Jump to content
Planeta.Ge

რუსეტის თვითმკვლელობა საქართველოში


Recommended Posts

joao

asds

 

ძალიან გთხოვ ამ გრძელი პოსტებით თუ ცდილობ შთაბეჭდილების მოხდენას ძალიან ცდები. საუბარი არის ახალი მსოფლიო წესრიგის სტრუქტურაზე. ჩინეთი, რუსეთი და ამერიკა 2025 წელს ეს არის გრამაფონში. სმსების სამყაროში მსოფლიო ძალიან პატარაა. ჯერ ის ლინკი წაიკითხე რაც დავდევი და მერე ისაუბრე 2030წ, ჩინეთზე. ჩინეთი ამ წესრიგში ჩვეულებრივი რეგიონალური დერჟავაა რომელიც ციმბირში გადავა. ეხლა შენ თუ ფიქრობ. რომ ახალ ამერიკას აღმნოაჩენ ძალიან ცდები. სჯობს წიგნები წავიკითხოთ. თუნდაც ეს

 

http://www.lib.ru/POLITOLOG/AMERICA/bzhezinskij.txt

 

ხო ბევრ რამეს დაალაგებ. ახალ მსოფლიო წესრიგსაც მოტვინავ. შენ რომ ფიქრობ მასე 1993წ მდე ვფიქრობდი. მერე გადავაფასე ყველაფერი.

დამიჯერე მე რომ ვფიქრობ ეგრე არასდროს ფიქრობდი :)

 

წიგნები საკმარისად წავიკითხე და კიდევ ბევრს წავიკითხავ რაზეა ბურდგუნი მაგრამ იმიტომ კი არა რომ ამ წიგნების ავტორების ნააზრევები გავასაღო საკუთარ მოსაზრებად ან სხვა ავტორების მოსაზრებების ტყვეობაში ავღმოჩნდე, არამედ იმიტომ რომ მეტი ინფორმაცია მივიღო და უკეთესად დავინახო არსებული ვითარება ...

 

აგერ მოკლედ შენ აგერ მე და აგერ უახლესი მომავალი და დაინახავ რომ 80-90% ისე მოხდება ყველაფერი როგორც მე ვამბობ :)

 

უბრაოდ სხვაგვარად ვერ მოხდება ... ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტებს ვდებ ხოლმე მოვლენების შესაძლო განვითარების სცენარების და მიტომ ... შენ ბლოგზე ხშირად შემოვალ რაზეა საუბარი მაგრამ აშკარად ზბიგნევისეული მარაზმატიკების გავლენის ქვეშ ხარ და ფუნდამენტალურ შეცდომებს უშვებ იგივე მსოფლიო წესრიგზე საკუთარი ხედვის ფორმირებისას ..

 

იცი რომ ჩინეთი უკვე დღეს ფაქტიურად მეორე საზღვაო ქვეყანაა ინდოეთის ოკენეში და მალე ამერიკას პოზიციებში შეეცილება? იცი რომ ცეილონზე სამხედრო საზღვაო ბაზას აშენებს პეკინი ძირითადი სანაოსნო (მათ შორის ენერგომომარაგების) მარშრუტები რომ დაიცვან ... იცი რომ 2017 წლიდან ჩინეთის შეიარაღებაზე 100 000-იანი წყალწყვის ავიამზიდები იქნება? იცი რომ 2020 წლისთვის ჩინეთის არმია გადაიარაღებას დაასრულებს? იცი რომ 2025-2030 წლისთვის ამერიკა დაახლოებით 23-25 მილიონ ბარელ ნავთობს მოიხმარს ჩინეთი კი სადღაც 14-17 მილიონ ბარელს ყოველდღე?

 

არანაირი რუსეთის დაშლა არ მოხება და ეჭვი მაქვს რომ ეგ ყველაფერი რაზეც ვლაპარაკობ და სხვა ათასი მნიშვნელოვანი რამ არც შენ და არც იმ ბზეჟინსკიმ არ იცის კარგად : ))) რაღა დროს ზბიგნევია არ გადამრიო 21- საუკუნეში ვართ ბოლო ბოლო : )))

 

 

ისე კი ვერანაირი არგუმენტი ან კონკრეტული ინფორმაცია (მსოფლიოში დღეს მიმდინარე პროცესებიდან) ვერ წარმოადგინე რაც შენ მოსაზრებებს გაამყარებდა, მაშინ როცა მე ამ პოსტებშიც საკმაოდ ზომიერად ჩავაქსოვე კონკრეტული ინფორმაცია და საქმე საქმეზე რომ მიდგეს ზღვა არგუმენტებს მოვიტან და კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას ჩემი პოზიციის გასამყარებლად :) ესეც რაღაცაზე მიუთითებს მამენტ :D

 

http://s15.rimg.info/a7129fc3151205616e82fc80d514dce8.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 189
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

asds

და საქმე საქმეზე რომ მიდგეს ზღვა არგუმენტებს მოვიტან

სომხეთი რომ საქართველოს ომს უწყებს, მასეთი დონის არგუმენტებს კი მოიტან კონას ათ შაურად :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

 

სომხეთი რომ საქართველოს ომს უწყებს, მასეთი დონის არგუმენტებს კი მოიტან კონას ათ შაურად :)

 

 

შენ წარმოუდგენლად მიგაჩნია სომხეთის მთავრობის მიერ სეპარატიზმისათვის მხარდაჭერა ჯავახეთში? :hello:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

შენ წარმოუდგენლად მიგაჩნია სომხეთის მთავრობის მიერ სეპარატიზმისათვის მხარდაჭერა ჯავახეთში?

სეპარატიზმის ფარული მხარდაჭერა და სამხედრო ოპერაცია სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების გამოყენებით ერთ რანგში გადის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

 

სეპარატიზმის ფარული მხარდაჭერა და სამხედრო ოპერაცია სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღებული ძალების გამოყენებით ერთ რანგში გადის?

 

 

არა,არ გადის.

 

სეპარატიზმის ფარულად მხარდაჭერას,მოჰყვება სავარაუდოდ საქ. მთავრობის მხრიდან ძალის გამოყენება. არა მგონია,სომხეთმა მშვიდად უყუროს სომეხი ერის ტანჯვას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეტის თვითმკვლელობა საქართველოში

1.რუსეთი თვითმკვლელობისკენ მიექანება იმ დღიდან, როცა ძია ლენინი დაჯდა კრემლში...

2.რუსეთს თვითმკვლელობა არ სჭირდება, რადგან ის უკვე მკვდარია.

3.რუსეთი არსებობს მტრების ხარჯზე, ანუ თუ აღარ ეყოლა მტრები რუსეთი განადგურდება.

====

აი ამიტომ იქცევა ასე არარაციონალურად ჩვენს ჩრდილოეთით მდებარე იმპერია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

წიგნები საკმარისად წავიკითხე და კიდევ ბევრს წავიკითხავ რაზეა ბურდგუნი მაგრამ იმიტომ კი არა რომ ამ წიგნების ავტორების ნააზრევები გავასაღო საკუთარ მოსაზრებად ან სხვა ავტორების მოსაზრებების ტყვეობაში ავღმოჩნდე, არამედ იმიტომ რომ მეტი ინფორმაცია მივიღო და უკეთესად დავინახო არსებული ვითარება ...

 

:kaila:

 

ისტორიული თამაშის ლოგიკა

 

 

 

თითქმის გაცვეთილია სიტყვა თამაში. ეს სიტყვა გამოიყენება ხშირად, რაც მას უკარგავს ფუნქციურ დატვირთვას. იგი გამოიყენება პოლიტიკაში, ხელოვნებაში და თვით ისტორიაშიც კი. ჩვენი დღევანდელი განხილვის თემა არის ჰერმენევტიკული გეოპოლიტიკა. შეიძლება ითქვას იმ საკითხების განხილვისათვის, რომელსაც დღეს შევეხებით, საკმაოდ შესაფერი ტერმინია, ვინაიდან ეს გეოპოლიტიკური მიმართულებები დღეს არ დაწყებულა. ის მთელი საქართველოს ისტორიის მანძილზე მიმდინარეობდა. იყო პერიოდები, როდესაც ეს პროცესი ჩერდებოდა და პირიქით, იყო პერიოდები როდესაც აქტიურდებოდა. მიმდინარეობდა მხოლოდ პროცესი. ამ ჰერმენევტიკული თამაშის წესების დაცვა ყოველთვის გვიწევდა. ამ წესების დაცვის გარეშე ვერაფერსაც ვერ შევძლებდით. აქ შეცდომების დაშვება და წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს. ეს თამაში სრულიადაც არ გულისხმობს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ის არ არის ადამიანის მიერ დაგეგმილი, არამედ ეს თამაში შეიძლება ითქვას ყოფიერებიდან ჩვენსკენ და ჩვენგან ყოფიერებისაკენ მიმართული ინფორმაციის გაცვლაა. ამ ინფორმაციის გაცვლაში ხდება ამ თამაშის წესების დამუშავება და ზუსტად მისი დაცვა. ამიტომ არის ეს თამაში ჰერმენევტიკული თამაში, სადაც არ არსებობს პოლიტიკური სუბიექტები, დომინანტები პოლიტიკურ პროცესებზე და ზესახელმწიფოების ამბიციები. ამ თამაშში ყველა ობიექტია, თავად თამაშის გარდა, რომელიც თავად შემოგვთავაზებს მოქმედების წესებს და მოვლენების შეფასების კრიტერიუმებს. მიუხედავად იმისა, რომ საკითხი საკმაოდ ტევადია და შეიძლება ბევრი პარალელების გავლება, ჩვენი სურვილია ის განვიხილოთ საქართველოს უკანასკნელი თოთხმეტი წლის მოვლენების ფონზე. ამ შემთხვევაში აუცილებლად მიგვაჩნია საკითხი დავყოთ რამდენიმე ნაწილად.

 

ჩვენს წინაშეა ქართული ჰერმენევტიკული გეოპოლიტიკური თამაშის ფენომენი, სადაც თითოეული პოლიტიკური ფიგურა ასრულებს თავის როლს და გადის ჰერმენევტიკული ლოგიკიდან, ისე, რომ ეს ლოგიკა რჩება და მუშაობს.

პირველი საკითხი რომელიც განხილულ უნდა იყოს ეს არის 90-იანი წლების დასაწყისი, სადაც ძალიან ცვალებად და თითქმის ბუნდოვან ისტორიულ ლოგიკასთან გვაქვს საქმე, რომლის გარკვევა შესაძლებელია მხოლოდ დღეს. მანამდე ეს საკითხი იყო საკამათო და ბურუსით მოცული. აღნიშნული პერიოდი გამოირჩევა ძალიან მზარდი და ფეთქებადი მოვლენებით. რჩება შთაბეჭდილება, რომ რაღაც უნდა მოვასწროთ. რაღაც გვეჩქარება, მაგრამ არსებობს პატარა, მცირერიცხოვანი ერების განვითარების დინამიკა, სადაც არ შეიძლება აჩქარება.

მიუხედავად მოვლენების ასეთი განვითარებისა, საფუძველი ეყრება გეოპოლიტიკურ ჰერმენევტიკას, რომელიც საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე თანაბრად და მწყობრად ყალიბდებოდა. ეს არის ჩვენი ტრადიცია. ამ ტრადიციის არ გათვალისწინება არ შეიძლება, რამეთუ ქართული და ზოგადად კავკასიური გეოპოლიტიკური სივრცით მთელი ჩვენი არსებობის მანძილზე სულ მცირე ორი გეოპოლიტიკური ამბიციის სახელმწიფო უპირისპირდებოდა ერთმანეთს. მთელი ისტორიის მანძილზე საქართველო იძულებული იყო გაეთვალისწინებინა ეს ამბიციები. უკეთეს შემთხვევაში შეეჯახებინა ეს ამბიციები, ან განთავისუფლებულიყო ამ ამბიციებისაგან. გამონაკლისი არც დღეს არის. დღეს სახეზეა ორი გეოპოლიტიკური ამბიცია რუსეთი და დასავლეთის დემოკრატიული სამყარო. ჩვენი ვექტორი დასავლეთისაკენ არის მიმართული.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახეზე გვაქვს აჩქარება, ქართულ ჰერმენევტულ გეოპოლიტიკის მეშვეობით ხორციელდება, არა მხოლოდ საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსი, არამედ ყალიბდება ზოგადად კავკასიური საგარეო პოლიტიკური კურსი. აბსოლიტურად ლოგიკურია ის გარემოება, რომ სხვა სახელმწიფოს ამიერკავკასიაში ამის დაწყების და მითუმეტეს განხორციელების საშუალება არა აქვს. თითქოს ბუნდოვანია ეს პოლიტიკური კურსი, მაგრამ იგი არის ლოგიკური, რამეთუ უნდა შეიქმნას საქართველოს ჰერმენევტული გეოპოლიტიკა, აღსდგეს ჩვენი ისტორიული მისსია, რომელიც არ არსებობს კავკასიის გარეშე, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნას აზრი არა აქვს ჩვენი ისტორიული ზურგის _ კავკასიის გარეშე.

რა თქმა უნდა არის უდიდესი ზეწოლა რუსეთის მხრიდან. ისმის პირდაპირი მუქარა სეპარატიზმის გაღვივების შესაძლებლობით, სეპარატიზმის უდიდესი მხარდაჭერით, რასაც მოგვიანებით მოჰყვა უმძიმესი შედეგები: ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. აფხაზეთის ტერიტორიაზე ხორციელდება ეთნიკური წმენდა ქართველების წინააღმდეგ. ზუსტად აქ უშვებს შეცდომას ჩვენი ~უფროსი ძმა~. ეს შეცდომა საბოლოო მარცხამდე მიიყვანს მას, რისი მოწმენიც გავხდებით უახლოეს 10 წელიწადში. ეს არის ჰერმენევტული ლოგიკა.

ქართულ ჰერმენევტიკულ გეოპოლიტიკას აქვს თავისი მიზნები. პირველ რიგში ეს არის კავკასია. გამოხმაურებაც სათანადოა. ჩეჩნეთის რესპუბლიკა. მიმდინარეობს მზადება. რუსეთის მეორე უდიდესი შეცდომაა აფხაზეთში ჩეჩენი ტერორისტების გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ, რის გამოც დღეს ბოდიშს იხდიან ჩეჩნები. ეს მოულოდნელი არ შეიძლებოდა ყოფილიყო. აბსოლუტურად ნათელია, რომ ჩეჩნეთის საკითხი იმუშავებდა დროში. არსებობს ამის უდიდესი გამოცდილება. მე-19 საუკუნის მთელი პირველი ნახევარი. საქართველოს გათვლა სწორია. რუსეთის მთელი მცდელობა ჩაეშალა ეს კავკასიური ალიანსი, ვერ შედგა. ეს მოსალოდნელიც იყო. ეს ალიანსი თითქოს ჩაიშალა 1993-94 წლებში, მაგრამ დროებით. შეიძლება ითქვას მისი ჩაშლა პრაგმატულ დონეზე ვერც განხორციელდებოდა, ვინაიდან ეს ჰერმენევტიკული თამაშის სფეროს განეუთვნება, სადაც რეალურ გათვლებს არა აქვთ ძალა და იგი ჰერმენევტიკული თამაშის ფარგლებში მიმდინარეობს.

 

აქვე საინტერესოა ერთი საკითხი. რას აკეთებს ამ დროს მეორე გეოპოლიტიკური ამბიციის სამყარო _ დასავლეთი. 90-იანი წლების დასაწყისში მათი მიზანი მხოლოდ ქიმერასთან ბრძოლაა, რომელსაც საბჭოთა კავშირი ჰქვია. საკმაოდ პირობითი სახელი, რაც დადასტურდა. ჩვენთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ ამ ქიმერის მთავარი მამოძრავებელი არის რუსეთი, თავისი იმპერიული ამბიციებით, საკმაოდ მოუქნელი და ტლანქი. რაღაც მომენტში ქართული პოლიტიკა დასცილდა დასავლეთის პოზიციებს. არ იყო პროცესი თანმხვედრი, რამაც მავანს შეუქმნა ილუზია, რომ ჩვენ შეცდომები დავუშვით და სასწრაფოდ გადავწყვიტეთ დავახლოვებოდით მას. თუმცა ლოგიკა სხვა გზით მიდიოდა. ამიტომ ვუწოდეთ ამ პერიოდს ჩვენი ჰერმენევტული გეოპოლიტიკის ჩამოყალიბების აჩქარებული პერიოდი. თუმცა ყველაფერი სწრაფად დალაგდა. უბრალოდ აქ საჭირო იყო ფიგურების გადანაცვლება, რაც განხორციელდა.

იწყება ქართული ჰერმენევტული გეოპოლიტიკის განხორციელების მეორე ეტაპი. აუცილებელია შენელდეს ქართველთა აჩქარება. ისტორიული თამაშის ველზე უნდა შეიცვალოს ფიგურათა განლაგება. აუცილებელია გავცეთ ხარკი: მთელი აფხაზეთის ტერიტორია, ქართველთა დაპირისპირების “ინსპირირება”, ქართველთა ეთნიკური წმენდა აფხაზეთის ტერიტორიაზე სამასიათასი ლტოლვილით, დაკონსერვებული კონფლიქტი სამაჩაბლოში. საბოლოო ჯამში რუსეთისათვის წარმატების ილუზიის შექმნა, რაზეც დღესაც აღტაცებულნი არიან. თუმცა დარწმუნებული ვარ შესაძლებლობები ნაკლები აქვთ. უბრალოდ ერთ მცირე მაგალითს მოვიტანთ: რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შეუძლებლად მიიჩნია ე.წ. სამხრეთY ოსეთის რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციაში შესვლა. აქვე მინდა ერთი ფრაზაც გავიხსენო, რომელიც რუსეთის მიმართულებით იქნა ნათქვამი აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ: ~რუსეთს ბუმერანგივით დაუბრუნდება აფხაზეთის შედეგები~. ეს იყო აბსოლუტურად იმ ბურუსითმოცული ქართული ჰერმენევტიკული გეოპოლიტიკური ~წერილის~ დადასტურება, რომელიც თანდათან ცხადდება, რომელსაც საბოლოოდ ფარდა აეხდება, ხოლო მისი წაკითხვა ბევრს გაუჭირდება.

ზემოთ გავაჟღერეთ ფიგურების განლაგების საკითხი. ეს იყო ქართული პოლიტიკური ფიგურის ჩრდილო კავკასიაში გადანაცვლება. უშუალოდ იქ საკითხის იდეოლოგიურად და პოლიტიკურად მომზადება, რათა ილუზიის მეტი შესაძლებლობები შექმნილიყო. ვფიქრობთ მიზანი მიღწეულია. შემდეგ ~ინსპირირებული~ სამოქალაქო ომი. მტრის პოზიციების დაზუსტება. მათი თავხედობის ამპლიტუდის განსაზღვრა, რაც საბოლოოდ გამოიწვევდა მათ მარცხს, რომელ გზაზედაც შემდგარები არიან უკვე. ბოლოს ერთი პოლიტიკური ფიგურის საერთოდ გასვლა ქართული ჰერმენევტული გეოპოლიტიკური სივრციდან და საკითხის შეჩერება დაკონსერვება, მხოლოდ დროებით. ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ იმ გავლებულ ხაზზე, რომელიც ქართულმა ჰერმენევტულმა გეოპოლიკამ გაავლო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.

 

არსებობს საიდუმლო ~წერილი~, რომლის გამჟღავნების დრო ჯერ არ მოსულა. შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ ის რაღაც ძალიან მისტიკური ან ოკულტურად დატვირთული იყოს. ეს აბსოლუტურად პრაგმატული “წერილია”. ეს “წერილი” შენახულია და ის მკითხველს ელოდება. ვფიქრობ ის აუცილებლად გამოქვეყნდება. შესაძლოა საჯარო განხილვის საგნად არ იქცეს, მაგრამ დაინტერესებულ მკითხველს ექნება შესაძლებლობა მისი წაკითხვის. რომელიც როდესაც ეს სიტყვები იწერება თავადაც წერის პროცესშია.

მთავარი სირთულეები ქართული ჰერმენევტული გეოპოლიტიკის პირველ აჩქარებულ და მეორე დაკონსერვების ეტაპზე იყო ნიადაგის მომზადება უკვე გადამწყვეტი ბრძოლისათვის. მიუხედავად ამისა არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ ყველაფერი მარტივად გადაწყდება. ყველაფერი ჩვენს მარიფათზეა დამოკიდებული.

შეიძლება ითქვას, რომ პირველი და მეორე ეტაპი ნორმალურად დასრულდა. რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რომელიც თავის ლოგიკურ შედეგებს ელოდება. კვლავ გრძელდება ჰერმენევტიკული თამაში. შეიქმნა ამ თამაშში სუბიექტის ილუზია. თამამად მიითვისა ეს როლი ჩვენმა მოწინააღმდეგემ. მიზანიც ეს იყო. მისთვის ამ თამაშში დანარჩენი ყველა მონაწილე ობიექტია და თვლის, რომ მისი ფუნქცია მნიშვნელოვანია. აქ უკვე მარცხის შესაძლებლობა იზრდება და გარკვეულ ეტაპზე პიკს მიაღწევს, რამეთუ ასეთი დამოკიდებულება ისტორიულ_ჰერმენევტული თამაშის შემთხვევაში გარდაუალია. რუსეთი ხომ თვლიდა და თვლის, რომ თავად არის სუბიექტი ამ თამაშის. აქვე იმალება მოულოდნელობა, რომელიც თავზე დაატყდება რუსეთს და გაუკვირდება. ერთი გარემოების გამო, მას არ სურს სხვისი ინტერესების გათვალისწინება. შესაბამისად მას გაექცა ის მოვლენები, რომელზეც გაცილებით უკეთესად უნდა დაფიქრებულიყო. სათანადოდ არ მიაქცია ყურადღება ჩეჩნეთში განვითარებულ მოვლენებს 1991 წლის თებერვალ-მარტში, როდესაც მისი ჯარისკაცები დაახლოებით 8000 კაცი ცხვრებივით გარეკეს ჩეჩნეთის ტერიტორიიდან.

 

პირიქით, მან მოინდომა დაესაჯა ამ მოვლენის ~ინსპირატორი~ საქართველო. რომელიც შეცდომით მიიჩნიეს ამ მოვლენების ~ინსპირატორად~. საქართველო ჰერმენევტიკული თამაშის წესებს იცავს. ის ყოველთვის იცავდა ამ წესებს მთელი ისტორიის მანძილზე. დასაჯა კიდევაც, მაგრამ თავადაც დაისაჯა. მიიღო ანალოგიური მდგომარეობა, რაც განახორციელა საქართველოში. შეიძლება ითქვას გაცილებით მწვავე ფორმაში. ამით შეიქმნა დიდი პრეცედენტი, რომლის მონელებაც ძალიან სარისკო საქმეა. ჩვენ იძულებული ვიყავით რუსეთიდან ეს დარტყმა მიგვეღო, ვინაიდან მაშინ არც საშუალება და არც შესაძლებლობა არ გვქონდა გავრიდებოდით ამ ყოველივეს. თუმცა მიმდინარეობდა ჰერმენევტიკული თამაში. უნდა შექმნილიყო მტრის გამარჯვების ილუზია, რაც წარმატებით განხორციელდა. თუმცა ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს. ვერავინ შეძლებს ამ ჰერმენევტიკული თამაშის შეცვლას. ის აუცილებლად თავისი მიმართულებით წავა. რაც შეეხება მასში მონაწილე მხარეებს, ის, ვინც დაუპირისპირდება მის ლოგიკას შესაბამისად ამ თამაშის პროცესის გაგრძელებას შეუწყობს ხელს. ჩვენს შემთხვევაში დარღვეულია ჰერმენევტიკული თამაშის სტრუქტურა მასში მონაწილე ობიექტების მიერ. შესაბამისად სახეზეა მარცხის პრობლემა, რომელსაც ეს პროცესი აუცილებლად შესთავაზებს რუსეთს. შესაბამისად იზრდება მარცხის ალბათობა და ნებისმიერი განძრევა ჭაობში უფრო მეტი ჩაფლობის საშუალებას იძლევა.

მარტივია ამის მაგალითებით გადმოცემა. თუნდაც უკანასკნელი მოვლენები ჩრდილო ოსეთის ქალაქ ბესლანში. ეს შეიძლება შეფასდეს როგორც უმოწყალო ჟლეტა ბავშვთა. სადაც ბავშვები და მათი სიცოცხლე კი არ დგას წინა პლანზე, არამედ იმპერიული ამბიცია. საშინელი ასოციაციები წარმომგვიდგება თვალწინ. ეს შეიძლება ბიბლიურ ჰეროდეს ყრმათა ხოცვას შევადაროთ. ორივე შემთხვევაში წინა პლანზე არის პოლიტიკა, შიში და ძრწოლა სიმართლის მიმართ. ეს გაუცნობიერებელია რუსეთის მიერ. ის კვლავ აგრძელებს ამ ჭაობში განძრევას. კიდევ მეტად ეფლობა. მიუხედავად დიდი შეძახილისა, დაუბრუნდი შენს თავს ამის გაგონება არ შეუძლია. არის შიში, ძრწოლა და მარცხი, შეიძლება ითქვას რუსეთის ბედისწერა.

საქართველოს მიერ ჰერმენევტიკული თამაშის პირველი და მეორე ეტაპის წარმატებით გავლამ რუსეთს მარცხის მეტი ალბათობა შეუქმნა, რომლისთვისაც გაუცნობიერებელია დღესაც შექმნილი მდგომარეობა. ის არცკი ცდილობს გამოასწოროს იგი, რამეთუ ცდილობს მთელს ამ პროცესს მისცეს სხვა მიმართულება. ვფიქრობთ მოვიდა დრო, როდესაც რუსეთს უარი უნდა უთხრათ ხარკის გადახდაზე, რასაც ის დაჟინებით ითხოვს, ვინაიდან შექმნილია პრაქტიკულად სტატუსკვო. სეპარატისტულ განწყობილება არსებობს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე. პრაქტიკულად ვერ დააფიქსირეს ამ უკანასკნელებმა იმ მარცხის საშიშროება, რომელიც თავს დაატყდებათ უახლოეს მომავალში. მათ ვერ შეძლეს საქართველოსა და კავკასიას შორის ალიანსის გაწყვეტა. შესაბამისად ვერც სეპარატისტული სტატუსის შეცვლა შეძლეს ჩეჩნეთში.

რუსეთის მხრიდან განხორციელდა ეთნოწმენდა აფხაზეთის ტერიტორიაზე. იგივე მცდელობაა ცხინვალის რეგიონში. ისინი ისევე ნიშნავენ პრეზიდენტებს ამ ტერიტორიებზე, როგორც დანიშნეს ჩეჩნეთში. განსხვავება ამ ორ მდგომარეობას შორის მათთვის არ არსებობს. ზუსტად აქ ჩანს ის მარცხი, რომელსაც ჰერმენევტიკული თამაში უმზადებს იმპერიას. ის გარემოება, რომ როგორც ცნობიერ ისევე არაცნობიერ დონეზე ეს ყველაფერი მათთვის ერთი და იგივეა, არის მათი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგი. მათთვის გაუცნობიერებელია ის გარემოება, რომ ეს ტერიტორიები ორი სხვადასხვა სახელმწიფოს ტერიტორიაა და მათ მიერ ნებისმიერი ღონისძიების გატარება საკუთარ ტერიტორიაზე სეპარატისტულად განწყობილ რესპუბლიკის წინააღმდეგ, ავტომატურად გამოიწვევს იმავე ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას საქართველოს ტერიტორიაზე, რასაც დასავლეთის დემოკრატიული სამყარო აუცილებლად მოითხოვს. ის სტატუსი, რაც მიეცემა სეპარატიზმს რუსეთის ტერიტორიაზე, იგივე სტატუსი მიენიჭება მას საქართველოს ტერიტორიაზე.

 

სეპარატიზმი შობს ტერორიზმს. აი ფორმულა, რომელიც გაჟღერდა. შესაბამისად უნდა აღიკვეთოს სეპარატიზმი, რომ მოისპოს ტერორიზმი. მაშინ, როდესაც რუსეთი არის საქართველოში წარმოქმნილი სეპარატისტული რეჟიმების მკვებავი. აქ უკვე არის ჩიხი, სადაც ისინი აღმოჩნდებიან. ამ ჩიხის ბოლოს მათ ასევე დახვდებათ აგრესორისა და ოკუპანტის სტატუსი, რომლის მოხსნაზეც ძალიან სერიოზულად იმუშავეს თავის დროზე 1991-92 წლებში. თუმცა ეს დავიწყებული არ არის და ეს გარემოება დღესაც ქმედითია. მათი სურვილი, რომ ისინი დომინანტები არიან ამ ჰერმენევტულ თამაშში და, რომ ისინი სუბიექტები არიან აქ, არის ილუზია, რომელიც მათ ვერ გააცნობიერეს. დღესაც განაგრძობენ ამ ილუზიაში ცხოვრებას, ამ დროს ჰერმენევტიკული თამაშის პროცესი გრძელდება და ის, აუცილებლად მივა თავის ლოგიკურ დასასრულამდე.

 

საქართველოში დაიწყო ჰერმენევტიკული გეოპოლიტიკის მესამე ეტაპი, რომელიც საკმაოდ გაწონასწორებული და სწორი მიმართულებით მიმდინარეობს. ამის გარანტია არის ის, რომ ჩვენი მხრიდან არ მომხდარა ამ თამაშის წესების დარღვევა. გამოცდილება ძალიან დიდია. მთელი ისტორია. ჩვენთვის დღეს უცნობია ამ თამაშის მომავალი. არავის შეუძლია მოახდინოს იმის წინასწარმეტყველება, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი. ჯერჯერობით შეცდომები არ არის. პირიქით შეიძლება ითქვას, რომ ყველა შეთავაზება ამ თამაშის წესების დაცვის მოთხოვნით საქართველოს მხრიდან მომდინარეობს, რასაც ყურადღება რუსეთისაგან არ ექცევა, თუმცა მათ იძულებულს გახდიან დაიცვან თამაშის წესები, მაგრამ არა ამ თამაშში მონაწილე მხარეები, არამედ თვად ჰერმენევტიკული თამაში.

მთელი ამ 18 წლის განმავლობაში ქართულმა ჰერმენევტიკურმა გეოპოლიტიკამ გაიარა განვითარების ეტაპები. ის ჩადგა თავის ისტორიულ პარამეტრებში და გრძელდება. იცვლება ფიგურები და ყოველ პერიოდში მოდის ის ფიგურა, რომელიც საჭიროა. ეს ჰერმენევტიკული თამაშის წესების დაცვის შედეგია, ანუ ყველა ფიგურა იკავებს თავის ადგილს ან გადის თამაშიდან. ჰერმენევტიკული გეოპოლიტიკის ყველა ეტაპზე საქართველოს პოლიტიკური ფიგურები იკავებენ საკუთარ ადგილებს და ყველა ამ განხორციელების ეტაპზე სარგებლობენ რუსეთის შეცდომებით და გაუაზრებელი პოლიტიკით, რომელიც უახლოვდება მარცხს. ამის ყველა პირობა არსებობს დღეს. ეს არის ისტორიულ ჰერმენევტიკული თამაშის უმკაცრესი ლოგიკა, რომელსაც ვერავინ გადაუხვევს.

 

ეს წერილი 2005 ბწელს დაიწერა.

 

მე მხოლოდ ამაზე ვსაუბრობდი. ყურადღებით და სვენებიოთ საჭიროებს წაკითხვას. იმის სურვილით, რომ კამათი მოიგო, ოპტიმალურზე ნუ გააკეთებ აქცენტებს.

 

ამის ავტორიც მომიძებნე ნეტში. :kaila:

Edited by joao
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

joao

არც არის საჭირო. არ წაიკითხო, მე დარწმუნებული ვარ შენ გაცილებით მეტი იცი.

გეთანხმები არც არის საჭირო, არც ვკითხულობ ;)

მეტი - ნაკლები, პირობითი მცნებაა...

საიმისო კი ნამდვილად ვიცი, საქართველოს რომ არ მიყვანია თვითმკვლელობამდე რუსეთი :) :D :D

ვინ ვინ მიიყვანა თვითმკვლელობამდე კიდევ საკითხავია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

საიმისო კი ნამდვილად ვიცი, საქართველოს რომ არ მიყვანია თვითმკვლელობამდე რუსეთი

ვინ ვინ მიიყვანა თვითმკვლელობამდე კიდევ საკითხავია...

 

აი რომ წაგეკითხა მსგავს რამეს არ დაწერდი. რაც უფრო მეტს დაწერ ამიერიდან უფრო ჭკვიანური გამოგივა. ეგ პრობლემა არაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

joao

მადლობ ;)

სანამ წავიკითხავ მაინც დავფიქრდები ღირს თუ არა რჩევის მიღება ადამიანისგან რომელსაც ჰგონია რომ რუსეთი საქართVელომ მიიყვანა თვითმკვლელობამდე :D

 

ალბათ უფრო არა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

joao

 

რა ხდება იცი ჟოაო ვკითხულობ ხოლმე რასაც წერ ფორუმ.გე-ზე, აგერ აქაც და შენ ბლოგზეც მამენტ გუშინ არ შევსულვარ პირველად მანამდეც გახლდით ბატონო და იქაც ვკითხულობ სხვადხვა წერილებს რადგან განსხვავებული აზრი ყოველთვის საჭიროა რომ საკუთარი აზრებისა და პოზიციების ძლიერი და სუსტი მხარეები შეაფასო მაგრამ ..

 

არის ერთი მაგრამ რომელიც იმაში მდგომარეობს რომ შენ ნაწერებში პრაქტიკულ ინფორმაციაზე ან მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ანაიზზე გამყარებული საყრდენი წერტილები არ ჩანს ..

 

ვკითხულობ და არანაირი ფაქტობრივი მასალა შენ ნაწერებს არ ახლავს ან თითქმის არ ახლავს არადა ექსპერტულ დონეზე რომ მიმოიხილო გლობალური საკითხები აუცილებელია დღეისთვის არსებული ინფორმაციის მაქსიმალური გადამუშავება რაც აუციებლად დაატყობდა კვალს შენ წერილებს ..

 

ვიდრე უფრო მკაფიოდ არ გამოჩნდება საყრდენი წერტილები შენ წერილებში მანამდე ყველფერი რასაც წერ იქნება ემოციური შინაარსისა და რაობის მქონი შენი სუბიექტური მოსაზრებები და არა სერიოზულ ანალიტიკა ..

 

გარდა ამისა თითქმი ყველა წერილში რუსეთის ახლო დასარულზე საუბრობ და არასდროს კონკრეტული ინფორმაცია (ინფორმაციული საფუძველი) თუ რატო და როგორ სრულსდება რუსეთი არ მოგყვს და გამოგდის შენი სურვლების დეკლარირება და არ ანალიიკა ..

 

რავიცი მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება რადგან ისტორიული წიაღსვლები და სხვადასხვა ისტორიული მოვლენის შენეული ინტერპრეტაცია მხოლოდ, სრულფასოვანი ანალიტიკისთვის საკმარისი არ რის ... მეტი ინფორმაციები, მეტი ფქტები და ციფრები მოიყვანე არგუმენტებად თუ რატომ იქნება ესე და არა ისე თორე სხვაგვარად სურვილების დეკარირებას ვერ გაცდები ...

 

და შეეშვი ბზეჟინკის და მისდაგვარებს .. იავნა არასერიოზული მასტია ეგ რუსოფობი და იავნა გადაფასებული გაქვს მისი როგორც პოლიტოლოგის და ანალიტიკოსის შესაძლებლობები .. ის რომ წარსულში და დღესაც ამერიკაში აღიარებულია ერთ ერთ საუკეთესო მოზგად ამერიკის ინტელექტუალურ პრობლემებზე უფრო მიუთითებს ვიდრე იმაზე რომ ზბიგნევაა დონე მასტი .. იმენნა ლექციებს წაუკითხავ მაგ კლოუნს გეოპლიტიკაზე არადა პროფესორის ხარისხი აქვს და ლექციებს კითხულობს ტიპი .. სირცხვილი ამერიკას .. კისინჯერებისა და ზბიგნევების დონეს რომ ვერ გაცდნენ .. კისინჯერმა ჩინეთი მაინც შესრულა თავის დროზე მაგრამ ეგეც იქით იყოს ... ახალი სისხლი ჭირდება ამერიკის გეოპოლიტიკურ მკვლევართა გუნდს თორე ცივი ომის ეპოქას და ფსიქოოგიას ვერ დააღწევენ თავს და საკუტარ ქვეყანას გაანადგურებენ შედეგად .. ჯერ ჯერობით ასეც ხდება ...

 

და ბოლოს, რაც ზემოთ დაწერე მაგას ჟურნალისტიკაში წყალს ვეძახით მამენტ, რადგან არანაირი ინფორმაციით შენი ნააზრევი გამყარებული არ გაქვს და ვიდრე არ გაითვალისწინებ ჩემ რეკომენდაციებს ასე იქნება მომავალშიც..

 

http://s15.rimg.info/a7129fc3151205616e82fc80d514dce8.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

joao

 

 

ყველაფერს თავი დავანებოთ და მითხარით: არსებული პოლიტიკით როდის გვეშველება? რა ფორმით და როგორ ვიბრუნებთ ტერიტორიებს? მართლა მაინტერესებს ბოლო-ბოლო თქვით დრო და თარიღი როდის და მანამდე ხმას არ ამოვიღებ. მაგრამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა თქვენც უნდა აიღოთ.

Edited by DATA TUTASXIA
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ის რომ წარსულში და დღესაც ამერიკაში აღიარებულია ერთ ერთ საუკეთესო მოზგად ამერიკის ინტელექტუალურ პრობლემებზე უფრო მიუთითებს ვიდრე იმაზე რომ ზბიგნევაა დონე მასტი .. იმენნა ლექციებს წაუკითხავ მაგ კლოუნს გეოპლიტიკაზე

Мания величия (от греч. μεγαλομανία от μεγαλο — очень большой или преувеличенный) — исторический термин для поведения, характеризующегося бредовыми фантазиями богатства, власти, гениальности, или всемогущества. Проявляется в форме иррациональной воспринятой потребности или озабоченности собственной оценкой наличия или получения большой известности, популярности, материального богатства, влияния, политической власти.

 

Это может быть признак безумных или параноидальных расстройств. Однако, её не считают согласно справочнику по диагностике и статистике психических расстройств каким-либо особым расстройством психики.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:) Saturn

 

იავნა პრობლემები გაქვს ან მართლა დაგავალეს შუსუსუში რომ გარკვეული ფორუმელების დისკრედიტაციას შეეცადო მაგრამ ჯერ ერთ რომ ვერც შენ და ვერც სააკაშვილის შუსუსუ მე ვერაფერს დამაკლებთ და მეორეც ის რომ თუ ჩემი მასალები გაქვს წაკითხული და იქ რამეში არ მეთანხმები კონტრარგუმენტები უნდა დადო ..

 

ჰაერზე ლაპარაკი და შენ მანია გრანდიოზა გაწუხებს ძახილი არგუმენტი არ არის ... თავსაც ისეთ მდგომარეობაში იყენებ ასეთი მიდგომების პირობებში რომ შენ ნათქვამს სერიოზულად ვეღარ აღვიქვავ რადგან სერიოზული პოსტი არასდროს ან თითქმის არდსროს არ დაგიწერია ..

 

გეოპოლიტიკაზე წარმოდგენა მაინც გაქვს? მსოფლიოს 5 ტერიტორიით ყველაზე დიდი სახელმწიფო დამისახელე ეხლავე ისე რომ ატასში არ ჩაიხედო თუ შეგიძლია .. შეძლებ? მსოფლიოს 5 უმსხვილესი ნავთბმომპოვებელი ქვეყანა დამისახელე შეგიძლია?

 

მსოფლიოს ბირთვული სახელმწიფოები დამისახელე შეგიძლია? მსოფლიოს რამდენ ქვეყანას აქვს შეიარაღებაზე ავიამზიდი და რას მეტყველებს ავიამზიდის შეიარაღებაზე ქონა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით? მსოფლიოს რამდე ქვეყნასდ აქვს შეიარაღებაზე ატომური წყაქვეშა ნავი და ეს რას შეიძლება ამბობდეს ამ ქვეყნების გეოპოლიტიკურ მისწრაფებებზე?

 

მსოფლიოს 10 წამყვანი ქვეყანა ნავთობისა და გაზის მოხმარების კუთხით იცი? რა იცი საერთოდ? იქნებ დაწერო შენც რამე ანალიტიკური რომ გვაჩვენო რა ცოდნა გაქვს შეგიძლია?

 

იტოგში რა ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

იქნებ დაწერო შენც რამე ანალიტიკური რომ გვაჩვენო რა ცოდნა გაქვს შეგიძლია?

დავწერე:

Мания величия (от греч. μεγαλομανία от μεγαλο — очень большой или преувеличенный) — исторический термин для поведения, характеризующегося бредовыми фантазиями богатства, власти, гениальности, или всемогущества. Проявляется в форме иррациональной воспринятой потребности или озабоченности собственной оценкой наличия или получения большой известности, популярности, материального богатства, влияния, политической власти.

 

Это может быть признак безумных или параноидальных расстройств. Однако, её не считают согласно справочнику по диагностике и статистике психических расстройств каким-либо особым расстройством психики.

მოდი ახლა შენ გაგასინჯებთ სპეციალისტს და თუ ჩემი დიაგნოზი დადასტურდა, გამოვა რომ სწორად ჩამიტარებია ანალიზი :)

 

ვერც შენ და ვერც სააკაშვილის შუსუსუ მე ვერაფერს დამაკლებთ

http://img20.imageshack.us/img20/363/pizdec.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...