Jump to content
Planeta.Ge

მამუკა მდინარაძე: დაირღვა თუ არა კონსტიტუცია, კითხვა არ არსებობს


 

,,არ შეიძლება სხვა რაღაცით შეიფუთოს კონსტიტუციის დარღვევა. არავითარ შემთხვევაში კონსტიტუცია არ უნდა დაირღვეს. კონსტიტუციის დაურღვევლად უნდა ვაკეთოთ ჩვენ ევროპული საქმე, ეროვნული საქმე.“ - ასე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს პარტია ,,ქართული ოცნების აღმასრულებელმდივან მამუკა მდინარაძე.

მისი შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი ინტერპრეტაციის საშუალებასაც არ იძლევა და ამის ესახებ კითხვაც არ არსებობს.

,,დაირღვა თუ არა კონსტიტუცია, კითხვა არ არსებობს... აქ კომპეტენციური დავა ვერ წარმოიშობა, იმიტომ, რომ ნებართვის გარეშე პრეზიდენტს არ შეეძლო გამგზავრებულიყო და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განეხორციელებინა. მტკიცებულება ამისა თავად შექმნა საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც მან გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი განეხორციელებინა საკუთარი ხარჯებით. ის რომ ყოფილიყო იმაში დარწმუნებული, რომ კონსტიტუციას არ არღვევდა, მაშინ სახელმწიფო ხარჯებითაც გარისკავდა ამის გაკეთებას. შესაბამისად, ეს ნიშნავს დანაშაულის ჩადენას, მაგრამ კონსტიტუციის დარღვევა თითქოს არაფერი.“- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ 1 სექტემბერს ,,ქარულმა ოცნებამ“ მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. პრეზიდენტის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო წარდგინებას ხელს უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...