Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები, მხოლოდ info და სტატიები


Recommended Posts

"ამერიკა ერთ პიროვნებას კი არა, საქართველოს და ქართველ ხალხს უჭერს მხარს"

2009 წლის 10 08, ორშაბათი - 20:41

მეთიუ ბრაიზა საქართველოს ემშვიდობება და აზერბაიჯანში, ამერიკის ელჩის რანგში განაგრძობს კავკასიაში მოღვაწოებას, ბრაზიას დღეს დილიდან ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ინტენსიური შეხვედრები ჰქონდა.

 

 

 

დახურულ კარს მიღმა იგი სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშივლს, უშიშროების საბჭოს მდივანს, ეკა ტყეშელაშვილს, თავდაცვის მინისტრ დავით სიხარულიძეს შეხვდა, არასაპარლამენტო ლიდერებიდან კი ნინო ბურჯანაძესა და ირაკლი ალასანიას, ბურჯანაძე ბრაიზას თანაპარტიელ ამირან ბიწაძის გატაცების ფაქტზე ესაუბრა და გამოძიების ობიექტურად წარმართვა სთხოვა, ალასანიათან საუბარი კი უფრო ფართო სპექტრს, საგარეო საფრთხეებსდა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებს მოიცავდა.

 

 

 

 

 

 

 

 

დღის ბოლოს, ბრაიზამ პრესკონფერენცია გამართა და ამერიკის პოზიცია დააფიქსირა, ბრაიზას განცხადებით, ამერიკა მომავალშიც განაგრძობს საქართველოს არმიის წვრთნის პროგრამას და თავდაცვის სფეროში დახმარებას, თუმცა არც ამჟამად და არც მომავალში არ არპირებს საქართველოში იარაღის შემოტანას, ბრაიზამ ხაზგასმით უპასუხა იმ ბრლადებასაც, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მისი მისამართით მუდმივად ისმოდა, “ხშირად ამბობდნენ, რომ მე და ამერიკის ხელისუფლებაც ერთ კონკრეტულ ადამიანს უჭერდა მხარ, მინდა გითხრათ რომ ეს ასე არ არის, ჩვენ მხარს ვუჭერთ მთლიანად საქართველოს და ქართველ ხალხს და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას ან კონკრეტულ პირს – განაცხადა ბრაიზამ, რომელიც საქართველოსთან ინტენსიური ურთიერთობის გაგრძელებას კვლავაც აპირებს - ამჯერად აზერბაიჯანის ელჩის სტატუსით.

 

http://fact.ge/news.aspx

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 619
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მეთიუ ბრაიზა - აშშ საქართველოში შეიარაღების შემოტანას არ აპირებს

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

მეთიუ ბრაიზა - მოსკოვს 2008 წლის 12 აგვისტოს აღებული ვალდებულებები დღემდე არ შეუსრულებია

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

 

 

http://ghn.ge/index.php?m=2

 

ამ საიტს შენ გაჩუქებ,ვფიქრობ,რომ ნორმალურია და ბევრ თემების გახსნას გისურვებ კიდევ და კიდევ!

 

:alk:

 

 

 

 

 

:genatale:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ საიტს შენ გაჩუქებ,ვფიქრობ,რომ ნორმალურია და ბევრ თემების გახსნას გისურვებ კიდევ და კიდევ!

გაიხარე და დიდი მადლობა, ჩემო ირმა :2kiss: :2kiss: :2kiss:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უკრაინა რუსეთის მხრიდან შეიარაღებულ აგრესიას არ გამორიცხავს

2009 წლის 11 08, სამშაბათი - 14:21

მედვედევის დღევანდელ ვიდეო-მიმართვას, ოფციალური უკრაინა ეხმაურება, და მას უკრაინის დამოუკიდებლობის ნაწილობრივი ხელყოფის მცდელობად აფასებს, მედვედევის განცხადება რომ უკრაინასთან სტრატეგიული ურთიერთობა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ “მალე აღსდგება” - უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევად აღიქვეს, საქართველოს შემდეგ, მოსკოვი უკვე ღიად ცდილობს უკრაინის ხელისუფლების შეცვლას და ისევ “უკრაინელი ხალხის სიყვარულით და მეგობრობით” მანიპულირებს, არსებული ინფორმაციით კრემლს, უკრაინის მომავალ პრეზიდენტად იანუკოვიჩსა და ტიმოშენკოს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს, ოფიციალური კიევი, 2008 წლის აგვისტოს ომს იხსენებს და აცხადებს, რომ რუსეთისგან არაფერი არ არის გამორიცხული, მათ შორის არც შეიარაღებული აგრესია, მითუფრო, რომ გუშინ მედვედევი რუსული არმიის საზღვრებს გარეთ საბრძოლო მოქედებების დაკანონების ინიციატივით გამოვიდა. თუმცა ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის მორიგი პიარ-კომპანია, ბლეფი, რომელიც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს ეძღვნება, მედვედევის განცხადებას, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი და რუსეთის ფავორიტი იანუკოვიჩი ოპერატიულად ეხმაურება და პირობას დებს, მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, რუსეთთან ურთიერთობა ძალაინ სწრაფად და “უკრაინისთვის დადებითად” მოგვარდება

 

http://fact.ge/news.aspx

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვლადიმერ პუტინი - რუსეთს არ შეეძლო, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი გასაჭირში მიეტოვებინა

 

11 / 08, 2009 18:03

 

რუსეთს არ შეეძლო, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი გასაჭირში მიეტოვებინა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „აპსნი პრესი“ იუწყება, ამის შესახებ რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა აფხაზი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

პუტინის თქმით, რუსეთის ფედერაციამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამ დე-ფაქტო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. მისი განცხადებით, ამ ნაბიჯისგან მოსკოვი დიდ ხანს იკავებდა თავს, რადგან ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საერთაშორისო პრინციპიდან გამოდიოდა. თუმცა, პუტინი აქვე აღნიშნავს, რომ ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხალხებს პატივისცემით უნდა მიდგომოდა.

„საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის ამის შესახებ არაერთხელ გვითქვამს. პირადად მოვუწოდებდი მათ, რომ მოთმინება მოეკრიბათ და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ნდობა, პატივისცემა და ავტორიტეტი მოეპოვებინათ. ახლაც მიმაჩნია, რომ ტერიტორიული მთლიანობის მიღწევა მხოლოდ ამ გზით შეიძლება. ისინი პასუხობდნენ, რომ ასეც მოიქცეოდნენ, მაგრამ პრაქტიკულად სრულიად საწინააღმდეგოდ იქცეოდნენ“, - განაცხადა პუტინმა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

ცინიკოსი და თავხედია და თან ძალიან მაგარი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვლადიმერ პუტინი – მინდა ჩემი თვალით ვნახო, როგორ შეიცვალა აფხაზეთი

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვლადიმერ პუტინი - საქართველოს ხელისუფლებისგან გამორიცხული არაფერია

 

11 / 08, 2009 18:31

 

რუსეთის პრემიერის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისგან „აგრესიის განმეორება“ გამორიცხული არ არის.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „აპსნი პრესი“ იუწყება, ამის შესახებ რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა აფხაზი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, გამორიცხულია თუ არა გასული წლის აგვისტოს მოვლენები, პუტინმა უპასუხა, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან გამორიცხული არაფერია.

„მაგრამ მათ ამის გაკეთება გაცილებით გაუჭირდებათ. და თუ მათ რაღაც მაინც ასწავლის ჭკუას, გასული წლის აგვისტოს მოვლენებმა უნდა ასწავლოს, რომ ძალის პოზიციიდან ლაპარაკი უპერსპექტივოა“, - განაცხადა პუტინმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ უკვე არსებობს შეთანხმება აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთდახმარების შესახებ სამხედრო სფეროში. პუტინის განცხადებით, რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიარაღებულ ძალებს განათავსებს.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ შესაბამის აფხაზურ სტრუქტურებთან ერთად თანამედროვე საზღვარი მოვაწყოთ. ეს ყველაფერი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების დამატებითი სერიოზული გარანტიებია“, - განაცხადა პუტინმა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცხინვალის რეჟიმმა დე-ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის წარმომადგენელი არ შეუშვა

 

11 / 08, 2009 19:04

 

ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა დე-ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის წარმომადგენელი ხარალამპოს ხრისტოპოლუსი არ შეუშვა, - ამის შესახებ სააგენტო „რეს“-ი იუწყება.

ხრისტოპოლუსი დე-ფაქტო რესპუბლიკაში ეუთო-ს მომავალი საქმიანობის საკითხების განსახილველად დღეს უნდა გამგზავრებულიყო. ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენლის ბორის ჩოჩიევის განცხადებით, შედგა შეთანხმება, რომ ხრისტოპოლუსი ე.წ. საზღვრამდე საქართველოში საბერძნეთის საელჩოს ტრანსპორტით მივიდოდა, დე-ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე კი რუსეთში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მისიის ავტომობილით გადავიდოდა.

თუმცა, ჩოჩიევის განმარტებით, გუშინ საღამოს გაირკვა, რომ რუსეთში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მისიის ტრანსპორტი ჩასვლას ვერ შეძლებდა.

„ხრისტოპოლუსმა საქართველოში საბერძნეთის საელჩოს ტრანსპორტის შემოსვლა შემოგვთავაზა, რაზეც ჩვენ ვერ დავთანხმდებოდით. მას ჩვენი ტრანსპორტი შვთავაზეთ, მაგრამ გაუგებარი მიზეზების გამო მან უარი განაცხადა და შეხვედრა არ შედგა“, - განაცხადა ჩოჩიევმა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვრების“ დელიმიტაციასა და დემარკაციას იწყებს, - ამის შესახებ ცხინვალის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტი იუწყება.

ცხინვალში დღეს „საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის“ სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ბორის ჩოჩიევი ხელმძღვანელობდა.

„რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროში გავაგზავნეთ ნოტა, რომ შესაბამისი რუკების მომზადებაში დაგვეხმარონ. ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის უწყებებშიც მუშაობენ, სადაც უწყებათაშორისი შეთანხმებები მიმდინარეობს. რუსეთში მალე სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის დელეგაცია შეიქმნება, რის შემდეგაც ერთობლივ ღონისძიებებს დავიწყებთ“, - განაცხადა ჩოჩიევმა.

კომისიის თავმჯდომარის მოადგილე სერგეი კოლბინის განცხადებით კი, ყველა საკითხი ორმხრივ რეჟიმში უნდა გადაწყდეს და, შესაძლოა, ტერიტორია გაცილებით მეტიც აღმოჩნდეს. „ძალიან რთული და სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი. ვერ დავუშვებთ, რომ ჩვენი ტერიტორიის თუნდაც ერთი კვადრატული მეტრი საქართველოს მხარეს დარჩეს“, - განაცხადა კომისიის მდივანმა მერაბ ჩიგოევმა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოპოზიციას შესაძლოა უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაც შესთავაზონ

 

ოპოზიციას შესაძლოა უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაც შესთავაზონ.

უშიშროების მდივნის თანამდებობის ოპოზიციისთვის შესაძლო შეთავაზების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძემ, კონსულტაციების და დიალოგის საგანი უწოდა.

მისი თქმით, უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა უკვე ჩატარდა, რომელსაც არასაპარლამენტო ოპოზიციაც ესწრებოდა, რაც მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ დიალოგის პროცესი დაიწყო.

„ამ დიალოგის ფარგლებში კი არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი შეთავაზებაც გაკეთდეს და მსგავსი გადაწყვეტილებაც იყოს მიღებული“, – განაცხადა გივი თარგამაძემ და დასძინა, რომ „ეს ამ პროცესის გაღმავებისას გამოჩნდება“.

ამასთან, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე ნაწილობრივ იზიარებს მისი კოლეგა შოთა მალაშხიას მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ უშიშროების საბჭოს ფორმატში ოპოზიციის ის ნაწილი არ უნდა იყოს ჩართული, ვინც დღემდე ამტკიცებს, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო და „მძინარე ცხინვალს“ თავს დაესხა.

მისი თქმით, ასეთი ადამიანების სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება საკმაოდ რთულია, თუმცა, როგორც დეპუტატი აღნიშნავს, უშიშროების საბჭოს უკვე გამართულ სხდომაში მონაწილე პოლიტიკურ ძალებს მსგავსი განცხადებები არ გაუკეთებიათ.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

МАХАЧКАЛА, 11 авг - РИА Новости. Журналист национальной газеты "Истина", выходящей на аварском языке в Дагестане, найден мертвым, сообщил РИА Новости представитель республиканского МВД.

 

"Журналист газеты "Истина" Ахмедилов найден во вторник днем в дачном поселке "Пальмира", расположенном на окраине Махачкалы, мертвым. Журналиста обнаружили в автомобиле отечественного производства с огнестрельными ранениями в область живота", - сказал собеседник агентства.

 

По его словам, на месте происшествия работает оперативно-следственная группа.

 

В последние годы были убиты несколько дагестанских журналистов. Последнее преступление произошло 2 сентября 2008 года в Махачкале, когда преступники обстреляли машину известного в республике ведущего программы "Мир вашему дому" на исламском телеканале "ТВ-Чиркей" Тельмана Алишаева, который на следующий день скончался в больнице.

 

Сразу два убийства произошли 21 марта 2008 года: в Москве нашли мертвым на съемной квартире корреспондента Первого канала Ильяса Шурпаева, а позже в Махачкале преступники расстреляли машину главы Гостелерадиокомпании (ГРРК) "Дагестан" Гаджи Абашилова.

 

Громкое убийство произошло в Махачкале 28 июня 2005 года, когда преступники расстреляли находившегося в служебном автомобиле руководителя регионального Центра стратегических исследований и политических технологий, постоянного автора популярнейшей в Дагестане газеты "Новое дело" Загида Варисова.

http://rian.ru/incidents/20090811/180493260.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

14:35 11/08/2009

 

ГРОЗНЫЙ/МОСКВА, 11 авг - РИА Новости. Спустя менее чем месяц после потрясшего общественность убийства правозащитницы Натальи Эстемировой в Чечне совершено новое подобное преступление. Тела сотрудницы неправительственной организации "Спасем поколение" Заремы Садулаевой и ее мужа с множественными огнестрельными ранениями обнаружены во вторник в багажнике их машины в Заводском районе Грозного.

 

Автомобиль был припаркован в десяти метрах от входа в республиканский реабилитационный центр.

 

Следственный комитет при прокуратуре России направил в Чечню расследовать это убийство группу криминалистов, генпрокурор РФ Юрий Чайка взял дело под личный контроль, а президент Чеченской республики Рамзан Кадыров назвал раскрытие преступления "делом чести".

 

Правозащитники же сомневаются, что убийство удастся раскрыть.

 

Убийцы пришли в офис

http://rian.ru/incidents/20090811/180496589.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

09:00 / 12-08-2009

"ახლა ომი გიგი უგულავასა და ადეიშვილ-მერაბიშვილს შორის დაიწყო"

"ხელისუფლებამ სპეციალურად მისცა ფულის შოვნის საშუალება ასეთ კომპრომეტირებულ ხალხს, რომ მერე ადვილი ყოფილიყო მათი დატერორება"

 

სახელისუფლებო გუნდში, როგორც ჩანს, დიდი დაპირისპირებაა. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ხელისუფლებას შემომწყრალი ბიზნესმენები ციხეში ან ემიგრაციაში გაიკრიფნენ, ნადირობა თავად გუნდში დაიწყო. საქართველოში ბიზნესმენთა შევიწროების თაობაზე პირველი საჯარო განცხადება ფირმა "შირნჰოფერის" წარმომადგენლებმა გააკეთეს. "შირნჰოფერის" მფლობელს მაშინ ქვეყანაში საქმიანობის სანაცვლოდ 50-პროცენტიანი წილი მოსთხოვეს. გაოგნებულმა ავსტრიელმა ეს არ მოითმინა და საერთაშორისო სკანდალიც ატყდა. მაშინდელ პრემიერ-მინისტრს ავსტრიის კანცლერის წინაშე თავის მართლებაც მოუხდა, აქაოდა ამის შესახებ არაფერი ვიცოდიო. "შირნჰოფერმა", რომელიც ქვეყანაში 500-მილიონიანი ინვესტიციის ჩადებას, ღორებისა და ძროხების ფერმების აშენებას, ათასობით ქართველის დასაქმებას და მაღალი ხარისხის ძეხვეულის წარმოებას გეგმავდა, 500 მილიონი ყაზახეთში დააბანდა. იმასაც თუU გავიხსენებთ, რამდენ ბიზნესმენს ახეხინებენ ციხეს, რამდენს ასმევენ ფინანსურ პოლიციაში ნახევარმილიონიან ყავას, რამდენს "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ ქველმოქმედებას აიძულებენ, ეკონომიკის განვითარების პერსპექტივა აშკარა გახდება. საიდუმლო აღარ არის, რომ ბიზნესმენების უმრავლესობამ კაპიტალი უცხოეთში გაიტანა. უცნაურია, ამ ამბავს პრეზიდენტი ქვეყანაში გამეფებულ ე.წ. ბიზნესტერორსა და წილების მოთხოვნას კი არა, ეკა ბესელიას, დავით გამყრელიძესა და კახა კუკავას რომ აბრალებს! როგორც ჩანს, არასახელისუფლებო გუნდის წევრმა ბიზნესმენებმა დიდი ხანია თავს უშველეს (ვინც ვერ გაასწრო, ციხეში ზის). ამჯერად ჯერი ეგრეთ წოდებულ სახელისუფლებო ბიზნესმენებზე მიდგა.

რამდენიმე დღის წინ დემურ მიქაძის ვაჟი და კიდევ ორი ეგრეთ წოდებული სახელისუფლებო ბიზნესმენი დააკავეს. მიქაძის ვაჟს ბრალად იარაღის უკანონო ტარება დასდეს, დანარჩენი ორი კი ნარკოტიკულ დანაშაულში "გამოიჭირეს". როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ამ ორი ბიზნესმენის სისხლში ნარკოტიკი მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც გამომძიებელი მათ ცივი წვენით გაუმასპინძლდა. დაკავებულთა ოჯახის წევრებს ამ ამბის გახმაურება არ სურთ, მაგრამ ნაკვერცხლის თივაში დამალვა შეუძლებელია.

 

 

თემურ შაშიაშვილი: - ვერ გავამხელ მათ ვინაობას, მათ ოჯახებს ეშინიათ. დედას უტირებენ! ახლა ფულის საშოვნელად დარბიან, იქნებ როგორმე ბიჭები ციხიდან გამოიყვანონ. ისე, საინტერესოა, რით ვერ გაიგეს ამ ხელისუფლების დამფინანსებელმა ბიზნესმენებმა, რომ დღეს თუ ხვალ მათაც მიადგებიან? ის ბიზნესმენი, ვინც ხელისუფლების თამაშს თამაშობდა, განწირულია. ბევრს დაუდგა შავი დღე და ბევრსაც დღეს-ხვალ დაუდგება.

 

- ვინ არიან დაკავებულები?

- ყოფილი მხედრიონელები, ეგრეთ წოდებულ ყაზახურ ბიზნესს შემოჰყვნენ საქართველოში. მაშინ ეგენი მე მაშინებდნენ, რა აღარ შემომითვალეს.

 

- ვინ შემოგითვალათ?

- "ზარალა" იყო თუ სხვები, რა მნიშვნელობა აქვს? შევარდნაძის დროს მხედრიონელებს რომ შეუტიეს, უმრავლესობა ყაზახეთში წავიდა, მაღალ ეშელონებთან საერთო ენა გამონახა და "გამოიზამთრა". სააკაშვილის ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ კი საქმიანობა ისევ საქართველოში დაიწყეს. მაშინ ვიწინასწარმეტყველე, ყველა იმ ბიზნესმენს, რომლებიც ამ ხელისუფლებას ეხმარებიან, შავი დღე დაადგება-მეთქი. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი! ახლა ნარკოტიკსა და იარაღს უკვე თავისიანებს უდებენ. დემურ მიქაძის ვაჟს ჯერ იარაღი "აღმოუჩინეს" და მერე ნარკოტიკიც ჩაუდეს. სამართალდამცავ სტრუქტურებში რაიმეს ჭამა და დალევა ძალზე სახიფათოა. რაა გასაკვირი? ოღონდ ხელისუფლება შეინარჩუნონ და ნარკოტიკსა და იარაღს კი არა, ატომურ ბომბს ჩაუდებენ ნებისმიერს. როცა "ზარალასა" და მის ჯგუფზე ვეუბნებოდი სააკაშვილს, რად გინდა ამ კომპრომეტირებულ მხედრიონელებს რომ იყენებ გვერდში-მეთქი, მაშინ მაგათზე პატიოსანი ბიზნესმენები არ დადიოდნენ დედამიწის ზურგზე და ახლა აღმოაჩინეს, რომ ნარკომანები და დამნაშავეები ყოფილან?

დღეს საქართველოში იარაღის ტარების უფლების მოპოვება პრობლემა არ არის. დემურ მიქაძის შვილს რომ იარაღის უკანონო ტარებაზე დაიჭერ, სასაცილოა. ცხადია, ეს დაკავშირებულია ხელისუფლებაში დაწყებულ ძალზე დიდ რღვევასთან. თუ სააკაშვილმა 2013 წლამდე ხელისუფლება შეინარჩუნა, ეგრეთ წოდებული სახელისუფლებო გუნდი დახოცავს ერთმანეთს. აბა, სხვა ამ ქვეყანაში დასაყაჩაღებელი და გასანადგურებელი აღარავინ დატოვეს. ახლა ომი გიგი უგულავასა და ადეიშვილ-მერაბიშვილს შორის დაიწყო. ბაიდენის ვიზიტის დღეს მე და გიორგი ბარამიძე ერთად მოვხვდით რესტორანში. ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა ჩამოვიდა საქართველოში და ეტყობა, ბარამიძისთვის არც დაურეკავთ... სხვათა შორის, ის ბიჭები ბარამიძის ახლობლებადაც მოიაზრებიან.

ხელისუფლებამ პოლიტიკის კრიმინალიზაცია მოახდინა. ბიზნესში, პარლამენტში დამნაშავეები დაამკვიდრა და ახლა როგორც უნდა, ისე ატყავებს და აწერს ფულს. აბა, ერთი რომელიმემ ხმა ამოიღოს! ხელისუფლებამ სპეციალურად მისცა ფულის შოვნის საშუალება ასეთ კომპრომეტირებულ ხალხს, რომ მერე ადვილი ყოფილიყო მათი დატერორება. პატიოსანი კაცის დატერორება ძალიან ძნელია. ამ ხელისუფლებას ისე ეშინია წესიერი ხალხის, რომ სპეციალურად ეძებენ კრიმინალებსა და კომპრომეტირებულებს.

დღეს ერთ-ერთი ქალაქის მერის შვილი ქურდობისთვის არის დაჭერილი, სოსო თოფურიძის (კუდის ხელმძღვანელი) შვილი მკვლელობის მცდელობისთვის იჯდა ციხეში და რამდენიმე თვის წინ შეიწყალეს. საინტერესოა, რატომ ჰყავს ასეთი ხალხი ხელისუფლებაში სააკაშვილს? თუ ამერიკას ვბაძავთ, ისიც გავიხსენოთ, რომ ბუშს ცხვირში ამოადინეს, შენმა ქალიშვილმა ბარში ლუდი დალიაო. ამ კითხვებზე პასუხი ერთია, - კომპრომეტირებული ბიზნესმენი და თანამდებობის პირი ადვილად სამართავი და მოსადრეკია!

ერთი სიტყვით, წინ დიდი ამბები გველის. საკითხავი ის არის, ვინ ვის შეჭამს, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, ვერც ერთი ვერ გადარჩება!

http://www.ambebi.ge/politika/8649-qsakith...-shetcamsq.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება


×
×
  • შექმენი...