Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    206
  • comments
    3
  • views
    529.274

ფილოსოფიური მსჯელობა წუთისოფლის ამაოებაზე და ილუზიებზე


თუ მატერიალური კოსმოსი ანუ პრაკრიტი ილუზიაა მაშინ ეროვნული იდენტობაც ილუზორული ზმანებაა და თუ მატერია მაინც არსებობს და ფლობს არსს, მაშინ ეროვნული იდენტობა მაინც რაღა შუაშია? განა იცის ჩემი სხეულის სუბატომმა რომ "ქართველია"? ან იქნებ ჩემმა ჯივა ატმანმა იცის რომ "ქართველი სულია"? ჯივატმანს ვაფშე არ აქვს ეროვნული დამღა. მოიშორეთ ილუზიები. მე ვცნობ რეინკარნაციას და ეს ნიშნავს რომ ჩემი "ქართველობა" არაფერს არ ნიშნავს, რადგანაც შემდეგ ცხოვრებაში საერთოდ ძროხად, ხედ ან ფილიპინელად შეიძლება დავიბადო ან საერთოდაც ჯოჯოხეთის დემონიკუსად. მაშ რაღა აზრი აქვს ამ მატერიალურ ილუზიებს? ბუდა ამბობს რომ სატვა ანუ არსება არ ფლობს პიროვნულ არსს და მით უმეტეს არც ეროვნულ და რელიგიურ იდენტობას და როცა სატვა კვდება მისი ვიჯნანა ანუ ცნობიერება უკვე არც ადამიანია და ჯერ არც ახალი ფორმა აქვს მიღებული ახალ სხეულში, მაშინ რაღაა სატვა? თუ სატვას ვიჯნანა არის ცარიელი ფიზიკური რეალიებისგან, მაშინ ვინღა ვარ მე? მე აშკარად არავინ არ ვარ, მე ვარ მხოლოდ სუფთა ცნობიერება ანუ შუნია-სატვა. საერთოდაც ერთადერთი რაც არსებობს ესაა მაჰაშუნიატა ანუ დიდი სიცარიელე და თუნდაც პრაკრიტი რეალური იყოს მან მაინც არ იცის რა არის "გვარიშვილობა" და "ეროვნული სისხლი". ეროვნება ესაა პოლიტიკოსების მიერ ხელოვნურად შექმნილი დოგმა, როდესაც ხალხს შთააგონეს რომ ისინი არიან მხოლოდ დედამიწის ერთი კონკრეტული ნაგლეჯის შვილები და არა აბსოლუტური ზესულის ნაწილები და სამყაროს მოქალაქენი. მე არ ვარ "ქართველი", მე ვარ კოსმოსის მოქალაქე და უსასრულო სიცარიელის სინათლე ანუ "აინ სოფ აურ". მე ვარ უსასრულო არაფრის სიბნელე "ჰოშეჰ".

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...