Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები, მხოლოდ info და სტატიები


Recommended Posts

  • Replies 619
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ილია მეორე - ჩვენ არასდროს დავთანხმდებით, რომ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა სამუდამოდ დამკვიდრდეს

 

სამხრეთ კავკასიაში არასტაბილური ვითარება არ შეიძლება მუდმივად შენარჩუნდეს. სააგენტო "ტრენდის" ინფორმაციით, ეს განცხადება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს ბაქოში, კავკასიის მუსლიმანთა განყოფილების ხელმძღვანელთან შეიხულისლამ გაჯი ალახშუკურ ფაშაზადესთან შეხვედრის დროს განაცხადა.

"ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროში. ყოველთვის ვნატრობდით, ჩვენი ქვეყნები ყოფილიყვნენ დამოუკიდებელნი, თუმცა ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა: დარღვეულია აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ არასდროს დავთანხმდებით, რომ ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა სამუდამოდ დამკვიდრდეს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ იგი აღდგეს", _ ბრძანა უწმინდესმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მაღალი შეფასება მისცა შეიხულისლამის, აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტების დამსახურებებს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღსადგენად.

"საქართველოსა და აზერბაიჯანს ერთმანეთთან კავკასიის საერთო ბედი აკავშირებს. ბევრ შემთხვევაში ჩვენი ბედისწერის მოვლენები ერთმანეთის მსგავსია“, _ აღნიშნა თავის მხივ ფაშაზადემ.

მისივე თქმით, არის ძალები, რომელთაც ხალხებს შორის უთანხმოების დათესვა სურთ.

"შესაძლოა, ეს უმნიშვნელო ინციდენტებია, მაგრამ პროვოცირებულია იმ ძალების მიერ, რომელთაც შუღლის ჩამოგდება სურთ", _ აღნიშნა ფაშაზადემ.

მისივე თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის უმთავრეს პრობლემად ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა რჩება.

"საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ კავკასიაში სერიოზული პრობლემები დაკავშირებულია სომხეთის პრეტენზიებთან მეზობლების მიმართ. მე მჯერა, რომ თქვენ ყველა ძალას იხმართ, რათა კავკასიაში მშვიდობა დამყარდეს და სეპარატიზმი აღმოიფხვრას“, _ მიმართა ილია მეორეს კავკასიის მუსლიმანთა სულიერმა ლიდერმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბაქოში იმყოფება.

უწმინდესი მონაწილეობს შეიხ-ულ-ისლამ ალახშუკურ ფაშაზადეს დაბადების 60 და კავკასიის მუსლიმანთა მეთაურობის 30 წლის საიუბილეო ღონისძიებებში.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიმიტრი მედევედევი – რუსეთი საზღვარგარეთ შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბერი გაიხსენა

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოპოზიციური პარტიები დღეს სააკაშვილის 6-წლიანი მმართველობის ანგარიშს წარმოადგენენ

 

"საქართველოს გზის” ინიციატივით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები დღეს, სასტუმრო ,,რედისონში” შეიკრიბებიან, სადაც მიხეილ სააკაშვილის 6-წლიანი მმართველობის ანგარიშს წარმოადგენენ.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს” ,,საქართველოს გზის” პრესსამსახურში განუცხადეს, პარტიის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა ყველა პოლიტიკურ პარტიასთან გამართა კონსულტაცია და შესთავაზა მათ, ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით თემატური ანგარიში მოემზადებინათ.

დოკუმენტში ასახული იქნება სხვადასხვა მიმართულება, კერძოდ, პატიმრების თემა, მედია, კონფლიქტები, ქვეყნის უსაფრთხოება, საერთშორისო ურთიერთობები და სხვა.

,,ყველა პარტია ინდივიდუალურად წარმოადგენს ანგარიშს და ისაუბრებს იმ მთავარი ინსტიტუტების შესახებ, რომელიც დაინგრა ამ ხელისუფლების მმართველობის დროს”, - აღნიშნეს პრესსამსახურში.

შეხვედრაზე მიწვეული არიან დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრის შემდეგ, 2007 წლის 7 ნოემბერთან დაკავშირებით დაგეგმილია არსამთავრობო ორგანიზაციების მანიფესტაცია, რომელსაც პოლიტიკური პარტიებიც შეურთდებიან.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თენგიზ სიგუა - “რუსებს საქართველოს ორად გაყოფის გეგმა ჰქონდათ. სწორედ ამიტომ არ შეუშალეს ხელის გამსახურდიას გროზნოდან გამოფრენაში”

 

“ეს კომისია სხვა მიზნით შეიქმნა. ამ კომისიას გამსახურდიას სიკვდილის მიზეზის გარკვევა არ აინტერესებს. მათ სხვა ინტერესი აქვთ. უნდათ ქუჩის ოპოზიციონერები, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს პარლამენტში შეიყვანონ. ამ კომისიის შექმნით კონსტანტინე გამსახურდიაზე დიდი გავლენა იქონიეს. ეს იყო ამ კომისიის მიზანი. სხვა მხრივ, მართლაც საჭიროა პირველი პრეზიდენტის სიკვდილის გამოძიება. ამ საქმის შესასწავლად მართლაც უნდა შეიქმნას სპეციალური და თანაც სერიოზული კომისია, რომელსაც მარტო ამ საკითხის გამოძიება არ უნდა დავაკისროთ - უნდა გამოიძიოს ყველაფერი, რაც 1988 წლიდან დღ ემდე მოხდა საქართველოში”, - აცხადებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვინ და როგორ გააპარა ერევნიდან ზვიად გამსახურდია / გროზნოდან პირველი პრეზიდენტი აბსანძის დაქირავებული თვითმფრინავით ჩამოიყვანეს.

“უნდა ითქვას, რა შეცდომები იყო დაშვებული ამ წლების განმავლობაში. უნდა ითქვას იმ დანაშაულებზეც, რამ ამ წლების განმავლობაში მოხდა საქართველოში. ასეთ კომისიაში ნეიტრალური და იმავდროულად სამეცნიერო დონის პროფესიონალები უნდა შევიდნენ. ეს გუნდი ყველა მხარისთვის უნდა იყოს მისაღები. ასეთი მოსაზრება ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს გამოითქვა, მაგრამ ასეთი კომისია არც შევარდნაძემ შექმნა და არც სააკაშვილი ქმნიდა. იმ მოვლენებთან დაკავშირებით უამრავი მასალა არსებობს. მარტო პირველი არხის არქივში 250 ვიდეოფილმი ინახება. ყველა მიტინგი, მთავრობის და პარლამენტის დადგენილება ჩაწერილია. ეს ყველაფერი უნდა შეისწავლოს ამ კომისიამ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ სიგუა.

“ეს საკითხიც გასარკვევია - ზვიად გამაახურდია უკვე გადასული იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე, მერე რატომღაც დაბრუნდა სამეგრელოში. მაშინ ამ პროცესებს მართავდა რუსეთი. მოდით, გავარკვიოთ, ვინ აკონტროლებდა ამ პერიოდში ამიერკავკასიის საჰაერო სივრცეს. რუსეთის გარეშე ამ რეგიონში ჩიტიც ვერ აფრინდებოდა. რადარები მაშინ მხოლოდ რუსებს ჰქონდათ. მოდით, გავიხსენოთ, რაც ხდება მას შემდეგ, რაც გამსახურდიამ საქართველო დატოვა. ის ჩავიდა სომხეთში, საიდანაც თვითმფრინავით ჩაიყვანეს გროზნოში. ხომ უნდა ითქვას, ვინ აკეთებს ამას. რამდენიმე ხნის შემდეგ გურამ აბსანძემ ლენინგრადში იქირავა თვითმფრინავი, თანაც პატარა კი არა - ტუ-154. ჩამოიყვანა ეს თვითმფრინავი გროზნოში, ჩასვა იქ გამსახურდია და ჩამოაფრინა სენაკში. ამ დრო მთელ საჰაერო სივრცეს რუსეთი აკონტროლებდა. მათი ნებართვის გარეშე ჩიტიც კი ვერ აფრინდებოდა. წესით და რიგით, რუსებს გამსახურდია საქართველოდან უგდა გაეყვანათ”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“შევარდნაძემ გამოაქვეყნა თავის “აღსარება”, სადაც ეს მოვლენებიც არის გახსენებული. შევარდნაძე წერს - დამირეკა ელცინმა, მითხრა, გამსახურდია დავტოვოთ და საქართველო შუაზე გავყოთო. ელცინს შევარდნაძისთვის უთქვამს, თბილისში შენ იყავი მმართველი, ქუთაისში კი გამსახურდია დავსვათო. ამ შემხთვევაში შევარდნაძეს უნდა დავუჯეროთ, რადგანაც დოკუმენტურად დასაბუთებულია, რომ რუსებს საქართველოს ორად გაყოფის გეგმა ჰქონდათ. სწორედ ამიტომ არ შეუშალეს ხელის გამსახურდიას გროზნოდან გამოფრენაში”, - დასძენს თენგიზ სიგუა.

“გამსახურდიამ საქართველო რომ დატოვა. აზერბაიჯანში აპირებდა თავის შეფარებას. აზერბაჯანის ხელისუფლებამ ის არ შეუშვა. ამიტომ იძულებული გახდა სომხეთში გადასულიყო. თავიდან მათ არც სომხეთი იღებდა. ეს მასალები სახელწმწიფო არქივში ინახება. ეს მასალები ჩემს პირად არქივშიც მაქვს. სომხეთის პრეზიდენმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა დამირეკა და მითხრა, ჩვენი საზღვარი გამსახურდიამ გადმოკვეთაო. თან 150 ადამიანი ახლდა. პეტროსიანმა მკითხა, ახლა რა ვიღონოო. მე ვუთხარი, მიიღე-მეთქი. თან პირობაც დავადებინე, თუ გამსახურდია სომხეთის დატოვებას გადაწყვეტდა, ჩვენთვის მაშინვე უნდა ეცნობებინა. გასმხურდია ისე წავიდა ერევნიდან, რომ სომხებს ეს ინფორმაცია ჩვენთვის არ მოუწოდებიათ. პეტროსიანმა ამით ჩვენი შეთანხმება დაარღვია. ამასთან დაკავშირებით პეტროსიანს საკმაოდ დიდი პრეტენზიები წავუყენე. რაღაც პერიოდის მანძილზე ჩვენს შორის ყოველგვარი კონტაქტები გაწყდა. ჩვენ ყაზახეთის პრეზიდენტმა ნაზარბაევმა შეგვარიგა. პრეტენზიები შერიგების შემდეგაც წავუყენე - ყველაფერი დაიფიცა - არაფერი ვიცოდიო, გამსახურდიას წასვლის ამბავი მაშინ გავიგე, როცა მისი თვითმფრინავი 15 წუთის აფრენილი იყოო”, - აღნიშნავს გამოცემის რესპონდენტი.

“პეტროსიანის თქმით, გამსახურდია თვითმფრინავში რუსებმა ჩასვეს და მათვე ჩუმად გაიყვანეს იქიდანო. მისი სიმართლე ერევნის აეროპორტში არსებული ჩანაწერებიდან დასტურდება. იქ ყველაფერი წერია - როგორ დაჯდა თვითმფრინავი აეროპორტში, როგორ ჩასვეს იქ გამსახურდია და როგორ ჩააფრინეს გროზნოში. ამ ყველაფერი აკეთებდა რუსეთი... ამ კომისიას რუსები პასუხს არ გასცემენ. ხელისუფლებამ უნდა გააგზავნოს ოფიციალური წერილი, სადაც მითითებული იქნება თუ რა ინფორმაციებს ფლობს საქართველო, უნდა იყოს ჩაწერილი ელცინის ინიციატივის შესახებაც, რომელიც საქართველოს ორად გაყოფას აპირებდა”, - აცხადებს თენგიზ სიგუა და შეკითხვას - “რამდენად დაადასტურებს რუსეთი ამას?” - პასუხობს:

“დადასტურებით შეიძლება არ დაადასტურონ, მაგრამ ვერც უარყოფენ. 1991-1993 წლებში საქართველოს და მთლიანად ამიერკავკასიის საჰაერო სივრცეს რუსეთი აკონტროლებდა. მათი ნებართვის გარეშე ვერავინ იფრენდა. ამ ყველაფრის უკან რუსები იდგნენ. ვინ მიაქირავებდა გურამ აბსანძეს თვითმფრინავს ლენინგრადში ანდა ვინ გამოატანდა მას ამ თვითმფრინავს გროზნოში და მით უმეტეს საქართველოში, სადაც იმ დროს საომარი მოქმედებები მიმდანერობდა. აქედანაც ნათლად ჩანს, რომ ამ ყველაფრის უკან იდგა რუსეთი”.

 

“ახალი თაობა" 07.11.2009

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმდენად შეშინებულია ამ კომისიის შექმნით ეს ქვეყნის გამყიდველი სიგუა, რომ რა მოიმიზეზოს არ იცის. გამსახურდიას ეხმარებოდნენ რუსები :violino: ამ გამყიდველ პუტჩისტებს მაშინ ვინ ეხმარებოდა??? ამერიკა, საფრანგეთი, გერმანია თუ მამა ღმერთი???? Edited by Helena222
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა არის ე.წ. “ღორის გრიპი” და სიმპტომების შემთხვევაში ვის უნდა მიმართონ პაციენტებმა

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი პაციენტებს ურჩევს, სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელ სიმპტომებთან ერთად თუ აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა და სუნთქვის გაძნელება, პირველ რიგში ექიმს მიმართონ. სპეციალისტი კი გადაწყვეტს, არის თუ არა საჭირო ვირუსზე ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება. ექიმის გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში პაციენტი გაიგზავნება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, რომელიც თბილისში, მ. ასათიანის ქუჩა #9-ში მდებარეობს.

 

რა არის გრიპი A(H1N1)?

 

A(H1N1) გრიპის ახალი ვირუსია, რომელიც იწვევს ადამიანთა დაავადებას გრიპით. ახალი ვირუსი პირველად დაფიქსირდა აშშ-ში, 2009 წლის აპრილში. ადამიანური შემთხვევები ამჟამად დარეგისტრირებულია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. A(H1N1) გრიპის ახალი ვირუსის გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე, სავარაუდოდ, ისევე ხდება, როგორც სეზონური გრიპის ვირუსისა.

 

რატომ უწოდებენ A(H1N1)-ს ზოგჯერ ღორის გრიპს?

 

ახლად გამოვლენილ გრიპის ვირუსს თავიდან უწოდებდნენ ე.წ. ,,ღორის გრიპს”, რადგან ლაბორატორიულმა ტესტირებამ აჩვენა ამ ვირუსის გენეტიკური შემადგენლობის მსგავსება იმ გრიპის ვირუსისადმი, რომელიც ჩვეულებრივ ჩრდილო ამერიკაში ღორებში ცირკულირებს. შემდგომი კვლევებით დადგინდა, რომ ეს ახალი ვირუსი მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩრდილო ამერიკაში ღორებში ჩვეულებრივ მოცირკულირე ვირუსისგან. ახალი ვირუსის 2 გენი არის გრიპის ვირუსებიდან, რომელიც ცირკულირებს ღორებში ევროპასა და აზიაში, ხოლო დანარჩენი ფრინველებსა და ადამიანში მოცირკულირე გრიპის ვირუსის გენებია. მეცნიერები ამ ვირუსს ,,ოთხმაგი რეასორტაციის” ვირუსს უწოდებენ.

 

არიან თუ არა ღორები ამ ვირუსის მტარებელნი და შეიძლება თუ არა მათგან გადაგვედოს ეს დაავადება?

 

არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ამჟამად ღორები არიან ინფიცირებულნი ამ ვირუსით, მაგრამ ასევე ცნობილია, რომ ეს არის გრიპის ის ვირუსი, რომელსაც ჩვეულებრივ შეუძლია გრიპის გამოწვევა ღორებში. ჩვეულებრივ პირობებში ამ ვირუსით ადამიანთა დაინფიცირება არ ხდება, თუმცა გრიპის ვირუსი შეიძლება გადაედოს როგორც ღორიდან ადამიანს, ასევე ადამიანიდან ღორს.

 

არის თუ არა გრიპის ახალი A(H1N1) ვირუსი გადამდები?

 

დღეისათვის არსებული მონაცემებით, გრიპის ახალი A(H1N1) ვირუსი გადამდებია და ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე. თუმცა ამჟამად უცნობია რამდენად იოლად ვრცელდება ვირუსი ადამიანებს შორის.

 

A(H1N1)-ის სიმპტომები ადამიანებში

 

A(H1N1) გრიპის ახალი ვირუსის სიმპტომები მსგავსია ჩვეულებრივი ადამიანის გრიპის სიმპტომებისა და მოიცავს შემდეგს: ცხელება, ხველა, ყელის, კუნთებისა და სახსრების, თავის ტკივილი, შემცივნება, საერთო სისუსტე, ზოგჯერ დიარეა და პირღებინება. ისევე, როგორც სეზონური გრიპისას, დაავადებას ხანდახან ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა და გარდაცვალება.

 

რამდენად მძიმედ მიმდინარეობს A(H1N1)-ით გამოწვეული დაავადება?

 

ამჟამად არაა ცნობილი, რამდენად მძიმე მიმდინარეობა ექნება დაავადებას მოსახლეობაში. წარმოებს დაავადებულ ადამიანთა ისტორიების შესწავლა, რათა დადგინდეს, როდის არიან ისინი დაინფიცირების, მძიმე მიმდინარეობის ან ჰოსპიტალიზაციის განსაკუთრებული რისკის ქვეშ. სეზონური გრიპის დროს ცნობილია ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც იმყოფებიან განსაკუთრებული რისკის ქვეშ. ესენია: მცირე ასაკის ბავშვები, ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონენი, 65 წლის ასაკის ზევით მყოფი მოსახლეობა. დღეისთვის უცნობია რომელი ჯგუფები იქნება ყველაზე მოწყვლადი ამ ახალი ვირუსისადმი. წარმოებს ლაბორატორიული კვლევები, რათა დადგინდეს, აქვს თუ არა მოსახლეობის რომელიმე ჯგუფს ბუნებრივი იმუნიტეტი ამ ვირუსისადმი.

 

როგორ ვრცელდება გრიპი A(H1N1)?

 

A(H1N1) გრიპის ახალი ვირუსი ვრცელდება ისევე, როგორც სეზონური გრიპის ვირუსი. ამჟამინდელი აფეთქება გამოწვეულია გრიპის ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემით. დაავადებული ადამიანის ხველის ან ცემინების დროს დაინფიცირებული წვეთები ხვდება მათ ხელებზე, აგრეთვე სხვადასხვა ზედაპირებზე ან დისპერსირდება ჰაერში 1 მეტრის მანძილზე. ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს კონტამინირებული ჰაერიდან ან დაინფიცირებულ ხელებთან, ზედაპირებთან შეხებისას, თუ იმავე დაუბანელი ხელით შეეხება საკუთარ თვალებს ან ცხვირ-პირს.

 

შეიძლება თუ არა ადამიანი დაინფიცირდეს ღორის ხორცის დამუშავების ან საკვებად გამოყენების დროს?

 

არა. ვირუსის გადაცემა ამ გზით არ ხდება. თქვენ ვერ დაინფიცირდებით ამ გზით. სათანადოდ დამუშავებული ღორის ხორცი და მისი პროდუქტები აბსოლუტურად უსაფრთხოა.

 

არის თუ არა საშიში სასმელი წყალი?

 

ონკანის წყალი, რომელიც სათანადო დამუშავებას გადის, არ განიხილება, როგორც ამ დაავადების გადამტანი. ადამიანის დაავადება დაბინძურებული წყლის გამოყენების გამო არაა ცნობილი.

 

შეიძლება თუ არა დაავადების გავრცელება სარეკრეაციო წ####ბით, აკვა პარკებით, შადრევნებით, საცურაო აუზებით და სხვ.

 

არა. წყალი, რომელიც გადის სათანადო დამუშავებას, არ განიხილება როგორც დაავადების გავრცელების რისკის შემცველი.

 

როგორ დავიცვათ გრიპისგან თავი?

 

დაავადების თავიდან ასაცილებლად საჭიროა გატარდეს გრიპის პრევენციის ზოგადი ღონისძიებები: მოერიდეთ კონტაქტს იმ ადამიანებთან, რომლებიც თავს შეუძლოდ გრძნობენ, აღენიშნებათ ცხელება და ხველა; ეცადეთ არ შეეხოთ იმ ზედაპირებს, რომლებიც შეიძლება იყოს დაბინძურებული გრიპის ვირუსით. მოერიდეთ დაავადებულებთან კონტაქტს; ხშირად და საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით; ეცადეთ იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ეცადეთ იყოთ კარგ ფიზიკურ ფორმაში. კარგად გამოიძინეთ, იყავით ფიზიკურად აქტიურნი. თავი აარიდეთ სტრესებს, მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხე და სასარგებლო საკვები.

 

არსებობს თუ არა ახალი ვირუსით გამოწვეული ინფექციის სამკურნალო საშუალებები?

 

მძიმე შემთხვევებში რეკომენდებულია მკურნალობისთვის გამოყენებული იქნას ოსელტამივირი ან ზანამივირი. ეს პრეპარატები ამცირებენ ორგანიზმში ვირუსის გამრავლებას. თუ ავად ხართ, ანტივირუსულმა პრეპარატებმა შეიძლება შეამცირონ დაავადების სიმპტომების გამოხატულება ან დააჩქარონ გამოჯანმრთელება. ასევე შეიძლება თავიდან აგაცილოთ დაავადების შემდგომი სერიოზული გართულებები. ამჟამინდელი აფეთქების შემთხვევაში ანტივურუსული პრეპარატების გამოყენების პრიორიტეტია მძიმედ მიმდინარე შემთხვევების მკურნალობა.

 

რამდენი ხანია დაავადებული ადამიანი გადამდები?

 

დღეისათვის არსებული ინფორმაციით, იმდენივე ხანს, როგორც სეზონური გრიპის დროს. სეზონური გრიპის დროს ადამიანი გადამდებია სიმპტომების გამოვლენამდე 1 და გამოვლენის შემდეგ 7 დღე. პატარა ბავშვები გადამდები არიან უფრო ხანგრძლივად.

 

რომელი ზედაპირები განიხილება როგორც დაინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის მატარებლები?

 

გამომწვევი შეიძლება გავრცელდეს, თუ ადამიანი ხელით შეეხება გამომწვევებით დაბინძურებულ ზედაპირს და შემდეგ იმავე, დაუბანელი ხელით საკუთარი თვალის, ცხვირისა და პირის მიდამოს. დაავადებულის ხველისა და ცემინებისას გამოტყორცნილი წვეთებით ხდება გამომწვევის გავრცელება ჰაერში 1 მეტრის მანძილზე, რაც ჯანმრთელთა დაავადების მიზეზი ხდება.

 

როგორ დავიცვათ თავი დაავადებისგან?

 

A(H1N1) ახალი გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. ამიტომ ჯანმრთელობის დაცვისათვის უნდა გამოიყენოთ თავდაცვის სხვა საშუალებები: ხველების და ცემინების დროს მიიფარეთ ცხვირსახოცი. გამოყენების შემდეგ ცხვირსახოცი გადააგდეთ; რაც შეიძლება ხშირად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით, განსაკუთრებით ხველისა და ცემინების შემდეგ. ეფექტურია ალკოჰოლის შემცველი ხელსაწმენდების გამოყენება; არ შეეხოთ ხელებით თვალებს, პირს, ცხვირს. გამომწვევი შეიძლება ასე გავრცელდეს; მოერიდეთ დაავადებულ ადამიანთან ახლო კონტაქტს; დარჩით სახლში სიმპტომების გამოვლენიდან 7 დღის განმავლობაში ან სიმპტომების გაქრობიდან 24 საათის ან უფრო მეტი დროის განმავლობაში. ეს დაიცავს სხვა ადამიანებს დაავადებისგან და შეზღუდავს ვირუსის შემდგომ გავრცელებას.

 

სხვა მნიშნელოვანი ქმედებები, რომლებიც შეიძლება თქვენ განახორციელოთ:

 

მისდიეთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ორგანოთა რეკომენდაციებს შეზღუდვის ღონისძიებებთან დაკავშირებით, როგორიცაა საზოგადოებრივი დისტანცირების ღონისძიებები და სხვა.

 

რამდენ ხანს ძლებს ახალი გრიპის A(H1N1) გამომწვევი ზედაპირებზე?

 

როგორც კვლევებით დადგინდა, ადამიანის დაავადების უნარს ზედაპირებზე მოხვედრილი გამომწვევი ინარჩუნებს 2-8 საათის განმავლობაში.

 

როგორ დავიბანოთ კარგად ხელები?

 

საჭიროა ხელების გასაპვნა და წყლით ჩამობანა; სასურველია ერთჯერადი ქაღალდის ხელსახოცის ხმარება, ხოლო მისი არქონის შემთხვევაში _ ინდივიდუალური სუფთა ნაჭრების გამოყენება, ყოველი გამოყენების შემდეგ ნაჭრის ხელსახოცი თავსდება სპეციალურად გამოყოფილ კონტეინერში ან ერთჯერადი გამოყენების ცელოფნის პარკში, რომელიც ავსების შემდეგ ექვემდებარება განადგურებას; ხელების დასაბანად უმჯობესია თხევადი საპნის გამოყენება; სასურველია ხელის სპირტისშემცველი ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენება.

 

რა კლავს ახალი გრიპის A(H1N1) გამომწვევს?

 

ვირუსი ინაქტივირდება მაღალი ტემპერატურის - 70 გრადუსი C ზემოქმედებით; ქიმიური ნივთიერებებიდან ვირუსის გამანადგურებელი თვისებებით გამოირჩევა ქლორი, ჰიდროგენპეროქსიდი, დეტერგენტები ანუ ანტისეპტიური საპონი და სარეცხი საშუალებები, იოდიფორი, სპირტის შემცველი ანტისეპტიური საშუალებები.

 

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ავად ხართ?

 

თუ გაქვთ გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომები, ანუ მაღალი ტემპერატურა, ხველა, მტვრევის შეგრძნება სხეულში, ყელის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება ან დიარეა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს და აცნობეთ, რა სიმპტომები გაქვთ. აუხსენით, რატომ გგონიათ, რომ გაქვთ გრიპი A(H1N1) (მაგალითად, ახლახან იმოგზაურეთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანებში აღინიშნება ამ დაავადების შემთხვევები), გაითვალისწინეთ ის რჩევები, რომლებსაც მიიღებთ. თუ ვერ ახერხებთ დაკავშირებას სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთან, საავადმყოფოში მისვლისთანავე აცნობეთ, რომ თქვენ ინფექციის შესახებ გაქვთ ეჭვი; მგზავრობის დროს პირზე და ცხვირზე აიფარეთ ნიღაბი.

 

ბავშვებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საგანგაშო სიმპტომებია:

 

გახშირებული ან გართულებული სუნთქვა; კანის სილურჯე; სითხის სმის შემცირება; მივარდნილობა, არაკონტაქტურობა; გაღიზიანებადობა; გრიპისმაგვარი სიმპტომების გაუმჯობესების მიუხედავად, მაღალი სიცხე და ხველა; ცხელება და გამონაყარი.

 

მოზარდებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საგანგაშო სიმპტომებია:

 

გახშირებული ან გართულებული სუნთქვა; ტკივილის ან სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის ან მუცლის არეში; უეცარი თავბრუსხვევა; მოუსვენრობა, შფოთვა; მძიმე ან შეუჩერებელი პირღებინება.

 

როგორ მოვუაროთ ავადმყოფს სახლის პირობებში?

 

ავადმყოფი უნდა იყოს განცალკევებით ოჯახის სხვა წევრებისგან, სულ მცირე 1 მეტრის მოშორებით; ავადმყოფის მოვლის დროს ცხვირზე და პირზე აიფარეთ ნიღაბი. ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც კომერციული, ასევე ის ნიღაბი, რომელსაც თავად გააკეთებთ ხელმისაწვდომი ქსოვილისგან, მაგ. ოთხფენოვანი დოლბანდისგან. გამოყენების შემდეგ ნიღბები უნდა გადაიყაროს ან სათანადოდ გასუფთავდეს (გაირეცხოს, გაუთოვდეს); ავადმყოფთან ყოველი კონტაქტის შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით; ხშირად გაანიავეთ ის ოთახი, სადაც წევს ავადმყოფი; გამოიყენეთ საოჯახო დეზინფექტანტიანი გამწმენდი საშუალებები, რათა თქვენს ირგვლივ არსებული გარემო სუფთა იყოს.

 

A(H1N1) გრიპის შესახებ ინფორმაცია აღებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდიდან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2009

 

• თარხნიშვილი მოხსნილია, საარჩევნო ბარიერი - თითქმის შეთანხმებული

• “ჩემ უკან არავინ დგას” - ეროსი კიწმარიშვილი “მაესტროს” 3 წლით უხელმძღვანელებს

• სოზარ სუბარი - “პრაიმერი უნდა ჩატარდეს არა ოპოზიციის ერთიან ლიდერზე, არამედ მერობის ერთიან კანდიდატზე”

 

თარხნიშვილი მოხსნილია, საარჩევნო ბარიერი - თითქმის შეთანხმებული

 

“ხელისუფლება და ოპოზიცია თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევნებისას ბარიერის საკითხზე შეთანხმებას აპირებს. ხელისუფლებამ ნულოვანი ბარიერის შემდეგ ცოტა დათმო და ოპოზიციას 30%-იანი ბარიერი შესთავაზა და ოპოზიცია კინაღამ დათანხმდა - ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით 50%-იან ბარიერს მხოლოდ ალიანსი არ თმობს. თუმცა იმასაც აცხადებენ, რომ კომპრომისის მოძებნა შესაძლებელია. ხელისუფლებამ კი კეთილი ნების ნიშნად, ცესკოს თავმჯდომარე უკვე მოხსნა”, - წერს გაზეთ “რეზონანსი” სტატიაში სათაურით თარხნიშვილი მოხსნილია, საარჩევნო ბარიერი - თითქმის შეთანხმებული / ცესკოს ახალ ხელმძღვანელს ოპოზიცია აირჩევს, ოღონდ პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატურიდან.

“თარხნიშვილის მოხსნას ოპოზიციის მხრიდან სწორედ ასეთი შეფასება მიეცა, რომ ეს იყო “ხელისუფლების მხრიდან ჟესტი, რომ ამ მიმართულებით გარკვეული დინამიკა შეიმჩნეოდეს”. ეს შეფასება არც არის გასაკვირი, ვინაიდან საარჩევნო რეფორმა საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესსაც შეეხო და ცხადია, ახალი წესის ამოქმედების შემდეგ თარხნიშვილს თანამდებობის დატოვება ისედაც მოუწევდა. მით უმეტეს, რომ ამის შესახებ განცხადებები ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გაკეთდა, როდესაც ეს კომისია შეიქმნა. ცხადია, ოპოზიციას ხელისუფლების მიერ ლევან თარხნიშვილის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილების გამო “გული არ დასწყვეტია” მაგარმ იმასაც აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება საკმარისი არ არის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დავით ბერძენიშვილის თქმით, “ხელისუფლებას სურს წარმოაჩინოს, რომ გარკვეული დათმობებზე მიდის და ცდილობს არაპოპულარული სახეები მოიცილოს. თარხნიშვილს იმაზე მეტრი დაბრალდა, ვიდრე გაუკეთებია - ის არჩევნებს სააკაშვილის ბრძანებით აყალბებდა. ხელისუფლება შეეცდება თარხნიშვილის ნაცვლად უფრო რესპექტაბელური კანდიდატურა შესთავაზოს ოპოზიციას, მაგრამ ილუზია, რომ სააკაშვილი თარხნიშვილს უმწიკვლო რეპუტაციის მქონე და საქმის მცოდნე ადამიანით ჩაანაცვლებს ოპოზიციას არ აქვს”. თუმცა ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის საკითხს უკვე ახალი კოდექსი გაითვალისწინებს და ესეც ოპოზიციის და ხელისუფლების შეთანხმების საგანი იქნება. მართალია, ჯერჯერობით საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფს კენჭი არც ერთი საკითხისთვის არ უყრია და ეს მომავალ სხდომაზე მოხდება, მაგრამ არსებობს გარკვეული საკითხები, რაც უკვე შეთანხმებულია და მათ შორის არის ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის საკითხიც”, - დასძენს გამოცემა.

“არსებული ინფორმაციით, ცესკოს ხელმძღვანელს აირჩევს ოპოზიცია, ოღონდ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი სამი კანდიდატურიდან. ამ ინფორმაციას ალიანსის წარმომადგენელი მამუკა კაციტაძეც ადასტურებს. თუმცა, მისი თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს შეთანხმება იმაზე, თუ ოპოზიციას არჩევანის გაკეთება რამდენ კანდიდატს შორის მოუწევს. ცხადია, ეს პრინციპი გარკვეულ კითხვებს მაინც აჩენს, ვინაიდან კანდიდატებს პრეზიდენტი წარადგენს და ოპოზიციას არც ისე დიდი ალტერნატივა ექნება. თუმცა, ჩანს, აქაც ის პრინციპი ჭრის, სულ არაფერს ცოტა რომ სჯობს” , - მიიჩნევს სტატიის ავტორი.

“გარდა ამისა, როგორც მამუკა კაციტაძე განმარტავს, არსებობს შეთანხმება, რომ ორივე დონის საარჩევნო კომისიაში თანამდებობების გადანაწილება მოხდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის - საუბარია კომისიის თავმჯდომარეზე, მის მოადგილესა და კომისიის მდივანზე. საინტერესო ის არის, რომ კაციტაძის განმარტებით, შეიცვლება საარჩევნო კომისიაში გადაწყვეტილების მიღების წესი _ არსებობს მოსაზრება, რომ გადაწყვეტილებას მიიღებს კომისიის 2/3. მისი თქმით, ორი ძირითადი განსახილველი საკითხიდან, რომელიც ეხება საარჩევნო სისტემას თავისი ბარიერით და საარჩევნო ადმიინისტრაციის დაკომპლექტების წესს, ნაწილზე მოხდა შეთანხმება და ნაწილი ჯერ ღიად არის დარჩენილი. ბარიერთან დაკავშირებით შეთანხმება მომავალი შეხვედრისთვის გადაიდო, მაგრამ თბილისის საკრებულოსთან დაკავშირებით შეთანხმება მოხერხდა და როგორც აცხადებენ, საკრებულო 50 წევრით განისაზღვრა, სადაც მაჟორიტარული და პროპორციული წესით არჩეული დეპუტატები პარიტეტულად იქნებიან წარმოდგენილი”, - წერს სტატიის ავტორი.

ეს სისტემა ოპოზიციისთვის მისაღები აღმოჩნდა, ვინაიდან, მათი თქმით, 25 მაჟორიტარი თბილისისთვის ბუნებრივია და ასევე პროპორციული სისტემით არჩევნებისას 4%-იანი ბარიერის პირობებში ამ წესით არჩეული 25 დეპუტატი სრულიად ლოგიკური იქნება. ყველა ამ საკითხზე კენჭისყრა მომავალ შეხვედრაზე გაიმართება და ამის შემდეგ განიხილება უკვე მეორე რიგის საკითხები, რაც საარჩევნო პროცესს უკავშირდება. ეს იქნება ვიდეოკამერების დამონტაჟება, მედიასთან ურთიერთობა და ა.შ. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც იმედოვნებს, რომ ამ საკითხებზე შეთანხმებას მოახერხებენ და თვის ბოლომდე შეთანხმებები კანონპროექტად ჩამოყალიბდება”, დასძენს სტატიის ავტორი.

“დედაქალაქის მერის პირდაპირი წესით არჩევა 3-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერის პირობებში მოხდება - ასეთ შეთანხმებას საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფში ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხანგრძლივი დისკუსიის შემდეგ მიაღწიეს. თუმცა, ამ შეთანხმებაში არ მონაწილეობს “ალიანსი საქართველოსთვის”. ალიანსში აცხადებენ, რომ ხელისუფლებასთან საუბარი უნდა გაგრძელდეს. აქვე ცნობილი ხდება, რომ ხელისუფლება კიდევ ერთი კომპრომისისთვის - ცესკოს თავმჯდომარის გადასაყენებლად არის მზად”, - წერს გაზეთი “24 საათი” სტატიაში სათაურით კომპრომისი შედგა, საბოლოო შეთანხმება ვერა.

 

“ჩემ უკან არავინ დგას” - ეროსი კიწმარიშვილი “მაესტროს” 3 წლით უხელმძღვანელებს

 

“ტელეკომპანია ”მაესტროს” ირგვლივ დაწყებული მითქმა-მოთქმა დასრულდა. ასე ფიქრობს არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი. თუმცა ჩანს, ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება - 12 ნოემბერს ტელეკომპანია მაესტროს ოფისში გამართული ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ არხი, 3-წლიანი მართვის უფლებით, “რუსთავი 2”-ის ყოფილ და “რუსთავი-მედია-მართვის კომპანიის” ახლანდელ მფლობელს, ეროსი კიწმარიშვილს გადაეცა. იმის დამტკიცება, რომ ეროსი კიწმარიშვილი “მაესტროს” სრულყოფილ არხად გადააქცევას ადრეც გეგმავდა, რთულია, თუმცა, ერთი რამ ფაქტია - თანამშრომბოლის იდეა, ჩანს, საკმაოდ დიდი ხანია არსებობს, რადგან ასეთი მნიშვნელოვანი ბიზნეს- გარიგებები, ასე მოკლე დროში იშვიათად იდება”, - წერს გაზეთი “ვერსია” სტატიაში სათაურით ეროსი კიწმარიშვილმა “მაესტროში” წასვლის გადაწყვეტილება “ვერსიაში” გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ მიიღო.

“როგორც ახალი მენეჯერისგან გახდა ცნობილი, ძირითადი მიმართულები იქნება საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. სამუშაო კონცეფცია ახლა მზადდება. შესაბამისად, ამ მიმართულებით მოსალოდნელი ცვლილებებისა და ახალი პროექტების შესახებ კომენტარები ჯერ არ კეთდება. ცნობილია ერთი - არხზე მომუშავე არც ერთი ადამიანი სამსახურს არ დატოვებს. თუმცა, არაა გამორიცხული ოაიხუროს გადაცემა “საკანი #5”. თუმცა ეროსი კიწმარიშვილი აცხადებს, რომ გადაცემების შეცვლასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ერთობლივად მიიღებენ ისე, რომ დისკომფორტი არც ერთ მხარეს შეექმნას. ტელეკომპანიის მუშაობას გააკონტროლებს სპეციალური სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც დაკომპლექტება ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ბრიფინგზე ხაზგასმით ითქვა ისიც, რომ არხის საკონტროლო პაკეტის არც ერთი პროცენტი არ გაყიდულა და არხს იურიდიულად 4, რეალურად კი 10 დამფუძნებელი ჰყავს და მამუკა ღლონტი, ეკა აკობია, მალხაზ რუხაძე, ლევან ჩიკვაიძე, ბაჩო კიკაბიძე, მაგდა გახარია, ელენე კვარაცხელია, კახა ოთარაშვილი და ზურაბ ბითაძე კი თავისი წილის (10-10%) გაყიდვას არ აპირებენ. არხის ახალი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ იგეგმება არხის ფინანსური მოძლიერება, ტექნიკური ბაზის განახლება, მაუწყებლობის რეგიონებში გასვლა და სამაუწყებლო შენობის შეცვლა”, - დასძენს გამოცემა.

“ვხედავ, საქართველოს ელექტრონულ მედიაში სიტყვის თავისუფლების ლიკვიდაციაა დაწყებული. ამ პრობლემის წინაშე დგას “მაესტროც”. თუ ეს ბოლომდე გამოუვიდათ, საქართველოს მოსახლეობა ვერ მიიღებს თავისუფალ, ობიექტურ ინფორმაციას. ჩემი მიზანი კი სწორედ ისაა, რომ ხალხს ოპერატიული და ობიექტური ინფორმაცია ჰქონდეს და მედია განვითარდეს. არ ვფიქრობ, რომ უნდა ვამტკიცო ამ სფეროში როგორი გამოცდილება და კვალიფიკაცია მაქვს. არც იმის დისკომფორტს განვიცდი, ვთქვა, რომ მაგარ არხს გავაკეთებ. არხს ჩემი ხედვები უკვე შევთავაზე. დარწმუნებული ვარ, წარმატებამდე ერთად მივალთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეროსი კიწმარიშვილი და შეკითხვას - ამბობენ, რომ არხს უკან ნინო ბურჯანაძე დგას...” - პასუხობს:

“როგორ შეიძლება ჩემს უკან, საერთოდ, ვინმე იდგეს? ცხოვრებაში არავის დავალებით არ მიმუშავია. ისიც არასწორი ინტერპრეტირება იყო, როცა ამბობდნენ, “რუსთავი 2”-ის უკან სააკაშვილი დგასო. ჩვენ, უბრალოდ, პარტნიორები ვიყავით. ამ ტელევიზიაში ჩემი მოსვლა არ უკავშირდება მოლოდინებს. არც მაშინ არ იყო ეს მოლოდინი. არაფერს ვგეგმავთ. უბრალოდ, საინფორმაციო სივრცის გამოჯანსაღება გვსურს და თუ ეს მოხდა, დანარჩენი უკვე პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო სექტორის საქმეა”.

“დღეიდან ტელეკომპანია “მაესტროს” “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ეროსი კიწმარიშვილი უხელმძღვანელებს. არხის სადავეები მას სამი წლის ვადით გადაეცა. არხის ერთ-ერთი დამფუძნებელის მამუკა ღლონტის თქმით, ხელშეკრულებაში, რომელიც ტელეკომპანიის დამფუძნებლებს და ეროსი კიწმარიშვილს შორის გაფორმდება, 100 პროცენტით იქნება დაცული სარედაქციო დამოუკიდებლობა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “მაესტროს” 3 წლით კიწმარიშვილი უხელმძღვნელებს / ღლონტს კი მის გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლება ექნება”.

“მამუკა ღლონტი განმარტავს, რომ “მასეტრო” არ გაყიდულა და არც უახლოეს ხანში გაიყიდება. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია “მაესტროს” წილი ნინო ბურჯანაძემ შეისყიდა. “მაესტროს” არც ერთი პროცენტი არ გაყიდულა არც ნინო ბურჯანაძეზე და არც ალასანიაზე. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ”, - აღნიშნა მამუკა ღლონტმა. პრესკონფერენციაზე კიწმარიშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ისინი შეთანხმდნენ ურთიერთობის ფორმებზე და მამუკა ღლონტს, როგორც ტელეკომპანიის დამფუძნებელს გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლება ექნება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“არ არის გამორიცხული, ტელეკომპანია “მაესტროზე” ვიხილოთ ბევრი ის ჟურნალისტი, რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო არ მიუწვდება დღეს ხელი ჟურნალისტურ საქმიანობაზე. ეს შეიძლება იყვნენ “რუსთავი 2”-ის ძველი სახეები, თუმცა ძირითადი აქცენტი გაკეთდება “მაესტროში” მომუშავე კორესპონდენტებზე. მე სიამოვნებით ვნახავ ყველა პროფესიონალს “მაესტროზე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეროსი კიწმარიშვილი.

 

სოზარ სუბარი - “პრაიმერი უნდა ჩატარდეს არა ოპოზიციის ერთიან ლიდერზე, არამედ მერობის ერთიან კანდიდატზე”

 

“ისინი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს სააკაშვილის რეჟიმი, უნდა შეთანხმდნენ ერთიან კანდიდატზე. ვიღაცები შეიძლება არ წამოვიდნენ ამაზე ორი მიზეზის გამო: პირველი - არასწორი ან გადაჭარბებული წარმოდგენა თავის შესაძლებლობებზე და მეორე - შესაძლოა, ეს პარტიები ფარულად ხელისუფლების თამაშს თამაშობენ”, - აცხადებს სოზარ სუბარი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით ოპოზიციას მერობის ერთიანი კანდიდატი უნდა ჰყავდეს.

“პრაიმერი უნდა ჩატარდეს არა ოპოზიციის ერთიან ლიდერზე, არამედ ერთიან მერობის კანდიდატზე. ამისთვის გარკვეული პირობებია საჭირო. უნდა ვიცოდეთ ვინ იღებს მონაწილეობას და რამდენად წარმომადგენლობითია ეს პრაიმერი. თუ მხოლოდ ორი-სამი პარტია გამოთქვამს ამის სურვილს, მაშინ პრაიმერის ჩატარებას აზრი არ აქვს. პრაიმერს გარკვეული სირთულეებიც ახლავს. იმისთვის, რომ საერთო კანდიდატზე შევთანხმდეთ, ფართომასშტაბიანი გამოკითხვის ჩატარებაცაა შესაძლებელი ან რამე ამგვარი. ჩვენ ზოგადად მოგებისთვის ვართ განწყობილნი და პრაიმერის მოგების იმედით მივდივართ. თუ ვერ გაიმარჯვებს, ალასანია, რა თქმა უნდა, თავის კანდიდატურას მოხსნის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოზარ სუბარი.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/116540.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა დასრულდა

 

პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა დასრულდა.

სხდომის შემდეგ განცხადება გააკეთა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ლარსის სასაზღვრო–გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით შს მინისტრის მხრიდან მიწოდებული იყო დეტალური ინფორმაცია.

ტყეშელაშვილის განცხადებით, რამე გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით მიღებული არ არის, რადგან მოლაპარაკებები კიდევ გრძელდება. თუმცა, მისი თქმით, მოლაპარაკებების მთავარი პრინციპია, დაცული იყოს საქართველოსთვის სასიცოცხლო ინტერესები, მათ შორის ეკონომიკური. ასევე დაცული უნდა იყოს მეზობელი სომხეთის ინტერესები.

უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, თუ მოლაპარაკებები ამ საკითხზე სასიკეთოდ წარიმართება, ეს იქნება ქვეყნისთვის მხოლოდ წარმატების მომტანი და არანაირი საფრთხის შემცველი არ იქნება.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 14.11.2009

· ნინო ბურჯანაძე - “არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, თარხნიშვილის ადგილს ვინ დაიკავებს”

· პაატა ზაქარეიშვილი - “არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილს შეიძლება აწყობდეს იმ 4 ბავშვის ტყვეობაში ყოფნა, რათა სარკოზისთან დარეკვის საშუალება ჰქონდეს”

· საქართველო, შესაძლოა, კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ცენტრი გახდეს?!

 

ნინო ბურჯანაძე - “არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, თარხნიშვილის ადგილს ვინ დაიკავებს”

 

“არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, თარხნიშვილის ადგილს ვინ დაიკავებს, როცა ტელევიზიები ხელისუფლების ხელშია და არ არსებობს თავისუფალი სასამართლო. სახეების სიმბოლური შეცვლით ჯამი არ იცვლება”, - აცხადებს დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე გაზეთ “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ვინ მიაჩნია ნინო ბურჯანაძეს მოღალატედ ოპოზიციაში? / რა აზრი აქვს დიპლომატებთან შეხვედრას, როცა ისინი საკმარის დროსაც კი არ უთმობენ ოპოზიციის ლიდერებს?

“ნამდვილად არ მინდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, ვინც ჯერჯერობით ფიქრობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, რამე ტიპის ბრალდებები წავუყენო. ჩვენ ამ ეტაპზე სააკაშვილის გადაყენების გზაზე განსხვავებული ხედვები გვაქვს. არის ოპოზიციის ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ არა უშავს, თუკი სააკაშვილი 2013 წლამდე იქნება, მაგრამ არის მეორე ნაწილი, რომელსაც მე მივეკუთვნები და მიმაჩნია, რომ სააკაშვილის 2013 წლამდე ყოფნა დამანგრეველი შედეგების მომტანი იქნება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ქვეყანა დესტაბილიზაციის, დაშლისა და ომის საფრთხის წინაშე დგას. ნამდვილად არ მინდა გითხრათ, რომ ვინმე სააკაშვილთან შეკრულია, მაგრამ არის ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენელი, რომლის პოზიციაც სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნინო ბურჯანაძე.

“არის ოპოზიციის ნაწილი, რომელსაც, ალბათ, ჯერ კიდევ გულწრფელად სჯერა, რომ შეიძლება შიდა ან დასავლეთის ზეწოლით გარკვეული ცვლილებები იქნას მიღწეული სააკაშვილის პირობებში. სააკაშვილთან ურთიერთობის საკმარისი გამოცდილება მაქვს, რათა ერთმნიშვნელოვნად ვთქვა - ასეთი ცვლილებები არ იქნება. როგორც უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიარული გადაიფიქრეს, რადგან დაინახეს, რომ აზრი არ აქვს და ეს მხოლოდ სააკაშვილის პიარს ემსახურება, ასევე იქნება არჩევნებთან დაკავშირებითაც... ვფიქრობ, საკმაოდ ნათელი განცხადება გავაკეთე, როცა ვთქვი, რომ ამ ხელისუფლების ხელში მხოლოდ შეურიგებელი ბრძოლაა გამოსავალი. დემოკრატიული ფრონტის შექმნა შეურიგებელ ბრძოლას გულისხმობს. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი კონსულტაციები მაქვს როგორც პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე საზოგადოების წარმომადგენლებთან. ვფიქრობ, ეს იქნება სწორი გზა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მისაღწევად”, - დასძენს გამოცემის რესპონდენტი.

“დარწმუნებული ვარ, განსაზღვრული დროის შემდეგ “ალიანსი” დარწმუნდება, რომ ადგილობრივ არჩევნებზე წასვლა ვერ გადაწყვეტს არსებულ პრობლემებს, მით უმეტეს, სააკაშვილი არანაირ დათმობაზე არ წავა. ასე რომ, ვფიქრობ, ისინიც შეურიგებელთა რიგებში აღმოჩნდებიან”, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე და შეკითხვას - “ხელისუფლება ცდილობს, თქვენში რუსული ლობიზმი დაინახოს.... რატომ გამოგიგზავნათ მოსაწვევი ებრალიძემ თავისი ორგანიზაციის პრეზენტაციაზე, კაცმა, რომელიც საქართველოს მტრად და რუსეთის იდეების გამტარებლად დაასახელა ხელისუფლებამ? თქვენ რატომ ამოგარჩიათ რუსეთის კაცმა განსაკუთრებულ სტუმრებში?” - პასუხობს:

“მე რატომ მეკითხებით, ეს უნდა ჰკითხოთ მას, ვინც ეს მოსაწვევი გამომიგზავნა. ძალიან ბევრ მოსაწვევს ვიღებ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედანაც. დანაშაულად არ მიმაჩნია, თუკი ძალიან დიდი სიმპათიით მიყურებენ ვაშინგტონში, ბრიუსელში, ბერლინში, ლონდონში, პარიზში და სულაც მიმაჩნია დანაშაულად, რომ ასევე რუსეთშიც პატივს მცემენ. რუსებმა ძალიან კარგად იციან, რომ მე ვარ პრინციპული ადამიანი. კარგი იქნება, საზოგადოებას თუ გავახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ შევიტანე სარჩელი ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, მაგრამ ვერაფრით მოიცალა ჩვენმა სასამართლომ, რომ ეს სარჩელი განიხილოს და დასკვნა გამოიტანოს. თუკი სააკაშვილს აქვს რამე ინფორმაცია, საუკუთესო შესაძლებლობა მივეცი, რათა სასამართლოზე ეს დოკუმენტაცია წარმოედგინა, მაგრამ მსგავსი რამ გსმენიათ?”

 

პაატა ზაქარეიშვილი - “არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილს შეიძლება აწყობდეს იმ 4 ბავშვის ტყვეობაში ყოფნა, რათა სარკოზისთან დარეკვის საშუალება ჰქონდეს”

 

“მიხეილ სააკაშვილმა გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამიერიდან თვალს არ დახუჭავს იმ უმსგავსობაზე, რაც აქამდე ხდებოდა. მან კიდევ ერთხელ გაიხსენა, როგორ არ აცალეს მას და უცხოელ ინვესტორს ოპოზიციის აქტივისტებმა რესტორანში შეხვედრა. რატომ იყო პრეზიდენტი ასეთი მკაცრი და რატომ არ ჩქარობს ხელისუფლება 4 არასრულწლოვნის გათავისუფლებას?” - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რატომ ურეკავს სარკოზის სააკაშვილი? / პაატა ზაქარეიშვილი: “როცა ასეთი უუნარო ხარ, უნდა გადადგე”.

“სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია დასუსტდა. სააკაშვილი ხომ მშიშარა ადამიანია. როცა ძალას ხედავს, გარბის და ეს არაერთხელ დაამტკიცა. ახლა რატომღაც ჰგონია, რომ რაკიღა ოპოზიციამ გარკვეულწილად პაუზა გამოაცხადა, მან აღიარა თავისი სისუსტე და უკან დაიხია. მას ეს პაუზა უცბად თავში აუვარდა და ჰგონია, რომ ყველაფერი კარგად არის. მშიშარა ადამიანს მუდმივად სჭირდება საკუთარი თავის დარწმუნება, რომ ის მაგარია და ამიტომაც უმღერიან მას “მიშა მაგარიას”, ეტყობა, ეს სიამოვნებს ძალიან. სააკაშვილს სჭირდება მუდმივი გახმიანებები, რომ წარმატებებია ქვეყანაში. ადამიანი, რომელიც უყურებს ტელევიზორს, იფიქრებს, ჯანდაბას, ჩემთან რაც ხდება, მაგრამ იქ ხომ ხდება სიკეთე და ჩემთანაც მალე მოაღწევსო. სწორედ ამაზეა გათვლილი სააკაშვილის ეს ძალიან გულადი განცხადებები. ოპოზიცია არ უნდა მოდუნდეს, თვეში ერთხელ უნდა აწყობდეს მნიშვნელოვან აქციებს. იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც არ ასევნებდნენ მას და ლუკმას არ აყლაპებდნენ, არ უნდა ჩააყლაპონ სააკაშვილს ლუკმა. სადაც ივლის, ყველგან უნდა სდიოს ამ ხალხმა, სააკაშვილს ხმა მიაწვდინონ, უნდა იდგნენ იქ და უნდა იცოდნენ, რომ ეს არამი ლუკმა იქნება მისთვის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“რასაკვირველია, შიშის დაძლევის ერთადერთი ფორმა არის თქმა - არ მეშინია. სწორედ ამიტომ, ასე გულადად უტევს ამ ყველაფერს. თითქოსდა ყველაფერი წესრიგშია. ეს, რა თქმა უნდა, ღრმა კრიზისზე მეტყველებს. როცა ასე ბაქიბუქობს და გაიძახის, ყველაფერი კარგად არისო, ჯობს, არ ილაპარაკოს. ასეთი რეაქციებით ავლენს საკუთარ თავს, როგორც კრიზისში მყოფი ადამიანი. მისი გამოსვლა იყო სასაცილო. სააკაშვილს მართლა ეშინია ხალხის. ამ გამოსვლებითა და ასეთი სიტყვებით მას ჰგონია, ხალხს აშინებს. ამ დროს თვითონ ეშინია მათი. მსგავსი გამოსვლებით საკუთარ თავს აგულიანებს, რომ ყველაფერი კარგად არის. ამ გამოსვლებს ჰყავს ორი ადრესატი - მისი ერთგული ხალხი და მშიშარა ხალხი. იმედი მაქვს, საქართველოში არც მისი ერთგულები არიან ბევრი და მით უმეტეს, მშიშრები კიდევ უფრო ნაკლები არიან”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.

“ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი აკანონებს ახალ წესრიგს. ჩვენდა საუბედუროდ, ჩვენი უუნარო, უნიათო და არაფრისმქნელი ხელისუფლების ხელში, სამწუხაროდ და საუბედუროდ, რუსეთს ეს გამოსდის. კანონდება რუსეთის ახალი წესრიგი. ხელისუფლება უნდა გადადგეს, სხვა გამოსავალი მას არ აქვს. იმიტომ, რომ უუნაროა. მას მხოლოდ მუქარა შეუძლია და ისიც ოპოზიციისა და საკუთარი ხალხის მიმართ. სააკაშვილის გადადგომა, რა თქმა უნდა, გამოსავალია. უნდა ჩატარდეს პირდაპირი და გამჭვირვალე არჩევნები. ხალხი ვისაც ენდობა, იმან უნდა გამოასწოროს მდგომარეობა. მთელი უბედურება ისაა, რომ 4 გატაცებული ბავშვის გამო სააკაშვილს ცხვირპირი ჩამოსტიროდა და სარკოზის ურეკავდა. პრეზიდენტების დონეზე კი არ წყდებოდა ასეთი ფაქტები, არამედ მინისტრების დონეზე. დღეს სააკაშვილი სარკოზის ურეკავს. ეს სირცხვილია. იმდენად უნიათოა, რომ სხვა არაფერი შეუძლია, გარდა იმისა, ტელეფონით ილაპარაკოს”, - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.

“სარკოზის უნდა დაურეკო ცეცხლის შეწყვეტის და არა ბავშვების გატაცების გამო. ე.ი. შენ იმდენად უუნარო ხარ, ბავშვების გამოხსნა არ შეგიძლია. როცა თავის დროზე მერაბიშვილი ციხეებს ხსნიდა ცხინვალში და იქიდან გამოჰყავდა ქარქუსოვები, დღეს რატომ ვეღარ ახერხებს ამას. დღეს ბავშვები ვერ გამოუხსნიათ? შეიძლებოდა ოსებთან მოლაპარაკება. მაგრამ სააკაშვილი მარტო თავის თავზე ფიქრობს, ის ქვეყანაზე არ ფიქრობს. რომელ წარმატებაზეა ლაპარაკი, როცა ბავშვები ვერ დაუხსნია ქვეყანას. გაიხსენეთ, ხურჩაში რა მოხდა, გაიხსენეთ ის სამი სტუდენტი, მე დავრბოდი მათ გასათავისუფლებლად და მოღალატე მიწოდეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვადაზე ადრე გავათავისუფლე ეს ადამიანები. არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილს შეგნებულად არ გამოჰყავს ეს ბავშვები, ოღონდ თემა გააპიაროს და საფრანგეთის პრეზიდენტს ელაპარაკოს”, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი და შეკითხვას - “ანუ უშვებთ ალბათობას, რო მ ამ ბავშვების ტყვეობაში ყოფნა შესაძლოა აწყობდეს ქვეყნის პირველ პირს?” - პასუხობს:

“როცა აფხაზეთში სამი სტუდენტი დააკავეს, დავრწმუნდი, რომ სააკაშვილის ინტერესებში იყო, ეს ბავშვები დროულად არ გამოსულიყვნენ. მაქვს ეს გამოცდილება და არ გამოვრიცხავ ამას - ხომ არ ვამბობ კატეგორიულად, მაგრამ არ გამოვრიცხავ. იმიტომ, რომ ეს უკვე იყო ერთხელ 2007 წელს და მე ამის უშუალო მონაწილე ვარ. არ ვიცი, რა ხდება ამ 4 ბავშვის გარშემო, მაგრამ მაქვს რა ის მწარე გამოცდილება, არ გამოვრიცხავ, რომ სააკაშვილს შეიძლება აწყობდეს ამ 4 ბავშვის იქ ყოფნა, რათა მას სარკოზისთან დარეკვის საშუალება ჰქონდეს”.

 

საქართველო, შესაძლოა, კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ცენტრი გახდეს?!

 

“საქართველოს მსოფლიო კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ცენტრად ქცევის რეალური შანსი აქვს. აქ პრაქტიკულად ყველაფერია ამისთვის, ყველა ტიპის პეიზაჟები - თოვლიანი მთების მწვერვალებიც, ზღვის ლაგუნები და პლაჟები, ლამაზი ქალაქები ეგზოტიკური ქუჩებით და რაც მთავარია, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ქვეყნის ტერიტორიაზე კინოფილმის გადაღების მსურველთათვის უპრეცედენტო შეღავათების დაწესების შესახებ. თუმცა ასეთ პერსპექტივას მხოლოდ ერთი გარემოება აბრკოლებს - საქართველოს ხელისუფლებამ უცხოელი კინომწარმოებლები უნდა დაარწმუნოს, რომ აქ ფილმის გადაღება უსაფრთხოა. ყოველივე ამის შესახებ დასავლური პრესა წერს”, - წერს გაზეთ “კვირის რეზონანსი” სტატიაში სათაურით 25%-იან ფასდაკლება და უპრეცედენტო შეღავათები უცხოელი კინომწარმოებლებისთვის / საქართველო, შესაძლოა, მსოფლიო კინოინდუსტრიის ერთ-ერთი ცენტრი გახდეს.

“კანის ფესტივალზე შარშან ამ გეგმის განაცხადი უკვე გავაკეთეთ. წლეულს ოფიციალურად იქნება წარდგენილი, რომ საქართველო ასეთი ინიციატივით გამოდის. ძალიან ბევრ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია, რომ საგადასახადო შეღავათების წახალისებით უცხოელი მწარმოებლები მოიზიდონ. აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნები - ბულგარეთი, რუმინეთი და უნგრეთი ჰოლივუდური წარმოებისთვის საკმაოდ მიმზიდველია სწორედ საგადასახადო შეღავათების გამო. ახლა, რაც ევროკავშირის წევრები გახდნენ, ამ შეღავათების სისტემა გართულდა. ამ კუთხით წამყვანი ქვეყნების მაგალითებიც შევისწავლეთ. გვყავდა ბრიტანელი კონსულტანტი მარტინ კაფი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში მუშაობს და გადაწყდა საგადასახადო შეღავათის დაწესება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდეტთან საუბრისას კულტურის სამინისტროს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის კვლევებისა და განვითარების მენეჯერი დავით ვაშაძე.

“აქ საუბარია, რომ მოხდეს არა მთლიანი ბიუჯეტის, არამედ კვალიფიციური ქართული ხარჯებიდან 25%-ის უკან დაბრუნება. ანუ ის, რაც საქართველოში დაიხარჯება - თუნდაც ადგილობრივი ხალხის დაქირავება, ქვეყნის შიგნით სამგზავრო ხარჯები და ა.შ. აქ არ შევა ისეთი საქმიანობა, როგორიცაა რომელიმე სტუდიის აპარატურით შესვლა პროექტში და მსგავსი საქმიანობა. უცხოური პროექტებისთვის ადგილობრივი კვალიფიციური ქართული ხარჯები მინიმუმ 500 ათასი დოლარი უნდა იყოს, რომ მან პრეტენზია განაცხადოს 25%-ის უკან დაბრუნებაზე. ქართული პროექტებისა და ოფიციალური პროდუქციისთვის მინიმალური ზღვარი 100 ათასი იქნება... ეს არის წახალისება - მაგალითად, ყველა ქვეყანაში ქუჩის გადაკეტვისთვის საგანგებო გადასახადია. საქართველოში კი ეს გადასახადი არ იქნება. გარდა ამისა, პოლიცია დაეხმარება მასობრივი სცენების გადაღებისას ქუჩის გადაკეტვაში, ხალხის მობილიზებაში. თუ კონკრეტული პროექტისთვის ჯარის ან ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურის გამოყენება გახდება საჭირო, ამ სახელმწიფო სტრუქტურაში იქნება პიროვნება, რომელიც საჭიროებისამებრ გაუწევს დახმარებას. გადასახადიც მინიმალური იქნება”, - დასძენს დავით ვაშაძე.

“ქართულმა კინომ სულ ახლახან დაიწყო სულის მოთქმა და კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლა, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე გრძელდება. ამ თვალსაზრისით კინოწარმოების ასაღორძინებლად ეს ძალიან დროული და მომგებიანი ნაბიჯია ხელისუფლების მხრიდან. საქართველო ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის პირველია, რომელიც ასეთ მიმზიდველ გარემოს უქმნის უცხოელ კინემატოგრაფისტებს და იმედი მაქვს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდება ეროვნული კინემატოგრაფიის განვითარებისთვის... ყველას სურს, მასშტაბური სანახაობები და მიმზიდველი ფილმები რაც შეიძლება მცირე ბიუჯეტით შექმნან. როგორ გონიათ, ჰოლივუდში ფულს არ ითვლიან? ჩვენთან ამ ინიციატივის შედეგად მასობრივი სცენების გადაღებისას ძალიან ცოტა ფულს დახარჯავენ, მუშახელი იაფია და ა.შ. - წესით, უნდა დაინტერესდნენ. მსგავსი ნოვაცია ჩეხეთშიც იყო და ჰოლივუდისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყანას წარმოადგენდა. ის სწორედ ასეთი გამარტივებული წესები იყო შექმნილი და ამით ჩეხურმა კინომ სარგებელი ნახა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხელოვნებათმცოდნე არჩილ შუბაშვილი.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/116674.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაშინგტონი ანკარას ბოლო ნაბიჯებით უკმაყოფილოა

თურქეთ–სომხეთის მეგობრება ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგებაზეა დამოკიდებული

 

ვაშინგტონს ეჭვი ეპარება, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების გარეშე თურქეთის პარლამენტი თურქეთ–სომხეთის პროტოკოლების რატიფიცირებას მოახდენს. ამის შესახებ აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ფილიპ გორდონმა ანკარაში გამართულ პრეს კონფერენციაზე განაცხადა.

 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს ციურიხში სომხეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ედვარდ ნალბანდიანმა და აჰმედ დავითოღლუმ ხელი მოაწერეს პროტოკოლებს ანკარასა და ერევანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ.

 

გორდონის განცხადებით, ყარაბაღის საკითხში პროგრესის გარეშე თურქეთის პარლამენტში პროტოკოლის რატიფიცირება გართულდება.

 

ანკარაში ვიზიტისას გორდონმა ასევე შეშფოთება გამოთქვა თურქეთის მიერ სირიისა და ირანის მხარდაჭერის გამო. მან ასევე გაახმოვანა ვაშინგტონის უკმაყოფილება იმით, რომ თურქეთის პრემიერ–მინისტრმა დარფურში მომხდარი სამხედრო ქმედებები დანაშაულად არ აღიარა იმ დროს, როცა საერთაშორისო სასამართლომ სუდანის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი გასცა.

 

http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...13162&ct=23

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ობამა და მედვედევი ირანს ერთობლივად ემუქრებიან

15:31 - 15.11.2009

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ბარაკ ობამასა და დიმიტრი მედვედევის ერთობლივი განცხადებით, "ირანის პრობლემის დიპლომატიური გადაწყვეტის დრო იწურება". ამის შესახებ ობამამ და მედვედევმა სინგაპურში შეხვედრის დროს განაცხადეს. "დიპლომატიური მიდგომის ფარგლებში დრო თითქმის აღარ გვრჩება", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. თავის მხრივ, მედვედევმა ირანთან მოლაპარაკებების ტემპით უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ "თუ განხილვები შედეგებს არ მოიტანს, რუსეთი და აშშ სხვა საშუალებებს გამოიყენებენ". შეგახსენებთ, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს სინგაპურში აზიისა და წყნარი ოკეანეს ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.

http://pirweli.com.ge/index.php?option=com...71&Itemid=1

 

მდაას!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება


×
×
  • შექმენი...