Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები, მხოლოდ info და სტატიები


Recommended Posts

ალექსანდრე რონდელი - რუსეთის ლპობა და ნგრევა გარდაუვალია, რის გამოც მეზობლებთან კრემლის პოლიტიკის არსი ასეთია _ Беи чужих, чтоб свои боялись

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/106675.html

 

 

დასტურ!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 619
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

აშშ რუსეთს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთსა და სხვა სახელმწიფოებს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემისკენ მოუწოდებს.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ფილიპ ქროულიმ რუსეთის პრემიერის, ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, უმთავრესი, რაც აშშ-ს აწუხებს, საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობაა.

„მიგვაჩნია, რომ რუსეთმა და სხვა სახელმწიფოებმაც პატივი უნდა სცენ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. რუსეთმა სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ვალდებულებები აიღო და იმედი გვაქვს, რომ ამ ვალდებულებებს შეასრულებს“, - აღნიშნა ქროულიმ.

ვლადიმერ პუტინი აფხაზეთს 12 აგვისტოს ეწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის პრემიერი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოსურმა მხარემ აღიარა, რომ ორი კვირის წინ განხორციელებული სროლები მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა

14.08.2009

თბილისი.14.08.09."ჯი-ეიჩ-ენი". სოდელ დმანში ინციდენტების პრევენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ოსურმა მხარემ აღიარა, რომ ორი კვირის წინ განხორციელებული სროლები მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა, _ ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას რეინტერგაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა განაცხადა,

 

მისი თქმით, რუსეთის მხარე ცდილობდა მოლაპარაკებები ჩიხში შეეყვანა, თუმცას მას ეს პროვოკაცია არ გამოუვიდა და იძულებული გახდა შეხვედრას დასწრებოდა.

 

"ოსურმა მხარემ აღიარა რომ ორი კვირის წინ განხორციელებული სროლები მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა და რადმენიც არ უნდა იტყუოს რუსეთის თავდაცვისა და საგარეო სამინისტროებმა ოსურმა მხარემ ეს ფაქტი აღიარა", _ განაცხადა იაკობაშვილმა.

http://ghn.ge/index.php?m=2&newsid=12591

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

14.08.2009 20:32 : В Ираке журналисты вышли на акцию протеста против цензуры

Они выступают против вмешательства в работу репортеров, - передает Би-би-си. Некоторые участники демонстрации жалуются на цензуру книг и блокировку интернет-сайтов, другие недовольны попытками влиятельных иракских деятелей препятствовать выявлению журналистами случаев коррупции. Между тем, иракское правительство утверждает, что доступ будет закрыт только тем сайтам, которые связаны с порнографией, насилием и преступностью, - пишет "Газета.ру".

 

http://www.echo.msk.ru/news/612745-echo.html

 

 

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მედვედევის განცხადებით ადამიანის უფლებათა დამცველებს საზღვარგარეთიდან ხოცავენ

2009 წლის 14 08, პარასკევი - 21:41

სოჭში, მედვედევთან გამართული შეხვედრის შემდეგ, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მედვედევს ჩეჩნეთში, ადამიანების უფლებათადამცველების მკვლელობებზე ესაუბრა. მერკელი ჩეჩნეთში მომხდარ მკვლელობებს - ბაბრბაროსულს უწოდებს. მისი განცხადებით, მედვედევთან მკვლელების პოვნის და მათი აუცილებლად დასჯის საკითხი დააყენა. - ”მედვედევი ირწმუნება, რომ რუსული მხარე ყველაფერს იღონებს, რათა მკვლელები იპოვონ და შესაბამისად დასაჯონ.” - აცხადებს მერკელი.

 

მედვედევის განცხადებით კი, უფლებათა დამცველების მკვლელობას, საზღვარგარეთის ქვეყნებიან ანხორციელებენ. მისი თქმით, მკვლელების მფარველები რუსეთის წარმატების არმოსურნე ხალხია, რომელთაც ჩრდილო კავკასიაში არეულობი მოხდენ სურთ

http://fact.ge/news.aspx

 

 

მასტი აშკარად გაუგებრობაშია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

07:46 15/08/2009

 

ВАШИНГТОН, 15 авг - РИА Новости, Мария Табак. Количество американских морских пехотинцев, направляемых в Грузию для подготовки грузинского батальона к службе в составе международных сил содействия безопасности в Афганистане (ISAF), будет варьироваться от небольшой группы до 60-70 человек, говорится в сообщении пресс-службы Вооруженных сил США.

 

Ранее о том, что США направляют группу военных инструкторов в Грузию, объявил заместитель официального представителя госдепартамента США Филип Кроули.

 

"Было принято решение направить в Грузию морских пехотинцев для обучения батальона, численность которого составит 750 человек. Во время шестимесячного цикла тренировок (начинающегося 1 сентября), количество морпехов будет колебаться от небольшой группы до 60-70 человек", - говорится в документе.

 

Пресс-служба напомнила, что у США и Грузии есть давняя история совместных учений. В 1990-х годах группа американских морпехов была направлена в Грузию в рамках программы НАТО "Партнерство во имя мира".

 

Представители американских властей не раз говорили о том, что США продолжат оказывать поддержку Грузии и ищут пути укрепления связей с этой республикой, в частности, в военной сфере.

http://rian.ru/world/20090815/180992896.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აშშ-ის შეიარაღებული ძალების პრესსამსახური საქართველოში საზღვაო ქვეითების გამოგზავნაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

 

ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების პრესსამსახური საქართველოში საზღვაო ქვეითების გამოგზავნის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქართული ბატალიონის მომზადების მიზნით, რომელიც ავღანეთის სამშვიდობო მისიაში (ISAF) მიიღებს მონაწილებას, საქართველოში 60-დან 70-მდე ამერიკელი სამხედრო ჩავა.

„მიღებულია გადაწყვეტილება, გავაგზავნოთ საქართველოში საზღვაო ქვეითები, რომლებიც 750-კაციან ქართულ ბატალიონს სწავლებას ჩაუტარებენ. 6-თვიანი სწავლება პირველ სექტემბერს დაიწყება, ხოლო საზღვარო ქვეითთა რაოდენობა 60-დან 70-მდე იმერყევებს“,- ნათქვამია განცხადებაში.

პრესსამსახური მიუთითებს, რომ აშშ-სა და საქართველოს ერთობლივი სწავლების დიდი ხნის ისტორია აქვთ. 1990-იან წლებში ამერიკელი საზღვაო ქვეითები საქართველოში ნატო-ს პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ ფარგლებში იმყოფებოდნენ.

ამერიკელი საზღვაო ქვეითები საქართველოში დღეს, 15 აგვისტოს უნდა ჩამოვიდნენ.

ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში მონაწილეობის მისაღებად მეორე და მესამე ბრიგადები გაიწვრთნება.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

09:00 / 15-08-2009

რუსეთი მეზობლებს კუნთებს უჩვენებს

Libration

პროვოკაციული განცხადებებით, მოსკოვი 2010 წლის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობს და იმავდროულად, ყურადღებით აკვირდება საქართველოს.

ბოლო დღეებში რუსეთი დიპლომატიურ ფრონტზე განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა. ადანაშაულებს რა ერთის მხრივ უკრაინას, რომ ის შარშანდელი ომის დროს საქართველოს იარაღს აწვდიდა და დღესაც იგივეს განაგრძობს, მეორეს მხრივ თავად საქართველოსაც ემუქრება.

 

"იმპერიული კომპლექსები"

 

უკრაინასთან დაძაბულობა გუშინ არ დაწყებულა. სინამდვილეში მოსკოვს დღემდე ვერ მოუნელებია 2004 წლის "ნარინჯისფერი რევოლუცია" და ხელისუფლებაში პრო-დასავლელი პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს მოსვლა. მას შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა სულ უფრო უარესდებოდა, იგივე გაზის კონფლიქტებთან დაკავშირებით, რომლებიც ყოფილ საბჭოთა სატელიტს მძიმე ზამთრის სეზონებს ახსენებს ხოლმე. უახლოესი საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 2010 წლის იანვარშია და როგორც სჩანს მოსკოვმა დესტაბილიზაციის კამპანია წამოიწყო. ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მის უკრაინელ კოლეგას წერილი გაუგზავნა. მან კიევი ერთდროულად საქართველოსთვის იარაღის მიყიდვაში, ნატო-ზე გამობმის სურვილსა და ევროკავშირთან ენერგეტიკული მოლაპარაკებების ცალმხრივად წარმოებაში დაადანაშაულა და დასძინა, რომ კიევში ახალი ელჩის გაგზავნას გაურკვეველი ვადით აყოვნებს.

"ზოგიერთ უკრაინელ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ მოსკოვი მსგავსი თავდასხმებით საპრეზიდენტო კანდიდატების ტესტირებითა და იმის გარკვევითაა დაკავებული თუ რომელი კანდიდატი უფრო მეტ მხარდაჭერას გამოიჩენს მოსკოვის მიმართ. უფრო ზუსტად, მოიქცევიან თუ არა ისინი რუსეთთან, ისე როგორც ამას იუშჩენკო აკეთებს, რომლის პირობებშიც მოსკოვთან ნორმალური ურთიერთობები ვერ აეწყობა", - წერს პრორუსული გაზეთი "სეგოდნია". კანდიდატების ამ პატარა ნაკრებში სწორედ იანუკოვიჩი, 2004 წელს მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ინარჩუნებს რუსი გიგანტის სიმპათიას და მათ საარჩევნო სიაში ლიდერობს.

უკრაინის დიპლომატიამ ეს ფრონტალური შეტევა უპასუხოდ არ დატოვა. "სამწუხაროდ, რუსეთის ახალგაზრდა ხელმძღვანელობა ძველი იმპერიალისტური კომპლექსების მძველად რჩება, რაც მათ საგარეო მტრის ხატის სიყვარულისკენ უბიძგებს", - სინანულით აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვირა ულიანჩენკომ. დიმიტრი ორეშკინს, დამოუკიდებელ პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ -"რუსეთი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე გავლენის შენარჩუნებას შოლტის გამოყენებით შეეცდება". მისი აზრით, პრობლემა ის არის, რომ - "პრინციპი შეშინება დამორჩილებისთვის, აღარ მუშაობს. რუსებს თაფლაკვერი აღარ აქვთ, მათრახი კი დაუმოკლდათ".

 

აფხაზეთის სამხედრო დახმარება

 

რეგიონში მეორე "პრობლემური" ქვეყანა საქართველო, ასევე რუსეთის ყურადღების ცენტრშია. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა და ნიკარაგუამ აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარეს, რუსეთი კი თბილისს კვლავ მუშტებს უქნევს. თუ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ მოვა დრო როდესაც ამ პროვინციების ბედი "მოსკოვში აღარ დაიწერება", ვლადიმერ პუტინმა ოთხშაბათის ვიზიტით აფხაზეთში აჩვენა, რომ კონფლიქტი დასრულებისგან ჯერ შორს არის. მან განაცხადა, რომ - "რუსეთი მზადაა "აუცილებლობის" შემთხვევაში შავი ზღვის ამ პატარა პროვინციას სამხედრო ძალით დაეხმაროს". პრემიერ-მინისტრის სიტყვები შემაშფოთებლად დაემთხვა იმ კანონპროექტს, რომელიც დიმიტრი მედვედვმა ორშაბათს რუსეთის პარლამენტს წარუდგინა. ტექსტში ნათქვამია, რომ - "მოსკოვს შეუძლია გამოიყენოს მისი არმია სხვა ქვეყნის ტერიტორიაზეც, თუკი რუსული შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ შეტევა განხორციელდება და დაიცვას სხვა სახელმწიფო აგრესიისგან", - ესაა მკაცრი გაფრთხილება გაკეთებული საქართველოს მისამართით.

 

ForeignPress

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოში ამერიკელი ინსტურქტორების ჩამოსვლასთან დაკავშირებით ფილიპ ქროულიმ სპეციალური განცხადება გააკეთა

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან საინტერესო სტატიაა, ძ ა ლ ი ა ნ

 

 

 

 

 

სამხედრო

09:00 / 15-08-2009

ლუსტრაციის თამაში პოლიტიკურ ყანაში

ჩანს, საქართველოს ხელისუფლება საშემოდგომოდ სერიოზულად ემზადება. ეს მხოლოდ დაპირებებით კახელი გლეხების მორიგ გაბითურებას არ ეხება - თუნდაც ტონობით ყურძენი ჩააბარონ, ფულს სრულად მაინც რომ ვერ იღებენ. საქმე შიდაპოლიტიკური დაპირისპირების საშემოდგომო სერიასთან გვაქვს.

სექტემბრიდან ახალი საპროტესტო აქციების დაწყების შესახებ "რადიკალური ოპოზიციის" მუქარას ხელისუფლება უმალვე გამოეხმაურა და "საპარლამენტო ოპოზიციის" გახმოვანებით საკმაოდ სერიოზული მინიშნება გააკეთა, საიდანაც ჩანს, რომ შემოდგომიდან "უცხო ქვეყნის" აგენტებზე ნადირობის სეზონი გაიხსნება. ხელისუფლების მესიჯი - "რადიკალურო ოპოზიციავ, გეშინოდეს, ლუსტრაცია მოდის" - უკვე გაცხადებულია.

საინტერესოა, რომ ვინც ბევრს ლაპარაკობს ლუსტრაციაზე, აგენტების გამოვლენასა და სხვის შესაძლო აგენტობაზე, რატომღაც ჰგონია, რომ ეს მათთვის ინდულგენცია იქნება. ვითომ მართლა ასეა?

 

რატომ იქცა საქართველოში ლუსტრაციის საკითხი "პოლიტიკურ სათამაშოდ"

 

მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს საპარლამენტო ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" თავმჯდომარე გია თორთლაძემ განაცხადა, რომ "ლუსტრაციის შესახებ" კანონპროექტზე იწყებს (?!) მუშაობას და მას მალევე წარუდგენს პარლამენტს. ბატონ თორთლაძეს მიზნად დაუსახავს იმ ადამიანების გამოაშკარავება, ვისაც 1991-1992 წლების მოვლენებსა და თბილისის ომთან ჰქონდა კავშირი: "ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც პროფესიონალ სახელმწიფო გადამტრიალებლებად ჩამოყალიბდნენ. ამიტომ დროა, ყველას და ყველაფერს შეფასება მიეცეს და თავისი სახელი დაერქვას"; "არანაირ პოლიტიკურ რეფორმებსა და ცვლილებებს აზრი არ ექნება, თუკი ქვეყანა ლუსტრაციის კანონს არ მიიღებს", - განაცხადა საკმაოდ აღელვებულმა გია თორთლაძემ.

როგორც იტყვიან, თქვენს პირს შაქარი, ბატონო გია, უკვე კარგა ხანია, ჩვენც ამას გავიძახით, მაგრამ, სამწუხაროდ, არც შევარდნაძის და ჯერჯერობით არც დღევანდელ ხელისუფლებას ლუსტრაციის კანონის მიღების ძირითადი პრინციპებიც კი არ განუხილავს. ამ კუთხით მასმედია უფრო აქტიურობდა და ამ საჭირბოროტო საკითხის ირგვლივ საზოგადოებრივი დისკუსიის გამართვას ცდილობდა, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებამ ლუსტრაციის კანონის მიღების პროცესი თვითდინებაზე მიუშვა და თვითონ პილატესავით ხელები დაიბანა, ბევრი ვერაფრის გაკეთება მოხერხდა.

ახალი ინიციატივის ავტორს, გია თორთლაძეს, სახელისუფლებო გუნდმა კანონპროექტის მომზადებაში უმალვე დახმარება აღუთქვა - ჩანს, ერთად ამზადებდნენ ამ "ინიციატივას". თან პრეზიდენტი სააკაშვილიც თანახმა ყოფილა. -აბა, რაღა გიშლით ხელს, ბატონებო, ან აქამდე რამ შეგიშალათ ხელი, რომ ლუსტრაციის კანონი თუნდაც 2004 წელს, მიგეღოთ? - იკითხავს საქართველოს რიგითი მოქალაქე.

პარალელურად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები აცხადებენ, რომ ჯერ არ იციან, რა პრინციპებზე აიგება კანონი, თანაც ხაზს უსვამენ, რომ სუკ-ის არქივის ნაწილი განადგურებულია, ნაწილი კი საქართველოდან არის გატანილი. მაშინ რა სრულყოფილი ლუსტრაციის კანონის მიღებაზეა ლაპარაკი? უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლუსტრაციის კანონის სწორედ ის პრინციპებია მთავარი, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სპეციფიკას მიესადაგება, თორემ მზა ლუსტრაციის კანონის ვარიანტებზე მეტი რა არის აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში? აიღეთ, თარგმნეთ და მიიღეთ, მაგრამ რეალურად რომ არ იმუშავებს?!

 

ლუსტრაციის კანონის ძირითადი პრინციპები

 

საქართველოს პოლიტიკურ ელიტაში ლუსტრაციის ურთულესი საკითხებისადმი მიდგომა, ცოტა არ იყოს, დილეტანტურია. ზოგიერთი პოლიტიკური ძალისთვის ეს თემა უკვე სარფიან და ადვილად გასაყიდ "საქონლად" იქცა. ამ დროს კი ეს პრობლემა ერთ-ერთი ურთულესთაგანია და მრავალ კითხვაზე ათასჯერ აწონილ პასუხს მოითხოვს. უწინარეს ყოვლისა, გასარკვევია:

1. როგორია სპეცსამსახურების არქივების დღევანდელი მდგომარეობა და რა რეალური ბაზა გაგვაჩნია ლუსტრაციის პროცესის დასაწყებად;

2. რომელ დოკუმენტურ წყაროებს უნდა ვენდოთ;

3. რა კრიტერიუმებით, სამართლებრივი ბაზით და რომელი არქივებით უნდა ვისარგებლოთ აგენტების დასახელებისას;

4. საბჭოთა სპეცსამსახურების თანამშრომელთა რა კატეგორიას უნდა შეეხოს ლუსტრაცია;

5. რა საკანონმდებლო შეზღუდვებია ამჟამად ამ კუთხით და როგორ უნდა შეიცვალოს საკანონმდებლო ბაზა;

6. როგორია პოსტსოციალისტური ქვეყნების გამოცდილება სპეცსამსახურების არქივების გახსნისა და ლუსტრაციის მხრივ;

7. რა თანამდევ პოლიტიკურ, სამართლებრივ და სოციალურ პროცესებს უნდა ველოდეთ საზოგადოებაში ლუსტრაციის დაწყების შემთხვევაში.

ამ კითხვებზე ამომწურავი პასუხის გარეშე, შესაძლოა, ლუსტრაციის მართლაც აუცილებელი პროცესი პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და საზოგადოებრივი დაპირისპირების საგნად იქცეს.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სპეცსამსახურების არქივები სადღეისოდ, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, იმდენად შეუსწავლელია, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას ნამდვილად გაუჭირდება საარქივო ერთეულების ზუსტი რიცხვის დასახელება და მათ სრულ სანდოობაზე თავის დადება, არაზუსტ არქივებზე დაყრდნობით კი ჩვენ კარგ შანსს მივცემთ მოწინააღმდეგეს და მხოლოდ საზოგადოებრივ დაპირისპირებას გავაღვივებთ, რადგან ფარულ თანამშრომლებს აგენტობას ვერ დავუმტკიცებთ, ხოლო შტატიანი თანამშრომლების სამართლებრივ დევნას ვერ მოვახერხებთ, ვინაიდან ისინი მაშინ არსებული ქვეყნის (საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სსრ-ის) კანონებით მოქმედებდნენ, დაძაბულობასა და ქაოსს კი ნამდვილად შევქმნით.

 

ლუსტრაცია თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება?

 

სამწუხაროდ, უკვე ჩანს, რომ "თორთლაძის ინიციატივის" შემთხვევაშიც ჩაფიქრებულია ამ კანონის პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად გამოყენება. უკვე გამოიკვეთა მთავარი სამიზნეც - ის ხალხი, ვინც გამსახურდიას ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაში მონაწილეობდა ან მხარს უჭერდა ამ პროცესებს. ლუსტრაციის "ახალი იდეის" ავტორი არ მალავს, რომ ამ ხალხს პოლიტიკურ ჯგუფებშიც ხედავს და საზოგადოებრივ წრეებშიც.

ლუსტრაციის კანონის მიღების ახალი ინიციატივა იმ კონკრეტულ პირთა წინააღმდეგ არის მიმართული (პოლიტიკური მოღვაწეობის აკრძალვა, სახელმწიფო თანამდებობებზე მუშაობა და ა. შ.), რომლებიც, გია თორთლაძის ტერმინი რომ გამოვიყენოთ, "პროფესიონალ გადამტრიალებლებად" ჩამოყალიბდნენ. ჩანს, კანონი მთელი სიმკაცრით სწორედ ამ კატეგორიის ხალხს გაუსწორდება.

ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეა, მაგრამ გვარს არ დავასახელებო - ასეა ამ შემთხვევაშიც. ყველამ კარგად იცის, ვის გულისხმობენ საპარლამენტო უმრავლესობა და თორთლაძე "პროფესიონალ გადამტრიალებლებში". სხვათა შორის, ეს ხალხი შევარდნაძის მთავრობაშიც იყო და ამ ხელისუფლების დროსაც მინისტრების სავარძლები ეკავა. თუ მათზე რაიმე ეჭვი გქონდათ, ბატონებო, ამ თანამდებობებზე რაღად ნიშნავდით?!

 

ვინ შეედრება საქართველოს აგენტების გამოვლენაში?

 

ლუსტრაციის კანონპროექტების წერის მოდა და ლუსტრაციის კანონის ირგვლივ პოლიტიკური თამაშები კარგა ხანია დაიწყო. ჯერ კიდევ 2005 წელს საპარლამენტო ოპოზიცია "დემოკრატიული ფრონტის" მიერ შემუშავებული კანონპროექტი უმრავლესობამ პირველსავე განხილვაზე ჩააგდო. ამის მიზეზი დოკუმენტის აშკარა სისუსტესა და უხარისხობაზე მეტად მისი ოპოზიციური წარმომავლობა იყო. ამის შემდეგ "თავისუფლების ინსტიტუტმა" დაამუშავა ლუსტრაციის ახალი პროექტი. ძველ დოკუმენტს ის იმით ჰგავდა, რომ აშკარად ეტყობოდა სიჩქარისა და პოლიტიკური კონიუნქტურის დამღა. ორივე დოკუმენტის ავტორებისთვის ალბათ პირველობა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ხარისხი. ამ პროექტებში ლუსტრაციის ურთულესი საკითხებისადმი, ცოტა არ იყოს, დილეტანტური მიდგომა გამოსჭვიოდა.

თორთლაძის ინიციატივიდან უკვე გამოიკვეთა, რომ საქართველოში მოქმედი საბჭოთა სპეცსამსახურების აგენტურის საარქივო მასალების გახსნის ძალზე რთული და ფაქიზი საკითხი კვლავ "აორთქლდება" სამართლებრივი სიბრტყიდან და საგაზეთო სენსაციების, პოლიტიკური დაპირისპირებისა და ვაჭრობის საგნად იქცევა.

ერთი რამ არის დამაფიქრებელი: 1991 წლის შემდეგ ლუსტრაციაზე ლაპარაკისა და პოლიტიკური ქულების მოპოვების სურვილს იქით საქმე არ წასულა. ზვიად გამსახურდია საქართველოს მოქალაქეებს კა-გე-ბეს აგენტების გამომზეურებას ბევრჯერ დაჰპირდა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, სუკ-ის არქივები შემოდგომის ფოთლებივით გაიფანტა. ედუარდ შევარდნაძის დროს ეს საკითხი "რატომღაც" აქტუალური აღარ იყო. მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ 2004 წლის თებერვალში განაცხადა ლუსტრაციის აუცილებლობის შესახებ და კონკრეტული დავალებებიც მისცა სპეცსამსახურების ხელმძღვანელებს. მას შემდეგ ხუთ წელზე მეტი გავიდა, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. რატომ? პასუხი არავინ იცის.

ეს პრობლემა მარტო საქართველოსთვის არ არის აქტუალური, ყოფილი სოციალისტური ქვეყნებიც ამ სენით არიან ავად, თუმცა, ჩვენი ხელისუფლებისგან განსხვავებით, რეალურ ნაბიჯებს დგამენ საბჭოთა და რუსეთის აგენტურის ლუსტრაციისთვის.

 

ლუსტრაცია ბულგარეთში

 

ბულგარეთში ამ რამდენიმე დღის წინ იმ ჟურნალისტების გვარები დაასახელეს, რომლებიც კომუნისტური რეჟიმის დროს უშიშროების სტრუქტურებსა და მილიციასთან ფარულად თანამშრომლობდნენ.

სპეციალურმა კომისიამ, რომელიც საჯარო პირების კომუნისტური რეჟიმის უშიშროებისა და მილიციის ორგანოებთან თანამშრომლობის ფაქტებს შეისწავლის, გამოაქვეყნა ბულგარეთის მასმედიის იმ თანამშრომელთა გვარები, რომლებიც სპეცსამსახურების მიერ იყვნენ გადაბირებული. მათ რიცხვში აღმოჩნდა ბულგარეთის უდიდესი საინფორმაციო-ანალიტიკური რადიოს "დარიკის" მფლობელი რადოსვეტ რადევი, რომელიც უშიშროების სამინისტროს მეექვსე სამმართველოს აგენტი (ოპერატიული ფსევდონიმი - "უიღბლო") იყო და ინტელიგენციის თვალთვალი ევალებოდა.

უშიშროების ორგანოებთან ფარულად თანამშრომლობდნენ კერძო საინფორმაციო სააგენტო "ფოკუსის" მფლობელი, ასევე - მრავალი ცნობილი მუსიკოსი და ჟურნალისტი. კომისიამ დაადგინა, რომ უშიშროების აგენტი იყო ცნობილი ბიზნესმენი კრასიმირ გერგოვიც, რომელიც მილიარდერ რუპერტ მერდოკის სახელზე გაფორმებული კერძო სატელევიზიო არხის ფაქტობრივი მფლობელია. გერგოვი 1985-1989 წლებში ასრულებდა უშიშროების დავალებებს. ამჟამად ის ფლობს ხუთ გასართობ ტელეარხს და ორ მუსიკალურ რადიოსადგურს. დამეთანხმებით, საკმაოდ მძლავრი იდეოლოგიური იარაღი ყოფილა კრასიმირის ხელში...

საინტერესოა ამ კომისიის შექმნის ისტორიაც. 2006 წელს ბულგარეთის პარლამენტში შემავალმა პარტიებმა დაასახელეს კომისიის წევრობის კანდიდატურები (ცნობილი ისტორიკოსები ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და ა. შ.), რომლებიც საპარლამენტო განხილვის შემდეგ ამ საზოგადოებრივი ორგანოს წევრები გახდნენ. კომისიამ ბულგარეთის უშიშროების ორგანოების არქივებში რამდენიმე ათასი საარქივო დოკუმენტი შეისწავლა კონკრეტულ საჯარო მოხელეებზე (დეპუტატებზე, მუნიციპალურ მოხელეებზე, პროკურორებზე, მოსამართლეებზე, სამხედრო და პოლიციის მაღალჩინოსნებზე და ა. შ.), 2009 წლიდან კი შესწავლის ობიექტები უკვე მასმედიის წარმომადგენლები გახდნენ.

აი, ასეა რეალურად "საქმე ლაპარაკის ნაცვლად" ბულგარელების შესრულებით.

 

"ბუკოვსკის არქივიდან"

ბრეჟნევის სრულიად საიდუმლო მადლობა

 

"ყველა სიახლის" წინა ნომერში ცნობილი საბჭოთა დისიდენტის ვლადიმირ ბუკოვსკის მიერ საბჭოთა კომპარტიისა და სპეცსამსახურების საიდუმლო არქივებიდან მოპოვებული ზოგიერთი დოკუმენტის შესახებ გიამბეთ. დღეს "ბუკოვსკის არქივიდან" კიდევ ერთ, გრიფით "სრულიად საიდუმლო" დამშვენებულ, მაგრამ ძალზე კურიოზულ დოკუმენტს გადავავლოთ თვალი.

სსრკ ცკ-ის სამდივნოს 1981 წლის 13 იანვრის სხდომის ოქმის ამონაწერში ვკითხულობთ: "დამტკიცდეს ნიკარაგუის რესპუბლიკაში საბჭოთა კავშირის ელჩისადმი მითითების ტექსტი (თან ერთვის). შეთანხმებულია ცკ მდივნებთან".

შემდეგ მოდის საბჭოთა იმპერიის "ნორჩი" ბელადების ჩამონათვალი სუბორდინაციის მიხედვით: სუსლოვი, კირილენკო, ჩერნენკო, გორბაჩოვი, პონომარევი, კაპიტონოვი, ზიმიანინი, რუსაკოვი. ყველა მათგანი ეთანხმება სრულიად საიდუმლო მითითების მომცრო ტექსტს.

საინტერესოა, ასეთი რა მნიშვნელობის იყო ეს დოკუმენტი, რომ მის განსახილველად ძველით ახალი წლის დღეს შეიკრიბნენ ეს მართლაც რომ უღმერთო კომუნისტები?

 

მითითების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"მანაგუა. საბჭოთა კავშირის ელჩს შეხვდით ამხანაგ ბაიარდო არსე კასტანიოს და მას, ასევე ნიკარაგუას ეროვნული განთავისუფლების სანდინისტური ფრონტის მთელ ხელმძღვანელობას ლ. ი. ბრეჟნევის სახელით გადაეცით მადლობა საახალწლო მოლოცვისა და კეთილი სურვილებისთვის.

შესრულება გვაცნობეთ".

ნეტავ ვის და რატომ უმალავდნენ ამ "სახელმწიფო საიდუმლოს"? თუმცა "ბოროტების იმპერიებს" რას გაუგებ...

 

 

 

”ყველა სიახლე”

 

http://www.ambebi.ge/samkhedro/8806-lustra...ur-yanashi.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2009

 

 

სოსო ცინცაძე - “რუსეთის ყველაზე ერთგული მოკავშირე ევროპაში ხდება გერმანია”

 

“სოჭში რუსეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის შეხვედრის ძირითადი საკითხები ეკონომიკას, უფრო სწორად - საერთო ბიზნესინტერესებს შეეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ეს ვიზიტი უფრო ადრე დაიგეგმა და მედვედევმა “ზღვაზე და მთაში სასეირნოდ” მერკელი ჯერ კიდევ მიუნხენში ვიზიტისას დაპატიჟა, პოლიტიკურ წრეებში მიაჩნიათ, რომ გერმანიის კანცლერის ვიზიტის ძირითადი მიზანი გარანტიების მიღებაა, რომ რუსეთ-უკრაინის დაძაბული ურთიერთობა ევროპისთვის გაზის მიწოდებაზე არ აისახება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით მერკელ-მედვედევის “ეკონომიკური” შეხვედრა სოჭში.

“ევროპაზე ყოველთვის მტკივნეულად აისახება რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბული ურთიერთობა. მერკელს უნდა, გარანტიები მიიღოს და ეს დაძაბულობა არ აისახოს ევროპისთვის გაზის მიწოდებაზე. მეორე და მთავარი საკითხი არის ის, რომ მერკელს არჩევნები აქვს და თუ გაზთან დაკავშირებით გართულებები მოხდა, მაშინ კანცლერის პოსტს უნდა დაემშვიდობოს. ამ ვიზიტის მიზანი ზედაპირზე დევს. ნათელია ესკალაციის ზრდის ტენდენცია, ამ ტენდენციას კი პირველი გამოეხმაურა ის, ვისაც ეს საკითხი ყველაზე მეტად აწუხებს და ვინც ფიქრობს, რომ ყველაზე მეტად დაზარალდება. ნაკლებსავარაუდოა, რომ არაოფიციალურ საუბრებში გერმანიამ მოუწოდოს რუსეთს, დაიცხროს იმპერიული ამბიციები. გერმანია პრაქტიკულად უკვე ექცევა რუსეთის ფარვატერში - რუსეთის ყველაზე ერთგული მოკავშირე ევროპაში ხდება გერმანია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დიპლომატიური აკადემიის რექტორი, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

“გერმანია გაცილებით თავშეკავებულია რუსეთის კრიტიკისას. არც ის იყო შემთხვევითი, რომ პუტინისა და მედვედევის სოხუმსა და ცხინვალში ვიზიტები მხოლოდ ლონდონმა გააკრიტიკა, არც ბერლინსა და არც პარიზს ამაზე რეაგირება არ მოუხდენიათ. იტალიაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. მერკელს კარგი ურთიერთობა ჰქონდა პუტინთან და ასევე კარგი ურთიერთობა აქვს მედვედევთან. ალბათ იგი ფიქრობს ამ ურთიერთობის გამოყენებას, რათა მის პოლიტიკურ კარიერას ზიანი არ მიადგეს და წინასაარჩევნო კამპანიაში ზურგი გაიმაგროს. ასე რომ, დღეს მერკელს საკუთარი პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.

“წლევანდელი წელი მძიმე იქნება, რადგან ძალიან ადრე დაიწყო დაძაბულობის ესკალაცია და ბუნებრივია, ევროპას აქვს კონკრეტული პოზიცია, მიიღოს გარანტიები, რომ გაზთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნება. არ არის გამორიცხული, მსგავსი ვიზიტები კიევშიც მოეწყოს. შეიძლება იქ ევროპის რომელიმე ქვეყნის ლიდერი ჩავიდეს, რადგან ეს პრობლემა მარტო გერმანიას არ უდგას. ევროპა შეეცდება, პოლიტიკური პრობლემა ენერგეტიკულ პრობლემაში არ გადავიდეს. მთავარი თემა, ალბათ, ეს არის, თუმცა ამაზე ღიად არ საუბრობენ, რათა დროზე ადრე პანიკური განწყობა არ შექმნან. რამდენად შეძლებს ევროპა გარანტიების მიღებას, არ ვიცი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ევროკავშირმა გაზის მიწოდებაზე საზღვრებზე მონიტორინგი მოითხოვოს. რაც შეეხება “ნაბუკოს”, არ მგონია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რუსეთმა ასე უხეშად ითამაშოს, რადგან ამ თემის წამოწევა ცეცხლზე ნავთის დასხმა იქნება, თანაც რუსეთს “ნაბუკოს” შეფერხების სხვა მექანიზმები აქვს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი.

“რა თქმა უნდა, უკრაინა-რუსეთს შორის დაძაბულობა ყოველთვის ხდება ევროპისთვის საგანგაშო. სამწუხაროდ, ევროპა მიბმულია ენერგეტიკულ ხაზს, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, რომ “ნაბუკოს” თემასაც შეეხონ. სავარაუდოდ, შეიძლება რუსეთმა “ნაბუკოს” საკითხთან დაკავშირებით მეტი სიმკაცრე მოითხოვოს დასავლეთისგან, ანუ დასავლეთმა უარი თქვას ამ ხაზის დაფინანსებაზე. რუსეთის პოლიტიკის სტრატეგიაა ევროპისა და აშშ-ის ერთმანეთისგან გათიშვა. რაც შეეხება საქართველოს საკითხს, ისაუბრებენ თუ არა ამაზე, ვერაფერს გეტყვით, რადგან რუსეთს გერმანიასთან საქართველოს თემა მწვავედ არ უდგას. პრაქტიკულად გერმანიამ გააკეთა ყველაფერი, რაც რუსულ პოლიტიკას სჭირდებოდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

 

სოზარ სუბარი თავის ”მემკვიდრეზე” ზრუნავს

 

“სახალხო დამცველი სოზარ სუბარი პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს ომბუდსმენის აპარატისთვის თანხის გამოყოფას სთხოვს. სახსრების გამოყოფას სახალხო დამცველის მარნეულის ოფისში სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ითხოვს - მარნეულის ოფისის სახურავი დაზიანებულია და თანამშრომლებს სრულფასოვანი მუშაობის საშუალება არ აქვთ. ომბუდსმენი ხაზს უსვამს, რომ რეგიონში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები მასობრივად სახლობენ, სახალხო დამცველის აპარატის აქტიური მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”, - წერს გაზეთი “ალია” სტატიაში სათაურით როგორ ზრუნავს სოზარ სუბარი თავის მემკვიდრეზე?

“საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ოფისების მოსაწყობად უძრავი ქონება ახალქალაქში, ზუგდიდსა და მარნეულში ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 9 ივლისის ბრძანებით გადაეცა. გაერო-ს განვითარების პროგრამის პროექტის, “სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების მხარდაჭერის” ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით, ოფისები ახალქალაქსა და ზუგდიდში წლეულს გარემონტდება, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“როცა მომდევნო სახალხო დამცველი მოითხოვს, შეიძლება გვიანი იყოს თანხების გამოყოფა. ამიტომ დროულად უნდა დადგეს საკითხი. და მე ვიქნები თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს საქვეყნო საქმეა. ძალიან სერიოზული ხმაური ავტეხე, როცა მომავალი წლის ბიუჯეტიდან დაფინანსების შემცირებაზე იყო ლაპარაკი. წლეულს 1 მილიონ 400 ათასი ლარი იყო ჩვენი ბიუჯეტი, გრანტებს არ ვგულისხმობ. და 1 მილიონ 100 ათასამდე მცირდება საგაისო გეგმა. არადა, ჩვენ გაზრდას 400 ათასით ვითხოვდით. 3 დღის წინ ახალი გეგმა გავაგზავნეთ და ვითხოვთ, 150 ათასით მაინც გაიზარდოს. მგონი მივაღწიეთ უკვე იმას, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი აღარ შემცირდება, 1 მილიონ 400 ათასი ისევ დარჩება და გაზრდისთვის ისევ ვიბრძვით. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება სახალხო დამცველი - ეს ყველა შემთხვევაში ოფისს სჭირდება, საქართველოს დემოკრატიასა და, რაც მთავარია, ქართველ ხალხს, ვის უფლებებსაც ჩვენ ვიცავთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოზარ სუბარი და შეკითხვას - “სახელისუფლებო გუნდი თქვენს პოლიტიკურ ანგაჟირებულობაზე ბევრს საუბრობს, ფიქრობთ, ახლა პრემიერ-მინისტრი თქვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს?” - პასუხობს:

“ამ გუნდმა ძალიან კარგად იცის, რომ გაისად სოზარ სუბარი აღარ იქნება და თუ ჩემი პიროვნება აფერხებთ, მით უმეტეს უნდა გამოყონ თანხა, რათა დაეხმარონ იმ ადამიანს, ვინც ახლა აირჩიეს”.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/106794.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Die Zeit - ომის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკურ უნაგირზე კვლავ მყარად ზის

 

ომის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი “პოლიტიკურ უნაგირზე” კვლავ მყარად ზის. მოსახლეობის რისხვა დიდწილად კრემლის წინააღმდეგაა მიმართული, - წერს გემანული გამოცემა “Die Zeit”. სტატიის ქართულ ვერსიას “ფორეიგნპრესს” აქვეყნებს.

‘’აჯანყებული რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ირგვლივ დაწყებულ 5-დღიან ომში განცდილმა სამხედრო მარცხმა ოპოზიციას პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ მოქმედების ახალი შანსი გაუჩინა, მაგრამ მიმზიდველი პერსონალური ალტერნატივისა და იდეების შემოთავაზების ნაცვლად, ისინი მისი გადადგომის ერთ ძირითად მოთხოვნაზე გაიყინენ. პრეზიდენტმა ისინი მრავალთვიანი საპროტესტო აქციების განმავლობაში ქუჩაში მზეზე აყურყუტა. ივლისის ბოლოს დაღლილმა ოპოზიციონერებმა საზაფხულო პაუზა აიღეს’’, - აღნიშნავს სტატიის ავტორი იოჰანეს ვოსვინკელი.

აქვე აღნიშნულია, რომ მილიონიანი ქალაქი თბილისი, სადაც საქართველოს მოსახლეობის თითქმის ერთი მესამედი ცხოვრობს, სააკაშვილის მოწინააღმდეგეების მთავარი საყრდენია. ქუჩის საპროტესტო აქციების პასუხად, პრეზიდენტმა ბოლოს ოპოზიციას საჩუქარი გაუკეთა და გამოაცხადა, რომ მომავალი წლის მაისში ახალი მერის პირდაპირი არჩევნები გაიმართება

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს ახალგორის რაიონის ოკუპირებიდან ერთი წელი შესრულდა

 

დღეს ახალგორის რაიონის ოკუპირებიდან ერთი წელი შესრულდა. 2008 წლის 16 აგვისტოს ახალგორი და ახალგორის რაიონის სოფლები რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა და ოსურმა შენაერთებმა დაიკავეს.

რუსული ჯარები ახალგორში 18:20 საათზე შევიდნენ და რაიონის ცენტრი დაიკავეს. იმავე დღეს, 20:00 საათზე ახალგორის რაიონიდან მიღებული ცნობების თანახმად, რუსმა ჯარისკაცება ადგილობრივი მოსახლეებისთვის რუსული პასპორტების შეთავაზება დაიწყეს.

მოგვიანებით, 21:15 საათზე კი დაახლოებით 60 სამხედრო მანქანა დისლოცირებულ იქნა ახალგორის შესასვლელთან, თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 40 კილომეტრის დაშორებით.

რუსული ოკუპაციის შედეგად ახალგორის რაიონიდან დღემდე დევნილობაში 5348 ადამიანი რჩება.

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო და სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო შეტევები განახორციელა. რუსული აგრესიის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 146 სამხედრო პირი და 14 პოლიციელი. დაკარგულად მიიჩნევა 23 ჯარისკაცი. სახლები დატოვა თითქმის 150 ათასმა ადამიანმა. მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 26 ათასი – 19381 ცხინვალის რეგიონიდან და 1893 კოდორის ხეობიდან.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოპოზიციას პროტესტის განახლებასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

16.08.2009

თბილისი.16.08.09."ჯი-ეიჩ-ენი". "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი, ეკა ბესელია "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ ოპოზიციის პროტესტი იმ შემთხვევაშიც გაგრძელდება, თუ ხელისუფლება პოლიტპატიმრების საკითხს ოპოზიციისათვის მისაღები ფორმით გადაწყვეტს.

ბესელიას განცხადებით, არის მთელი რიგი საკითხები, როს გამოც ოპოზიციამ პროტესტი უნდა გააგრძელოს.

 

"ის, რომ საქართველოს ჰყავს არალეგიტიმური პარლამენტი, პრეზიდენტი, მიკერძოებული სასამართლო და ა.შ. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციამ პროტესტი არ უნდა შეწყვიტოს. პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ არ დაინიშნება ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ეკა ბესელიამ.

 

რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმით განახლდება საპროტესტო აქციები შემოდგომაზე ამას "მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერი არ აკონკრეტებს. მისი თქმით, ჯერ ოპოზიციას კონკრეტულად არ აქვს გადაწყვეტილი, თუ როგორ გააგრძელებს მოქმედებებს შემოდგომაზე.

http://ghn.ge/index.php?m=2&newsid=12666

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება


×
×
  • შექმენი...