dire Posted October 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2009 მოკლედ... დღეს ვუსმენდი რადიოში.ამ ჯიგარმა (ალასანიამ) დაწერა სტატია, და აზრი იყო ასეთიო, თურქეთი უნდა ჩავრთოთ საპირწონეთო რუსეთისო აფხაზეთშიო... ხოდა ეხლა რა ხდება...თურქეთში აქტიური განხილვა მიდის აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობის, აშშ-ში საერთოდ რაღაც საოცარი სტატია დაიბეჭდა, ობამა ვერ აიძულებს სააკაშვილს დამოუკიდებლობის ცნობას და გიჟს გავსო. ამას კიდევ დავამატოთ კრიტიკის არყოფნა ნაციონალების მხრიდან ალასანიას მიმართ... არ მომწონს მე ეს ამბავი... კიდევ ერთი რამ... აქტიურად დადის ხმები, რომ ალასანია არის ჩვენთვის კარგად ცნობილი, მიხაკოს ბიძის ერთ ერთი უახლოვესი მეგობარი... ეხლა შეკითხვა თქვენდამი... რა ხდება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2009 ამ ჯიგარმა (ალასანიამ) დაწერა სტატიალინკი შეგიძლია დადო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2009 კრიტიკის არყოფნა ნაციონალების მხრიდან ალასანიას მიმართ...ამის დეფიციტი არაა. მეტიც, იგივე სუბარის თემა და რეაქციები ....მიდის შეგნებული შავი პიარი-ჭკვიანი ბიჭია, ბლაბლაბლა, მაგრამ სუსტია და ეგეთები აქვს ბრძოლას სხვადასხვა სახე, თუმცა პირდაპირი აგრესიაც გაიზარდა და თვალშისაცემია.ასე რომ დაგეთანხმები ჩემო კარგო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 8, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2009 lasha_alo არაფერში არ დაგეთანხმები. იგივე დონის კრიტიკა მიდიოდა გიორგი თარგამაძის მიმართ საპარლამენტო არჩევნების წინ. და მე კიდევ ერთი გაყიდული გარეწარი პოლიტიკაში ნამდვილად არ მინდა. ეს კაცი თუ ამ ეტაპზევე ქვეყნის ინტერესებს ღალატობს... რომ მოვა მერე რას იზავს? არ შე####ეს ამ თავისი პროამერიკელობის მარიაჟით? ერთი ნაგავია საქართველოსთვის პროამერიკელიც და პრორუსიც.რა განსხვავებაა ნაციონალსა და კომუნისტს შორის?ან დიმპიტასა და კარდუ-ს შორის. ნუ დიმპიტა უფრო განათლებულია და ეგაა რა... ლ ი ც ი "ლიბერალში" გამოაქვეყნა სტატიაო... სხვაგან რა პონტში გამოაქვეყნებდა? "სვეცკური" სახელი, "სწორი" - პრო- ორიენტაცია, ეგაა რა... არა. ამ კაცის მოსვლა არ შეიძლება... აშკარად ვრწმუნედბი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted October 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2009 http://www.liberali.ge/node/740 თურქეთი როგორც აფხაზეთის კონფლიქტის გასაღებიირაკლი ალასანია, რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ, საქართველოსთვის, მეზობელ ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი თურქეთთან ინტეგრაციის სტრატეგიული ამოცანა გამოიკვეთა.სუვერენული ქვეყნის ოკუპაციამ აშკარა გახადა კავკასიის მიმართ რუსეთის პოლიტიკის მტაცებლური ბუნება, საერთაშორისო სამშვიდობო მექანიზმების უსუსურობა და რეგიონის ქვეყნებს სრული დაუცველობის განცდა გაუჩინა. რუსეთის მიერ საქართველოს ორი მხარის აღიარებამ დაგვაყენა ახალი რეალობის წინაშე, რომლსაც პირველ რიგში რეგიონის ქვეყნებმა საქართველოს მხარდაჭერით უნდა უპასუხონ. საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ ურთიერთობებში აფხაზეთს განსაკუთრებულად მგრძნობიარე ადგილი ეკავა. აფხაზეთის სივრცეზე საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა იყო და რჩება თურქეთის საგარეო პოლიტიკურ პოზიციად. საკუთარ ქვეყანაში მრავალრიცხოვანი აფხაზური და ქართული დიასპორების გამო, თურქეთს ბუნებრივი ინტერესი ჰქონდა და აქვს, არ შეწყვიტოს ურთიერთობები აფხაზებთან. ქართულმა მხარემ ეს ფაქტორი სათანადოდ ვერ გამოიყენა ქართულ-აფხაზური პირდაპირი დიალოგის ხელშესაწყობად. ამავე დროს, თურქეთის პოზიტიური გააქტიურება აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული გავლენის ზრდის ერთ-ერთი რეალური საპირწონეა. სეპარატისტულ რეგიონებში ჩვენს ინტერესებთან ტრადიციულად თანმხვედრი პოზიცია საფუძველს გვაძლევს, გამოვიჩინოთ პოლიტიკური სითამამე და, ევროკავშირის პროექტების პარალელურად, თურქეთიც ჩავრთოთ აფხაზური საზოგადოების იზოლაციიდან გამოყვანაში.საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის არაღიარების პოლიტიკის მტკიცე პოზიციით, საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით, თურქეთს უნდა მივცეთ აფხაზებთან ეტაპობრივი, მრავალმხრივი სავაჭრო ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა. ამის განხორციელება კი მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით და მასთან შეთანხმებით უნდა იყოს შესაძლებელი. ასევე, სპეციალური სამმხრივი - ქართულ-აფხაზურ-თურქული მოლაპარაკების საგანი უნდა გახდეს საზღვაო მიმოსვლის პირობებზე შეთანხმება. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს მთავარი ამოცანის მიღწევაში: აფხაზებს, რუსეთის გარდა, ახალი საგარეო ალტერნატივა გაუჩინოს და, ამასთანავე, საფუძველი ჩაეყაროს ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის ადამიანური ურთიერთობების აღდგენას. მხოლოდ ურთიერთნდობის აღდგენით შეიძლება პოლიტიკური დარეგულირებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა. თურქეთის მონაწილეობა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენაში ჩვენი მხრიდან თანმიმდევრული, შეუქცევადი და რეალისტური სამშვიდობო სტრატეგიის ნაწილი უნდა გახდეს, რაც საფუძვლად დაედება ერთიან სახელმწიფოში თანაარსებობაზე გულწრფელი მოლაპარაკებების დაწყებას. დემოკრატიული, ეკონომიკურად ჯანსაღი, ევროპული უსაფრთხოების და კეთილდღეობისკენ მტკიცედ მიმავალი საქართველო ყველაზე მიმზიდველი არჩევანი გახდება ჩვენი ქვეყნის აფხაზი და ოსი მოსახლეობისთვის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2009 dire თურქეთში აქტიური განხილვა მიდის აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობისზღაპარია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted October 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2009 ეხლა შეკითხვა თქვენდამი... რა ხდება?ქორწილია გურჯისტანში. dire რა განსხვავებაა ნაციონალსა და კომუნისტს შორის?ნაციონალების ბელადი ცოცხალია, კომუნისტებისა კტარი. :ravic: ან დიმპიტასა და კარდუ-ს შორის.კარდუს დუგინის ნაშრომები არ აქვს წაკითხული. :ravic: ნუ დიმპიტა უფრო განათლებულია და ეგააკი, დუგინის ნაშრომები აქვს წაკითხული :ravic: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 8, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2009 Saturn რა არის ზღაპარი? ცოტა კითხვა არ გაწყენდა... გადაჭრელებულია მაგათი მასმედია ამ შინაარსის სტატიებით. და ეხლა შენ თუ არ იცი ეს რისი მანიშნებელია, მაშინ გაჩუმდი და ნუ წერ იმაზე რაც არ გესმის... "Вы Шариков глупости говорите. И возмутительнее всего то, что говорите эти глупости безаппеляционно и уверенно"... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2009 dire გადაჭრელებულია მაგათი მასმედია ამ შინაარსის სტატიებითმაინც ზღაპარია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მაციხვიტია Posted October 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2009 არ შე####ეს ამ თავისი პროამერიკელობის მარიაჟით? ჩვენს მომავალ პრეზიდენტზე რეებს იძახით პატივცემულო დირე ?! დღეს 8 ოქტომბერია, სუსხიანი დღე, მაშსდამე, 8 დღე ბანი და 80% ვორნი და PM-შიც დაგბლოკე ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 8, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2009 Saturn პრიმიტიულ პოსტებზე და იუზერებზე ტყუილად წაშალე სიგნაჩა... "Вы Шариков глупости говорите. И возмутительнее всего то, что говорите эти глупости безаппеляционно и уверенно"... ბურზო ვნახოთ ვნახოთ... მე იმედი მაქვს რომ ასე არ იქნება... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2009 dire "Вы Шариков глупости говорите. И возмутительнее всего то, что говорите эти глупости безаппеляционно и уверенно"...ატ შარიკოვა სლიშუ რა http://s17.rimg.info/02ee45b0b00cbd3c074e1aae566e50c3.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მაციხვიტია Posted October 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2009 dire თქვენ ჩემს შესაძლებლობაში ეჭვი შეგეპერათ !ეს კი, ამ ფორუმის მილიარდობით მომხმარებლის თანდასწრებით, თქვენ ჩემს იმიჯს ხანჯალი ჩაეცით ! ეს უკვე მეტის-მეტია ! ნახვამდის, მე ფორუმს ვტოვებ ! Saturn გეყოთ ხალხის დაშინება !ნუ გვისმენთ ტელეფონებზე ! მესიჯების წაკითხვაც შეგიძლიათ ?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2009 ბურზო გეყოთ ხალხის დაშინება !ნუ გვისმენთ ტელეფონებზე ! მესიჯების წაკითხვაც შეგიძლიათ ?!ტუალეტში რასაც აკეთებ, იმასაც ვხედავთ http://s17.rimg.info/92822645ce5696eb2667501db8dfc5a5.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მაციხვიტია Posted October 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2009 ბურზო ტუალეტში რასაც აკეთებ, იმასაც ვხედავთ http://s17.rimg.info/92822645ce5696eb2667501db8dfc5a5.gif ვანოს ქუთუთოები რაღაც ჩამოეწელა ლარიანი ნასკივით და რამე ხომ არ ჭირს ტო ? :ravic: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.