Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები, მხოლოდ info და სტატიები


Recommended Posts

10:08 / 05-10-2009

ის, რაც საქართველოზე ანგარიშში არ შევიდა

The New York Times

 

ბერლინი - 2008 წლის აგვისტოს რუსულ-ქართული ომით პოლიტიკური კონფლიქტი არ დასრულებულა: არსებობს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ ეს კონფლიქტი ნებისმიერ დროს შეიარაღებულ კონფრონტაციად იქცეს.

 

ამ კვირას ევროპის კავშირის ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი მისიის ანგარიშმა, რომლის წევრი მეც ვიყავი და რომელსაც კონფლიქტის სათავე და მიზეზები უნდა შეესწავლა, გავრცელებული თვალსაზრისი დაადასტურა - ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეკისრება, ხოლო იმ პოლიტიკური ზეწოლის ესკალაციისთვის, რომელმაც ვითარება შეირაღებულ დაპირისპირებამდე მიიყვანა, რუსეთი თანაბრადაა პასუხისმგებელი.

 

მაგრამ ანგარიშს მნიშვნელოვანი ხარვეზი ჰქონდა. მან საერთოდ ვერ შესძლო კონფლიქტამდე, კონფლიქტის დროსა და მის შემდეგ იმ გადამწყვეტი როლის გაანალიზება, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეასრულა. მხოლოდ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის, საქართველოს პოლიტიკისა და მისი მარცხის შეფასება შესძლებს ომის საწყისების ახსნას, ევროკავშირსა და პრეზიდენტ ობამას დაეხმარება საქართველოსა და რუსეთის მიმართ ახალი პოლიტიკის ფორმირებაში.

 

თავისი პრეზიდენტობის დასაწყისში, პრეზიდენტმა ბუშმა საქართველოსთან დაკავშირებით ბევრი თვალსაზრისით პრეზიდენტ კლინტონის პოლიტიკა განაგრძო - დაეთანხმა საქართველოს დასავლურ ორიენტაციას, უარი სთქვა “ახლო საზღვარგარეთში” რუსეთის გავლენის სფეროების არსებობის აღიარებაზე, მხარი დაუჭირა ნატო-ში საქართველოს სწრაფვას და საქართველო-ამერიკისა და დასავლეთის უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული ინტერესებისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნია.

 

მაგრამ 9 სექტემბრის შემდეგ, პრეზიდენტმა ბუშმა საქართველოსთან დაკავშირებული პოლიტიკა შეცვალა და ორი ისეთი ელემენტი შემოიტანა, რომელიც სერიოზულ სტრატეგიულ ხარვეზად იქცა. ბუშმა საქართველო თავის პარტნიორად არა მხოლოდ “ტერორის წინააღმდეგ” მიმდინარე ომში აღიარა, არამედ მიხეილ სააკაშვილი და საქართველო “დემოკრატიის გავრცელების” ცენტრალურ ელემენტად გამოაცხადა. 2005 წელს, თბილისში ბუშმა სააკაშვილის საქართველოს “თავისუფლების შუქურა” უწოდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბუში სულ უფრო ხვდებოდა კრემლის დახმარების საჭიროებას ირანთან და ამერიკის სხვა ინტერესებთან დაკავშირებით, ის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისთვის საქართველოს გაზვიადებული მნიშვნელობის ტყვედ რჩებოდა.

 

ბუშის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ამტკიცებდნენ, რომ ისინი აფრთხილებდნენ სააკაშვილს რუსეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესახებ, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტს ესოდენ დიდი იდეოლოგიური მნიშვნელობა მიენიჭა, ბუშს საჯაროდ მისი გაფრთხილება და როგორც აღმოჩნდა, შეჩერებაც აღარ შეეძლო. იმის გამო, რომ სააკაშვილი წარმატებაზე ამდენად დამოკიდებული გახდა, შეერთებულმა შტატებმა დაკარგა ის პოლიტიკური გავლენა, რომელიც მას შეაჩერებდა.

 

7 აგვისტოს როდესაც ომი დაიწყო, პრეზიდენტმა ბუშმა ნებისმიერ სამხედრო ქმედებაზე უარი განაცხადა და სანაცვლოდ საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის, რომელსაც იმ დროს ევროკავშირის პრეზიდენტის პოსტი ეკავა, დაზავების მოხერხება სთხოვა. ეს ნაბიჯიც სტრატეგიული შეცდომა იყო: მხოლოდ შეერთებული შტატები ფლობდა ისეთ გავლენას, რომელსაც შეეძლო მოლაპარაკებოდა რუსეთს და სერიოზული სამშვიდობო შეთანხმებისთვის მიეღწია.

 

სარკოზი ომის შეჩერებისთვის ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას, მაგრამ ის იძულებული იყო დასთანხმებოდა რუსეთის მიერ წაყენებულ მძიმე პირობებს. მას შემდეგ ევროკავშირი იძულებულია ჩაყლაპოს რუსეთის მიერ საზავო შეთანხმების მუდმივი დარღვევა. შესაბამისად ბუშის პოლიტიკის მარცხი უფრო იმაში მდგომარეობდა, რომ არაფერს აკეთებდა, ვიდრე იმაში რომ ცუდს აკეთებდა: მან არ გააჩერა სააკაშვილი და სათავეში არ ჩაუდგა მშვიდობიან მოწესრიგებას.

 

დღეს, როდესაც რუსეთმა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებისთვის ვადის გაგრძელებაზე უარი სთქვა, შეერთებულ შტატებს საქართველოს კონფლიქტში ჩართვის ერთადერთი პოლიტიკური ელემენტი დარჩა, ეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება და ქართული ჯარის აღდგენაა, რაც კონფლიქტის გადაწყვეტას ძნელად თუ შეუწყობს ხელს.

 

გადაუდებლად საჭიროა აშშ-ის ქართული პოლიტიკისა და დიპლომატიის გადაფასება. ობამას ადმინისტრაცია ევროკავშირის მაგალითს უნდა გაჰყვეს და უნდა შექმნას საკუთარი საგამოძიებო კომისია, არა მხოლოდ იმისთვის რომ ევროკავშირის ანგარიშში დარჩენილი ლაკუნები ამოავსოს, არამედ იმისთვისაც, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ჩამოაყალიბოს ახალი დაბალანსებული პოლიტიკა, ისეთი, რომელიც აშშ-რუსეთის ურთიერთობათა “გადატვირთვის” პროცესს გაითვალისწინებს.

 

იორგ ჰიმელრაიხი

ForeignPress

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 619
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ანდრეი პიონტკოვსკი - ტალიავინის მისიას ესმოდა, რომ დასკვნა მოსკოვის სასარგებლოდ იქნებოდა ინტერპრეტირებული და ამ ნაბიჯზე შეგნებულად წავიდა

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/111755.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოში კიდევ ერთი პოლიტიკური პარტია შეიქმნა.

"დემოკრატიული განახლება – ჩვენი საქართველო გაბრწყინდება" (ჩვენები) სამოქმედო გეგმას საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს. პარტიის პრეზენტაცია კი წლის ბოლოსთვის იგეგმება.

პარტიაში აცხადებენ, რომ მათ მთავარ მიზანს, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური დონის ამაღლება წარმოადგენს. `დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის განვითარებისთვის ეკონომიკური სტაბილურობა და მცირე მეწარმეობის განვითარებაა. კერძო ბიზნესის წარმოებისთვის მოქალაქეებს თავისუფალი გარემოს შექმნა სჭირდებათ~, - აღნიშნავენ ,,ჩვენები”. "НАШИ" :)

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

 

 

:crazy:

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

„რადიო თავისუფლება“ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მაუწყებლობის დაწყებას ერთ თვეში გეგმავს

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნიკოლა სარკოზი - საფრანგეთის პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისადმი უცვლელია

 

საფრანგეთის პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისადმი უცვლელია, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ასტანაში ვიზიტისას განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოს შესახებ ყაზახი ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

~აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს ამ გადაწყვეტილებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი რჩება. საფრანგეთისა და ევროკავშირის პოზიცია უცვლელია. მოხარული ვარ, რომ ამავე მოსაზრებას ყაზახეთიც იზიარებს~ - აღნიშნა სარკოზიმ.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელება, რომელმაც კონკრეტული შედეგი უკვე მოიტანა. მაგალითად კი ნიკოლა სარკოზიმ ინციდენტების პრევენციის სპეციალური მექანიზმის შექმნა მოიყვანა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნინო ბურჯანაძის აგარაკს მყიდველი არ გამოუჩნდა

2009 წლის 07 10, ოთხშაბათი - 12:13

ნინო ბურჯანაძის აგარაკს, რომელიც 12 მილიონ ლარად არის შეფასებული, დღეს მყიდველი არ გამოუჩნდა, აუქციონი განაცხადების არ არსებობის გამო ჩაიშალა და იგი 2 კვირის შემდეგ განაახლდება

 

 

http://fact.ge/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://lelag.blogspot.com/

 

 

საზოგადო მოღვაწეთა პუბლუკაციების და საჯარო გამოსვლების უმეტესობა სწორედ ხალხის წიაღიდან მიღებული ინფორმაციით იყო სავსე და მათი კეთილგანწყობის მოპოვებაზე იყო ორიენტირებული: ქართულ სინამდვილესთან, საზოგადოებრივ პრობლემებთან დაკავშირებულ სტატიებში უმეტესად ხალხის აზრს ციტირებდნენ და არა – მათი მეგობრების/კლასის ან უცხოელი მკვლევარების შეხედულებებს. მეტიც, დასცინოდნენ კიდეც იმათ, ვინც მისი ნააზრევის წონის და დამაჯერებლობის მისაღწევად, მხოლოდ “პარიჟის აკადემიის წევრთა” ან დასავლელი ორიენტალისტების მიერ კავკასიაში/საქართველოში მოგზაურობის შედეგად გაკეთებულ დასკვნებს ეყრდნობოდა და ქართველ მკვლევართა შეხედულებებით არც ინტერესდებოდა:

 

“მე თვალით ნახულს და ჩვენებურს ზოგიერთს მივიწყებულ მწერალთა თხზულებებს უფრო პატივს ვცემ, ვიდრე - პარიჟის ორიენტალისტებს, რომელთაც ჩვენი ქვეყნისა და ენის არა იციან რა, მაგრამ მაინც ყველანი იმათი თხზულებების შემწეობით იძიებენ ჩვენს წარსულს ცხოვრებას, რადგან პარიჟის აკადემიის წევრები არიან და სახელი აქვთ გავარდნილი, როგორც ჩვენს ზოგ მეცნიერს ციცერონისგან ნათხოვარი აზრის ნაგლეჯებით. სწორედ მოგახსენოთ, მე არც ამისთანა მეცნიერთა საკითხავად ვწერ, რადგან წინათვე ვიცი, რომ ისინი ჩემს ნაჩხაბნს არ წაიკითხავენ, როგორც მე – იმათსას. ამ შემთხვევაში, მე უფრო მდაბიური მკითხველისა მეშინია – ვაი, თუ გამიწყრეს, ხელი რათ მოვკიდე ამისთანა საგანს, რომელზეც ბევრი ცნობა არ იპოვება და რომლის სიმძიმემ ვაი თუ ისე დაღალოს იგი, რომ პირველ ფურცელზევე ხვრინი გაამართვინოს. მე უფრო ამის რიდი მაქვს და ეს მაწუხებს და არა – ზემოთხსენებულ მეცნიერთა წყენა. ვისაც ძილი ეკიდება, იმას მე ვერ გავაფხიზლებ. მთავარია - ვინც ფხიზელია, იმას ძილი არ მოვკიდო...” (გიორგი წერეთელი.

 

”სხვისკენ” (თუნდაც პარიზისკენ!) ხელის გაშვერა მაშინ, როცა ”შენი” არ გაინტერესებს, არის ტოტალიტარული კულტურის გამოვლენა ანუ ”ნაჩალნიკის სინდრომი”. პროდასავლურობის მაჩვენებელი არის არა დასავლეთის მექანიკური ციტირება, არამედ დასავლურად მოქცევა: დემოსის მოსმენა, მიყურადება და თანაგანცდა.

 

თანამედროვე საქართველოში კი ინტელექტუალების დიდი ნაწილი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს საბჭოთა “ინწილიგენციისთვის” დამახასიათებელი, მედიდური მანერით დასცქერის. კაბინეტების სიგრილე-სიმხურვალეში ჩაკეტილები, ვიწრო ჭუჭრუტანიდან (ტელევიზორი, ინტერნეტი) აკვირდებიან სამოქალაქო პროტესტს. მათი უმრავლესობისთვის ჯერ კიდევ გაუგებარია, რომ დემოკრატიის პირობებში საზოგადოებაზე წერა საზოგადოების ცოდნას და შიგნიდან დანახვას ნიშნავს. სინამდვილეზე რომ კომპეტენტური აზრი გქონდეს, ამ სინამდვილეს უნდა შეერიო და განჭვრიტო იგი: შენს დასავლურ ან საბჭოურ ცოდნას კი არ უნდა მოარგო რეალობა, არამედ რეალობის შეცნობამ უნდა მოგცეს ცოდნა და ანალიზისთვის საჭირო მასალა. მაგრამ მათ ეს არ შეუძლიათ, რადგან ეშინიათ რეალობის, ხალხის, რომელსაც “სუნი ასდის”. ამ ადამიანებში არიან ისეთებიც, ვისაც საბჭოთა პარტბილეთი 9 აპრილის ტრაგედიამაც ვერ გააგდებინა ხელიდან და ვინც საკუთარი უპირატესობით გაბრუებული, გაავებული დასცინოდა გამსახურდიას მიმდევრებს და არასოდეს გაუპროტესტებია ის ძალადობა/მკვლელობები, რომელიც ჯერ “მხედრიონმა”, ხოლო შემდეგ შევარდნაძის გოშიებმა ჩაიდინეს “ზვიადისტების” მიმართ. რაც ყველაზე ამაზრზენია, - ხელისუფლებაში მოკალათებული, ყოფილი რეპრესირებულები, თავიანთი წარსულიდან დისტანცირდნენ და ახლა თავად იქცნენ ძალადობის აპოლოგეტებად და წამქეზებლებად.

 

ამიტომაც არ მიკვირს, როცა ძველი და ახალი “მოაზროვნე გვარდია” არაფერს ამბობს ამ ორი თვის განმავლობაში განხორციელებულ სადამსჯელო ოპერაციებზე. არ მიკვირს ინწელექტუალების დამცინავი ქირქილი რუსთაველზე გამოსული პროტესტანტების მიმართ: არ გეგონოთო, რომ ამ პროტესტს “საკანი” ჰქვია! ეს “გალიაა”, სადაც ისეთი არსებები ბინადრობენ, რომლებიც საკვებს იქ ინელებენ, სადაც ჭამენ. ეს ცინიკური ინტონაცია ბუნებრივად მაბრუნებს იმ ფაქტებთან, რომლებიც ჯერ კიდევ გვახსოვს: აფხაზების “აფსუებად” და კოკოითის “ფანდარასტად” მოხსენიება, ბადრი პატარკაციშვილის სახელზე პამპულაობა და დამცინავი ღიმილით წარმოთქმული “არკადი”, აგვისტოს ომთან დაკავშირებულ დაკითხვაზე მისული, ეროსი კიწმარიშვილისთვის იმის შეხსენება, რომ მას “ერასტი” ჰქვია. იოლი მისახვედრია, თუ რა მცირე მანძილია პიროვნების ღირსების შელახვიდან - მასზე განხორციელებული ძალადობის დაშვება-განხორციელებამდე.

 

იგივე “ზემოდან მზერით” არის ნაკარნახები, ინწელექტუალთა მიერ, ოპოზიციონერთა და მათ მხარდამჭერთა გამოსვლებიდან მხოლოდ კომიკური და ქსენოფობიური “მარგალიტების” ამოკრება. ეს “სამართლიანი” აღშფოთება უფრო გაუგებარი ხდება, როცა იცი, რომ ამ განსწავლულთაგან არავის გაუპროტესტებია სააკაშვილის “ნულოვანი ტოლერანტობა” და ვანო მერაბიშვილის საპარლამენტო გამოსვლა: “ თუ დაინახავთ, რომ ოდნავ მაინც საფრთხე ექმნება მოქალაქის, მით უმეტეს, პოლიციელის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ხელი არ აგიკანკალდეთ და გამოიყენეთ იარაღი და მე ქედს ვიხრი იმ სპეცრაზმელების წინაშე, რომლებმაც ტავისი სიცოცხლის ფასად ჩაატარეს ოპერაციები და მოკლეს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მოკლეს, კრიმინალები, რადგანაც რომ არ მოეკლა კრიმინალი, კიდევ უფრო მეტი დანაშაული მოხდებოდა საქართველოში” (2005 წლის 10 ნოემბერი).

 

ადამიანი, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელის მხრიდან ნულოვანი ტოლერანტობისა და მკვლელობისკენ მოწოდებას (რაც წარმოთქმის მომენტიდან უკვე ამ ყველაფრის რეალიზებას ნიშნავს!) არ აპროტესტებს და ოპოზიციურად განწყობილი ხალხის გრამატიკის, ლიტერატურის, ისტორიის და ადამიანის უფლებების საკითხების უცოდინარობა აღიზიანებს, ღირსეულ მოქალაქედ და ინტელექტუალად ვერ ჩაითვლება, მაგრამ ინწელექტუალი იქნება მანამ, სანამ თავად არ მობეზრდება.

 

მიშელ ფუკოს ეს აზრი სწორედ იმათ მინდა შევახსენო, ვინც ძალა/ხელის/უფლების აპოლოგეტად და წამქეზებლად იქცა, ხოლო ფრანგი მოაზროვნის გამონათქვამებს მხოლოდ სტატიებისა და საჯარო გამოსვლების “სამკაულად” იყენებს:

 

“ინტელექტუალმა უკვე აღარ უნდა ითამაშოს მრჩეველის როლი, აღარ უნდა ადგენდეს გეგმებს იმათთვის, ვინც იბრძვის ან თავს იცავს, არ უნდა იგონებდეს მათთვის ტაქტიკას და არ უნდა უსახავდეს მიზნებს. ინტელექტუალს ანალიზის ინსტრუმენტების შეთავაზება შეუძლია...სინამდვილეში, ლაპარაკია იმაზე, რომ გაგვაჩნდეს თანამედროვეობის აღქმის მყარი, ხანგრძლივი უნარი, რომლის საშუალებითაც შევამჩნევთ, თუ სად გადის რღვევის ხაზები, სადაა ძლიერი წერტილები, რომელსაც ძალაუფლება მიეჯაჭვა და დამკვიდრდა. სხვა სიტყვებით, - საჭიროა ბრძოლის ველის ტოპოგრაფიული და გეოლოგიური სურათის გადაღება.... აი, ინტელექტუალის როლი...”

 

ცხადია, რომ ასეთი სამუშაოს შესრულების უნარს ძალა/ხელის/უფლებისადმი ვნება არა მარტო აჩლუნგებს, არამედ - სპობს. შეუძლებელია ასეთი მიუკერძოებელი ანალიზი იმ ადამიანებმა გააკეთონ, ვინც თავის შეხედულებებს “ზემოდან” წამოსულ ინსტრუქციებს ან კონიუნქტურას არგებს.

 

 

 

ამონარიდია, დანარჩენი თვითონ ნახეთ ლინკზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირაკლი ოქრუაშვილი ნინო ბურჯანაძის მოწოდებას უერთდება

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის პროტოკოლები გაფორმდა

 

თურქეთმა და სომხეთმა ციურიხის უნივერსიტეტში გუშინ საღამოს პროტოკოლი გააფორმეს, რომელიც მიზნად, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზაციას ისახავს. ამის შესახებ ~ინტერფაქსი~ იტყობინება.

ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების ფარგლებში, გუშინ ორი პროტოკოლი გაფორმდა. მხარეებმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს ~სომხეთისა და თურქეთის რესპუბლიკებს შორის ორმხრივი ურთიერთობის განვითარების შესახებ~ და პროტოკოლს ~სომხეთისა და თურქეთის რესპუბლიკებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ~.

დოკუმენტებს ხელი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ედუარდ ნალბანდიანმა და ახმეტ დავუტოღლუმ მოაწერეს.

მხარეები შეთახმდნენ, რომ პროტოკოლის ძალაში შესვლიდან ორი თვის განმავლობაში გახსნიან ქვეყნებს შორის არსებულ საზღვარს, სომხეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები კი რეგულარულ პოლიტიკურ კონსულტაციების დაიწყებენ.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

რავი, ჩEმი აზრით, იდილია ამ ორ ქვეყანას შორის დიდხანს არ და ვერ გაგრძელდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთთანამშრომლობის პროტოკოლები გაფორმდა

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება


×
×
  • შექმენი...