Jump to content
Planeta.Ge

რუსეტის თვითმკვლელობა საქართველოში


Recommended Posts

Sakartwelo

კანონის მნიშვნელობა თუ იცი?

 

ეუფ :D

 

მე აბრაგი ვარ და საიდან. ხანდახან მუშნი ზარანდია მიგზავნის კონსპექტებს. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 189
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

Sakartwelo

ეუფ :D

 

მე აბრაგი ვარ და საიდან. ხანდახან მუშნი ზარანდია მიგზავნის კონსპექტებს. :D

 

 

რომელი კანონი აძლევს ლეგიტიმაციას აშშ-სა და რუსეთის ინტერესებს საქართველოში? :rolleyes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Sakartwelo

რომელი კანონი აძლევს ლეგიტიმაციას აშშ-სა და რუსეთის ინტერესებს საქართველოში?

 

გეოპოლიტიკაში არსებობს დაუწერელი კანონები ანუ ზეპირი შეთანხმებები. ასე რომ უშუალოს კონკრეტულ მუხლზე ვერ მიგითითებ. ინტერესთა და გავლენის სფეროებზე პირველად გაიგე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და შენ მართლა გგონია ამერიკა აქ დემოკრატიისთვის იკლავს თავს?

 

არა. აქ გეოსტრატეგიული ინტერესები აქვს და ვერავინ აუკრძალავს მას ამის კეთებას. რახან აკრძალული არ არის ე.ი მას კანონიერი უფლება აქვს აკეთოს ის საქმე რასაც აკეთებს.

Edited by DATA TUTASXIA
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DATA TUTASXIA

Sakartwelo

 

რაზე კამათობთ?

 

არანაირი ლეგიტიმური უფლება არც რუსეთს და არც ამერიკას და არც არავის რომ საქართველო მათი ნაციონალური ინტერესების ზონაში მოიქციონ და ჩვენ ქვეყანაზე გავლენა იქონიონ არ აქვთ მაგრამ სამყარო ხომ იდეალური არ არის? ხოდა იმას აკეთებენ რაც უნდათ და როგორც უნდათ .. საქართველოც ორივე ქვეყნისთვის ნაციონალური უსაფრთხოებისა და ინტერესების ზონად განიხლება ..

 

აქვთ ამის უფლება თუ არ აქვთ ეგ უკვე არ ადარდებთ .. ძალა აღმართს ხნავსო და ეგეიც ხნავენ მამენტ ...

 

ჩვენ უნდა ვივარგოთ რომ ერთ ერთი ზესახელმწიფო მაინც ამოვაგდოთ საქართველოდან და ამ რეგიონიდან რომ მათ ჭიდილში ჩვენ არ ვზარალდებოდეთ .. ეს მარტივზე მარტივი რამეა გასააზრებლად მაგრამ რატომღაც თავით ეტენება საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამერკის ტრაკში და კაკრაზ ორი ზესახელმწიფოს ჯვარედინი ცეცხლის ზონაში აგდებენ ქვეყანას .. შედეგებს ვხედავთ ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

არანაირი ლეგიტიმური უფლება არც რუსეთს და არც ამერიკას და არც არავის რომ საქართველო მათი ნაციონალური ინტერესების ზონაში მოიქციონ და ჩვენ ქვეყანაზე გავლენა იქონიონ არ აქვთ მაგრამ სამყარო ხომ იდეალური არ არის? ხოდა იმას აკეთებენ რაც უნდათ და როგორც უნდათ .. საქართვეოც ორივე ქვეყნისთვის ნაციონალური უსაფრთხოებისა და ინტერესების ზონად განიხლება ..

 

აქვთ ამის უფლება თუ არ აქვთ ეგ უკვე არ ადარდებთ .. ძალა აღმართს ხნავსო და ეგეიც ხნავენ რა ...

 

ჩვენ უნდა ვივარგოთ რომ ერთ რთი ზესახელმწიფო მაინც ამოვაგდოთ ამ რეგიონიდან რომ მათ ჭიდილში ჩვენ არ ვზარაკდებოდეთ .. ეს მარტივზე მარტივი რამეა მაგრამ რატომრაც ტავით ეტენება საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამერკის ტრაკში და კაკრაზ ორი ზესახელმწიფოს ჯვარედინი ცეცხლის ზონაში აგდებენ გვეყანასაც .. შედეგებს ვხედავთ ...

 

 

პატოსში გეთანხმები აბსოლუტურად, მაგრამ რეალურად რაც არის ქე იცი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს რა გვაქვს სახეზე. დღეს პრაქტიკულად რუსეთმა საქართველოსთან ასეთი მტრობით, გაიკეთა ხარაკირი.

 

 

აი ამის ამოკითხვის შემდეგ.... რა აზრი აქვს დანარჩენის ან წინმდებარის წაკითხვას...

 

კაკო ბობოხიძის ისტერიული : გავიმარჯვეთ - შეძახილი გამახსენდა... მაგის მერე გამოვრთე ტელევიზორი იმ ომიანობის დროს...

 

 

ძალიან არ მიყვარს ვინმეს მაგარი იდიოტი რომ ვგონივარ :D ალბათ ერთგვარი ქედამღლობაა მაგრამ მაინც :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

 

 

საკამათო არაფერია.უბრალოდ,ლეგიტიმურია რუსეთისა და აშშ-ს ინტერესები საქართველოშიო და ასეთი რამ შეუძლებელია-მეთქი :hello:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

არანარი ხარაკირი რუსეთს არ გაუკეთებია .. სიტუაცია უფრო სხვაგვარად არის ვიდრე შენ ფიქრობ და შევეცდები მოკლედ ვთქვა რატომ ...

 

შენ ამბობ რომ რუსეთს სჭირდება საქართველო რათა საკუთარი ინტერესები დაიცვას რეგიონში და სრულიად გეთნხმები ამაში თუმცა რუსეთს საქართველო ჭირდება არა როგორც სხელმწიფო არამედ როგორც ტერიტორია (ქართულ სახელმწიფოსთან ადეკვატურ დონეზე დიალოგი ვაინგტონის მიერ საქართველოს ფაქტობრივი კოლონიზირების პირობებში აშკარად არ გამოდის). საუბარია ტერიტორიაზე რომელზე კონტროლიც რუსეთს აძლევს რეგიონის კონტროლის შესაძლებლობას და თუ ეს ასეა და ეს ასეა მაშინ რა გამოდის?

 

გამოდის ის რომ რუსეთი ნაბიჯ ნაბიჯ იკავებს საქართველოს ტერიტორიებს .. აფახაზეთი და ცხინვალის რეგიონი მხოლოდ პირველი ნაბიჯია და იქნება სხვაც თუ დროზე არ მოვეგეთ გონს და შევარდნაძე-სააკაშვილის პროამერიკული კრიმინალრი რეჟიმი არ დავამხეთ ...

 

იმაზე ვსაუბრობ რომ ვაშინგტონში კარგად ესმით საქართვლოს მდგომარეობის სიმძიმე და ესმით ისიც რომ ერთადერთი შანსი საქართველოში ასე თუ ისე სტაბილურობა რომ შეინარჩუნონ და ამით შეინარჩუნონ ენერგოდერეფნის უსაფრთხოება არის საქართველოს მუდმივ დოტაციაზე აყვანა და ყოველწლიურად მინიმუმ 3-4 მილიარდი დოლარით შევარდნაძე-სააკაშვილის კოლონიალური რეჟმის დაფინანსება ... ნომინალურად ამის ფული ამერიკას რათქმაუნდა აქვს მაგრამ არც იეთი მარტივი იქნება აღნიშნული თანხების ღია გზებით მობილიზება რადგან კონგრესი და სენატი ამას ვერ და არ გაიგებს ... შეიძლება ირიბი გზებით მოხდეს საქართველოს დაფინანსება მაგრამ ესეც კი არ აძევს ვაშინგტონს გარანტიას იმისა რომ საქართველოზე კონტროს შეძლებენ რადგან, კრიმინალური რეჟიმის რაობიდან გამომდინარე ის ვერ ახერხებს ფულის ისე გადანაწილებას რომ საზოგადოების ყველა ფენა ასე თუ ისე მინიმალურ დონეზე მაინც იყოს სოციალურად უზრუნველყოფილი და დაცული რაც ნიშნავს იმას რომ დღეს იქნება თუ ხვალ სოციალური აფეთქებები და ანტიამერიკული გამოსვლები გარდაუვალია .. გარდაუვალია შეიარაღებული დაპირისპირება რეჟიმთან და რეჟიმის ტოტალური განადგურება და ეს ამერიკისთვის ნიშნავს იმას რომ ვაშინგტონი კარგავს ყველაფერს რაც ბოლო 15 წლის მანძილზე ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გააკეთა , დაწყებული ერაყით და დამთავრებული ავღანეთით და რაც მთავარია ირანით ...

 

ასე და ამრიგად და ვინაიდან და რადგანაც საქართველოში სტაბილურობა ამერიკის მიერ მართვადი რეჟიმის პირობებში გამორიცხულია თეთრ სახლს რჩება ერთი ვარნტი .. გავიდეს რუსეთთან გარიგებაზე რათა ენერგოდერეფნის ფუნქცა დაეიკისროს სომხეთს (ამერიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ირანის ნავთობზე გასვლა, სწორედ ირანიდან და პერსპექტივაში ყაზახეთიდან ნავთობის ამერიკისკენ ტრანსპორტირება აინტერესებს ამერიკას რეგიონში და არა დემოკრატიის გავრელება და სხვა დეკლარირებული მარაზმი. ირანული ნავთობი გა გაზი, დერეფანი კი ირანი-სომხეთი-თურქეთი იქნება, პერსპექტივში შუააზიიდანაც ამ დერფნის მეშვეობით გადატვირთავენ ენერგომატარებლებს და რათქმაუნდა აზერბაიჯანიდან .. ) ანუ იგივე რუსეთის მიერ (ასე თუ ისე) კონტროლირებად სახელმწიფოს და სანაცვლოდ ერევანს მიეცეს სამცხე ჯავახეთი და აჭარა, რუსეთს მიეცეს სამეგრელო და ჩრდიოეთ კავკასიასთან მოსაზღვრე რიგი ხეობები, რაც რუსეთს თბილისის ოკუპირების გარეშე აძლევს რეგიონში საკუთარი ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესების დაცვას პლუს მისთვის საინტერესო ტერიტორიების კონტროლს, როგრც ერთგვარი გარანტია ამერიკელების მიერ თამაშის წესებიდან გადახვევის შემთხვევისთვის ..

 

მარტივად რომ ვთქვა მომდევნო რამდენიმე წელში რუსეთი დაიკავებს სამეგრელოს, სვანეთს, რაჭას, ახმეტის რაიონს თავისი პანკისის ხეობის ჩათვლით, ყაზბეგის რაიონს და ერევნის მეშვეობით გააკონტროლებს სამცხე ჯავახეთსა და აჭარას ..

 

ამ ტერიტორიებზე კონტროლი ნიშნავს რომ რუსეთი აკონტროლებს ამიერკავკასიას მთლიანად და დიდი მნიშვნელობა იმას თუ ვის დაექვემდეარება კახეთი, ქართლის თბილისის იურისდიქციაში დარჩენლი ნაწილი, იმერეთი და გურია არ უნდა ქონდეს ... მით უმეტეს რომ 15-25 წელიწადში რუსეთი იკავებს იმერეთს და გურიას მთიანად ან მინიმუმ სანაპირო ზოლს (ეს შეიძლება ეხლაც მოხდეს) და საქართველოს მიიერთებს არა როგორც სახელმწიფოს არამედ მიიერთებს საქართველოს ცალკე აღებულ რეგიონებს ..

 

პახმელიაზე მეტის დაწერა საზიანო იქნება ასე რომ ზოგადად თუ წარმოიდგინე რაზე ვლაპარაკობ მაშინ კი უნდა დამეთანხმო რომ ამერიკის კოლონიალური რეჟმი საქართველოს როგორც სახელმწიფოს ანადგურებს და ანადგურებს ისე რომ ამ ქვეყანას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არსებულ საზღვრევბში აღდგენის თეორიული შესაძლებლობაც აღარ ქონდეს ..

 

ელემენტაური ამბავია ნახე ერევანი და ბაქო რა მოძრაობებში არიან ... საუბარი ყარაბახის მოგვარებაზე და რის ან ვის სანაცვლოთ თმობს ერევანი აზერბაჯანის 25%-ს?

 

მერე დავწერ კიდევ რამეს უფრო მარტივად თორე ვისაც დიდ სურათზე წარმოდენა არ აქვს ვერ გაიგებს რა ხდება ... ხოდ მანამდე სანამდე თუ არ დაგეზაროს აგერ ამ თემებს გადახედე იქ უფრო ვრცლად მაქვს დაწერილი რა ხდება და რაშეიძლება მოდეს ...

 

ერთი რამ გავიწყდება. შენი თეორიები წავიკითხე. გასაგებია და მესმის ყველაფერი მაგრამ ეს უფრო ოცნებას ჰგავს. უნდა გავითვალისწინოთ მსოფლიო გეოპოლიტიკური წესრიგი და ამ წესრიგში საქართველო. შენი თეორიის მიხედვით ამ წესრიგიდან ამოვარდნილია საქართველო, რაც ნამდვილად მისცემს რუსეთს საშუალებას საქართველოს ადგილზე ტერიტორიები არსებობდეს და არა სახელმწიფო. მაშIნ როდესაც ამერიკა რუსეტის მსოფლიო წესრიგში ჩასმას აწვება, ჩვენ პატარა ქვეყანას ამის გარეშე არსებობა არ შეუძლია. ეხლა მცირე ექსკურსი, როგორაა დღეს მოაზრებული მსოფლიო წესრიგი.

 

მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ზოგადად მსოფლიო წესრიგზე. მის ძირითად პრინციპებზე. სავარაუდო როლზე, რომელიც შეიძლება ამ წესრიგში საქართველოს დაეკისროს.

 

მსოფლიო წესრიგი კლასიკურ გეოპოლიტიკურ ლიტერატურაში შედგება სამი ნაწილისგან. დაყოფილია ქვეყნები მათი შესაძლებლობების მიხედვით. I არის ~ტექტოტრონული ოაზისები~. ასეთ ქვეყნებს შეადგენენ აშშ, დიდი 7-იანის ქვეყნები, ევროკავშირის გაერთიანება, როგორც სახელმწიფო წარმონაქმნი, ჩინეთი, რუსეთი. ამ ქვეყნებს ერთნაირი გავლენები რათქმა უნდა არა აქვთ.

გლობალური გეტოს I ხარისხის ქვეყნები, როგორიცაა თურქეთი, ირანი, ინდოეთი....

გლობალური გეტოს II ხარისხის ქვეყნებია სხვა დანარჩენი.

რაც შეეხება საქართველოს ის სანამ არ გამოსულა რუსეთის გავლენიდან არის გლობალური გეტოს II ხარისხის ქვეყანა, თუმცა პერსპექტივა იმისი, რომ გავხდეთ გლობალური გეტოს I ხარისხის ქვეყანა გვაქვს, თუ შევინარჩუნებთ დამოუკიდებლობას, გავწევრიანდებით ნატოში და კავკასიაში დავმკვიდრდებით როგორც პოლიტიკურად ცენტრალური სახელმწიფო.

აღნიშნული ქვეყნები (ყველა ხარისხის) ერთმანეთზე არიან დამოკიდებული და აქვთ გავლენები. ~ტექტოტრონულ ოაზისებს~ გლობალური გეტოს I და II ხარისხის ქვეყნებზე. გლობალური გეტოს I ხარისხის ქვეყნებს II ხარისხის ქვეყნებზე.

მთელს ამ კომპოტს განსაზღვრავს ენერგო რესურსები და მათი გატარების დერეფნები.

 

სწორედ ამ გეოპოლტიკურ წესრიგში საქარტველოს როლი არის ჩვენთვის მინიშვნელოვანი, გეოპოლიტიკური ადგილის დასამკვიდრებლად. ვერ და არ მოხერხდება სრულად დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა. ეს არის გამორიცხული. ამიტომ ამერიკას იმათ ნუკი განიხილავ, რომ ის არის კოლონიზატორი. თუ საქართველო კავკასიაში გახდება გეოპოლიტიკური ცენტრი, ეს ჩვენ ყოველნაირად უნდა გვაწყობდეს. ანუ კავკასიურ გეოპოლიტიკაში ცენტრალური სახელმწიფო, გლობალური გეტოს პირველი ხარისხის ქვეყანა, რომელიც ენერგომატარებლების გატარების კვანძიც იქნება და შესაბამისად კავკასიური პოლიტიკის ფორპოსტით, რომელიც ამერიკის გეოპოლიტიკურ ევრაზიულ სტრუქტურაში მოხვდება. სწორედ ამის არ არსებობამ მოგვიწყო ჩვენ 1991წ. გადატრიალება. მიუხედავად იმისა, რომ გამსახურდიას პოლიტიკაც კავკასიური იყო, ის არ იჯდა მსოფლიო წესრიგში. ამიტომ რუსებმა რაც გაგვიკეთეს მშვენივრად ვიცით. მსოფლიო წესრიგში ერაყის არ არსებობამ რა უქნა ერაყს ისიც ვიცით. ირანს რას უზამს მაგასაც ვნახავთ და რუსეთს რას უშვება ესეც მალე გამოჩნდება. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ამიტომ ევრაზიულ გეოპოლიტიკაში ამერიკის მსგავს პარტნიორს და მოკავშირეს მეორეს ვერ ვიპოვნით. თუ ჭკვიანურად მოვიქცევით, ჩვენ შესაძლოა არა მარტო კავკასიურ გეოპოლიტიკურ საზღვრებში, არამედ ჩვენი გეოპოლიტიკური საზღვრები შესაძლოა ავღანეთამდე მივიდეს. დღეს 3 წერტილია ევრაზიაში

 

1. უკრაინა- შავი ზღვა

2. კავკასია-საქართველო შავი ზღვა

3. ავღანეთი.

 

რუსეთმა იცის, რომ მისი გეოპოლიტიკა კავკასიის და შავი ზღვის გარეშე სრულდება ევრაზიაში და რეგიონალური დერჟავაც სახვეწნი ექნება, ამიტომ არის აქ რომ იკლავს თავს. ეგ მოკლედ. უფრო ფრთოდ ამის შესახებ

 

http://joaoscorner.blogspot.com/2009/05/blog-post.html

 

საინტერესოა. შენს მსჯელობებსაც თუ მსოფლიო წესრიგში განიხილავ, გაცილებით უკეთეს შედეგებს მიაღწევ.

 

ეს არის დღეს რეალობა. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი გეოპოლიტიკური ადგილისთვის, ხოლო რუსები ამას ებრძვიან.

 

 

dire

აი ამის ამოკითხვის შემდეგ.... რა აზრი აქვს დანარჩენის ან წინმდებარის წაკითხვას...

 

 

არც არის საჭირო. არ წაიკითხო, მე დარწმუნებული ვარ შენ გაცილებით მეტი იცი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

joao

ერთი რამ გავიწყდება. შენი თეორიები წავიკითხე. გასაგებია და მესმის ყველაფერი მაგრამ ეს უფრო ოცნებას ჰგავს. უნდა გავითვალისწინოთ მსოფლიო გეოპოლიტიკური წესრიგი და ამ წესრიგში საქართველო. შენი თეორიის მიხედვით ამ წესრიგიდან ამოვარდნილია საქართველო, რაც ნამდვილად მისცემს რუსეთს საშუალებას საქართველოს ადგილზე ტერიტორიები არსებობდეს და არა სახელმწიფო. მაშინ როდესაც ამერიკა რუსეთის მსოფლიო წესრიგში ჩასმას აწვება, ჩვენ პატარა ქვეყანას ამის გარეშე არსებობა არ შეუძლია. ეხლა მცირე ექსკურსი, როგორაა დღეს მოაზრებული მსოფლიო წესრიგი.

 

მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ზოგადად მსოფლიო წესრიგზე. მის ძირითად პრინციპებზე. სავარაუდო როლზე, რომელიც შეიძლება ამ წესრიგში საქართველოს დაეკისროს.

 

მსოფლიო წესრიგი კლასიკურ გეოპოლიტიკურ ლიტერატურაში შედგება სამი ნაწილისგან. დაყოფილია ქვეყნები მათი შესაძლებლობების მიხედვით. I არის ~ტექტოტრონული ოაზისები~. ასეთ ქვეყნებს შეადგენენ აშშ, დიდი 7-იანის ქვეყნები, ევროკავშირის გაერთიანება, როგორც სახელმწიფო წარმონაქმნი, ჩინეთი, რუსეთი. ამ ქვეყნებს ერთნაირი გავლენები რათქმა უნდა არა აქვთ.

გლობალური გეტოს I ხარისხის ქვეყნები, როგორიცაა თურქეთი, ირანი, ინდოეთი....

გლობალური გეტოს II ხარისხის ქვეყნებია სხვა დანარჩენი.

რაც შეეხება საქართველოს ის სანამ არ გამოსულა რუსეთის გავლენიდან არის გლობალური გეტოს II ხარისხის ქვეყანა, თუმცა პერსპექტივა იმისი, რომ გავხდეთ გლობალური გეტოს I ხარისხის ქვეყანა გვაქვს, თუ შევინარჩუნებთ დამოუკიდებლობას, გავწევრიანდებით ნატოში და კავკასიაში დავმკვიდრდებით როგორც პოლიტიკურად ცენტრალური სახელმწიფო.

აღნიშნული ქვეყნები (ყველა ხარისხის) ერთმანეთზე არიან დამოკიდებული და აქვთ გავლენები. ~ტექტოტრონულ ოაზისებს~ გლობალური გეტოს I და II ხარისხის ქვეყნებზე. გლობალური გეტოს I ხარისხის ქვეყნებს II ხარისხის ქვეყნებზე.

მთელს ამ კომპოტს განსაზღვრავს ენერგო რესურსები და მათი გატარების დერეფნები.

 

სწორედ ამ გეოპოლტიკურ წესრიგში საქარტველოს როლი არის ჩვენთვის მინიშვნელოვანი, გეოპოლიტიკური ადგილის დასამკვიდრებლად. ვერ და არ მოხერხდება სრულად დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა. ეს არის გამორიცხული. ამიტომ ამერიკას იმათ ნუკი განიხილავ, რომ ის არის კოლონიზატორი. თუ საქართველო კავკასიაში გახდება გეოპოლიტიკური ცენტრი, ეს ჩვენ ყოველნაირად უნდა გვაწყობდეს. ანუ კავკასიურ გეოპოლიტიკაში ცენტრალური სახელმწიფო, გლობალური გეტოს პირველი ხარისხის ქვეყანა, რომელიც ენერგომატარებლების გატარების კვანძიც იქნება და შესაბამისად კავკასიური პოლიტიკის ფორპოსტით, რომელიც ამერიკის გეოპოლიტიკურ ევრაზიულ სტრუქტურაში მოხვდება. სწორედ ამის არ არსებობამ მოგვიწყო ჩვენ 1991წ. გადატრიალება. მიუხედავად იმისა, რომ გამსახურდიას პოლიტიკაც კავკასიური იყო, ის არ იჯდა მსოფლიო წესრიგში. ამიტომ რუსებმა რაც გაგვიკეთეს მშვენივრად ვიცით. მსოფლიო წესრიგში ერაყის არ არსებობამ რა უქნა ერაყს ისიც ვიცით. ირანს რას უზამს მაგასაც ვნახავთ და რუსეთს რას უშვება ესეც მალე გამოჩნდება. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ამიტომ ევრაზიულ გეოპოლიტიკაში ამერიკის მსგავს პარტნიორს და მოკავშირეს მეორეს ვერ ვიპოვნით. თუ ჭკვიანურად მოვიქცევით, ჩვენ შესაძლოა არა მარტო კავკასიურ გეოპოლიტიკურ საზღვრებში, არამედ ჩვენი გეოპოლიტიკური საზღვრები შესაძლოა ავღანეთამდე მივიდეს. დღეს 3 წერტილია ევრაზიაში

 

1. უკრაინა- შავი ზღვა

2. კავკასია-საქართველო შავი ზღვა

3. ავღანეთი.

 

რუსეთმა იცის, რომ მისი გეოპოლიტიკა კავკასიის და შავი ზღვის გარეშე სრულდება ევრაზიაში და რეგიონალური დერჟავაც სახვეწნი ექნება, ამიტომ არის აქ რომ იკლავს თავს. ეგ მოკლედ. უფრო ფრთოდ ამის შესახებ

 

http://joaoscorner.blogspot.com/2009/05/blog-post.html

 

საინტერესოა. შენს მსჯელობებსაც თუ მსოფლიო წესრიგში განიხილავ, გაცილებით უკეთეს შედეგებს მიაღწევ.

 

ეს არის დღეს რეალობა. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი გეოპოლიტიკური ადგილისთვის, ხოლო რუსები ამას ებრძვიან.

მესმის ბატონო რაც აქ დაწერე მაგრამ საქმე იმაშია რომ შენი ანალიტიკა (ასეთი შთაბეჭდილება მრჩება) ძირითადად სხვადასხვა ავტორები გეოპოლიტიკურ თემებზე არსებული შრმების მიქსის შედეგია .. შეგიძლია ლოგიკურად დააწყო საკითხები მაგრამ შენსავე პოსტში მოდიხარ შენ ხედვასთან წინააღდეგობაში რდგან როგორც სამართლიანად აღნიშნე

მთელს ამ კომპოტს განსაზღვრავს ენერგო რესურსები და მათი გატარების დერეფნები.

და რადგან მთელ ამ კომპოტს განსაზღვრავს ენერგორესურსები და მათზე კონტროლი, თუ მომდევნო 15-20 წლის მასშტაბში მსოლფიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებად მაჩვენებლებს გაითვალისწინებ მიხვალ დასკვნამდე რომ 2025-2030 წლისთვის ამერიკა და ჩინეთი (ამ ქვეყნების ეკონომიკები) ენერგოშიმშილის (კონკრეტულად ნავთობის შიმშილის) ზღვარზე აღმოჩნდებიან ... სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავ მე ყველაფერს რასაც ამერიკა და ჩინეთი, გინდა იგივე რუსეთი და ევროკავშირი (ამ ორს რუსეთსა და ევროკავშირს შედარებით კი არა და გაცილებით უკეთ აქვთ ამ მრივ საქმე რუსეთისა და დღეს მოსკოვის კოტროლ ქვეშ მყოფი შუააზიის ნავთობ რესურსების ხარჯზე .. პლუს ჩრდილოეთის ზღვაც სულ ცოტა 25-35 წელი არ დაკარგავს აქტუალურობას მაინც და მაინც ) აკეთებს ..

 

ანუ ვამბობ იმას რომ ამერიკა დრეს არჩევანის წინაშე დგას რომ ..

 

1. ან მიიღოს მისთვის ესოდენ საჭირო ირანისა და შუააზიური ენერგორესურსები თუნდაც რუსეთის მიერ კონტროლირებადი ენერგო დერეფნის მეშვეობით

 

ან

 

2. დამოუკიდებლად სცადოს რუსეთის და ჩინეთის ნეიტრალიზება და შეინარჩუნოს სამხრეთ კავკასია და ირანიც კონტროლ ქვეშ აიყვანოს ..

 

ან

 

3. დაივიწყოს ახლო აღმოსავლეთი და წყალში გადაყაროს ერაყში, ავღანეთში და სამხრეთ კავკასიაში ჩადებული ინვესტიციები (ომები, რეჟიმები, ფული, ტექნოლოგიები და სხვა .. )

 

მეამე ვარიანტი ეხლავე გამოვრიცხოთ რადგან ვერაფერს ამერიკა ვერ დაივიწყებს ... მეორე ვარიანტიც უნა გამოვიცხოთ, რდგან ჩემი აზრით ვაშინგტონი დამოუკიდებლად სამხრეთ კავკასიას ვერ შეინარჩუნებს რამეთუ რუსეთისთვის საქართველოში (განსაკუთრებით აგვისტოს შემდეგ) ვითარების დაძაბვა ისევე როგორც სომხეთ აზერბაიჯანული ურთიერთობების გამწვავება არაფერი პრობლემა არ არის.

 

ამიტომ ვაშინგტონი რუსეთთან შეთანხებულად იმოქმედებს და მოქმედებს კიდეც რომ დერეფაბნმა სომხეთზე გადიწიოს და ირანის ოკუპაციის შემდეგ მილსადენები ირანის ჩრდილოეთიდან და შუააზიიდან სწორედ სომხეთი-თურქეთზე გავიდეს (ირანი თურქეთის მოსაზღვრე ტერიტორია იმენნა გამორიცხულია რომ მილსადენების გატარების გზად იქცეს .. ქურთების ფაქტორის გამო .. პლუს უსერიოზულესად რთული რელიეფი)

 

რაც შეეხება ირანს და რათქმაუნდა ამერიკას შეუძლია ირანის ოკუპირება და ამისთვის ემზადება ზუსტად (უკვე დღეს ირანის საზღვრებტან 200-250 000 ჯარსკაცი ყავს მინიმუმ, 300 000-მდე ) მაგრამ თუ რუსეთის მხარდაჭერა არ მოიპოვა მაშინ ირანზე ხელის ხლება შესაძლოა ახლო აღოსავლეთის აფეთქებად და სპარსეთის ყურეში ნაოსნობის გაჩერების ფასად დაუჯდეს რასაც ამერიკის ეკონომიკა დღეს ვერ გადაიტანს არა თუ მომავალში .. (ესეც მიზეზი თუ რატომ შეთანხმდება რუსეთთან ...)

 

ზესახელმწიფოების მოძრაობებს რეგულარულად არ აკვირდები ან სათანადოდ არ აკვირდები რამდენადაც ვხვდები რადგან იმაზე რასაც ეხლა მე ვამბობ ბევრი ფაქტორი მიუთითებს და თუ მერიკა რუსეთთან შეხმატკბულებული რ იმოქმედებს მაშინ მოსკოვი შეასრულებს თეირანთან კარგა ხნის წინ დადებულ კონტრაქტს და ირანს მიაწვდის საზენიტო სარაკეტო კომლექს C-300-ებს, რაც ნამდვილად არ არის სახუმარო ამბავი, რადგან ჰაერში აბსოლიტური კონტროლის გარეშე ამერიკელებს სახმელეთო ოპერაციების წარმოება უკიდურესად გაუჭირდებათ. და გარდა ამისა ჩინეთსაც არ ძინავს და პეკინი ირანისთვის J-10 კკლასის გამანადგურებლების (არ არის ძალიან ცუდი თვითმფრინავი.. ამერიკულ F-16 -ს ჯობია, კოპირებულია F-16-იდან და მოდერნიზებულია) და პლუს ამას იგივე C-300-ების ჩინურ ვერსიის FD-2000-ის გადაცემას აპირებს, რომელიც ორიგინალს ალბათ მცირეოდენ თუ ჩამოუვარდება .. კიდევ ათასი სხვა რაღაცეები ხდება მოკლედ რაც იძულებუს ხდის ვაშინგტოს რომ მოსკოვთან ითანამშრომლოს და არჩევანი გააკეთოს იმ პირველ ვერსაზე ანუ ..

 

1. ამერიკა თანხმდება მისთვის ესოდენ საჭირო ირანისა და შუააზიის ენერგორესურსები რუსეთის მიერ კონტროლირებადი ენერგო დერეფნის მეშვეობით მიიღოს ..

 

სხვა ვარანტი არ აქვს ვაშინგტონს უბრალოდ, რადგან ირანზე რუსეთის გარეშე ვერ გადის ... ერთდროულად რუსეთთან და ჩინეთთან ჭიდაობის თავი კი ნამდვლად არ აქვს არც დიპლომატიურ და არც სამხედრო და ეკონომიკურ დონეზე .. (ესეც ფაქტია, როგორი ზეძლიერი ზესახელმწიფოც არ უნდა იყოს)

 

აქვე ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი რამ მიანიშნებს იმაზე რომ ვაშინგტონმა და მოსკოვმა ერთგვარ შეთანხმებას რეალურად მიაღწიეს, რადგან მარტო ის რად ღირს რომ მხარეები ობამას მოსკოვში ვიზიტის დროს შეთანხმდნენ რომ ავღანეთისთვის ამრიკული სამხედრო ტვირთები რუსეთის ტერიტორიაზე გაივლის და იმ დღეებში ზუსტად ყირგიზეთმა საკმაოდ მოულოდნელად უკან დააბრუნა მანასში ამერიკული ბაზა (მოსკოვის ჩარეის გარეშე ეს რომ არ მოხდებოდა ალბათ დამეთანმები...). გარდა ამისა აგერ გუშინ ოდკბ-ს ფორმატში ხელმოწერლი დოკუმენტების თანახმად რუსეთი შუააზიაში ავღანეთის საზღვართან რამდენიმე დამატებით სამხედრო ბაზას გახსნის ..

 

და საერთოდ მე რომ მკითხო (ორ სიტყვაში რომ ვთქვა თორე ასე მართლა გრძელი პროსტინა გამოვა) ყველაფერი იქით მიდის რომ ენერგოდერეფანი გადავა სომხეთზე, ამის სანაცვლოდ სომხეთი აზრბაიჯანს უბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს და იკავებს საქართველოს ტერიტორიებს სამცხე ჯავახეთსა და აჭარაში (როგორ ეს გაფორმების საკითხია და ამაზეც ბევრი მაქვს დაწერილი, ეს ბოლო დღეების გრთულება ცხინვალის მიმართულებით სწორედ ამ ყველაფრის კონტექსტში ჯდება), ამერიკა ურტყავს ირანს რუსეთის ფარული თანხმობის პირობებში და ვიდრე ავღანეთში დისლოცრებული ამერიკული დანაყოფები ირანის ტერიტორიაზე შედიან რუსები შევლენ ავღანეთში, რომ იქ ისლამისტების გაჯეჯილებას არ ქნდეს ადგლი (საეჭვოდ შეხმატკბილებულები აღმოვაჩინე ამასწინ ავღანეთის სამთავრობო დელეგაცია მოსკოვში რუსეთის ხელისუფლებასთან ) ...

 

ყველაფერი აქეთ მიდის, შედეგი კი ის იქნება რომ იმ კრიტიკული 20-30 წლისთვის ამერიკას ექნება სადღაც დაახლოებით საკმარისი ნავთობი და საბადოებზე გასასვლელი, ჩინეთი იძულებული იქნება ან ინდოეთს დაუძაბოს ან სხვა ვინმეს რადგან ამერიკის მიერ დათრეულ საბადოებზე ასნია ხელს ვეღარ აწევს .. რუსეთი და ევროკავშირიც კმაყოფილი იქნება რადგან ერთ რომ ჩინეთი ვერ იქნება ნომერ პირველ ზესახეწიფო, რაც მასთან ურთიერთობებს გაუადვილებს მსოფლიოს და რუსეთსა და ევროპას კონკრეტულად, პლუს ამას ამერიკის ნავთობით მომარაგება რუსეთის მიერ კონტროლირებად დერეფანზე იქნება დამოკიდებული მნიშვნელოვან წილად, რაც იგივე ევროპა რუსეთის ალიანსს ვაშინგტონის მეტად კონტროლის ბერკეტებს მისცემ ..

 

 

 

მოკლედ ესეა დიახ :D დაახლოებით ესეთი რაღაცაა. თეორიები კარგია მაგრამ მიწაზე რა ხდება ისიც მნიშვნელოვანია მიწაზე კი მხოლოდ თეორიები არ აღელვებთ თან განსაკუთრებით ზესახემწიფოებს, რომელთაც ჩემ მიერ თქვენთვის წარმოდგენილი და მათთვის როგორც ჩანს მისაღები სამოქმედო გეგმის (ესეც ტეორიაა მამენტ მაგრამ .. :D) პრაქტიკაში განხორციელება დაიწყეს ..

 

 

მოკლედ ძირითადად ირანი და პლუს შუააზიური ენერგომატარებლებია ჩვენი რეგიონისადმი ამერიკის ყურადღების ძირითადი მიზეზი და არა საქართველოზე ზრუნვა და ქართული დემოკრატიის აღმშენებლობაზე თავგადაკლული შრომა .. ამაში ალბათ შევთანხმდებით.. ის თუ რატომ ირანი და აგერ ბატონო მონაცემებს დავდებ .. მსოფლიო მესამე ქვეყანა ნავვთობის მარაგებით ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესეც დაპირებული სურათი თუ რატომ არის ირანი ესოდენ მნიშვნელოვანი ამერიკისთვის ..

 

http://i035.radikal.ru/0908/48/26e46d62c4d4.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

joao

1783წ., როდესაც რუსეთმა გააფორმა ტრაქტატი საქართველოსთან ამის შემდეგ მთელი 18 წელიწადი პრქტიკულად მოანდომა იმას, რომ საქართველო დაესუსტებინა. ეს ფაქტები შესანიშნავად აქვს ასახული ივანე ჯავახიშვილს თავის პატარა წიგნში "რუსეთ საქართველოს ურთიერთობები მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში", რომელიც ეხლა გამოქვეყნდა პირველად

 

 

ეს შეიძლება სადმე რომ ვნახო ინტერნეტში?

 

 

რაც შეეხება შენს ნაწერს,უფრო ჩვენ რაც გვინდა ისა გაქვს დანაწერი და არა მგონია ეგრე მოხდეს.შეიძლება მართალსაც ამბობდე ნორმალურ ქვეყანაზე როცა წერ,მაგრამ რუსეთზე ამის თქმა არა რის მართალი.ეს არის ქვეყანა,რომლის საქციელსაც ვერასოდეს ვერავინ ვერ იგებდა და იგებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხ... სანამ პუტინს თავი მხრებზე აბია,,,,,,, რთულია რთული.....

 

აი, მაგის მერე კი ვიმედოვნებ, რომ იმპერიაც მოკვდება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

ეხ... სანამ პუტინს თავი მხრებზე აბია,,,,,,, რთულია რთული.....

 

აი, მაგის მერე კი ვიმედოვნებ, რომ იმპერიაც მოკვდება...

 

 

პუტინი სანამ არ მოკვდება რუსეთის ლიდერი იქნება და მას შემდეგ მოვა სხვა „პუტინი“ :) ელცინმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა მას რომ ვლასტი გადააბარა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

 

ძალიან გთხოვ ამ გრძელი პოსტებით თუ ცდილობ შთაბეჭდილების მოხდენას ძალიან ცდები. საუბარი არის ახალი მსოფლიო წესრიგის სტრუქტურაზე. ჩინეთი, რუსეთი და ამერიკა 2025 წელს ეს არის გრამაფონში. სმსების სამყაროში მსოფლიო ძალიან პატარაა. ჯერ ის ლინკი წაიკითხე რაც დავდევი და მერე ისაუბრე 2030წ, ჩინეთზე. ჩინეთი ამ წესრიგში ჩვეულებრივი რეგიონალური დერჟავაა რომელიც ციმბირში გადავა. ეხლა შენ თუ ფიქრობ. რომ ახალ ამერიკას აღმნოაჩენ ძალიან ცდები. სჯობს წიგნები წავიკითხოთ. თუნდაც ეს

 

http://www.lib.ru/POLITOLOG/AMERICA/bzhezinskij.txt

 

ხო ბევრ რამეს დაალაგებ. ახალ მსოფლიო წესრიგსაც მოტვინავ. შენ რომ ფიქრობ მასე 1993წ მდე ვფიქრობდი. მერე გადავაფასე ყველაფერი.

Edited by joao
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...