Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. ქართულ რეალობაში რატომ გაჩნდა?

ძალიან გთხოვთ იარლიყებს მოვერიდოთ.

მოდერებს ვთხოვ არ დახურონ ეს თემა. რადგანაც მგონი ყველაზე თავისუფალ ფორუმზე ვიმყოფებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სეპარატიზმის გაჩენაში თვითონ ჩვენ მიგვიძღვის დიდი როლი.. ჩვენ ვართ დამნაშავენი.. ყველაფერი გავაკეთეთ რომ მომხდარიყო ზღვარის გავლება ჩვენსა და აფხაზებს შორის...

როცა უმრავლესობა ხარ, პასუხისმგებლობა უნდა გქონდეს უმცირესობის მიმართ, თორე ისეთი დამოკიდებულება რომ ჩვენ უმრავლესობა ვართ და გვკიდიხართ, გამოიწვევს დაპირისპირებას..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

100%-ინია.

პირველ რიგში, ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ მიზეზები. მაგრამ, ეს რომ მოხდეს, უნდა არსებობდეს ამის სურვილი და ნება. სამწუხაროდ, ამის მზაობას ვერ ვხედავ ჯერ, მაგრამ რაღაც გამოცოცხლება არის.

აბა, გაუთლელ აფსუებს რა პასუხი უნდა მოთხოვო? ეს ხალხი ხომ ჯერ პირველყოფილი, ე.წ. მითოლოგიური აზროვნების დონეზეა. (პირადი კონტაქტებიდან ვაკეთებ ასეთ დასკვნას.)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

სეპარატიზმის გაჩენაში თვითონ ჩვენ მიგვიძღვის დიდი როლი.. ჩვენ ვართ დამნაშავენი.. ყველაფერი გავაკეთეთ რომ მომხდარიყო ზღვარის გავლება ჩვენსა და აფხაზებს შორის...

ჰოდა აგაშინა ღმერთმა. მეც ამას ვიძახი და სეპარატიზმს მაბრალებენ.

საქართველო ერთიანი უნდა იყოს, ეს აქსოიმაა. მაგრამ ამ ერთიანობაში ხომ შეიძლება ისე გავაკეთოთ რომ ყველა კმაყოფილი იყოს მეტ-ნაკლებად მაგალითად :))

რატომ არ შეიძლება ცოტაოდენი მეგრული კახელმა ან ქართლელმაც რომ იცოდეს. როგორი ეფექტი ექნება კახელი მიხო მეგრულ ქორწილში მეგრულად რომ იტყვის სადღეგრძელოს. გადაყვებიან ზედ. ეგ არის დაფასება ადამიანების, მათი კუთხის, ენის. არად ხდება პირიქით, მე მაპატიეთ მაგრამ მეგრულის არ მცოდნეები დაჯდებიან ამ სუფრასთან და (არამარტო სუფრაზე) და გაჯგიმულები დაიწყებენ მეგრული აქცენტით ქართულად საუბარს, მათი ჭკუით ვითომ დასცინიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოდერებს ვთხოვ არ დახურონ ეს თემა. რადგანაც მგონი ყველაზე თავისუფალ ფორუმზე ვიმყოფებით.

კარგი, მე არ დავხურავ, მაგრამ რასაც შენ აკეთებ არასწორია...DATA TUTASXIA

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ რასაც შენ აკეთებ არასწორია

და რა არის არასწორი?

არ მინდა ამ თემაზე საუბარი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ეპარატიზმის გაჩენაში თვითონ ჩვენ მიგვიძღვის დიდი როლი.. ჩვენ ვართ დამნაშავენი.. ყველაფერი გავაკეთეთ რომ მომხდარიყო ზღვარის გავლება ჩვენსა და აფხაზებს შორის...

+1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველო ერთიანი უნდა იყოს, ეს აქსოიმაა.

აქსიომა არაფერი არ არის ამაში და მარადიული არაფერი არ არის.. ეს ჩვენი წარმოსახვის ნაყოფია.

რატომ არ შეიძლება ცოტაოდენი მეგრული კახელმა ან ქართლელმაც რომ იცოდეს.

სავალდებულო ვერ იქნება

საქართველო ტერიტორია არ არის, იგი იცვლება მუდამ. საქართველო არის ქართველი ერი, ქართველი ერი არის ის ხალხი ვინც ქართულად ლაპარაკობს. ორი ქართველი ერი ვერ იქნება, იქნება მხოლოდ ერთი. ხოლო მეგრულის წინ წამოწევით, უნებლიედ შეიძLება 2 საუკუნის მერე მივიღოთ სხვა ერი.. ერი ვერ ჩამოგყალიბდება ორი ენით აი ესაა აქსიომა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

სავალდებულო ვერ იქნება

ხომ შეიძლება სამეგრელოში იყოს სავალდებულო და სკოლაში ისწავლებოდეს.

ერი ვერ ჩამოგყალიბდება ორი ენით აი ესაა აქსიომა..

აბა რა უნდა ვქნათ? გადაშენდეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

ხომ შეიძლება სამეგრელოში იყოს სავალდებულო და სკოლაში ისწავლებოდეს.

არა, გამოკითხვა რომ იყოს ამას ხმას არ მივცემ მე. ეს გამოიწვევს ხელოვნურად მეგრელების რეინტეგრირებას ქართული ერიდან.

აბა რა უნდა ვქნათ? გადაშენდეს?

რა უნდა ვქნათ და მარტო ქართული უნდა იყოს სავალდებულო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

ხომ შეიძლება სამეგრელოში იყოს სავალდებულო და სკოლაში ისწავლებოდეს.

რატომ უნდა იყოს სამეგრელოში განსაკუთრებული სასწავლო პროგრამა? ისინი ისეთივე ქართველები არიან, როგორც მაგალითად კახელები ან რაჭველები. და სასწავლო პროგრამაც ალბათ ერთნაირი უნდა იყოს ყველა ქართულ სკოლაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან რთული და საინტერესო თემაა. ვთვლი რომ დღემდე, ქართველი ხალხის დიდი ნაწილი (და არა მარტო ქართველი ხალხის) ამ საკითხზე ძველი, დამკვიდრებული კლიშეებით აზროვნებს.

ამ კლიშეების ფესვები კი ისევ და ისევ საბჭოური მენტალიტეტიდან მომდინარეობს და ძალიან დიდ ზიანს აყენებს ჩვენს ურთიერთობას არა მარტო მეზობლებთან, არამედ ქვეყნის შიგნითაც არის კუთხური გაუტანლობის ერთერთი მიზეზი.

საინტერესოს რა მოგახსენო, ჩემო ბატონო Lo Janko , მაგრამ რთული ნამდვილადაა. თითქმის საუკუნე-ნახევარი არწმუნებდნენ მავანნი და მავანნი, რომ "მინგრელეცები" ქართველები არ არიან და მთლად დამოუკიდებელ სახელმწიფოს თუ არა, ერთ ავტონომიას ნამდვილად იმსახურებენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ და იმედია მომავალშიც არაფერი გამოუვათ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

რატომ უნდა იყოს სამეგრელოში განსაკუთრებული სასწავლო პროგრამა? ისინი ისეთივე ქართველები არიან, როგორც მაგალითად კახელები ან რაჭველები. და სასწავლო პროგრამაც ალბათ ერთნაირი უნდა იყოს ყველა ქართულ სკოლაში.

მაშინ ყველგან ვასწავლოთ.

Nukriko

რა უნდა ვქნათ და მარტო ქართული უნდა იყოს სავალდებულო...

და მე რა ვქნა? ჩემი წინაპრების ენაა და დავივიწყო? საკითხისადმი ასეთი მიდგომა შობს სწორედ სეპარატიზმს.

გამოდის რომ ქართული ვისწავლოთ და მეგრული და სვანური ნახუიზე გავუშვათ? რა მიდგომაა ვერ გავიგე. ესაა უპატივცემლობა.

მეზობელ ფორუმზე იყო ლიციმერის მიერ გახსნილი მსგავსი თემა. იქაც ანალოგიური დამოკიდებულება დაფიქსირდა.

მე თქვენ გეკითხებით და მიპასუხეთ: -რატომ უნდა დაბრუნდნენ აფხაზები ქართულ იურისდიქციაში? ჩვენ ხომ მეგრულს და სვანურს ვკრავთ ხელს და აფხაზურს დავინდობთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...