Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

არა პატივცემულო დათა....

 

ქართველ ხალხს არ გაუცვლია...

 

გაცვალა არამზადა ხელისუფლებამ, მისმა ამაზრზენმა სატელიტებმა და მოსახლეობის ყველაზე მდაბიო და სულმოკლე ნაწილმა.

 

მე მათ ნაწილად ჩემს თავს არ მივიჩნევ, დარმწუნებული ვარ არც თქვენ ბატონო... და კიდევ უამრავი ჩვენნაირია ამ ქვეყანაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 31
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

არა პატივცემულო დათა....

 

ქართველ ხალხს არ გაუცვლია...

 

გაცვალა არამზადა ხელისუფლებამ, მისმა ამაზრზენმა სატელიტებმა და მოსახლეობის ყველაზე მდაბიო და სულმოკლე ნაწილმა.

 

მე მათ ნაწილად ჩემს თავს არ მივიჩნევ, დარმწუნებული ვარ არც თქვენ ბატონო... და კიდევ უამრავი ჩვენნაირია ამ ქვეყანაში.

 

 

------------------------------------------------------------------

 

რა სჭირს ამ ფორუმს ნიკის ჩასმას ვერ ვახერხებ ვერც ციტირებას.

 

 

დირე გეთანხმები უფრო სწორედ მინდა დაგეთანხმო, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ ასეა. ამას ჰაერზე არ ვიძახი.

 

ადამიანები რომლებიც დღეს მიშას უჭერენ მხარს, შეგნებულად თუ შეუგნებლად აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე უარს აცხადებენ. ეს ადამიანი უკვე არც ეუბნება ხალხს რომ დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს, სამაგიეროდ ბათუმში, ქუტაისში, სიღნაღში, ზუგდიდში რაც გააკეთა იმის რეკლამირებას საკმაოდ წარმატებით ახდენს. ყველაზე საინტერესი და სამწუხარო ისაა რომ ამას ხალყი ეთანხმება და კმაყოფილია, არც კი ახსოვთ აფხაზეთი და სამაჩაბლო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პატივცემულო დათა...

ვინ ხალხი ეთანხმება და ვინ ხალხია კმაყოფილი?

პოლიციელები, გამგეობის მუშაკების ნაწილი, 100 ეგზალტირებული მოხუცი და გიორგი თარგამაძის 1000-მდე გულშემატკვიარი? ნუ კიდევ დაუშვათ მერაბ სეფაშვილი და 3 G ? :)) და ესენი არიან ხალხი? :))

არა ბატონო... ესენი არიან ის რასაც თუ ევოლუციის მოდელს მივუყენებთ მალე დეგრადაცია და გაქრობა აქვს გარანტირებული ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პატივცემულო დათა...

ვინ ხალხი ეთანხმება და ვინ ხალხია კმაყოფილი?

პოლიციელები, გამგეობის მუშაკების ნაწილი, 100 ეგზალტირებული მოხუცი და გიორგი თარგამაძის 1000-მდე გულშემატკვიარი? ნუ კიდევ დაუშვათ მერაბ სეფაშვილი და 3 G ? და ესენი არიან ხალხი?

არა ბატონო... ესენი არიან ის რასაც თუ ევოლუციის მოდელს მივუყენებთ მალე დეგრადაცია და გაქრობა აქვს გარანტირებული

 

 

მთლად ესე მარტივადაც არ არის საქმე.

 

რაიონებში ამ მხრივ ძალიან ცუდად არის საქმე.

 

ფულს დახარბებულ ბრბოდ აქცია ხალხი აბელა სეთურმა.

 

სიმართლე თუ უთხარი შიძლება ჩაგქოლონ და ჩემი ავატარის ბედს გაიზიარებ თუ სპირიდონა სულანჯიების და ასინეთა -ტოფანების ხელში თუ მოხვდი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერ დაგეთანხმები პატივცემულო :) მეც მიწევს რაინებში გასვლა. და დამერწმუნე საკმაოდ ადეკვატურად აღიქვავენ მიმდინარე მოვლენებს.

და ვერ ვნახე მე იქ სადაც მე დავდივარ ყოველ შემთხვევაში ისეთები რომლებიც ქვეყნის მომავალს ამ კატეგორიას უკავშირებდნენ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვითვალისწინებ საზოგადოების აღშფოტებას და აჰა ახალი ავატარი :) რას იტყვით? :)

 

ისე ვინმემ ამიხსენით ეს ბიზანტიიზმი რას ნიშნავს? ;)

 

რაცხა სულ სხვა თემაში დავწერე :D :D :D :D

Edited by dire
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც დღევანდელი "კვირის პალიტრა" წერდა, ლიხტენშტეინის უზენაესმა სასამართლომ ჯოზეფ ქეის მცდელობას, გაეკონტროლებინა ბადრის ქონების დიდი ნაწილი, წერტილი დაუსვა. აგერ მთლიანი სტატია:

 

14-09-2009

ქეიმ მარცხი იწვნია...

ნათელა პატარკაციშვილის დისშვილმა ჯოზეფ ქეიმ გარდაცვლილი ბიზნესმენის მეუღლესთან, ინა გუდავაძესთან პირველი სერიოზული მარცხი იწვნია. ლიხტენშტეინის სამეფო სასამართლომ ჯოზეფ ქეის პატარკაციშვილის ქონების კონტროლზე უარი უთხრა. როგორც ჩვენთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ამ გადაწყვეტილებას არსებული დავის გადაჭრის თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. საქმე დიდძალ უძრავ-მოძრავ ქონებას და ფულად რესურსს ეხება. სხვათა შორის, დახურულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოცულობის ქონებაზეა დავა. მთავარი სადავო კი გიბრალტარსა და ლინხტენშტეინში არსებულ ბიზნესზე კონტროლის მოპოვება ყოფილა, რომელთა მმართველი კომპანიის დაქვემდებარებაში უამრავი სხვადასხვა პროფილისა და მიმართულების ბიზნესორგანიზაცია შედის. გასარკვევია კიდევ ერთი დიდი მმართველი კომპანიის ბედიც, რომლის ადგილმდებარეობასა და არსებობაზეც კი ოჯახი კრინტს არ ძრავს.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჯოზეფ ქეი ცდილობდა, მის ერთპიროვნულ მფლობელობაში არსებული "ჯიზ გრუპ ინკის" მეშვეობით გადაეყენებინა და გამოეცვალა საქართველოსა და სხვა ქვეყნებში ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების, მათ შორის მაგთიკომის წილის მფლობელი, ლიხტენშტეინის "იორუმ ისტებლიშმენტის" აღმასრულებელი საბჭო. თუმცა, სასამართლო გადაწყვეტილებით ყველა ეს მცდელობა უკანონოდ გამოცხადდა.

ჯოზეფ ქეი ამტკიცებდა, რომ მისი კომპანია "ჯიზ გრუპ ინკი" ფლობდა "იორუმ ისტებლიშმენტის" ე.წ. დამფუძნებლის უფლებებს და შესაბამისად, ჰქონდა მესაკუთრის უფლება. ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან მოკლე ხანში, ქეის ინსტრუქციებით მოქმედი "ჯიზ გრუპ ინკი" შეეცადა, შეეცვალა "იორუმ ისტებლიშმენტის" აღმასრულებელი საბჭო და მისი კორპორატიული წარმომადგენელი. ამგვარ ქმედებას "იორუმის" არსებული საბჭო დაუპირისპირდა, რომლის წარმომადგენელმაც ლიხტენშტეინის სასამართლოს მიმართა. საქმეში მესამე მხარედ ჩაერთვნენ ინა გუდავაძე, ია პატარკაციშვილი, ნათელა პატარკაციშვილი, რომელთაც ლიხტენშტეინის სასამართლოში პარალელური სარჩელი შეიტანეს და "იორუმის" არსებულ საბჭოსა და წარმომადგენელს მხარი დაუჭირეს.

დოკუმენტურ მტკიცებულებათა წარდგენისა და მოწმეთა ჩვენებების განხილვის შემდეგ, რომელზეც არც ქეი და არც მისი პარტნიორები არ გამოჩენილან, ლიხტენშტეინის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ "იორუმის" დამფუძნებლის უფლებები სწორედ ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქეი სადავო ბიზნესებზე კონტროლის მოპოვებას ვეღარ შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ ინა გუდავაძემ რუსეთშიც მოიგო ერთი სასამართლო პროცესი. დაამტკიცა, რომ ბადრი პატარკაციშვილის კანონიერი მეუღლე თავად არის. ამ სასამართლო გადაწყვეტილებით ოლგა საფონოვამ, რომელსაც ქეი გარდაცვლილი ბიზნესმენის მეუღლედ აცხადებდა, ქონების 25-პროცენტიანი წილი დაკარგა. რაც შეეხება ბადრი პატარკაციშვილის ვაჟიშვილს, დავით პატარკაციშვილს, მას მამის ქონებაზე მემკვიდრის უფლება გააჩნია. გუდავაძემ სარჩელშივე აღნიშნა, რომ არ ეწინააღმდეგება მისთვის 15-პროცენტიანი წილის მიცემას. გარდაცვლილი ბიზნესმენის ქალიშვილებმაც მამის ქონებიდან ამ მოცულობის წილი მიიღეს.

მართალია, ქეი აცხადებდა, რომ მას ხელთ ჰქონდა ბადრი პატარკაციშვილის ანდერძი, მაგრამ ის არც ერთ სასამართლო პროცესზე დოკუმენტის სახით წარდგენილი არ ყოფილა.

სხვათა შორის, უახლოეს ხანში ევროპის საარბიტრაჟო სასამართლო მთაწმინდის პარკთან და "იმედთან" დაკავშირებულ დავასაც განიხილავს. პატარკაციშვილის ქვრივი მიიჩნევს, რომ "იმედში" მიმდინარე საკადრო ცვლილებები, ტელევიზიისთვის სახელის გადარქმევისა და აპარატურის გატანის მცდელობა (რაზეც მოარული ხმები დადის), "იმედის" დაკარგვის შიშით არის განპირობებული.

ქალბატონი ინა გუდავაძე "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად ესაუბრა:

- სამწუხაროდ, მხოლოდ საქართველოში ვერ შევძელით, გვეპოვა სამართალი. ჯოზეფ ქეის პრეტენზიები, როგორც ბადრის "ანდერძის აღმსრულებლისა", რომელიც საქართველოს უკანონო სასამართლომ დააკმაყოფილა, ლიხტენშტეინის უზენაესმა სასამართლომ ულაპარაკოდ უგულებელყო. მთელი ეს იურიდიული ფარსი მდგომარეობს იმაში, რომ ჯოზეფი ყველა მემკვიდრეს ედავება ბადრის მემკვიდრეობის ნაწილში და ამავე დროს, საქართველოს სასამართლო მას, ამ ქონების განმკარგავად, ბადრის ანდერძის აღმსრულებლად მიიჩნევს. ეს იგივეა, მელიას რომ საქათმის დაცვა მიანდო.

 

- გაქვთ თუ არა სრულყოფილი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ქონებას (უძრავ-მოძრავი აქტივები) ფლობდა ბადრი პატარკაციშვილი?

- ბადრის უძრავ-მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით, ჩვენ ინფორმაციის საკმაოდ დიდ ნაწილს ვფლობთ... რაც მთავარია, ეს გახლავთ დოკუმენტებით დამოწმებული ინფორმაცია.

 

- დადის მოარული ხმები "იმედის" სახელის შეცვლასთან დაკავშირებით, ასევე ლაპარაკია იმაზეც, რომ "იმედიდან" გააქვთ ტექნიკა. რას იტყვით ამის შესახებ?

- დღეს საქართველოში ყველაზე დიდი თავისუფალი სიტყვის პრობლემაა, რომლის სინონიმადაც იქცა "იმედი". "იმედს" ცივილიზებულ, თავისუფალ რეჟიმში მუშაობის საშუალება რომ ჰქონოდა, ქვეყანა თავიდან აიცილებდა მძიმე შეცდომებს. ამჯერად კი არხი მთლიანად დისკრედიტებულია და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა იგი საბოლოოდ განადგურდეს (როგორც გადატანითი, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით)... რაგინდ პარადოქსულიც უნდა იყოს, ამ მიზნის განხორციელებას ხმარდება ქართველი ხალხის გადასახადებიდან მიღებული სახსრები. რასაკვირველია, ხელისუფლება შეშფოთებულია იმ სამომავლო შედეგით, რაც "იმედთან" დაკავშირებულ სასამართლო ბატალიებს შესაძლოა მოჰყვეს. ალბათ ამიტომაც ცდილობს, არ დაუტოვოს ტელევიზიას არც სახელი, არც ლოგო, დაშალოს შემოქმედებითი კოლექტივი და საბოლოოდ, გააქროს "იმედის" კვალი. რასაკვირველია, ეს ფაქტი ცუდად აისახება საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე. აქვე უნდა გითხრათ, რომ ძალიან შეწუხებული ვარ "იმედიდან" თანამშრომელთა დათხოვნის გამო. ეს ის ხალხია, რომელმაც თავის დროზე სახელი და პოპულარობა მოუტანა "იმედს" და საზოგადოების ნდობა მოიპოვა.

 

- "იმედის" ოფიციალური მფლობელი არაბული კომპანიაა.

- ეჭვიც არ მეპარება, რომ "რაკიინის" ზურგს უკან საქართველოს ხელისუფლება დგას და სწორედ ის ახორციელებს ტელევიზიაზე კონტროლს. აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა ინფორმაცია "იმედის" ახლანდელ, ფორმალურ მფლობელზე. "რაკიინის" სათავო კომპანია "რაკ ივესთმენი აუთორითი" უარყოფს "იმედთან" კავშირს. ეს დაამტკიცა კიდეც არაბთა გაერთიანებული საამიროების ჟურნალისტის დამოუკიდებელმა გამოძიებამ.

 

- როდის გაიმართება "იმედსა" და მთაწმინდის პარკთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში?

- ეს პროცესი მრავალ ეტაპს მოიცავს. იგი უკვე მიმდინარეობს და დარწმუნებული ვართ, რომ ეს საქმეც ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება.

ეკა ასათიანი

 

 

 

ამაზე ოფიციალური ინფორმაცია ვინმეს ხომ არ მოგეპოვებათ? მაგრად მინდა,რომ მიქინძონ ეს ყაჩაღები.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვითვალისწინებ საზოგადოების აღშფოტებას და აჰა ახალი ავატარი :( რას იტყვით? :(

მშვენიერი ავატარია, არის შენს ავატარსა და პრეზიდენტს შორის რაღაც საერთო. :sorry:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავისთავად ძალიან საინტერესო შემოდგომა იქნება თUმცა ზამთარი ორჯერ უფრო საინტერესო
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავისთავად ძალიან საინტერესო შემოდგომა იქნება თUმცა ზამთარი ორჯერ უფრო საინტერესო

ვნახოთ ვნახოთ,

 

ხალხში კი არის ცვლილებების მზაობა, აი ოპოზიციაშI თუა ეგაა საკითხავი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავისთავად ძალიან საინტერესო შემოდგომა იქნება თUმცა ზამთარი ორჯერ უფრო საინტერესო

 

 

იმდენი სატოპკე აქვთ აწეული მიშას მხრიდან,რომ უნდა გაატრაკონ,მაგრამ ............................ფარჩაკები არიან. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასეთი ოპოზიციით შორს ვერ წავალთ, ძალიან ადვილად იცვლებიან ოქროს ბზინვარებაზე, იშვიათი გამონაკლისის გარდა.

 

არჩევნებსაც წააგებენ, ტალიავინი და მისი დასკვნები ვის აინტერესებს,20-25%-ს?

 

დანარჩენები? გაღატაკებული, ღირსებააყრილი "მოსახლეობა" არ გაიყიდება ისევ "ფქვილის ტომარაზე"?

 

ეჭვი მაქვს, რომ გაიყიდება, უბრალოდ ეხლა კრიზისია, ჯერ მაგის ფული არაა. წინა არჩევნები ვერ გაუსტუმრებიათ ჯერ.

 

აი გაზაფხულზე შეიძლება გამოჩნდეს , მაშინ მოჟნა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი მე რაზე დავიწყებდი ლაპარაკს ევროპის დასკვნის შემდეგ. :eshmak:

 

 

იმაზე არა,რომ მიშამ ბრძოლა გააჩაღა თურმე და რუსეთმა გადაამატა.

 

 

 

პროსტა რომ იტყუებოდა და დღემდე ეს დანაკარგი(ტერიტორიები) ფეხებზე ჰკიდია.მთავარი აქცენტი გადატანილი უნდა იყოს იმაზე,რომ მთელ საქართველოს მოსახლეობას გვაბოლებდა.ესეთი შეცდომები არ არის საპატიებელი.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემის აზრით ტალიავინის დასკვნას ელოდება ოპოზიცია და მერე ამოძრადებიან

 

ამ თემით სპეკულირება უფრო ჩაძირავს ოპოზიციას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რადგან დაპოსტე შენიც იყოს. :D:

 

მე ვფიქრობ იმას,რომ თუ ეს დასკვნა ჩვენს წინააღმდეგ იქნება ამ ხელისუფლებასაც გაედება ბოლომდე.:eshmak: აქამდეც უნდა გადებული ჰქონდეთ,მაგრამ ....................... :eshmak:

 

lasha1997

"ხელისუფლების" რა გითხრა, გამოძვრება ალბათ ამ სიტუაციიდანაც, როგორც ყოველთვის,

მაგრამ საქართველოს როგორც სახელმწიფოს, რომ გაედება ეს ფაქტია... :eshmak:

 

რუსეთიც რა თქმა უნდა შანსს არ გაუშვებს ხელიდან და კიდევ ერთხელ შეეცდება

თავისი ქმედებების გამართლებას უკვე დასკვნის შედეგებიდან დამომდინარე.

 

ჩემი აზრით დასკვნის შინაარსი დაახლოებით იქნება: "ძალის გადამეტებული გამოყენება"...

სამწუხაროდ ჩვენთვის, ასე შეფასდა აგვისტოში რუსეთის ქმედებები, ანუ უნდა გამოეყენებინათ ძალა, მაგრამ ცოტა მეტი მოუვიდათ-ო... :blink:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...