Jump to content
Planeta.Ge

რუსეტის თვითმკვლელობა საქართველოში


Recommended Posts

babuagiorgi

სამაჩაბლოს კონტიგენტი 2000 კაციანი იყო. 500 ჩვენ 500 რუსები 500 ჩრდილო ოსეთი და 500 ადგილობრივი ოსები.

 

კარგი იქნება იმაზეც თუ გაამახვილებ ყურადღებას, რომ რუსეთის დუმას სხვა ტერიტორიაზე შემოსასვლელად გადაწყვეტილება უნდა მიეღო და ეს გაკეთებული არა აქვს. რაც რუსეთის კონსტიტუციის დარღვევაა. ეხლა რატომ არ გააკეთეს ეს ამას შეიძლება იქით მიაქციო ყურადღება, რომ რუსებს სურდათ არ დაფიქსირებულიყო რუსეთის შეჭრა საქართველოში იურიდიულად მაინც. მაგრამ ამან უკუეფექტი გამოიწვია. პუტინს არ ჰქონდა უფლება დუმის გარეშე გაეცა ბრძანება ან მედვედევს, რომ ჯარები სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსულიყვნენ.

 

ხო რა, მაგრამ აქაც იგივე და უფრო იდიოტური შეცდომა იყოა. მაგალითად რა პრობლემა იყო "მძინარე ცხინვალის" დაბომბვამდე ერტი საათით ადრე რუსებისათვის სტატუსის გაუქმება?

 

საგანგებო სხდომა. მიზეზები. სტატუსის გაუქმება და წავიდა. იურიდიულად მეტი გამართლებული იქნებოდა ეს ამბე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 189
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Posted Images

joao

ომის შედეგები ამაზე გაცილებით საშინელი იყო, 15000 მოკლული 300000 ლტოლვილი, დაკარგული ქალაქები

არა მხოლოდ ეგ. იმ ომმა საბოლოოდ გააჩანაგა საქართველოს ისედაც სუსტი ეკონომიკა. შედეგად ქვეყანაში პრატიკულად შიმშილობამ დაისადგურა. არ ვიცი შეიძლება ვინმეს დაავიწყდა, მაგრამ მე კარგად მახსოვს როგორ დგებოდა ხოლმე მამაჩემი ღამის 4-5 საათზე რომ პურის რიგში ჩამდგარიყო. ასე რომ იმ ომის და ამ ომის შედეგების შედარებაც კი არ შეიძლება.

 

babuagiorgi

როგორც კი შემაჩნია ის რომ შეიძლება ჯარს "პრეტენზიები" გაუჩნდეს, არა და მერწმუნეთ ყოველი სამხედრო დანაყოფი, რომელიც საომარ მოქმედებაში იყო ნამყოფის მართვა არც თუ ისე იოლი საქმეა, ეგრევე დაამცირა ჯარი და ეს პოლიციის საშუალებით. აბა ის ჯარი რა ჯარია, რომელსაც პოლიცია სცემს?

ამ სისულელეებს საიდან იგონებ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

.

 

babuagiorgi

 

ამ სისულელეებს საიდან იგონებ?

 

 

შენგან რა მინდა, ისაა დამნაშავე ვინც შენ კომპიუტერი გიყიდა და ინტერნეტი ჩაგირთო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ისაა დამნაშავე ვინც შენ კომპიუტერი გიყიდა

მე რომ კომპიუტერი მქონდა და პატარა პროგრამებსაც ვწერდი, მაშინ შენ გაგონილი არ გქონდა მის შესახებ.

კითხვაზე პასუხი არ გაქვს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

Saturn

ორივეს მოგიწოდებთ კორექტულობისკენ!!!

აქ სიტყვა "ორივეს" არასამართლიანია. გადახედეთ და მარტო ამ თემაში რამოდენიმეჯერ ძალიან შეურაცმყოფელად მოიქცა ეს ადამიანი. მანახებთ ერთ სიტყვა სადაც საწინააღმდეგო ქცევა მქონდა?

თუ შეურაცჰყოფად ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ "დაანაშაული" იმსაათქო ვინც კომპიუტერი უყიდა?

 

ჩემი აზრით ამ სიტყვებზე "ამ სისულელეებს საიდან იგონებ?" ეს კიდევ ძალიან კორექტული პასუხი იყო.

 

ადრეც მქონდა მითითება ამ ადამიანის გამომწვევი, გამაღიზიანებელი და შეურაცმჰყოფელი წერილების გამო და თუ ეს დროზე არ გადაწყდა, შემდგომ სხვისი გაჩერებაც გაჭირდება და, ასეთ ადგილზე უკვე ერთხელ ვიყავი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

joao

http://joaoscorner.blogspot.com/2008/11/blog-post_2913.html

 

აი აქაა ძალიან დეტალურად. კონფლიქტის ისტორიაც, და ბევრი რამ.

წავიკითხე და საკმაოდ საინტერესო იყო პირველი ნაწილი. ძალიან ცალმხრივად მომეჩვენა, ზვიად გამსახურდია - სიკეთე, ედუარდ შევარდნაძე - ბოროტება, მიხაეილ სააკაშვილი - ისევ სიკეთე.

 

დავიწყოთ გამსახურდიათი. პირველ რიგში იქიდან დავიწყებ, რომ 91 წელს 5 წლის ვიყავი. ამიტომ "პუტჩისტი" და ეგეთ იარლიყებს თუ არ მომაწებებ, კაი იქნება. აქ გიწერია ასეთი რამ, რომ 91 წელს ჯერარდაშლილი საბჭოთა კავშირის დროს აფხაზეთის ომი იქნებოდა კატასტროფა საქართველოსთვის. ამაში გეთანხმები, მაგრამ ზუსტად ასეთივე კატასტროფა იყო ამ დროს ომი ცხინვალის რეგიონში. იქ გიწერია, რომ ეს კონფლიქტი ინსპირირებული იყო რუსული სპეცსამსახურების მიერ. ალბათ ასეც იყო. მაგრამ მე მეორე შეკითხვაც მაქვს. რა გააკეთა მაშინ ქართულმა მხარემ ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად? პირველად ცხინვალში სიტუაცია 89 წლის ნოემბერში დაიძაბა, ხომ ასეა? ფართომასშტაბიანი ომი კი 91 წლის იანვარში დაიწყო. რა გაკეთდა ამ ერთი წლის განმავლობაში?

 

რეგიონში დაიწყო ბანდფორმირებების შექმნა (სხვათაშორის ამ ბანდფორმირებების უდიდესი ნაწილი მერე გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში მიიღო მონაწილეობა). ეროვნული მოძრაობის ზეწოლით მიიღეს კანონი, რომლითაც რეგიონალურ პარტიებს უზენაესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალათ (გეგონებოდა ძალიან დიდ ამინდს შექმნიდნენ ეგ პარტიები უზენაეს საბჭოში). და ბოლოს ცხინვალში შევიდა ქართული მილიცია, მხედრიონი და სხვა ბანდ-ფორმირებები. ანუ მოხდა ზუსტად იმის საწინააღმდეგო რაც შენ აფხაზეთთან მიმართებაში გიწერია.

თუმცა ფაქტია, რომ საქართველო ამ ყველაფრით ომს გადარჩა, ომს რომელიც მოხდებოდა სსრკ-ს შემადგენლობაში და შედეგები ვფიქრობ დამანგრეველი იქნებოდა საქართველოსთვის.

არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ მე მარტო ქართულ მხარეს ვადანაშულებდე ამ ომში. ალბათ მეორე მხარეც არანაკლებ (და შეიძლება მეტად) დამნაშავე იყო. მაგრამ შენ თვითონ თქვი, რომ იქითა მხრიდან რუსული სპეც-სამსახურები მოქმედებდნენ და ყველაფერი რაც მეორე მხარეს კეთდებოდა იყო ამ გეგმის ნაწილი. და აქეთ მხარეს რაც კეთდებოდა, ეგ რომელი გეგმის ნაწილი იყო? ზუსტად ეს მაინტერესებს მე.

 

შენ წერ რომ ცხინვალის რეგიონი შევარდნაძემ ჩააბარა და იქ რუსული არმია სამშვიდობო სტატუსით შემოიყვანა. მაგრამ რატომღაც ის გავიწყდება რომ როცა შევარდნაძე მოვიდა ხელისუფლებაში, ომი უკვე ერთი წელია რაც მიდიოდა, რომ რუსული ჯარი ცხინვალის რეგიონიდან სწორედ 92 წლის მაისში გავიდა, მაგრამ მას მერე რაც შევარდნაძემ უარი უთხრა რუსებს დსთ-ში შესვლაზე, რუსეთმა "დასაჯა" საქართველო და უკან დაახევინა ივნისში შტურმით აღებული ცხინვალიდან.

 

მერე 92 წლის ივლისიდან აფხაზეთში დაიწყო იმის მსგავსი მოვლენები, რაც ხდებოდა 90 წლის ნოემბრიდან, როცა ცხინვალის რეგიონში, იქაურმა უმაღლესმა საბჭომ საქართველოს კონსტიტუციის მოქმედება შეაჩერა. ანუ შევარდნაძემ გამსახურდიას შეცდომა გაიმეორა. სხვა საქმეა, რომ შეიძლება გამსახურდია ამ შეცდომას შეუგნებლად უშვებდა, შევარდნაძე კიდე - შეგნებულად. მაგრამ შედეგი ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე დადგა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი დეტაილის გათვალისწინება მინდა იმასთან დაკავშირებით რაც ზვიად გამსახურდიას ეხება.

 

ის რომ ზოგიერთი ზვიად გამსახურდიას "აქებს" ეს იმას არნიშნავს რომ ზვიად გამსახურდიას პოლიტიკა მოსწონს, ან ამართლებს. უბრალოდ ასეთი ტიპის "ქებას" სააკაშვილის გასამართლებლად იყენებენ.

საკაშვილმა პრეზიდენტად არჩევამდე შემოაგდო ეს "ილეთი" და ამის შემოგდებაში მაშინ ზოგერთი ზვიადის მომხრე დაეხმარა. ზვიადისა და სააკაშვილის შედარება საერთოდ დანაშაულია ისტორიის მიმართ. ამის გასაგებად მხოლოდ ერთი დეტალიც კი საკმარისი იქნება. ზვიად გამსახურდიას საქართველო უყვარდა და საქართველოს საკუთარი სიცოცხლე შესწირა. სააკაშვილიზე ასეთი რამის თქმა სასაცილოა.

დანარჩენზე საუბარიც არ მინდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

დავიწყოთ გამსახურდიათი. პირველ რიგში იქიდან დავიწყებ, რომ 91 წელს 5 წლის ვიყავი. ამიტომ "პუტჩისტი" და ეგეთ იარლიყებს თუ არ მომაწებებ, კაი იქნება. აქ გიწერია ასეთი რამ, რომ 91 წელს ჯერარდაშლილი საბჭოთა კავშირის დროს აფხაზეთის ომი იქნებოდა კატასტროფა საქართველოსთვის. ამაში გეთანხმები, მაგრამ ზუსტად ასეთივე კატასტროფა იყო ამ დროს ომი ცხინვალის რეგიონში. იქ გიწერია, რომ ეს კონფლიქტი ინსპირირებული იყო რუსული სპეცსამსახურების მიერ. ალბათ ასეც იყო. მაგრამ მე მეორე შეკითხვაც მაქვს. რა გააკეთა მაშინ ქართულმა მხარემ ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად? პირველად ცხინვალში სიტუაცია 89 წლის ნოემბერში დაიძაბა, ხომ ასეა? ფართომასშტაბიანი ომი კი 91 წლის იანვარში დაიწყო. რა გაკეთდა ამ ერთი წლის განმავლობაში?

 

ცხინვაპოის რეგიონს რაც შეეხება იქ ომი როგორც ასეთი დიდი მასშტაბით არ მიმდინარეობდა. ეს იყო ლოკალური ბანდფორმირებების მიერ წარმოებული ბანდიტიზმი, რომელსაც ქართული პოლიცია უკლავდებოდა. გარდა ამისა 1991წ. მარტში ყაზბეგში ელცინსა და გამსახურდიას შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციამ ცნო ცხინვალის ოლქის გაუქმება და ამ კონფლიქტის მოწესრიგება დაიწყო. 1991წ. 25 ნოემბერს საგანგებო წესებიც კი გაუქმდა ჯავის ტერიტორიაზე.

 

http://www.rrc.ge/law/dadgen_1991_25_11_Q....22&lng_3=ge

 

როდესაც გაუქმდებოდა სსრკ, რაც 12 დეკემბერს მოხდა, როგორ გგონია ყაზბეგის ხელშეკრულება არ იმუშავებდა? რათქმაუნდა იმუშავებდა. ამიტომ უკეთესად სჯობია შეისწავლოთ საკითხი და მერე იკამათოთ. იქ მსხვილმაშტაბიანი ომი არ ყოფილა. კულუმბეგოვი დაჭერილი იყო და ჩვენმა ოპოზიციამ პოლიტპატიმრად შერაცხა, გამსახურდიას წასვლის შემდეგ კიდე ციხიდან გაანთავისუფლეს. ეს იყო ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი სეპარატისიტი. 1092წ. ივნისში კი ყარყარაშვილმა პრაქტიკულად დაამარცხა ოსთა ბანდფორმირებები, დაიკავა ცხინვალი და უტევდა ჯავას, როდესაც შევარდნაძემ 1992წ. 24 ივნისს ხელი მოაწერა დაგომისი ხელშეკრულებას. იქედან გამოიყვანა ქართული გვარდია და რუსებს დაუქვემდებქრა. ეს მოკლედ, უფრო დეტალურად სხვა დროს გეტყვით რა როგორ იყო.

 

მერე 92 წლის ივლისიდან აფხაზეთში დაიწყო იმის მსგავსი მოვლენები, რაც ხდებოდა 90 წლის ნოემბრიდან, როცა ცხინვალის რეგიონში, იქაურმა უმაღლესმა საბჭომ საქართველოს კონსტიტუციის მოქმედება შეაჩერა. ანუ შევარდნაძემ გამსახურდიას შეცდომა გაიმეორა. სხვა საქმეა, რომ შეიძლება გამსახურდია ამ შეცდომას შეუგნებლად უშვებდა, შევარდნაძე კიდე - შეგნებულად. მაგრამ შედეგი ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე დადგა.

 

კონსტიტუცია გაუქმებული იყო 1992წ. თებერვალში. აფხაზეთის საკითხზე იხილე შემდეგი წერილი.

 

http://joaoscorner.blogspot.com/2008/11/blog-post_15.html

 

დეტალურადაა. ვინ გააყუქმა კონსტიტუცია, მერე რა მოჰყვა ამას, არძინბამ როგორ მიიღო 1925წ. კონსტიტუცია. ..... ომის იურიდიულად მომზადება შევარდნაძის ხუნტის მიერ.

 

 

babuagiorgi

ის რომ ზოგიერთი ზვიად გამსახურდიას "აქებს" ეს იმას არნიშნავს რომ ზვიად გამსახურდიას პოლიტიკა მოსწონს, ან ამართლებს. უბრალოდ ასეთი ტიპის "ქებას" სააკაშვილის გასამართლებლად იყენებენ.

საკაშვილმა პრეზიდენტად არჩევამდე შემოაგდო ეს "ილეთი" და ამის შემოგდებაში მაშინ ზოგერთი ზვიადის მომხრე დაეხმარა. ზვიადისა და სააკაშვილის შედარება საერთოდ დანაშაულია ისტორიის მიმართ. ამის გასაგებად მხოლოდ ერთი დეტალიც კი საკმარისი იქნება. ზვიად გამსახურდიას საქართველო უყვარდა და საქართველოს საკუთარი სიცოცხლე შესწირა. სააკაშვილიზე ასეთი რამის თქმა სასაცილოა.

დანარჩენზე საუბარიც არ მინდა.

 

არ იცი შენ მე რას ვფიქრობ. ამასაც გეტყვით უახლოეს ხანებში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

joao

ცხინვაპოის რეგიონს რაც შეეხება იქ ომი როგორც ასეთი დიდი მასშტაბით არ მიმდინარეობდა. ეს იყო ლოკალური ბანდფორმირებების მიერ წარმოებული ბანდიტიზმი, რომელსაც ქართული პოლიცია უკლავდებოდა.

მსხვერპლი ნაკლები იყო, და ნაკლები დევნილი მივიღეთ ვიდრე აფხაზეთიდან. მაგრამ ტერიტორიაც უფრო მცირე იყო, და მოსახლეობაც. მაგრამ ეს აშკარად არ ყოფილა ლოკალური შეტაკებები ბანდ-ფორმირებებსა და ქართულ მილიციას შორის (პოლიცია მაშინ მილიცია ერქვა მგონი). იმედია New York Times ენდობი:

http://www.nytimes.com/1991/02/10/world/kr...etia&st=nyt

მარტში ყაზბეგში ელცინსა და გამსახურდიას შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციამ ცნო ცხინვალის ოლქის გაუქმება და ამ კონფლიქტის მოწესრიგება დაიწყო. 1991წ. 25 ნოემბერს საგანგებო წესებიც კი გაუქმდა ჯავის ტერიტორიაზე.

ელცინთან დადებული ხელშეკრულება ნამდვილად პოზიტიური ამბავი იყო, მაგრამ კონფლიქტის მოწესრიგებას რაც შეეხება, რა ვიცი. ისევ New York Times:

Russian Threatens Sanctions

Published: Saturday, November 2, 1991

 

The Parliament of the Russian republic today threatened to impose sanctions on the southern republic of Georgia unless it took urgent steps to resolve a bitter ethnic conflict raging inside its borders. The Russian lawmakers called on the nationalist government of Georgia to take measures within the week to stop the fighting in the mountainous region of South Ossetia.

http://www.nytimes.com/1991/11/02/world/ru...etia&st=nyt

 

და აი კიდე

http://www.nytimes.com/1991/10/02/world/as...etia&st=nyt

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

იმედია New York Times ენდობი
ისევ New York Times

New York Times -ს და ზოგადად დასავლეთს მხოლოდ მაშინ ენდობი, როცა ეს შენთვის მისაღები და მოსახერხებელია? :D არჩევნების შედეგებზე როცა დებენ დასკვნას, მაშინ რა აზრის ხარ ხოლმე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

joao

დღეს რა გვაქვს სახეზე. დღეს პრაქტიკულად რუსეთმა საქართველოსთან ასეთი მტრობით, გაიკეთა ხარაკირი. ის აუცილებლად წავა კავკასიიდან და ეს იქნება აუცილებელი, ისტორიული ლოგიკა. ვინაიდან კავკასიაში ყოფნის, დარჩენის მთავარი პირობა არის მისი ცენტრალური სახელმწიფოს-საქართველოს მოკავშირეობა. თუ საქართველო უარს იტყვის ამაზე, დამპყრობელი აქედან მიდის. იძულებით რა თქმა უნდა ვერ მკვიდრდება. ეს იყო მთელი ჩვენი ისტორიის ლოგიკა. ან თუ საქართველო იბრძვის და ებრძვის იმპერიას, მაშინ ის აქ ვერ მკვიდრდება.

არანარი ხარაკირი რუსეთს არ გაუკეთებია .. სიტუაცია უფრო სხვაგვარად არის ვიდრე შენ ფიქრობ და შევეცდები მოკლედ ვთქვა რატომ ...

 

შენ ამბობ რომ რუსეთს სჭირდება საქართველო რათა საკუთარი ინტერესები დაიცვას რეგიონშ დ სრულიად გეთნხმები ამაში თუმცა რუსეთს საქართველო ჭირდება არა როგორც სხელმწიფო არამედ როგორც ტერიტორია. საუბარია ტერიტორიაზე რომელზე კონტროლიც რუსეთს აძლევს რეგიონის კონტროლის შესაძლებლობას და თუ ეს ასეა და ეს ასეა მაშინ რა გამოდის?

 

გამოდის ის რომ რუსეთი ნაბიჯ ნაბიჯ იკავებს საქართველოს ტერიტორიებს .. აფახაზეთი და ცხინვალის რეგიონი მხოლოდ პირველი ნაბიჯია და იქნება სხვაც თუ დროზე არ მოვეგეთ გონს და შევარდნაძე-სააკაშვილის პროამერიკულ კრიმინალრი რეჟიმი რ დავამხეთ ...

 

იმაზე ვსაუბრობ რომ ვაშინგტონში კარგად ესმით საქართვლოს მდგომარეობის სიმძიმე და ესმით ისიც რომ ერთადერთი შანსი საქართველოში ასე თუ ისე სტაბილურობა რომ შეინარჩუნონ და ამით შეინარჩუნონ ენერგოდერეფნის უსაფრთხოება არის საქართველოს მუდმივ დოტაციაზე აყვანა და ყოველწლიურად მინიმუმ 3-4 მილიარდი დოლარით კოლონალური რეჟმის დაფინანსება ... ნომინალურად ამის ფული ამერიკას რათქმაუნდა აქვს მაგრამ არც იეთი მარტივი იქნება აღნიშნული თანხების ღია გზებით მობილიზება რადგან კონგრესი და სენატი ამას ვერ და არ გაიგებს ... შეიძლება ირიბი გზებით მოხდეს საქართველოს დფინანსება მაგრამ ესეც კი არ აძევს ვაშინგტონს გარანტიას იმისა რომ საქართველოზე კონტროს შეძლებენ რადგან, კრიმინა;ლური რეჟიმის რაობიდან გამომდინარე ის ვერ ახერხებს ფულის ისე გადანაწილებას რომ საზოგადოების ყველა ფენა ასე თუ ისე მინიმალურ დონეზე მაინც იყოს სოციალურად უზრუნველყოფილი და დაცული რაც ნიშნავს იმას რომ დრეს იქნება თუ ხვალ სოციალური აფეთქებები და ანტიამერიკული გამოსვლები გარდაუვალია .. გარდაუვალია შეიარაღებული დაპირისპირება რეჟიმთან და რეჯიმის ტოტალური განადგურება და ეს ამერიკისთვს ნიშნავს იმას რომ ვაშინგტონი კარგავს ყველაფერს რაც ბოლო 15 წლის მანძილზე ახლო აღმოსავლეთIს რეგიონში გააკეთა , დაწყებული ერაყით და დამთავრებული ავღანეთით და რაც მთავარია ირნით ...

 

ასე და ამრიგად და ვინაიდან და რადგანაც საქართველოში სტაბილურობა ამერიკის მიერ მართვადი რეჟიმის პირობებში გამორიცხულია ტეთრ სახლს რჩება ერთი ვარნტი .. ავიდეს რუსეთთან გარიგებაზე რათა ენერგოდერეფნის ფუნქცა დაეიკისროს სომხეთს ანუ უგუვე რუსეთის მიერ (ასე თუ ისე) კონტროლირებად სახელმწიფოს და სანაცვლოდ ერევანს მიეცეს სამცხე ჯავახეთი და აჭარა, რუსეთს მიეეს სამეგრელ და ჩრდიოეთ კავკასიასთან მოსაზღვრე რიგი ხეობები, რაც რუსეთს თბილისის ოკუპირების გარეშე აძლევს რეგიონში საკუტარი ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესების დაცვას პლუს მისთVის საინტერესო ტერიტორიების კონტროლს როგრც ერთგვარი გარანტია ამერიკელების მიერ თამაშის წესებიდან გადახვევის შემთხვევისთვის ..

 

მარტივად რომ ვთქვა მომდევნო რამდენიმე წელში რუსეთი დაიკავებს სამეგრელოს, სვანეთს, რაჭას, ახმეტის რაიონს თავსი პანკისის ხეობის ცათვლით, ყაზბეგის რაიონს და ერევნის მეშვეობით გააკონტროლებს სამცხე ჯავახეთსა და აჭარას ..

 

ამ ტერიტორიებზე კონტროლი ნიშნავს რომ რუსეთი აკონტროლებს ამიერკავკასიას მთლიანად და დიდი მნიშვნელობა იმას თU ვის დაექვემდეარება კახეთი, ქართლის თბილისის იურისდიქციაში დარჩენლი ნაწილი, იმერეთი და გურია დიდი მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს ... მით უმეტეს რომ 15-25 წელიწადში რუსეთი იკავებს იმერეთს და გურიას მთიანად ან მინიმუმ სანაპირო ზოლს (ეს შეიძლება ეხლაც მოხდეს) და საქართველოს მიიერთებს არა როგორც სახელმწიფოს არამედ მიიერთებს საქართველოს ცალკე აღებულ რეგიონებს ..

 

პახმელიაზე მეტის დაწერა საზიანო იქნება ასე რომ ზოგადად თუ წარმოიდგინე რაზე ვლაპარაკობ მაშინ კი უნდა დამეტანხმო რომ ამერიკის კოლონიალური რეჟმი საქართველოს როგორც სახელმწიფოს ანადგურებს და ანადგურებს ისე რომ ამ ქვეყანას საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არსებულ საზღვრევბში აღდგენის თეორიული შესაძლებლობაც აღარ ქონდეს ..

 

ელემენტაური ამბავია ნახე ერევანი და ბაქო რა მოძრაობებში არიან ... საუბარი ყარაბახის მოგვარებაზე და რის ან ვის სანაცვლოთ თმობს ერევანი აზერბაჯანის 25%-ს?

 

 

მერე დავწერ კიდევ რამეს უფრო მარტივად თორე ვისაც დიდ სურათზე წარმოდენა რ ქვს ი ვერ გაიგებს რა ხდება ... ხოდ მანამდე სანამდე თუ არ დაგეზაროს აგერ ამ ტემებს გადახედე იქ უფრო ვრცლად მაქვს დაწერილი რა ხდება და რაშეიძლება მოდეს ...

 

 

1. საქართველო და გეოპოლიტიკა ანუ ომი თუ მშვიდობა (ნაწილი მეორე)

 

2. დიდი ბელადის მორიგი გამარჯვება “Nabucco”

 

3. ვაშინგტონი – მოსკოვი და ახალი მსოფლიო წესრიგი

 

4. საქართველო და გეოპოლოტიკა ანუ ომი თუ მშვიდობა

 

მამენტ ბოლო 2 კვირაში აგრეთვე მნიშვნელოვანი რაღაცეები მოხდა და თუ არ დამეზარა დავწერ მასალას სადაც შევეცდები ეს ყველაფერი დიდი სურათის კონტექსტში განვიხილიო მაგრამ დაახლოებით წარმოდგენა იმისა თუ რა შეიძლება ხდებოდეს ჩვენი რეგიონის და საქართველოს თავს ამ მასალებიდანაც შეიძლება შეგექმნას ...

 

საიტზე კიდევ არის რაღაც თემები და იმათაც თუ გადახედავ კიდევ უფრო კარგად დაინახავ იმ დიდ სურათს რომელსაც მე ვხედავ ...

 

არვიცი როგორ ახერხებ არსებულ ვითარებაში პროამერიკული კურსის მხარდჭერას როცა ამერიკელების ინტერესების ლობირების გამოა ზუსტად რომ რუსეთთან საერთო ენის გამოახვას ვერ ვახერხებთ და ქვეყანა ნადგურდება ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

კარგი რა.

 

New York Times არჩევნებს არ აკვირდება. მხოლოდ დამკვირვებლების აზრებს გადმოსცემს. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მხრივ საბოლოო დასკვანაა. ხოდა წაკითხული მაქვს საბოლოო დასკვნები ორივე არჩევნებზე. ორივეს ვეთანხმები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

თუ დროზე არ მოვეგეთ გონს და შევარდნაძე-სააკაშვილის პროამერიკულ კრიმინალრი რეჟიმი რ დავამხეთ ...

მელას რაც ესიზმრებოდა ის ელანდებოდაო :D

თუ პირიქით

 

ვერ დაამხობ ვერაფერს. თუ გინდა სანაძლეოს დაგიდებ მაგაზე. სერიოზულად გეუბნები.

 

ვინაიდან და რადგანაც საქართველოში სტაბილურობა ამერიკის მიერ მართვადი რეჟიმის პირობებში გამორიცხულია ტეთრ სახლს რჩება ერთი ვარნტი .. ავიდეს რუსეთთან გარიგებაზე რათა ენერგოდერეფნის ფუნქცა დაეიკისროს სომხეთს ანუ უგუვე რუსეთის მიერ (ასე თუ ისე) კონტროლირებად სახელმწიფოს

აქ ამის ---> :ndzreva: გარეშე არ გამოვა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

1. საქართველო და გეოპოლიტიკა ანუ ომი თუ მშვიდობა (ნაწილი მეორე)

 

2. დიდი ბელადის მორიგი გამარჯვება “Nabucco”

 

3. ვაშინგტონი – მოსკოვი და ახალი მსოფლიო წესრიგი

 

4. საქართველო და გეოპოლოტიკა ანუ ომი თუ მშვიდობა

 

 

ძალიან საინტერესოდ გაქვს განხილული საკითხი. ზოგიერთი "ექსპერტისაგან" განსხვავებით მრავლადაა ფაქტები და ციფრები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...