Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები, მხოლოდ info და სტატიები


Recommended Posts

პიტერ სემნები საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ანგარიშს მნიშვნელოვან დოკუმენტს უწოდებს.

ამის შესახებ სემნებმა დღეს, სასტუმრო ~ქორთიარდ მარიოტში~ მთავრობის ანგარიშის მოსმენისას განაცხადა. მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოში მომხდარი მოვლენები აუცილებლად უნდა იყოს შესწავლილი და გამოძიებული.

~ეს უახლოესი ისტორიის ძალიან სამწუხარო მოვლენა იყო და ასეთი მოვლენები ყოველთვის უნდა შევისწავლოთ, რადგან კონფლიქტი ჯერ არ არის ამოწურული და ეს კონფლიქტი შესაძლოა ისევ გაიყინოს, პრობლემა კი აუცილებლად გადაჭრას საჭიროებს. პრობლემის გადაჭრის გზები აუცილებლად უნდა გამოინახოს’’, - განაცხადა პიტერ სემნებმა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 619
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

17:44 06.08.09 - ტრაგედიის წლისთავი პომპეზურად აღინიშნება

[ნინო მიქიაშვილი]

დაკარგული ტერიტორიების, თბილისიდან 40 კილომეტრში მდგარი ოკუპანტების, დაღუპული მეომრებისა და დევნილების ფონზე, აგვისტოს ომის დაწყების წლისთავი ზუგდიდში, გორსა და თბილისში პომპეზური ღონისძიებებით: როკაქციით, გამოფენებით, ცოცხალი ჯაჭვით, გრანდიოზული ზომის დროშის გაშლით და კოცონების დანთებით აღინიშნება.

 

პრესა.გე ამ ღონისძიებების ორგანიზატორებს ტელეფონით ესაუბრა. ამ მასალაში უშუალოდ მათგან შეიტყობთ რას გამოხატავს სიონის ტაძრის გვერდით დაგეგმილი როკაქცია, რომელიც ღამის თერთმეტის ნახევარზე დაიწყება და ”დაცემამდე” გაგრძელდება; რა მიზნით ადიან გორის ციხეზე და რატომ შლიან 36 მეტრიან დროშას; რატომ აწყობენ რუსთაველის გამზირზე 10 სექტორად დაყოფილ მდუმარე გამოფენას; ვინ აფინანსებს ამ ღონისძიებებს და რას დაინახავს ამით მთელი მსოფლიო.

 

ასევე გთავაზობთ რას ფიქრობენ ხვალინდელი დღის სამზადისზე, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები.

 

ხვალ რუსთაველის გამზირი მთელი დღის განმავლობაში გადაკეტილი იქნება. ”იმელის” შენობიდან თავისუფლების მოედნამდე ინტერნეტჯგუფი ”რეაქცია”

 

226 წლიანი ოკუპაციისადმი მიძღვნილ ფოტო-ვიდეო და აუდიო მასალების გამოფენას აწყობს. როგორც ”რეაქციას” ერთ-ერთმა აქტივისტმა გივი ქარჩავამ გვითხრა, ეს იქნება მუზეუმი ღია ცის ქვეშ, ერთი დღით, ყოველგვარი ტაშ-ფანდურის გარეშე; პარლამენტის წინ პერფორმანსირებული გამოფენა მოეწყობა - 9 აპრილის გაშეშებული, გაყინული კადრებით, ჯავშანტექნიკით, რუსი ჯარისკაცის მანეკენებით, ნიჩბებით და ა.შ.

 

ჩვენს კითხვაზე - რატომ გადაწყვიტეთ 7 აგვისტოს ამგვარი ფორმით ღონისძიების მოწყობა? ქარჩავამ მოგვიგო - ”7-ში იმიტომ რომ ეს არის იმ ტრაგედიისა და უბედურების წლისთავი, რაც შარშან თავს დაგვატყდა. რაც შეეხება ღონისძიების ფორმას - ამ აქციის ლაიტმოტივი ისაა, რომ 7 აგვისტოს თითოეულმა ჩვენგანმა ჩამოვიაროთ რუსთაველის გამზირზე, ეს ორკილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც სიმბოლურად 226წლიან აგრესიის პერიოდს ასახავს და ვნახოთ, რომ იმპერიას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ჰქვია, ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნისთვის კარგი აბსოლუტურად არაფერი მოუტანია”.

 

რაც შეეხება სპონსორების ვინაობას, რომლებიც ”რეაქციას” მდუმარე გამოფენის მოწყობაში დახმარება გაუწიეს, გივი ქარჩავა ამბობს, რომ ღონისძიების ორგანიზებაში ”მაკდონალდსმა” და ”თოლიამ” აღმოუჩინათ დახმარება. პლუს ამას, არის კიდევ ”ერთი-ორი ადამიანი, რომელთა ნებართვის გარეშე მათ გვარებს ვერ დავასახელებ. საერთოდ, ამ ღონისძიების მოწყობაში დიდი ფინანსები არ იდება, რადგან, როგორც გითხარით, ესაა ფოტო-ვიდეო და აუდიო მასალების გამოფენა”.

 

7-ში დაგეგმილი როკაქციის ირგვლივ ლევან ბეიტრიშვილს ვესაუბრეთ. როგორც თავად გვითხრა, ამ როკაქციის გამართვის იდეა დიტო ყიფიანსა და გაგა გობრონიძეს ეკუთვნის. თავად ბეიტრიშვილი, მისივე განმარტებით, ყოფილი მუსიკოსია, მეგობრობს ჯგუფთან ”სან ოფ ზი სან” და ჩართულია როკაქციის საორგანიზაციო საკითხებში, მხოლოდამხოლოდ იმის გამო, რომ შარშანდელ მოვლენებზე გული შესტკივა.

 

– ”როკ–აქცია იქნება შარდენის და ბამბის რიგის ბოლოში; სიონის გვერდზე, პატარა სკვერში სცენა მოეწყობა. კონცერტი ღამის თერთმეტის ნახევარზე დაიწყება და გაგრძელდება, სანამ არ დავეცემით. როკაქციით გამოვხატავთ პროტესტს, შარშან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის და საერთოდ, ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგ. ჩვენი მთავარი მესიჯი არის ის, რომ ჩვენ ომი არ გვინდა, მაგრამ თუ თავდასხმა მოხდება, ჩვენ თავს დავიცავთ”, - ამბობს ლევან ბეიტრიშვილი.

 

ახლადშექმნილი სტუდენტური მოძრაობის ”7აგვისტო” ხელმღვანელი გიორგი შამათავა, რომელიც პარალელურად თსუ-ს სტუდენტური თვითმართველობის პრეზიდენტია, აცხადებს, რომ ”7აგვისტოს” მიზანი საქართველოს დეოკუპაციაა. შამათავას (როგორც ხვალინდელი ღონისძიებების ერთ-ერთი ორგანიზატორის) განმარტებით, ”7 აგვისტოში” გაერთიანებულ ახალგაზრდებს უნდათ მთელ მსოფლიოს, საერთაშორისო საზოგადოებას დაანახონ, რომ ქართველი სტუდენტები ერთი იდეის - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იდეის ირგვლივ არიან გაერთიანებულნი.

 

– ”ხშირად ისმის კითხვები - მსგავსი აქტივობები რატომ არ ხორციელდებოდა 2008 წელს. ქვეყანას 1 წელი სჭირდებოდა იმისთვის, რომ ომის მდგომარეობიდან გამოსულიყო. დღეს ეს ბარიერი დაძლეულია და უკვე დროა ქართველმა ერმა რუსულ აგრესიასა და ინტერვენციას, თავის შესაფერი, საკადრისი პასუხი გასცეს”, - აცხადებს შამათავა.

 

”7 აგვისტოში” გაერთიანებული ახალგაზრდები დღეს გორის ციხეზე ავიდნენ და იქიდან გააკეთეს მოწოდება, რომ 7-ში 15 საათზე, სადაც არ უნდა ვიყოთ, წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივი აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას.

 

მისივე განმარტებით, ღამის თორმეტ საათზე საქართველოს რეგიონების ყველა დიდ ქალაქში ”კოცონის აქცია გაიმართება, როგორც სიძლიერის, ბრძოლის და ერთიანობის სიმბოლო”.

 

7-ში დღის 12 საათზე გორში ”დროშის აქცია” ჩატარდება - 36მეტრიანი დროშა გაიშლება. 15 საათზე კი, ომში დაღუპულთათვის პატივის მისაგებად წუთიერი დუმილის აქციის პარალელურად, გორსა და ზუგდიდში ცოცხალი ჯაჭვი გაკეთდება. გიორგი შამათავას მონაცემებით, გორში ცოცხალი ჯაჭვი 4 კილომეტრზე გაიშლება და ამ ღონისძიებაში მონაწილეობას 4 500 ახალგაზრდა მიიღებს. სტუდენტები გორიდან თბილისში გამოემართებიან, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სანთლებს აანთებენ და გმირების საფლავებს ყვავილებით შეამკობენ.

 

გიორგი შამათავა ამბობს, რომ ხვალინდელი დღის ამგვარი ფორმით აღნიშვნის იდეა იმ ახალგაზრდებს ეკუთვნით, ვინც ”7 აგვისტო” დააფუძნა. რაც შეეხება გორსა და ზუგდიდში დაგეგმილი აქციისათვის საჭირო ფინანსებს, შამათავას განმარტებით, ამ კუთხით მათ კერძო სექტორი ეხმარება.

 

– ”დაკონკრეტებისგან, ისევ და ისევ იმ პიროვნების ინტერესებიდან გამომდინარე, თავს შევიკავებ. როცა ჩვენ რაღაც კონკრეტული გვჭირდება, იქნება ეს დროშა, კლიპი თუ სხვა, ამ ადამიანს ვაწუხებთ და ის ამა თუ იმ კონკრეტულ ნივთს გვიმზადებს. საბედნიეროდ, საქართველოში დღესდღეობით არსებობენ ღვთისნიერი მეცენატები, ბიზნესმენები, რომლებიც ქართულ პატრიოტულ, ეროვნულ საქმეს გვერდზე უდგანან. თუმცა, თვითონ არასდროს ჩნდებიან და ჩრდილში რჩებიან”, - ამბობს გიორგი შამათავა.

 

”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელი, ”ახლების” ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე, ხვალინდელი ღონისძიებების სამზადისთან დაკავშირებით ამბობს, რომ ხელისუფლებას უნდა ყველაფერი ძლევამოსილებისკენ შემოატრიალოს და სადღესასწაულო ელფერი მისცეს.

 

– ”შარშანდელი ცხინვალის მოვლენების შემდეგ საქართველოს უმძიმესი პრობლემები დაუდგა; ამ მოვლენების შესახებ ქართულმა საზოგადოებამ ძალიან ბევრი რამ ჯერ კიდევ არ იცის. შედეგებს ყოველდღიურად უფრო და უფრო დამძიმებულს ვხედავთ, იგივე მამისონთან, თრუსოს ხეობასთან დაკავშირებით. ახალგორთან მიმართებაში აბსოლუტურად გაურკვეველი ვითარებაა… საკუთარი საზოგადოების თავბრუსდახვევის მიზნით გაუთავებელი პიარღონისძიებების გამართვას, სჯობია ხელისუფლებამ შექმნილი მდგომარეობა ადეკვატურად შეაფასოს. პლუს ამას, ეს ყველაფერი მიმდინარეობს იმის ფონზე, რომ ყოველდღიურად, ხელისუფლებისგან გათამამებული ზონდერჯგუფები, თუ ტერორისტული შეფერილობის დაჯგუფებები საკუთარ თანამოქალაქეებს იტაცებენ, ასახიჩრებენ, ცემენ, ანგარიშს უსწორებენ. ეს არის უბრალოდ ამაზრზენი და დანაშაული”, - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

 

– ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას განსაკუთრებული საზეიმო ელფერის მქონე აქციის, ან ღონისძიებების დაგეგმვის საფუძველი არა აქვს - ”ესაა ტრაგედია, რომელსაც თავმოყვარე ხელისუფლება შეხვდებოდა გადადგომით და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებით, იმ მოვლენების და შედეგების მიმართ, რომელიც გასული წლის 7 აგვისტოს დადგა. ქვეყანაზე შეყვარებული ნებისმიერი პატრიოტი და პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფალი, მას შემდეგ, რაც ქვეყანას თავს დაატეხა ეს უბედურება და ტრაგედია, თანამდებობაზე არ დარჩებოდა”.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ვახტანგ ბალავაძე პრესა.გე-სთან საუბრისას ხვალინდელი ღონისძიებების მთავარ შინაარსსა და მიზანს ასე განმარტავს:

 

– ”ამით ქართველმა ხალხი, როგორც ერთმანეთს, ისე ყველას დაანახვებს, რომ ამ ომის შედეგად, ქართველი ერი სოლიდარობას უცხადებს იმ ადამიანებს, ვინც ომში დაიღუპა. ამასთან, ამ აქციის მიზანია ქართველმა ერმა ანახოს ყველას, რომ ჩვენ ვიომეთ, მაგრამ არ გავმწყდარვართ, ვდგავართ და გავაგრძელებთ სვლას ჩვენი განვითარებისკენ და დემოკრატიული განვითარებისკენ. ძირითადად ერთობის და ერთიანობის სულისკვეთებით იმართება ხვალინდელი ღონისძიებები, რაშიც მე მაგალითად, პომპეზურს ვერაფერს ვხედავ”.

http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=53071

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როდის იშლება რუსეთიო.....................?

 

Путин договорился в Анкаре о нефтегазовом и атомном сотрудничестве

 

http://newsru.com/world/06aug2009/puturk.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

07.08.2009 03:05 : В ближайшее время несколько стран мира признают Южную Осетию.

В ближайшее время несколько стран мира признают Южную Осетию. Об этом в интервью газете "Труд" заявил президент республики Эдуард Кокойты. В частности он сказал, цитирую: - "Это неизбежный процесс. Мы не собираемся форсировать признание Южной Осетии, но активно работаем со странами Ближнего Востока, Африки и, конечно, СНГ. Когда у нас были выборы в парламент, наблюдатели из Европы и Латинской Америки признали, что они прошли на высоком уровне. Это говорит о том, что государственность Южной Осетии, несмотря на молодость, дает фору демократии, которая есть в Грузии, на Украине, в Молдове, где все время политические кризисы. Им нужно учиться демократии у Южной Осетии и Абхазии, сказал Кокойты.

 

http://www.echo.msk.ru/news/610942-echo.html

 

 

:P

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

В ближайшее время несколько стран мира признают Южную Осетию.

სიაფანდი მგონია, ჩემო დიტო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

03:00 07/08/2009

 

МОСКВА, 7 авг - РИА Новости. Российские политические партии и молодежные движения проведут акции и митинги в годовщину грузино-югоосетинского конфликта.

 

Единороссы отнесут цветы Багратиону

 

"Единая Россия" отметит день памяти погибших в Южной Осетии возложением цветов к памятнику великому русскому полководцу Петру Багратиону 8 августа.

 

Багратионы - один из древнейших и знаменитейших родов Грузии, представители которого были армянскими и грузинскими царями.

 

От единороссов возлагать цветы к памятнику Багратиону пойдут заместитель секретаря президиума Генсовета партии Андрей Исаев, потомок Багратиона, руководитель "Багратион-фонда" Ирина Багратиони-Мухранели, певица Диана Гурцкая, а также представители "Молодой Гвардии "Единой России" и члены грузинской и осетинской общин Москвы.

 

 

ამათზე ფარისეველი ერი არ არსებობს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია 8 აგვისტოს რუსულ ფაშიმზე გამარჯვების დღედ გამოცხადების ინიციატივით გამოდის.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

 

ეს მასტი ფაიზაღი ვერ არის კარგად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

„The Washington Post“-ი საქართველოს პრეზიდენტის წერილს აქვეყნებს

 

07 / 08, 2009 10:49

 

რუსეთ-საქართველოს ერთი წლისთავზე „The Washington Post“-ი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილს აქვეყნებს.

„2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის 58-ე არმიამ საქართველოს საყოველთაოდ აღიარებული საზღვრები გადმოლახა. ასე დაიწყო ის, რაც მტკიცებულებების დადასტურებით, დიდი ხნის წინ დაგეგმილ ოპერაციას წარმოადგენდა და, რომლის მიზანიც ჩემი მთავრობის დამხობა, რეგიონში მოსკოვის გავლენის განმტკიცება იყო. მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და კრემლმა ის შედეგი ვერ მიიღო, რომელსაც ელოდა“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის წერილში, რომლის ქართულ ვერსიასაც „foreigpress“ აქვეყნებს.

წერილში პრეზიდენტი ომის შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებზე საუბრობს.

„ტრაგიკულია, რომ ჩვენი 410 თანამემამულე, მათ შორის, ძირითადად, მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ, ხოლო 1 700-ზე მეტი დაიჭრა. გაერო-ს ლტოვილთა უმაღლესი კომისრის მონაცემების თანახმად, თითქმის 130 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული იყო, სახლებიდან გაქცეულიყო, მათ შორის ათობით-ათასი, სამხრეთ-ოსეთისა და აფხაზეთის ქართულ ტერიტორიებზე მდებარე სოფლებში ეთნიკური წმენდის მსხვერპლი გახდა. შეთანხმების დარღვევით, რომელსაც 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა მოაწერა ხელი, დაახლოებით, 10 000 რუსი სამხედრო დღესაც საქართველოს ორ რეგიონში რჩება“, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

მისივე განცხადებით, ამ ბოლო დღეებში მოსკოვი პროვოკაციული ქმედებების და განცხადებების მთელ სერიაშია ჩართული, რაც გასული წლის შემოჭრის პრელუდიის გამეორებაა. შეთანხმების დარღვევით, რუსეთი ევროკავშირის დამკვირვებლებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოპერირების ნებას არ აძლევს.

„მიუხედავად ამისა, საქართველო ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდა. ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები იზრდება, უცხოელი ინვესტორები ბრუნდებიან. მსოფლიომ უნდა აღიაროს, რომ გასულ აგვისტოს რუსეთის ქმედებები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელს რეგიონს უქმნის საფრთხეს. 2003 წლის „ვარდების რევოლუცი“-ის შემდეგ, ჩვენ ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ ღრმად კორუმპირებული, წარუმატებელი ქვეყანა დასავლეთის მოკავშირე, თანამედროვე და პასუხისმგებლობის მქონე სახელმწიფოდ გვექცია, ისეთ სახელმწიფოდ, რომელიც ევროპული სტანდარტებით იმართება, ლიბერალური დემოკრატიის, თავისუფალი ბაზრის პრინციპების და თავის მეზობლებთან მშვიდობიანი ურთიერთობების ერთგულია“, - წერს სააკაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი მადლობას უხდის საერთაშორისო საზოგადოებას გაწეული დახმარებისთვის.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Горе от добра

Отказавшись из благих побуждений от полной оккупации Грузии год назад, Россия сегодня получила все то, чего она старалась избежать своим «миролюбием»

 

Годовщина начала российско-грузинской войны - подходящий повод подвести итоги случившегося, тем более что года, прошедшего с момента начала боевых действий, вполне достаточно для того, чтобы оценить долгосрочные стратегически значимые эффекты операции.

Произошедшее на международных площадках за прошедший год свидетельствует о существовании негласного сговора влиятельных сил Запада по недопущению формального признания правоты России в конфликте с Грузией.

 

Наибольший интерес при этом представляет вопрос о последствиях выбора, сделанного российским руководством в отношении масштабов «операции по принуждению Грузии к миру». Очевидно, что к моменту согласования «плана Медведева-Саркози» этот выбор был сделан, и состоял он в том, чтобы ограничиться очисткой территории Южной Осетии и Абхазии от военных сил противника, а также уничтожением ключевых объектов вражеской военной инфраструктуры вблизи границ с целью предотвратить возобновление наступления в краткосрочной перспективе.

 

Напомним, что до того, как «план Медведева-Саркози» был подписан и Россия начала вывод своей боевой техники с грузинской территории, в военных и экспертных кругах всерьёз обсуждались планы по более глубокому военному проникновению на территорию агрессора и насильственному смещению руководства республики, совершившего – этого не следует забывать - ряд серьёзных военных преступлений, включая геноцид осетинского народа.

 

В качестве основной цели такого плана заявлялось эффективное предотвращение агрессии преступного режима в более длительной перспективе. Доводы же против реализации такого решения были следующие: во-первых, опасность международной изоляции России на основе консенсуса западных стран о недопустимости вмешательства в дела поддерживаемого ими режима, во-вторых, риск оттолкнуть от России другие, более лояльные республики бывшего СССР слишком решительными жестами.

 

Рассмотрим же результаты, которые мы имеем сегодня, с точки зрения сказанного. В первую очередь следует признать, что главное опасение сторонников десуверенизации Грузии сбылось. Этот факт в своих комментариях по случаю годовщины войны отмечают все отечественные эксперты и государственные чиновники. В частности, заместитель начальника Генштаба России Анатолий Ноговицын на пресс-конференции, прошедшей в среду, подчеркнул то обстоятельство, что тот же самый режим, который предпринял попытку геноцида осетин год назад, сегодня не только продолжает находиться у власти в республике, но и методично добивается восстановления своего военного потенциала за счёт союзников.

 

Кроме этого, доказательством того, что Грузия до сих пор является потенциальным агрессором, служат, по словам военного, регулярные провокации на границе с применением огнестрельного, в том числе и тяжёлого оружия - общим числом около 120 за прошедший год. Причём, в последнее время число и масштабы этих провокаций заметно возросли.

 

Тот факт, что Грузия продолжает оставаться источником потенциальной военной агрессии, является следствием в том числе и безответственной, а по ряду показателей и откровенно враждебной в отношении России позиции некоторых стран Запада и ближнего зарубежья, среди которых особо выделяются США и Украина.

 

США по-прежнему принципиально поддерживают стремление Грузии к вступлению в НАТО. Также Америка не намерена отказываться от поставок вооружений в Грузию, аргументируя своё решение тем, что "на поставки в Грузию не существует международного эмбарго". Об этом, в частности, заявляет замгоссекретаря США по делам Евразии Филип Гордон. Помимо этого тон последнего визита в Грузию вице-президента США Джо Байдена красноречиво свидетельствует о сохраняющейся поддержке Вашингтоном политики президента Михаили Саакашвили.

 

На озвученную недавно просьбу Саакашвили перевооружить грузинскую армию, США дают принципиальное согласие. И хотя формулировки по этому поводу со стороны американских чиновников носят намеренно неопределённый характер, очевидно, что прекращать поставки вооружений в Грузию они не собираются. Так, по сообщению замглавы Пентагона по вопросам международной безопасности Александра Вершбоу, США в ближайшее время готовы предоставить Грузии военную помощь ещё на 16 миллионов долларов.

 

О том же, что нелегальные поставки вооружений в Грузию из Украины продолжались в течение всего года, заявил на днях заместитель министра иностранных дел России Григорий Карасин.

 

В этой ситуации предупреждение России о возможности введения экономических санкций против поставщиков оружия Грузии звучит весьма легковесно, ведь односторонние санкции, не обеспеченные международным консенсусом, имеют ограниченное воздействие даже на экономически уязвимые страны, не говоря о таких гигантах, как США.

 

Однако, к сожалению, на международный консенсус по вопросу осуждения Грузии и признания недопустимости военных сделок с ней России рассчитывать не приходится. Всё, произошедшее по этому поводу на международных площадках за прошедший год, свидетельствует о существовании негласного сговора влиятельных сил Запада по недопущению формального признания правоты России в конфликте с Грузией.

Попытка избежать формирования предвзятой враждебной атмосферы на международном поле также потерпела неудачу, компромиссное решение командования по ограничению масштабов контрнаступления не принесло ожидаемых результатов.

 

В частности, об этом свидетельствует подозрительная судьба отчёта специальной комиссии Евросоюза по расследованию обстоятельств августовской войны. Публикация отчёта, представляющего собой наиболее содержательную критику грузинской позиции и роли руководства республики в развязывании агрессии против Южной Осетии, в очередной раз откладывается. По последним заявлениям представителей комиссии доклад будет опубликован в сентябре, хотя ранее выход документа ожидался к началу лета. В рамках официальной версии задержка публикации связана с новой информацией, поступившей в распоряжение комиссии. Однако, весьма вероятным представляется то, что эта задержка происходит по политическим причинам, и обусловлена стремлением западных политиков свести к минимуму эффект от признания Грузии в качестве агрессора.

 

Это значит, что каково бы ни было реальное отношение европейских лидеров к Саакашвили и его действиям, они принуждены к участию в антироссийском сговоре, инициированном США с целью дискредитации позиции Москвы. И в этом смысле можно сказать, что международная изоляция, которой так испугались в Кремле, всё же состоялась и без доведения военной победы над Грузией до логического конца.

 

В свете сказанного слова руководителя российского МИД Сергея Лаврова о том, что «проект Саакашвили полностью провалился» звучат наиграно. Анатолий Ноговицин признаёт, что за прошедший год усилия России, по сути, сводились к попыткам отразить обвинения в агрессии и не приблизили её к тому, чтобы истинный виновник трагедии был наказан. Попытки донести до международного сообщества полноту собственной позиции в целом потерпели неудачу. Таким образом, цель «задобрить» Запад сдержанностью реакции, к которой стремились противники продолжения военной операции на территории Грузии, не была достигнута.

 

Напрасно рассчитывали эти силы в российском руководстве и на то, что их позиция поспособствует успехам Москвы в направлении интеграции постсоветского пространства. Если мы трезво посмотрим на состояние интеграционных процессов в рамках ОДКБ, ШОС и других крупных проектов, то будем вынуждены признать его существенное ухудшение за последний год. Отношения с ещё недавно самым преданным союзником России на постсоветском пространстве - Белоруссией испортились до такой степени, что сегодня Минск саботирует завершение процедуры по созданию Коллективных сил оперативного реагирования (КСОР) в рамках ОДКБ. Да и остальные партнёры по организации не стесняются намекать России, что каждый из них - себе на уме.

 

Это значит, что наши союзники прочитали в осторожности военных жестов Москвы не «великодушие», но скорее нерешительность, а значит - отсутствие готовности по-настоящему стать центром стратегического сплочения.

 

Таким образом, итоги решения, принятого военным и политическим руководством России в ходе войны с Грузией, можно подвести следующие: отказавшись наказать врага собственноручно и попытавшись апеллировать к якобы беспристрастным инстанциям и механизмам международного регулирования, Россия в принципе упустила возможность привлечь агрессора к ответственности. С другой стороны, попытка избежать формирования предвзятой враждебной атмосферы на международном поле также потерпела неудачу, компромиссное решение командования по ограничению масштабов контрнаступления не принесло ожидаемых результатов. В то же самое время этот компромисс негативно сказался на региональном имидже страны, поставив под сомнение её претензии на становление в качестве по-настоящему независимого регионального лидера и противовеса распространению евро-атлантистского влияния в регионе.

 

Всё это говорит о том, что условную победу в прошлогодней войне можно рассматривать лишь как выполнение долга перед своими гражданами - и то с натяжкой, учитывая масштабы потерь среди мирного населения. Говорить же о стратегическом заделе и наращивании капитала влияния, к сожалению, не приходится вовсе.

 

 

 

 

Илья Дмитриев

 

ЕВРАЗИЯ, 07.08.2009

http://evrazia.org/article/1049

 

საინტერესო სტატიაა

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სერიოზული სტატიაა

 

 

 

 

 

7 августа 2009 15:54

 

Год, прошедший после пятидневной кавказской войны, показал, как мало выиграла Россия от этой победы и как много проиграла.

 

Оценить результаты войны с Грузией, на первый взгляд, совсем не сложно. Надо просто сравнить их с теми задачами, которые ставились накануне ее начала. Но в том-то и дело, что цели, которые тогда хотело достичь российское руководство, по большей части не из тех, что произносятся вслух.

 

Официально и тогда и теперь эта война преподносится как спонтанный и даже вынужденный акт, продиктованный необходимостью спасти жителей Южной Осетии (они же граждане РФ), а также российских военных-миротворцев.

 

Как вы считаете, кто в ней победил?

 

Предлагаем вашему вниманию опрос, который проводился в сообществе opinion_ru в рамках совместного проекта LiveJournal, интернет-издания Газета.Ru и сайта видеоновостей Newstube.ru - ЖЖивое мнение. Прошел...

 

Перенос боевых операций на территорию собственно Грузии и последующее признание Южной Осетии и Абхазии в качестве независимых государств в эту схему вписываются уже с трудом, приоткрывая намерения более широкие.

 

Как то: преподать урок внешнему миру и особенно Америке – пусть видят, что с Москвой шутки плохи; приструнить СНГ, показав, что с работы можно уволить не только губернаторов, но и проштрафившихся президентов сопредельных стран; и последнее по счету, но не по важности – сплотить собственных граждан в едином порыве энтузиазма, а также презрения ко всей совокупности внешних врагов.

 

В части, касающейся чувств народа, эти задачи на короткое время были решены, и

 

даже сейчас подавляющее большинство россиян (71% против 11%) считают, что «Россия поступила правильно, приняв участие в этом вооруженном конфликте» (опрос фонда «Общественное мнение»).

 

Но сегодня это одобрение окрашено уже не столько энтузиазмом, сколько фатализмом. Отвечая на вопрос Левада-центра «Пошло ли на пользу России признание независимости Абхазии и Южной Осетии?», лишь 29% говорят: «Пошло на пользу» (в августе 2008-го таких было 40%). В то время как 40% сегодня выбирают ответ: «Не принесло ни пользы, ни вреда» (в прошлом году таких было 28%), а 15% опрошенных, как и в прошлом году, полагают, что «пошло во вред».

 

Пятидневная война, скажем мягко, не укрепила российский престиж на Западе. При всем разнообразии оттенков мнений внутри себя ни Евросоюз, ни Соединенные Штаты не согласились перенести «доктрину Брежнева» в XXI век и признать соседние с Россией земли сферой влияния Москвы.

 

Наивные расчеты на раскол внутри Европы и на поворот линии Вашингтона после смены там президента не оправдались. Да и не могли оправдаться. Чтобы великие экономические и военные державы отказались от своих базовых интересов, нужно предъявить им гораздо больше силы и решимости, чем имеется в распоряжении официальной Москвы. Она предъявила им, скорее, свои намерения. И эти намерения запечатлелись у них в умах куда более глубоко, чем они показывают.

 

Но даже и сделанных ими жестов оказалось достаточно, чтобы проект, деликатно называемый «десуверенизацией Грузии», так и остался проектом, а Саакашвили, в котором наши руководящие лица искренне, а пропаганда – повинуясь служебному долгу, видят злодея сказочных масштабов, по-прежнему сидел в президентском кресле. В качестве компенсации за это как раз и состоялось признание государственного статуса отпавших от Грузии анклавов. Но

 

это решение тут же сделалось ловушкой для российской внешней политики, заставив ее вести унизительную и безнадежную кампанию за то, чтобы их признал еще хоть кто-нибудь.

 

Рядовые российские граждане за год это прочувствовали, хотя и не в полной мере. В прошлом году, по данным ФОМ, признание Абхазии и Южной Осетии «многими странами» прогнозировали 23% опрошенных, малым числом стран – 33%, никем – 7%, а 37% опрошенных затруднялись ответить. Сейчас затрудняющихся стало 44%, не верящих в признание – 10%, в то время как признание Абхазии и ЮО многими странами продолжают ждать 16%, а немногими – 30%.

 

Попытки вовлечь в число этих немногих хотя бы Минск сделали уламывание Лукашенко чуть ли не главной темой российско-белорусских отношений. Результат получился обратный, и это тоже понятно.

 

После пятидневной войны не только Союзное государство с Белоруссией, но и прочие эфемерные постсоветские структуры перестали существовать даже виртуально.

 

Лишь в уполовиненном составе удается теперь собрать лидеров СНГ, не работает ЕврАзЭС, почти фантастичен Таможенный союз, распадается, не успев возникнуть, ОДКБ, на которую Москва в последнее время делала главную ставку. Протесты ташкентского союзника против размещения союзного российского батальона в союзной Киргизии и уклонение союзной Белоруссии от председательства в ОДКБ обнажают весь абсурд этого «анти-НАТО», члены которого боятся главного своего партнера больше, чем потенциальных врагов.

 

Отказ России от принципа уважения территориальной целостности перепугал все постсоветские государства независимо от их режимов. За прошедший год почти все они предприняли какие-то страховочные действия, ища гарантий для себя на Западе, на Востоке или и там, и там, и, видимо, этот процесс необратим.

 

Общий поворот нашего руководства к еще большему изоляционизму и ультраконсерватизму после этой войны был вполне очевиден, но его на самом взлете прервало вовлечение нашей страны в глобальный экономический кризис, в любом случае неизбежное, но кавказской войной приближенное и отчасти усугубленное. Из-за кризиса, который многое собою заслонил, внутренние последствия кавказских событий сегодня не так заметны, как внешние.

 

Россия приросла двумя маленькими автономными провинциями, одна из которых, Абхазия, действительно хотела и хочет оформиться как отдельное государство, хотя теперь эта мечта от нее дальше, чем прежде; а другое, Южная Осетия под руководством Эдуарда Кокойты, ориентируется, скорее, на опыт кадыровской Чечни с ее внутренней бесконтрольностью и жизнью на дань, получаемую из Москвы.

 

Надо сказать, что средний россиянин уже более или менее отдает себе в этом отчет. По данным ФОМ, 32% опрошенных считают Южную Осетию частью России, 31% затрудняется обозначить ее статус, 29% видят в ней самостоятельное государство и 8% продолжают считать ее частью Грузии. При этом, по опросу Левада-центра, официального приема ЮО в состав России – сразу или со временем – желает 41% опрошенных (год назад – 46%), а сомневаются в целесообразности этого или просто не хотят 45% (год назад – 37%).

 

Первая в истории война между Россией и бывшей союзной республикой не была ни самой крупной, ни самой кровопролитной из тех, что за два последних десятка лет прокатились по постсоветскому пространству. Обе чеченские кампании или армяно-азербайджанская война за Карабах были масштабнее. Но

 

последствия пятидневной войны больше, чем она сама. Она продемонстрировала Москве (а попутно и Тбилиси, и Сухуми, и Цхинвали), насколько велик разрыв между желаниями и возможностями, между кабинетными прогнозами и подлинными результатами.

 

То, что игра будет безвыигрышной для всех участников, не только для побежденных, но и для победителей, можно было догадаться заранее. Догадаться не смогли или не захотели. Хватит ли полученных уроков, чтобы не повторять пройденное? Сводки, приходящие с Кавказа, говорят, что может и не хватить.

http://gazeta.ru/comments/2009/08/07_e_3233989.shtml

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

План Москвы заключается в бомбежках и ракетных ударах по Тбилиси, и ультиматуме

Время публикации: Сегодня в 10:44 по Джохару

 

Стали известные некоторые детали плана готовящейся военной компании России против Грузии, целью которой является смещение президента Саакашвили.

 

 

 

Как передают оперативные разведывательные источники Имарата Кавказ, Кремль планирует удары по Тбилиси и по другим важным административным и военным центрам Грузии.

 

 

 

Основная цель — физическое устранение президента Саакашвили. Задача минимум — смена власти в Грузии.

 

 

 

Главным сигналом к операции должно стать убийство главы цхинвальского режима Кокойты, в котором будет обвинен президент Грузии.

 

 

 

По замыслу Москвы, убийство Кокойты даст России легитимное право на устранение Саакашвили.

 

 

 

По данным, полученным от одного из российских офицеров из Ханкалы, Москва планирует убить Саакашвили с последующим обращением к грузинским деятелям.

 

 

 

Уже подготовлен текст ультиматума-обращения, который называется «Обращение к ответственным политическим деятелям Грузии и к грузинскому народу».

 

 

 

В кремлевском ультиматуме-обращении будет предложено «сформировать ответственную власть».

 

 

 

Москва объявит о том, что не собирается вторгаться на территорию Грузии и оккупировать её и предложит «дружбу и добрососедство братскому грузинскому народу».

 

 

 

Оперативные источники также сообщают, что у Москвы есть свой кандидат на президентскую власть в Грузии и это не Игорь Гиоргадзе.

 

 

 

Российский офицер, сообщивший о планах Москвы по развязыванию новой войны на Кавказе, заявил, что сделал это в надежде, что утечка информации «остановит безумие Путина, который озабочен личной местью Саакашвили».

 

 

 

Между тем независимые источники подтвердили информацию военной разведки Имарата Кавказ

 

 

 

Грузинская газета 'Алия' опубликовала сообщение Кавказ-Центра о том, что из города Энгельса (Саратовская область) в сторону Грузии начала двигаться военная колонна, в составе которой 300 единиц военной техники.

 

 

 

Председатель организации «конфедерация кавказских народов» З.Касрелишвили заявил в связи с этим, что аналогичная информация поступила и к нему. Он предполагает, что эту технику хотят ввести в ущелье Трусо Казбекского района Грузии.

 

 

 

Тем более, что недавно прозвучали заявления, как будто это ущелье принадлежало осетинам.

 

 

 

После того, как было подписано соглашение по 'Набукко', Россию уже не удовлетворяет только территории Абхазии и Южной Осетии, так как она так не может контролировать этот проект. Поэтому ей нужна вся территория Грузии. По его прогнозу, Россия постарается захватывать территории Грузии по частям. Сначала это будет Казбекский район, следующим будет Панкисское ущелье.

http://kavkazcenter.com/russ/content/2009/08/07/67221.shtml

 

არასერიოზულად აღვიქვამ ამათ ინფორმაციებს, მაგრამ მაინც ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

17:27 07.08.09 - სოხუმის მტკიცებით, „საქართველო აშშ-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ახალი ომისთვის ემზადება“

 

სოხუმის მტკიცებით, „საქართველო აშშ-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ახალი ომისთვის ემზადება".

 

როგორც დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნილი, „საქართველო ახალი ომისთვის ემზადება, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში კი საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია უფრო ნეგატიური გახდა".

 

მისივე მტკიცებით, „საქართველო რამდენიმე დასავლური ქვეყნის ანგაჟირებული მხარდაჭერის გამოყენებას აგრძელებს, საქართველოს მილიტარიზაციის ახალი პროცესი კი უფრო ინტენსიური ტემპით ვითარდება, ვიდრე სამხრეთ ოსეთში შეჭრის წინ".

 

„აშშ კვლავ აწვდის საქართველოს იარაღს ისრაელის, საფრანგეთისა და უკრაინის მეშვეობით. საქართველოს პრეზიდენტმა ნატო-ს სამხედრო სწავლების გახსნაზე ღიად განაცხადა უფრო ახალი, მსხვილი და ეფექტური არმიის მშენებლობის შესახებ, რომელიც საქართველოს რუსული აგრესიისგან დაიცავდა. იგი აგრესიულ ზრახვებს არც კი მალავს", - ნათქვამია განცხადებაში.

 

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო უკმაყოფილოა, რომ „აშშ და ევროკავშირი არათუ არ აღიარებენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას, არამედ აქტიურ ზეწოლას ახორციელებენ იმ ქვეყნებზე, რომლებიც ამ რესპუბლიკების აღიარების შესაძლებლობას განიხილავენ".

 

ამასთან, სოხუმის აზრით, „საერთაშორისო საზოგადოებამ კავკასიისა და საქართველოს პრობლემასთან მიმართებაში მიდგომები და საერთო პოლიტიკა აუციელებლად უნდა გადააფასოს".

http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=53151

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

17:45 07.08.09 - ილია მეორე იმედს გამოთქვამს, რომ „რუსეთის ხელისუფლება გამოიჩენს სიბრძნეს, რომ არსებული კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს“

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იმედს გამოთქვამს, რომ „რუსეთის ხელისუფლება გამოიჩენს სიბრძნეს და წინდახედულობას იმისათვის, რომ ქვეყნებს შორის არსებული კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს".

 

ამის შესახებ უწმინდესმა დღეს სამების საკათედრო ტაძარში, გასული წლის აგვისტოს ომის დროს გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისის დაწყებამდე ქადაგებისას განაცხადა.

 

„დღეს გლოვის დღეა. ეს არ არის არავისთვის გამარჯვების დღე. ჩვენ დღეს აღვავლენთ ლოცვებს როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისა და ოსებისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ომის დროს დაიღუპა, რადგან ისინი ჩვენი სულიერი შვილები არიან. ამავე დროს, დღეს არის იმედის დღე. იმედია, საქართველოში მოვა ისეთი დრო, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი კვლავ საქართველოს რეგიონები გახდებიან", - აღნიშნა ქადაგებისასა პატრიარქმა.

 

ამასთან, მან რუსეთის ხელისუფლებასაც მიმართა. „ჩვენ დიდ პატივს ვცემთ რუსეთს, რუს ხალხს, დიდად ვაფასებთ მის კულტურას, სულიერებას, მაგრამ მინდა, ვუთხრა მათ, რომ ჩვენ ვერ დავუშვებთ, დარღვეული იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. იმედი მაქვს, რომ რუსეთის ხელისუფლება გამოიჩენს სიბრძნეს და წინდახედულებას და ეს კონფლიქტები მშვიდობიანად მოგვადრება" - ბრძანა პატრიარქმა.

 

სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, თბილისის მერი გიგი უგულავა, არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები ნინო ბურჯაძე და ირაკლი ალასანიაც ესწრებიან.

http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=53152

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია განცხადებას აქვეყნებს

 

Font size:

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია აგვისტოს ომიდან ერთი წლის გასვლასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც “ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:

“შესრულდა ერთი წელი რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან. აღნიშნულ აგრესიას შედეგად მოჰყვა ასობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა, ათასობით ადამიანის დასახიჩრება, სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, ბუნებრივი რესურსების განადგურება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე ქართული მოსახლეობის მორიგი ეთნიკური წმენდა. რუსეთის ფედერაციის ოკუპაციის ქვეშ მოექცა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტამდე.

აგრესორის შეჩერება თბილისიდან სულ რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით და ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე 6 - პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა შესაძლებელი გახდა საქართველოს ხელისუფლების გააზრებული ოპერატიული რეაგირების, შეიარაღებული ძალების თავდადების, ქვეყნის მრავალეროვანი მოსახლეობის ერთიანობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით, მაშინდელი ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარის, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზისა და აშშ-ის ხელმძღვანელობის აქტიური ძალისხმევით.

სარკოზი-მედვედევ-სააკაშვილის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნებულიყვნენ საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე და უნდა დაწყებულიყო დისკუსიები აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ.

საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, შეთანხმების ხელმოწერიდან განვლილი ერთი წლის მანძილზე რუსეთის ფედერაცია არა მარტო არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, არამედ უფრო მეტიც, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან სულ ორიოდე კვირის თავზე, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით რუსეთმა აღიარა მის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობა.

კომისია საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოზე განხორციელებული სამხედრო აგრესიით და აფხაზეთისა და ე. წ. ”სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობის აღიარებით, რუსეთის მიერ ფეხქვეშ გაითელა რუსეთის მიერვე ხელმოწერილი გაეროს უშიშროების საბჭოს ათეულობით რეზოლუცია (1994 - 2008 წ.წ.; მათ შორის 2008 წლის 15 აპრილის), რომლებშიც ცალსახადაა მხარდაჭერილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ასევე მის მიერ ხელმოწერილი ეუთოს სამიტების დოკუმენტები, რომლებშიც ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებმა (რუსეთის ჩათვლით) არაერთხელ დააფიქსირეს აფხაზეთში მომხდარი "ეთნიკური წმენდის", მოსახლეობის, უპირატესად, ქართველთა თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან მასობრივი განდევნის და უდანაშაულო მოქალაქეთა დიდი რაოდენობით დაღუპვის ფაქტები (ბუდაპეშტი, 1994 წლის 6 დეკემბერი; ლისაბონი, 1996 წლის 2-3 დეკემბერი; სტამბული, 1999 წლის 19 ნოემბერი).

კომისია საგანგებოდ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ მსოფლიო პრაქტიკაში არ მოიძებნება სხვა ანალოგი იმისა, რომ ქვეყანა, ერთი მხრივ ოფიციალურად აფიქსირებდეს საერთაშორისო დოკუმენტებში მეზობელი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, იქ ჩატარებული ეთნიკური წმენდის ფაქტებს, რომელშიც თვითონ მიუძღვის ლომის წილი, მრავალი წლის მანძილზე გააჩნდეს პრეტენზია კონფლიქტების მოწესრიგებაში შუამავლის როლზე და ამავდროულად, ახორციელებდეს ამ ქვეყნის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას და აცხადებდეს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას.

ამ ფონზე ცინიკური და აბსურდულია რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამართლება ე. წ. ”ჰუმანიტარული დახმარების” და "მშვიდობისათვის იძულების ოპერაციის” საბაბით. რუსეთის ინტერვენცია საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა საერთაშორისო სამშვიდობო პროცესის გვერდის ავლით და მისი ჩატარებისთვის მას არც გაეროს უშიშროების საბჭოსგან, არც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისგან და არც დსთ-ის წევრი სახელმწიფოებისგან სანქცია არ მიუღია. უფრო მეტიც, კრემლის მიერ სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განხორციელდა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის – ფედერალური საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების გარეშე, რითაც დაირღვა თვით რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაც.

საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ცხადი შეიქნა, რომ რუსეთის ფედერაციამ აღნიშნული ქმედებებით საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ფუძემდებლური პრინციპების უხეში დარღვევით აშკარად ხელყო საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ამჯერად უკვე შეიარაღებული აგრესიის გამოყენებით შეეცადა ჩაეხშო მისი მისწრაფება ევროპული და ჩრდილოატლანტიკური სტრუქტურებისკენ, დაეწესებინა საკუთარი კონტროლი საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ ენერგომაგისტრალებზე, რაც მას ევროპის ენერგოშანტაჟის საშუალებას შეუნარჩუნებდა.

კომისიას მიაჩნია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონებში გაეროსა და ეუთოს დამკვირვებლების საქმიანობაზე ვეტოს დადებით რუსეთი ცდილობს საერთაშორისო მონიტორინგს ააცილოს ეს რეგიონები, რაც მიზნად ისახავს: იქ ანექსიის პროცესის ყოველგვარი მოწმეების გარეშე ბოლომდე მიყვანას და ადგილობრივი მარიონეტული რეჟიმების გამოყენებას ადმინისტრაციულ საზღვრებზე ვითარების შემდგომი ესკალაციისა და საქართველოს წინააღმდეგ მორიგი სამხედრო აგრესიის განსხორციელებისთვის საბაბის მოსაძებნად. აღნიშნულის დასტურია აფხაზეთში, კერძოდ, გალის რაიონში ადამიანის უფლებათა ხელყოფის გახშირებული ფაქტები, ცხინვალის რეგიონში ვითარების ხელოვნურად დაძაბვის პერმანენტული მცდელობები, საქართველოს წინააღმდეგ გაშლილი დაუსრულებელი საინფორმაციო ომი და საქართველოს მისამართით რუსეთის ფედერაციის საგარეო და თავდაცვის უწყებების მაღალჩინოსანთა მუქარის შემცველი ბოლოდროინდელი განცხადებები.

კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნულ ვითარებაში კონფლიქტის ზონებში ამჟამად არსებული მყიფე მშვიდობის შესანარჩუნებლად და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიის საფრთხის თავიდან ასაცილებლად სასიცოცხლოდ აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის კიდევ უფრო მეტი გააქტიურება.

კომისია იმედოვნებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გაამკაცრებს კონტროლს ევროკავშირის შუამავლობით რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულების მიმდინარეობაზე, განსაკუთრებით, საქართველოს მთელი ტერიტორიიდან, მათ შორის აფხაზეთიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლაზე.

კომისია ასევე იმედოვნებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მიაღწევს კონფლიქტის ზონებში მიუკერძოებელი საერთაშორისო სამშვიდობო მისიის განთავსებას, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნებისთვის შესაბამისი პირობების შესაქმნელად აუცილებელი მექანიზმების შემუშავებას.

კომისია მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს, ახალი რეალიებიდან გამომდინარე, ყოვლისმომცველი ობიექტური შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის, როგორც კონფლიქტის მონაწილე მხარის ქმედებებს, რაც საშუალებას მისცემს მას გამოიყენოს გაეროს წესდების დღემდე აუმოქმედებელი 27-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმადაც "... უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებები ყველა სხვა საკითხზე მიღებულად ითვლება, როდესაც მათთვის მიცემულია უშიშროების საბჭოს ცხრა წევრის თანხვედრი ხმა, საბჭოს ყველა მუდმივი წევრის ჩათვლით, ამასთან, დავის მონაწილე მხარემ VI თავისა და 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე თავი უნდა შეიკავოს გადაწყვეტილების მიღებისას კენჭისყრისაგან".

კომისია იმედოვნებს, რომ გაერო, ეუთო, ევროკავშირი, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები კონფლიქტის ზონებში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, უკვე მიღებული საერთაშორისო დოკუმენტების ფარგლებში განახორციელებენ ქმედით ზომებს საერთაშორისო მონიტორინგის ჩასატარებლად, ახალი სამშვიდობო ფორმატისა და ინტერნაციონალური სამშვიდობო კონტინგენტის შესაქმნელად”,-ნათქვამია განცხადებაში.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება


×
×
  • შექმენი...