელგანთქმულ ქართველს ჩვენმა ხელისუფლებამ შერისხულის იარლიყი მიაკერა. მათ შორის მოხვდნენ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, მომღერალი პაატა ბურჭულაძე და სხვა ცნობილი ადამიანები. ამჟამად შეიძლება მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს - დაემატება მათ რიცხვს მომღერალი ნანი ბრეგვაძე თუ არა, ამას მალე შეიტყობთ”, - წერს გაზეთი “ჯორჯიან ტაიმსი” სტატიაში სათაურით ნანი ბრეგვაძემ პრიმაკოვის დაბადების დღეზე “ძალზე ქართულად” იმღერა / “რუსეთის აგენტების” რიცხვს ნანი ბრეგვაძეც მიემატება?

“პრიმაკოვის იუბილეს თავად რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინიც ესწრებოდა. მან ღონისძიებაზე მხოლოდ ნახევარი საათით დააგვიანა. მშობლიურ ლენინგრადს “იავნანაც” უმღერა და ორი სადღეგრძელოც წარმოთქვა, რაც პროგრამით გათვალისწინებული არ ყოფილა. სტუმრებს შორის რუსული პოლიტელიტის ნაღები იმყოფებოდა. ღონისძიებაზე ქართველობასთან კავშირში მყოფი საკმაოდ ბევრი პიროვნება იყო. კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, დედით ქართველი იგორ ივანოვი, რუსეთის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი (ინტერნეტგამოცემა “გაზეტა.რუს” პუბლიკაციაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ იგი თბილისელი სომეხი, გვარად კალანტაროვია). ოლიგარქი შალვა ბრეუსი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ვიქტორ გელოვანი მეუღლე ნანა ანჯაფარიძე-გელოვანთან ერთად, მომღერალი ნანი ბრეგვაძე და მოქანდაკე ზურაბ წერეთელი. თამადაც, რა თქმა უნდა, ქართველი იყო - იუბილარის ძველი მეგობარი, მოსკოვის მთავარი კარდიოლოგი დავით იოსელიანი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სცენა ნანი ბრეგვაძეს დაეთმო, რომელმაც “იაბლოჩკო” შეასრულა. მეორე სიმღერა მას “ძალზე ქართული” უნდა შეესრულებინა, სწორედ ამ სიმღერის შესრულებამდე სცენაზე პუტინი გამოჩნდა, რასაც არავინ მოელოდა. პუტინმა ყველას გასაგონად თქვა, კარგად ესმის, რომ მისი სიტყვები დარბაზს გარეთ გავა. მეტიც, პუტინს ამის იმედი აქვს კიდეც. ამის შემდეგ კი გამაოგნებელი განცხადებით გამოვიდა, რომ საქართველოს გაერთიანება შესაძლებელია, რომ არ არსებობს საკითხები, რომელთა გადაწყვეტა არ შეუძლია და დასძინა “დაე, ამ საკითხებს ამან (პრიმაკოვისკენ მიანიშნა) მიხედოს”... ინტერნეტგამოცემა “გაზეტა.რუს” თანახმად, გულუბრყვილო ქართველები სასიხარულო ეიფორიაში იმყოფებოდნენ, სკეპტიკოსებმა კი პუტინის გამოსვლაში ბოროტი მარცვალი დაინახეს: “მესაჭე” თავის ცხოვრების მთავარი პროექტის - საბჭოთა კავშირის ახალი სახით აღდგენას შორიდან შეუდგა”, - დასძენს გამოცემა.

 

ახალ საარჩევნო კოდექსზე მოლაპარაკებები ჩაიშალა?!

 

“საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ჯგუფს მმართველი გუნდი გამოეთიშა. ეს პირველი შემთხვევაა, ხელისუფლება რომ იბუტება და პოლიტიკურ ძალებს შორის ერთიანობის დემონსტრირებას შლის. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლება ამ ფორმატით მუშაობაზე უარს ამბობს, მაგრამ, როგორც ჩანს, მისთვის სასურველ ფორმატს მაინც მოძებნის და ადვილად დამყოლ პარტიებთან განაგრძობს კონსულტაციებს. საბოლოო შედეგი კი როგორი იქნება, ჯერ არავინ იცის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ახალ საარჩევნო კოდექსზე მოლაპარაკებები ჩაიშალა / ხელისუფლების პაკეტის წინააღმდეგ სამი პოლიტიკური ძალა წავიდა, “ალიანსის” წინადადებას კი ხელისუფლებამ და ედპ-მ არ დაუჭირა მხარი.

“საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფს, რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, პირველად უნდა მიეღო გადაწყვეტილება და განხილული საკითხები კენჭისყრაზე გამოეტანა. მართალია, მაინცდამაინც იდილიური ვითარება არც მუშაობის პროცესში ყოფილა, მაგრამ არავინ მოელოდა, რომ ამ ფორმატით მუშაობა ჩაიშლებოდა. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლებამ ეს ჯგუფი რამდენიმე თვის წინ, გაზაფხულის პოლიტიკური კრიზისის შედეგად საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციით შექმნა და ამ ჯგუფის მუშაობის შედეგი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების ტესტი უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, სწორედ ეს ფაქტორი იყო ოპოზიციისთვის გარკვეული გარანტია, რომ ხელისუფლებასთან შეთანხმებას მიაღწევდნენ. ყოველ შემთხვევაში, პირველი კენჭისყრა ჯერ კიდევ ორი დღის წინ უნდა გამართულიყო, მაგრამ “ალიანსის” მოთხოვნით სხდომა ორი დღით გადაიდო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამ პერიოდში ოპოზიცია აშშ-ის სახელმწიფო დელეგაციას შეხვდა და როგორც ირაკლი ალასანია აცხადებდა, ოპოზიციამ მათგან პირობა მიიღო, რომ ამ საკითხს ხელისუფლებასთან შეხვედრისას წამოჭრიდნენ. ძნელი სათქმელია, ამერიკელებმა ხელისუფლებასთან რაზე ისაუბრეს, მაგრამ ოპოზიციის ეს იმედიც არ გამართლდა და ხელისუფლებამ არაფრის დათმობა არ მოინდომა. არადა, გუშინდელი შეხვედრის წინ იყო მოლოდინი, რომ მთავარ განსახილველ საკითხზე - მერის პირდაპირი წესით არჩევნებზე ბარიერის საკითხთან დაკავშირებით შუალედურ პოზიციაზე მოხდებოდა შეჯერება. ოპოზიცია 50%-იან ბარიერს ითხოვს, ხელისუფლებამ კი წინა შეხვედრაზე 30%-იანი ბარიერი შესთავაზა ოპოზიციას. გუშინ ვარაუდობდნენ, რომ საბოლოო შეჯერება 40%-იან ბარიერზე მოხდებოდა. “ალიანსის” პროექტში 45%-იანი ბარიერი იყო გათვალისწინებული და არსებობდა მოლოდინი, რომ კომპრომისზე ხელისუფლებაც წავიდოდა. მაგრამ კომპრომისის ნაცვლად ხელისუფლება გაიბუტა და ამ ფორმატით მუშაობაზე საერთოდ უარს აცხადებენ”, - დასძენს გამოცემა.

“ორი შეთავაზებული პაკეტი, რომელთაგან ერთი “ნაცმოძრაობას” ეკუთვნოდა, მეორე კი “ალიანსს”, კენჭისყრის შედეგად ჩავარდა. საქმე ის არის, რომ გადაწყვეტილება სრული კონსენსუსის საფუძველზე მიიღება. ხელისუფლების პაკეტის წინააღმდეგი სამი პოლიტიკური ძალა წავიდა, “ალიანსის” წინადადებას კი მხარი მხოლოდ ხელისუფლებამ და ედპ-მ არ დაუჭირა. კენჭისყრის შემდეგ კი ხელისუფლებამ მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვა. მიზეზად უმრავლესობის წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილი იმ ფაქტორს ასახელებს, რომ “ამ ფორმატში მუშაობის გაგრძელების რესურსს ვეღარ ხედავს”. მისივე თქმით, ეს ყველაფერი განაპირობა “ალიანსის” “ძალიან ხისტმა პოზიციამ”. “მათი მხრიდან არანაირი კომპრომისი არ ყოფილა”, - აღნიშნა კუბლაშვილმა და დასძინა, რომ დღეის შემდეგ მმართველი გუნდი ახალ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ცალკეულ პარტიებთან კონსტულტაციებს ინდივიდუალურად განაგრძობს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ბარიერი იყო მთავარი თემა, რის გამოც ჩაიშალა ეს ფორმატი. სიმართლე გითხრათ, “ალიანსისგან” უფრო მეტ მოქნილობას ველოდი და 45%, რაც მათ კომპრომისად ჩათვალეს, ნამდვილად არ ასახავს რეალობას. როდესაც ასეთ რაღაცას ითხოვენ, უნდა იცოდნენ, რომ ხელისუფლების მხრიდანაც ერთმნიშვნელოვან პასუხს მიიღებენ. ამიტომ ჩვენ 30%-ის ინიციატივით გამოვედით, რადგან გავითვალისწინეთ არსებული რეალობა... ის იმედი, რომ ჩამოვლენ ახლა ამერიკელები, ხელისუფლებას ყურს აუწევენ და 50%-იან ბარიერზე დაითანხმებენ, ეს ხომ ილუზია იყო და სამწუხაროდ, ამ ილუზიის ტყვეობაში ვიყავით კენჭისყრისასაც”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას “ქრისტიან-დემოკრატების” წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე.

“ჩვენ მხარს დავუჭერთ იმას, რომ ჩვენი მუშაობა უნდა განვაგრძოთ ოპოზიციასთანაც და ხელისუფლებასთანაც. მაგრამ არა იმ პოზიციის, რომ დავუშვათ, ელემენტარულის მიღწევაც საკმარისიაო. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქმედითი გავლენა მოვახდინოთ საარჩევნო გარემოზე. ვფიქრობთ, ხელისუფლებისგან შემოთავაზებული წინადადება არ იყო საკმარისი და არსებული რესურსი და ქართული და საერთაშორისო საზოგადოების განწყობები უფრო მეტის მიღწევის შანსს აჩენს და პირობებს ქმნის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას “ალიანსის” წარმომადგენელი მამუკა კაციტაძე.

 

რატომ დაუპირისპირდნენ ადვოკატები ნანა კაკაბაძეს

 

“9 აპრილის დროს ჩამოყალიბებული “საზოგადოებრივი დამცველის” ინსტიტუტი ჩვილ ასაკში დაიშალა და მიცვალებას იმით გადაურჩა, რომ ადოკატებისა და არასამთავრობოების ერთმა ნაწილმა თავიდან შექმნა ერთხელ უკვე შექმნილი და ჩამოყალიბებული სექტორი, ოღონდ ნანა კაკაბაძის გარეშე. მთავარი პრობლემა ნანა კაკაბაძე აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, ადვოკატები კაკაბაძეს ადებენ ღიად ხელს”, - წერს გაზეთი “ალია” სტატიაში სათაურით სკანდალი არასამთავრობო სექტორში / რატომ დაუპირისპირდნენ ადვოკატები ნანა კაკაბაძეს?

“ადვოკატები ამბობენ, რომ კაკაბაძემ მათი საქმიანობა დააკნინა: “ჩვენ არ ვიყავით კაკაბაძის ხელის ადვოკატები, ჩვენ ვაკეთებდით საქვეყნო საქმეს და იმის თქმა, რომ “საზოგადოებრივი დამცველის” ინსტიტუტი კაკაბაძის იყო, შეურაცხგვყოფდა. მით უმეტეს, რომ ის არ იყო პროექტის ავტორი, ერთი რიგითი წევრი იყო და მეტი არაფერი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რატომ დაიშალა? - ძალიან ბევრ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, თავდაუზოგავად ვმუშაობდით ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, ენთუზიაზმზე, მაგრამ საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ ჩვენ არსად გამოვჩენილვართ, თითქოს არც ვარსებობდით და ყველაფერი თავის თავზე აიღო ნანა კაკაბაძემ. თითქმის ყველა ადვოკატი უკმაყოფილო დარჩა.... არა, გამოჩენაზე არ არის მხოლოდ საუბარი. ჩვენი სახელი და გვარი რომ არ ფიგურირებდა, ეს არ არის პრობლემა. ნანა კაკაბაძე ისე იქცეოდა, თითქოს თავად აკეთებდა ყველაფერს, მოხსენებები იყო, შეხვედრები, პრესკონფერენციები თუ სხვა, ყველგან თავად ტრიალებდა და ჩვენს გაკეთებულს საკუთარ თავზე იღებდა. ელემენტარულია, როცა სადმე მიდიხარ და ლაპარაკობ ამა თუ იმ საქმეზე, იქ ის ადვოკატი მაინც უნდა გედგას გვერდით, ვინც საქმე იცის და ვინც თავი არ დაზოგა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ადვოკატი ნათია კორკოტაძე.

“მაგალითისთვის მოგიყვანთ გოგიჩაიშვილის შემთხვევას - კაკაბაძე “საკანში” შევიდა და ლევან გაგიჩაიშვილის საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. მაშინ ვუთხარი კიდეც, ქალბატონო ნანა, დილის 5 საათიდან რომ დავიწყე გოგიჩაიშვილის საქმე, არ დამისვენია და მე მგონი, ვიყავი იმის ღირსი, ჩემთვისაც გეთქვათ-მეთქი. მან მომიბოდიშა, რამდენჯერმე დაგირეკე და გამორთული გქონდა ტელეფონიო და მეც არაფერი ვუთხარი. მეტსაც გეტყვით, გოგიჩაიშვილის საქმეში ადვოკატი მამუკა ნოზაძე რომ ჩართო, ეს პირდაპირ ეთერში გავიგე. ნოზაძემ “საკანში” დარეკა და თქვა, გოგიჩაიშვილის ადვოკატი ვარო, ისაუბრა, რომ ლევანს ძალიან ცუდ დღეში აყენებდნენ ციხეში. არადა, რამდენიმე საათით ადრე მე ვიყავი პატიმართან შესული და ვიცოდი, მსგავსი არაფერი ხდებოდა. თამაზ მელაძეს მე ადვოკატად არ დავუდგები. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გოგიჩაიშვილს ცუდად მოექცა. როცა ნოზაძემ თქვა, რომ გოგიჩაიშვილს ცუდად ექცევიან ციხეში, მე სიმართლე ვთქვი. ძალიან წყნარად ჩამოვცილდი ნანას და გამარჯობა-გაგიმარჯოს დონეზე ვარ”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნათია კორკოტაძე.

“განხეთქილება არ მომხდარა, თუმცა ფაქტია, რომ საზოგადოებრივი დამცველი” უკვე ცალკე ფუნქციობს და მაშინ, როდესაც ერთად ვიყავით, ეს ორგანიზაცია არ იყო მხოლოდ ნანა კაკაბაძე - დაახლოებით 12 ორგანიზაცია ვიყავით გაერთიანებული და ყველას ჩვენი ფუნქცია გვქონდა. გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ ჩვენ უკვე ცალკე ვართ. აღმოჩნდა, რომ გვაქვს სხვადასხვა ღირებულებები, სხვა ხედვა და ჩვენ მართლაც ვიცავთ ადამიანის უფლებებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას “საზოგადოებრივი დამცველის” პროექტის დირექტორი ირინა ფუტკარაძე.

“მე არ ვიცი, კაკაბაძე რას და ვის იცავდა, ჯობს ეს ადვოკატებს ჰკითხოთ. ძირითადად მათ ზურგზე გადავიდა მთელი სიმძიმე და უშუალოდ თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდი გაწეული შრომისთვის. ნანა კაკაბაძე არ არის იურისტი და შესაბამისად, არც ადვოკატი, სასამართლოსა და ძალოვანი უწყებებში კი სწორედ ადვოკატები იცავდნენ 9 აპრილის მიტინგების პერიოდში და მას შემდეგ დაკავებულ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს. კი, ნამდვილად მოხდა გაეგებრობა. სამწუხაროდ, ეს იყო ძალიან ცუდი. რაც შემიძილია გითხრათ ისაა, რომ დღეს “საზოგადოებრივი დამცველი” ნამდვილად ცალკე მუშაობს, შეიქმნა ცალკე კოალიცია და შესაბამისად ვაპირებთ საქმიანობის გაგრძელებას... ბოლოს, მინდა გითხრათ, მეორედ ნუ დამიკავშირდებით ნანა კაკაბაძის საქმეებთან დაკავშირებით კომენტარის გასაკეთებლად. უბრალოდ, არ მიღირს ეს ქალი ამდენად”, - დასძენს ირინა ფუტკარაძე.

 

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/117235.html

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის საკითხში პერუს კონგრესის გადაწყვეტილებას ოპოზიციაც შეუერთდა

 

 

აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ერთეულებად ცნობის საკითხში პერუს კონგრესის გადაწყვეტილებას ოპოზიციაც უერთდება.

სააგენტო ‘’რია ნოვოსტის’’ ცნობით, ამის შესახებ განცხადება ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის, ‘’პერუს ნაციონალური პარტიის’’ ლიდერმა ოლანტა ჰუმალამ გააკეთა. პარტიის ლიდერს სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად ცნობის სამართლიანობის დამადასტურებლად კოსოვოს აღიარების ფაქტი მოჰყავს.

‘’პერუ ერთ-ერთია იმ სახელმწიფოთა შორის, რომლებმაც 2008 წლის თებერვალში კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარეს, აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთსაც აქვთ უფლება იარსებონ როგორც დამოუკიდებელმა ერთეულებმა. ახლა, როდესაც კოსოვო დამოუკიდებელია, ამ რესპუბლიკების აღიარებას განსაკუთრებული არგუმენტირება არ სჭირდება’’, - აცხადებს ოლანტა ჰუმალა.

ანტიამერიკული იდეოლოგიის მქონე ‘’პერუს ნაციონალური პარტია’’ ქვეყანაში ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს. ოლანტა ჰუმალამ 2006 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 44.56% მოიპოვა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

 

მდააას!

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აშშ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული დაძაბულობით შეშფოთებულია

 

შეერთებული შტატები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული დაძაბულობით და ადამიანების გატაცებით შეშფოთებულია. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა იან კელიმ განაცხადა.

“ჩვენ შეშფოთებულნი ვართ, რომ ვითარება ბევრი მიმართულებით ისევ დაძაბულია. გასული წლის აგვისტოს შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი არ შესრულებულა. არსებობს პროცესი, რომლის ფარგლებშიც მხარეებს ამ საკითხის განხილვა შეუძლიათ, ეს ჟენევის პროცესია. ჟენევის პროცესი კარგი ფორუმია იმისთვის, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას”, - განაცხადა იან კელიმ და კიდევ ერთხელ დასძინა, რომ შეერთებული შტატები სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობით

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“ხელოვნური სკანდალი” სკანდალური შალვა რამიშვილის “თანამონაწილეობით”?!

 

“შალვა რამიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “სიმართლის დრო” დატოვა. “იმედის” ხელმძღვანელობა რამიშვილის გადაცემიდან წასვლას მისი სხვა პოექტებში დაკავებით ხსნის. თუმცა, წყაროს ინფორმაციით, რამიშვილის წასვლის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა მისი გადაცემით უკმაყოფილოა. ცნობილი გახდა, რომ უკმაყოფილება გადაცემაში აქცენტების პიკანტურ თემებზე გაკეთებამ გამოიწვია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რამიშვილი “ სიმართლის დროს” აღარ წაიყვანს.

“შეგახსენებთ, რომ “სიმართლის დროში” მოწვეულ სტუმარს წამყვანი სხვადასხვა უხერხულ შეკითხვებს უსვამს და ამ კითხვებზე გაცემული პასუხები სიცრუის დეტექტორით მოწმდება. ყოველივე ამას დაემატა ჟურნალისტ მარინა სალუქვაძის შესახებ გადაცემაში დასმული შეკითხვა, რის გამოც სალუქვაძე სასამართლოში ჩივილს აპირებდა. წყუროს ინფორმაციით, “იმედის” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა პოლბლემა შედარებით მარტივად მოეგვარებინა და რამიშვილს გადაცემის დატოვება მოსთხოვეს. როგორც შალვა რამიშვილმა “რეზონანსს” განუცხადა, იგიგ უკომენტაროდ ტოვებს გავრცელებულ ინფორმაციას მისი “იმდედიდან” წასვლის შესახებ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რამიშვილი “იმედიდან” არ წასულა, ის რჩება ჩვენს თანამშრომლად. ეს გადაცემა იჰო “იმედის” ერთ-ერთი წარმატებული პროექტი და მხარში ვედექით ყველა შალვას და ვგულშემატკივრობდით. თუმცა, შალვას ამ გადაცემის გარდაკიდევ აქვს სხვა პროექტები და აქედან გამომდინარე თავად ადმინისტრაციასთან შეთანხმებით გადაწყვიტა დროში გამოთავისუფლება და ამ გადაცემიდან წასვლა. სხვა პროექტებზე მუშაობა არჩია და არარ “სიმართლის დრო. მე ვიცი, რომ ხელმძღვანელობას ეს პროექტი ძალიან მოსწონდა და მხოლოდ იმის გამო წავიდა გადაცემიდან შალვა, რომ დრო დაეზოგა. სხვა არაფერი ვიცი. პროექტი გაგრძელდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას “იმედის”გენდირექტორის მოადგილე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საკითხებში უკე წამალაშვილი.

“ეჭვს იმის შესახებ, რომ რამიშვილს მართლაც უთანხმოება მოუვიდა “იმედის” ხელმძღვნელობასთან, მისი დუმილი ამძაფრებს. რადაგან, თუკი დროის უქონლობის გამო წავიდა რამიშვილი გადაცემიდან, ამის თქმა მისთვის რთული არ ანდა ყოფილიყო. შალვა რამიშვილის გადაცემა “სიმართლის დრო”ეთერში დაახლოებით ერთი თვის წინ გავიდა. გასული კვირის გადაცემაში რამიშვილმა მსახიობ მიშა მესხს ჟურნალისტ მარინა სალუქვაძეზე დაუსვა შეკითხვა - გიფიქრიათ თუ არა მარინა სალუბვაძესთან სექსზე”, რომლის გამოც სალუქვაძე სასამართლოში ჩივილს აპირებდა. არსებული ინფორმაციი, რამიშვილის გადაცემიდან წასვლა ამ საკითხს უკავშირდება”, - დასძენს გამოცემა.

“სკანდალური შალვა რამიშვილის გარშემო ისევ სკანდალი აგორდა. შუგინ ცნობილი გახდა, რომ აან ტელეკომპანია “იმედი” დატოვა. მაშინვე გავრცელდა ჭორი, რომ რამიშვილის წასვლა მარინა სალუქვაძესთან დაკავშირებულ სკანდალს უკავშირდება. თავის გადაცემაში რამიშვილმა “ტაბუს” ყოფილ წამყვანზე უხერხული კითხვა დასვა, რამაც მარინა სალუქვაძის აღშფოთება გამოიწვია. სალუქვაძემ რამიშვილისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა და სასამართლოში ჩივილსაც არ გამორიცხავს”, - წერს გაზეთ “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით სკანდალურმა შალვა რამიშვილმა “სიმართლის დრო” სკანდალურად დატოვა / რა მოხდა “იმედში”?

“სკანდალური შოუ “იმედზე” ისევ გაგრძელდება, თუმცა “სიმართლის დრო” შესაძლოა ძველებურად სკანდალური აღარ აღმოჩნდეს, რადგან მას უკვე სხვა ადამიანი წაიყვანს. რამიშვილისნაირი თამამი და სკანდალური კითხვების დასმას კი ბევრი ვერ გაბედავს”, - მიიჩნევს სტატიის ავტორი.

“ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომელიც

”იმედის” და “თიბისის” ხელმძღვანელობასთან შეთანხმებულია. ახლა პროექტი ჩემთვის ნაკლებად საინტერესო გახდა. თუმცა, ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ ძალიან კარგი პროექტია. მე, ალბათ, წვლილი შევიტანე იმაში, რომ მას რეიტინგი აქვს. მაგრამ ახლა სხვა პირორიტეტები, სხვა საქმეებია საკეთებელი და ამ საქმეებისთვის მეტი დრო მჭირდება.. მე არ ვრჩები “იმედში” ჩემი პროექტი გადის გადის “იმედზე”. მე “იმედის” თანამშრომელი არასოდეს ვყოფილავ. მე ვაკეთებ უკვე პროექტს “იმედზე” - სამსონაძეებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შალვა რამიშვილი და შეკითხვას - “გავრცელებული აზრით, გადაცემა მარინა სალუქვაძეზე დასმული კითხვის გამო დატოვეთ” - პასუხობს:

“არა, ეს აბსურდია”.

“მიზანი მიღწეული, - გადაცემა გასკანდალდა. თუმცა რის ფასად, ეს სხვა საკითხია. მერე წამყვანიც შეიცვლება. ყველაფერი კი მიშა მესხის სტუდიაში მიწვევით დაიწყო. “გიფიქრიათ თუ არა მარინა სალუქვაძესთან სექსზე”? - იკითხა რამიშვილმა და გადაცემაც, მეტი ინტრიგისთვის მომავალ კვირამდე შეწყდა. ამ ხნის განმავლობაში კი სარეკლამე რგოლებში სწორედ ეს კითხვა ფიგურირებდა”, - წერს გაზეთი “ვერსია” სტატიაში სათაურით რა სკანდალს შეეწირა “სიმართლის დრო” და რამდენ ათასიან კომპენსაციას გადაუხდიან შალვა რამიშვილს?

“მოგეხსენებათ, “იმედის” მფლობელი “რაკიინ ჯორჯია” გახლავთ. ქალბატონი მარინას მეუღლე კი აღნიშნული კამპანიის ვიცე-პრეზიდენტია, რაც არა მხოლოდ შალვა რამიშვილმა იცის, არამედ, ვფიქრობ, მთელმა საქართველომ. აქედან გამომდინარე, რა გასაკვირია შალვა რამიშვილისთვის “ზედა ეშელონებიდან” თითი დაექნიათ - “დაუკრეფავში” ნუ გადადიხარო. თუცმა, ამავე დროს, ისიც წარმოუდგენელია, რამიშვილს ეს ამბავი არ სცოდნოდა და მაშინ კიდევ უფრო გაურკვეველია ამ შეკითხვის არსი. ყოველ შემთხვევაში, წარმოუდგენელია, მისი შედეგზე არ ეფიქრა. მაგრამ საკმარისია უახლოეს წარსულს მიმოვავლოთ თვალი და მაშინვე ძალიან ბერი კიხვა და ვერიას გაჩნდება”, - მიიჩნევს სტატიის ავტორი.

“როდესაც პოლიტპატიმრად წოდებული შალვა რამიშვილი ციხიდან გამოვიდა, ყველაზე ნაკლებ მოსალოდნელი იყო, რომ იგი “იმედში” წავიდოდა, რომლის შეფიც ნაციონალების რუხ კარდინალად მონათლული გიორგი არველაძეა. თუმცა 202-ის სკანდალური შოუს წამყვანი იმის მოლოდინს ნამდვილად ქმნიდა, რომ შალვა რამიშვილის გადაცემაში მაინც დადგებოდა “სიმართლის” დრო. უნდა ითქვას, რომ გადაცემის ფორმატი, ხელისუფლებისა და ქართული მენტალობის პირობებში, თავიდანვე ფიასკოსთვის იყო განწირული. მით უმეტეს, თუკი მის ტექნიკურ მხარეს შევაფასებთ, არც ისე დამაჯერებელი იყო მაყუოებლისთვის, სიცრუის უჩინარი ლექეტქორი აფასებდა რესპონდენტს თუ ვიღაც უჩინარი, ვისაც ამ შოუთი ფულის გაკეთება ჰქონდა მიზნად და სხვა არაფერი. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ დეტექტორი შოუს დროს საერთოდ არ ასრებობდა და მონაწილე კითხვებს ჩაწერამდე პასუხობდა. პასუხების სისწორეც სწორედ მაშინ მოწმდებოდა დეტექტორზე. აქ თავისთავად იკარგებოდა ემოცია და ძალიან არ გაგვეგო ახლა ჩვენ, ვინ, როდის ტყუოდა”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“მოკლედ, მედიატესპერტებმა ამას “ჩვეულებრივი ტელეაფერა” უწოდეს. თუმცა მაინც გაუგებარი იყო, ვის სჭირდებოდა ეს გადაცემა? პასუხი, ალბათ, მარტივია - რამიშვილს და ხელისუფლებას, რომელსაც მისთვის, როგორც ლევან გაჩეჩილაძე იტყოდა, ჯიგრული ვალი ჰქონდა გადასახდელი ციხეში გატარებული წლების სანაცვლოდ. მართალია, რამიშვილი არც ერთ ინტერვიუში არ ადასტურებს, რომ ეს პროექტი უშუალოდ სააკაშვილის ნებართვითა და დავალებით გაკეთდა და აცხადებს, რომ რომ “სიმართლის დროცა” და “სამსონაძეებიც” მხოლოდ მისი პროფესიონალიზმის დამსახურებაა... მოკლედ, არსებობს უამრავი კითხვა, რაზეც პასუხს ვერასდროს მივიღებთ და ვერც ვერავის შევამოწმებთ სიცრუის დეტექტორზე”, - დაასკვნის სტატიის ავტორი.

 

 

რეზონანსი 20.11.2009

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს საპატრიარქო ეკლესიის დისკრედიტაციისკენ მიმართულ მორიგ მცდელობაზე საუბრობს

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება


×
×
  • შექმენი...