ლ ი ც ი Posted August 6, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 ე.წ. სამხრეთ ოსეთი მსოფლიოს დამოუკიდებლობის აღიარებს სთხოვს რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი მსოფლიო თანამეგობრობას ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებს სთხოვს. ამის შესახებ „ცხინვალის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტი“ იუწყება. ოფიციალური მიმართვის ადრესატები გაერო-ს გენერალურ მდივანი, ევროკავშირის თავმჯდომარე, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე და მსოფლიოს სახელმწიფოების მეთაურები არიან. ცხინვალის რეჟიმი სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ დღემდე არ დაგმო საქართველოს ხელისუფლების ქმედებები. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა მიმართავს მსოფლიოს სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, აღიაროს მისი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ამგვარად აღკვეთოს საქართველოს მიერ ოსი ხალხის ახალი გენოციდის განხორციელების შესაძლებლობა“, - ნათქვამია მიმართვაში. ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმი მოუწოდებს მსოფლიო თანამეგობრობას, შეწყვიტოს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა, დაგმოს „სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ საქართველოს აგრესია“, ხელი შეუწყოს დამნაშავეების დასჯას და რეგიონში სტაბილურობის დამყარებას.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 6, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2009 "ომის კვალს საქართველოდან შორს მივყავართ" “აგვისტოს ომის დაწყების ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ვერსიიდან ჩვენ რამდენიმე მომენტი გამოვყავით, რომლებზეც მეტ-ნაკლებად დოკუმენტური მასალა არსებობს და განსჯის საფუძველს იძლევა, რადგანაც ომის კვალს საქართველოდან შორს მივყავართ”, - წერს გაზეთი “ყველა სიახლე” სტატიაში სათაურით რა გვასწავლა აგვისტოს ომმა?“პირველი მომენტი უკავშირდება საქართველოს ხელისუღფლების მოქმედებას 7 აგვისტოს. გია ყარყარაშვილის მიერ აგვისტოს ომის მიზეზების გამოკვლევის შემდეგ გამოქვეყნებულ მასალებში მითითებულია, რომ 6 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროში ჩატარდე საიდუმლო თათბირი ცხინვალში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. ხოლო 7 აგვისტოს 23:35 საათაზე, გაერთიანებული შტაბის უფროსმა დახურულ სხდომაზე უმაღლესი მთავარასარდლისგან მიიღო ბოძანება, რომლის თანახმადაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ევალებოდათ შეეჩერებინათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი რუსეთის შეიარაღებული ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა, ჩაეხშოთ მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილება. თუმცა ბრძანების ასლი არც წერილობითი და არც ელექტრონული ფორმით არავის უნახავს”, - აღნიშნავს გამოცემა.“ასეა თუ ისე ბრძანება თავისი შინაარსით ითვალისწინებს გარე სამხედრო აგრესიის მოგარეიებას. თუმცა, ყველას გვახსოვს, რომ 7 აგვისტოს, დაახლოებით იმავე დროს ქართული სამშვიდობო ძალების სარდალი, გენერალი მამუკა ყურაშვილი “გრადების” ზალპების ფონზე ტელევიზიით აცხადებდა, რომ ცხინვალის რეგიონში დაიწყო კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა”, რაც სულ სხვა ტიპის ღონისძიებაა. იგი ითვალისწინებას შიდაარეულობის ჩაქრობას და მისი გამომწვევი დესტრუქციული ძალების ნეიტრალიზაციას. სავარაუდოდ, სააკაშვილსა და მის გუნდს სწორედს ეს ჰბონდათ განზრახული თავდაპირველად და ამას ირიბად ისიუ ადასტურებს, რომ ცხინვალისკენ დაძრულ სამხედრო კოლონას დროშებით, ტრიბუნებით, ნაციონალური არიბუტიკით და სანაკოევის მთავრობის მხარდამჭერი პროკლამაციებით დაქვიტრთული “პოლიტიკური კოლონა” მიჰყვებოდა. ნიშანდობლივია ისიც, რომ 6 აგვისტოს ცხინვალიდან აეთომ სასწრაფოდ გამოიყვანა მისიის დარჩენილი ბოლო პერსონალი, ხოლო პროკლამაციების ნაწილი ეუთოს მისიის ოფისის სარდაფში აღმოაჩინეს”, - დასძენს გამოცემა.“თუკი თბილისში იცოდნენ, რომ ცხინვალში რუსული ჯარები შევიდნენ, ვისი ან რისი იმედით იწყებდნენ საბრძოლო მოქმედებებს მათზე ასჯერ უფრო ძლიერ მოწინააღმდეგესთან?! სააკაშვილის ხელისუფლებაში არ შეიძლება არ სცოდნოდათ, რომ ეს შკარა თვითმკვლელობა იქნებოდა. თუმცა, როგორც ზოგიერთი მონაცემებით ირკვევა, მათი მაინც აშშ-ის დახმარების იმედი ჰქონდათ და ასეთი სიგნალები, როგორც ჩანს, მიიღეს მაშინდელი ადმინისტრაციის გარკვეული ჯგუფისგან და ასევე ვაშინგტონში სააკაშვილის მეგობრებისგან. უკვე დადასტურებულია, რომ 2008 წლის 17 აპრილს სენატორი ჯონ მაკეინი ტელეფონით ესაუბრა მიხეილ სააკაშვილს და საუბრის მთავარი თემა აფხაზეთსა და ცხინვალში შექმნილი სიტუაცია იყო. იმ დღესვე მაკეინმა საჯარო განცხადება გააკეთა, რომელშიც მკაცრად დაგმო რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ. მომქანცველ საპრეზიდენტო მარათონში ჩაბმულმა მაკეინმა ცხივალისა და აფხაზეთისთვის მოიცალა?! “ - მიიჩნევს სტატიის ავტორი.“იმ დღესვე სააკაშვილის ხელისუფლება აფორმებს მორიგ კონტრაქტს მაკეინის მრჩეველ რენდი შეინმენთან და მის კომპანიასთან (“ვიკიპედიაში” რენდი შეინმენი მლხსენიებულია, როგორც საქართველოს მიერ დაქირავებული ლობისტი ვაშინგტონში 2005 წლიდან და პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯონ მაკეინის საგარეო-პოლიტიკური მრჩეველი). გაზეთ “ფაინენშ ტაიმსის” მონაცემებით, საქართველოს ხელისუფლების ლობისად ყოფნის პერიოდში შეინმენი აშშ-ის სახელმწიფთო მდივანს, კონდოლიზა რაისს ადანაშაულებდა რუსეთის მიმართ ზედმეტი დათმობების, მათ შორის აფხაზეთის საკითხზე გაერო-ს რეზოლუციის გამო. ცნობილია, რომ შეინმენს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის იმ დაჯგუფებასთან, რომლის წევრებიც პუსეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკის მომხრენი იყვნენ. ეს ოაჯგუფება ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის ირგვლივ იყო გაერთიანებული. შეინმენს მოიხსენიებენ როგორც “ომის პარტიის” ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს. ამ გუნდში საპატიო ადგილი სენატორ ჯონ მაკეინსაც უკავია. აგვისტოს ომის დღეებში მაკეინის მიერ აგორებულმა ანტირუსულმა რიტორიკამ და ცნობილმა განცხადებამ, რომ “ჩვენ ყველანი ქართველები ვართ”, მის წარუმატებელ საპრეზიდენტო კამპანიასცოტა ხნით სული შთაბერა და იგი ბარაკ ობამას დაეწია. თუმცა, ამის იბით მაკეინის მხარდაჭერა არ წასულა”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.“აგვისტოს ომის შემდეგ შეინმენი აცხადებდა, არ გვეგონა თუ 21-ე საუკუნეში რუსეთი სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ ასეთი მასშტაბის აგრესიაზე წავიდოდათ. მოგვიანებით ამ “არგუმენტს” თუთიყუშივით იმეორებდა სააკაშვილის გუნდის ლამის ყველა წარმომადგენელი. ცნობილი ჟურნალისტი პატრიკ ბიუკენენი თავის სტატიაში - “ვინ არის რენდი შეინმენი - ვერავინ გაბედა ამისთვის ღალატი ეწოდებინა” შეინმენს გაორებულ ლოიალისტს” და უცხოელების აგენტს უწოდებს, რომლის ამოცანაა დაავალდებულოს ამერიკა, საკუთარი მოქალაქეების სისხლი დაღვაროს მის კლიენტი რეჟიმებისთვის. ბიუკენენი წერს, რომ 2007 წლის იანვრიდან 2008 წლის მარტის ჩათვლით სააკაშვილის ხელისუფლებამ შეინმენსა და მის ფირმას 290 ათასი დოლარი გადაუხადა დოლარი გადაუხადა - “დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების საქმეში აშშ-ის მხარდაჭერის მიღება იყო ის, რისთვისაც სააკაშვილი შეინმენს ფულს უხდიდა” - წერს ბიუკენენი. მისი ვარაუდით, ცხინვალზე შეტევის დროს სააკაშვილის შეკვეთა მისი ვაშინგტონელი ლობისტებისთვის იყო ნატო-სა და აშშ-ისგან კონფლიქტში ჩაბმის გარანტიის მიღება და შეინმანი თითტოს ახლო იყო წარმატებასთან”, - დასძენს სტატიის ავტორი.“თუ შენიმანის ბიოგრაფიას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ის წარმატებით ლობირებდა ლატვიის, მაკედონიის და ხორვატიის ნატო-ში გაწევრების პროცესს. თუმცა, ბოლო მომენტში, როგორც ჩანს, აშშ-ის ადმინისტრაციამ კონფლიქტში ჩარევა გადაიფიქრა, თუმცა, ომის ბორბალი უკვე დატრიალებული იყო. სწორედ იმიტომ ჩამოფრინდა თბილისში სასწრაფოდ კონდოლიზა რაისი, რათა სიკუაცია რამენაირად დაერეგულირებინა - ის ომის დაწყების წინააღმდეგი იყო. ადრე თუ გვიან, აგვისტოს ომზე დღემდე დაფარული უფრო მეტი დაკუმენტი გამოვა სააშკარაოზე და სავარაუდოდ, ომის რეალური დამწყების ვინაობაც გამოიკვეთება”, - დაასკვნის სტატიის ავტორი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/105969.html ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 6, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყება ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს. განცხადებაში, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, ვრცლად არის მიმოხილული „სამხრეთ ოსეთზე და რუს სამშვიდობოებზე ქართული მხარის ვერაგული თავდასხმა“. მოსკოვი საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ადანაშაულებს არაჰუმანური შეიარაღების გამოყენებასა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განსაკუთრებულად სასტიკი დანაშაულების ჩადენაში. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართული მხარის კამპანია კარგად დაგეგმილი იყო. „რუსეთის მოქალაქეები გასული წლის აგვისტოს მოვლენების გახსენებისას მრისხანებასა და ტკივილს განიცდიან. ჩვენ ვგლოვობთ სამხრეთ ოსეთთან ერთად, პატივს მივაგებთ დაღუპულების ხსოვნას და კონფლიქტის დროს ყველა დაზარალებულს დახმარებას ვპირდებით“, - ნათქვამია განცხადებაში. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „საქართველოს აგრესიამ“ ნათლად გამოაჩინა ევროპის უსაფრთხოების სისტემაში არსებული ღრმა ბზარები. მოსკოვის შეფასებით, ევროპამ ვერ შეძლო მოულოდნელი და ფართომასშტაბიანი თავდასხმა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ინსტიტუტების ყურადღების ქვეშ არის. მოსკოვის მტკიცებით, საქართველოს ტერიტორული მთლიანობის აღდგენის ძალადობრივი გზით აღდგენის გეგმაზე თბილისს „კვლავ არ უთქვამს“.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 თქვენი ფარისეველი და ნაძირალა დედებს ###### ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 6, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 (edited) ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2009 რამაზ საყვარელიძე: ნებისმიერი შეიარაღებული შეტაკება კრემლის მიერ ახალი ომის საბაბად იქნება გამოყენებული “ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, ბოლო დღეებში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. რუსეთის მიერ ცხინვალში დასმული მარიონეტი ედუარდ კოკოითი იმდენად გათავხედდა, რომ ახლა საქართველოს ხელისუფლებას უყენებს პირობას, თრუსოს ხეობა ისტორიული ოსური ტერიტორიაა და თუ არ დაგვიბრუნებთ, ძალით წაგართმევთო. ერთი სიტყვით, კოკოითს რომ კრემლი ომის საბაბად იყენებს, ამას თვით რუსული პრესაც არ უარყოფს. კოკოითის განცხადებას თრუსოს ხეობასთან დაკავშირებით, მისი მხრიდან პრაქტიკული ნაბიჯებიც თუ მოჰყვა, ბუნებრივია, რომ საქართველო მას უპასუხოდ ვერ დატოვებს”, - წერს გაზეთი “ჯორჯიან თაიმსი” სტატიაში სათაურით რამაზ საყვარელიძე: ნებისმიერი შეიარაღებული შეტაკება კრემლის მიერ ახალი ომის საბაბად იქნება გამოყენებული.“რუსული პრესა ღიად აცხადებს, რომ კრემლს საქართველოს წინააღმდეგ ახალი ომის წამოწყება უნდა, რადგაც კავკასიაში არსებული სიტუაცია არ აწყობს. რუსეთის საქართველოს ტერიტორიაზე გაზსადენების გაკონტროლება სურს. ამას გარდა რუსეთს სხვა პრობლემაც აწუხებს. ესაა სომხეთში გიუმრის ბაზა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე გავლის გარეშე ვერ უკავშირდება. კრემლი ამ საკითხზე ჯერ ხმას არ იღებს. თრუსოს ხეობაზე შემოტევის მცდელობა რომ იქნება, ქართველი ექსპერტებიდან ამას ბევრი ვარაუდობს. მიზეზად ბოლო დღეებში საქართველოს მხრიდან ცხინვალის რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებისთვის მითიური ცეცხლის გახსნა სახელდება. ევროპელი მეთვალყურეების განცხადებით, მათ ამის მტკიცებულებანი არ გააჩნიათ, მაგრამ კრემლს მათი არ სჯერა - უფრო სწორად, არ აწყობს, რომ დაიჯეროს”, - აღნიშნავს გამოცემა. “მედვედევი ობამასთან შეხვედრის შემდეგ ცხინვალში ჩავიდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ იგი რაღაცით უკმაყოფილო იყო და ამის კომპენსირება სურდა. ასე რომ, დაძაბულობა ჯერ კიდევ ბაიდენის ვიზიტამდე დაიწყო და მან მისი თუნდაც შემსუბუქებაც ვერ მოახერხა - პირიქით, მისმა ვიზიტმა სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. ამიტომ ჩვენ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ. თუ კულუარული ფრონტი პრობლემას ვერ გადაწყვეტს, მაშინ, ალბათ, რეალური ფრონტის დრო დადგება, როგორც ამას ექსპერტები, მათ შორის, ბჟეზინსკიც ვარაუდობდა. მისი ვარაუდით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის უთანხმოების გამო საქართველო დაზარალდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.“პროვოკაციები ყველა მიმართულებით მოსალოდნელია და შეიძლება უცებ აგორდეს კიდეც, დაიწყოს შეიარაღებული შეტაკება. მაგრამ აქ უნდა დავაკონკრეტოთ - უბრალოდ შეტაკებაა მოსალოდნელი თუ ფართომასშტაბიანი ომი? ექსპერტები თვლიან, რომ არ არის გამორიცხული დღეს რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი დაიწყოს. ასეთი მოლოდინი არსებობს. პრაქტიკულად რუსეთის ფედერაციაში არიან ძალები, რომლებიც თვლიან, რომ აგვისტოს მეორე კამპანია დასაწყებია და ომი უნდა გაგრძელდეს. რუსეთის სამხედრო მენტალობაში ომის მეორე და მესამე კამპანია გარდაუვალია”, - აცხადებს სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ალექსანდრე რუსეცკი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რუსეცკი: რუსეთში არიან ძალები, ვინც ცხინვალის მეორე კამპანიის დაწყებას ემხრობა.“არის კიდევ შიდა ფაქტორებიც, კოკოითის შინაგანი ამბიციები, მას სჭირდება ახალი როლი, ახალი მისია. არის კიდევ გარე საფრთხე - რუსეთის და თურქეთის მოლაპარაკებები ნავთობსადენის თარბაზე და კავკასიის უსაფრთხოება, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შეთანხმებები მოხდება ნავთობსადენის, გაზის ტარნზიტთან დაკავშირებით რუსეთსა და თურქეთს შორის. შიდა ფაქტორები შეიძლება პატარა შეტაკებისთვის აღმოჩნდეს საკმარისი, ხოლო უფრო ფართომასშტაბიანი ომის საწარმოებლად სერიოზული ეკონომიკური ბაზაა საჭირო. ვერ გეტყვით, ახლა რუსეთს რისი თავი აქვს, მაგრამ გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყოს, ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებაა და არა ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე რუსეცკი.“საინფორმაციო ომი დღემდე გრძელდება. სამწუხაროდ, საქართველომ საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომი წააგო. საქართველოში საინფორმაციო პოლიტიკა არ არსებობს. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ექსპერტებმა გააკეთეს დასკვნა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში შეექმნათ საინფორმაციო ჯარები. საინფორმაციო კამპანია საქართველოში მკვდარია. საინფორმაციო ომის პროცესსს კიდევ უფრო დაბლა წევენ, როცა ნებისმიერ ომის წაგებაზე ორიენტირებენ. მარტო სამხედრო მომზადება არ კმარა. შიშველი ხელითაც უნდა შეგეძლოს ებრძოლო მტერს”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე რუსეცკი. მამუკა კაციტაძე - ამ ტიპის მოქმედებებით ხელისუფლება, პრევენციის ნაცვლად, პოლიტიკურ კრიზისს გააღრმავებს “ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების დევნა 9 აპრილის შემდეგ არ შეწყვეტილება, უბრალოდ, ზოგჯერ მეტ-ნაკლებად ან აქტიურობდნენ, ან ცოტა შენელდებოდა ხოლმე. უკანასკნელი დღეების განმავლობაში კვლავ აქტიურ ფაზაში შეიყვანა ხელისუფლეკბამ ამ ტიპის დევნა”, - აცხადებს “მემარჯვენე” მამუკა კაციტაძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ახლების” წევრი ყაზბეგის გამზირიდან გაიტაცეს და სასტიკად სცემას / “ეს არის სახალხო დიალოგი სააკაშვილის და მერაბიშვილისიულად”.“ეს ხომ ის ქვეყანაა, სადაც ვანო მერაბიშვილის წესრიგის ფონზე შეიძლება მანქანის კარი არ დაკეტო... თქვენ წარმოიდგინეთ დღის 11 საათზე 4 ნიღბიანი შეიარაღებული ყაზბეგის პროსპექტზე აწარმოებს ამ ტიპის მოქმედებას, მიჰყავს ეს ავტომობილი, შემდეგ ამ ადამიანს სხვა ავტომობილში სვამენ, სცემენ და ხელფეხშეკრულეს სტოვებენ დუშეთის გზაზე. ამიტომ, თუ საუბარია იმაზე, რომ ეს მათი გაკეთებული არაა, მაშინ ჩვენ ვსვამთ კითხვას, გვითხრან ვისი გაკეთებულია. თუ არა თვითონ, გვითხრან, ვინ არიან ეს ადამიანები და გახსნან საქმე ან არადა თქვან, რომ უნიათონი არიან, ვერ ართმევენ თავს კრიმინალთან ბრძოლას და ტყუილად ნუ მოაქვთ თავი როგორც ქვეყენაში წესრიგის დამმყარებლებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა კაციტაძე.“ბაიდენის ვიზიტის შემდეგ, იმის მაგივრად, რომ ხელისუფლების მხრიდან დაწყებულიყო დემოკრატიისთვის მხარდამჭერი ნაბიჯები, ერთპიროვნულად ისევ ხდება საკუთარი ხელმძღვანელობის მიყვანა საზოგადოებრივ მაუწყებელში, ისევ ერთმნიშვნელოვნად სახელისუფლებო და ხელისუფლებასთან ნათესაურ ურთიერთობაში მყოფი ადამიანი ხდება ომბუდსმენი და ქუჩაში ისევ ძლიერდება პოლიტიკური დევნა. ამ ვიზიტის შემდეგ ხელისუფლების გამოძახილი აბსოლუტურად საწინააღმდეგოა, ვიდრე ის მესიჯები რაც გააკეთა ბაიდენმა. რატომ ხდება ეს ყველაფერი - შეიძლება ამის სხვადასხვა ახსნა იყოს. ხელისუფლება ერთმნიშვნელოვნად ელოდება პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებას და იჭერს რაღაც ზომებს, პრევენციას ახდენს ამ ტიპის მოქმედებებით, რომელიც ყველა შემთხვევაში იმუშავებს პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების კუთხით”, - დასძენს მამუკა კაციტაძე.რამაზ საყვარელიძე: ნებისმიერი შეიარაღებული შეტაკება კრემლის მიერ ახალი ომის საბაბად იქნება გამოყენებული “ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, ბოლო დღეებში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. რუსეთის მიერ ცხინვალში დასმული მარიონეტი ედუარდ კოკოითი იმდენად გათავხედდა, რომ ახლა საქართველოს ხელისუფლებას უყენებს პირობას, თრუსოს ხეობა ისტორიული ოსური ტერიტორიაა და თუ არ დაგვიბრუნებთ, ძალით წაგართმევთო. ერთი სიტყვით, კოკოითს რომ კრემლი ომის საბაბად იყენებს, ამას თვით რუსული პრესაც არ უარყოფს. კოკოითის განცხადებას თრუსოს ხეობასთან დაკავშირებით, მისი მხრიდან პრაქტიკული ნაბიჯებიც თუ მოჰყვა, ბუნებრივია, რომ საქართველო მას უპასუხოდ ვერ დატოვებს”, - წერს გაზეთი “ჯორჯიან თაიმსი” სტატიაში სათაურით რამაზ საყვარელიძე: ნებისმიერი შეიარაღებული შეტაკება კრემლის მიერ ახალი ომის საბაბად იქნება გამოყენებული.“რუსული პრესა ღიად აცხადებს, რომ კრემლს საქართველოს წინააღმდეგ ახალი ომის წამოწყება უნდა, რადგაც კავკასიაში არსებული სიტუაცია არ აწყობს. რუსეთის საქართველოს ტერიტორიაზე გაზსადენების გაკონტროლება სურს. ამას გარდა რუსეთს სხვა პრობლემაც აწუხებს. ესაა სომხეთში გიუმრის ბაზა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე გავლის გარეშე ვერ უკავშირდება. კრემლი ამ საკითხზე ჯერ ხმას არ იღებს. თრუსოს ხეობაზე შემოტევის მცდელობა რომ იქნება, ქართველი ექსპერტებიდან ამას ბევრი ვარაუდობს. მიზეზად ბოლო დღეებში საქართველოს მხრიდან ცხინვალის რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებისთვის მითიური ცეცხლის გახსნა სახელდება. ევროპელი მეთვალყურეების განცხადებით, მათ ამის მტკიცებულებანი არ გააჩნიათ, მაგრამ კრემლს მათი არ სჯერა - უფრო სწორად, არ აწყობს, რომ დაიჯეროს”, - აღნიშნავს გამოცემა. “მედვედევი ობამასთან შეხვედრის შემდეგ ცხინვალში ჩავიდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ იგი რაღაცით უკმაყოფილო იყო და ამის კომპენსირება სურდა. ასე რომ, დაძაბულობა ჯერ კიდევ ბაიდენის ვიზიტამდე დაიწყო და მან მისი თუნდაც შემსუბუქებაც ვერ მოახერხა - პირიქით, მისმა ვიზიტმა სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. ამიტომ ჩვენ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ. თუ კულუარული ფრონტი პრობლემას ვერ გადაწყვეტს, მაშინ, ალბათ, რეალური ფრონტის დრო დადგება, როგორც ამას ექსპერტები, მათ შორის, ბჟეზინსკიც ვარაუდობდა. მისი ვარაუდით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის უთანხმოების გამო საქართველო დაზარალდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.“პროვოკაციები ყველა მიმართულებით მოსალოდნელია და შეიძლება უცებ აგორდეს კიდეც, დაიწყოს შეიარაღებული შეტაკება. მაგრამ აქ უნდა დავაკონკრეტოთ - უბრალოდ შეტაკებაა მოსალოდნელი თუ ფართომასშტაბიანი ომი? ექსპერტები თვლიან, რომ არ არის გამორიცხული დღეს რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი დაიწყოს. ასეთი მოლოდინი არსებობს. პრაქტიკულად რუსეთის ფედერაციაში არიან ძალები, რომლებიც თვლიან, რომ აგვისტოს მეორე კამპანია დასაწყებია და ომი უნდა გაგრძელდეს. რუსეთის სამხედრო მენტალობაში ომის მეორე და მესამე კამპანია გარდაუვალია”, - აცხადებს სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ალექსანდრე რუსეცკი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რუსეცკი: რუსეთში არიან ძალები, ვინც ცხინვალის მეორე კამპანიის დაწყებას ემხრობა.“არის კიდევ შიდა ფაქტორებიც, კოკოითის შინაგანი ამბიციები, მას სჭირდება ახალი როლი, ახალი მისია. არის კიდევ გარე საფრთხე - რუსეთის და თურქეთის მოლაპარაკებები ნავთობსადენის თარბაზე და კავკასიის უსაფრთხოება, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შეთანხმებები მოხდება ნავთობსადენის, გაზის ტარნზიტთან დაკავშირებით რუსეთსა და თურქეთს შორის. შიდა ფაქტორები შეიძლება პატარა შეტაკებისთვის აღმოჩნდეს საკმარისი, ხოლო უფრო ფართომასშტაბიანი ომის საწარმოებლად სერიოზული ეკონომიკური ბაზაა საჭირო. ვერ გეტყვით, ახლა რუსეთს რისი თავი აქვს, მაგრამ გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყოს, ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებაა და არა ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე რუსეცკი.“საინფორმაციო ომი დღემდე გრძელდება. სამწუხაროდ, საქართველომ საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომი წააგო. საქართველოში საინფორმაციო პოლიტიკა არ არსებობს. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ექსპერტებმა გააკეთეს დასკვნა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში შეექმნათ საინფორმაციო ჯარები. საინფორმაციო კამპანია საქართველოში მკვდარია. საინფორმაციო ომის პროცესსს კიდევ უფრო დაბლა წევენ, როცა ნებისმიერ ომის წაგებაზე ორიენტირებენ. მარტო სამხედრო მომზადება არ კმარა. შიშველი ხელითაც უნდა შეგეძლოს ებრძოლო მტერს”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე რუსეცკი. მამუკა კაციტაძე - ამ ტიპის მოქმედებებით ხელისუფლება, პრევენციის ნაცვლად, პოლიტიკურ კრიზისს გააღრმავებს “ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების დევნა 9 აპრილის შემდეგ არ შეწყვეტილება, უბრალოდ, ზოგჯერ მეტ-ნაკლებად ან აქტიურობდნენ, ან ცოტა შენელდებოდა ხოლმე. უკანასკნელი დღეების განმავლობაში კვლავ აქტიურ ფაზაში შეიყვანა ხელისუფლეკბამ ამ ტიპის დევნა”, - აცხადებს “მემარჯვენე” მამუკა კაციტაძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ახლების” წევრი ყაზბეგის გამზირიდან გაიტაცეს და სასტიკად სცემას / “ეს არის სახალხო დიალოგი სააკაშვილის და მერაბიშვილისიულად”.“ეს ხომ ის ქვეყანაა, სადაც ვანო მერაბიშვილის წესრიგის ფონზე შეიძლება მანქანის კარი არ დაკეტო... თქვენ წარმოიდგინეთ დღის 11 საათზე 4 ნიღბიანი შეიარაღებული ყაზბეგის პროსპექტზე აწარმოებს ამ ტიპის მოქმედებას, მიჰყავს ეს ავტომობილი, შემდეგ ამ ადამიანს სხვა ავტომობილში სვამენ, სცემენ და ხელფეხშეკრულეს სტოვებენ დუშეთის გზაზე. ამიტომ, თუ საუბარია იმაზე, რომ ეს მათი გაკეთებული არაა, მაშინ ჩვენ ვსვამთ კითხვას, გვითხრან ვისი გაკეთებულია. თუ არა თვითონ, გვითხრან, ვინ არიან ეს ადამიანები და გახსნან საქმე ან არადა თქვან, რომ უნიათონი არიან, ვერ ართმევენ თავს კრიმინალთან ბრძოლას და ტყუილად ნუ მოაქვთ თავი როგორც ქვეყენაში წესრიგის დამმყარებლებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა კაციტაძე.“ბაიდენის ვიზიტის შემდეგ, იმის მაგივრად, რომ ხელისუფლების მხრიდან დაწყებულიყო დემოკრატიისთვის მხარდამჭერი ნაბიჯები, ერთპიროვნულად ისევ ხდება საკუთარი ხელმძღვანელობის მიყვანა საზოგადოებრივ მაუწყებელში, ისევ ერთმნიშვნელოვნად სახელისუფლებო და ხელისუფლებასთან ნათესაურ ურთიერთობაში მყოფი ადამიანი ხდება ომბუდსმენი და ქუჩაში ისევ ძლიერდება პოლიტიკური დევნა. ამ ვიზიტის შემდეგ ხელისუფლების გამოძახილი აბსოლუტურად საწინააღმდეგოა, ვიდრე ის მესიჯები რაც გააკეთა ბაიდენმა. რატომ ხდება ეს ყველაფერი - შეიძლება ამის სხვადასხვა ახსნა იყოს. ხელისუფლება ერთმნიშვნელოვნად ელოდება პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებას და იჭერს რაღაც ზომებს, პრევენციას ახდენს ამ ტიპის მოქმედებებით, რომელიც ყველა შემთხვევაში იმუშავებს პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების კუთხით”, - დასძენს მამუკა კაციტაძე.რამაზ საყვარელიძე: ნებისმიერი შეიარაღებული შეტაკება კრემლის მიერ ახალი ომის საბაბად იქნება გამოყენებული “ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, ბოლო დღეებში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. რუსეთის მიერ ცხინვალში დასმული მარიონეტი ედუარდ კოკოითი იმდენად გათავხედდა, რომ ახლა საქართველოს ხელისუფლებას უყენებს პირობას, თრუსოს ხეობა ისტორიული ოსური ტერიტორიაა და თუ არ დაგვიბრუნებთ, ძალით წაგართმევთო. ერთი სიტყვით, კოკოითს რომ კრემლი ომის საბაბად იყენებს, ამას თვით რუსული პრესაც არ უარყოფს. კოკოითის განცხადებას თრუსოს ხეობასთან დაკავშირებით, მისი მხრიდან პრაქტიკული ნაბიჯებიც თუ მოჰყვა, ბუნებრივია, რომ საქართველო მას უპასუხოდ ვერ დატოვებს”, - წერს გაზეთი “ჯორჯიან თაიმსი” სტატიაში სათაურით რამაზ საყვარელიძე: ნებისმიერი შეიარაღებული შეტაკება კრემლის მიერ ახალი ომის საბაბად იქნება გამოყენებული.“რუსული პრესა ღიად აცხადებს, რომ კრემლს საქართველოს წინააღმდეგ ახალი ომის წამოწყება უნდა, რადგაც კავკასიაში არსებული სიტუაცია არ აწყობს. რუსეთის საქართველოს ტერიტორიაზე გაზსადენების გაკონტროლება სურს. ამას გარდა რუსეთს სხვა პრობლემაც აწუხებს. ესაა სომხეთში გიუმრის ბაზა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე გავლის გარეშე ვერ უკავშირდება. კრემლი ამ საკითხზე ჯერ ხმას არ იღებს. თრუსოს ხეობაზე შემოტევის მცდელობა რომ იქნება, ქართველი ექსპერტებიდან ამას ბევრი ვარაუდობს. მიზეზად ბოლო დღეებში საქართველოს მხრიდან ცხინვალის რეჟიმის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებისთვის მითიური ცეცხლის გახსნა სახელდება. ევროპელი მეთვალყურეების განცხადებით, მათ ამის მტკიცებულებანი არ გააჩნიათ, მაგრამ კრემლს მათი არ სჯერა - უფრო სწორად, არ აწყობს, რომ დაიჯეროს”, - აღნიშნავს გამოცემა. “მედვედევი ობამასთან შეხვედრის შემდეგ ცხინვალში ჩავიდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ იგი რაღაცით უკმაყოფილო იყო და ამის კომპენსირება სურდა. ასე რომ, დაძაბულობა ჯერ კიდევ ბაიდენის ვიზიტამდე დაიწყო და მან მისი თუნდაც შემსუბუქებაც ვერ მოახერხა - პირიქით, მისმა ვიზიტმა სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. ამიტომ ჩვენ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ. თუ კულუარული ფრონტი პრობლემას ვერ გადაწყვეტს, მაშინ, ალბათ, რეალური ფრონტის დრო დადგება, როგორც ამას ექსპერტები, მათ შორის, ბჟეზინსკიც ვარაუდობდა. მისი ვარაუდით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის უთანხმოების გამო საქართველო დაზარალდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.“პროვოკაციები ყველა მიმართულებით მოსალოდნელია და შეიძლება უცებ აგორდეს კიდეც, დაიწყოს შეიარაღებული შეტაკება. მაგრამ აქ უნდა დავაკონკრეტოთ - უბრალოდ შეტაკებაა მოსალოდნელი თუ ფართომასშტაბიანი ომი? ექსპერტები თვლიან, რომ არ არის გამორიცხული დღეს რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი დაიწყოს. ასეთი მოლოდინი არსებობს. პრაქტიკულად რუსეთის ფედერაციაში არიან ძალები, რომლებიც თვლიან, რომ აგვისტოს მეორე კამპანია დასაწყებია და ომი უნდა გაგრძელდეს. რუსეთის სამხედრო მენტალობაში ომის მეორე და მესამე კამპანია გარდაუვალია”, - აცხადებს სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების ინსტიტუტის ხელმძღვანელი ალექსანდრე რუსეცკი გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რუსეცკი: რუსეთში არიან ძალები, ვინც ცხინვალის მეორე კამპანიის დაწყებას ემხრობა.“არის კიდევ შიდა ფაქტორებიც, კოკოითის შინაგანი ამბიციები, მას სჭირდება ახალი როლი, ახალი მისია. არის კიდევ გარე საფრთხე - რუსეთის და თურქეთის მოლაპარაკებები ნავთობსადენის თარბაზე და კავკასიის უსაფრთხოება, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შეთანხმებები მოხდება ნავთობსადენის, გაზის ტარნზიტთან დაკავშირებით რუსეთსა და თურქეთს შორის. შიდა ფაქტორები შეიძლება პატარა შეტაკებისთვის აღმოჩნდეს საკმარისი, ხოლო უფრო ფართომასშტაბიანი ომის საწარმოებლად სერიოზული ეკონომიკური ბაზაა საჭირო. ვერ გეტყვით, ახლა რუსეთს რისი თავი აქვს, მაგრამ გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყოს, ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებაა და არა ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე რუსეცკი.“საინფორმაციო ომი დღემდე გრძელდება. სამწუხაროდ, საქართველომ საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომი წააგო. საქართველოში საინფორმაციო პოლიტიკა არ არსებობს. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ექსპერტებმა გააკეთეს დასკვნა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში შეექმნათ საინფორმაციო ჯარები. საინფორმაციო კამპანია საქართველოში მკვდარია. საინფორმაციო ომის პროცესსს კიდევ უფრო დაბლა წევენ, როცა ნებისმიერ ომის წაგებაზე ორიენტირებენ. მარტო სამხედრო მომზადება არ კმარა. შიშველი ხელითაც უნდა შეგეძლოს ებრძოლო მტერს”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე რუსეცკი. მამუკა კაციტაძე - ამ ტიპის მოქმედებებით ხელისუფლება, პრევენციის ნაცვლად, პოლიტიკურ კრიზისს გააღრმავებს “ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების დევნა 9 აპრილის შემდეგ არ შეწყვეტილება, უბრალოდ, ზოგჯერ მეტ-ნაკლებად ან აქტიურობდნენ, ან ცოტა შენელდებოდა ხოლმე. უკანასკნელი დღეების განმავლობაში კვლავ აქტიურ ფაზაში შეიყვანა ხელისუფლეკბამ ამ ტიპის დევნა”, - აცხადებს “მემარჯვენე” მამუკა კაციტაძე გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ახლების” წევრი ყაზბეგის გამზირიდან გაიტაცეს და სასტიკად სცემას / “ეს არის სახალხო დიალოგი სააკაშვილის და მერაბიშვილისიულად”.“ეს ხომ ის ქვეყანაა, სადაც ვანო მერაბიშვილის წესრიგის ფონზე შეიძლება მანქანის კარი არ დაკეტო... თქვენ წარმოიდგინეთ დღის 11 საათზე 4 ნიღბიანი შეიარაღებული ყაზბეგის პროსპექტზე აწარმოებს ამ ტიპის მოქმედებას, მიჰყავს ეს ავტომობილი, შემდეგ ამ ადამიანს სხვა ავტომობილში სვამენ, სცემენ და ხელფეხშეკრულეს სტოვებენ დუშეთის გზაზე. ამიტომ, თუ საუბარია იმაზე, რომ ეს მათი გაკეთებული არაა, მაშინ ჩვენ ვსვამთ კითხვას, გვითხრან ვისი გაკეთებულია. თუ არა თვითონ, გვითხრან, ვინ არიან ეს ადამიანები და გახსნან საქმე ან არადა თქვან, რომ უნიათონი არიან, ვერ ართმევენ თავს კრიმინალთან ბრძოლას და ტყუილად ნუ მოაქვთ თავი როგორც ქვეყენაში წესრიგის დამმყარებლებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა კაციტაძე.“ბაიდენის ვიზიტის შემდეგ, იმის მაგივრად, რომ ხელისუფლების მხრიდან დაწყებულიყო დემოკრატიისთვის მხარდამჭერი ნაბიჯები, ერთპიროვნულად ისევ ხდება საკუთარი ხელმძღვანელობის მიყვანა საზოგადოებრივ მაუწყებელში, ისევ ერთმნიშვნელოვნად სახელისუფლებო და ხელისუფლებასთან ნათესაურ ურთიერთობაში მყოფი ადამიანი ხდება ომბუდსმენი და ქუჩაში ისევ ძლიერდება პოლიტიკური დევნა. ამ ვიზიტის შემდეგ ხელისუფლების გამოძახილი აბსოლუტურად საწინააღმდეგოა, ვიდრე ის მესიჯები რაც გააკეთა ბაიდენმა. რატომ ხდება ეს ყველაფერი - შეიძლება ამის სხვადასხვა ახსნა იყოს. ხელისუფლება ერთმნიშვნელოვნად ელოდება პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებას და იჭერს რაღაც ზომებს, პრევენციას ახდენს ამ ტიპის მოქმედებებით, რომელიც ყველა შემთხვევაში იმუშავებს პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების კუთხით”, - დასძენს მამუკა კაციტაძე.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/105969.html Edited August 6, 2009 by licemer ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 6, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 13:11 06.08.09 - ბაღაფშის ინიციატივა აფხაზებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა სეპარატისტების ლიდერი სერგეი ბაღაფში გალის რაიონში მცხოვრები ქართველებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭების ინიციატივით გამოდის და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპეციალურ კომისიასაც ქმნის. ამ გადაწყვეტილებამ სეპარატისტულ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება გამოიწვია. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ქართველების რაოდენობა აფხაზებს გადააჭარბებს, რაც სიტუაციის ხელახლა დაძაბულობას გამოიწვევს. „მედიანიუსი http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=53021 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 6, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელეს 06 / 08, 2009 13:54 არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელეს, რომელის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ. “საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტის დროს საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გამოაცხადა “დემოკრატიის ახალი ტალღის” დაწყების შესახებ. სინამდვილეშე კი, ვიზიტის დასრულებისთანავე განახლდა პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა დევნა და საპროტესტო აქციების აქტიურ მონაწილეებთან დაუნდობელი მეთოდებით ანგარიშსწორება. ხალხის მასობრივი პროტესტი გამოწვეულია რეალური პრობლემების არსებობით. უნარიანი და განვითარებაზე ორიენტირებული ხელისუფლების პასუხი უნდა იყოს სწორედ ამ პრობლემათა გადაწყვეტა. სამწუხაროდ, რეაგირება კვლავ არაადეკვატური და ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელია - “დემოკრატიის ახალი ტალღა” ხელისუფლებისთვის “სხვაგვარად მოაზროვნეთა” დევნაზეა ორინტირებული!საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკური ტერორი არ არის მხოლოდ შიდა პოლიტიკური პრობლემა - შეუძლებელია სტაბილურობაზე, უსაფრთხოებაზე და კონფლიქტების მოგვარებაზე საუბარი იქ, სადაც ხელისუფლება თავად ოკუპანტივით და აგრესორივით ეპყრობა საკუთარ მოქალაქეებს. ამგვარი პოლიტიკით “დემოკრატიის ახალი ტალღა” “ტერორის ახალ ტალღად” იქცა. თუმცა, ხელისუფლებას კვლავაც არ ესმის, რომ შეიძლება დააშინო ადამიანთა გარკვეული ნაწილი გარკვეული დროით, მაგრამ ყველას და მუდმივად ვერ დააშინებ. ხალხის განაჩენი კი ყველაზე მძიმე ხელისუფლებისთვის იქნება, თუ იგი დაუყოვნებლივ არ შეწყვეტს უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრებებს და დასახიჩრებებს.მივმართავთ ყველას, ვისთვისაც მართლაც ძვირფასია თავისუფლების იდეალები: ერთიანი ძალებით აღვუდგეთ წინ ორგანიზებული დანაშაულის ყველაზე უფრო სამარცხვინო ფორმას XXI საუკუნეში - სახელმწიფოს მიერ საკუთარი მოქალაქეების დატერორებას განსხვავებული შეხედულებების გამო”,-ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ „ახალი მემარჯვენეები“, „დაიცავი საქართველო“, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“ , „ეროვნული ფორუმი“ , „თავისუფლება“, „კონსერვატიული პარტია“, „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „რესპუბლიკური პარტია“, „საქართველოს გზა“, „ხალხის პარტია“ , აგრეთვე, ლევან გაჩეჩილაძე. ამასთან, განცხადების ავტორთან ინფორმაციით, განცხადება ხელმოწერებისთვის ღიაა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 6, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 13:05 06.08.09 - ფელგენგაუერი: საქართველოში შეჭრა გარდაუვალია რუსი სამხედრო ექსპერტის პაველ ფელგენგაურის განცხადებით, რუსეთმა წყალქვეშა ნავები აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროსკენ იმიტომ გადაისროლა, რომ აკონტროლოს აშშ-ს ჯარები იმ შემთხვევისთვის, თუ საქართველო-რუსეთის ახალი ომი დაიწყო. მისი აზრით, რუსეთის მოემზადა იმისთვის, რომ არ დაუშვას ომში აშშ-ს ჩარევა.„რა თქმა უნდა, არის იმის საფრთხე, რომ ამის საფუძველზე აშშ-სთან კონფლიქტი წარმოიშვას, მაგრამ ამაზე მხოლოდ მაშინ ვისაუბრებთ, თუ საბრძოლო მოქმედებები მაინც დაიწყო. თუმცა, კიდევ ერთხელ ავღნიშნავ - საქართველოში შეჭრა გარდაუვალია", - აცხადებს რუსი ექსპერტი. „მედიანიუსი"http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=53019 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 6, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 12:49 06.08.09 - ბორის ბერეზოვსკი: “რუსეთის მოქმედება უკიდურესად საშიშია მთელი მსოფლიო თანამეგობრობისთვის”[მარიამ ჭიაურელი, რადიო “თავისუფლება“]რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავის მოახლოებასთან დაკავშირებით, ჩვენი რადიოს რუსულმა სამსახურმა რამდენიმე შეკითხვით მიმართა ბორის ბერეზოვსკის - ცნობილ რუს ბიზნესმენს, მულტიმილიონერს, რომელიც დიდი გავლენით სარგებლობდა რუსეთში ბორის ელცინის პრეზიდენტობის წლებში, მოგვიანებით კი, ვლადიმირ პუტინის მმართველობის პირობებში, მას ემიგრაციაში წასვლა მოუხდა და დღემდე ბრიტანეთში ცხოვრობს. როგორია ბერეზოვსკის დამოკიდებულება საქართველოში რუსეთის მოქმედების მიმართ? - “ერთი წლის წინ რუსეთმა ფაქტობრივად კონტროლი დაამყარა საქართველოს ორ პროვინციაზე და საქართველომ ეს ტერიტორიები დაკარგა. როგორ აფასებთ ვითარებას ახლა?” ასეთი იყო პირველი შეკითხვა, რომელიც ბერეზოვსკის დაუსვა ჩვენი რადიოს რუსულმა სამსახურმა და პასუხად მიიღო შეფასება, რომ რუსეთის მოქმედება მთელი მსოფლიოსთვის არის სახიფათო... ბერეზოვსკი მისივე თქმით ფიქრობს, რომ იმ ადამიანების ამოცანა, ვისაც მოვლენების წინასწარ განჭვრეტის უნარი აქვს, მდგომაროებს იმაში, რომ “ბოლო მოეღოს ამ ლაყბობას! რადგან უკვე ნათელია, რომ ისევ გამოჩნდა სერიოზული აგრესორი სერიოზული ამბიციებით. კი, შეიძლება ისინი სულელები იყვნენ, შეიძლება გაკოტრებულებიც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სისხლი აღარ დაიღვრება და მსოფლიო აღარ აღმოჩნდება კატასტროფის წინაშე! მე მგონია, მთავარია მოქმედება ამ ლაყბობის მაგივრად”, ამბობს ბერეზოვსკი და იქვე მოჰყავს მოქმედების კონკრეტული მაგალითი, თუმცა, საქმე, მისივე განმარტებით, პასიურ მოქმედებას ეხება. “შემთხვევითი ხომ არ არის, რომ რუსეთის აგრესიისთვის მხარდაჭერა არავის გამოუცხადებია ნიკარაგუის გარდა? ბუნებრივია, უნდა დაისვას შეკითხვა: რატომ არის, რომ უახლოესი მეზობლები და სხვადასხვა ორგანიზაციაში რუსეთის მოკავშირეებიც კი უარს ამბობენ ამის გაკეთებაზე? პასუხი სავსებით გასაგებია: მათ ესმით, რომ თვითონაც იგივე ბედი შეიძლება მოელოდეთ! ამგვარად, საქმე ეხება კონკრეტულ მოქმედებას - აი, ასეთ არააქტიურ, პასიურ, მაგრამ ალბათ მაინც მოქმედებას!” - ამბობს ბერეზოვსკი. ჩვენი კოლეგის შეკითხვას, როგორი უნდა იყოს დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთისადმი, რომელსაც ბერეზოვსკი (როგორც წეღან აღინიშნა) მთელი მსოფლიოსთვის საშიშ აგრესორად მიიჩნევს, ცნობილი ბიზნესმენი უპასუხებს შეფასებით, რომ დასავლეთი “ინტელექტუალურად” მოუმზადებელი აღმოჩნდა პროცესის ასე განვითარებისთვის, ხოლო “ახლა რამდენად შორს წავა რუსეთი ამ აგრესიულ პოლიტიკაში, თითქმის მთლიანად შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული”. შეერთებული შტატების ამჟამინდელი ნაბიჯები ბერეზოვსკის არასწორად მიაჩნია: “შეერთებული შტატები აბსოლუტურად არასწორად მოქმედებს, არ ესმის ვითარება, მთლიანად, ამ რეგიონში. და ამიტომ, პირველ რიგში საქართველოსადმი და ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცეში შეერთებული შტატების პოლიტიკის გამო, ეს, არსებითად, აგრესორის წახალისებაა!” http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=53023 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
LoMi Posted August 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 gamarjobat me mainteresebs omi 07 . 08 . 08 xo daiwyo,tu ara? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 6, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 გამარჯობა, LoMi თუ არ შეწუხდები ეგ კითხვა რომელიმე თEმაში დასვი. ამ თEმაში მხოლოდ ინფორმაცია იდება ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 6, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 http://www.lenta.ru/conf/areshidze/ აუცილებლად წაიკითხეთ ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 6, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 გრიგოლ ვაშაძე რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის გამეორებას გამორიცხავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის გამეორებას გამორიცხავს.ამის შესახებ ვაშაძემ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, დენიელ ფრიდის საქართველოში ვიზიტი, ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარს სამხედრო გეგმების პრევენციად შეაფასა. ‘’სატელეფონო საუბარი, რომელიც შედგა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის, ვიზიტები და რამდენიმე წერილი, რომელიც ამ ბოლო დღეებში გაიცვალა, იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის არის სტრატეგიული ურთიერთობა. ჩვენ ვართ მოკავშირეეები. საქართველოს საკითხი და რუსეთის აგრესიის შედეგები საერთაშორისო პრობლემატიკის სიაში ქვემოთ არ დაწეულა. საქართველოს თავისი პრიორიტეტულობა არ დაუკარგავს და ამერიკას კარგად ესმის თავისი მოკავშირის გეოსტრატეგიული მნიშვნელობა », - აღნიშნა ვაშაძემ. მისივე თქმით, რუსეთს ბოლომდე არ დაუთმია იდეა, საქართველოში საქმე რეჟიმის შეცვლამდე მიიყვანოს. ‘’საერთაშორისო თანამეგობრობისა და, უპირველეს ყოვლისა, ამერიკის მცდელობით, რუსეთს ესმის, რომ ამისთვის საშინელი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს, რაც შემაკავებელი ფაქტორია. საქართველოს სახელმწიფოს დანგრევა რუსეთის აგრესიამ ვერ გამოიწვია. რუსეთს არ აქვს პოლიტიკური და რეალისტური სცენარი, რა შედეგი მოყვება მათი მხრიდან სამხედრო აგრესიის გამეორებას’’, - განაცხადა ვაშაძემ. მინისტრის აზრით, რუსეთს ესმის, რომ მიიღებს მთელი მოსახლეობის წინააღმდეგობას და, ასევე, რუსეთს საქართველოში არ ჰყავს არც ერთი მოკავშირე, თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ მარგინალს. ‘’ოკუპირებულ, მტრულად განწყობილ ტერიტორიაზე 21-ე საუკუნეში, როცა უკვე ხარ დაპირისპირებული საერთაშორისო საზოგადოებასთან, მსგავსი სამხედრო აგრესია იქნება სრული ავანტიურა და სრული უპასუხისმგებლობა’’, - მიაჩნია საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 რუსეთისა და თურქეთის პრემიერ-მინისტრებმა ანკარაში გაზისა და ნავთობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტები გააფორმეს. "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, გაზის სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული პროტოკოლის თანახმად, თურქეთი საკუთარ ტერიტორიულ წ###########ბში "სამხრეთ ნაკადის" გაზსადენის მშენებლობის ნებართვას გასცემს. ნავთობის სფეროში გაფორმებული თანამშრომლობის დოკუმენტი კი გულისხმობს, რომ შეიქმნება რუსულ-თურქული სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის სამსუნი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობაში რუსეთის მონაწილეობის საკითხს.“სამხრეთ ნაკადი” რუსეთისა და იტალიის ეთობლივი პროექტია. გაზსადენის სავარაუდო ღირებულება 10 მლრდ ევროს შეადგენს. მილსადენი რუსეთის შავი ზღვის სანაპიროდან ბულგარეთის ნაპირამდე ზღვის ფსკერზე გაივლის, შემდეგ ხმელეთზე გადაკვეთს ბულგარეთსა და საბერძნეთს, შემდეგ კი ადრიატიკის ფსკერის გავლით იტალიის სამხრეთ ნაპირებამდე მიაღწევს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted August 6, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 18:32 06.08.09 - ტერი დევისი საქართველოსა და რუსეთს პოლემიკისა და შუღლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოსა და რუსეთს აგვისტოს მოვლენების წლისთავთან დაკავშირებით პოლემიკისა და შუღლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. „ორივე ქვეყანას, რომლებიც ევროსაბჭოს წევრები არიან უნდა ესმოდეს, რომ შუღლის განახლება შესაძლოა ახალ მსხვერპლსა და ნგრევამდე მივიდეს", -განაცხადა ტერი დევისმა და დასძინა, რომ იმის ნაცვლად რომ ერთმანეთი დაადანაშაულონ ორივე მხარე უნდა დაფირდეს იმ ათასობით დევნილზე რომლებიც აქამდე საკუთარ სახლებში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. „ჯი-ეიჩ-ენი"http://internet.ge/v2/index.php?action=new...&news=53082 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 6, 2009 (edited) 06.08.2009 20:00 : Вопрос о конкуренции между газопроводами Южный поток и Набукко вызвал разногласия у премьер-министров России и Турции Это выяснилось в ходе пресс-конференции, которую Таип Эрдаган и Владимир Путин дали по итогам сегодняшних переговоров в Анкаре. Отметим, что Владимир Путин и Таип Эрдаган договорились о строительстве газопровода Южный поток в территориальных водах Турции. А месяцем ранее Анкара подписала соглашение об участии в проекте Набукко, который пойдет в обход России. http://www.echo.msk.ru/news/610889-echo.html მოკლედ.ნაბუკოს და სამხრეთ „პატოკის“ კონკურენციის გარშემო სხვა და სხვა შეხედულება აქვთ პუტინს და ერდაგანს.თურქეთმა ნება მისცა რუსეთს ამ გაზსადენის გაყვანაზე თავის შავი ზღვის ტერიტორიაზე.რუსეთიდან გაზსადენი ბულგარეთში გავა. Edited August 6, 2009 by lasha1997 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts