Jump to content
Planeta.Ge

ის ვინც უკმაყოფილოა....


Recommended Posts

პირველი პოლიტიკური ნაწარმოები, მსოფლიოში "Артхашастра" რომელიც დაიწერა ძველ ინდოეთში 321—297 წწ ძვ.წ ასწავლიდა მონარქებს რომ:

 

Учредив надзор за главными должностными лицами, пусть царь устроит надзор за горожанами и сельскими жителями. Шпионы, разделившись на две стороны, пусть вступят в препирательство в местах священных омовений, в залах собраний, в (ремесленных) корпорациях, среди сборищ людей, говоря: “Слышно, что этот царь одарен всеми добродетелями, между тем у него не видно ни одной добродетели, он мучит горожан и сельских жителей наказаниями и налогами”. […]

 

Довольных пусть (царь) чтит материальными дарами и знаками внимания. Недовольных пусть покоряет приветливостью, дарами, ссорами и наказаниями.[

რომ დავაკვირდეთ დღევანდელ რეალობას. სააკაშვილის ხელისუფლება ესე მოქმედებს, ვინც უკმაყოფილოა, იმათ კიდე უფრო ავიწროებს, ხოლო ვინც კმაყოფილია იმათ დიდი ფულის კეთების უფლებას აძლევს...

 

თქვენი აზრით სააკაშვილის ხელისუფლებისგან უკმაყოფილო ადამიანს შეუძლია ამ სისტემაში თავი გამოიჩინოს როგორც სახელმწიფო მოღვაწემ? თუ მას არ გააკარებენ სახელმწიფო მართვას?[

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ხოლო ვინც კმაყოფილია იმათ დიდი ფულის კეთების უფლებას აძლევს...

ეს ტყულია.....საბლოო ჯამში ყველა გადაგდებული ყავს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენი აზრით სააკაშვილის ხელისუფლებისგან უკმაყოფილო ადამიანს შეუძლია ამ სისტემაში თავი გამოიჩინოს როგორც სახელმწიფო მოღვაწემ? თუ მას არ გააკარებენ სახელმწიფო მართვას?[

გამორიცხულია

 

სისტემა (თუ ამას სისტემა ქვია) არტივ ერთულების პრინციპზეა დამყარებული

 

არ ხარ ერთგული არ მოგეცემა გაქანების საშუალება და სავარაუდოდ არ იქნები წარმატებული რაც შემდგომში შენს ჩანაცვლებას გამოიწვევს "ობიექტურად"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ეს ტყულია.....

შეიძლება მცდარი იყოს, მარა ტყუილი ვერ იქნება რადგან არ ვიტყუები :D

საბლოო ჯამში ყველა გადაგდებული ყავს

ქვეყანას მართავს პატარა ჯგუფი, ამ ჯგუფმა მოახერხა უდიდესი ქონების ჩაგდება ხელთ..

 

ასევე ამ პატარა ჯგუფმა მოახერხა და მთელ საზოგადოებას ამუშავებს საკუთარ თავზე, მაგალითს მოგიყვან:

 

ბიზნესმენებს არჩევნების წინ ფულს ძალავენ ისე რომ ბიზნესმენები ამას არც კი ასაჩივრებენ, ეს უკვე იმას ნიშნავს რომ მათზე მუშაობ გინდა ეს თუ არ გინდა

 

ასევე კულტურისა და მეცნიერების წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნების წინ მიშას გვერძე დგებიან და წინასაარჩევნო კამპანიაში ხშირად ჩანან...

 

ამ ერთ ჯგუფს ჰყავს მობილიზებული მნიშვნელოვანი რესურსები

 

ხოლო ის ვინც ამ ჯგუფის წინააღმდეგია, ერხევა, სხვადასხვა საშვალებებით ურხევს ეს პატარა ჯგუფი... იყო უკმაყოფილო ნიშნავს იყო მიშისა და მისი ჯგუფის მტერი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენი აზრით სააკაშვილის ხელისუფლებისგან უკმაყოფილო ადამიანს შეუძლია ამ სისტემაში თავი გამოიჩინოს როგორც სახელმწიფო მოღვაწემ?

Nukriko, ადამიანს თავი იმიტომ აქვს რომ იაზროვნოს და კბილები მხოლოდ საღეჭად არ მიუცია გამჩენს, როცა საჭიროა ენას უნდა დააჭიროს. ასე რომ გონიერ ადამიანს ძალუძს ამ სისტემაშიც გამოიჩინოს თავი როგორც სახელმწიფო მოღვაწემ და არ გაისვაროს ხელები ხალხის საწინააღმდეგო ქმედებაბში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახლა რომ დავდგე და ვიძახო, კმაყოფილი ვარ მეთქი, დიდი ფულის გაკეთების საშუალებას მომცემენ ვითომ?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

ადამიანს თავი იმიტომ აქვს რომ იაზროვნოს და კბილები მხოლოდ საღეჭად არ მიუცია გამჩენს, როცა საჭიროა ენას უნდა დააჭიროს. ასე რომ გონიერ ადამიანს ძალუძს ამ სისტემაშიც გამოიჩინოს თავი როგორც სახელმწიფო მოღვაწემ და არ გაისვაროს ხელები ხალხის საწინააღმდეგო ქმედებაბში.

უკმაყოფილება პატიოსან ადამიანს უჩნდება უსამართლობისგან.. ადამიანის პიროვნებაში დევს საკუთარი რაღაც ღირსება. როდესაც უარს გათქმევინებენ ამ ღირსებაზე, მერე ძნელია ეს ადამიანი გახდეს სამართლიანობისთვის მებძოლე და ა.შ

 

არი მარტივი ლოგიკა, ნაძირლობაზე თვალის დახუჭვა და მერე გამათლება ეს ორჯერ მეტი ნაძირლობაა. რაც არ უნდა გედოს გულში, როცა შენ ამართლებ ხელისუფლების ქმედებებს მერე უკვე დინება წაგიღებს თან, და ბოლოს ვეღარ იცურებ დინების საწინააღმდეგოდ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

ადამიანს თავი იმიტომ აქვს რომ იაზროვნოს და კბილები მხოლოდ საღეჭად არ მიუცია გამჩენს, როცა საჭიროა ენას უნდა დააჭიროს. ასე რომ გონიერ ადამიანს ძალუძს ამ სისტემაშიც გამოიჩინოს თავი როგორც სახელმწიფო მოღვაწემ და არ გაისვაროს ხელები ხალხის საწინააღმდეგო ქმედებაბში.

უტოპიაა ეს ჩემი აზრით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

P.S. არა მარტო პოლიტიკაში არამედ საზოგადოებრივ ცხოვრების თითქმის ყველა მნიშვნელოვან სფეროში.. კულტურა, მეცნიერება, სპორტი და ა.შ

 

 

მეცნიერებს უნივერსიტეტებიდან აგდებენ პოლიტიკური ნიშნით

ხელოვნებს თეატრიდა, ტელევიზიიდან (კინოებიდან, გადაცემებიდან)

სპორტსმენებს (ფეხბურთის ფედერაციის არევნები საკმარისია)

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

მეცნიერებს უნივერსიტეტებიდან აგდებენ პოლიტიკური ნიშნით

ხელოვნებს თეატრიდა, ტელევიზიიდან (კინოებიდან, გადაცემებიდან)

სპორტსმენებს (ფეხბურთის ფედერაციის არევნები საკმარისია)

კი ეგრეა

 

ტრადიციული ნაცბოლშევიკური ქცევა

 

არახალაია, პირიქით ძალიან ძველია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

ადამიანს თავი იმიტომ აქვს რომ იაზროვნოს და კბილები მხოლოდ საღეჭად არ მიუცია გამჩენს, როცა საჭიროა ენას უნდა დააჭიროს. ასე რომ გონიერ ადამიანს ძალუძს ამ სისტემაშიც გამოიჩინოს თავი როგორც სახელმწიფო მოღვაწემ და არ გაისვაროს ხელები ხალხის საწინააღმდეგო ქმედებაბში

რა თქმა უნდა ასეა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რეალურაც მიმდინარეობს ჩვენთვის ზედმეტი "ბარგის" განათლების, სოციალური დაცვის სისტემის ლიკვიდიაცია, იმიტომ რომ ჩვენნაირი პერიფერიული კაპიტალიზმის სახელმწიფოს უბრალოდ არ სჭირდება ასეთუ ფუფუნება....
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nikusha_marx

რეალურაც მიმდინარეობს ჩვენთვის ზედმეტი "ბარგის" განათლების, სოციალური დაცვის სისტემის ლიკვიდიაცია, იმიტომ რომ ჩვენნაირი პერიფერიული კაპიტალიზმის სახელმწიფოს უბრალოდ არ სჭირდება ასეთუ ფუფუნება....

შენ კაპიტალიზმის სიმახინჯეებით ცდილობ ახსნა ეს პრობლემა და ჩემი აზრის ეს ძალიან ცალმხრივი ახსნაა

 

ჩემი აზრით აქ უმთარესი პრობლემა მენტალიტეტში არის, საზოგადოებისა და ხელისუფლების მენტალიტეტში..

თითონ ძალაუფლება არის იდეა-რწმენა. რაში გამოიხატება ეს რწმენა, როცა ბრძანებას იღებ, ამ ბრძანების ძალა და რწმენა რომ ამ ბრძანებისადმი დამორჩილება არის კანონზომიერება არის რწმნა.. რეალურად ისე ადვილად შეიძლება გადალახო ეს რწმენა და გახდე იმ სისტემიდან რომელიც არ მოგწონს ამოგდებული, რომ რა ვიცი მე, ადვილია ერთი სიტყვით, უბრალოდ ძნელს ხდის ეს რწმენა..

 

რისი გვწამს ეხლა ქართულ საზოგადოებას? იმის რომ ხელისუფლების დანაშაული და არასამართლიანი ქცევა ჩვენსდამი არის კანონზომიერება, კი უსამართლო მაგრამ მაინც კანონზომიერია, ამ რწმენას პოლიტიკოსები მუდმივად პროპაგანდას უკეთებენ, ტელევიზიით გამოდიან და გვიხსნიან რაღაცეებს, რათქმა უნდა ამ პროპაგანდის შედეგად ძალიან პატარა ჯგუფი ხეირობს, მარა ეს რწმენა რეალურად ყოველ ჩვენგანის გულებში მიდის..

 

რაში მდგომარეობს ჩვენი საზოგადოების პრობლემა?

 

ჩვენ ვასრულებთ უსამართლო ბრძანებებს და ვემორჩილებით არასასურველ ხელისუფლების ქმედებებს.. ჩვენ მხოლოდ მაშIნ ვიწყებთ აქტიურ მოძრაობას როცა უკვე გვიანია რამის გამოსწორება და საჭიროა ყველაფერ ძველის დანგრევა და მერე ახლიდან აშენება.. ჩვენი საზოგადოების სისუსტეა ის რომ ვიღაც პატარა ჯგუფების გვაცხოვრებენ მათ ჭკუაზე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...