Jump to content
Planeta.Ge

„ის გვახსენებდა, რომ ჩვენ, ყველას შეგვიძლია გავხდეთ თავისუფალი" - იური შევჩუკმა ნავალნის სიმღერა მიუძღვნა


DDT-ს სოლისტმა იური შევჩუკმა ასტანაში გამართულ კონცერტზე ალექსეი ნავალნის მიუძღვნა სიმღერა „თავისუფლება”.

სიმღერის შესრულებამდე, შევჩუკმა სცენიდან საზოგადოებას მიმართა.

„ალექსეი ნავალნი ჩვენ, რუსებს თავისუფლებაზე გვესაუბრებოდა. ის გვახსენებდა, რომ ჩვენ, ყველას შეგვიძლია გავხდეთ თავუსუფალი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. ნავალნი ამბობდა, რომ რწმენა თავისუფლების გარეშე არის ფანატიზმი, სულელური ფანატიზმი, რომ მუშაობა თავისუფლების გარეშე მძიმე მონობაა, რომ სიყვარული თავისუფლების გარეშე არის დესპოტიზმი. თავისუფლების გარეშე არაფერი ხდება. ყველაფერი შავად არის შეღებილი. ალექსეი ნავალნის პატივსაცემად, ჩვენ გვინდა ვიმღეროთ სიმღერა, რომელსაც ჰქვია „თავისუფლება”, – თქვა შევჩუკმა.

 

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს ციხეში დაიღუპა. რუსეთის სასჯელაღსრულების უწყების განცხადებით, ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და გონება დაკარგა”.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ნავალნი პუტინმა მოკლა და ამაზე პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს.

ნავალნი 47 წლის იყო. 2011 წლიდან ნავალნი ვლადიმირ პუტინის ოპოზიციაში ჩადგა. ის 2020 წლის აგვისტოში მოწამლეს. რუსული ჰოსპიტლიდან ბერლინში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მის ორგანიზმში აკრძალული ნერვული აგენტი – “ნოვიჩოკი” აღმოაჩინეს. რუსი ექიმების დასკვნების საწინააღმდეგოდ, გერმანელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ პოლიტიკოსი მოწამლული იყო. ნავალნი კომიდან იმავე წლის 15 სექტემბერს გამოვიდა.

2021 წლის 17 იანვარს რუსეთში დაბრუნდა. ის რუსეთში, შერემეტიევოს აეროპორტშივე დააკავეს და მალევე „ექსტრემიზმისა და თაღლითობისთვის” 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2023 წლის აგვისტოში მას ექსტრემიზმთან დაკავშირებული ბრალდებით პატიმრობა კიდევ 19 წლით გაუგრძელეს. ის არქტიკული წრიდან დაახლოებით 40 კილომეტრში, სპეციალური რეჟიმის ციხეში იმყოფებოდა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...