DATA TUTASXIA Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 არის თუ არა საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა საგანგაშო? ფინანსთა სამინისტრო: „წელს საგარეო ვალების მოცულობა შესაძლოა ისევ გაიზარდოს“ საქართველოს საგარეო ვალი კვლავ იზრდება. ფინანსთა სამინისტრომ ქვეყნის საგარეო ვალის ახალი მაჩვენებელი გამოაქვეყნა. ქვეყანას საგარეო ვალის სახით 31–ი ივლისის მონაცემებით, 5–ი მილიარდ 145–ი მილიონი ლარი აქვს აღებული. 2008–ა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებით კი ქვეყნის საგარეო ვალი 3–ი მილიარდ 341–თ მილიონ ლარს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი წლის განმავლობაში ქვეყნის საგარეო ვალი თითქმის 30–ი პროპცენტით გაიზარდა. არის თუ არა საგარეო ვალის მოცულობა საგანგაშო და გაიზრდება თუ არა მიმდინარე წელს ამ ვალის მოცულობა? ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საგარეო ვალი წელს შესაძლოა ისევ გაიზარდოს, თუმცა ამაში საფრთხეს ვერაფერს ხედავენ. სამინისტროს ცნობით, ეს ვალი მსოფლიოში ყველაზე იაფი ფულია, აქვს გადახდის დიდი ხანგრძლივობა და ძალიან დაბალი 0,75–დან 1,5–მდე პროცენტი. „შესაბამისად, ჩვენ იგი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ და დაწყებული პროექტები ბოლომდე მივიყვანოთ“–აცხადებენ სამინისტროში და დასძენენ, რომ თანხა დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის გზებისა და ენერგოსტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება. http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...10417&ct=18 ეს ცოტა ძველი ინფოა მაგრამ მაინც იყოს. საქართველოს საგარეო ვალი 30 პროცენტით გაიზარდა 2009 წლის 10 03, სამშაბათი - 18:29 2009 წლის მარტისთვის საქართველოს საგარეო ვალი 30 პროცენტით გაიზარდა. უცხოური წყაროების ცნობით, ქვეყნის საგარეო ვალმა ამ ეტაპისთვის შეადგინა 2.575.274.000 აშშ დოლარი. ვალის ზრდა რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული - ლონდონის ბირჟაზე სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვით (500 მლნ. დოლარი), ლარის კურსის მერყეობით და აგვისტოს ომის შემდგომ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შემოსული კრედიტების გამო. ორმხრივი კრედიტების ჩარჩოში ვალმა 507.764 მლნ. დოლარი შეადგინა: ავსტრია - 1.245 მლნ. დოლარი, აზერბაიჯანი - 14..387 მლნ. დოლარი, თურქმენეთი - 211 მლნ. თურქეთი _ 38.91 მლნ. ირანი _ 11.28 მლნ.რუსეთი _ 119.4 მლნ.აშშ _ 38 მლნ. სომხეთი _ 14.23 მლნ. უზბეკეთი - 373 ათასი დოლარი უკრაინა - 340 ათასი, ყაზახეთი _ 27 მლნ. ჩინეთი _ 4.386 მლნ. გერმანია _ 157 მლნ. იაპონია _ 53 მლნ. კუვეიტი _ 12 მლნ. საერთაშორისო ინსტიტუტების ვალი 1.559 მილიარდ დოლარს შეადგენს. http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...10387&ct=18 საქართველო მორიგ სესხს იღებს აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ინფრასტრუქტურული და ურბანული პროექტების დასაფინანსებლად 30 მილიონი დოლარის სესხი გამოუყო. თანხა იმ მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის უნდა დაიხარჯოს, რომლებიც აგვისტოს ომის დროსა და გლობალური ფინანსური კრიზისის გამო ყველაზე მეტად დაზარალდნენ. სესხი 32 წლის ვადით გამოიყო, საპროცენტო განაკვეთი წლიურ ერთ მთელ 6 მეათედ პროცენტს შეადგენს, საშეღავათო პერიოდი კი რვა წლით არის განსაზღვრული. შეგახსენებთ, ამ დროისათვის საქართველოს საგარეო ვალი 4 მილიარდ 800 მილიონ ლარს აჭარბებს. აქვე ინფორმაციისათვის - საქართველოსთვის მორიგი სესხის გამოყოფის საკითხს საერტაშორისო სავალუტო ფონდი დღეს დაამტკიცებს. საუბარია 420 მილიონი დოლარის გამოყოფაზე. http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...10403&ct=18 სავალუტო ფონდმა საქართველოს ახალი კრედიტი დაუმტკიცა რადიო ``კომერსანტი``, FM 95,5 საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს დამატებით 423 მილიონ ნახევარი დოლარის კრედიტი დაუმტკიცა, რის შემდეგაც ფონდის დახმარება საქართველოსთვის მილიარდ 17 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. სავალუტო ფონდმა ასევე დაუჭირა მხარი საქართველოსთვის მორიგი ტრანშის 148 მილიონ 400 ათასი დოლარის გამოყოფას. შეგახსენებთ, წელს ფონდმა უკვე გამოგვიყო 450 მილიონი. 420 მილიონი კი საქართველომ 2011 წლის ივნისამდე უნდა მიიღოს. http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...10395&ct=18 რა თანხას იღებს საქართველო დონორთა დახმარებებიდან? რადიო ``კომერსანტი``, FM 95,5 “ძირითადი თანხები წლის ბოლოსათვის შემოვა” აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს დონორთა დახმარებების სახით 4,5 მილიარდი დოლარი გამოეყო, საიდანაც 2,5 მილიარდი სესხია, დანარჩენი გრანტი. ჩვენ დავინტერესდით, რა თანხა მივიღეთ უკვე და რას ველოდებით. ფინანსთა მინისტრის მოადგილე დიმიტრი გვინდაძე რადიო “კომერსანტთან” საუბარში განმარტავს, რომ დონორთა დახმარებიდან ჩარიცხვები ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე …საქართველოს მთავრობამ სესხის სახით მიიღო 277 მილიონი დოლარი და 51 მილიონი ევრო, ხოლო კერძო სექტორმა 660 მილიონი დოლარი. ამ დროისათვის მთავრობას ასევე მიღებული აქვს მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი 85 მილიონი და აზიის განვითარების ბანკის 80 მილიონი დოლარის სესხი. ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ძირითადი თანხები საქართველოში წლის ბოლოსთვის შემოვა. სესხის სახით ქვეყანა 703 მილიონ დოლარს და 256 მილიონ ევროს მიიღებს. კერძო სექტორი კი 500 მილიონ დოლარს. თანხის მიზნობრიობის მონიტორინგი კი დონორი ორგანიზაციების მხრიდან ხორციელდება. ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ჯერჯერობით მათი მხრიდან შენიშვნები არ ყოფილა. დღესვე ფინანსთა სამინისტრომ ქვეყნის საგარეო ვალის ახალი მაჩვენებელი გამოაქვეყნა. საქართველოს საგარეო ვალის სახით 31 ივლისის მონაცემებით, 5 მილიარდ 145 მილიონი ლარი აქვს აღებული. 2008 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებით კი ქვეყნის საგარეო ვალი 3 მილიარდ 341 მილიონ ლარს შეადგენდა. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერის განცხადებით, საერთაშორისო დახმარებები, რომელსაც ქვეყანა აგვისტოს ბოლოდან მიიღებს, ასევე ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი, საქართველოს ეკონომიკას კრიზისის დაძლვაში დაეხმარება და ამას საქართველოს მოქალაქეები საკუთარ თავზე იგრძნობენ. აჰა დატკბით. აი თურმე როგორ ვითარდება ეკონომიკა და რის ხარჯზე იზრდება ბიუჯეტი. მაგრამ მე ამან უფრო გამაკვირვა. http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...10425&ct=14 ემუქრება თუ არა ამერიკას ტექნიკური დეფოლტი? ამერიკის ხაზინის მდივანმა ტიმოტი გეიტნერმა ქვეყნის კონგრესს ოფიციალური წერილით მიმართა და შტატების სახელმწიფო ვალის დადგენილი ლიმიტის გაზრდა მოითხოვა. დღეისთვის ლიმიტი 12,1 ტრილიონ დოლარს შეადგენს, გეიტნერი კი კონგრესში დემოკრატების ლიდერის ჰარი რიდის სახელზე გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ვალის ჭერს ფედარალური ხელისუფლება მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში მიაღწევს და იგი პირველად, შეიძლება ტექნიკური დეფოლტის სიტუაციაში აღმოჩნდეს. „ზომები მანამ უნდა მივიღოთ, სანამ ეს მოხდება. როგორც ამერიკაში, ასევე მთელს მსოფლიოში მოქალაქეები და ინვესტორები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ამერიკა თავის ვალდებულებებს ყოველთვის ასრულებს“–წერს გეიტნერი. ამერიკის ხაზინა მიმდინარე ფინანსურ წელს 2 ტრილიონი დოლარის, ხოლო მომავალ წელს 1,6 ტრილიონი დოლარის სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვეებას გეგმავს. ბრიტანეთის უმსხვილესი ბანკების „პრობლემურმა ვალებმა“ ბოლო ორ წელიწადში 85 მილიარდ ფუნტს მიაღწია. ამის შესახებ „გარდიანი“ იუწყება. პრობლემური ვალების დიდ ნაწილს ვადაგადაცილებული იპოთეკური და კორპორატიული კრედიტები შეადგენენ, რომელთა მოცულობამაც 35 მილიარდი ფუნტი შეადგინა. ინფრომაციისთვის: „ეიჩ ბი ოუ ესს“ და „ლოიდსს“ ბოლო 2 წლის განმავლობაში 28 მილიარდი ფუნტის, ნაციონალიზებულ „როიალ ბენქ ოფ სქოთლენდს“ 16 მილიარდის, „ბერქლის“ 12, ხოლო „ნოთერნ როქს“ 1,5 მილიარდის პრობლემური ვალები დაუგროვდათ. 2013 წლისთვის გერმანიის სახელმწიფო ვალი 510 მილიარდი ევროთი გაიზრდება და ორ ტრილიონ ევროს მიაღწევს. ამგვარ მონაცემებს შეიცავს ფედერალური, მიწისა და ადგილობრივი ფინა ნსური გეგმარების საბჭოს მოხსენება. დოკუმენტის თანახმად, ვალის ეს რაოდენობა მთლიანი შიდა პროდუქტის 82%–ს მიაღწევს, რაც ევროპის სტაბილურობის პაქტს ეწინააღმდეგება. პაქტის მიხედვით, ეს წილი 60%–ს არ უნდა აღემატებოდეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kontr-agent 007 Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 რა თქმა უნდა არის! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 ერთი კაცურად ჩავუჯდებით, ჯიბეებს გადმოვიფერთხავთ და გავისტუმრებთ დზმა ეგრე არაა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 რუსეთი _ 119.4 მლნ.ეს რას ნიშნავს DATA TUTASXIA, ხომ ვერ მეტყვი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted August 11, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 Lo Janko ეს რას ნიშნავს DATA TUTASXIA, ხომ ვერ მეტყვი? ეგ ფორუმ.გეს იუზერებს კითხე და გეტყვიან. ან კიდევ ნოდარ ნათაძესაც ექნება პასუხი. აი ეს საიდან ეგ უფრო მაინტერესებს. სომხეთი _ 14.23 მლნ.არადა ლოგიკურად, პროამერიკულ "დემოკრატიის შუქურას"-საქართველოს არ უნდა ქონდეს პრორუსული ეკონომიკა ჩამოშლილი სომხეთის ვალი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 არის თუ არა საქართველოს საგარეო ვალის მოცულობა საგანგაშო?ვალების მოცულობა არასდროს არ არის საგანგაშო. საგანგაშო ისაა თუ სხვაზე გაქვს ფული ნასესხები და ვერ იბრუნებ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted August 11, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 (edited) Saturn ვალების მოცულობა არასდროს არ არის საგანგაშო. ეუფ. საგანგაშო ისაა თუ სხვაზე გაქვს ფული ნასესხები და ვერ იბრუნებ ისეიგი ზემოთ ჩამოთვლილმა ქვეყნებმა იდარდონ. Edited August 11, 2009 by DATA TUTASXIA Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Sakartwelo Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 აუუფ,სააკაშვილმა იმდენი გააკეთა,რომ 5.000. 000. 000 ვალს ნამდვილად არ დავანანებ. აბა,ყოფილიყავით შევარდნაძისდროინდელ ჭაობში... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 DATA TUTASXIA ისეიგი ზემოთ ჩამოთვლილმა ქვეყნებმა იდარდონ.რა თქმა უნდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 მთავარია საგარეო ვალის მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტან მიმართებაში რაღაცა პროცენტი იყოსო, რაც ჩვენთან ნორმალურიაო.. მიმართების პროცენტი არ მახსოვს.... შევეცდები ვიპოვო.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 machkatela მთავარია საგარეო ვალის მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტან მიმართებაში რაღაცა პროცენტი იყოსო, რაც ჩვენთან ნორმალურიაო..არ არის ნორმალური, ნებისმიერ ექსპერტს კითხე, და პროცენტებში ასეული მილიონი ლარი რო მიდის ყოველწლიურად არა უშავს?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 DATA TUTASXIA აი თურმე როგორ ვითარდება ეკონომიკა და რის ხარჯზე იზრდება ბიუჯეტი. ადრე ვთქვი იქით,რომ საქართველოს ეკონომიკა არა აქვს მეთქი და ამ ყველაფერს ვალებით აკეთებენ მეთქი.რამის გამაფუჭეს.როცა აზრზე არა ხარ ეკონომიკის ენა გააჩუმეო და რაღაც ლინკები დამიდეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 Saturn DATA TUTASXIA ვალების მოცულობა არასდროს არ არის საგანგაშო. საგანგაშო ისაა თუ სხვაზე გაქვს ფული ნასესხები და ვერ იბრუნებისეიგი ზემოთ ჩამოთვლილმა ქვეყნებმა იდარდონეს იმ ებრაულ ანეკდოტს გავს;აბრამი ღამე ლოგინში წრიალებს და ვერ იძინებს. სარა ეკითხება რა გჭირსო. რა და მოშეს ასი მანეთი მაქვს ვალი, ხვალ უნდა მიმეცა და ვერ ვახერხებო. სულ ეგააო. გამოაღებს სარა ფანჯარას და მოშეს დაუძახებს, აბრამამს შენი ვალი აქვსო. კიო ის ეუნება, ჰოდა იცოდე ვერ მოგცემსო.მოდი ეხლა მაგან იდარდოსო.ისე რუსულად უკეთესად ჟღერს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 ვვპ-ს უნდა შეედაროს, თუ აჭარბებს, მაშინ ქვეყანა ძალიან მყარად უნდა იდგეს ფეხზე, თუ არა და დარხეული აქვს დასკვნები თქვენთვის მომინდვია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted August 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2009 newstudio გუშინ აქ ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურიატის სტატია განიხილეს(გვარი არ მახსოვს),რომ ამერიკის ეკონომიკას მინიმუმ 5 წელი დასჭირდება ამოსაქაჩათო და საქართველოს ეკონომიკას რამდენი არავინ იცის? დამიძახეთ ერთი ექსპერტებს ამ დარგში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.